1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Mar 17, 2009

"ჰოუპი" – მკვლელი ალმასი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ეს ალმასი ევროპაში პირველად XVII საუკუნეში გამოჩნდა. იგი ინდოეთიდან ფრანგმა მოგზაურმა ჟან ბატისტ ტავერნიემ ჩამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ ტავერნიე (რომელმაც იცოდა უამრავი უცხო ენა და ნამყოფი იყო ბევრ ქვეყანაში) ზოგჯერ პირადად ესწრებოდა გოლკონდას (გუნტურა ანდხრა-პრადეშა, ინდოეთი) საბადოს მუშაობას და იქ მოპოვებული ალმასები ევროპაში ჩამოჰქონდა ხოლმე.
მისი ალმასებით მარაგდებოდნენ მაშინდელი საფრანგეთის დიდებულები და მათ შორის სამეფო კარიც და თვით მეფეც ლუდოვიკო XIV. აღნიშნული ალმასიც ტავერნიემ ინდოეთში იყიდა, მისივე სიტყვებით 1660-61 წლებში. ეს ალმასი თითქმის 115 კარატი (22,44 გრამი) იყო და იისფერი შეფერილობის იყო.
ალმასი მოგზაურმა მეფეს 1668 წელს მიჰყიდა, ამისთვის მეფემ ტავერნიეს აზნაურობა მიანიჭა. ტავერნიემ მეფეს ალმასის შესახებ ლეგენდაც გააცნო, რომლის მიხედვით, ალმასი ოდესღაც ღვთაება რამას თვალი იყო (თუმცა ტავერნიემ მეფეს სიმართლე დაუმალა, უფო სწორედ კი ლეგენდა სანახევროდ მოჰყვა, მას არ უთქვამს, რომ ლეგენდის მიხედვით ეს ალმასი რამას მარცხენა თვალი იყო, რომელი თვალითაც რამა ხალხს სჯიდა. მეორე ვერსიით იგი რამას მეუღლის, ქალღმერთ სიტას თვალი იყო და იგი მძარცველებმა მოაგლიჯეს). მეფემ ტავერნიესგან ნაჩუქარი ალმასი დაამუშავებინა და მას გულის ფორმა მისცეს. ალმასი 68 კარატიანი ბრილიანტი გახდა და ლუდოვიკო XIV იგი თავის საყვარელს აჩუქა.
ამასობაში ალმასის ევროპაში ჩამოტანას თითქმის ფეხდაფეხ "ჩამოჰყვა" ჭირი. ჰემოლოგებმა, ანუ ძვირფასი ქვების სპეციალისტემა ეს ცუდ ნიშნად ჩათვალეს. მითუმეტს, რომ მალე ტავერნიე გაცოფებულმა ძაღლებმა ნაწილ-ნაწილ დაგლიჯეს. მეფეს შესძულდა თავის საყვარელი და მას ალმასი უკან წაართვა, თუმცა მალე ლუდოვიკო XIV-მ ცეკვისას ჟანგიან ლურსმანს ფეხი დაადგა, ამის გამო განგრენა დაემართა და გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ალმასი მეფის საცავში ინახებოდა. ალმასი ლუდოვიკო XVI-ემ მეუღლეს მარია ანტუნეტას აჩუქა. დედოფალმა იგი პრინცესა ლამბალას აჩუქა. საფრანგეთის რევოლუციის დროს პრინცესა ლამბალა, ისე როგორც დედოფალი მარია ანტუნეტა და მეფე ლუდოვიკო XVI სიკვდილით დასაჯეს. 1792 წლის 11 სექტემბერს, როდესაც საფრანგეთში რევოლუციის წინა პერიოდი იყო, მძარცველებმა გაძარცვეს მეფის სასახლე და ძვირფასეულობა გაიტაცეს, მათ შორის იისფერი ალმასიც, რომელსაც იმ პერიოდისთვის "ტავერნიეს" უწოდებდნენ. ალმასი ერთ-ერთ მძარცველს, კადეტს, გვარად გუილოტს ერგო. მან იგი ერთ-ერთი იუველირს მიჰყიდა, თუმცა ამ ფულის გამო იგი მოკლეს. იუველირმა, იმის გამო, რომ ალმასს ბზარი ჰქონდა, იგი დაამუშავა (ალმასი 14 კარატი გახდა), ხოლო მისმა შვილმა ალმასი ლონდონში დააგირავა. იუველირიც და მისი შვილიც ძალიან მოკლე პერიოდში მოკლულები იქნენ.
ინგლისში ალმასი იყიდა ინგლისელმა ბანკირმა ჰენრი ჰოუპმა. ბანკირმა ალმასი დაარეგისტრირა და სახელად საკუთარი გვარი ("ჰოუპი") უწოდა და აქედან წარმოსდგება ალმასის დღევანდელი სახელი. მიუხედავად ალმასის "ნათლობისა", ბანკირს პრობლემები მაინც დაეწყო – იგი დაავადდა და გარდაიცვალა, ხოლო ექიმება მისი ავადმყოფობას ვერაფერი ვერ გაუგეს. "დაწყევლილი ალმასი" დარჩა ბანკირის ქვრივს, ადელ ჰოუპს. იგი მალევე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ დედამ "ჰოუპი" დაუტოვა თავის ქალიშვილს, ჰენრიეტას, რომელიც გათხოვდა ჰენრიხ პელხამ-კლინტონზე. ცოლ-ქმარი ერთდროულად ტრაგიკულად გარდაიცვალნენ. ალმასი მემკვიდრეობით 1887 წელს მათ შვილს ჰენრი ფრენსის პელხამ-კლინტონ ჰოუპს დარჩა. მან ალმასი თავის მეუღლეს ამერიკელ მოცეკვავეს მეი იოხს აჩუქა. 1896 წელს ისინი გაკოტრდნენ. მათ ალმასი 29 000 დოლარად ლონდონელ ძვირფასი ქვებით მოვაჭრეს ადოლფ ვეილს მიჰყიდეს. მან კი თავის მხრივ ამერიკელ დილერს საიმონ ფრანკელს მიჰყიდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბანკირი ჰოუპის (რომელმაც ალმასს საკუთარი სახელი უწოდა) შთამომავლები მთლიანად გაკოტრდნენ და ტრაგიკულად გარდაიცვალნენ.
ნიუ-იორკში ალმასი 141 000 დოლარად შეაფასეს. ამასობაში ლონდონელი ძვირფასი ქვებით მოვაჭრე ადოლფ ვეილი თავის მოსამსახურესთან ერთად მოკლეს. 1908 წელს პარიზში აუქციონზე უცნობმა პიროვნებამ ალმასი 400 000 დოლარად შეიძინა. თუმცა მისი ძველი პატრონი საიმონ ფრანკელი გაკოტრდა და გალოთდა.
ამის შემდეგ "ჰოუპი" ოსმალეთის სულთანის აბდულ ჰამიდ II-ის კარზე გამოჩნდა. მან ეს ბრილიანტი თავის საყვარელს აჩუქა. მალე ქალი მოკლეს, ხოლო აბდულ ჰამიდ II-ს 1908-09 წლებში მომხდარი რევოლუციის შედეგად სულთანობა ჩამოართვეს და საბერძნეთში გააძევეს.
რუსეთ-თურქეთის შემდეგ, ბრილიანტი რუს თავად კორიტოვსკის (მეორე ვერსიით თავად კანდოვიცკის) ერგო, რომელმაც ბრილიანტი ფრანგ მოცეკვავე ქალს, გვარად ლედიუს აჩუქა, თუმცა თავადმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, ხოლო თვითონ ძალიან მალე თავს დაესხნენ და სიცოცხლეს გამოასალმეს.
ამის შემდეგ "ჰოუპი" საფრანგეთში ეროვნებით ესპანელმა შეიძინა, თუმცა მან სამშობლოშიც კი ვერ ჩააღწია – იგი ზღვაში ბანაობის დროს დაიხრჩო.
1911 წელს ალმასი ამერიკელმა ქალმა ევალინუ უოლშ მაკლინმა იყიდა. იგი ცნობილი მულტიმილიონერის თომას ოულშის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ევალინუმ ალმასი ოცდახუთის წლის ასაკში შეიძინა. როდესაც ის გააფრთხილეს, რომ ალმასი დაწყევლილი იყო. მან ალმასი ეკლესიაში წაიღო, რათა "განწმენდილიყო", თუმცა ასევე განაცხადა: "მეტი რაღა უნდა დამემართოს". მართლაც მისი ქმარი ედვარდ ბილ მაკკინლი, რომელთანაც უკვე სამი წელი იყო ცხოვრობდა ლოთი და ნარკომანი იყო. ამის გამო მათი პირველი შვილი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ალმასის ყიდვიდან მალე ევალინუს ავადმყოფი შვილი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ამის შემდეგ ევალინუ ქმარს გაეყარა. 1947 წელს იგი პნევმონიით გარდაიცვალა, ხოლო ალმასი შვილიშვილებს დაუტოვა ერთი პირობით, რომ იგი არ გაეყიდათ, თუმცა მათ ეს პირობა არ შეასრულეს. მათ შიშის გამო ალმასი მფლობელობაში მიღების წუთსავე გაყიდეს. ზოგმა ოჯახის წევრმა შიშის გამო კუთვნილი ფულის მიღებაზეც კი უარი თქვა. "ჰოუპი" ალმასებით მოვაჭრეს ჰატი უინსტონს მიჰყიდეს. უნდა ითქვას, რომ "ჰოუპის" პატრონებიდან ჰარი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ალმასის გამო ცუდი არაფერი არ მოსვლია. იგი ქველმოქმედი ადამიანი იყო და არც ალმასის ირგვლივ არსებული ხმებისა სჯეროდა. ჰარი "ჰოუპს" მთელი ამერიკის მასშტაბით დაატარებდა და ხალხს მისი ნახვის საშუალებას აძლევდა. 1958 წლის ზაფხულში ჰარი უინსტონმა ალმასი სმიტსონის ინსტიტუტს აჩუქა. ალმასი ფოსტით გააგზავნეს. კარუერმა, რომელმაც ალმასი ინსტიტუტში უბრალო ჩანთით მიიტანა (მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა იდო დაბეჭდილ ჩანთაში), რამოდენიმე დღეში ავტოავარიაში მოჰყვა, თუმცა ცოცხალი გადარჩა. ხოლო ალმასის ბოლო პატრონი ჰარი უისტონი, რომელსაც არასდროს არ სჯეროდა "ჰოუპის წყევლის", დიდ ხანს მშვიდად იცოცხლა და 1978 წლის 28 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამჟამად "ჰოუპი" ვაშინგტონის ნაციონალურ მუზეუმში გაძლიერებული დაცვის ქვეშ ინახება.

