1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Feb 27, 2009

გრაფი სენ-ჟერმენი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

გრაფი სენ-ჟერმენი - ადამიანი არსაიდან

გრაფი სენ-ჟერმენი XVIII საუკუნის ევროპაში "არსაიდან" გამოჩნდა, ევროპას საკუთარი "ანაბეჭდი" დაუტოვა და ასევე "არსაით" გაემგზავრა. ეს იყო აბსოლუტურად გამოუცნობი და იდუმალი ადამიანი, რომელიც უაქცენტოდ საუბრობდა თითქმის ევროპულ ენაზე (და არა მარტო ევროპულ ენებზე), ჰქონდა ბრწყინვალე განათლება და შეეძლო ყველა საქმის უცდომელად კეთება (ვიოლინოზე ვირტუოზულად დაკვრა) და გასამრჯელოს არავისგან არასდროს იღებდა (თვით მონარქებისგანაც კი). თუმცა, ის უფრო ცნობილია როგორც ალქიმიკოსი, ასტროლოგი და წინასწარმეტყველი.

მისი დაბადების (ასევე სიკვდილის) დრო და ადგილი უცნობია – ერთი ვერსიით მისი დაბადების და სიკვდილის თარიღებია – 1696–1784, მეორე ვერსიით 1710-1795 წლები. არსებობს ვერსია, რომ ის იყო უნგრელი თავადი რაკოცი.
ეს სიმპატიური, განათლებული და საკმაოდ მდიდარი ადამიანი ევროპაში პირველად 1740-იან წლებში იტალიის სამეფო კარზე გამოჩნდა, შემდეგ იმყოფებოდა ავსტრიის, ინგლისის, ჰოლანდიისა და რუსეთის სამეფო კარზეც. საფრანგეთში მისი მფარველები ლუდოვიკო XV და მადამ პომპადური, ხოლო ავსტრიაში კი ფრანციკ I იყვნენ, ძალიან ახლო მეგობრობდა აკავშირებდა რუსეთის დედოფალთან, ეკატერინე II-სთან და რუს გრაფებთან ძმებ ალექსი და გრიგორი ორლოვებთან. სხვა წყაროებით, სანამ სენ-ჟერმენი ევროპაში გამოჩნდებოდა, მანამდე 1736-43 წლებში... სპარსეთის შაჰის ნადირის მრჩეველი იყო (ეს ის ნადირ-შაჰია, რომელსაც ერეკლე II ინდოეთის ლაშქრობაში ახლდა).
ის არასდროს მალავდა, რომ სენ-ჟერმენი გამოგონილი გვარი იყო, თუმცა მას სხვა უამრავი გვარიც ჰქონდა – რომში ის მარკიზ მონფერა იყო, ვენეციაში – გრაფი ბელამარე, პიზაში – კავალერი შენინგემი, მილანში – კავალერი უელფონომი (ინგლისელი), გენუსა და ლივორნოში – გრაფი სალტიკოვი (რუსი), შვაბსა და ტროისდორფში – გრაფი ცაროკი, დრეზდენში – გრაფი რაკოცი, პარიზში, ლონდონში, ჰააგასა და სანკტ-პეტერბურგში – გრაფი სენ-ჟერ-მენი.
ის სამართლიანად ითვლება XVIII საუკუნის ყველაზე გამოუცნობ ადამიანად. ამასთან საერთაშორისო არენიდან მისი გაქრობის (ან მისი სიკვდილის) შემდეგ, მისმა მიმდევარმა და თაყვანისმცემელმა გრაფმა კარლ გესენსკიმ სენ-ჟერმენის წიგნები და ჩანაწერები გაანადგურა (თუმცა გადარჩა რამოდენიმე მის მიერ დაწერილი სახელმძღვანელო ალქიმიისა და ოკულტური მედიცინის შესახებ).
როგორ ცნობილია, მადამ პომპადურს საფრანგეთში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა, სენ-ჟერმენს სწორედ მისი გავლენით საფრანგეთში გზა ხსნილი ჰქონდა. რასაკვირველია ამისთვისთვის ის მადამ პომპადურს საკმაოდ პრაქტიკულ რჩევებსა და... სილამაზის შესანარჩუნებელ ელექსირებს აძლევდა. მან ლუდოვიკო XV-ს განუცხადა, რომ ის დედამიწაზე მრავალი ათასი წელია ცხოვრობს და ებრაულ წყაროებში მოხსენიებული "მარადი ურია" სწორედ ის არის(?!).
