1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Jun 27, 2009

მუდრა - თითების იოგა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა არის მუდრა და როგორ გამოვიყენოთ იგი

მუდრა "სიცოცხლის გადამრჩენი", ანუ "აპანა ვაიუ"
(პირველი დახმარება გულის უკმარისობის დროს)

ამ მუდრის გამოყენებას ტყუილად არ უწოდებენ სიცოცხლის გადამრჩენს, მისი გამოყენება სასურველია გულის ტკივილის, გულისცემის აჩქარების ან შენელების, მიოკარდიის, ასევე უსაფუძვლო განგაშისა და და შიშების დროს.
შესრულების მეთოდიკა: ორივე ხელზე საჩვენებელი თითი მოხრილია და ეფარება ცერა თითის ფუძეს, მის ზემოთ ერთდება ცერა, შუა და უსახელო თითები. ნეკი გასწორებული და მოდუნებულია. მუდრა სრულდება ორივე ხელით.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მკერდის სიმაღლეზე. უყურეთ მწვანე ფერს. შესუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. წარმოიდგინეთ ვარდის კოკორი გულის ადგილას და ყოველ ამოსუნთქვის დროს როგორ იშლება ეს კოკორი. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
აფირმაცია: "მე მაქვს დრო, რომ დავინახო სამყაროს მშვენიერება და დავტკბე სიმშვიდითა და ჰარმონიით".

მუდრა "სიცოცხლე", ანუ "პრანა"

ეს მუდრა აძლიერებს ჩაკრა "სვადიხისტანას", გარდა ამისა აძლიერებს პოტენციალს, ადამიანს ანიჭებს მხნეობას, აღადგენს სასიცოცხლო ძალას და ვიტალურობას, ზრდის შრომისუნარიანობას, სექსუალურობას, ასევე აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის ტკივილს თვალებში.
შესრულება: ცერი, უსახელო და ნეკი თითები შეერთებულია, ხოლო საჩვენებელი და შუა თითები გამართული. თითები შეერთებულია დაძაბულობის გარეშე.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: დადექით ან დაჯექით ჩრდილოეთისკენ. ხელები დაიკავეთ სახის სიმაღლეზე. უყურეთ ლურჯ ფერს ან წარმოიდგინეთ. შესუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. შედეგს აძლიერებს ბალბის არომატი.
აფირმაცია: "მე დიდი აღტაცებით და ტკბობით გადავლახავ წინაღობებს, რომლებსაც ცხოვრება მიმზადებს".

მუდრა "მიწა", ანუ "პრიტხვი"

მიწა ერთ-ერთი ელემენტია, რისგანაც ჩვენი სხეული შედგება, აქედან გამომდინარე მიწის მუდრა ძირითადად ფიზიკური ტკივილების დროს გამოიყენება. ამ მუდრის გამოყენება ახდენს ორგანიზმში ენერგიის ჰარმონიულ ცირკულაციას, სასარგებლოა ქვედა კიდურებში სისუსტის დროს, აძლიერებს პასუხისმგებლობას და საკუთარი თავის რწმენას
შესრულება: ცერი და უსახელო თითები ერთდება, დანარჩენი სამი თითი გამართული და მოდუნებულია.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: დაჯექით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მკერდის სიმაღლეზე. უყურეთ ყვიტელი ფერი ან წარმოისახეთ ყვითელი ფერი. შესუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. ამოსუნთქვის დროს წარმოიდგინეთ მიწის ენერგია როგორ ავსებს თქვენს ორგანიზმს, სუნთქვა შეიკავეთ რამოდენიმე წამი, ამოსუნთქვის დროს წარმოიდგინეთ ენერგია ოქროსფერი წვიმად გიბრუნდებათ. გამოიეორეთ რამოდენიმეჯერ.
აფირმაცია: "მიწის ენერგია მაძლევს სტაბილურობის შეგრძნებას, საკუთარი აზრზე დავრჩე და დავეხმარო საკუთარ თავს. მე დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. კოსმოსის ენერგია მავსებს და სიხარულს მანიჭებს".

მუდრა - თითების იოგა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა არის მუდრა და როგორ გამოვიყენოთ იგი

მუდრა ცა, ანუ "შუნია"

უკავშირდება ორგანიზმში "ზეციურ ძალის" (სულის) გააძლიერებასა და გააქტიურებას. მისი გამოყენება ახშობს ყურის ტკივილს და დადებითად მოქმედებს სმენაზე, ხოლო მისი ხანგრძლივი გამოყენება აუმჯობესებს სმენის ენერგეტიკულ არხებს.
შესრულება: შუა თითები იხრება და უერთდება ცერა თითებს. დანარჩენი სამი თითი არ უნდა იყოს დაძაბული. მუდრა სრულდება ორივე ხელით.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ხელები დაძაბვის გარეშე გქონდეთ სახის დონეზე და უყურეთ ყვითელ ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ყვითელი ფერი. ისუნთქეთ ცხვირით. შედეგს აძლიერებს პიტნის არომატი.
აფირმაცია: "მე ვიღებ სამყაროს სიკეთეს ზეციურ ჰანგებში".

მუდრა ქარი, ანუ "ვაიუ"

აღმოსავლურ მედიცინაში ქარი (ჰაერი) აღიქმება როგორც ერთ-ერთი სტიქია და მას სხვადასხვა დაავადებებს მიაწერენ. "ქარის მუდრა" გამოიყენება რევმატიზმის რადიკულიტის, ხელების ცახცახის, თავისა და ყელის ტკივილების დროს. ამ მუდრის გამოყენებისა და კონცენტრაციის შემდეგ პირველი შედეგი უკვე ნახევარი საათის შემდეგ მიიღება. ქრონიკული დაავადებების დროს ის გამოიყენება სხვა მუდრებთან ერთად.
შესრულება: საჩვენებელი თითი იკეცება და ედება ცერის თითის ფუძეს. ცერა თითი მოხრილ საჩვენებელ თითს ზემოდან ეფარება. დანარჩენი სამი თითი გამართულ მდგომარეობაშია და არ არის დაძაბული.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით ჩრდილოეთისკენ. ხელები დაიკავეთ ჭიპიდან 5-10 სანტიმეტრით ზემოთ, მზის წნულის მიდამოსთან. ისუნთქეთ ცხვირით. შედეგს აძლიერებს ბალბის არომატი.
აფირმაცია: "მე მშვიდი და აუღელვებელი ვარ ყველანაირ გარემოებებში".

მუდრა "ენერგიის ამწევი, ანუ "ლინგა"

ეს მუდრა ზოგადად ენერგიასა და ტონუსს მაღლა სწევს, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. იგი გამოიყენება გაციების, ხველების, სურდოსა და ჰაიმორიტის დროს.
შესრულება: ორივე ხელისგული მიტყუპებულია, თითები გადაჭდობილია ერთმანეთში, ერთი ხელის ცერა და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მეორე ხელის ცერა თითზე.
დრო: 15 წუთი (შეიძლება მხოლოდ დღეში სამჯერ).
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ დაძაბვის გარეშე ყელის დონეზე. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მწვანე ფერი. ისუნთქეთ ცხვირით. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
აფირმაცია: "ჩემი ორგანიზმის ენერგია და იმუნიტეტი ყოველწუთიერად იზრდება".

Jun 22, 2009

იუპიტერი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

იუპიტერი - მზიდან მე-5 პლანეტაა. მზის სისტემაში იუპიტერი ზომით პირველი პლანეტაა. იგი უძველესი დროიდან არის ცნობილი. მას სახელი რომაული ღმერთის საპატივცემულოდ ეწოდა (რომელიც ბერძნული ზევსის ანალოგი იყო). იუპიტერი დედამიწაზე დაახლოებით 318-ჯერ დიდია. მზიდან იუპიტერის დაშორების მანძილი კი დაახლოებით 778,3 მილიონი კილომეტრია. იგი გაზის გიგანტია. ბოლო გამოკვლევებით მას 63 თანამგზავრი ჰყავს (მათგან უდიდესები იო, ევროპა, განიმედე და კალისტო, რომლებიც ჯერ კიდევ 1610 წელს გალილიო გალილეიმ აღმოაჩინა). იუპიტერის ატმოსფერო ძირითადად შედგება წყალბადისგან (90%) და ჰელიუმისგან (10%), მცირე რაოდენობით შედის ეთანი, მეთანი, ამიაკი, გოგირდწყალბადი, ფოსფინი და წყლის ორთქლი.
იუპიტერი ერთი ზოდიაქოს ნიშნის გავლას 1 წელი, ხოლო მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას 12 წელი უნდება. ასტროლოგიურად იუპიტერი (ისევე როგორც სატურნი) "სოციალურ" პლანეტებს მიეკუთვნება, ანუ ის გავლენას ახდენს სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. გარდა ამისა, იუპიტერი განვითარების, გაფართოვებისა და პროგრესის პლანეტადაც მოიაზრება.
ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ იუპიტერი ადამიანს განვითარების საშუალება აძლევს და ზოგადად წარმატებებზეა "პასუხისმგებელი". ასევე "მართავს" ენთუზიაზმს, იღბლიანობას, გამარჯვებას. ჯერ კიდევ ქალდეველი ასტროლოგები მას "იღბლიან" პლანეტას უწოდებდნენ. (მისი ჰოროსკოპში მდებარეობა აჩვენებს თუ რა თვისებების გამოვლენა სჭირდება ადამიანს გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორ ან რა პროფესიებში უნდა მიმართოს მან საკუთარი ძალა). ამ პლანეტის დადებითი თვისებები: სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარული, სამართლიანობა, დიდსულოვნება. უარყოფითი თვისებები: ქედმაღლობა, მოუთმენლობა, სწორხაზოვნება.
ასტროლოგიურად იუპიტერი საკუთარ "ღირსებს" ყველაზე პოზიტიურად კირჩხიბის, მშვილდოსნისა და თევზების ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტურია ტყუპების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოში.

მუდრა - თითების იოგა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა არის მუდრა და როგორ გამოვიყენოთ იგი

მუდრა ნიჟარა, ანუ "შანქხა"

მუდრა "ნიჟარა" აღმოსავლეთში შივას ატრიბუტად ითვლება. დადებითად მოქმედებს ყელზე და ნერვიულობისგან გამოწვეულ სპაზმებზე. აძლიერებს ხმას, ამიტომ, გამოსვლის წინ მას მიმართავენ მომღერლები, მსახიობები და ორატორები.
შესრულება: ორი შეერთებული ხელი ქმნის ნიჟარის ეფექტს, მარჯვენა ხელის ოთხი თითი შუაში "იმწყვდევს" მარცხენა ხელის ცერა თითს, ხოლო მარჯვენა ხელის ცერა თითი მათ ზემოდან ეფარება. მუდრის შესრულების დროს არ შეიძლება სუნთქვის შეკავება. მოიხსენით ბეჭდები, სამაჯურები და მაჯის საათი.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: დადექით ან დაჯექით პირით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მკერდის დონეზე. უყურეთ ცისფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ცისფერი ფერი. შედეგს აძლიერებს ბალბის არომატი.
აფირმაცია: "მე მეხმარება ჩემი აზრები, სიტყვის ძალა, სიყვარული. რასაც ვფიქრობ, ყველაფერი მე მიბრუნდება უკან".

მუდრა ძროხა, ანუ "სურაბხი"

ამ მუდრას ძლიერი ტკივილებისას მიმართავენ, განსაკუთრებით რევმატიული და სახსრების ტკივილებისას, ასევე რადიკულიტის დროს.
შესრულება: მარჯვენა ხელის ნეკა თითი უერთდება მარცხენა ხელის არა თითს, მარცხენა ხელის ნეკა თითი – მარჯვენა ხელის არა თითს, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი – მარცხენა ხელის შუა თითს, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი – მარჯვენა ხელის შუა თითს. ცერა თითები დაშორებულია.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: დადექით ან დაჯექით პირით დასავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ ჭიპის დონეზე. თითები შეერთებულია დაძაბულობის გარეშე. უყურეთ ცისფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ცისფერი ფერი. შედეგს აძლიერებს ბალბის არომატი.
აფირმაცია: "მე ვივსებით სინათლით და ეს სინათლე ჩემში ყველაფერს ანათებს. ეს სინათლე წვავს ყველა ტკივილს. მე მაქვს ჯანმრთელი ორგანიზმი, სუფთა გული და ნათელი გონება".

მუდრა ცოდნა, ანუ "ჯანა"

ხსნის ემოციურ დაძაბულობას, განგაშის შეგრძნებას, მოუსვენრობას, დარდს, დეპრესიას, მელანქოლიას, უძილობას. ახდენს მაღალი ჰიპერტონიის (წნევის) ნორმალიზაციას. აუმჯობესებს აზროვნების პროცესს და ახდენს მეხსიერების აქტივიზაციას. მას ბევრი ფილოსოფოსი და მოაზროვნე იყენებს
შესრულება: საჩვენებელი და ცერა თითები ერთმანეთს უერთდება, ხოლო დანარჩენი თითები გასწორებულია (დაძაბვის გარეშე).
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: დადექით ან დაჯექით პირით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მკერდის დონეზე. უყურეთ ცისფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ცისფერი ფერი. შედეგს აძლიერებს ბალბის არომატი.
აფირმაცია: "ღვთიური ცოდნა ამდიდრებს და ამშვიდებს ჩემს ცხოვრებას. ღვთიური სიბრძნე ჩემს გულს სიხარულით ავსებს და მიჩვენებს ცხოვრების გზას".