ქართული ფულის ენერგეტიკა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა ენერგეტიკას ატარებს ქართული ფულის ერთეული?!

სამყაროში ისევე როგორც სხვა ყველაფერი ფულიც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს (იგი სიმბოლოა სიმდიდრისა და მატერიალური კეთილდღეობისა). ძველთაგანვე ფულის ნიშნებზე გარკვეულ ციფრებსა და ნიშნებს გამოხატავდენენ და ხშირ შემთხვევებში ამას ეზოთერული დატვირთაც ჰქონდა. ძველ თუ თანამედროვე ბანკნოტებზე და მონეტებზე მეფეთა, მონარქთა თუ პრეზიდენტთა პორტრეტებს ვხვდებით (რაღა თქმა უნდა ეს სიმდიდრის, ძალისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო). პირველი ფულის ნიშნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩნდება, მანამდე კი ადამიანებში საქონლის ბარტერული გაცვლა ხდებოდა, იყო სხვანაირადაც, მაგალითად, ოკეანეთის ზოგიერთ კუნძულზე ფულის მოვალეობას ნიჟარა ასრულებდა, ციმბირში ძვირფასი ბეწვი გამოიყენებოდა ა. შ.

საერთოდ, რაც მატერიალურ სამყაროში იქმნება, ის ჯერ იდეის დონეზე ყალიბდება (მენთალური სიბრტყე), იდეის დამუშავება და მასზე ფიქრი აღძრავს ემოციას (ასტრალური სიბრტყე) და ბოლოს იწყებს გამატერიალიზება, ანუ იძენს ფორმას (ფიზიკური სიბრტყე). ასეა ფულის შემთხვევაშიც, ის სიმბოლურად უნდა გამოხატავდეს იმას, რაც მის იდეაში ჩაიდო. ასევე უნდა წარმოაჩენდეს იმ ქვეყნის და ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის ხასიათსა და ნიშან-თვისებებს (რასაკვირველია მეტაფიზიკურ პლანში).
საინტერესოა, ამ კუთხით ქართული ფულის ერთეულის, ლარის განხილვა. იგი დაიბეჭდა 1993 წელს, საფრანგეთში. საფრანგეთს, ისევე როგორც საქართველოს ლომის ზოდიაქოს ნიშანი მართავს (ეს იოლი შესამჩნევია თუ ამ ორი ხალხის მსგავსებაზე გავამახვილებთ ყურადღებას). ეს პრინციპში არ არის ცუდი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ლარი მისი დაბეჭვდიდან მომიმოქცევაში მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოვიდა, რაც არც თუ პოზიტიური ამბავია, თუმცა, ეს სულაც არ არის მთავარი. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ლარზე გამოსახული ნიშნები და ადამიანთა პორტრეტები ბევრ შეუსაბამობასა და გაურკვევლობას აღძრავენ. ამ კუთხით მონეტებში უკეთესადაა საქმე, ვიდრე ბანკოტებში.

დავიწყოთ ხუთთეთრიანით, ავერსზე ლომია გამოსახული, რევერსზე კი ბორჯღალი (მზის სიმბოლო, ასტროლოგიაში ლომს სწორედ მზე მართავს) როგორც უკვე ზემოთ ვთქვით საქართველოს ლომის ნიშნით იმართება, ამიტომ, ეს მონეტა მთლიანობაში პოზიტიური ენერგიის მატარებელია.
ათთეთრიანზეც ლომია გამოსახული, ოღონდ მასზე ისტორიულ-მისტიკური პერსონაჟი – მამაია ამხედრებული, რაც ასევე დადებით ემოციებს აღძრავს.
ოცთეთრიანი მეტაფიზიკური დატვირთვით აშკარად ჩამოუვარდება წინამორბედებს, რადგან მასზე ირემს ვხედავთ, ირემი რამდენად არის არის ძალაუფლების სიმბოლო და რამდენად ეწყობა ლომს, ეს სხვა საქმეა.
ორმოცდაათთეთრიანზეც ლომის (ოღონდ ფრთოსანი) გამოსახულებას ვხვდებით, რაც ჰარმონიულ კავშირშია ხუთ და ათთეთრიანებთან, მართლაც, ამ მონეტებით (მხოლოდ ხუთ ან ათთეთრიანებით) შეგვიძლია ორმოცდაათი თეთრი შევაგროვოთ, რასაც ვერ ვიტყვით ოცთეთრიანებზე.
მონეტები ნებისმიერი ქვეყნის ვალუტაში მხოლოდ ხურდა ფულის მოვალეობებს ასრულებენ და მთავარი დატვირთვა ბანკნოტებზე მოდის.
ლარის შემთხვევაში ათვლა ერთლარიანს უჭირავს, მასზე დიდი ქართველი მხატვარია აღბეჭდილი, მეორე მხარეს კი ისევ და ისევ ირემი (მისი ერთ-ერთი ნახატის მიხედვით). ეს პიროვნება როგორც მხატვარი რა თქმა უნდა ბრწყინვალე პიროვნებაა, მაგრამ ჩვენ ხომ საუბარი მატერიალურ მხარეზე გვაქვს, ის კი ამ სფეროში არც თუ ისე წარმატებული გახლდათ (გავიხსენოთ ვინ არის გამოსახული ერთდოლარიანზე, ჯორჯ ვაშინგტონი, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის აშშ-ს დამოუკიდებლობის მოპოვებაში და მისი პირველი პრეზიდენტიც გახლდათ. მისი განთავსება ერთდოლარიან კუპიურაზე სულაც არ აკნინებს მას, პირიქით. ამ გაგებით ჩვენს ერთლარიანზე დავით აღმაშენებელი ან გიორგი ბრწყინვალე უნდა იყოს აღბეჭდილი, საერთოდ კი ნებისმიერ კუპიურაზე აუცილებლად მეფე უნდა ყოფილიყო გამოსახული, ღვთის მადლით, ქართველებს საკმაოდ ბევრი ძლიერი და სახელოვანი მეფე გყვავდა). ერთლარიანზე მარჯვენა დაბალ კუთხეში პატარა კვადრატი შეინიშნება (პირველად გამოშვებულ ასიგნაციებზე ეს სიმბოლო არ იყო, შემდეგში დაამატეს). არც კვადრატია პოზიტიური ფიგურა, რადგან მას მიმართულება არ გააჩნია, განხვავებით სამკუთხედისა და პენტაგრამისაგან, ამიტომ, მისი აღნიშვნა საწყის ბანკნოტზე ნამდვილად დიდი შეცდომაა. სხვა საქმეა ბორჯღალი, პირველად გამოშვებულ ფულზე, ბორჯღალი მარცხნივ ბრუნავს, შემდეგ გამოშვებულზე უკვე – მარჯვნივ, ანუ აქ ქაოსური და გაუცნობიერებელი ცვლილებები მიდის. ცნობისათვის ვიტყვით, რომ სწორი პირველი ვარიანტია (ამაზე ზოდიაქოს რკალის მიმართულებაც მიგვანიშნებს). სხვა საქმეა კუპიურების ფერი, სჯობდა როგორც დოლარის შემთხვევაშია, ლარიც ერთი ფერის გვქონოდა და ეს ოქროსფერი ყოფილიყო (მზისა და ლომის ზოდიაქოს ფერი).
მთლიანობაში არც ორლარიანი ტოვებს პოზიტიური ენერგიის მატარებელ კუპიურის შთაბეჭდილებას, მასზე კომპოზიტორი, ნოტები და ოპერისა და ბალეტის თეატრია აღბეჭდილი. ცოტა ძნელი აღსაქმელია ფინანსები და მუსიკა ერთად. აქაც მეორდება კვადრატი, მაგრამ აქ მასში წრეა ჩასმული (უკეთესი იქნებოდა წრე ასლარიანზე ყოფილიყო გამოსახული, როგორც კოსმოსის მუდმივი ციკლის სიმბოლო). ტყუილად კი არა აქვს აშშ-ს ორდოლარიანი (მართალია ის ხმარებაში გამოუშვეს, მაგრამ მალევე ამოიღეს), ეს იმიტომ, ციფრი ორი (2) ცალსახად ნეგატიურ ენერგიას "ინ"-ს შეიცავს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ერთიანთან (1). ორლარიანი სჯობდა საერთოდ არ გვქონოდა, უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია ორიანის მაგივრად სამლარიანი ყოფილიყო (კენტი ციფრები ხომ პოზიტიური ენერგიის მატარებლად ითვლებიან).
ქაღალდის ფულში ყველაზე უკეთესი კუპიურა ხუთლარიანია, ის ოქროსფერია, მასზე მეცნიერს ვხვდებით (მატერიალური სამყარო ხომ უფრო მეცნიერებაა, ვიდრე ხელოვნება), შემოდის ლომის ფიგურაც, სხვათა შორის იგივე, რომელსაც ხუთთეთრიანზე ვხვდებით. მარჯვენა დაბალ კუთხეში კი უკვე სამკუთხედია გამოსახული, როგორც უკვე ვთქვით, მეტად სასიკეთოა. ასე რომ ხუთლარიანი მთლიანად პოზიტიური ენერგიის მატარებელი კუპიურაა.
ათლარიანი საერთოდ გაურკვეველი ენერგიის შემცველია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე უდიდეს ქართველ პოეტს ვხვდებით, მეორე მხარეს კი ისევ ქართული ფერწერის ნიმუშია აღბეჭდილი, სიმბოლოდ კი ნახევარწრე უზის (დაუსრულებელი ციკლი?), მიუხედავად ყველაფერ ამისა, ის როგორც ფულის ნიშნული ნეგატიურად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არც ფერით, არც ზედ გამოსახული პიროვნების პორტრეტითა თუ სიმბოლოებით ის არაფრით უახლოვდება მატერიალურ სფეროს, მითუმეტეს, საქართველოს ეზოთერულ სიმბოლოებს.
ოცლარიანი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ, რადგან მისი პირველი ნაწილი (კერძოდ, კი რევერსი) მეტად პოზიტიური ენერგიას შეიცავს, აქ ვხედავთ საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს მეფეს, ასევე მზის გამოსახულებას, რაც დადებით ემოციებს აღძრავს, თუმცა, მეორე მხარეზე (ავერსზე) ვხედავთ პიროვნებას, რომელიც საქართველოსთვის ეწამა და ამისათვის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა (მართალია მას ცხოვრებაში ფინანსებთან ღრმა შეხება ჰქონდა, მაგრამ დღევანდელ სივრცესა და დროში ის ჩვენთვის ერის მამასა და წმინდანს წარმოადგენს, ვიდრე ბანკის მმართველსა და მდიდარ პიროვნებას). წმინდანის გამოსახულება ფულის კუპიურაზე რბილად რომ ვთქვათ, ამორალური საქციელია (და კიდევ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და არა თეოკრატიული). ისევე როგორც რიცხვი ორი (2), ოციც (20) ნეგატიურ ენერგიას შეიცავს, მართალია ოცდოლარიანს ვხვდებით, მაგრამ სჯობდა ოცდახუთლარიანი გვქონოდა, რადგან ის არითმეტიკულად ზუსტად შუაზე ჰყოფდა შემდეგ ნიშნულიან კუპიურას.
ორმოცდაათლარიანი და ასლარიანი ხუთლარიანთან ერთად პოზიტიური ასიგნაციების რიცხვში შედიან, ერთზე დედოფალია გამოსახული, რომელმაც საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა, მეორეზე კი პოეტი, რომელიც საკმაოდ დიდ ხნით საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი იყო (ფინანსთა მინისტრი). ასევე ორივეზეა გამოსახული მზის სიმბოლიკები, რაც საქართველოსთან მეტაფიზიკურ პლანში დადებით ასპექტებს ქმნიან. ორივე კუპიურა ოქროსფერია და მთლიანობაში საკმაოდ მდიდრულ შთაბეჭდილებასაც ტოვებს (რაც ლომის ზოდიაქოსთვის და აქედან გამომდინარე თითქმის ყველა ქართველისთვის არის დამახასიათებელი).

