1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Apr 18, 2009

როგორ ვმართოთ სიზმარი


სიზმარი ეს არც ზღაპარია და არც "ჩვენს გარეთ" არსებული ილუზია. იგი რეალობის სუბიექტური აღქმაა, ირაციონალური რეალობაა, რომელიც ჩვენს არაცნობიერთან და ქვეცნობიერთან, ანუ სულისა და სამშვინველის მეტაფიზიკურ ასპექტებთან სიღრმისეულად არის დაკავშირებული.
სიზმარში ირაციონალური დრო და სივრცეა და მასთან ჩვენს "ასტრალურ სხეულს" აქვს "ურთიერთობა". აქვე უნდა ითქვას, რომ "ასტრალული სხეული" სამშვინველის ერთ-ერთი განზომილებაა, რომელიც ჩვენს ემოციებს განკარგავს და მისი ანატომიური ცენტრი გულია. ცნობისთვის, მეტაფიზიკის მიხედვით ადამიანს სამი "სხეული" გააჩნია – მენტალური, ასტრალური და ფიზიკური. პირველი მათგანი ჩვენს აზროვნებას "განკარგავს" და მისი ანატომიური ცენტრი ტვინია. რაც შეეხება ფიზიკურ სხეულს, იგი ჩვენს მოქმედებაზეა "პასუხისმგებელი", ხოლო მისი ანატომიური ცენტრი კუჭია.
არსებობს სიზმრის მართვის რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანმა, რომელსაც უნდა, რომ სიზმარი "გააცნობიეროს", ანუ სიზმარში შეიგრძნოს, რომ იგი "სიზმარშია" და ამასთან ისწავლოს სიზმრის მართვა, უპირველესად სიზმრების ჩაწერა უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი, რომელიც უპირველესად სიზმრების "კლასიფიცირებას" უწყობს ხელს. ხშირად ადამიანი სწორედ სიზმარში იღებს პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც რეალობაში ვერ პოულობს (ბევრი გამოგონება, ლიტერატურული შედევრი თუ მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმარშია ნანახი). სიზმრებზე დაკვირვება, მათზე "კონტროლი" (ჩაწერის სახით) ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო "აითვისოს და ბოლომდე "გამოიყენოს".
ვიზუალიზაციის, მედიტაციისა და ტრანსის საშუალებით, ადამიანს შეუძლია საკუთარი ცნობიერი "გადაიყვანოს" ქვეცნობიერში (თუნდაც როგორც ეს "ასტრალური მოგზაურობის" დროს ხდება), გარკვეული პასუხები მიიღოს ირაციონალური სამყაროდან და ისწავლოს საკუთარი ქვეცნობიერის მართვა (თუნდაც, სიზმარში).

4 comments:

  1. ვერ ვაკეთებ არ გამომდის სიზმრის მართვააააა 😭😭😭😭

    ReplyDelete
  2. სიზმარში ძნელია მიხვდე რომ სიზმარში ხარ

    ReplyDelete
  3. არვიცი მე გამომდის და ამიტომაც დავგუგლე სხვებსაც თუ გამოსდიოდათ ძალიან უცნაური რამეა. პატარაობაში 5 წლამდე მტანჯავდა ცუდი სიზმრები ბევრი ღამეც გამითენებია შიშისგგან. მაგრამ სადღაც მოვისმინე რომ სიზმარი რაღაც ტვინის წარმოდგენები და ილუზიებია. მერე მივხვდი რომ თუ ტვინი აკონტროლებს სიზმრებს მე უნდა გავაკონტროლო ჩემი ტვინი ხოდა ბევრი ვეცადე და ბოლოს შევძელი სიზმარში საკმატისია გავიფიქრო და ვაკეთებ იმას რაც მინდა. ვისაც ფილმი დივერგენტი აქვს ნანახი მიხვდება რომ იგივე პრინციპია. მთავარია სიზმარში მიხვდე რომ ეს სიზმარია და გამოსავალს იპოვნი და შეგიძლია ისეთი სიზმარი შექმნა რომ გაღვიძება აღარც მოგინდეს😂 მაგრამ მე ვერ ვაკეთებ ისე რომ ზუსტად ის დამესიზმროს რაც მინდა უბრალოდ რაღაც მესიზმრება და იმის შეცვლა შემიძლია. ისეა როგორც ფილმის მონაწილე იყო ფილმი რაღაცით იწყება მაგრამ შენ შეგიძლია ისე გააგრძელო როგორც გინდა. ვფიქრობ ამის გაკეთება ადვილია უბრალოდ ტვინი უნდა გახსნა მიხვდე და იმუშავო

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც მინდა ეგეთი რამ შემეძლოს სიზმრებში რასაც მინდა იმას ვიზამდი😌❤️

      Delete