1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Mar 17, 2009

სახლი და ფენ-შუი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით

ნებისმიერ სახლში არის საგნები, რომლებიც დადებით ენერგიებს აღძრავენ (ფსიქოლოგიაში ამას "ღუზებს" ეძახიან). ეს მარტო ავეჯი არ არის, არამედ სურნელი, ფერი, მელოდია, სხეულის გარკვეული ადგილი და ა. შ.
ყოველი "ჩართვისას" "ღუზა" გვიბრუნებს სიამოვნების ეგზალტაციის, ტკბობის შეგრძნებას, რომელიც ამეორებს უკვე მომხდარ, ქვეცნობიერში აღბეჭდილ მომენტს. საყვარელი რბილი სათამაშოები შესაძლოა, დიდი ხნით დაცულობის სიმბოლოდ იქცეს, ხოლო აყვავებული იასამნის სურნელმა რომანტიკული განწყობა მოგგვაროთ. ნუ შევჩერდებით უარყოფითი "ღუზის"განმარტებაზე, აქ ყველაფერი ანალოგიურადაა, მხოლოდ ნიშანი მინუსი ("-") დაერთვის. უპირველეს ყოვლისა სახლში ჩვენ გვიზიდავს ის საგნები, რომლებიც სიხარულის, განახლების სურვილს გვიღძრავენ, ისინი გვამშვიდებენ და სიამოვნებას გვანიჭებენ.

ფოტოსურათებს ჩვენ იშვიათად ვიყენებთ ბინების ინტერიერის შერჩევისას, მაგრამ ეს ხომ შესანიშნავი საშუალებაა გაიუკეთესოდ ხასიათი, თუ რა თქმა უნდა, სურათზე ცხოვრების ბედნიერი მომენტია ასახული. თუ თქვენ მაინცდამაინც ფოტოგენური არ ხართ, თქვენს ალბომში მაინც მოიძებნება თქვენი კარგი ფოტოები. ასევე შესაძლოა, ეს თქვენი საყვარელი ადამიანების სურათები იყოს. საჭიროა მხოლოდ ფანტაზიის ჩართვაა საჭირო. დაფიქრდით სად მოათავსებდით სურათს და რა ჩარჩოს შეურჩევდით მას. დიდ ბინაში მცირე ზომის ფოტოები კარგად არ გამოჩნდება, სჯობს ისინი სარკის შუაგულში მოათავსოთ, მაგრამ სარკისთვის ჩარჩოს გაკეთება არ დაგავიწყდეთ, ცხადია ჩარჩო ფოტოსთან ფერითა და ფაქტურით უნდა შეეფერებოდეს. თუ სურათი სამუშაო მაგიდაზე გინდათ მოათავსოთ, მას ადგილი მარჯვენა კუთხეში მოიჩინეთ – ეს ურთიერთობების ზონაა.

სარკე სახლში ენერგეტიკული ნაკადების კორექციის უძლიერესი საშუალებაა, მას უარყოფითის მოატანაც შეუძლია. სარკე არასოდეს არ დაკიდოთ შემოსასვლელი კარის პირდაპირ, რათა მან არ აირეკლოს შემოსული ენერგია. ცუდია თუ სარკეში ცოლ-ქმრის სარეცელი ირეკლება. ის კარგად აფართოვებს სივრცეებს და ამიტომ, იგი შეუცვლელია ვიწრო ადგილებში. იგი აორმაგებს იმას, რაც მასში მოჩანს, აქედან გამომდინარე სჯობს სარკეში ყვავილები ირეკლებოდეს (ყვავილები ხელგაშლილობის ერთ-ერთი სიმბოლოცაა), მით უმეტეს, რომ სარკე მათ სინათლეს მატებს, შესაძლოა, ირეკლებოდეს ხელოვნების ნიმუშებიც. სარკე შეიძლება იყოს ცოცხალი პეიზაჟიც, თუ მას ფანჯრის ხედის წინ მოათავსებთ. სამზარეულოში სარკეები ბუნებრივი აირის ქურის წინ მოათავსეთ, ეს ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოა. პოზიტიური ენერგიის წყაროდ შეიძლება ნებისმიერი საგანი გადაიქცეს, თუ იგი ხელითაა დამზადებული და ბუნებრივი მასალისაგან შედგება. თუ ნივთი უშუალოდ თქვენთვის შეიქმნა და ოსტატი კარგ ხასიათზე იყოს, ეს ნაკეთობა უთუოდ შეუფასებელია. თუ თქვენ თავად გიტაცებძთ შემოქმედება, მხოლოდ მაშინ დაკავდით, თუ ჯანმრთელად და კარგ განწყობაზე ხართ. გახსოვდეთ, რომ ნამუშევარში შრომის გარდა ენერგიასაც დებთ, რომელიც ფორმას იძენს.

კრისტალები (მინერალები) სიცოცხლის უნიკალური ფორმაა. ძალიან საინტერესოა კრისტალზე დაკვირვება, როგორ იზრდება იგი, იერთებს შენარევებს, ქმნის გასაოცარ სტრუქტურას. კრისტალის ხშირ გამოსხივებას შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანისა და გარე სივრცის ენერგეტიკაზე. აქ აუცილებლია ინდივიდუალური მიდგომა. მის არჩევისას საჭიროა ინფორმაციის ფლობა პირად ჰოროსკოპზე, პლანეტების განლაგებაზე და იმაზე, თუ რა კრისტალი შეესატყვისება თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი კრისტალები. გაყიდვაში გამოტანილი ქვების უმეტესობა ხელოვნურებია და ისინი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ ენერგეტიკაზე. შეიძლება არაგამჭვირვალე ქვების გამოყენება (მაგ. ნეფრიტი; აღმოსავლეთის მრავალ ხალხებში მას წმინდა ქვად მიიცნევდნენ. ჩინელი მწერალი ხიუ-ჩინი ნეფრიტს მიაწერდა ხუთ ძირითად ღირსებას, რომლებიც ადამიანის სულის ხუთ თვისებას შეესატყვისებოდა). ეს მინერალი ბუნებაში დიდი რაოდენობით მოიპოვება, ამიტომ, სრულიად შესაძლებელია შეიძინოთ ნამდვილი ნეფრიტისაგან დამზადებული პატარა კუ და სახლის ჩრდილო-დასავლეთით მოათავსოთ. სახლში ფანჯრიდან შემომავალი ენერგიის ტრანსფორმაციის მიზნით კრისტალს ზონარზე კიდებენ და ფანჯრის რაფასთან ათავსებენ. ამ შემთხვევაში უმჯობესია გამჭვირვალე კრისტალების გამოყენება და ასევე სასურველია მთის ბროლი.

მცენარებს ფენ-შუის ტრადიციის თანახმად უნდა ჰქონდეთ მომრგვალებული, ოვალური ფოთლები, მაგრამ თუ თქვენ გიყვართ კაკტუსები, უარს ნუ იტყვით მათზე, ისევე როგორც ლიანებზე (ჭორიკანა), რომლებსაც უარყოფითი ენერგის უსაფუძვლოდ მიაწერენ. აქ უმთავრესი თქვენი ინტუიციაა, მთავარია თქვენს "პატარებს" კარგად მოუაროთ, წყალი და სინათლე არ მოაკლოთ და რა თქმა უნდა აღტაცება ხშირად და ხმამაღლა გამოხატოთ. ყველა მცენარე ხის ელემენტს უკავშირდება, ამიტომ, სახლის სამხრეთით განათავსეთ და ამით ცეცხლის ელემენტს გააძლიერებთ. თუ აყვავებულ მცენარეებს სამხრეთ-დასავლეთ ზონაში მოათავსებთ, ოჯახში ურთიერთობა უფრო დადებითი გახდება. ხელოვნური ყვავილები თითქმის არ მოქმედებენ სახლის ენერგეტიკაზე, სჯობს ისინი ნაკლებად განათებულ (იგულისხმება მზის შუქი) ადგილზე დადგათ, მაგ. აბაზანაში, საპირფარეშოში, დერეფანში და ნიშა-თაღებში.'

აკვარიუმი ოთახის იმ მონაკვეთებში უნდა მოთავსდეს, სადაც საჭიროა მუდმივი და მძლავრი ენერგეტიკული კვება, ოქროს თევზები – სიმდიდრის სიმბოლოა, მათი ლივლივა მოძრაობა კი სტრესს ხსნიან და სხეულს ადუნებენ. ეს თევზები აკვარიუმის სხვა ბინადართაგან განსხვავებით გამუდმებით მოძრაობაში არიან. აკვარიუმის ზომებს დიდი ყურადღებით უნდა მივიდგეთ, სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ოთახის შესაბამისად ირჩევა, ხოლო წყლის რაოდენობა ერთი ოქროს თევზზე ათ ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
სურათები და სკულპტურული გამოსახულებები გარე სამყაროს ენერგეტიკის ანარეკლთან გვაახლოებენ, ამიტომ, აუცილებელია შევიგრძნოთ რა გრძნობებსა და ემოციებს აღძრავს ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში და რამდენად შეესატყვისება ავტორის ხედვა და შინაგანი სამყარო ჩვენეულ სამყაროს აღქმას. წყლის პეიზაჟების, მთების, ყვავილების გამოსახულება დადებითად მოქმედებს სახლის ენერგეტიკაზე. სურათები სახლის შესაბამის ზონებში მოათავსეთ, იქიდან გამომდინარე თუ რა არის ზედ გამოსახული. თუ თქვენ მტაცებელი ცხოველების გამოსახულებები გიზიდავთ, ისეთი სურათი შეარჩიეთ, რომ აგრესიულად გამოიყურებოდეს, ეს არა მარტო თვითრწმენას და ძალის შეგრძნებას შეგმატებთ, არამდე თუ სახლის შემოსასვლელში ჩამოკიდებთ, ის დამცველი ტოტემის როლს "შეითავსებს".

ყურადღებით დააკვირდით საგნებს საკუთარ სახლში, მოიშორეთ ყველაფერი, რაც უარყოფით ემოციას აღძრავს, დაე, ყოველი ნივთი თქვენთვის პოზიტიური ენერგიის მომტანი იყოს.

No comments:

Post a Comment