თუ ვიღაცას ჰგონია სხვადასხვა ქვეყნის ვალუტაზე შემთხვევით არიან გამოსახულები მეფეები, დედოფლები, პრეზიდენტები, შემთხვევით არის მათზე დატანილი ის უძველესი სიმბოლოები, შემთხვევით არის მათი ფერი შერჩეული, უბრალოდ ცდება, რადგან სამყაროში შემთხვევითობა არ არსებობს და ის ადამიანის მოგონილია. ასე, რომ იქნებ, ამ ყველაფერს მიაყურადონ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ევალებათ.

გვიდო ბონატი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

გვიდო ბონატი თავისი ასწლეულის ევროპაში ყველაზე სახელგანთქმული ასტრონომი და ასტროლოგი იყო. იგი იტალიაში დაიბადა - 1207 წელს, სავარაუდოდ ფლორენციაში. პირველად იტალიამ ახალგაზრდა ასტროლოგი მაშინ გაიცნო, როდესაც მან სახალხო კამათში ქალაქ ბოლონიაში ასტროლოგიის მოწინააღმდეგე ჯოვანი სკიო (ვინჩენცოდან) დაამარცხა. ამან ბონატის სახელი მთელს იტალიაში გაუთქვა.
ამის შემდეგ ბონატი "წმინდა რომის იმპერიის" იმპერატორის ფრიდრიხ II-ს (1212-1250) პირადი ასტროლოგი გახდა. იმპერატორი საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო – მან იცოდა ბერძნული, არაბული და ლათინური ენები. ბონატის რჩევით იმპერატორმა დაიწყო სახალხო განათლებაზე ზრუნვა და სკოლის დააარსა – აქ ერთმანეთის გვერდით სწავლობდნენ ქრისტიანები, არაბები და ებრაელები. ბონატისვე რჩევით ლათინურად თარგმნეს ავიცენასა (იბნ-სინას) და არისტოტელეს და სხვა არაბი სწავლულების მეცნიერული ტრაქტატები.
ასტროლოგის რჩევებით ფრიდრიხი ხშირად სარგებლობდა, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ როდესაც ფრიდრიხმა ეგვიპტის სულტანის წინააღმდეგ VI ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო, ბონატიმ მას თავდაპირველად მოლაპარაკებების გამართვა ურჩია. ფრიდრიხმა, მიუხედავად თავის ზღვარგადასული სიამაყისა და ამპარტავნებისაც კი, დაუჯერა ბონატის რჩევას და არ წააგო – სულტანმა ქრისტიანებს უომრად დაუთმო ბეთლემი, ნაზარეთი და იერუსალიმი.
ამ ფაქტმა ბონატის სახელი კიდევ უფრო განადიდა. ბონატიმ დაიწყო ლექციების კითხვა ჯერ პარიზის და შემდეგ კი ბოლონიის უნივერსიტეტებში. პარალელურად ბონატი გრაფი გვიდო და მონტეფელტროს პირადი ასტროლოგი გახდა. გრაფი საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდა სხვა და სხვა ქალაქის მართველებთან ასტროლოგის დახმარებით მან მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწია.
1250-იან წლებში ბონატი უკვე ბრეშიაშია და სხვა ასტროლოგებთან ერთად მუშაობს გრაფი ეზელინო და რომანოს კარზე. ეს საკმაოდ ძლიერი გვარი იყო და ამ ოჯახის წევრების მონაწილეობას იღებდნენ სხვა ჯვაროსნულ ლაშქრობებში. ეზელინო გვარის ყველაზე სახელგანთქმული პიროვნება იყო, რადგან მან დაამარცხა ყველა ის მოწინააღმდეგე, რომელსაც მისი წინაპრები ეომებოდნენ. ცნობილია, რომ ბონატიმ როდესაც შეადგინა გრაფის პირადი ჰოროსკოპი, მან საპყრობილეში სიკვდილი უწინასწარმეტყველა, თუმცა გრაფმა არ დაუჯერა მას. 1259 წელს ეზელინომ საშინელი წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა და შეძრწუნდა. მან საკუთარ სიზმრის ამხსნელებსა და ასტროლოგებს უხმო. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ამ სიზმრის ახსნა. ამ პერიოდისთვის ბონატი უკვე გრაფ გვიდო ნოველოსთან მუშაობდა. ეზელინო და რომანოს კი ბონატის წინასწარმეტყველა აუხდა – იგი შეიპყრეს და საპყრობილეში გამოკეტეს, სადაც მალევე საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა.
ბედიის ირონია იყო თუ ბონატის ასტროლოგიური ცოდნა, მაგრამ ერთი რამ ცხადი გახდა, ვის კარზეც ბონატი მუშაობდა, ის დიდებული წარმატებას აღწევდა. ამან ცხადია ბონატის მოშურნეები და მტრები შესძინა. ამიტომ იგი იძულებული იყო მონასტერში წასულიყო და უარი ეთქვა დიდებულების კარზე სამსახურზე. მონასტერში მან ტრაქტატების წერა დაიწყო, გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბონატი არჩევდა სასიკეთო დროს და ადგილსაც კი სამონასტრო მშენებლობებისთვის.
1277 წელს გამოდის ბონატის ასტრონომიულ-ასტროლოგიური ტრაქტატი "ლიბერ ასტრონომიაე" ("Liber astronomiae"). ამ ტრაქტატს იყენებდნენ როგორც შუასაუკუნეების, ისე იყენებენ თანამედროვე ასტროლოგები. მხოლოდ შუასაუკუნეებში ეს ტრაქტატი სამჯერ გამოიცა 1491, 1506 და 1550 წლებში, ხოლო 1572 წელს ბაზელში გამოიცა ბონატის ასტროლოგიური ტრაქტატების სრული ვერსია, რომლის სახელწოდება იყო "ადამიანის დაბადების დროის სრული აღწერილობა".
გვიდო ბონატი 1296 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

P. S. აღსანიშნავია, რომ გვიდო ბონატი უდიდეს იტალიელ პოეტს დანტე ალიგიერს მოხსენიებული ჰყავს პოემაში "ღთაებრივი კომედია" ("ჯოჯოხეთი" - სიმღერა XX). ბონატის პიროვნება ასევე შეტანილია მაკიაველის "ფლორენციის ისტორიაში". XIV საუკუნეში მხატვარ ფილიპო ვილანის შესრულებული აქვს ბონატის პორტრეტი. ეს ფაქტები მიუთითებს, თუ რამდენად პოპულარული იყო იტალიაში ასტოლოგია და გვიდო ბონატი.

აფირმაცია (2 ნაწილი)

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

აფირმაცია ეს არის ენერგია, რომელსაც ადამიანი ფიქრისა და სიტყვის საშუალებით იზიდავს. შესაძლოა, ვიღაც არ დაგვეთანხმოს და თქვას, რომ მისი ფიქრის მიუხედავად, სულაც არ მიდის მასთან ის, რაზეც ფიქრობს (მაგალითად, ფული). საქმე იმაშია, რომ ქაოსური და უმისამარათო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოტური და არამიზანმიმართული შრომა.
ამჯერად გაგაცნობთ აფირმაციებს, რომელიც დაკავშირებულია ბა-გუას ენერგეტიკასთან. გაიმეორეთ ეს აფირმაციები რაც შეიძლება ხშირად, თუმცა ყოველი აფირმაცია უნდა გაიმეოროთ ან 3-ჯერ, ან 6-ჯერ, ან 9-ჯერ, ანუ ციფრი სამი უნდა ფიგურირებდეს. ამასთან წარმოიდგინეთ როგორ (რა პოზიტიური ხერხებითა და საშუალებებით) იღებთ იმას, რაც გსურთ.

სიმდიდრის აფირმაციები:
ფული ჩემთან ყველა მხრიდან და თავისუფლად მოდის
მე ყოვეთვის მდიდარი ვარ და მაქვს ფული
მე ფულისთვის ყოველთვის მიმზიდველი ვარ
მე ფულს სიხარულით ვიღებ და გავცემ

დიდებისა და წარმატებია აფირმაციები:
მე წარმატებული ვარ
ჩემი ყველა დადებითი ჩანაფიქრები მატერიალიზდება
მე ჩემს თავს ვაფასებ და მიყვარს
ადამიანებს მე ვუყვარვარ და მაფასებენ
ამსამყაროში მე ყველაფერ კარგს ვიმსახურებ და ვიღებ კიდეც

სიყვარულისა და ქორწინების აფირმაციები:
მე ყველაზე მშვენიერი პარტნიორი მყავს
ჩემი პარტნიორი ყველას უყვარს და პატივს სცემს
მე მჯერა ჩემი პარტნიორის
მე ჩემს გარშემო ვქმნი მშვენიერ სამყაროს და ჩემს სიყვარულს ყველგან ვავრცელებ
რაც უფრო მეტ სიყვარულს გავცემ, მით მეტი სიყვარული მიბრუნდება
მე მომწონს ჩემი პარტნიორის საქციელი და მივესალმები მას

ბავშვებისა და შემოქმედების აფირმაციები:
მე ჩემს შემოქმედებაში თავისუფლად თავს ვგრძნობ
ჩემი ბავშვები ჩემი ყველაზე კარგი მეგობრები არიან
მე ბავშვებთან მშვენიერი და თბილი ურთიერთობები მაქვს
მე მიყვარს ჩემი ბავშვები იმიტომ, რომ მიყვარს ბავშვი ჩემს თავში