Jun 18, 2009

დოგონები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

დედამიწის კოსმიური ცივილიზაცია

აფრიკაში, მალიში, ბანდიაგარას ზეგანზე, ძნელად მისადგომ რეგიონში ცხოვრობს დოგონთა ტომი. მათი საერთოდ რიცხვი დაახლოებით რვაასი ათასი ადამიანია. ეს ხალხი ერთი შეხედვით თითქმის არაფრით გამოირჩევა სხვა აფრიკული ხალხებისგან, თუმცა დოგონებს გააჩნიათ ისეთი რამ, რომელიც მათ გამოარჩევს არა მხოლოდ აფრიკული, არამედ მსოფლიოს სხვა ნაწილშიც მოსახლე დაბალგანვითარებული ხალხისგან. ეს არის მათი ასტრონომიული ცოდნა და წარმოდგენა სამყაროს აგებულებასა და განვითარებაზე.
დოგონების ცოდნა რამდენადმე უახლოვდება მაიას ცივილიზაციის ასტრონომიულ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ მაია ზოგიერთ საკითხში გაცილებით უფრო მაღალ განვითარებულ საფეხურზე იდგა (მათ შორის ასტრონომიულ ცოდნაშიც), ვიდრე დღეს იმყოფება დოგონთა ტომი (ცოტა ძნელია მათ ცივილიზაცია უწოდო), თუმცა ზოგიერთ ასპექტში დოგონები გაცილებით შორს არიან წასულები და კოსმოსის ისეთ საიდუმლოებებზე საუბრობენ, რომლებთანაც არა მხოლოდ მაიას ქურუმებს, არამედ მათზე უახლოესი ტექნოლოგიებითა და უმძლავრესი ტელესკოპებით აღჭურვილ ასტრონომებსაც კი არა აქვთ წარმოდგენა.
1931 წლიდან 1952 წლამდე დოგონებს ფრანგი ანტროპოლოგები მარსელ გრიოლი და ჟერმენ დიტერმენი იკვლევდნენ. ფრანგი მეცნიერები პირველად შოკში ჩავარდნენ - დოგონები საუბრობდნენ არა მხოლოდ იმაზე, რაც მეცნიერებმა იცოდნენ, არამედ იმაზეც, რაც მეცნიერებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მათ 1950 წელს ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს სტატია "სუდანის სირიუსის სისტემა". ამ სტატიამ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია მეცნიერთა წრეში.
რასაკვირველია ფრანგ მეცნიერებს მაშინვე დაუპირისპირდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დოგონები მხოლოდ შეუიარაღებელი თვალით ცის კაბადონზე დაკვირვებიდან მიღებული ცოდნა გააჩნდათ, თუმცა ეს ბევრმა ასტრონომმა მაშინვე უარყო, რადგან ბევრი ფაქტი ამტკიცებდა, რომ დოგონები ცის კაბადონზე დაკვირვებას არ აწარმოებდნენ - მათ უბრალოდ გააჩნდათ ცოდნა.
დოგონები იცოდნენ მზის სისტემის აგებულება, თუმცა მათ არ იცოდნენ მერკურის არსებობა, სამაგიეროდ ისინი ასახელებდნენ ვენერას ერთ თანამგზავრს, რაც სინამდვილეში არ არსებობს (თუმცა ახლახან ასტრონომების გარკვეულ ჯგუფში გაჩნდა მოსაზრება, რომ მერკური სწორედ ვენერას თანამგზავრი იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი მზემ "მიიტაცა" და მერკურმა საკუთარ ორბიტაზე დაიწყო ბრუნვა).
დოგონებმა იცოდნენ, რომ მთვარე "მშრალი და უნაყოფოა", იცოდნენ იუპიტერის "მთვარეები", თუმცა სულ ოთხ მათგანს ასახელებდნენ (იუპიტერს ისინი "დანა ტოლო"-ს უწოდებდნენ), იცოდნენ სატურნის გარშემო მბრუნავი "რგოლი", რომ გალაკტიკა ირმის ნახტომი სპირალურად ვითარდება, რომ პლანეტები ელიფსურად ბრუნავენ და სხვა უამრავი ასტრონომიული მოვლენა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დოგონები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ვარსკვლავ სირიუსს. ისინი იყენებენ სამოცწლიანი კალენდარს, რომელიც სწორედ სირიუსის მოძრაობაზეა გათვლილი და სამოც წელში ერთხელ ზეიმობენ "სიგუის" დღესასწაულს, რომელიც სიმბოლურად "სამყაროს დაბადებასთან" არის დაკავშირებული.
დოგონების უძველესი ლეგენდით თანახმად, ისინი სწორედ სირიუსიდან არიან და მათი შორეული წინაპრები დედამიწაზე სირიუსზე მოსალოდნელ კოსმოსური კატასტროფის გამო გადმოსახლდნენ (დოგონები სიკვდილის წინ სიკვდილის ღმერთს - იუგულუს ევედრებიან, რათა მათი სულები ისევ სირიუსზე დააბრუნოს(?!).
დოგონების გადმოცემით სირიუსი სამმაგი ვარსკვლავია, თუმცა ასტრონომებმა იცოდნენ მხოლოდ ერთი. მას შემდეგ, რაც მეცნიერულ წრეებში გაჩნდა ინფორმაცია დოგონების და მათი ცოდნის შესახებ, ასტრონომებმა დაიწყეს მუდმივი დაკვირვება და ამ დაკვირვების შედეგად, სირიუსის შიგნით ორბიტაზე აღმოაჩინეს სირიუსის მეორე ვარსკვლავი, რომელსაც სირიუს-ბ უწოდეს (დოგონები ამ მეორე ვარსკვლავს "პო ტოლო"-ს უწოდებენ).
ასტრონომები სვავენ კითხვას, საიდან უნდა სცოდნოდათ დოგონებს სირიუს-ბ-ს შესახებ? მათ ხომ არავითარი ტელესკოპი არ გააჩნიათ. ამაზე ასტრონომები ერთიან აზრზე ვერ თანხმდებიან. დოგონები კიდევ უფრო შორს მიდიან და ასახელებენ სირიუსის მესამე ვარსკვლავსაც, რომელისაც "ემეი ია ტოლო"-ს უწოდებენ და მათი სიტყვებით ეს "ქალი-მზეა".
საიდან შეიძლება ჰქონდეთ დოგონებს ეს ცოდნა და სინამდვილეში ვინ არიან დოგონები, ძნელია ითქვას. თუმცა ფაქტია, რომ ეს ტომი საკმაოდ საინტერესოა, ხოლო მათი მითოლოგია და კოსმიური ცოდნა კი ყურადსაღები.

ვინ იყვნენ დრუიდები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

დრუიდები ძველ გალიაში - ირლანდიასა და ბრიტანეთში კელტი ხალხის ტრადიციების და წეს-ჩვეულებების მატარებელ ქურუმთა კარჩაკეტილ კასტას წარმოადგენდნენ, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ სამეფო ძალაუფლებასთან.
მათზე ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება, მითუმეტეს, რომ დრუიდები საკუთარ ცოდნას ზეპირად, თაობიდან თაობას წერილობითი წყაროების გარეშე გადასცემდნენ. მათზე წარმოდგენა მხოლოდ თქმულებების, ლეგენდებისა და ასევე ბერძნული თუ რომაული წყაროების მიხედვით გვექმნება.
სიტყვის "დრუიდის" წარმომავლობის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში გაცხარებული კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იყო გამართული - კლასიკური ტექსტებში სახელი დრუიდი მხოლოდ მრავლობით რიცხვში გვხვდება. ფორმა "dryadae" ბერძნული ძირის უნდა იყოს რაც ხისა და წყლის ნიმფების სახელს დრიადებს უკავშირდება. თუმცა ბოლო დროს მეცნიერთა ნაწილი ძველ ავტორებს ესესხება სიტყვის წარმოქმნის ვერსიას, მაგალითად ბლინიუსი ამბობს, რომ სიტყვა დრუიდი ძველბერძნული "დრუს"-დან მოდის, რაც ორიგინალში მუხას ნიშნავს, სიტყვის მეორე მარცვალს კი ინდოევროპულ წარმომავლობას უძებნიან ძირიდან "wid", რაც ცოდნას უკავშირდება. ასეთ სიტყვებთან სიახლოვე სავსებით ლოგიკურია, რადგან დრუიდთა დიდი ნაწილი ევროპის მუხნარებში სახლობდა, სადაც ტაძრები ჰქონდათ აგებული და მუხა დრუიდებისთვის წმინდა ხედ ითვლებოდა (თუმცა ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით დრუიდების სახელი მათ ლეგენდარულ გრძნეულ დედოფალს დრუიდესს უკავშირდება. ამ ვერსიას ემხრობა ფრანგი მწერალ-მისტიკოსი ედუარდ შიურე (XIX-XX ს.ს.).
დრუიდი ქურუმები იყოფოდნენ სამ საფეხურად (კასტად) - ოვატებად, ბარდებად და საკუთრივ დრუიდებად.
ოვატები სწავლულები იყვნენ, რომლებიც იმ დროის ზუსტ მეცნიერებებს ფლობდნენ - მედიცინას, არითმეტიკას, გეომეტრიას, ვარსკვლავთმრიცხველობას (სადაც შედიოდა ასტრონომია და ასტროლოგია).
ბარდები იყვნენ პოეტები, რომლებიც ლექსებს თხზავდნენ და მათ განსაკუთრებული რიტმული რეჩიტატივით (წამღერებით) ასრულებდნენ. მთლიანობაში ეს იყო ინდური მანტრების მსგავსი პოეზია (შემდგომში სიტყვა"ბარდი" სხვა ენებშიც გავრცელდა).
რაც შეეხება დრუიდებს - ისინი ცოდნით, მორალითა თუ სულიერებით ოვატებზეც და ბარდებზეც მაღლა იდგნენ. დრუიდებს ევალებოდათ კელტთა რელიგიური ცხოვრების წარმართვა, რიტუალების ჩატარება, ღვთიური კანონების დაცვა. ესენი იყვნენ ღვთისმსახური ქურუმები.
დრუიდები გმირული თქმულებებისა და მითოლოგიური პოემების შემნახველნი იყვნენ, რომელთაც ახალგაზრდობას ზეპირად გადასცემდნენ. თუმცა შემდგომ ეტაპობრივად დრუიდებმა ირლანდიელებსა და ბრიტებში შერევის შედეგად ფუნქცია მალევე დაკარგეს, ხოლო IV-V საუკუნეებში, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ისინი ასე ვთქვათ, სოფლის ექიმბაშებად იქცნენ.
შემონახულია, ცნობები დრუიდების ასტროლოგიური ცოდნის შესახებაც, რომელიც ხეებს უკავშირდებოდა. მათი ზოდიაქო შედგებოდა 22 ნიშნისგან და მათ ხეების სახელები ერქვა. დრუიდები ტყეს წმინდა ადგილად თვლიდნენ, ამიტომ, ყველა რიტუალს სწორედ ტყეში ასრულებდნენ, ხოლო კალენდრის თვეებს ასევე ხის სახელები ერქვა.
დრუიდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ზამთარ-ზაფხულის პირისპირდგომასა და გაზაფხულ-შემოდგომის ბუნიობას. ამ დღეებში ისინი აწყობდნენ საზეიმო მსვლელობებს და თავიანთ ღმერთს მსხვერპლად თეთრ ხარებს სწირავდნენ.
დრუიდული ასტროლოგიის საფუძველი დედამიწის მიმართ მზის მდებარეობაა. ადამიანს ბედს, მის მომავალს, ხასიათსა და უნარს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად არიან დაშორებულები მზე და დედამიწა ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ, თითოეულ ნიშანს მოქმედების ორი პერიოდი ჰქონდა და როგორც უკვე ვთქვით ეს ნიშნები ხეებია.
დრუიდები ყველაზე წმინდა ხედ მუხას თვლიდნენ, თუმცა მათთვის ასევე წმინდა იყო ფითრი (ნახევრადპარაზიტული ბუჩქი, რომელიც ხეზე იზრდება).
დრუიდები თვლიდნენ, რომ თითოეული ადამიანი, ისევე როგორც ხე, დადებითი ან უარყოფითი თვისებების მატარებელია და ყოველი მათგანი მოითხოვს ცხოვრების განსაკუთრებულ პირობებს. მათ კალენდარში და ასტროლოგიურ ციკლში სულ 22 ხე იყო და აქედან ოთხი ხე უკავშირდებოდა ბუნიობებსა და პირისპირდგომებს:
21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობას მართავს - მუხის ხე (რომელიც ძველ საქართველოში ასევე წმინდა ხედ ითვლებოდა).
24 ივნისის, ზაფხულის პირისპირდგომის დღეს - არყის ხე მართავს
23 სექტემბერს, შემოდგომის ბუნიობის სიმბოლოა - ზეთისხილის ხე.
21 დეკემბერი, ზამთრის ბუნიობის ხეა - წიფელი.
დანარჩენი თვრამეტი ხე წლის დარჩენილი პერიოდს მართავს.
სხვათა შორის, ჩვ. წ. აღ-ით I საუკუნეში ალექსანდრიელი სწავლულები არა მხოლოდ აღტაცებულნი იყვნენ დრუიდებით, არამედ მათ ადარებდნენ ბერძენ ფისოლოფოსებს, სპარსელ მოგვებსა და ინდოელ ჰიმნოსოფისტებს (იოგებს). მართალია შუასაუკუნეებში ინტერესი დრუიდების შესახებ გარკვეულწილად მინავლდა, თუმცა XVII საუკუნიდან ისევ ახალი ძალით დაიწყო დრუიდული ცოდნის კვლევა-ძიება.
ანტიკური პერიოდის ცნობილი მკვლევარი ჯონ ობრი (XVII ს.) პირველი იყო, ვინც წამოაყენა ვერსია, რომ ცნობილი სტოუნჰენჯის ამშენებლები სწორედ დრუიდები იყვნენ. ამ იდეას მხარი დაუჭირა უილიამ სტიუკლიმ (XVII-XVIII ს.ს.). იგი თვლიდა, რომ "დრუიდები არა მხოლოდ მეგალითური ეპოქის შესანიშნავი არქიტექტორები, არამედ ძველი აღთქმის ჭეშმარიტი პატრიარქალური შემსრულებლებიც იყვნენ".
სხვათა შორის დრუიდებს მიაჩნდათ, რომ ადამიანის სული უკვდავია და ის გარდასხეულებას განიცდის, ანუ დრუიდები საუბრობდნენ იმ მოვლენაზე რასაც მეცნიერებაში მეტემფსიქოზი, ხოლო აღმოსავლურ რელიგიებში კი რეინკარნაცია ეწოდება. ამის შესახებ ცნობებს ცნობილი რომაელი მხედართმთავარი გაიუს იულის კეისარი გვაწვდის თავის წიგნში "გალიის ომის კომენტარები".

