1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Jun 1, 2009

ქირომანტია – ძირითადი ხაზები და ბორცვები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რას ნიშნავს ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზები და ბორცვები

პალმისტრია უძველესი ოკულტური დისციპლინაა. იგი უძველეს დროს ეგვიპტესა და ინდოეთში წარმოიშვა. გადმოცემით ალექსანდრე მაკედონელს ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ქურუმებმა მიართვეს ე. წ. "სიცოცხლის წიგნი", სადაც ერთ-ერთი თავი სწორედ პალმისტრიას ეხებოდა.
ზოგადად პალმისტრია იყოფა ორ ნაწილად ქიროლოგიად და ქირომანტიად. პირველი ადამიანის ხელის ფორმებს შეისწავლის და ამით ადამიანის ხასიათის ნიშან-თვისებებსა და მიდრეკილებებს ადგენს, ხოლო მეორე ამას ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზებით ახერხებს.
ცნობილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი ფრანგ ქირომანტთან, გრაფ ლუის ხამონთან, იგივე კაიროსთან (1886 - 1936) შეხვედრის შემდეგ, თავის დღიურში ჩაწერა: "კაირო, თქვენ სასწაული ხართ, თქვენ ჩემი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულები გახსენით. მე ეს ყველაფერი უნდა დავფარო, მაგრამ ისეთი აღელვებული ვარ, რომ ამას ვერ ვახერხებ". კაირომ იწინასწარმეტყველა მატა ჰარის ძალადობრივი დაღუპვა, გემ "ტიტანიკის" ჩაძირვა (ხომალდის კაპიტნის, სმიტის ხელზე დაკვირვებით), წინდაწინ გაიგო ოსკარ უაილდის სიკვდილის დეტალები.
მოკლედ განვიხილავთ ხელისგულზე აღბეჭდილ ძირითადი ხაზებისა და ბორცვების ზოგად ინტერპრეტაციას.

სიცოცხლის ხაზი – მიუთითებს არა იმდენად იმაზე, თუ რამდენ წელს იცოცხლებს ადამიანი, არამედ უფრო იმაზე თუ როგორ იცხოვრებს. თუ ის ხელისგულის შუა ნაწილში წყდება და ბოლოვდება რკალისებურად, მაგრამ მთლიანობაში ღრმა და მკვეთრია, მაშინ ეს ადამიანი ხასიათით შეუპოვარია, მას შეუძლია გარისკვაც. სიცოცხლის ხაზი რამდენადაც სუსტი და ძლისვშესამჩნევია, იმდენად ადამიანი სუსტი და მშვიდი ადამიანია. თუ ეს ხაზი ჯაჭვისებურია, ან გარკვეული მონაკვეთში მხოლოდ ჯაჭვის ეფექტი, მაშინ ეს მიუთითებს ავადმყოფობაზე და პრობლემებზე, განსაკუთრებით სიცოცხლის იმ წლებში, სადაც ეს ჯაჭვი კეთდება (წლების შკალა იხილეთ სურათზე). გრძელი, გაუწყვეტელი და ღრმა სიცოცხლის ხაზი, მითუმეტეს, თუ მას სხვა ხაზე არ კვეთენ, მაშინ ეს ბედნიერ ცხოვრებაზე და ძლიერ შინაგან ბუნებაზე მიუთითებს. თუ სიცოცხლის ხაზი მაჯაზე არ ჩამოდის და ის განივად მიემართება და ბედის ხაზთან მთავრდება, მაშინ ამ ადამიანს გაუმრთლებს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან და ბევრს იმოგზაურებს. თუ ორივე ხელისგულზე სიცოცხლის ხაზი გაწყვეტილია, ეს ან უკურნებელ სენზე ან ნაადრევ სიკვდილზე მიანიშნებს.

გონების ხაზი – ეს ხაზი იწყება სიცოცხლის ხაზიდან და ხელისგულს ზუსტად შუა ნაწილში კვეთს. იგი მიუთითებს, თუ რამდენად ჭკვიანი ადამიანი და რამდენად სასიკეთოდ გამოიყენებს საკუთარ ინტელექტსა და გონებრივ მონაცემებს. თუ გონების ხაზი სიცოცხლის ხაზთან გადაჯაჭვულია (ცერა თითსა და საჩვენებელ თითის შუა ნაწილში), მაშინ ამ ადამიანის ცხოვრება გონისმიერი, ანუ გააზრებული და მიზანმიმართული იქნება, თუ არა, მაშინ ცხოვრება გაუზარებლად მიდის და გადაწყვეტილებების მიღება ხშირად იმპულსურად ხდება, რაც, შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის. თუ გონების ხაზი ბოლოში ორად არის გაყოფილი, მაშინ ამ ადამიანს ორი პროფესია ან რამოდენიმე შემოსავლის წყარო აქვს.