დამხმარეებისა და მოგზაურობის აფირმაციები:
მე დახმარებას ყველგან და ყოველთვის ვიღებ
მე ადამიანები ყოველთვის მეხმარებიან
მე მოგზაურობის დროს თავს ყოველთვის უსაფრთხოდ ვგძნობ
მე მეგობრების მხრიდან ყოველთვის ვგრძნობ დამხმარებას, განსაკუთრებით მოგზაურობოს დროს

კარიერისა და ცხოვრებისეული გზის აფირმაციები:
ჩემს ცხოვრებაში ყოვეთვის კარგად არის საქმე
მე ჰარმონიული ვარცხოვრებათან და ჩემს მიზნებთან მიმართებაში.
ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მუდმივად უმჯობესდება
ყველა ჩემი ოცნებები მალე რეალობა გახდება
მე ვგრძნობ ჩემს წინსვლას და მალე კიდევ უფრო წარმატებული გავხდები


ცოდნისა და სიბრძნის აფირმაციები:
მე მშვიდი ვარ
მე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ
მე ბრწყინვალე ინტუიცია მაქვს
მე ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ
მე მწამს ღმერთის, რომელიც ყოველთვის ჩემთან არის, ამიტომ ყოვეთვის სწორე გადაწყვეტილებებს ვიღებ

ოჯახის აფირმაციები:
ყველა ჩემი ოჯახის წევრი უზარმაზარ სიხარულს მანიჭებს
ჩემს ოჯახში ყოვეთვის სიმშვიდე და სიხარული დგას
მე მშვიდიი და ბედნიერი ვარ და სიხარულით ვცხოვრობ ჩემს ოჯახში
ჩემი ოჯახი ჩემთვის სიყვარულის წყაროა და ყოველთვის სიმშვიდესა და რწმენას მანიჭებს.

ჯანმრთელობის აფირმაციები:
მე ბრწყინვალე ჯანმრთელობა მაქვს
ყოველდღე იზრდება ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა
მე სამყაროსთან მიმართებაში ჰარმონიული ვარ, ამიტომ ყოვეთვის ჯანმრთელი ვარ
ჩემი ძალა და საკუთარი თავის რწმენა ყოველდღიურად იზრდება
ცხოვრებისეული სიხარული ჩემს ჯანმრთელობას ამყარებს
მე მზად ვარ ყოველდღე სასიხარულო სიურპრიზები მივიღო

ინდური ასტროლოგია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ინდური ასტროლოგია, ინდოელი ასტროლოგები და მათი წინასწარმეტყველებები

ასტროლოგია კაცობრიობას უხსოვარი დროდან ემსახურება– ჯერ კიდევ შუმერში, ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში ქურუმები ვარსკვლავებზე დაკვირვებით საკუთარ მეფეებს აუწყებდნენ ომებისთვის სასიკეთო დროს, მოსალოდნელ საფრთხეებსა და თუ სხვა მოვლენებს.
მოგითხრობთ ასტროლოგიის ერთ-ერთი უბრწყინვალეს მიმართულებაზე – ინდურ ასტროლოგიაზე, გავეცნობით ინდოელი ასტროლოგების რამოდენიმე საქვეყნოდ საქვეყნოდ გახმაურებულ წინასწარმეტყველებას.
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ინდოეთში ასტროლოგია დამოუკიდებლად ჩაისახა და განვითარდა, თუ ამ სწავლებამ ევროპიდან შეაღწია, მაგრამ ფაქტია, რომ ინდოეთში ჩვ. წ. აღ-მდე 3000 წელს ინდოეთში ასტროლოგიური ტრაქტატები უკვე არსებობდა.
ინდოეთში არსებობს უამრავი ასტროლოგიური სკოლა, თუმცა თითქმის ყველა მათგანი ერთ, ძირეულ ასტროლოგიურ პრინციპს მისდევს. დასავლური ასტროლოგიისგან, განსხვავებით ინდოეთში გამოიყენება სიდერიული (ვარსკვლავური) ზოდიაქო. რომ განვმარტოთ ეს განსხვავება, ასე ჟღერს – დასავლურ, ანუ "კლასიკურ" ასტროლოგიაში გამოიყენება ზოდიაქოს ნიშნები, ანუ "უძრავი" ზოდიაქო, ხოლო ინდოეთში კი თანავარსკვლავედები, ანუ "მოძრავი" ზოდიაქო.
ინდოეთში ასტროლოგიის პოპულარიზაციას რელიგიაც უწყობს ხელს, რადგან ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯანაიზმი თუ სიქჰიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული ასტროლოგიასთან.
ინდური ასტროლოგია რამოდენიმე ნაწილად იყოფა:
• "ჯატაკა"– ნათალური ასტროლოგია (პირადი ჰოროსკოპის ანალიზი)
• "ჰორა" – წინასწარმეტყველური ასტროლოგია (მოვლენების პროგნოზირება)
• "პრაშნა" – ჰორალური ასტროლოგია (დასმულ კითხვაზე პასუხის მიღება)
• "მუხურტა" – ელექციური ასტროლოგია (რაიმე საქმის დაწყებისთვის სასიკეთო დროის შერჩევა)
• "სამხიტა" – მუნდანური ასტროლოგია (ქვეყნის ჰოროსკოპის ანალიზი)
• "განიტა" – ასტრონომიური და მათემატიკური გამოთვლები
• "ნიმიტა" – მინიშნებებისა, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების ანალიზი
• "გოლა" – ასტროსოფია-კოსმოლოგია
ინდოეთის უდიდეს ასტროლოგად ითვლება ვარაჰამიჰირა, რომლის წინასწარმტყველებები ბევრი უკვე ლეგენდად არის უკვე ქცეული, თუმცა მისი დაწერილი წიგნები დღესაც აქტიურად გამოიყენება. ვარაჰამიჰირა ინდოეთში VI საუკუნეში ცხოვრობდა. ცნობილია მისი წინასწარმეტყველება უფლისწულის სიკვდილის შესახებ. ასტროლოგმა იწინასწარმეტყველა, რომ უფლისწული თვრამეტი წლის ასაკში გარეული ტახის მიზეზით დაიღუპებოდა. მეფემ, რომელსაც სჯეროდა ასტროლოგის, უფლისწული ციხე-კოშკში ჩაკეტა და მას სანადიროდ წასვლას უკრძალავდა. როდესაც უფლისწული თვრამეტი წლის შესრულდა, მეფე ასტროლოგი დაიბარა, რათა იგი სიცრუეში დაედანაშაულებინა, თუმცა ამ დროს მეფეს მოახსენეს, რომ უფლისწული გარდაიცვალა – ციხე-კოშკის კედელზე მდგარ გამოქანდაკებულ გარეულ ტახს თავი მოსტეხოდა და აივანზე მდგარ უფლისწულს თავზე დასცემოდა. მეფე მოქანდაკე სიკვდილით დასაჯა, ხოლო ვარაჰამიჰირა ინდოეთის საუკეთესო ასტროლოგად აღიარეს.
1983 წლის ბოლოს ცნობილმა ინდოელმა ასტროლოგმა დოქტორმა რაუმ ინდოეთის პრემიერ მინისტრი ინდირა განდი გააფრთხილა, რომ 1984 წლის ოქტომბრის ბოლოს მას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრებოდა, თუმცა ინდირა განდიმ ვერ შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება და 1984 წლის 31 ოქტომბერს ის ექსტრემისტებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. აღსანიშნავია, რომ იმავე ასტროლოგმა, დოქტორმა რაუმ ასევე გააფრთხილა ინდირა განდის შვილი, ინდოეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი მოსალოდნელია საფრთხის შესახებ. თუმცა ვერც მან შეძლო, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება – რაჯივ განდი კამიკაძე-ქალმა ააფეთქა.

ზოდიაქოს ნიშნების ათი პრინციპი

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პრინციპები, თუმცა საინტერესოა, რომ ეს პრინციპები ადამიანში ვლინდება იქიდან გამომდინარეც, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული.

ვერძი

1. კარგი იქნება, თუ ჩემთან არ იკამათებთ!
2. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ!
3. სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე იქ წინ ვისწრაფვი!
4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა!
5. გააკეთე ჩემსავით – ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ!
6. ჩემთვის ყველაზე ძნელია – თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო!
7. სიჯიუტე – ნაკლი არ არის!
8. უფრო ადვილად ვაკონტროლებ სიტუაციას, ვიდრე ემოციას!
9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია!
10. თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ!

კურო

1. ფულს დავხარჯავ პრაქტიკულ საყიდლებზე, ფულს არ დავფლანგავ.
2. სხვისი არაფერი მინდა და ჩემსასაც ნუ შეეხებით.
3. "ცუდი" მშვიდობა – "კარგ" ომს სჯობს.
4. უფრო კარგია ლამაზი დივანი, ვიდრე ლამაზი დაისი.
5. ჭამა – მნიშვნელოვანი საქმეა.
6. არ შეაწუხო ის, ვინც მოხერხებულად ზის.
7. ნუ მაიძულებთ რაიმე გავაკეთო, უბრალოდ მთხოვეთ.
8. ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებებს.
9. როდესაც მეორე მიდიხარ – ამით ძალებს ზოგავ.
10. დეგუსტაცია – აი, ჩემი ძირითადი დანიშნულება.

ტყუპები

1. მე დღეს სულაც არ ვარ ისეთი, როგორც გუშინ.
2. ის ფლობს სიტუაციას, ვინც ფლობს ინფორმაციას.
3. ერთი "თავი" კარგია, ორი უკეთესია.
4. "ფიგარო იქ, ფიგარო აქ" – აი, ჩემი ცხოვრება.
5. იდეა, როგორც პროდუქტი არ უნდა იყოს დიდ ხანს გაჩერებული.
6. სახლში თითო ტელევიზორი და ტელეფონი კარგია, მაგრამ სამი უკეთესია.
7. ვინც ვერ ასწრებს, ის იგვიანებს.
8. მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის არ მყოფნის დრო.
9. კამათისას ჩემს მეტ სიტყვას ვერ იტყვით.
10. თქვენ არ გეჩვენებათ - მე ორი ადამიანი ვარ.
კირჩხიბი

1. ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა.
2. ზრუნვა სხვა ადამიანებზე – აი, ჩემი ძირითადი მოწოდება.
3. საჭირო მოვიმარაგო ყველაფერი – მოთმინებით დაწყებული, მურაბებით დამთავრებული
4. ყველაფერი მიდის მასთან – ვისაც მოცდა შეუძლია.
5. მეგობრებს სახლში ვხვდები და არა კაფეში.
6. არაფერი ისე არ მახარებს, როგორც სავსე მაცივარი.
7. არ მინდა ის, რაც იაფი ღირს, სჯობს მოვაგროვო თანხა და ვიყიდო ძვირიანი.
8. ნუთუ ოცი წლის განმავლობაში პალტო ცვდება?
9. მძიმეა ცხოვრება იქ, სადაც მყუდროება არ არის.
10. მე საკუთარ წარსულს ისე ვატარებ, როგორც მძიმე ზურგჩანთას.