პირველი კონფერენცია დრუიდების ცივილიზაციის შესახებ ლონდონში 1717 წელის ინგლისელი ჯონ ტოლანდის თაოსნობით გაიმართა, რომელმაც დრუიდების "ახალი დაბადების" შესახებ განაცხადა. პირველი დრუიდული ორდენი კი, რომელსაც ეწოდებოდა "ანტიკური დრუიდების ორდენი" 1781 წელს ჩამოყალიბდა.
დღესდღეობით არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი დრუიდული ორდენი თუ ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც სამ მილიონამდე წევრს ითვლიან. ასე რომ, დრუიდები დღესაც არსებობენ და ინარჩუნებენ საკუთარ იერ-სახეს, რიტუალებსა თუ ცხოვრების წესს.

Jun 16, 2009

კარლოს კასტანედა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

კასტანედას მაგიური ხიბლი

"რაც უფრო მეტი იციან გარშემომყოფებმა,
თუ რას წარმოადგენთ
და რას უნდა ელოდონ თქვენგან,
მით უფრო მეტად იზღუდება თქვენი თავისუფლება".
კარლოს კასტანედა

ამერიკელი მწერალი, ანთროპოლოგი, ეთნოგრაფი, ეზოთერიკოსი და მისტიკოსი კარლოს კასტანედა დაიბადა 1925 წლის 25 დეკემბერს, პერუში, ქალაქ კახამარკაში (თუმცა არსებობს მისი დაბადების თარიღისა და ადგილის სხვა ვერსიებიც).
კასტანედას თავდაპირველი გვარი იყო არანია, რომელიც პორტუგალიურად ობობას ნიშნავს, თუმცა 1959 წელს, როდესაც მან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო, მან დედის გვარი კასტანედა აიღო.
პატარა კარლოსი როდესაც დაიბადა, მამამისი ჩვიდმეტი, დედა კი თხითმეტი წლის იყო, ამიტომ, გასაზრდელად ის დეიდას გადასცეს. როდესაც კარლოსი ექვსი წლის იყო, მისი გამზრდელი დეიდა გარდაიცვალა და ის ბუენოს-აირესში ინტერნატში გააგზავნეს. ამის შემდეგ ის აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, სადაც მან დაამთავრა სკოლა და გაემგზავრა მილანში (იტალია), ხელოვნების აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად.
1955-59 წლებში ის ლოს-ანჟელესში დადიოდა ლიტერატურის, ჟურნალისტიკის და ფსიქოლოგიის კურსებზე. ამავე პერიოდში მუშაობდა ფსიქოანალიტიკოსთან თანაშემწედ. 1959 წელს მან მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და აიღო დედის გვარი კასტანედა. ამის შემდეგ მან ჩააბარა კალიფორნიის უნივერისტეტში. 1960 წლის იანვარში მან ცოლად შეირთო მარგარეტ რანიანი, თუმცა იმავე წლის ივლისში ისინი დაშორდნენ.
1960 წელს კასტანედა გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში სამკურნალო მცენარეებზე სტატიის დასაწერად. თუმცა ამ სტატიის ნაცვლად... 1968 წელს გამოვიდა კასტანედას პირველი წიგნი "დონ ხუანის სწავლება: ინდიელი იაკების ცოდნის გზა", რისთვისაც მას უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიანიჭეს. წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა (პირველივე წელს რამოდენიმე მილიონი ცალი გაიყიდა). წიგნში მოთხრობილია კასტანედას შეხვედრა იაკების ტომის ინდიელ ხუან მატუსასთან. წიგნი შედგება ორი ნაწილისგან – "სწავლება" და "სტრუქტურული ანალიზი", მასში გადმოცემულია ტოლტეკების შამანურ-მაგიური ცოდნა, რომელსაც კასტანედას ხუან მატუსა, იგივე დონ ხუანი მოუთხრობს. ამ წიგნმა არა მხოლოდ უბრალოდ მკითხველის ყურადღება მიიქცია, არამედ მეცნიერთა გარკვეული ნაწილის კვლევის საგანიც გახდა, თუმცა ზოგიერთმა მეცნიერმა კასტანედა გააკრიტიკა და მას დონ ხუანის, როგორც პერსონაჟის გამოგონებაც დასწამა.
1973 წელს კასტანედას, რიგით მესამე წიგნისთვის "მოგზაურობა იქსტლანში" უკვე დოქტორის ხარისხი მიენიჭა (მანამდე 1971 წელს გამოვიდა კასტანედას მეორე ნაშრომი – "განცალკევებული რეალობა"). წიგნში გრძელდებოდა ინდიელი შამანების ცოდნის გადმოცემა, სადაც აღწერილი მაგიური რიტუალები, ადამიანში ენერგიის მართვის ხელოვნება და ა. შ.
მიუხედავად იმისა, რომ კასტანედას პოპულარობა მომენტალურად გაიზარდა, ის საკუთარ ცხოვრებას და პიროვნებას მაქსიმალურად ასაიდუმლოებდა – დღესაც კი დიდი იშვიათობაა კასტანედას ფოტოსურათი თუ დიქტოფონზე ჩაწერილი ხმა. მისი ვიდეოგადაღება კი საერთოდ სიკვდილის წინ ძლივს მოხერხდა.
რა თქმა ეს გასაიდუმლოვება მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდიდა და პრესაში მის შესახებ უამრავი სიყალბე და გამონაგონი იბეჭდებოდა, რამოდენიმე ჟურნალი მისი გარდაცვალებასაც კი იუწყებოდა, თუმცა კასტანედა აბსოლუტურად გულგრილი იყო პრესაში გამოქვეყნებული ჭორების მიმართ.
თუმცა 1973 წელს ჟურნალში "ტაიმი" გამოქვეყნებული სტატიას კარლოს კასტანედას დაბადების, ბავშვობისა და ცხოვრების შესახებ მკვლევარები ხშირად იყენებენ, როგორც კასტანედას ბიოგრაფიულ ცნობებს.
ჟურნალი წერდა, რომ 1951 წელს კალიფორნიაში ჩამოვიდა ვინმე კარლოს სეზარ არანია, რომლის შესახებ ჩანაწერი არსებობდა საემიგრაციო სამსახურში. ეს პიროვნება დაბადებული იყო 1925 წლის 25 დეკემბერს და იგი იყო პერუს მოქალაქე (კასტანედას გადმოცემით კი იგი დაბადებული 1935 წელს, ბრაზილიაში, სან-პაულოსთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში). შემდგომში გამომდინარე ჟურნალის პოპულარობიდან, კასტანედას შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს სწორედ ზემოთ ხსენებული სტატიიდან იღებენ ხოლმე და არა თვითონ კასტანედას მიერ გადმოცემულ ცნობებიდან (უნდა ითქვას, რომ ამაშიც არის გარკვეული ლოგიკა).
1977-97 წლებში კასტანედა კიდევ რვა წიგნი გამოსცა და ამ დროს კასტანედა საზოგადოებასთან მხოლოდ შუამავლების მეშვეობით კონტაქტობდა. მან შეკრიბა თანამოაზრეთა მცირერიცხოვანი ჯგუფრი, რომლებსაც დონ ხუანის ცოდნას პრაქტიკულად გადასცემდა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან კასტანედამ უფრო გახსნილი ცხოვრების სტილი აირჩია და მან დაიწყო ლექციების კითხვა ჯერ კალიფორნიის უნივერსიტეტში, შემდგომ კი მთელს აშშ-ში და მექსიკაში.
კარლოს კასტანედა გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში 1998 წლის 27 აპრილს.
კარლოს კასტანედას შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიცაა რიჩარდ ბახი ("თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი", "მესიის ჯიბის ცნობარი", "ილუზიები") და პაულო კოელიო ("ალქიმიკოსი", "11 წუთი", "მოგვის დღიური", "მეხუთე მთა"). გარდა ამისა, მისი გავლენა აქვს ასევე ბევრ მწერალსა თუ მუსიკალურ ჯგუფს. 2007 წელს ინგლისურმა სატელევიზიო არხმა BBC კასტანედაზე გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "ზღაპრები ჯუნგლებიდან".

კარლოს კასტანედას ცნობილი წიგნები:
1968 – დონ ხუანის სწავლება: ინდიელი იაკების ცოდნის გზა
1971 – განცალკევებული რეალობა
1972 – მოგზაურობა იქსტლანში
1974 – ზღაპრები ენერგიაზე
1977 – ენერგიის მეორე რგოლი
1981 – არწივის ძღვენი
1984 – შინაგანი ცეცხლი
1987 – დუმილის ენერგია
1993 – სიზმრის ხელოვნება
1997 – უსასრულობის აქტიური მხარე
1998 – დროის ბორბალი
1990 – მაგიური პასები: ძველი მექსიკის შამანთა პრაქტიკული ცოდნა

Jun 5, 2009

აიურვედა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ინდური კლასიკური მედიცინის სათავეებთან

აიურვედა, უფრო სწორედ აიურ-ვედა სანსკრიტზე ნიშნავს "სიცოცხლის ცოდნას", ანუ "ცოდნას სიცოცხლის პრინციპების შესახებ". აიურვედა ეს არის ინდური მედიცინის ტრადიციული სისტემა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აიურვედას ძირითადი პრინციპები 800 წ. ჩვ. წ. აღ-მდე ჩამოყალიბდა, ხოლო საბოლოო ფორმები მან დაახლოებით 1000 წ. ჩვ. წ. აღ-ით შეიძინა.
აიურვედას ძირითადი ტრაქტატები "ჩარაკა-სამხიტა" და "სუშრუტა-სამხიტა" დაწერილია ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე. ხშირად არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში აიურვედას მედიცინის დედას უწოდებენ, რადგან ინდურმა კლასიკურმა მედიცინამ გავლენა მოახდინა არაბულ და ევროპულ მედიცინაზეც კი. აიურვედას საბაზისო პროცედურები (სუნთქვითი და პულსაციის მიხედვით დიაგნოსტიკა, სამკურნალო დიეტა, კუჭის გამორეცხვა, სამკურნალო აბაზანების მიღება და ა. შ.) ფართოდ შევიდა მრავალი ქვეყნის სამედიცინო პრაქტიკაში. აიურვედამ უდიდესი გავლენა მოახდინა ისეთ სამედიცინო დარგებზე, როგორებიცაა ქირურგია, თერაპია, ფარმაკოლოგია, ოფთალმოლოგია, მასაჟი, ნემსოთერაპია და დიეტოლოგია.
მიუხედავად XVIII-XIX ს.ს-ში ინდოეთში ინგლისელების მიერ შეტანილი ევროპული მედიცინისა, აიურვედამ არა თუ შეინარჩუნა საკუთარი ფორმები, არამედ ევროპული მედიცინაც საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია. აიურვედას პოპულარობა ევროპასა და ამერიკაში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო.
აიურვედა არა მხოლოდ მედიცინაა, არამედ ეს არის ფილოსოფიური სისტემაც, რომელიც ადამიანის კომპლექსურ მკურნალობას და მასში ჰარმონიის მიღწევას ქადაგებს. ის ორიენტირებულია, რომ ადამიანში მოწესრიგებული იყოს ყველა ენერგეტიკული მერიდიანი, ანუ ადამიანი არა მხოლოდ სწორი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს (კვების, ძილის, სუნთქვის და საერთოდ ცხოვრების რეჟიმი), არამედ მისი მენტალური, ემოციური მხარეც მოწესრიგებული და ჰარმონიული იყოს.
საერთოდ აიურვედაში გამოყოფენ რვა მიმართულებას:
 კაიაჩიკიცა - შინაგანი მედიცინა
 შალია - ქირურგია
 შალაკაია - ოტოლარინგოლოგია
 კაუმარაბხრიტია - პედიატრია, მეანობა
 აგადია - ტოქსიკოლოგია
 ვაჯიკარანა - გენეტიკური დარღვევების გაწმენდა, დამატებითი ენერგიის მიღება
 რასაიანა - გაახალგაზრდავება, იმუნური სისტემის გაძლიერება
 ბხუტავიდია (ტანტრა, პრანა, იოგა) - სულიერი მკურნალობა (ფსიქიატრია)

აიურვედაში უმნიშვნელოვანესია ე. წ. დოშას სისტემა, რომელიც სულ სამია:
 ვატა - იმპულსის პრინციპი (სუნთქვის, სისხლის ცირკულაციის ფუნქცია).
 პიტა - ენერგიის პრინციპი (ნაღველის გამოყოფის, საჭმლისმომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქცია).
 კაპხა - ორგანიზმის სტრუქტურების მართვა (გამოყოფის და ლიმფის ფუნქცია)

ეს სამი დოშის სისტემა "პასუხისმგებელია~" ორგანიზმის ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ ფუნქციებზე. სწორედ დოშების სისტემით ხდება ადამიანის ინდივიდუალური კვლევა, რის საფუძველზეც ინიშნება ინდივიდუალური მკურნალობა.
საინტერესოა, რომ აიურვედაში ოცზე მეტი სამკურნალო მეთოდია, რომლებიც ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდება და მოიცავენ როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული მკურნალობის მეთოდებს.