1750-იან წლების ბოლოს ის რუს გრაფ გრიგოლი ორლოვის მიწვევით ჩადის რუსეთში, სადაც მას საკმაოდ თბილად ხვდებიან. ის აქ წინასწარმეტყველებს რუსეთის მეფის პეტრე III-ს ძალადობრივ სიკვდილს (ის 1762 წელს გამოუცნობ ვითარებაში მოკლეს, რომლის შემდეგ რუსეთის ტახტზე მისი ცოლი – ეკატერინე II ავიდა). სენ–ჟერმენმა ორლოვს იმ პერიოდისთვის შემაძრწუნებელი მოვლენა უწინასწარმეტყველა – მასა და დედოფალს ვაჟი გაუჩნდებოდათ. ამ ცნობის გამო გრაფმა ორლოვმა კინაღამ შოკი მიიღო, თუმცა ამ შემთხვევიდან დაახლოებით ოთხ-ხუთ წელში, დედოფალმა ეკატერინე II-მ მისივე ფავორიტისგან გრიგოლი ორლოვისგან უკანონო ვაჟი გაააჩინა (უნდა ითქვას, რომ დედოფალი ისე მოიხიბლა სენ-ჟერმენის პიროვნებით, რომ შემდგომ, როდესაც რუსეთს სხვა ალქიმიკოსი კალიოსტრო ესტუმრა, მასაც უდიდესი პატივი სცა)...
სხვათა შორის, როდესაც 1848 წელს, ნაპოლეონ III საფრანგეთის სათავეში მოვიდა, მაშინვე დაინტერესდა სენ-ჟერმენის ჩანაწერებით და მისი ბრძანებით შეკრიბეს გადარჩენილი წიგნები თუ წინასწარმეტყველებები. საქმე კი იმაში იყო, რომ სენ-ჟერმენმა იწინასწარმეტყველა, რომ XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთს "კორსიკელი არწივი გადაუფრენდა, რომელიც ათი წლის განმავლობაში ასი წლის საქმეს გააკეთებდა". სენ-ჟერმენი იქვე იუწყებოდა, რომ როდესაც "კორსიკელ არწივს ფრთებს დააჭრიდნენ", იგი მაინც "აღდგებოდა – სხვისი სახელით". ნაპოლეონ III მართლაც ნაპოლეონ I ბონაპარტის ნათესავი და მისი მოსახელე იყო. როგორც ჩანს, ნაპოლეონ III-ს ეიმედებოდა, რომ სენ-ჟერმენის ჩანაწერებში კიდევ მრავალ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის ამ ჩანაწერებს გაეცნო და იქ მისთვის უსიამოვნო წინასწარმეტყველებები აღმოაჩინა, მისი აფიშირებიდან თავი შეიკავა. ფაქტი კი ის იყო, რომ ნაპოლეონ III მმართველობის ბოლოს მოუწყეს სახელმწიფო გადატრიალება და ამის გამო მას მოუხდა სახელმიფოს მართვის ფორმის შეცვლა, ამის შემდგომ კი ის პრუსიის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს ტყვედ ჩავარდა.
სენ–ჟერმენი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. მისი პიროვნება მრავალი მწერლის თემა გახდა. ცნობილმა ფანრგმა მწერალმა ვიქტორ ჰიუგომ მას მიუძღვნა პიესა "რიუ ბლაზი", ასევე ფრანგმა ენციკლოპედისტმა გრიმმა ის საკუთარ ნაწარმოებში მოიხსენია, ხოლო ხოლო იტალიელი ავანტიურისტი და მექალთანე ჯაკომო კაზანოვა საკუთარ მემუარებში გრაფ სენ ჟერმენთან შეხვედრას აღწერს.
P. S. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა - სხვა და სხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ჩნდება ცნობები, რომ... სენ-ჟერმენი პირადად ნახეს (1812 წელს პარიზში, 1814 წელს ვენეციაში, 1912 წელს სანკტ-პეტერბურგში, 1939 წელს პარიზში და ა. შ.).

No comments:

Post a Comment