1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Apr 18, 2009

რა არის კარმა?!

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


დღეს, როდესაც ასე ძალიან გააქტიურდა მეტაფიზიკური და ეზოთერული ინტერესი და ადამიანები სხვადასხვა საშუალებებით იკმაყოფილებენ ამ ინტერესს. თუმცა არც თუ ხშირად არის ხოლმე ამა თუ იმ ეზოთერული ტერმინის განმარტება გაკეთებული და ადამიანები ხშირად იბნევიან და სწორი წარმოდგენები არ ექმნებათ ამა თუ საკითხზე.
ეზოთერიზმში ერთ-ერთი ასეთი ფართო მნიშვნელობის სიტყვაა კარმა. დღეს შევეცდებით მეტ-ნაკლებად გავარკვიოთ, რა არის კარმა. რას უკავშირდება ის და რა სიკეთე ან პრობლემები მოაქვს ადამიანისთვის.
კარმა სანსკრიტზე ნიშნავს "მოქმედებას", "საქმეს", სხვა ვერსიით "მიზეზ-შედეგობრიობას". ეს ცნება ფართოდ გამოიყენება როგორც აღმოსავლურ რელიგიებში (ბუდიზმი, ჯანაიზმი, ბრაჰმანიზმი, სიქჰიზმი, დაოზმი და ა. შ.), ასევე გნოსტიციზმში და ეზოთერიზმში.
რა თქმა კარმის "სუფთა" და ერთადერთი განმარტება არ არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ერთმანეთის მსგავსია. კარმის ასპექტები სხვადასხვაა, თუმცა ის რამოდენიმე ძირეულ პრინციპს ეყრდობა. მისი ერთ-ერთი ძირეული კანონი შემდეგში მდგომარეობს – ადამიანი საკუთარ დანაშაულზე პასუხს აგებს – სულ ერთია ეს აზრობრივად არის ჩადენილი, ემოციურად ფიზიკურად. ეს რა თქმა უნდა ადამიანში მორალის ამაღლებას და "სინდისის კარნახის" გაძლიერებას უწყობს ხელს.
სხვათა შორის კარმა რამდენადმე უკავშირდება რეინკარნაციის სისტემასაც. ეს უკანასკნელი კი ფართოდ იყო და არის გავრცელებული ანტიკურ საბერძნეთში, ძველ რომში, გალებში, ძველ გერმანულ ტომებში (კიმბრები, ტევტონები და ა. შ.), ამერიკელ ინდიელებში, აზიის თითქმის ყველა რელიგიაში, გნოსტიციზმში, პითაგარას მოძღვრებაში, იოგაში, ეზოთერიზმის ყველა მიმართულებაში.
კარმას ასევე ჰყოფენ რამდენიმე მიმართულებად:
• "პირადი კარმა", რომელიც სულის რეინკარნაციის შემდეგ ყალიბდება. ეს კარმა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზე მოქმედებს
• "ოჯახური კარმა", რომელიც გენეტიკურია და იგი შთამომავლებით გადაეცემა (მასში შედის გვაროვნული ცოდვები, გვაროვნული წყევლა და ა. შ.). ეს კარმა ოჯახის ყველა წევრზე თანაბრად მოქმედებს (თუმცა შესაძლოა, ოჯახის ზოგიერთმა წევრმა მას თავი აარიდოს სწორედ "პირადი კარმის" დადებითი ასპექტებით).
• "ჯგუფური კარმა". ამ დროს ხიფათი და შესაძლოა, სასიკვდილო ხიფათიც "შემთხვევით" ერთად მყოფ ადამიანებს ემართებათ (მაგალითად, თვითმფრინავის აფეთქება და ა.შ. აქვე უნდა ითქვას, მეტაფიზიკაში შემთხვევითობა გამორიცხულია და ეს ადამიანები სწორედ იმიტომ მოხვდნენ ერთად და რომ მათი სიცოცხლის დასასრული ერთნარი ყოფილიყო. ხოლო ვისაც, მსგავსი კარმა არ აქვს, ის ზემოთ ხსენებულ თვითმფრინავზე ან ბილეთს დააბრუნებს ან საერთოდ გადარჩება).

No comments:

Post a Comment