P.S. ასევე საინტერესოა, რომ აიურვედაში პაციენტის მკურნალობის დაწყების წინ შეისწავლება მისი ჰოროსკოპი (ნატალური რუკა), რომელიც გარკვეულ დახმარებას უწევს პაციენტის უკეთესად შესწავლას (სწორედ მსგავს მომენტზე საუბრობს "მედიცინის მამა"- ჰიპოკრატეც).

ნუმეროფობია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რატომ ეშინიათ ადამიანებს რიცხვების

"მათემატიკა სამყაროს ენაა", ამბობდა პითაგორა. ციფრებს კაცობრიობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ყველა ცივილიზაციისთვის უდიდესი დანიშნულება ჰქონდათ. ეზოთერიკული თვალსაზრისით ყველა ციფრს საკუთარი ენერგია გააჩნია, აქედან გამომდინარე ზოგიერთი ციფრი (უფრო სწორედ რიცხვი) არა თუ შორეულ წარსულში, არამედ დღესაც კი ბევრ ადამიანს და თავსატეხს უჩენს და აშინებს კიდეც. მაგალითად, ცნობილია შიში 13 რიცხვისადმი, რომელსაც ტრისკაიდეკაფობია ეწოდება.

ავიაკომპანია "კონტინეტალ ეარლაინზის" თვითმფრინავებში არ არის სავარძლების მე-13 რიგი – იქ მე-12 რიგს პირდაპირ მე-14 რიგი მოსდევს. სავარძლების სწორედ ასეთი განთავსებაა "ეირ ფრანსის", "ეირ ტრანის" და "იბერიასვ ავიაკომპანიების თვითმფრინავებში.
"შესაძლოა, ვიღაცამ საკმაოდ დიდი ხნისა წინ, არც ვიცით ზუსტად როდის, გადაწყვიტა გაეუქმებინა თვითმფრინავებში სავარძლების მე-13 რიგი", – ამბობს მარტინ დელეონი, რომელიც კომპანია "კონტინეტალ ეარლაინზის" წარმომადგენელია: "თუმცა ჩვენ ამ ნუმერაციას ვიყენებდით, თუნდაც იმის გამო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 600-მდე საჰაერო ხომალდის ნუმერაციის გადაკეთება მოგვიხდებოდა".
"მგზავრებთა უმეტესობა უარს აცხადებს ამ ადგილებზე ჯდომაზე", აცხადებს ჰუდი გრემ-უივერი, კომპანია "ეარ ტრანის" წარმომადგენელი: "არა აქვს მნიშვნელობას, გვწამს თუ ჩვენ მსგავსი ცრურწმენების, მაგრამ ვითვალისწინებთ მგზავრების უმეტესი ნაწილის აზრს".
ცრურწმენები ყველა კულტურაში გხვდება, მაგალითად, იაპონიაში თითქმის ყველა გაურბის ციფრს 4-სა და 9-ს, იმიტომ, რომ 4–ის იაპონური სახელწოდება ძალზე მოგვაგონებს სიტყვას "სიკვდილი", ხოლო ციფრი 9-ის სახელწოდების ჟღერადობა ძალზე ჰგავს სიტყვას "წამება". გარდა ამისა, იაპონიაში ციფრი 13-იც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მათ კულტურაში, მის საწინააღმდეგო არაფერია, მაგრამ მათთან ეს ცრურწმენა ევროპიდან არის შესრული.
რიცხვი 17 უიღბლოდ ითვლება იტალიაში, საქმე იმაშია, რომ თუ მას რომაული ციფრებით ჩავწერთ და მას ანბანის შესატყვის ასოებს შევუსადაგებთ, გამოვა ფრაზა "მე ვიცოცხლე". ავიაკომპანიამ "ლუფტ ჰანზა" ამ მოტივით უარი განაცხადა მე-13 და მე-17 რიგებზე. მაგრამ გამონაკლისებიც გხვდება, მაგალითად "ალ იტალიამ" ამ ცრურწმენას ყურადღება არ მიაქცია და ბოინგ-777-ზე სავარძლების მე-13 რიგიც დაამონტაჟა.
ბევრი ავიაკომპანია უარს აცხადებს მე-13 რეისზე, ამ მხრივ ყველაზე შორს კორელეები წავიდნენ და ქალაქ სეულის აეროპორტიდან ვერასოდეს ვერ ნახავთ მე-4, მე-13 და 44-ე რეისებს.
თუმცა ცრურწმენები არა მხოლოდ ნეგატიური არსებობს – მაგალითად, აშშ-ს ავიარეისები მომხარებელს "ბედნიერ რეისებს" სთავაზობენ, ნომრებით 777 და 771 (თუმცა იმ თვითმფრინავების რეისების ნომრებიც, რომლებიც 2001 წლის 11 სექტმბერს შეეჯახნენ, ცნობილ "ტყუპებს", იყო 77 და 11).
თუ დასავლური კულტურისთვის ბედნიერ ციფრებად 7 და 11 ითვლება, ჩინეთში ბედნიერი ციფრი არის 8. ვინაიდან 8-ის სახელწოდება ჰგავს სიტყვას "გამდიდრება". ამასთან დაკავშირებით, ავიაკომპანია "კონტინეტალ ეარლაინზმა" მოხერხებულობა გამოჩინა და პეკინიდან-ნიუ-ორკამდე 88-ე რეისი დანიშნა, რომლის ბილეთის ღირებულობაც 888 დოლარია.
ციფრი 7 უიღბლო აღმოჩნდა კორეული ავიახაზების მგზავრებისთვის, მათი თვითმფრინავი, რომელიც 1983 წელს 007 რეისით მოფრინავდა, ჩამოგდებული იქნა რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ. საქმე იმაში იყო, რომ სამგზავრო თვითმფრინავმა უნებლიედ დაარღვია რუსეთის საჰაერო სივრცე.
როგორ არ დავიჯეროთ, რომ ავიარეისის ნომერი 191 უიღბლოა, როდესაც რამოდენიმე ავიაკომპანიამ დაკარგა თვითმფრინავები, რომლებიც რეისებს ამ ნომრით ასრულებდნენ. ავიაკომპანიების დიდი ნაწილი ავარიების შემდეგ დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლების მიმართ პატივისცემის ნიშნად, როგორც წესი, წარუმატებელ რეისების ნომრებს აუქმებს.
სასტუმრო ბიზნესში ცრურწმენები კიდევ უფრო დიდი მასშტაბისაა. აკაპულკოს, სან-ხოსეს, კვებეკისა და ვანკუვერის სასტუმროებში მე-13 სართული არ არსებობს. აზიურ ქვეყნებში ბევრ სასტუმროში მე-4 სართული არ არსებობს. გარდა მისა, სასტუმროებში ვერ შეხვდებით ოთახებს, ნომრებით 666 და 1313. ზოგიერთ სასტუმრშო ასეთ ნომრებს უთანხმოებები ხდებოდა – ადმინისტრაციას ხშირად უწევდა კარზე, ნომრის აღმნიშველი აბრის დამაგრება, რადგან სტუმრებს ეს აბრები... სამახსოვროდ მიჰქონდათ.
სასტუმრების ცრურწმენებს მოჩვენებებთან დაკავშირებული ისტორიებიც ახლავს. ერთ-ერთი ისტორია მოგვითხრობს, სასტუმრო "შატო-ფრონტენაკზე" (კვებეკი), რომელმაც სახელწოდება გრაფ დე ფრონტენაკის წყალობით მიიღო. სიკვდილის წინ გრაფმა ინება, რომ მისი გული გარდაცვალებისთანავე მისი საცოლისთვის ევროპაში გაეგზავნათ, მაგრამ საცოლემ ამგვარი ძღვენი არ მიიღო და უკან კვებეკში გამოაგზავნა. მას შემდეგ ხალხს სწამს, რომ გრაფის აჩრდილი სასტუმროში დასახლდა.
გადმოცემით, ლონდონის "ჰიტროუს" აეროპორტში რამოდენიმე მოჩვენება "სახლობს". ერთ-ერთი მათგანი დიკ ტერპინია, ყაჩაღი, რომელიც XVIII საუკუნეში ჩამოახრჩეს. მის აჩრდილს ხშირად ხედავენ შავ ცხენზე ამხედრებულს აეროპორტის სიახლოვეს.
აქ ასევე "სახლობს" მამაკაცის აჩრდილი, რომელიც ბელგიური თვითმფრინავის ავარიის დროს 1948 წელს დაიღუპა. მის აჩრდილს ხშირად ასაფრენ ბილიკებზე ხედავენ. "ჰიტროუს" აეროპორტის კიდევ ერთი "მოსახლე" არის გრძელთმიანი აღელვებული ბიზნესმენი, რომელიც აეროპორტის თითქმის ყველა ადგილას ჩნდება და აგრესიულობით გამოირჩევა.
"ამერიკან ეარლაინზის" რეისი 191-ის ავარიის შემდეგ, რომელიც 1979 წელს მოხდა, ადგილობრივი მოსახლეობა კატასტროფის ადგილას თეთრი აალებაზე ალაპარაკდა. ძაღლები ამ ადგილას ყმუილს იწყებენ, ხოლო იქ მაცხოვრებელი ადამიანები ჰყვებიან უცნაურ ღამის სტუმრებზე, რომლებიც მათ კარზე აკაკუნებენ და დაკარგულ ჩემოდნებს ეძებენ(?!).
ერთ-ერთი უცნაური ისტორია კი უკავშირდება 1971 წელს ჩამოვარდნილ თვითმფრინავს, რეისით 401 ("ისტერნ ეარლაინზი"). თვითმფრინავის ნამსხვრებებს შორის უამრავი დაუზიანებელი ნაწილი იქნა ამოღებული, რომელიც სხვა თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად გამოიყენეს. ამ თვითმფრინავების მგზავრები და ეკიპაჟი კი დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ბორტზე ნახეს დაღუპული თვითმფრინავის კაპიტანი ბობ დოფტი და ბორტ-ინჟინერი დენე რიპო.

ცრურწმენები ძალიან სპეციფიკური საკითხია, მისი თითქმის ყველა სჯერა, თუმცა მისი აღიარება არავის სურს.

