1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Mar 17, 2009

ქიროლოგია და ხელის "ფორმები"

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

განიხილოთ ქიროლოგიის რამოდენიმე ასპექტი – "რბილი", "მაგარი", "უხეში", "გლუვი" ხელი, ასევე გავიგებთ რაზე მიანიშნებს ხელზე თმის საფარველი.

"რბილი" და "მაგარი" ხელი

თუ ადამიანს დააკვირდებით მაშინვე შეატყობთ მას როგორ ხელი აქვს – მაგარი თუ რბილი?! ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ხელის ჩამორთმევისას. თუ ხელი რბილია და "ხორციანია", მაშინ ადამიანი მიდრეკილია კომფორტისა და სიამოვნების მიღებისკენ და მზად არის დაიკმაყოფილოს ეს მომენტი. ასეთი ადამიანი შედარებით ტაქტიანია და ნაკლებად ხისტია. რაც შეეხება მაგარი ხელის მქონე ადამიანს, იგი ძლიერი და მდგრადი ადამიანია. იგი მზად არის გაუძლოს ნებისმიერ "ცხოვრებისეულ" შემოტევას. ასეთი ადამიანი მოქმედებებში პირდაპირია, ამასთან უფრო მატერიალურ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე სულიერს.

"უხეში" და "გლუვი" ხელი

"უხეში" ხელი დაფარულია კოჟრებით, ამ დროს კანი უხეში და მაგარია, ხოლო ხელის ფორმა ასე ვთქვათ, მოუხეშავი. ამ დროს უმეტესად ცერა (დიდი) თითის დაბოლოება მსხვილია და "კომბალისებური" ფორმა აქვს. ასეთი ხელი მქონე ადამიანს რამდენადმე პრიმიტიული ინსტიქტები აქვს, ურთიერთობებში ხისტი და იმპულსურია, აზროვნებაში შეზღუდული და "სქელკანიანია", მიდრეკილია მეტისმეტი მატერიალიზმისკენ.
"გლუვი" ხელის მქონე ადამიანი რაფინირებული, ესტეთიური და დახვეწილია. მიდრეკილია ხელოვნებისადმი და მეცნიერებისადმი, ცხოვრებაში ლამაზ ფორმებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

თმა – ხელზე

თუ ხელის მტევანი და განსაკუთრებით თითების ძირები (ქვედა სახსარი) თმიანია, ასეთ ადამიანში ძლიერია "იან", ანუ მამრული ენერგია. ეს სასიკეთოა მამაკაცის ხელზე, რადგან ეს მიანიშნებს ფიზიკურ ძალასა და ენერგიაზე, ხოლო ქალის ხელზე ეს მომატებულ მამაკაცურ ჰორმონებსა და დომინირების სურვილზე მიუთითებს.

No comments:

Post a Comment