1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


May 11, 2009

კოტამრაჯუ ნარაინა რაო

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ინდოელი ასტროლოგი კოტამრაჯუ ნარაინა რაო დაიბადა 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ მანჩალიპატნამში (ინდოეთი). იგი არის ცნობილი ინდოელი ჟურნალისტის რამი რაოს და ინდოელი ასტროლოგი-ქალის სარასვანი დევის შვილი.
რაოს მამამ თავის დროზე დააარსა ჟურნალი "ნაციონალური მოამბე", რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ეს ჟურნალი გახლდათ ინდოელი პატრიოტების ტრიბუნა (ამასთან რამი რაომ შემდგომში 30-ზე მეტი ჟურნალი გამოსცა).
რაომ ასტროლოგიის შესწავლა დედის დახმარებით თორმეტი წლის ასაკიდან დაიწყო, ხოლოდ შემდგომ სწავლა განაგრძო იოგა ბხასკარანანდასთან (გუჯარათი, ინდოეთის შტატი). მიუხედავად ამისა, რაოსთვის ასტროლოგია არ იყო ძირითადი პროფესია, რადგან იგი პროფესიონალი სპორსტმენი გახლდათ – იგი ქვეყნის რამოდენიმე გზის ჩემპიონი იყო ჭადრაკსა და ბრიჯში.
მან მიიღო ფილოლოგიური განათლება და დელის უნივერსიტეტში ლექციებს ინგლისურ ენაზე კითხულობდა. 1957 წელს მან გაიმარჯვა კონკურსში და გახდა ეკონომისტი. ის ფილოლოგიური, ეკონომიკური თუ სპორტული საქმიანობის გვერდით ასტროლოგიურ მოღვაწეობასაც აგრძელებდა. 1970-იანი წლებიდან მის ცხოვრებაში ასტროლოგია ნელ-ნელა ძირითად ადგილს იკავებს (თუმცა 1990 წლამდე, სანამ რაო პენსიაში გავიდოდა, ინდოეთის ფინანსურ-აუდიტორული საბჭოს გენერალური დირექტორი გახლდათ).
1980-იანი წლებიდან რაოს ასტროლოგიური წიგნები საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოდის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იბეჭდება მისი ასტროლოგიური პროგნოზები. მისი სახელი მსოფლიო მას შემდეგ გაიგო, როდესაც მან ინდოეთის ორი პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. ეს იყო ინდირა და რაჯივ განდები. მან 1983 წლის ბოლოს ინდოეთის პრემიერ მინისტრი ინდირა განდი გააფრთხილა, რომ 1984 წლის ოქტომბრის ბოლოს მას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრებოდა, თუმცა ინდირა განდიმ ვერ შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება და 1984 წლის 31 ოქტომბერს ის ექსტრემისტებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. რაომ ასევე გააფრთხილა ინდირა განდის შვილი, ინდოეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი მოსალოდნელია საფრთხის შესახებ. თუმცა ვერც მან შეძლო, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება – რაჯივ განდი კამიკაძე-ქალმა ააფეთქა.
1993-95 წლებში რაო იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც მან წაიკითხა ლექციები ციკლი და მონაწილებოდა საერთაშორისო ასტროლოგიურ კონფერენციებში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ასტროლოგიური კონფერენცია ჩაშლის პირას იყო, იმდენად ბევრი ხალხი მოგროვდა რაოს ლექციის მოსასმენად, ამიტომ, ეს კონფერენცია გაცილებით დიდ დარბაზში გამართეს.
ამის შემდეგ რაო ევროპას ეწვია, სადაც ასევე კითხულობდა ლექციებს და ამასთან ეწეოდა კერძო პრაქტიკასაც. 1997 წლის დასაწყისში მან იწინასწარმეტყველა, რომ წლის მეორე ნახევარში პრინცესა დაიანას ხიფათი დაემუქრებოდა, 31 აგვისტოს პრინცესა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა (აღსანიშნავია, რომ 1997 წლის დასაწყისში დაიანას დაღუპვა ასევე იწინასწარმეტყველა ტუნისელმა ასტროლოგმა, "თანამედოვე ნოსტრადამუსად" წოდებულმა ჰასან ალ შარიბმა).
კოტამრაჯუ ნარაინა რაო მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ასტროლოგად. მას ამ დრომდე დამზადებული აქვს 50 000-ზე მეტი ჰოროსკოპი და იწინასწარმეტყველა საკმაოდ ბევრი გახმაურებული მოვლენა. მასთან აუდიენციაზე ყოფილა უამრავი ადამიანი, თუმცა რაოს საკუთარ კლიენტებზე საუბარი არ უყვარს. როდესაც კოტამრაჯუ ნარაინა რაო 2006-07 წლებში რუსეთში იმყოფებოდა, მოსკოვში მასთან ლუდა პუტინაც (ვლადიმერ პუტინის მეუღლე) იმყოფებოდა, თუმცა რაო ამის შესახებაც დუმს.
რაო ამჟამად ინდოეთში მოღვაწეობს და მას ინდოეთში ათასზე მეტი, ხოლო ინდოეთს საზღვრებს გარეთ ორასამდე სტუდენტი ჰყავს.

No comments:

Post a Comment