Jun 4, 2009

ჰიპნოზი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ჰიპნოზი (ბერძ. hipnos - ძილი) ეს არის ცნობიერების დროებითი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ შთაგონებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის ცნობიერი მხარე საერთოდ გათიშულია და ადამიანი ემორჩილება ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს.
ჰიპნოზი სათავეს შორეულ წარსულში იღებს და ის ახალი ხილი სულაც არ არის. ჰიპნოზს, ანუ ადამიანის შთაგონებით დამორჩილებას შუმერის, ძველ ეგვიპტისა და ინდოეთის რელიგიურ ტაძრებში ქურუმები ფლობდნენ და იყენებდნენ (არსებობს, გადმოცემა, რომ ინდოელ ფაკირებს შთაგონებით შეეძლოთ ახალ დათესილი მარცვალი მიწაში გაეღვივებინათ და რამოდენიმე წუთში ის მიწიდან ამოწვერილიყო).
შორეულ წარსულში ჰიპნოზს ხშირად იყენებდნენ სამხედრო საქმეშიც, მაგალითად, ძველ საბერძნეთსა და რომში მეომრები ემორჩილებოდნენ და იმყოფებოდნენ ქურუმებისა და ავგურების (წინასწარმეტყველი, რომელიც ცხოველის შიგნეულზე წინასწარმეტყველებს) შთაგონების ქვეშ, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მომავალი ბრძოლის გამარჯვებას, ამიტომ, მეომრებიც უფრო მეტი შემართებით იბრძოდნენ.
უძველეს დროში ქურუმებისთვის და ორაკულებისთვის როგორ ჰიპნოზი, ისე აუტოჰიპნოზი კარგად იყო ცნობილი, მაგალითად, დელფოს სამისნოში, ორაკულები ტრანსულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ და ამ დროს ხილვები ეწყებოდათ (ამ ტრანსს იწვევდა ვულკანური წარმოშობის ორთქლი, რომელიც ადამიანის გაბრუებას იწვევდა).
ცნობილი რომაელი პოეტი და ასტროლოგი პორფირუსი გვაწვდის ცნობას, ფილოსოფოსების პლოტინისა და ოლიმპიას შესახებ, რომლებიც ერთმანეთს ეკამათებოდნენ, თუ რომელს უფრო მეტი ცოდნა გააჩნდა. ამ კამათის დროს პლოტინმა ოლიმპიას ხმამაღლა დაუყვირა: "შენ დაიძინებ და შენი სხეული ჩაიკეცება". ოლიმპიასმა თვალები დახუჭა და მიწაზე გაიშხლართა. გამარჯვებულად რა თქმა უნდა პლოტინი აღიარეს.
კლასიკურ მედიცინაში ჰიპნოზის პირველად გამოყენება ცნობილმა შვეიცარელმა ბუნებისმეტყველმა, ფარმაცევტმა, ფილოსოფოსმა, ასტროლოგმა და ექიმმა ფილიპ აურეოლ თეოფრასტ ბომბასტ ფონ გონგეიმმა, ანუ პარაცელსმა დაიწყო. პარაცელსს ჰიპნოზი კარინტიაში (ავსტრია) ერთ-ერთ მონასტერში შეასწავლეს. პარაცელსი წერს, რომ მონასტერში ავადმყოფებს დიდ ხანს აყურებინებდნენ ბროლის მბრწყინავ სფეროზე, რის შემდეგაც ავადმყოფები ღრმად იძინებდნენ.
1646 წელს გამოცემულ წიგნში, რომელსაც "ჯადოსნური ექსპერიმენტი" ეწოდება, ავტორი, იეზუიტების ორდენის წევრი, ათანაზიუს კირხნერი წერს, "თუ როგორ უნდა მოვაჯადოოთ მამალი". ეს იყო პირველი სამეცნიერო ექსპრიმენტი, სადაც აღწერილი იყო ჰიპნოზის გამოყენება, თუმცა მაშინ ჰიპნოზს მაგნეტიზმი ეწოდებოდა (ტერმინი ჰიპნოზი 1843 წელს ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს ბრედმა შემოიღო).
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოების "გრაფი მონტე კრისტოს" პერსონაჟი აბატი ფარია რეალურად არსებული პიროვნება იყო. წარმოშობით პორტუგალიელი აბატი XIX საუკუნის დასაწყისში რამოდენიმე წელი ცხოვრობდა ინდოეთში, კონკრეტულად კი გოაში, სადაც მან შეისწავლა ჰიპნოზი. საფრანგეთში დაბრუნების აბატმა ფარიამ გამოსცა წიგნი "ძილის გამოძახება და მისი გავლენა ადამიანზე". ამ წიგნში მან აღწერა ჰიპნოზის უძველესი მეთოდი, რომელსაც ბრაჰმანები იყენებდნენ. ეს მეთოდი კი შემდგომში მდგომარეობდა, აბატი დაჟინებით უყურებდა იმ ადამიანს, ვისი დაჰიპნოზებაც უნდოდა და შემდეგ მთელი ხმით უყვიროდა "დორმეზ" ("დაიძინე")! სხვათა შორის, ამ მეთოდს შემდგომში იყენებდა ცნობილი ფრანგი ექიმი-ფსიქიატრი ჟან მარტინ შარკო.
ჰიპნოზს აქტიურად არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც იყენებდნენ. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სპეცსამსახურების ხელში ჰიპნოზი საკმაოდ მძლავრი იარაღი გახდა. ხშირად სწორედ ჰიპნოზის საშუალებით ხდებოდა ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანების დათანხმება სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ან ინფორმაციის მიღებაზე.
ამ ყველაფერმა მოიტანა მასიური ჰიპნოზის, ანუ ზომბირების საჭიროება. მუშაობა მასიურ ჰიპნოზზე და ადამიანთან ზომბირებაზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც ძირითადად, ორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის საიდუმლო ლაბორატორიებში ხდებოდა მუშაობა. საბჭოთა კავშირში მოღვაწეობდა ცნობილი ტელეპატი და ჰიპნოტიზიორი ვოლფ მესინგი. მესინგს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირისადმი დახმარების გამო, უფლება ჰქონდა ქვეყნის სხვა და სხვა ქალაქში თავისი ექსპერიმენტები ჩაეტარებინა (სხვათა შორის მსგავსი ექსპერიმენტები მესინგმა სქართველოშიც ჩაატარა).
მასიური ჰიპნოზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზისად იქცა "ნლპ", ანუ ნეირო-ლინგვისტური პროგრამა. რომელიც საშუალებას იძლეოდა ინფორმაციაში "ჩაედოთ" რაიმე კონკრეტული მოდელები და პროგრამები, ეს კი ადამიანის ქვეცნობიერ და შემდგომ უკვე ცნობიერ ქმედებებს აღძრავდა (დღესდღეობით "ნლპ" ერთ-ერთი ძირითად როლს ასრულებს მასიურ ჰიპნოზის დროს).
მასიური ჰიპნოზის უმთავრესი ინსტრუმენტი ტელევიზიაა და სწორედ ტელევიზიის საშუალებით ხდება ადამიანების ამა თუ იმ იდეის თავზე მოხვევა და ზომბირება. მასიური ჰიპნოზის საკმაოდ კარგი მაგალითია სატელევიზიო რეკლამა, როდესაც ადამიანი გაუცნობიერებლად უყურებს და უსმენს მისთვის ერთი შეხედვით უინტერესო ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მის ქვეცნობიერში "ღრმად ილექება" და შემდგომში აუცილებლად "ამოტივტივდება როცა საჭირო გახდება".
1989 წელს მასიური ჰიპნოზი ალბათ ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა – საბჭოთა კავშირში, ტელევიზიის მეშვეობით დაიწყო ხალხის მასობრივი დაჰიპნოზება და ზომბირება, სატელევიზიო სეანსებს ფსიქოთერაპევტი ანატოლი კაშპიროვსკი და ალან ჩუმაკი ატარებდნენ (კაშპიროვსკი მეტყველებით, ხოლო ჩუმაკი ხელების მოძრაობით, ანუ პასებით ცდილობდა მაყურებლების დაჰიპნოზებას). ერთ-ერთი ვერსიით ეს სატელევიზიო ჰიპნოზი მიმართული იყო საბჭოთა კავშირის სხვა და სხვა კუთხეში ეროვნული მოძრაობების დაწყებასთან, ამიტომ, მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ხალხის ზომბირებას, თუმცა ამ მასიურ ჰიპნოზს უფრო უკუშედეგი მოჰყვა, რადგან ამ სეანსებიდან რამოდენიმე ხანში საბჭოთა კავშირი დაიშალა.
სხვათა შორის, მასობრივ ჰიპნოზის უნარს არც თუ იშვიათად ფლობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ორატორული ნიჭი აქვთ. ისინი საჯარო გამოსვლების დროს შეუჩერებელი ლაპარაკით და დამაჯერებელი ტონით თავბრუს ახვევენ ფართო მასებს, რაც შემდგომში საშუალებას აძლევთ მოიპოვონ უფრო მეტი გავლენა, ეს კი თითქმის ყოველთვის არასასურველი შედეგით სრულდება. მაგალითისთვის სრულიად საკმარისია გავიხსენოთ ადოლფ ჰიტლერი, რომლის შიზოფრენიულ იდეებს საკმაოდ ბევრი მომხრე გამოუჩნდა, ამან კი ჰიტლერს საშუალება მისცა გერმანიის სათავეში მოსულიყო და სისხლისმღვრელი ომი გაეჩაღებინა.

ალ-ბირუნი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

შუააზიელი სწავლულ-ენციკლოპედისტი, მოაზროვნე, მათემატიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი აბუ რეაიჰან მუჰამედ იბნ აჰმადი, ანუ როგორც მას უწოდებენ ალ-ბირუნი დაიბადა 973 წლის 4 სექტემბერს ქალაქ კიატაში, რომელიც იმ დროს ხორეზმის დედაქალაქი გახლდათ (ეს ტერიტორია ამჟამად უზბეკეთს ეკუთვნის).
ალ-ბირუნი მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო, მუშაობდა ხორეზმ შაჰის მუჰამედის კარზე, შემდგომ გურგანში კაბუს იბნ ვუშმაგირას კარზე, შემდეგ ისევ ხორეზმში სულთან მამუნის კარზე, ხოლო 1017 წლიდან კი მაჰმუდ ღაზნევის კარზე. მონაწილეობდა მაჰმუდის ინდოეთში ლაშქრობაში.
ალ-ბირუნი წერდა არაბულად. იგი 150-მდე ნაშრომის ავტორია (მათგან მხოლოდ 30-მდე გადარჩა). მისი ნაშრომები შეეხებოდა ასტრონომიას, ასტროლოგიას, გეოდეზიას, მათემატიკას, გეოგრაფიას, მინეროლოგიას, ფიზიკას, ფარმაკოლოგიას, ფილოსოფიას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფილოლოგიას. ასტროლოგიის შესახებ დაწერა 23 ტრაქტატი. ასტრონომიაში იგი ემხრობოდა კლაუდიო პტოლემეის გეოცენტრულ სისტემას, თუმცა მათემატიკური გამოთვლებით არ გამორიცხავდა დედამიწის მზის გარშემო ბრუნვასაც.
ალ-ბირუნმა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ ბევრი გამოგონება თუ სიახლე შექმნა:
• გამოიგონა და დეტალურად დაამუშავა მთვარის დაბნელების მიხედვით გეოგრაფიული განედების განსაზღვრის წესი.
• განსაზღვრა ჰორიზონოტის დახმარების მიხედვით კონკრეტული სიმაღლის გამოთვლა.
• შეადგინა ტრიგონომეტრიული ცხრილები.
• შექმნა კვადრატული ინტერპოლირების წესი.
• გამოიგონა მინერალების განსაზღვრისა და მათი მასის გაგების მეცნიერული წესი.
• შუა აზიის, ინდოეთის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ხალხების შესახებ დაწერა ეთნოგრაფიული და ისტორიული ნაშრომები.
• აღწერა არაბების, სპარსელებისა და ბერძნების კალენდარი.
• გამოიკვლია ზოროასტრიზმის ორთოდოქსალურ ისლამზე გავლენა და სხვა ისტორიული მოვლენები და პროცესები.
მისი ასტროლოგიური ნაშომებიდან გამოირჩევა "მასუდის კანონი" და "მეცნიერება ვარსკვლავთა შესახებ". ეს უკანასკნელი არის ერთგვარი ასტროლოგიის სახელმძღვანელო, სადაც შედის 530 ასტროლოგიური კითხვა-პასუხი (ამ ნაშრომის ორიგინალი ამჟამად ინახება ბრიტანეთის მუზეუმში).
ალ-ბირუნის, როგორც სწორუპოვარი ასტროლოგის შესახებ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დადიოდა ლეგენდები. ერთხელ სულთანმა მაჰმუდ ღაზნევმა, რათა დარწმუნებულიყო ალ-ბირუნის ცოდნაში, მას შეკითხვა დაუსვა, იმ ოთხი კარიდან, რომელიც სასახლეს გააჩნდა, გარეთ რომლიდან გავიდოდა. ალ-ბირუნმა მოითხოვა ასტროლაბი, გაზომა მზის სიმაღლე, სასახლის იატაკზე დახაზა ჰოროსკოპი, შემდეგ პატარა ქაღალდზე პასუხი დაწერა და ხალიჩის ქვეშ ამოდო. სულთანმა ბრძანა, რომ გაენგრიათ სასახლის აღმოსავლეთ კედელი ისე, რომ მეხუთე კარი გაკეთებულიყო. შემდეგ სულთანმა აიღო ასტროლოგის მიერ დაწერილი ქაღალადი, განგრეული კედლიდან გარეთ გავიდა და პასუხი იქ წაიკითხა. ქაღალდზე კი ეწერა: "ამ ოთხი კარიდან არცერთიდან არ გახვალთ, აღმოსავლეთ კედელში კიდევ ერთი კარია და იქიდან გახვალთ". ამ პასუხმა აღაფრთოვანა სულთანი და ალ-ბირუნი დააჯილდოვა.
ალ ბირუნი გარდაიცვალა 1048 წლის 13 დეკემბერს (ზოგი ვერსიით 1050 წლის 9 დეკემბერს) სამხრეთ ავღანეთში, ქალაქ ღაზნაში.
მისი ასტროლოგიური ნაშრომები შემდგომში მრავალჯერ ითარგმნა და გამოიცა ევროპის ბევრ ქვეყანაში. 1973 წელს კი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი მეცნიერის დაბადებიდან 1000 წლისთავი აღინიშნა.

Jun 2, 2009

ნატალური ჰოროსკოპის სახლების ინტერპრეტაცია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

I სახლი
(საწყისი, პიროვნება, ცხოვრება)

1) ადამიანის გარეგნობა და პირველად მასზე მოხდენილი შთაბეჭდილება.
2) საკუთარ თავზე წარმოდგენა, თვითშეგნება და სუბიექტური აზროვნების წერტილი (სუბიექტურობის განსაზღვრა).
3) ფიზიკური სხეული, ვიტალურობა (ჯანმრთელობის პოტენციალი).
4) თანდაყოლილი შესაძლებლობები და ტალანტი, სხვებისგან განსხვავებულობა.
5) პირადი აქტიურობა (ფიზიკური ან სხვა) სხეულის "მოტორიკა".
6) ტემპერამენტი, პიროვნების ქცევის დომინანტა.
7) გარე სამყაროზე პირველი რეაქცია.
8) ცხოვრებისეული პერსპექტივები, ინტერესები, მიზნები.