ლომი

1. მე თქვენ წაგიყვანთ ნათელ სამყაროში!
2. აღმოგიჩენთ მხარდაჭერას (მე თვითონ მხარდაჭერა არ მჭირდება).
3. შესანიშნავი მანერები – წარმატების ნახევარია.
4. მზე "ლომებისთვის" ანათებს.
5. წარწერა კაბინეტის კარზე – მაღალ ხელფასზე მიმზიდველია.
6. მიყვარს ბევრი ფულის მოპოვება, თუმცა უფრო მეტის ხარჯვა მიყვარს.
7. სახლში როიალი უკეთესია, ვიდრე პიანინო, თუნდაც მასზე არავინ უკრავდეს.
8. მიუხედავად ჩემი მიმზიდველი გარეგნობისა, შინაგანად მაინც დიქტატორი ვარ.
9. თუ რაიმეს ვაკეთებ – ე. ი. "ღირს" ჩემს შეწუხებად.
10. რად გინდათ მზე, მე ხომ თქვენთან ვარ?

ქალწული

1. მოთმინებითა და შრომით ყველა წინაღობის დაძლევა შეიძლება.
2. თავმდაბლობა საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია.
3. ყველა ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, თუმცა ემსახურებს სხვას.
4. წესრიგი ყველგან საჭიროა – თავშიც და სამზარეულოშიც.
5. ლოგიკურად დამიმტკიცეთ, რომ გიყვარვართ.
6. ცერად დაკიდული თარო ნერვებზე მშლის.
7. დიდ მასშტაბებში შეცდომებს ვუშვებ, ამიტომ დეტალებზე ვილაპარაკოთ.
8. დამაცადეთ დავიანგარიშო და პასუხსაც შემდეგ გეტყვით.
9. მე დახვეწილი და რაფინირებული ვარ.
10. სიტყვა "ქალწული" ნუ გაცდუნებთ.

სასწორი

1. პარტნიორების გარეშე თავს უხელებოდ ვგრძნობ.
2. ყველაზე დიდი საშინელება კამათია, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ მიყვარს
3. პრინციპულები მხოლოდ სულელები არიან.
4. მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს.
5. ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა გაკეთო.
6. ყველაზე ძნელი არევანის გაკეთებაა.
7. ყოველთვის აუცილებელი არ არის წერტილის დასმა.
8. თუ შეთანხმებას მიაღწიე, ე. ი. გაიმარჯვე.
9. ნებისმიერს – ნებისმიერ საქმეში "ჩავრთავ".
10. მე თავადაც არ ვიცი – "წითელის" მხარეს ვარ თუ "თეთრის".

მორიელი

1. ყველა ვერ უძლებს ჩემს მზერას.
2. სამწუხაროდ ახლო არავინ არ არის, რომ დავგესლო.
3. ყველა მოვლენა დივანს ჰგავს – შიგნით ზამბარები აქვს.
4. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზი უნდა მქონდეს.
5. შემიძლია ყველაფრისგან გავთავისუფლდე, გარდა საკუთარი ვნებებისა.
6. მეც ვმღერი სიყვარულზე სიმღერას... ოღონდ ბრძოლის ველზე.
7. ჩემი ვნება იშვიათად ჩანს, მსგავსად ზვიგენისა, რომელიც იშვიათად ჩანს წყლის ზედაპირზე.
8. სამყარო დაიქცევა რაინდების გარეშე.
9. მე კაკტუსი ვარ – ჩემი ყვავილები მხოლოდ რჩეულთათვის იშლება.
10. დედამიწაზე ოტელოები ჯერ კიდევ ცხოვრობენ (მათ შორის მეც).

მშვილდოსანი

1. ენთუზიასტი ადამიანი ბევრი უნდა იყოს.
2. ვალი მაქვს? რა პრობლემაა?! დავივიწყებ.
3. ყველაზე კარგი დასვენება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
4. მთავარი პრობლემაში – მისი მასშტაბია.
5. ჩემი იდეალი – თეთრ ცხენზე მჯდომი რაინდია.
6. ჩემზე გაბრაზებას უბრალოდ აზრი არ აქვს.
7. სინდისის ქენჯნა – ნეტავ რა არის?
8. პასუხისმგებლობა ამშვენებს მხოლოდ "საშუალო" ადამიანებს (მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი).
9. უპასუხისმგებლო ადამიანი ვალდებულია იყოს პასუხისმგებლობის მქონე (ოღონდ ამას მე ნუ მომთხოვთ).
10. წინდაწინ შფოთვა სისულელეა, ვიმოქმედებ სიტუაციის შესაბამისად.

თხის რქა

1. მე სპრინტერი არ ვარ – მარათონელი ვარ.
2. ბრძოლის ველზე მარტო ვიბრძვი.
3. კანონებს არ ვარღვევ, თუმცა სხვები აშავებენ და მე ვისჯები.
4. ჩემი ქონება – ეს სარკეა, სადაც ჩემი წარმატებები ჩანს.
5. ცხოვრება ეს მგზავრობაა, სადაც ყოველი გაჩერება ზუსტად არის დაგეგმარებული.
6. კარგია როდესაც შორეულ ქვეყნებზე მსჯელობ... საკუთარ სახლში მჯდომარე.
7. ნამდვილი თხის რქა კონიაკს ჰგავს – მისგან მხარდაჭერას გრძნობ.
8. წლების მატებსთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები.
9. ნამდვილად ღირს მთელი ცხოვრება ზემოთ ისწრაფოდე, რათა იქიდან ერთხელ მაინც გადმოიხედო.
10. მე ნელა მივდივარ მიზნისკენ და ამიტომ, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ.

მერწყული

1. მოსაწყენია სხვაზე დამოკიდებული იყო.
2. თუ მე "შეგქმენი", იყავი ისეთი – როგორიც მე მსურს.
3. ცრურწმენები – სულელების ხვედრია.
4. მომავალი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს.
5. ძნელი იყო ანგელოზი, მაგრამ ეს საჭიროა.
6. კარგი დაპირება კარგ საქმეს სჯობს.
7. იყო ნოვატორი ნიშნავს – დაივიწყო ტრადიცია.
8. სექსი? ამაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს.
9. ჯერ მეგობრები, შემდეგ კი ოჯახი, ოღონდ ამისათვის დრო თუ დარჩა.
10. ჩემზე კეთილი და ოპტიმისტი ადამიანი ძნელად მოიპოვება.

თევზები

1. მთავარია უთანაგრძნო, ვიდრე დაეხმარო.
2. ცოტა ხომ არ დაგველია?
3. წესრიგი მოიგონეს მოსაწყენმა ადამიანებმა
4. არასდროს გააკეთო ის საქმე ხვალ, რომლის გაკეთებაც... ზეგ შეიძლება.
5. მხოლოდ მცირეოდენი შემიძლიათ დაგპირდეთ.
6. აჩქარებულად მუშაობა იგივეა, რომ საჭმელი დაუღეჭავად გადაყლაპოთ.
7. ყველას გავუგებ... საკუთარი თავის გარდა.
8. ტირიფი ქარიშხლის დროს იხრება, ხოლო მუხა ტყდება.
9. ყველა იცის, რომ ყოველთვის დაკავებული ვარ, მაგრამ არავინ არ იცის – რით.
10. თუ თავს მომაბეზრებთ, ხელიდან გაგისხლტებით როგორც... თევზი.

წინასწარმეტყველება და ომი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა როლს თამაშობს წინასწარმეტყველება და პროგნოზირება ომის დროს

ყველა დაგვეთანხმება, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დროს ინფორმაციას უდიდესი და ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ეხება არა მხოლოდ სადაზვერვო სამსახურების, არამედ ტელეპატების, ასტროლოგებისა თუ ექსტრასენსების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. განვითარებულ სახელმწიფოში ოკულტური ნიჭითა თუ ცოდნით "აღჭურვილ" ადამიანებს სახელმწიფო სამსახურში აყენებენ. მიღებული შედეგი კი ხშირად მოსალოდნელს აჭარბებს.
მოსალოდნელი ბრძოლის შედეგის წინდაწინ გაგებას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში ცდილობდნენ. ბერძნებმა დელფოს ორაკულის საშუალებით იცოდნენ, რომ მარათონის და შემდეგ სალამანის ბრძოლებში გაიმარჯვებდნენ. ბერძნებმა ასევე წინდაწინ იცოდნენ, რომ თერმოპილეს ბრძოლაში დამარცხდებოდნენ, მათ ეს ცნობილმა მისანმა პითიამ აცნობა, ამიტომ ათენი და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა მანამდე გაიხიზნა, ვიდრე ტერმოპილესთან სამასი სპარტანელი და მეფე ლეონიდე გმირულად დაეცემოდა.
ძველ ეგვიპტეში, მას შემდეგ რაც ქურუმებმა წინასწარ "დაინახეს" თუ რა ელოდა მათ ქვეყანასა და ხალხს, თუ ისინი ალესანდრე მაკედონელს შეეწინააღმდეგებოდნენ, უარი განაცხადეს ბრძოლაზე და მაკედონელი ამონ-რას შვილად გამოაცხადეს. სანაცვლოდ ეგვიპტე განადგურებას გადაურჩა (განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან).
გაიუს იულიუს კეისარი მოსალოდნელი ბრძოლის შედეგს იერომანტიისა და აუსპიცის საშუალებით იგებდა (იერომანტია – წინასწარმეტყველება ცხოველთა შიგნეულზე. აუსპიცი – წინასწარმეტყველება ფრინველთა ფრენასა და გალობაზე). ცნობილია რომ ბრძოლის წინ ზოგჯერ კეისარი წინასწარმეტყველს საერთოდ ჯარის წინ ჩამოატარებდა ხოლმე და ჯარისკაცებს ასმენინებდა მომავალი გამარჯვების ამბავს, რაც ჯარისკაცებზე გამამხნევებლად მოქმედებდა.
ინტერესი მომავალის ცოდნის შესახებ არც შემოდგომ საუკუნეებში განელებულა. მეფეებს, ჰერცოგებს, პრეზიდენტებსა თუ პრემიერ-მინისტრებს "გვერდით ედგათ" ასტროლოგები, ტელეპატები, წინასწარმეტყველები...
ეკატერინე მედიჩის პირადი ასტროლოგი ცნობილი მიშელ ნოსტრადამუსი იყო, რომლის რჩევებს ხშირად იყენებდა როგორც დედოფალი, ისე დიდებულები. თავის დროზე ნოსტრადამუსმა ეკატერინეს ქმრის, საფრანგეთის მეფის ჰენრი II-ის დაღუპვაც კი იწინასწარმეტყველა.
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და განსწავლული ასტროლოგის იოჰან ბატისტ მორინუსის ასტროლოგიური რჩევებით სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა კარდინალები რიშელიე და მაზარინი, საფრანგეთის მონაქრები – ლუდოვიკო XIII და ლუდოვიკო XIV, ასევე პრინცი დე კონდე. მორინუსი რჩევები არც თუ იშვიათად გადამწყვეტ როლს თამაშობდა ოცდაათწლიან ომში (საფრანგეთის მოწინააღმდეგე ბანაკში მორინუსის მოსაკლავად ჯილდოც კი იყო დაწესებული).
1905 წელს ცუსიმას საზღვაო ბრძოლაში რუსეთის ფლოტი, რომელიც ყველანაირად აღემატებოდა იაპონიის ფლოტს, პირწმინდად დამარცხდა და განადგურდა. ამის მიზეზი მხოლოდ XX საუკუნის 70-იან წლებში გახდა ცნობილი – სუკ-მა იაპონიაში ცუსიმას ბრძოლის არქივის ასლები მოიპოვა. გაირკვა, რომ იაპონელების ყველა საბრძოლო გემს ინდივიდუალური ასტროლოგიური კალენდარი ჰქონდა, სადაც "გაწერილი" იყო ის დღეები და საათებიც კი, როდის უნდა ეწარმოებინათ იაპონელებს შეტევა და როდის უნდა დაეხიათ უკან. ფლოტი ასევე ასტროლოგიური მეთოდებით იყო გადანაწილებული. ამ ბრძოლის შემდეგ რუსეთის უკეთესად შეიარაღებული ფლოტისგან მხოლოდ მეოთხედი გადარჩა.