გულის ხაზი – ეს ხაზი გონების ხაზს ზემოთ მდებარეობს და თითების ფუძეების ქვემოთ გადის. თუ ხაზი ღრმა და მკვეთრია, ეს მოსიყვარულე ნატურზე და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე მიუთიოთებს, თუ აღნიშნული ხაზი ჯაჭვისებურია, მაშინ ეს ბობოქარ სასიყვარულო თავგადასავლებზე მიუთითებს. თუ ხაზი საჩვენებელ თითთან მთავრდება, მაშინ ადამიანი სიყვარულში პირველობას ესწრაფვის. თუ გულის ხაზი მქრალი და ვიწროა, ეს უსულგულო ადამიანზე მიუთითებს, რომელიც სიყვარულს ვერ ან არ ამჟღავნებს.

ბედის ხაზი – ეს ხაზი ძირითად ხაზებში შედის, თუმცა ყველა ადამიანს არა აქვს. იგი იწყება დაახლოებით მაჯის მიდამოებიდან, სიცოცხლის ხაზის პარალელურად და ვერტიკალურად თითებისკენ მიემართება. ის გაუწყვეტელია, მაგრამ ბედის ხაზი კვეთს ჯერ გონების ხაზს, შემდეგ გულის ხაზს და შუა თითის ფუძესთან მთავრდება, მაშინ ეს იღბლიან ცხოვრებაზე მიუთითებს (რამდენად იყენებს ამ იღბალს ეს ადამიანი, ეს სხვა საქმეა). იმ ადამიანს, ვისაც საერთოდ არა აქვს ბედის ხააზი, მათი ფორტუნის იმედი არ უნდა იქონიონ და მიზანმიმართულად იშრომონ. თუ ხაზი გამწყდარია გონების ხაზის სიახლოვეს, მაშინ ამ ადამიანის ბედი მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ ბედის ხაზი გულის ხაზთან წყდება, მაშინ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში სასიყვარულო პარტნიორმა უდიდესი გარდატეხა მოახდინოს.

იუპიტერის ბორცვი – მდებარეობს საჩვენებელი თითის ძირში. თუ იგი სხვა ბორცვებზე მაღალია და კარგად განვითარებული, მაშინ ეს ადამიანი ლიდერი, ძალაუფლებისმოყვარე ან მედიდურია. თუ იუპიტერის ბორცვზე ჯვარი ან პატარა კვადრატია აღბეჭდილი, შესაძლოა, ეს ადამიანი საკუთარ კარიერას შეეწიროს, ამის ალბათობა უფრო იმატებს თუ გონების ხაზი პატარა ან შუაზეა გაწყვეტილი. იმ შემთხვევაში თუ ამ ბორცვზე გულის ხაზი ადის და იქ თავდება, მაშინ ეს ადამიანი ხელოვნებასა ან პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს. თუ ეს ბორცვი სხვა ბორცვებზე დაბალია, მაშინ ამ ადამიანს გაუჭირდება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ყოველთვის ხელქვეითის როლით შემოიფარგლება.

სატურნის ბორცვი – შუა თითის ძირში მდებარეობს. ეს ბორცვი სხვებზე მაღალია, მაშინ ამ ადამიანს მარტოობისკენ ექნება მიდრეკილება, თუმცა ამავე დროს ის შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მიზანსწრაფული ადამიანი იქნება. თუ სატურნის ბორცვი ძალიან ჩავარდნილია, ეს მიანიშნებს ადამიანის ფუქსავატურ შეხედულებებზე და უპასუხისმგებლობაზე. თუ გულის ხაზი სატურნის ბორცვზე წყდება, ეს ქორწინებაში პრობლემებზე, ნევროზულობაზე და დეპრესიულობაზე მიანიშნებს. თუ ის ჩავარდნილია და მასზე კვადრატი ან სამკუთხედია გამოსახული, მაშინ ამ ადამიანს აკლია ორგანიზებულობა ან შესაძლოა, პატიმრობაც დაემუქროს.

მზის ბორცვი – არათითის ფუძესთან არის განთავსებული. კარგად განვითარებული ეს ბორცვი მიუთითებს, რომ ადამიანი დიდებისაკენ და საზოგადოებრივი აღიარებისკენ მიისწრაფვის. ის საკუთარ სურვილებს ყველაზე მაღლა აყენებს. საერთოდ, მზის ბორცვი ხშირად ხელოვანებს აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მხატვრებს. იმ შემთხვევაში თუ ბედის ხაზი მზის ბორცვზე წყდება, ეს კარიერულ წინსვლასა და ძალაუფლების მოპოვებაზე მიანიშნებს. თუ მასზე ჯვარი ან კვადრატია აღბეჭდილი, ასეთი ადამიანი არავის არ უსმენს და მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები აინტერესებს, ეს ნიშანი დიქტატორობის აღმნიშვნელიც არის.