• სახლის I მესამედი: პიროვნება. ინდივიდუალური "მე". სხეულის აგებულება. გარეგნობა. ხასიათი. ფიზიკური ცხოვრება. ტემპერამენტი. ბედის სათავე. ორგანიზმის კონსტიტუცია. ცხოვრებისეული ძალა. მემკვიდრეობითი მიდრეკილებები. სიცოცხლის ხანგრძლივობა. ცხოვრების პირველი მესამედი.
• სახლის II მესამედი: სხვა პირებთან კავშირი. პროფესიული საქმიანობა. სიყვარული. ქმარი და მისი ხასიათი. ბებია. კომპანიონების ცოლები. ქვეშემრდომების გარდაცვალება. შვილების, მეგობრების, და-ძმების შორეული გზები. ტალანტი. შესაძლებლობების გამოვლენა. ცხოვრების მეორე მესამედი.
• სახლის III მესამედი: ზოგადად სამეურნეო დამოკიდებულება და მათი გამოყენება. ცხოვრებისეული პრაქტიკულობა. ინტელექტი. მტრების ცოლები. შეძენილი უნარ-ჩვევები. მოთხოვნილებების ცვლა. ცხოვრების მესამე მესამედი (უკანასკნელი მესამედი).

II სახლი
(ქონება)

1) ფულის შოვნის და ხარჯვის ცოდნა (უნარი).
2) მატერიალური ინტერესები და პერსპექტივები.
3) შემოსავლის მასშტაბი და მათი წყაროები.
4) საქმიანი აქტიურობა, დამაკმაყოფილებელი შემოსავალი და სიმდიდრე.
5) მოძრავი ქონება.
6) პრაქტიკული ცოდნა და უნარი, რომელიც საკუთარი ძალისხმევით მიიღწევა.
7) პირადი ფასეულობები (მატერიალური და სულიერი) და დამოკიდებულება მათ მიმართ.

• სახლის I მესამედი: მემკვიდრეობითი მიღებული ქონება. შემოსავლის ძირითადი წყარო. საკუთარი ქონების შეძენის პერსპექტივა. სოციალური დამოკიდებლობა ან დამოუკიდებლობა. ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების მოგროვების პროცესები, კვებისა და პირადი ჰიგიენის საკითხები. დამოკიდებულება პირადი ფასეულობების მიმართ ცხოვრების პირველ მესამედში. მტრის ძმები. მეგობრის მამები. მეუღლის გარდაცვალება. შვილების წარმატება (განსაკუთრებით პირველის).
• სახლის II მესამედი: ფული და მისი შოვნის საშუალებანი. მოძრავი ქონება. შემოსავლები სამსახურებრივ ცვლასთან დაკავშირებით. შემოსავლები და ფასეულობები ცხოვრების მეორე მესამედში. შემოსავლები მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით. შვილების პროფესიები. კომპანიონის გარდაცვალება.
• სახლის III მესამედი: საქმიანი და ფინანსური პარტნიორები, კონტაქტები, ვალები, ვალდებულებები. შემოსავალი იდეოლოგიურ-სულიერი მოღვაწეობის საშუალებით. შემოსავალი მოგზაურობისგან. შემოსავლები და ფასეულობები ცხოვრების ბოლო მესამედში. აშკარა მტრის სიკვდილი.

III სახლი
(ძმები)

1) ადამიანის უახლოესი გარემოცვა (და-ძმა, ახლო ნათესაობა, ნაცნობობა, მეზობლები) და მათთან კავშირი.
2) ინფორმაციის (აზრების, იდეების) გაცვლა.
3) ინტელექტუალური შესაძლებლობები, ცნობისმოყვარეობა, სხარტი გონება.
4) ახლო მანძილზე მგზავრობა-გადაადგილება, მომდევნო კონკრეტული მიზნები.
5) ინფორმაციის ყველა საშუალება და სარგებლობა ამით (სერიოზული თეორიული კვლევის გარდა).
6) მეხსიერება, მეტყველება (თხრობითი, წერითი), ნერვული სისტემის მდგომარეობა, ინტელექტუალური აღქმის უნარი.
7) მიბაძვის უნარი, მიმიკა, ჟესტები (როგორც ურთიერთობის ფორმა).
8) დაწყებითი განათლება (სწავლა, როგორც ინფორმაციის მიღება ყოველდღიური პრაქტიკული გამოყენებისთვის).
9) შუამავლობა, მოლაპარაკება, შეთანხმება, ახალი ამბები.

• სახლის I მესამედი: და-ძმა. გარემოცვა. გონებრივი შესაძლებლობები. პირველი და ან ძმა, მოგზაურობა (რომელიც 25 წლამდე ხდება). მამის მტრები. შვილების მეგობრები. მეგობრების შვილები.
• სახლის II მესამედი: პროფესია (მხოლოდ ის, რომელიც მოგზაურობას ეხება). ხელნაწერი, მეტყველება, წერილები, ლიტერატურა. მწერლობასთან და გათვლებთან დაკავშირებული საქმე. გამოსვლები (ორატორული და ა. შ.). მოლაპარაკება. მოგზაურობა (რომელიც 50 წლამდე ხდება). სწავლა. მოსამსახურის საქმიანობა.
• სახლის III მესამედი: გონებრივი შესაძლებლობები, მოგზაურობა (ცხოვრების ბოლო მესამედში). მტრული გავლენა (აზროვნებაზე, სახლზე, მიწის მფლობელობაზე, რეპუტაციაზე). მშობლების ქონება, რეპუტაცია, სიზმრები.

IV სახლი
(მშობლები, ფესვები, საქმის დასასრული)

1) წარმოშობა, ოჯახური ტრადიციები, გენეალოგია, გენეტიკური მიდრეკილებები.
2) ოჯახი, სახლი (სადაც დაიბადა ადამიანი და მისი შექმნილია).
3) მამა; სხვა ვარიანტით მშობელი, რომელიც ამ პიროვნების სქესისაა (ან მთავარია ოჯახში).
4) პრობლემები, რომლებიც სახლს, ოჯახს, მიწას, უძრავ ქონებას უკავშირდება.
5) არაცნობიერი, ადამიანის ბუნებრივი შეგნება.
6) სულიერი სამყარო, ჩვეული გარემო, ემოციონალური უშიშროება, გადარჩენის საყრდენი.
7) სამშობლოსთან დამოკიდებულება (რას თვლის ადამიანი სამშობლოდ, რას გააკეთებს მისთვის, შეუძლია თუ არა მის დატოვება).
8) ადამიანის მონაწილეობა ეროვნულ საკითხებში.
9) ცხოვრების ბოლო პერიოდი და მისი დასასრული.

• სახლის I მესამედი: გენეტიკა და მშობლები, წინაპრებთან, გვართან, მიწასთან დამოკიდებულება, ცხოვრების დასასრული, კავშირი მიღმიერ სამყაროსთან, და-ძმების ქონება, შვილების მტრები, მტრების შვილები, მეუღლის სამსახური, მეგობრების ავადმყოფობა, კავშირი `განდობილებთან~ და `ხელდასხმულებთან~.
• სახლის II მესამედი: სამშობლო, მშობლიური მხარე, საცხოვრებელი ადგილი, საკუთარი კერა, დამოუკიდებლობა პროფესიასა და სახლში, დამოკიდებულება მიწათმოქმედების მიმართ (რაც ეხება მთის საქმეს, რკინიგზას, უძრავ ქონებას, სამშენებლო საქმეს), სამუშაოს მეგობარი, მეგობრის მოსამსახურე.
• სახლის III მესამედი: სულიერი და შემოქმედებითი ცხოვრება (განსაკუთრებით ასაკში), უკანასკნელი სიყვარული და მიჯაჭვულობა, უიღბლო სასიყვარულო კავშირები, გარდატეხის ასაკის დროინდელი სიყვარული, ცხოვრების საიდუმლო მოტივები, შვილებზე გავლენა.

V სახლი
(შვილები, შემოქმედება, შემთხვევითი ბედნიერება)

1) შემოქმედებითი თვითგამოხატვა.
2) გატაცება, ჰობი, თავისუფალი დრო.
3) სიყვარული, რომანტიული თავგადასავლები.
4) ბავშვები, მათთან დამოკიდებულება, აღზრდა, პერსპექტივები და მახსოვრობა ბავშვებთან მიმართებაში.
5) ყველასგან გამორჩევისა და საზოგადოებაში დაფასების სურვილი.
6) შემსრულებლის მოღვაწეობა და პოპულარობა (ხელოვნება, თეატრი, კინო, სპორტი _ სადაც ადამიანი ყურადღების ცენტრშია).
7) შემოქმედების და თამაშის ელემენტი სწავლაში.
8) ფულის ხარჯვა გართობაზე, ძვირადღირებულ და მსხვილ საყიდლებზე.

• სახლის I მესამედი: საყვარლები. შვილები. დახმარება ბავშვებს. სიკვდილი ახალგაზრდობაში. დანაკარგისა და შემოსავლის რისკი. ინიციატივა და მოხერხება. შესაძლებლობების გახსნა. მოქმედების თავისუფლება. მანდილოსნებში _ მშობიარობა და საფრთხე მშობიარობისას. მამის მოძრავი ქონება. მეორე და ან ძმა.
• სახლის II მესამედი: ძღვენი. სპეკულაცია. აზარტული თამაშები. ლატარეა. ურთიერთობა გასართობ დაწესებულებასთან (თეატრი, კინოთეატრი, კაზინო, კაბარე და ა. შ.). გატაცებები. სიყვარული. არაკანონიერი კავშირები. ქვეშემრდომები. მტრები. პროფესია (მხოლოდ მწერლის, ხელოვნების მოღვაწის, მსახიობის).
• სახლის III მესამედი: სულიერ, კულტურულ და სპორტულ მოღვაწეობასთან კავშირი. განსაკუთრებული მიდრეკილებები. გვარის გაგრძელება (შვილები, შვილიშვილები). კონტაქტი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან. უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. დიდება, რომელიც სიკვდილის შემდეგ მოდის.

VI სახლი
(ჯანმრთელობა, მსახურება და ყოველდღიური შრომა)

1) ორგანიზმის სისტემების შეთანხმებული მუშაობა, ასევე სნეულებანი, როგორც ამ მუშაობის დარღვევის შედეგი.
2) ჰიგიენა, დიეტა, ექიმებისა და მკურნალობის მეთოდების მიმართ დამოკიდებულება.
3) ზრუნვა ახლობლებზე, ყოველდღიური შრომა და ვალდებულებები, დაქვემდებარება, დისციპლინა, მომსახურება.
4) დამოკიდებულება სამსახურში, სამუშაო გარემო, პროფესიული უნარ-ჩვევები, მუშაობა ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან.
5) სწავლა, როგორც შრომა, უნარ-ჩვევების შეძენა.

• სახლის I მესამედი: სნეულება, ინვალიდობა ან შრომისუუნარობა. მკურნალობისა და ავადმყოფთა მოვლის მეთოდიკა. დიეტა და პირადი ჰიგიენა. სამოსი. სიმამრი. მამამთილი. ბიძა. დეიდა. მეუღლის მტრები. მტრების მეუღლეები (ქმრები). მეგობრის სიკვდილი. პირველი შვილის მატერიალური მდგომარეობა.
• სახლის II მესამედი: მსახურების ადგილი, სამუშაოს ცვლა. ურთიერთობები სამუშაოზე და შრომის პირობები. დამოკიდებულება ქვეშემრდომებთან და თანამშრომლებთან. ძალაუფლება ან დაქვემდებარება. შემოსავალი და ან დანაკარგი მომსახურე პერსონალისგან.
• სახლის III მესამედი: თავისუფალი პროფესია. შინაური ცხოველები. უარყოფითი გავლენა ქორწინებაზე. შესაძლო დანაკარგი პარტნიორის გამო.

VII სახლი
(მეუღლე, პარტნიორები და მტრები, ალტერ-ეგო)

1) პირადი ურთიერთობები ადამიანებთან.
2) პარტნიორების ხედვა, პასუხისმგებლობის გრძნობა მათ წინაშე.
3) პირადი თვისებები, რომლებიც განვითარებას საჭიროებენ.
4) პარტნიორები (ქორწინება და საქმიანობა).
5) ქორწინება, განქორწინება, განშორება, ურთიერთობების გაწყვეტა, სასამართლო პროცესები.
6) ვაჭრობა, გარიგება, კონკურენცია, თანაავტორობა.

• სახლის I მესამედი: ქორწინება, კავშირისა და ქორწინების ხასიათი. პირველი ქორწინების პარტნიორის სახე, ქცევის მანერა და მასთან ურთიერთობის საშუალება. მეორე ბავშვი. ბაბუა. მესამე და ან ძმა. დისშვილები. ძმისშვილები. მამისეული სახლი. მეგობრების რელიგიურობა და მათი შორეული მოგზაურობა.
• სახლის II მესამედი: საქმიანი პარტიორები და კომპანიონები. კავშირები და კონტაქტები. საზოგადოებრივი მოღვაწეობა. შეთანხმებები. კავშირები. კამათი. ორჭოფობა. მეორე ქორწინების პარტნიორი. აშკარა მტრები. სპეკულაცია. ქვეშემრდომების ქონება.
• სახლის III მესამედი: მესამე ქორწინების პარტნიორი. საქმიან პარტნიორებთან და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დამოკიდებულება ცხოვრების უკანასკნელ მესამედში. შემოსავალი ქურდობისგან, ძარცვისგან, სპეკულაციისგან, ომისგან.