Mar 14, 2009

მუსიკის გავლენა ადამიანზე

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მუსიკის გავლენა ადამიანის გუნება-განწყობაზე

მუსიკა რომ უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერზე, ეს უძველესი წარსულიდან არის ცნობილი. მუსიკა გამოიყენებოდა არა მხოლოდ რელიგიური რიტუალების დროს, არამედ მეფეთა სადილობის დროსაც კი (ფართოდ ცნობილია სასიამოვნო მუსიკა საჭმლის მონელებას უწყობს ხელს). ამ მხრივ შეუდარებელია კლასიკური მუსიკა. ამ ჟანრის მელოდიის რხევის სხვადასხვა სიხშირე ადამიანის ორგანიზმში იწვევს ბიოქიმიურ და ჰორმონალურ ცვლილებებს, სრულყოფს თავის ტვინის ფუნქციებს, სისხლის შემადგენლობასა და მის მიმოქცევას, ასევე სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობაზე და მის ბიოველზე (აურაზე). სხვათა შორის, მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს რომ ბავშვს მუცლადყოფნის პერიოდშიც ესმის მუსიკა და რეაციებს გამოხატავს. დღეს გავისაუბრებთ რამდენადმე უცნობ მელოდიათერაპიაზე., ანუ მუსიკით მკურნალობაზე.

უძილობას შველის სებიელიუსის "სევდიანი ვალსი", გლუკის "მელოდია" და ჩაიკოვსკის პიესები.
ახლო წარსულში გადატანილ უსიამოვნებებს დაგავიწყებთ ბრამსის "იავნანა" და შუბერტის "ავე მარია".
ნერვული აღგზნებისა და მოშლილობის დროს მოუსმინეთ ბეთჰოვენის "მთვარის სონატას" ან "სიხარულის ოდას".
თავის ტკივილს, შაკიკს და ყურებში შუილს შველის ბეთჰოვენის "ფიდელიო", მოცარტის "დონ ჟუანი" და ლისტის "უნგრული რაფსოდია" #1.
კონფლიქტური სიტუაციების დროს დაგამშვიდებთ შოპენის "მაზურკა", შტრაუსის ვალსები და პრელუდიები.
ტონუსის ამაღლებისთვის ბახის "პრელუდია და ფუგა მი-მინორი", ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია და ლისტის "უნგრული რაფსოდია" #2.
საჭმლის უკეთესად მონელებისთვის ეფექტურია ბარტოკის "სონატა ვიოლინოსთვის" ან ლისტის "მეორე კონცერტი".
ჰიპერტონიას არეგულირებს შოპენის "ნოკტურნი რე-მინორი" და ბახის "პრელუდია და ფუგა რი-მინორი".

ჯონ დი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მარია ტიუდორისა და ელიზაბეტ I-ის პირადი ასტროლოგი

ინგლისელი მატემატიკოსი, გეოგრაფი, ალქიმიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი ჯონ დი დაიბადა 1527 წლის 13 ივლისს ლონდონში. ჯონი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. ის რვა წლის ასაკში სკოლაში მიაბარეს, მისი დამთავრების შემდეგ კი კემბრიჯში, სეინტ-ჯონის კოლეჯში შევიდა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. მან შეისწავლა ლათინური, ძველბერძნული, ფილოსოფია, გეომეტრია, ასტრონომია. მას მიანიჭეს ბაკალავარის ხარისხი აირჩიეს უნივერსისტეტის მრჩეველთა საბჭოში. მისი ბიოგრაფის გადმოცემით ის დღე-ღამეში 18 საათს მუშაობდა და მხოლოდ ექვსი საათს იყენებდა კვებისთვის და ძილისითვის. 1546 წლიდან ის უკვე სახელგანთქმული ასტრონომი და ასტროლოგი იყო – აწარმოებდა კოსმიურ სხეულებზე დაკვირვებასა და აქვეყნებდა ასტროლოგიურ პროგნოზებს. 1548-51 წლებში ის ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა, ის მიიწვიეს ლუვენის უნივერსიტეტში (ბელგია), სადაც კითხულობდა ლექციებს, ის იმყოფებოდა პარიზში, სადაც ასევე ლექციებს კითხულობდა. მას შესთავაზეს საფრანგეთში დარჩენა, პროფესორის წოდება და ფინანსური მხარდაჭერა, თუმცა მან უარი განაცხადა. დი სამშობლოში 1552 წელს დაბრუნდა. მალე ინგლისის ტახტზე ავიდა მარია ტიუდორი, რომელიც კათოლიკე იყო. ინგლისში დაიწყო პროტესტანტების დევნა-შევიწროება. დააპატიმრეს ჯონ დის მამა, თუმცა ასტროლოგი დედოფალს შეხვდა და მამა გაათავისუფლებინა, თუმცა როლანდ დის ქონების ნაწილი მაინც ჩამოართვეს. აქედან დაიწყო დედოფლისა და ჯონ დის ურთიერთობები. დედოფალი აპირებდა ესპანეთის მეფე ფილიპეზე დაქორწინებას, ამიტომ, მას სჭირდებოდა ინფორმაცია ამ მომავალ ქორწინებაზე. ასტროლოგმა შეადგინა დედოფალ მარიას, ფილიპეს, ასევე მარიას დის, ელიზაბეტას ჰოროსკოპები. პროგნოზი გამაოგნებელი იყო, ამიტომ, დიმ დედოფალს ინფორმაცია დაუმალა, თუმცა მარიამ ჯონ დის მიერ დაწერილი ჰოსკოპები მაინც ჩაიგდო ხელში. პროგნოზის მიხედვით ეს ქორწინება შედგებოდა, თუმცა მარიას მეფობა მხოლოდ რამოდენიმე წელი გაგრძელდებოდა და ფილიპე დატოვებდა ინგლისს (ამასთან ფილიპეს ჰოროსკოპში ასტროლოგმა რამოდენიმე ცოლი "დაინახა"), მისი სიკვდილის შემდეგ ინგლისის მონარქი მისი და ელიზაბეტა გახდებოდა.
მარიამ ეს წინასწარმეტყველება არ დაიჯერა და ასტროლოგი დააპატიმრებინა. ჯონ დი სულ სამი თვე იჯდა სატუსაღოში. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს და სამეფო ბიბლიოთეკის აღწერა დაავალეს. მარიას ფილიპესგან შვილი არ ეყოლა და ქორწინებიდან რამოდენიმე წელში ფილიპემ მარიაც და ინგლისიც საერთოდ დატოვა. მარია 1558 წელს გარდაიცვალა, ხოლო ინგლისის დედოფალი ელიზაბეტა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დიდებული იმ ასტროლოგს, მარიასთან თანამშრომლობის გამო ალმაცერად უყურებდა, ელიზაბეტას სურვილით დიმ გამოთვალა მისი კორონაციის თარიღი. მან 1562 წელს შეადგინა ცნობილი მოგზაურისა და დედოფლის ფავორიტის ფრენსის დრეიკის ჰოროსკოპი და მას უდიდესი აღმოჩენები უწინასწარმეტყველა. დრეიკმა ასტროლოგს 1577 წელს ისევ მიაკითხა. მას აინტერესებდა, ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა მოგზაურობიდან, რომლის დროს გემით მსოფლიო უნდა შემოევლო. ასტროლოგმა მოგზაურს სიკვდილი საკუთარ სამშობლოში უწინასწარმეტყველა. მოგზაურობიდან დრეიკი 1580 წელს დაბრუნდა და 1596 წელს, ინგლისში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ჯონ დი მთელს დიდი ბრიტანეთის იმპერიაში სახელმოხვეჭილი ასტროლოგი, ალქმიკოსი და გეოგრაფი იყო. მან დრეიკის მოპოვებული მასალებზე დაყრდნობით შეასწორა მსოფლიო რუკის გარკვეული მონაკვეთები.
1596 წელს დი მანჩესტერში, ქრისტის კოლეჯის რექტორად აირჩიეს. რამოდენიმე წლის შემდეგ მანჩესტერში გავრცელებული ჭირმა შეიწირა მისი მეუღლე. მას ჰყავდა რვა შვილი, რომლიდან უფროსმა არტურმა მისი გზა გააგრძელა. ჯონ დი 1608 წელს გარდაიცვალა.
ჯონ დის პიროვნება და საქმიანობა ბევრჯერ გახდა მწერლებისთვის შემოქმედებითი იმპულსი. იგი არის გუსტავ მარინკის, ჰოვარდ ლავკრაფტის, მაიკლ მურკოკის, ჯონ კრაულის, უმბერტო ეკოს, პიტერ აკროიდას, არმინ შიმერმანის, ფილიპ გრეგორის და სხვა მწერალთა რომანების პერსონაჟი. იგი ყოველთვის გამოყვანილია ბრძენ, იდუმალ და ყოველისმცოდნე წინასწარმეტყველად, ასტროლოგად ან ალქიმიკოსად.