მერკურის ბორცვი – ნეკი თითის ძირში მდებარეობს. ინტელექტუალურ და ლოგიკურ ადამიანებს იგი სხვა ბორცვებზე მაღალი აქვთ. თუ მასზე რამოდენიმე ვერტიკალური ხაზიც არის აღნიშნული, მაშინ ის გონებრივ სამუშაოს ან სამწერლო საქმიანობას ნიშნავს. კარგად განვითარებული მერკურის ბორცვი აქვთ იუმორისტებს, პაროდისტებსა და ორატორებს. თუ ბედის ხაზი მერკურის ბორცვზე ადის და იქ წყდება, ეს მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ფულს გამოიმუშავებს ინფორმაციის დამუშავება-გადაცემით (ტელევიზია, რადიო, პრესა, საგამომცემლო საქმიანობა). თუ ეს ბორცვი მაღალი, მაგრამ გონების ხაზი მქრალია, ეს ნეგატიურ ტენდენციებს, კონკრეტულად კი ალოგიკურობასა და ფანატიკოსობას ნიშნავს.

მარსის ბორცვი – მდებარეობს ხელის ფუძეში, მერკურის ბორცვის შემდეგ _ გულისა და გონების ხაზებს შორის. იგი თუ მაღალია და კარგად განვითარებულია, მაშინ ეს ადამიანი მამაცი, შეუპოვარი, მიზანსწრაფული და შემტევია. თუ იგი სუსტად განვიტარებულია, ან მასზე პატარა წრე ან ჯვარია გამოსახული, ეს ავანტიურიზმზე და უაზრო რისკიანობაზე მიანიშნებს, ასეთ დროს ადამიანი გამო ხშირად ხიფათში იგდებს თავს. თუ გულის ხაზი მარსის ბორცვზე ორად იყოფა, ეს ფლირტსა და იმპულსურ სიყვარულზე მიანიშნებს, შესაძლოა, ამ ადამიანს ორი ქორწინებაც ჰქონდეს (თუნდაც, არაოფიციალური).

მთვარის ბორცვი – მდებარეობს ხელის ფუძეში, მარსის ბორცვის შემდეგ. თუ ის განვითარებული, ხაზებით დაქსელილია, მაშინ საქმე მგრძნობიარე ადამიანთან გვაქვს, შესაძლოა, ის გარეგნულად ცივი იყოს, მაგრამ შინაგანად ძალიან ემოციური იქნება. თუ მთვარის ბორცვზე ორი პარალელური ვერტიკალური ხაზია ან ვარსკვლავია აღნიშნული, ეს მსახიობურ ნიჭზე მიანიშნებს, ასეთ ადამიანს არ უჭირს გარდასახვა, თუმცა, თუ ამ დროს გონების ხაზი განუვითარებული აქვს, მაშინ ეს უკვე შარლატანობაზე და ცბიერებაზე მიანიშნებს.

ვენერას ბორცვი – მდებარეობს ცერის თითის ძირში. თუ იგი მაღალია და ამავე დროს მასზე ბევრი პატარა ხაზია, ეს ბევრ ინტიმურ ურთიერთობაზე მიანიშნებს. თუ პატარა ხაზების გარდა, მასზე ვარსკვლავი ან ბადეა აღბეჭდილი, ეს გემოვნებიან და გულღია ადამიანზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ასეთ ადამიანს შესაძლოა დიზაინერობის ნიჭიც ჰქონდეს. პატარა, ბრტყელი და უხაზო ვენერას ბორცვი გულქვა და გულღრძო ადამიანებს აქვთ.

2 comments:

  1. ქირომანტია უნდა მოხდეს მარჯვენა თუ მარცხენა ხელის გულზე,ან როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ აღნიშნული ხაზების ფორმა და სიგრძე მის ხელისგულებზე განსხვადება ერთმანეთისაგან?

    ReplyDelete
  2. საერთოდ მარჯვენა ხელის გული ამ სიცოცხლეს , ამ დროს აღნიშნავს სადაც დრეს ცხოვრობ, დღევანდელ რიალობაში....
    მარცხენა ხელის გულზე კი შენი წარსულის ინკარნაცია წერია და თუ როგორ იცხოვრე ან რა განავითარე წარსულ ინკარნაციაში....ისინი შეიძლება ერთმანეთისგანაც განსხვავდებოდეს ხაზებისგან, რადგან დღეს რომ მოხვედი შენი არა მარტო შეცდომა უნდა გამოასწორო, არამედ განვითარდე და მაღალ ეშალონებს შეუართდე, ან თუნდაც ერთი კლასით მაღლა უნდა ახვიდე...
    ბოდიშს უხდი ავტორს რომ ჩემს პასუხს ვაფიქსირებ მის ბლოგზე...

    ReplyDelete