VIII სახლი
B(სიკვდილი, სახეცვლა, განსაცდელი)

1) კრიზისები, ძველი პირობების დასასრული და ახლის დასაწყისი.
2) ცხოვრების არსის ძიება, მუშაობა უმაღლეს ენერგიებთან, როგორც ყოველი ფიზიკური მოვლენის შინაგანი მიზეზი.
3) სიკვდილი, გარდაცვლილის საქმეები.
4) ჩასახვა და დაბადება, სექსი.
5) დანაკარგი და შენაძენი ადამიანებისგან დამოუკიდებელი მიზეზით.
6) სხვა ადამიანების ფასეულობანი.

• სახლის I მესამედი: ქმრის ან პარტნიორის ქონება. ანდერძი. ვაჭრობა და მეგობრების პატიოსნება. მტრების რელიგიურობა და მათი ქონება. მესამე დის ან ძმის ქონება. მეგობრის ბიზნესი ან მოგზაურობა.
• სახლის II მესამედი: სიკვდილი, მისი ადგილი და ნაირსახეობა. ექსტრემალური სიტუაციები. სარისკო ღონისძიებანი. კატასტროფები. პროფესია, რომელიც სიკვდილს უკავშირდება. მემკვიდრეობა. თანამშრომელთა მოკლე მოგზაურობა და მათი მეზობლები. და-ძმის თანამშრომლები.
• სახლის III მესამედი: საიდუმლო საქმები. ოჯახური საიდუმლოებები. შემოსავალი საიდუმლო საქმეებისაგან. სულიერი გადასხვაფერების სფეროები. ოკულტური მეცნიერებების სიბრძნეების მოგროვება. კავშირი მიღმიერ სამყაროსთან. სპირიტიზმი. დემონიზმი. შავი მაგია.

IX სახლი
(სიკეთე, მსოფლმხედველობა, მოგზაურობა)

1) ცოდნა, რომელიც მსოფლმხედველობას აფართოვებს (ფილოსოფია, რელიგია, მეცნიერება, სამართალი და ა. შ.).
2) ზოგადი აბსტრაქტული აზროვნება, მსოფლმხედველობა, ეთიკა და მორალი, სოციალური და სულიერი ორიენტირება.
3) უმაღლესი განათლება.
4) შორეული ნათესავები, ადამიანები განსხვავებული ხედვით.
5) ხანგრძლივი მოგზაურობები და მგზავრობები, განსაკუთრებით კი შემეცნების მიზნით.

• სახლის I მესამედი: დამოკიდებულება ხანგრძლივი მოგზაურობის მიმართ. ყველა საკითხი, რომელიც საზღვარგარეთსა და უცხოელებს ეხება, მათგან შემოსავალი. პირველი დის ან ძმის მეგობრები. მესამე შვილი. მამის ავადმყოფობა. მული. რძალი. მძახლები. ქვისლი. სიძე.
• სახლის II მესამედი: უმაღლესი განათლება. სულიერი ან იდეოლოგიასთან დაკავშირებული პროფესია. გამომცემლის საქმე. სასულიერო პირები. რაიმეს გამომწვლილვით შესწავლა. შემოსავალი რელიგიისა და სასულიერო მოღვაწეობის მეშვეობით. ქვეშემრდომების მამები და მამის ქვეშემრდომები. კონტაქტები უცხოელებთან, სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

• სახლის III მესამედი: მსოფლმხედველობა. ფილოსოფიური და რელიგიური ინტერსები. მორალი და ეთიკა. მეცნიერულ-კვლევითი მოღვაწეობა. სულიერი პროფესია. შესაძლოა წინააღმდეგობები სულიერ მოღვაწეობაში და ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

X სახლი
(ძალაუფლება, ჩანაფიქრის განხორციელება)

1) პრაქტიკული მიზნები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეზულტატები, კონკრეტული დამსახურებების შეფასება საზოგადოების მიერ (აღიარება ან სირცხვილი).
2) პასუხისმგებლობის ხასიათი საზოგადოების წინაშე (პროფესია, კარიერა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ავტორიტეტი და სტატუსი).
3) დამოკიდებულება უფროსობასთან, თანამშრომლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან.
4) პირადი ძალაუფლება და მისი გამოყენება.
5) პატივმოყვარეობის გამოვლენა, მიზნისკენ მოძრაობის სტრატეგია, პრაქტიკული ცხოვრების ინტერესი.
6) დედა, სხვა ვარიანტით – საწინააღმდეგო სქესის მშობელი.

• სახლის I მესამედი: საკუთარი ძალისხმევით მიღწეული წარმატება. საზოგადოებრივი აღიარება, დიდება. საპატიო წოდება. ჯილდოები. მშობელი და მისი გავლენა პროფესიაზე და სოციალურ მდგომარეობაზე. მამათილი. სიმამრი. მეგობრების მტრები. მტრების მეგობრები. პირველი შვილის ავადმყოფობა. პირველი დის ან ძმის სიკვდილი. ოჯახური კერა. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების პირველ ნახევარში.
• სახლის II მესამედი: თამამდებობა. პროფესია და მასთან დაკავშირებული წარმატება. ნიჭიერება პროფესიაში. დაწესებულებანი. სახელმწიფო მსახურება. თანამშრომლები. ქვეშემრდომები. მოწაფეები და მიმდევრები. მტრების სახლები. მოკეთეების სახლები. სახლის მტრები. პროფესიონალური მოღვაწეობა ცხოვრების მეორე ნახევარში.
• სახლის III მესამედი: ხელოსნობა. ცოდნა. ძალების ხარისხი პროფესიისთვის. გონების ძალა. პირველი პროფესია. პროფესიული მოღვაწეობის საწყისი. პატიოსნება და ზნეობრიობა. პატივისცემა. პროფესიული მიღწევები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში.

XI სახლი
(მეგობრები, უნივერსალური ფასეულობანი, იმედები)

1) გეგმები, იმედები, ოცნებები, იდეალები, ცხოვრებით დაკმაყოფილების ხარისხი, წარმოდგენა ბედნიერებაზე.
2) ცხოვრებისეული გეგმებისა და ტენდენციების კორექციის შესაძლებლობანი.
3) რეფორმები და სახეცვლილებანი, დამოუკიდებელი ხედვები, ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, მსოფლიო კანონებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობა, ჰუმანიზმი.
4) არაფორმალური ჯგუფები, კავშირები და გაერთიანებები, რომლებიც შორეული მიზნებისაკენ სწრაფვაზე ეფუძნებიან.
5) მფარველი მეგობრები, კეთილისმოსურნენი, მეცენატები.
6) ადამიანის "ჭერი", "სახურავი" ("კრიშა").

• სახლის I მესამედი: პირადი მეგობრები. მფარველები. მეურვეები. მეცენატები. მრჩევლები. შემოსავლები პროტექციისა და მეგობრების დახმარებით. სოციალური ცხოვრება და რეაქცია საზოგადოებრივ პროცესებზე. არაფორმალური, სოციალური სანქციები, ერთ-ერთი მშობლის სიკვდილი. შვილების მეუღლეები. შვილების აშკარა მტრები. შვილების კამათი. დის ან ძმის ხანგრძლივი მოგაზურობა, ასევე მათი რელიგიურობა. გერები.
• სახლის II მესამედი: იმედები. სურვილები. აქციონერულ საზოგადოებასთან კავშირი. შემოსავალი საკუთარი ტანჯვის შედეგად. კავშირების ცხოვრების მეორე მესამედში.
• სახლის III მესამედი: იმედების, სურვილების, გეგმების, პროექტების ასრულება. სულიერი სახის იმედები და სურვილები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში. არამართვადი ექსტაორდინალური მოვლენები.

XII სახლი
(შეზღუდვა, განდგომა, განთავისუფლება)

1) ახალი საქმეებისა და პროგრამების მომზადებასთან დაკავშირებული სიტუაციები.
2) განთავისუფლება ძველისგან და უსარგებლოსაგან, განწმენდა, რელიგიური მოქმედებები.
3) საიდუმლო საქმეები (კონკრეტულად კი მხარდაჭერა, ინტრიგები, სიყვარული, მტრები).
4) თავისუფლების აღკვეთის ნებაყოფლობითი ან იძულებითი ადგილები.
5) გულმოწყალება, მსხვერპლთშეწირვითი მსახურება, წამებულობა.
6) თვითჩაღრმავება, ეზოთერული სწავლებანი.
7) უბედურება, განუკურნელი, ხანგრძლივი და ქრონიკული სნეულებანი.
8) ბედისწერისგან დაჩაგრული ადამიანები.
9) მიგრაცია (მეცხრე და მეოთხე სახლებთან ერთად)
10) ქვეცნობიერთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული დარღვევები და პრობლემები.

• სახლის I მესამედი: ნებაყოფლობითი თავისუფლების შეზღუდვა. ნაღველი. ტანჯვა. დანაკარგი. სიდედრი. დედამთილი. საიდუმლო მტრები და მათი ინტრიგები. დიდი ცხოველები. პარტნიორის ავადმყოფობა. შვილის სიკვდილი. მუშაობა რეჟიმულ ინსტიტუტებში, სანატორიუმებში, მონასტრებში.
• სახლის II მესამედი: იძულებითი თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულებრივი პროცესი. ციხე. საავადმყოფო. ინტერნატი. კონცლაგერი. გადასახლება და ემიგრაცია. ძარცვა. ყაჩაღობა. შური. თვითმკვლელობა.
• სახლის III მესამედი: ოკულტური მეცნიერებები. ბუნებისა და კოსმოსის საიდუმლოებების ძიებისთვის ნებაყოფლობითი განმარტოვება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. თვითშემეცნების ზრდა. სასიცოცხლო ტონუსის დაწევა.

Jun 1, 2009

მაიას ცივილიზაცია და კალენდარი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მაიას ცივილიზაციის ადგილ-მდებარეობა ცენტრალური ამერიკა იყო და დღესდღეობით, ტერიტორიაზე, სადაც მაია ცხოვრობდა, შემდეგი ქვეყნები მდებარეობენ: გვატემალა, ბელიზი, სალვადორი, დასავლეთ ჰონდურასი და მექსიკის საკმაოდ დიდი ნაწილი.

საინტერესოა, რომ მაიას უძველესი ქალაქი, რომელიც გადარჩენილ ქალაქებს შორის, ყველაზე ძველ ქალაქად ითვლება და სახელად ლამანაი ეწოდებოდა, ბელიზში მდებარეობს. ეს ქალაქი დაახლოებით 3000 წლისაა. დაახლოებით ასევე 3000 წლისა ქალაქი, უფრო სწორად ნაქალაქარი კახალ პეჩი, რომელიც ასევე ბელიზში მდებარეობს.
მაიას ცივილიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო დაახლოებით 2000 წ. ჩვ. წ. აღ-მდე, ხოლო მისი ზეობის პერიოდი კი იყო 250-900 წ.წ. ახ. წ. აღ-ით.
მაიას განვითარება ჩვ. წ. აღ-მდე I ათასწლეულში დაიწყო, რომელიც უპირველესად გამოიხატებოდა ქალაქებს შორის ვაჭრობაში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ახალი ქალაქების აშენებას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კომუნიკაციური სისტემების შექმნას.

დაახლოებით დაახლოებით წ. ჩვ. წ. აღ-მდე 400 წელს მაიას ქურუმებმა შექმნეს პირველი კალენდარი. ამავე პერიოდში გაჩნდა მეფის ინსტიტუტი და დაარსდა მაიას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას ძირითადი ქალაქი ტეოტიუაკანი, რომელიც გახდა არა მხოლოდ მაიას, არამედ სხვა ცივილიზაციების სავაჭრო ცენტრი. ეს ქალაქი მექსიკის დღევანდელი დედაქალაქ მეხიკოდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობდა.
სახელი ტეოტიუაკანი ესპანურიდან ითარგმნება როგორც "ქალაქი, სადაც დაიბადა ღმერთი" (ქალაქის თავდაპირველი სახელი შემორჩენილი არ არის). აღსანიშნავია, რომ ტეოტიუაკანი დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ქალაქი იყო – მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანს აჭარბებდა. სხვათა შორის აქ მდებარეობდა მზისა და მთვარის ღმერთების პირამიდები. პირველი მათგანის სიმაღლე 65, მეორესი კი 42 მეტრი იყო. თუმცა VII საუკუნიდან ტეოტიუაკანი გაუკაცრიელდა და ეს ქალაქი მოსახლეობამ დატოვა. მოგვიანებით აქ მოსულ და დასახლებულ აცტეკებს ამ მართლაც დიდებული ქალაქის მხოლოდ ნანგრევები დახვდათ.

დღეს ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ ამერიკის ცივილიზაციები და მათ შორის მაია ამერიკის კონტინენტზე ევროპელების შესვლის შემდეგ დაეცა. სინამდვილეში ეს სიმართლეს ნაწილობრივ შეესაბამება. რა თქმა უნდა ევროპელებმა დიდი ზიანი მიაყენეს ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას, თუმცა მანამდე უკვე დაწყებული იყო ამ ცივილიზაციების გადაშენება, მაგალითად, აღარ არსებობდნენ იგივე ომლეკები, ტოლტეკები, რომელთა შესახებ ჩანაწერებს მაიას ქურუმთა ტრაქტატებში ხვდებით.