ბენ ეზრა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ასტროლოგი, რომელმაც ინგლისის დედოფალს პატიმრობა უწინასწარმეტყველა

ებრაელი პოეტი, ენათმეცნიერი, ნეოპლატონიკოსი, ფილოსოფოსი, ექიმი, კაბალისტი, მათემატიკოსი, ასტროლოგი და ასტრონომი აბრაამ ბენ მეირი ბენ ეზრა, იგივე აბენეზრა 1092 წელს ტოლედოში (ესპანეთი) დაიბადა.
მისი ცხოვრება ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ის 1140 წლამდე ესპანეთში ცხოვრობდა, ხოლო 1140 წლიდან სიკვდილამდე (1167 წლამდე) ის მეორე ებრაელ სწავლულთან იეჰუდა ხა-ლევთან ერთად ბევრს მოგზაურობდა იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, მაროკოში, ალჟირში, ტუნისში, ეგვიპტეში. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მისი ენციკლოპედიური და მრავლმხრივი განათლების, შეიძლება ითქვას, რომ მან ვერცერთის ბოლომდე რეალიზება ვერ შეძლო. არსებობს მისი ჩანაწერი, სადაც ის ხუმრობით ამბობს: "მესაფლავე რომ გამოვსულიყავი, ხალხი აღარ გარდაიცვლებოდა".
ბენ ეზრა ამტკიცებდა, რომ "ასტროლოგია ფიზიკური მეცნიერებებს საწყისია, ამიტომ, ნებისმიერი მეცნიერი ვალდებულია ზედაპირულად მაინც ერკვეოდეს ამ ღვთიურ მეცნიერებაში". მას უამრავი ნაშრომი აქვს დაწერილი და მათ შორის ორმოცზე მეტი ასტროლოგიაში (ის წერდა ივრითზე და ასევე არაბულადაც, რომელიც გავრცელებული იყო იმდროინდელ ესპანეთში). მისი ნაშრომები მის სიცოცხლეშივე უდიდეს ყურადღებას იქცევდნენ და ზოგიერთი მათგანი მის სიცოცხლეშივე რამოდენიმე ენაზე ითარგმნა (Tractatus de nativitatibus" და "Introductorium in iubdicia astroum" და ა. შ.). მას "ბრძენს", "უდიდეს", "მოაზროვნეს". ბენ ეზრამ ასტროლოგიაში შექმნა ე. წ. ასტროლოგიური სახლების სისტემა, რომელსაც შეცდომით რეგიომონტანას მიაწერენ. მას აქვს უამრავი კომენტარები დაწერილი ბიბლიაზე, თორაზე, კაბალისტურ და თუ სხვა უძველეს რელიგიურ ტრაქტატებზე. მან გადაამუშავა უამრავი ძველი ტრაქტატი იმდროინდელი ადამიანებისთვის უფრო გასაგები და მისაწვდომი გახადა.
1158 წელს ბენ ეზრა ლონდონს ესტუმრა, იმ დროს ინგლისის მეფეს ჰენრი II-ს საკმაოდ გართულებული მდგომარეობა ჰქონდა შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, საფრანგეთთან და თვით ეკლესიასთანაც კი. ის ცდილობდა ყველა მხარეს გავლენა და ძალაუფლება მოეპოვებინა. ბენ ეზრას დედოფალი ელეონარა შეხვდა, რომელიც იმ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი იყო. ის პირველ ქორწინებაში საფრანგეთის მეფესთან ლუი VII-სთან იმყოფებოდა, ხოლო შემდგომ უკვე ინგლისის მეფის ჰენრი II-ს მეუღლე გახდა. დედოფალს აინტერესებდა, ვინ გახდებოდა ჰენრის შემდეგ ინგლისის მეფე, რადგან მას სურდა მეფედ მისი ერთ-ერთი შვილი გახდებოდა. ეზრამ დედოფალი დაამშვიდა და უთხრა, რომ ინგლისის შემდეგი მეფე სწორედ ჰენრისა და ელეონორას საერთო ვაჟი, რიჩარდი გახდებოდა (ეს მართლაც ასე მოხდა და ინგლისის შემდგომი მეფე რიჩარდი, მეტსახელად "ლომგული" გახდა), თუმცა ასტროლოგმა დედოფალს შემზარავი და არადამაჯერებლი ამბავი აუწყა... დედოფალს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა და ის საკუთარი შვილების სიკვდილს მოესწრებოდა. დედოფალმა ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველება არ დაიჯერა, თუმცა 1173 წელს (მაშინ როდესაც ბენ ეზრა უკვე ექვსი წლის გარდაცვლილი იყო), დედოფალი ელეონორა, მისმა მეუღლემ შეთქმულების ბრალდებით დააპატიმრებინა და ციხეში გამოკეტა. დედოფალმა ციხეში თექვსმეტი წელი გაატარა და ჰენრი II-მ ის მხოლოდ 1989 წელს გაათავისუფლა, როდესაც კვდებოდა. ამ პერიოდისთვის უკვე გარდაცვლილიყო, ელეონორას ერთი ვაჟი, მეამბოხე ჰენრი (უმცროსი). ელეონორა მოესწრო კიდევ ორი ვაჟის, რიჩარდისა (ლომგულის) და ჯონის სიკვდილს. ასე აუხდა დედოფალს ასტროლოგის საბედისწერო წინასწარმეტყველება.
ბინ ეზრას ცხოვრებამ და შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა შუასაუკუნეებისა და აღორძინების ხანის მეცნიერებზე (მათემატიკოსებზე, ასტრონომებზე, ასტროლოგებზე, კაბალისტებზე). იბნ ეზრა 1167 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. მის საპატივცემულოდ მთვარის ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი, "აბენეზრა" უწოდეს.

Mar 13, 2009

ეზოთერული რჩევები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ეზოთერული რჩევები პრაქტიკულ ჭრილში (ნაწყვეტები ინდოელი ბრძენთა წიგნებიდან)

1. დაივიწყეთ წარსული – არ ღირს წარსულში გადატანილ ნეგატიურ განცდებზე ფიქრი. წარსულიდან მხოლოდ ანალიზის გაკეთებაა შესაძლებელი. მიესალმეთ მომავალს და ნუ დარჩებით წარსულში.
2. საჭიროა გაჭიმოთ ხიდი მომავლისკენ და ხშირად არ იყუროთ უკან. უბრალოდ წარსულში ჩადენილ შეცდომებს მომავალში ნუღარ გაიმეორებთ.
3. ყოველდღიურად განვითარდით და დაიხვეწეთ. შეეცადეთ, ყოველდღიურად აიმაღლოთ ცოდნა, მიიღოთ იმ კითხვებზე პასუხი, რომლებზეც გუშინ ვერ მოიპოვეთ. მიგნებული პასუხები და გამოცდილება გულუხვად გაუზიარეთ ახლობელ ადამიანებს.
4. გაიმყარეთ ფსიქიკა და ყველა წვრილმანზე ნუ გაღიზიანდებით.
5. გონებაში ჩაიბეჭდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის წვრილმანიც კი კარგად გაცნობიერებული იყოს. თუ ხელში იღებთ წიგნს და მის კითხვას იწყებთ, ეს ცნობიერად უნდა მოხდეს.
6. მოიწყვეთ "შინაგანი ცხოვრება", დაასტაბილურეთ და გააცნობიერეთ იგი, რათა მიხვდეთ რას ფლობთ.
7. ყოველთვის იყავით ეთიკური და ზრდილობიანი.
8. დღეში რამოდენიმეჯერ ან თუნდაც ერთხელ გამონახეთ დრო, რომ გაჩუმდეთ, დამშვიდდეთ და საკუთარ სულს "დააკვირდეთ". საკუთარ გულს "ჩახედოთ" და საკუთარ ზრახვებს შეუნიღბავად დააკვირდეთ.
9. თუ ახალი სურვილი, აზრი, ემოცია ან მოქმედების სურვილი გაგიჩნდებათ, კარგად დააკვირდით მას, ჩაიწერეთ და დააკვირდით, რა მოჰყვებას მის ასრულებას.
10. ყოველ საღამოს დაფიქრდით და გაანალიზეთ, თუ რა მოიმოქმედეთ განვლილ დღეს, რა შეცდომები დაუშვით და რა პასუხები მიიღეთ.
11. გახსოვდეთ, საქმის დაწყება – მისი ნახევარია, ამიტომ, საქმეს სანამ დაიწყებთ, კარგად გაანალიზეთ და მოემზადეთ.
12. იყავით მომთმენი – ცხოვრება ერთი დღე არ გრძელდება, ამიტომ, საკუთარ ბედნიერებას ერთი დღით ნუ განსაზღვრავთ.
13. ყველაზე უშუალო საუბარი ერთი – ერთზეა. ამიტომ, თუ ვინმესთან რაიმე პრობლემაა, შეხვდით მარტოს და ყველაფერი გაარკვიეთ. ასე ზუსტი პასუხს მიიღებთ.
14. ადამიანებს ნუ უბრძანებთ, უბრალოდ ისე გადაეცით თქვენი სათქმელი, რომ მათ მისი შესრულების სურვილი გაუჩნდეთ, მოძებნეთ ამის ფორმულა, ოღონდ არ იყოს აგრესია.
15. განაწყვეთ ადამიანები საკუთარი მაგალითით.
16. ზოგჯერ მოსალოდნელია ადამიანს დაეხმაროთ და ამით ის გააღიზიანოთ, ამიტომ, ჯერ დაფიქრდით, სჭირდება მას თქვენი დახმარება ან კი გთხოვათ საერთოდ.
17. გახსოვდეთ, ვინც ხელმძღვანელობას, მას მეტი პასუხისმგებლობა (და კარმა) აქვს, ამიტომ, სანამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ, ჯერ დაფიქრდით, შეძლებთ იმ ყველაფრის შესრულებას, რასაც აპირებთ.
18. შეეცადეთ, ადამიანებს მათთვის "გასაგებ ენაზე" ელაპარაკოთ.
19. იყავით ენთუზიასტი, ზოგჯერ მოსალოდნელია უფასოდ შრომა მოგიწიოთ, ნუ უარყოფთ ამას, რამეთუ ამ ქვეყანაზე ბევრი რამ არის, რაც არ შეფასდება.
20. შეეცადეთ, არავის აწყენინოთ და თუ ეს მაინც მოხდა, მოინანიეთ, თუნდაც, მარტომ, რადგან ეს მომავალში სერიოზულ გართულებებს აგარიდებთ.

