1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Apr 20, 2009

სიტყვის მაგია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

პრეზიდენტები და მათკენ მიმართული სიტყვის მაგია

ინდიანას შტატის სენატორს ულიამ ჰენრი ჰარისონს 1802 წელს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონისგან მიღებული ჰქონდა ბრძანება, რომ გაეთავისუფლებინა ის ტერიტორიები, რომლებზეც აბორიგენი ინდიელები ცხოვრობდნენ. შეტაკებები რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ინდიელთა გაერთიანება შაუნების ტომის ბელადმა, ტეკუმსემ, მეტსახელად "მფრინავმა ისარმა" შეძლო. 1811 წლის ნოემბერში ამერიკელების ჯარმა ინდიელთა გაერთიანებული ლაშქარი გაანადგურა, ხოლო ტეკუმსე ტყვედ ჩაიგდეს. ტეკუმსემ დაწყევლა როგორც თვითონ ჰარისონი, ისე ამერიკა. გადმოცემით, ინდიელთა ბელადმა სენატორს ამ სიტყვებით მიმართა: "შენ გგონია მოგვკლავ მე და ჩემს ძმას – ტანსკვატავის და ყველაფერი დასრულდება. მე ვხედავ შენ დიდი ბელადობა გინდა. მიაღწევ ამას, თუმცა მოკვდები და მოკვდება ყველა დიდი ბელადი, რომელიც შენ შემდეგ ოცი წლის შემდეგ მოვა ხოლმე".

ინდიელის სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია, თუმცა ინდიელის სიტყვები მაშინ გაახსენდათ, როდესაც 1841 წელს ამერიკის პრეზიდენტად არჩეული უილიამ ჰენრი ჰარისონი რამოდენიმე თვეში გარდაიცვალა. იგი პნევმონიამ იმსხვერპლა. ოცი წლის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მკვლელის ჯონ უილქს ბუტის (რომელიც მსახიობი იყო) ტყვიამ თეატრში იმსხვერპლა.
გავიდა კიდევ ოცი წელი და ამერიკის პრეზიდენტად არჩეულ ჯეიმს აბრამ გარფილდს რკინიგზის ვაგზალზე ჩარლზ გიტომ ესროლა. პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტეკუმსეს წყევლას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს და ამერიკელმა ასტოლოგებმა წამოაყენეს ვერსია – მათი აზრით ამის მიზეზი იუპიტერ-სატურნის შეერთება იყო, რომელიც მართლაც ოც წელში ერთხელ ხდება, მითუმეტეს, რომ გარდაცვლილ პრეზიდენტთა არჩევა სწორედ ამ ასტროლოგიურ კონფიგურაციას ემთხვეოდა. ამის მიუხედავად, გავიდა ოცი წელი და 1900 წელს პრეზიდენტად არჩეულ უილიამ მაკკინლის ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა პისტოლეტიდან ორჯერ ესროლა. პრეზიდენტს ჭრილობების გამო განგრენა დაემართა და რვა დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ოცი წლის შემდეგ პრეზიდენტად უორენ ჰარდინგი აირჩიეს, თუმცა მან პოსტი... სიკვდილის გამო დატოვა. იგი უცნობი მიზეზით პოსტზე არჩევიდან რამოდენიმე ხანში გარდაიცვალა (ექიმებმა სიკვდილის მიზეზად მოწამვლა დაასახელეს). 1940 წელს პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი გახდა, რომელიც მანამდე ამ პოსტზე სამჯერ იქნა არჩეული, თუმცა მან მეოთხე ვადა ვერ დაამთავრა, იგი 1945 წლის 12 აპრილს ტვინში სისხლის გაჟონვისგან გარდაიცვალა.
გავიდა კიდევ ოცი წელი _ 1960 წელს არჩეული ამერიკის პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ლი ოსვალდმა სხვენიდან გასროლით მოკლა. ტეკუმსეს წყევლას 1980 წელს არჩეული პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გადაურჩა. მას ფსიქიკურად ავადმყოფმა ჯონ ჰიკლმა ესროლა. რეიგანს სიკვდილს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით დაუძვრა. იგივე ჭრილობის გამო XIX საუკუნეში მას ვერავინ ვერ უშველიდა. რეიგანი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც ტეკუმსეს წყევლას გადაურჩა. სხვათა შორის ამ ფაქტმა ხალხში კიდევ უფრო გაზარდა რეიგანის რეიტინგი და პოპულარობა.
2000 წელს ამერიკის პრეზიდენტად ჯორჯ ბუში-უმცროსი აირჩიეს. ისევე როგორც რეიგანს, ბუშსაც თავს დაესხნენ – 2002 წელს ერ რიადში (საუდის არაბეთი), ხოლო 2005 წელს თბილისში, თუმცა თავდასხმელებმა მიზანს ვერცერთხელ ვერ მიაღწიეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტუნისელმა ასტროლოგმა ჰასან ალ შარიბმა, რომელმაც მანამდე იწინასწარმეტყველა ისეთი ადამიანების სიკვდილი, როგორებიცაა პრინცესა დაიანა, იასირ არაფატი და სადამ ჰუსეინი, ასევე განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშს მოკლავდნენ. ამ წინასწარმეტყველებას იმხელა რეზონანსი ჰქონდა, რომ ჰოლივუდში მხატვრული ფილმიც კი გადაიღეს "პრეზიდენტის სიკვდილი". თუმცა ბუშმა, ისევე როგორც ოცი წლის წინ არჩეულმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, საპრეზიდენტო ვადა დაასრულა. ამან შექმნა გარკვეული ვერსია, რომ ინდიელების წყევლამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მაგიური ძალა დაკარგა.
თითქოს რა ძალა უნდა ჰქონდეს ერთი ადამიანის სიტყვას, რომ ამდენი ადამიანის ბედისწერაზე იმოქმედოს და თანაც სასიკვდილოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთბაშად ამდენი დამთხვევა გამორიცხულია.
საინტერესოა თუ ამ კუთხით საქართველოს გადავხედავთ. ანალოგიას მართლაც აქვს ადგილი, ოღონდ გარკვეული სახეცვლილებით.
საქართველოს პირველი დემოკრატული რესპუბლიკის მთავრობა და მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანია გაძევებული იქნა რუსეთის მე-11 არმის მიერ. მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია. შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ასევე გაძევებული იქნა საქართველო პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც მოგვიანებით მოკლული იქნა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ასევე პოსტი დატოვა საქართველოს შემდეგმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მეორედ აირჩიეს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვადის დამთავრებამდე საკმაოდ დიდი დრო და ძნელი გზა აშორებს. რას იზამს, დაამთავრებს საპრეზიდენტო ვადას თუ წინამორბედების მსგავსად პოსტიდან ვადაზე ადრე გადაყენებული და გაძევებული იქნება?! ყოველ შემთხვევაში მისი ასტროლოგიური პროგნოზი საკმაოდ რთულია და ამის სერიოზული იმპულსებიც უკვე სახეზეა, მითუმეტს, როდესაც ხდება ხალხის მასობრივი გამოსვლები, თუმცა უფრო სახიფათოა ის მენტალური და ვერბალური ენერგია, რომელსაც ხალხი ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანისკენ მიმართავს.
ამერიკაში "სიტყვის მაგიას" აჯობეს (იგივე რონალდ რეიგანმა და ჯორჯ ბუშ–უმცროსმა).
რას იზამს სააკაშვილი, გაუძლეს სამყაროს კანონზომიერ "დაწოლას"?! თუ ისიც ისევე დაამთავრებს ქვეყნის მართვას როგორც ჟორდანია, გამსახურდია ან შევარდნაძე. მოკლედ, "კოსმიური წამზომი" ჩართულია...

No comments:

Post a Comment