ასევე საინტერესოა, რომ მაიას ხალხები ქალაქებს ქვისგან აშენებდნენ. დღესდღეობით 1000-მდე ასეთი ქალაქი და დასახლებული პუნქტია შემონახული (რომელთა უმეტესობას, სხვათა შორის როგორც კულტურულ მემკვიდრეობას იუნესკო იცავს). ევროპელების შესვლისას, ეს არის დაახლოებით XV საუკუნის ბოლო და XVI საუკუნის დასაწყისი, ამ ქალაქების დიდი ნაწილი მოსახლეობისგან უბრალოდ დაცლილი იყო, ანუ ფაქტიურად ეს იყო "მკვდარი ქალაქები".

მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მაიას ქალაქების მოსახლეობისგან დაცლა ძირითადად X საუკუნიდან დაიწყო. ამის ახსნას მეცნიერები ორი ვერსიით ცდილობენ. პირველი ეს არის ეკოლოგიური ფაქტორი, ხოლო მერე არაეკოლოგიური ფაქტორი.

პირველი მათგანი, ანუ ეკოლოგიური ფაქტორი მდგომარეობს ადამიანისა და ბუნების გაუცხოვებაში, ანუ მეცნიერთა აზრით, დაიწყო ხვნა-თესვისთვის გამოსადეგი ნიადაგისა და სასმელი წყლის ნაკლებობა, რამაც განაპირობა ხალხის სხვა ტერიტორიებზე მიგრაცია. მეორე კი მდგომარეობას კლიმატის შეცვლასა და ეპიდემიის გავრცელებაში. უნდა ითქვას, რომ მეორე ვერსიას უფრო მეტი მომხრე ჰყავს და ამას ამყარებს ზემოთ ნახსენები ჩანაწერები ტოლტეკების შესახებ, რომლებიც სწორედ უცნაური დაავადების შედეგად გადაშენდნენ.

გარდა ამისა, მაიას ქალაქები ერთმანეთს ხშირად ეომებოდნენ და ამის მიზეზი იყო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და რელიგიური გავლენის მოპოვების სურვილი. მაიას ცივილიზაციაში ყველაზე ადრეული დათარიღებულ ომად მიჩნეულია ქალაქებს კალაკმულსა და ტიკალის შორის ატეხილი ომი, როდესაც დაატყვევეს ტიკალის მეფე ტიკალი იაშ-ებ-შოკა II და ღმერთებს მსხვერპლად შესწირეს. მოკლედ, დამარცხებულთა ბედი საკმაოდ ტრაგიკული იყო, მათ მსხვერპლად შეწირვა ელოდათ, რადგან სისხლი როგორც მაიას, ასევე აცტეკების, ომლეკების, ტოლტეკებისა თუ სხვა მსგავსი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მაიას ქურუმებს მიაჩნდათ, რომ სისხლში არის სული და სასიცოცხლო ენერგია, რომელიც მსხვერპლად შეწირვის დროს გამწმენდ ფუნქციას ასრულებდა. ასე რომ, სულაც არ არის გადაჭარბებული მელ გიბსონის ფილმი, "აპოკალიპტო". ვისაც აქვს ეს ფილმი ნანახი, მას წარმოდგენა შეექმნება, მაიას და საერთოდ ცენტრალური ამერიკის ხალხთა შორეულ ცხოვრებაზე. თუმცა რა თქმა უნდა მაიას ცივილიზაცია მხოლოდ ადამიანების მსხვერპლად შეწირვა არ იყო. იგივე ადამიანების მასობრივი განადგურება XX საუკუნის ევროპაშიც ხდებოდა – ამისთვის უნდა გავიხსენოთ ფაშიზმი და საკონცენტრაციო ბანაკები.

რაც შეეხება მაიას რელიგურ პანთეონს, აქ უდავოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ოთხი სტიქიის ღმერთს კუკულკანს. კუკულკანის სიმბოლო იყო ფრთოსანი გველი. მათ ასევე ჰყავდათ სიკვდილის და მკვდართა სამეფოს ღმერთი აჰ პუჩი, წყლისა და წვიმის ღმერთი ჩააკი, ცის ღმერთი იცამნა, მსხვერპლად შეწირვის ღმერთი იშ-ტაბი, ცისარტყელის ღმერთი იშ-ჩელი და ა. შ. საინტერესოა, რომ მაიას პანთენში შედიოდა ასევე ტყისა და სიმინდის ღმერთი იუმ კააში. მაია სიმინდს უდიდეს თაყვანს სცემდნენ და ღვთიურ მცენარედ მიაჩნდათ. ისინი თვლიდნენ, რომ სიმინდი სწორედ ღმერთმა უბოძა ხალხს. ამის დადასტურებისთვის მოჰყავდათ შემდეგ მაგალითი – სიმინდი არის ერთადერთი კულტურული მცენარე, რომლის მოყვანას ადამიანი, ანუ ადამიანური შრომა სჭირდება. იგივე ხორბალი, ბრინჯი და სხვა საკვები მცენარეს ველურ პირობებშიც, ანუ ადამიანის დახმარების გარეშეც შეუძლია გაზრდა. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა.

რაც შეეხება ევროპელების შესვლას, ამერიკის კონტინენტზე, რომელიც დაიწყო 1492 წელს, ქრისტეფორე კოლუმბის პირველი მოგზაურობით და ამერიკის აღმოჩენით. სინამდვილეში კოლუმბმა ამერიკა შედარებით ცივილიზებული ევროპისთვის აღმოაჩინა, სინამდვილეში ამერიკის კონტინენტზე ცნობები ბევრად ადრე მოიპოვებოდა, მაგალითად, ვიკინგები არც თუ იშვიათად სტუმრობდნენ ამერიკის კონტინენტს. მეცნიერულად დადასტურებულია ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობა, რომელიც X საუკუნეში შედგა და ამ ექსპედიციას ნორვეგიელი ზღვაოსანი ლეიფ ერიქსონი უძღვებოდა.

XV საუკუნის ბოლოდან ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე შეიტანეს ისეთი, დაავადებები, რომლის წინააღმდეგ ამერიკის აბორიგენ მოსახლეობას და იგივე მაიას არავითარი იმუნიტეტი არ გააჩნდათ, ეს იყო, გრიპი, ყვავილი, წითურა და ა. შ. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ახალი ეპიდემიის კერების გაჩენა, რაც ესპანელების მიერ ამერიკის კონტინენტის დაპყრობის ერთგვარი ხელისშემწყობი პირობები გახდა. ესპანელებმა დაიწყეს ამერიკის და იგივე მაიას დაპყრობა დამორჩილება და ეს გაგრძელდა დაახლოებით 170 წელი. მაიას ბოლო დამოუკიდებელი ქალაქი ტაიასალი 1697 წელს დაეცა.

კოლუმბამდელი მაიას ცოდნა გასაოცარი იყო, იგივე დამწერლობაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მათემატიკასა თუ ასტრონომიაში. გასაოცარია მაიას პირამიდების სისტემა, რომელიც ძველ ეგვიპტურ პირამიდებთან ერთად ჯერ კიდევ რჩება დედამიწის ერთ-ერთ ამოუხსნელ ფენომენად. საინტერესოა, მეცნიერთა ერთ-ერთი ჯგუფის ვარაუდი, რომლის მიხედვით ძველი ეგვიპტელთა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთი ხალხის (იგივე მაია, აცტეკები, ომლეკები, ტოლტეკები) წარმოშობას ერთ ფუძეს, ძირს უკავშირებენ და ეს ადგილია ლეგენდარული კუნძული ატლანტიდაა. თუმცა ეს არის ვარაუდი და ამის დამამტკიცებელი არგუმენტები, გარდა გარკვეული პარალელებისა, უბრალოდ არ არსებობს.

ასევე საინტერესოა მაიას დამწერლობა – მათ იეროგლიფებს, ისევე როგორც ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებს, გააჩნდათ როგორც ფონეტიკური, ისე იდეოგრამული მნიშვნელობა, ანუ კონკრეტული იეროგლიფი გარდა ბგერისა, ასევე დაკავშირებული იყო რაიმე სიტყვასთან, მცნებასთან.
ისინი წერდნენ როგორც ქვაზე, ისე კერამიკაზე, გააჩნდათ ადგილობრივი ქაღალდიც. თუმცა ქაღალდზე ძირითადად კოდექსები იწერებოდა. მათი იეროგლიფები იყო კვადრატული ან ოვალური და დღესდღეობით მეცნიერებისთვის ცნობილია მაიას 800-დე იეროგლიფი.
მაიას დათვლის სისტემა იყო არა ათობითი, როგორც ეს ჩვენ ვიცით, არამედ თორმეტობითი და დათვლისას იყენებდნენ როგორც ხელის, ისე ფეხის თითებსაც. მათთვის ცნობილი იყო ციფრი ნულიც და მას ცარიელი ნიჟარის ფორმით გამოსახავდნენ. 1 იყო წერტილი, 2 – ორი წერტილი, 5 – ჰორიზონტალური ტირე, 6 – ჰორიზონტალური ტირე და ერთი წერტილი, შემდეგ ეს კიდევ რთულ ფიგურებში გადადიოდა და ა. შ.

ყველაზე გასაოცარია მაიას მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნა – ყველა ქალაქის ცენტრში არსებობდა ობსერვატორიები, სადაც მაიას ქურუმები ცაზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, ადგენდნენ კალენდრებს, წინასწარმნეტყველებდნენ მომავალს და ა. შ. ეს ქურუმები ფლობდნენ როგორც რელიგიურ, ისე კოსმოგნიურ, ასტრონომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას. ეს იყო ერთიანი სისტემა.
მაგალითად, მაიას დედაქალაში, ჩიჩენ იცაში, რომელიც დღესდღეობით ტერიტერიულად მექსიკის ტერიტორიაზეა, უამრავი ტაძარი და ობსერვატორია იყო. აქვე მდებარეობდა და დღესაც მდებარეობს ქარისა და წვიმის ღმერთის, კუკულკანის პირამიდა. სხვათა შორის ამ პირამიდის კიბის საფეხურები 365-ია, რომელიც სიმბოლურად უკავშირდება წელიწადის დღეებს. ზემოთ ნახსნები მელ გიბსონის ფილმში "აპოკალიპტო" მსხვერპლად შეწირვის რიტუალები სწორედ კუკულკანის პირამიდაზე ხდება.

და მათი კალენდარი – მათმა ქურუმებმა შეადგინეს კალენდარი, რომელიც უფრო ზუსტი არის, ვიდრე ის, რომლითაც დღეს კაცობრიობა სარგებლობს (ე. წ. "გრიგორიანული კალენდარი"). მაგალითად, მაიას კალენდარული სისტემით დედამიწის მზის გარშემოვლის პერიოდი, 365,2421 დღე იყო, ხოლო ე. წ. "გრიგორიანული" კალენდარი, რომელიც ევროპის წამყვანმა ასტრონომებმა შექმნეს, 365,2424 დღე იყო, ანუ ტროპიკულ წელთან უფრო ახლოს მაიას კალენდარი დგას.
მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ, რა სისტემით შეძლეს მაიას ქურუმებმა ამ კალენდრის შედგენა. ეს არის არა მხოლოდ კალენდარი, რომლის დახმარებით გამოიანგარიშება დღეები, თვეები ან წლები, არამედ ის უჩვენებს დედამიწის ცივილიზაციათა ეპოქებს.

მაიას კალენდრით სარგებლობდნენ სხვა ცენტრალური ამერიკის ხალხიც და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობდა კალენდრის როგორც სამოქალაქო, ისე რიტუალური ფორმა, ანუ უბრალოდ მოქალაქეები ვერ სწვდებოდნენ კალენდრის მთელ სიღრმეს.

მაიას კალენდარს სულ რვა ციკლი აქვს:
პირველი მათგანია 20 დღიანი ციკლი, რომელსაც "უინალი" ეწოდება.
შემდეგ მოდის ციკლი "ტუნი", რომელიც შედგება 18 "უინალისგან", ანუ ეს 360 დღეა (თითქმის წელიწადი).
კალენდრის მომდევნო ციკლი შედგება წინა 20 ციკლისგან – მაგალითად, ციკლი კატუნი შედგებოდა 20 ტუნისგან, ანუ ეს იყო 7200 დღე (19 წელი და 265 დღე).

ამ კალენდრის მიხედვით, რომელიც მაიას ქურუმთა სიტყვებით "მე-4 მზის ეპოქა" და რომელშიც დღევანდელი სამყარო ცხოვრობს სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერი. მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი ასე ვთქვათ, "შექმნის ეპოქა" 13 ბაკტუნისგან შედგება _ ეს არის 1 872 000 დღე, ანუ დაახლოებით 5100 წელი.
ზემოთ მითითებული პერიოდი სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს სრულდება. მაინც რა შეიძლება მოხდეს ამ პერიოდის განმავლობაში და რატომ მიჩნევდნენ მაიას ქურუმები ამ დღეს "დასასრულად"?! ამის ამოხსნას მრავალი წელია მრავალი მეცნიერი თუ მისტიკოსი ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.