1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Mar 17, 2009

წყლის სტიქიის ხელი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ასეთი ხელი რამდენადმე წააგავს ჰაერის სტიქიის ხელს – არის ნაზი, თხელი და წაგრძელებული თითები, თუმცა, ამ შემთხვევაში თითების დაბოლოება უფრო მახვილია. ასეთი ხელი ხშირად გააჩნიათ მუსიკოსებს, ექსტრასენსებს, არც თუ იშვიათად მხატვრებს, ექიმებს (ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს). ასეთი ხელის მქონე ადამიანი ემოციურია და სხვებზე ზრუნავს, არის ალტრუისტი – მას შეუძლია მოუსმინოს გარშემომყოფებს და უთანაგრძნოს, თუმცა მოსალოდნელია მან ყოველგვარი ზედმტი საუბრის გარეშე იგრძნოს რა აწუხებს მის წინ მჯდომ ადამიანს – ამას გამახვილებული ინტუციით ახერხებს და სწორედ ამის გამოა, რომ ასეთი ხელის მქონე ადამიანი ადვილად ახერხებს ირეალური ("მიღმიერი") სამყაროდან ინფორმაციის მიღებას. მედიუმებს, ექსტრასენსებს, ჰიპნოზისტებს, ნათელმხილველებს თითქმის ყოველთვის წყლის სტიქიის ხელები აქვთ.
ასეთი ადამიანი მგრძნობიარეა და მას ადვილად სწყინს ყველაფერი (თუმცა ასევე ცოტა ახარებს). ის ადვილად ექცევა შთბაჭდილების და ასევე გავლენის ქვეშ. ასეთმა ადამიანმა სიფთხილე უნდა გამოიჩინოს ალკოჰოლთან და ფსიქოტროპულ მედიკამენთებთან ურთიერთობებისას. სასურველია იყოს პრაქტიკული და რაციონალური, რათა მოულოდნელად ილუზიაში არ აღმოჩნდეს.

No comments:

Post a Comment