იოჰანეს კეპლერი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ასტრონომი, რომლის ასტროლოგიურ ცოდნას მთელი ევროპა აღიარებდა იოჰანეს კეპლერი იყო. იგი ბრწყინვალე ფლობდა მატემატიკურ, ასტრონომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას. მან ასტროლოგია მეცნიერულ დონეზე აიყვანა და მას ძველი დიდება დაუბრუნა.

კეპლერი 1571 წლის 27 დეკემბერს, ვეილ-დერშტადტში დაიბადა. მამამისი ჰაინრიხ კეპლერი ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის მეომარი იყო და ბრძოლებში მონაწილეობდა და ერთ-ერთი ბრძოლის დროს მოკლეს. კეპლერის დედა კატერინა კი ღარიბი ვაჭრის შვილი იყო, თუმცა კარგად ერკვეოდა არატრადიციულ მედიცინასა და ოკულტიზმში. პატარა კეპლერი დაწყებით სკოლაში მიაბარეს, თუმცა ის წარჩინებული სწავლის გამო ლათინურ სასწავლებელში გადაიყვანეს, რომელიც უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა. 1584 წელს სწავლა ადელსბერგის და შემდგომ უკვე მაულბრონის უმაღლეს სემინარიაში აღმოჩნდა. 1589 წელს კეპლერი უკვე ტიუბინგერის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში და წარჩინებულად სწავლობდა (მათ შორის მათემატიკსა და ასტრონომიას), რის გამოც მას სტიპერნდია დაუნიშნეს. 1594 წელს მან მაგისტრის წოდება მიიღო და ქალაქ გრაცში გადავიდა, სადაც მასწავლებლობა დაიწყო. ამ პერიოდიდან კეპლერმა უკვე დაიწყო როგორც ასტრონომიული, ისე ასტროლოგიური კვლევები და ამასთან პრაქტიკასაც მიჰყო ხელი. იგი ადგენდა ასტრონომიულ ცხრილებს და ასტროლოგიურ პროგნოზებს, რომლებიც მოსავალს, ამინდს, სამხედრო და პოლიტიკურ მოვლენებს ეხებოდა. მისი ასტროლოგიური პროგნოზები დიდი სიზუსტით გამოირჩეოდა და ამის გამო მან წინასწარმეტყველის სახელიც კი მოიხვეჭა. 1596 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ასტრონომიული წიგნი. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი, რომელიც ასტრონომიისა და პიტაგორას მოძღვრების სინთეზს წარმოადგენდა (კეპლერს მზის სისტემა ერთგვარ გეომეტრიულ ნახაზად ჰქონდა წარმოდგენილი), სერიოზული დავა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამ წიგნმა ცნობილ დანიელ ასტრონომზე ტიჰო ბრაგეზე დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა, მაგრამ მან კეპლერი თავისთან მაინც მიიწვია. ამას დაერთო ის რომ გრაცში პროტენსტანტების დევნა დაიწყო და კეპლერიც იძულებული გახდა მიეღო ბრაგეს მიწვევა. 1600 წელს ის პრაღაში დასახლდა (სწორედ ამ წელს რომში დაწვეს მეცნიერი ჯორდანო ბრუნო). კეპლერის პრაღაში ჩასვლიდან ცოტა ორ წელში ბრაგე გარდაიცვალა. ბრაგესვე ანდერძით იმპერატორ რუდოლფ II-ს პირადი ასტრონომი კეპლერი გახდა. მას დარჩა საკმოად დიდი არქივი და მისი შესწავლის შემდეგ მან ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის სამი კანონი.
კეპლერი პარალელურად მუშაობდა ასტროლოგიაშიც. იგი პირად ჰოროსკოპებს ადგენდა, როგორც სამეფო კარის წარმოადგენლებისთვის, ისე დიდებულებისთვის. პრაღასვე უკავშირდება მისი ურთიერთობა კაბალასთან. აქ გაიცნო მან ცნობილი რაბინი და კაბალისტი ლევ ბენ ბეცალელი, რომელიც მიჩნეული იყო გოლემის შემქმნელად (შუასაუკუნეების შექმნილი "რობორტი" – მასზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ალბერტ დიდი, იოჰან მიულერი, იგივე რეგიომონტანუსი, როჯერ ბეკონი და სხვები). 1611 წელს მეფე რუდოლფ II-ე ტახტიდან გადადგა და კეპლერიც იძულებული გახდა საცხოვრებლად ავსტრიაში, კერძოდ კი ქალაქ ლინცში გადასულიყო. ამ ქალაქში მან დაასრულა ე. წ. "რუდოლფის, ანუ ასტრონომიულ ცხრილებზე" 22-წლიანი მუშაობა, რომელიც პლანეტების მოძრაობები წინასწარ იყო აღწერილი. ძველი ცხრილები დიდი სიზუსტით არ გამოირჩეოდნენ, რის გამოც ამ ცხრილებმა როგორც ასტრონომებში, ისე მოგზაურებში დიდი სიხარული გამოიწვია. ლინცში, 1624 წელს მას პირადი ჰოროსკოპის შედგენა სთხოვა ცნობილა მხედართმთავარმა ალბრეხტ ვალენშტაინმა. კეპლერმა მას ჰოროსკოპის შედგენიდან ათ წელში ძალადობრივი სიკვდილი უწინასწამეტყველა. ამ ფაქტმა ვალენშტაინი ისე შეაშფოთა, რომ კეპლერს მის მამულში დასახლება სთხოვა, თუმცა 1630 წელს კეპლერი გაცივდა და 1630 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა. კეპლერის წინასწარმეტყველება კი აბსოლუტური სიზუსტი შესრულდა – ალბრეხტ ვალენშტაინი 1634 წელს საკუთარმა ოფიცრებმა მოკლეს.

წინასწარმეტყველება

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

აერომანტია – წინასწარმეტყველება ციურ მოვლენებზე (ქარი, წვიმა, ღრუბელი, ელვა).
ალევრომანტია – წინასწარმეტყველება ცომში გამომცხვარ დაშიფრულ ქაღალდებზე.
ალეკრიომანტია – წინასწარმეტყველება ქათამის ან მამლის კრიახზე.
აპანტომანტია – წინასწარმეტყველება გზაზე შემხვედრ საგნებსა და არსებებზე.
არიფმომანტია – წინასწარმეტყველება ციფრებზე.
ასტრაგალომანტია – წინასწარმეტყველება ძვლებზე.
ასტრაგირომანტია – წინასწარმეტყველება ციბრუტზე (სწაფად მბუნავ საგანზე).
აუსპიცი – წინასწარმეტყველება გარეულ ფრინველთა ფრენაზე და მათ ხმებზე.
აქსინომანტია – წინასწარმეტყველება ნაჯახზე.
ბელომანტია – წინასწარმეტყველება ისრის საშუალებით.
ბელონომანტია – წინასწარმეტყველება ნემსის საშუალებით.
ბიბლიომანტია – წინასწარმეტყველება საკრალურ და რელიგიურ წიგნზე.
გალომანტია – წინასწარმეტყველება მარილზე.
გეომანტია – წინასწარმეტყველება მიწაზე დახაზულ ფიგურებზე და წერტილებზე.
გირომანტია – წინასწარმეტყველება მიწაზე დახაზულ ასოებზე.
დაქტილომანტია – წინასწარმეტყველება ბეჭედზე.
იერომანტია – წინასწარმეტყველება ცხოველთა შიგნეულზე.
კავსიმომანტია – წინასწარმეტყველება ცეცხლში ჩაყრილ ნივთებზე.
კალნომანტია – წინასწარმეტყველება კვამლზე.
კატოპტრომანტია – წინასწარმეტყველება სარკეზე.
კეროსკოპია – წინასწარმეტყველება ცვილზე.
კლედიომანტია – წინასწარმეტყველება ძაფზე დაკიდულ გასაღებზე.
კლერომანტია – წინასწარმეტყველება კენჭისყრის საშუალებით.
კოსკინომანტია – წინასწარმეტყველება საცერზე.
კრისტალომანტია – წინასწარმეტყველება ბრწყინავ საგნებზე.
ქსილომანტია – წინასწარმეტყველება ხის ნაჭრებზე.
ლეკანომანტია – წინასწარმეტყველება ჯამში ჩასხმულ წყალზე.
ლიტომანტია – წინასწარმეტყველება ძვირფას ქვებზე. მალივდოომანტია – წინასწარმეტყველება დამდნარ ტყვიაზე.
მარგარიტომანტია – წინასწარმეტყველება მარგალიტზე.
ოინომანტია – წინასწარმეტყველება ღვინოზე.
ოკულომანტია – წინასწარმეტყველება თვალებზე.
ონიხომანტია – წინასწარმეტყველება ფრჩხილებზე.
ონომანტია – წინასწარმეტყველება ადამიანის სახელსა და ნივთებზე.
ოომანტია – წინასწარმეტყველება ქათმის კვერცხზე.
პალმისტრია – წინასწარმეტყველება ხელის ფორმებსა და ხელისგულის ხაზებზე.
პეგომანტია – წინასწარმეტყველება წყლის ნაკადზე.
პირომანტია – წინასწარმეტყველება ცეცხლის ალზე.
რავდომანტია – წინასწარმეტყველება კვერთხზე.
რაფლიომანტია – წინასწარმეტყველება ქვიშაზე.
რუნომანტია – წინასწარმეტყველება სკანდინავიური იეროგლიფებით.
სიდერომანტია – წინასწარმეტყველება აალებულ თივაზე.
სიკომანტია – წინასწარმეტყველება ხის ფოთლებზე.
სპოდომანტია – წინასწარმეტყველება მურზე ან ნაცარზე.
სტოლიზომანტია – წინასწარმეტყველება ტანსაცმელზე.
ტარო – წინასწარმეტყველება განსაკუთრებულ ბანქოზე (არკანებზე)
ტასეოლოგია – წინასწარმეტყველება ყავის ნალექზე.
ქიამეომანტია – წინასწარმეტყველება ლობიოზე.
ქიროლოგია – წინასწარმეტყველება ხელის მტევნნებსა და ხელის თითებზე.
ქირომანტია (პალმისტრია) – წინასწარმეტყველება ხელისგულზე განთავსებულ ხაზებზე
ხარტომანტია – წინასწარმეტყველება ჩვეულებრივ ბანქოზე.
ჰელოსკოპია – წინასწარმეტყველება ვინმეს სიცილზე.
ჰიდრომანტია – წინასწარმეტყველება წყალზე.

Mar 1, 2009

ზოდიაქოს წრე

ზოდიაქოს წრე. ჩვ. წ. აღ–მდე I-III ს. ს.

ზოდიაქო – სვეტიცხოველში

ზოდიაქოს რკალი სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე