1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Jul 22, 2009

რა არის მანტრა 2

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა არის მანტრა და რა გავლენას ახდენს ადამიანზე
(გაგრძელება)

ვაგრძელებთ დაწყებულ საუბარს მანტრის შესახებ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მანტრა ეს არის მარცვალი, სიტყვა, სტრიქონი ან ლექსი, რომლის ვიბრაციასაც აქვს თვისება იმოქმედოს ადამიანის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერზე.
ფუძე "მან" სანსკრიტზე ნიშნავს ფიქრს, გონებას, ხოლო "ტრა" ნიშნავს დაცვას ან გათავისუფლებას (მეორე ვერსიით, მანტრა ”საფიქრელს” ნიშნავს). მანტრა ეს ვერბალურ-მენტალური ენერგიაა, რომელიც იწვევს ადამიანის შინაგან ფარული ძალების "გამოღვიძებას". მანტრა აძლიერებს შემოქმედებითი ენერგიის გენერაციასა და ახდენს სამშვინველის ჰარმონიზაციას.

საერთოდ გამოყოფენ მანტრების ექვს ძირითად ტიპს:
გაიატრი: ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. იგი მზისადმი მიმართული მანტრებია და მას ძირითადად გამთენიისას წარმოთქვამენ. იგი იკითხება ხმადაბლა ან გონებაში.
დხიანა: მანტრები მედიტაციისთვის. იგი იკითხება გონების ტრანსცენდეტულ ფორმაში მოსაყვანად.
ბიჯა: მანტრები მედიტაციისთვის, ასევე სხვა და სხვა ადგილებისა თუ საგნების გაწმენდისთვის
მულა: ეს ღმერთისადმი მიმართული ლოცვაა და მისი ძალაუფლებისა და სიყვარულის გაცნობიერება.
სტუტი და სტოტრი: ლოცვების წინ ან შემდგომ წასაკითხი სპეციალური მანტრები, სადაც ხდება ღმერთის სახელის ხსენება და მისადმი ვედრება.
პრანამა: ღმერთისადმი წარმოთქმული სავედრებელი ლოცვები.

ამჟამად შემოგთავაზებთ რამოდენიმე მანტრას, რომელთა მრავალჯერადი გამეორება ახდენს ადამიანის ენერგიის ჰარმონიზაციას, შინაგანი მიზანსწრაფვის გაძლიერებასა და ზრდის წარმატების მიღწევის შანსს:

1. ომ შრიმ შრიმ ომ ომ შრიმ შრიმ ხუმ ფხუტ სვაჰა.
2. ომ მანი პადმე ჰუმ.
3. ომ აია საუ ომ.
4. გურუ ბრაჰმა გურურ ვიშნუ გურუ დევო მაჰვეშარაჰა გურუ სააქშატ პარა ბრაჰმა ტასმაი შრიი გურავე ნამაჰა.
5. ომ ბხურ მხავაჰ სუვაჰა ტატ სავიტურ ვარენიამ ბხარგო დევასია დხიმაჰი დჰიიო ნაჰ პრაჩოდაიატ.

რა არის მანტრა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა არის მანტრა და რა გავლენას ახდენს ადამიანში

მანტრა ეს არის სიტყვების ფორმულა, ასე ვთქვათ ჰიმნი, რომელსაც სჭირდება ბგერების უზუსტესი გადმოცემა. მანტრა ეს არის გონების, ემოციური მდგომარეობისა თუ აზროვნების პროცესის რეგულირების ერთ-ერთი საუკეთოს ინსტრუმენტი. იგი ტრანსცენდენტულ ასპექტში გამოხატავს ადამიანის შინაგანი ენერგიის ზეციური ძალებებთან ურთიერთობების არსს. ჩვეულებისამებრ მანტრები გხვდება სანსკრირტზე (უძველესი ინდური დამწერლობა). თავდაპირველად შექმნილი მანტრები უფრო ვედური და ინდუისტურია, უფრო მოგვიანებით იქმნებოდა ბუდისტურ-ჯანაისტური მანტრებიც.
მანტრა ხშირად გამოიყენება ლოცვებისა თუ შელოცვების დროს, თუმცა გარდა ამისა, მანტრებს იყენებენ ტრასცენდენტული მედიტაციის დროს.
ინდოეთში მიიჩნევა, რომ "ღვთიური ბგერა" (აქ იგულისხმება სიტყვა), რომელსაც დედამიწაზე მხოლოდ ადამიანი იყენებს, ეს არის გონების (სულის) გავლენა მატერიაზე. ინდუისტები თვლიან, რომ მანტრა ეს არის სიტყვათა განსაზღვრული ფორმა, რომელსაც გავლენა აქვს არა მხოლოდ ცოცხალ, არამედ არაცოცხალ სამყაროზეც.
ამ აზრს მეცნიერებიც ეთანხმებიან და ამის დასამტკიცებლად ტარდება უამრავი ექსპერიმენტი, როდესაც ბგერის (უმეტესწილად მუსიკის) საშუალებით ახდენენ რაიმე პროცესზე თუ მოვლენაზე გავლენას. არტ-თერაპიის ერთ-ერთი ძირითი მიმართულებაა მელოდია-თერაპია, როდესაც ესა თუ მუსიკალური ნაწარმოებები სასიკეთო გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ხასიათსა და ემოციურ მდგომარეობაზე, არამედ სამკურნალო ეფექტი აქვს ამა თუ იმ დაავადებებისადმი (თუმცა როგორც ყველგან, აქაც შესაძლებელია ნეგატიური შედეგის მიღება - კაკაფონიისა თუ მუსიკის გარკვეული მიმართულების მოსმენა ადამიანზე დამაგრეველი გავლენა ახდენს).
არსებობს უამრავი მანტრა და ყველა მათგანი ფლობს განსახვავებულ ხარისხს, რიტმსა და ზემოქმედების ძალას. როდესაც ჩვენ აღვიქვამთ რაიმე ბგერას, ჩვენი ფსიქიკა, უფრო სწორედ კი თუ მეტაფიზიკურ ასპექტში ვიტყვით სამშვინველი (მენტალური, ასტრალური და ეთერული სხეულები) რეაგირებენ და რეზონანსში მოდიან ამ ბგერასთან. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში როგორც ენერგეტიკულ, ისე ფიზიკურ დონეზე მიდის მთელი რიგი რეაქციები და იწვევენ ადამიანის ენერგეტიკისა თუ ემოციურ-ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებას (სხვათა შორის მეტაფიზიკაში მენტალურ სამყაროს შეესაბამება ბგერა, ასტრალურ სამყაროს – ფერი, ხოლო ფიზიკურ სამყაროს – ფორმა).
მანტრის ვიბრაცია უპირველესად ე. წ. "ჩაკრების" ააქტიურებს, რომლებიც თავის მხრივ "პასუხს აგებენ" ორგანიზმში ენერგიის სწორად გადანაწილებაზე. თუმცა ამ ასე ვთქვათ "გადანაწილებას" უპირველესად კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ-ფსიქიკური მდგომარეობა, მისი "ცხოვრების წესი" განაპირობებს.
რა თქმა უნდა ისევე როგორც ყველაფერს, მანტრების სწორად წარმოთქმასაც და ამ ვიბრაციის სასიკეთოდ გამოყენებასაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება უნდა. თუ როგორ წარმოითქმება ესა თუ ის მანტრა და რომელი მანტრა რა ენერგეტიკულ ცვლილებას იწვევს, ამაზე გაზეთის შემდეგ ნომრებში ვისაუბრებთ.
საქართველოში დღეს ბევრ ადამიანს ქართული ენა სხვა ენებთან შედარებით "ღარიბი" და ნაკლებად "მოქნილი" ჰგონია. თუმცა ეს სულაც არ არის ასე – გნებავთ ინდუისტური მანტრების და გნებავთ კაბალისტიკური ლოცვების წარმოთქმა, რომლებიც რთულ ბგერების ერთობლიობას წარმოადგენენ ქართულ ენაზე უფრო ადვილი წარმოსთქმელია, ვიდრე იგივე ევროპულ ენებზე (მათ შორის ინგლისურ, რუსულ და ა. შ. ენებზე). თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც უბრალო მანტრის სწორად წარმოთქმას ხანგრძლივი ვარჯიში უნდა (და არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე).

მუდრა - თითების იოგა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა არის მუდრა და როგორ გამოვიყენოთ იგი

მუდრა "წყალი", ანუ "ვარუნა"
პირველი დახმარება ღვიძლის ტკივილის, ჭვალის, მუცლის შებერილობის დროს

ინდურ მითოლოგიაში წყლის ღმერთს ვარუნა ეწოდება.
წყალი ერთ-ერთი პირველელემენტია. წყლის სტიქია სიცოცხლის აუცილებელია ატრიბუტია. "წყლის" მუდრა დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე.
შესრულება: მარჯვენა ხელის ნეკა თითი იხრება, ზედ ეფარება ასევე მარჯვენა ხელის ცერა თითი. მარცხენა ხელი "იჭერს" მარჯვენას და მარცხენა ხელის ცერა თითი მარჯვენა ხელის ცერა თითს ზემოდან ეფარება.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მკერდის დონეზე, დაძაბულობის გარეშე. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მწვანე ფერი. შესუნთქვა – ცხვირით, ამოსუნთქვა – პირით. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
აფირმაცია: "მე ყოველთვის მაქვს შესაძლებლობა, რომ ვიპოვო კითხვებზე პასუხი და შევცვალო მოცემული მდგომარეობა".

მუდრა "ენერგია", ანუ "აპანი"

აღნიშნული მუდრა აუმჯობესებს ორგანიზმში ენერგიის ცირკულაციას და წმენდს ენერგეტიკულ არხებს, ასევე წმენდს ორგანიზმს დანალექებისგან და შლაკებისგან. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. დადებითად მოქმედებს შარსადინარ სისტემასა და ხერხემალზე. ეს მუდრა ადამიანს ანიჭებს მოთმინებას, შინაგან სტაბილურობასა და ჰარმონიას.
შესრულება: ორივე ხელის ცერი, შუა და უსახელო თითები ერთდება, ხოლო საჩვენებელი და ნეკა თითები გამართულ მდგომარეობაშია და მოდუნებულია.
დრო: 10 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ მუცლის დონეზე, ჭიპიდან 2 სმ-ით ქვემოთ, დაძაბულობის გარეშე. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მწვანე ფერი. წარმოისახეთ, რომ ზიხართ აყვავებულ ბაღში, სადაც სხვა და სხვა ფერის სურნელოვანი ყვავილებია. შესუნთქვა – ცხვირით, ამოსუნთქვა – პირით. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
აფირმაცია: "მე ვთესავ სიკეთის მარცვლებს, ვზრუნავ მათზე და ვიღებ უხვ მოსავალს, ღმერთის წყალობის სახით – მადლიერებით ვიღებ მის ძღვენს".

მუდრა "სიბრძნის სარკმელი"

ეს მუდრა ააქტიურებს აზროვნების სისტემას და დადებითად მოქმედებს ტვინში სისხლის მიმოქცევაზე, განსაკუთრებით პოზიტიურია დამბლაგადატანილ ადამიანებზე. ეს მუდრა ააქტიურებს ორგანიზმის რეზერვებს, დადებით გავლენას ახდენს აზროვნების პროცესზე, ანალიზისა და ინფორმაციის დამუშავების უნარზე.
შესრულება: ორივე ხელზე უსახელო თითები იხრება და ზედ ცერა თითები ეფარება. დარჩენილი თითები გამართულ მდგომარეობაშია და მოდუნებულია.
დრო: 10 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ. ხელები დაიკავეთ სახის დონეზე. უყურეთ ყვითელ ფერს ან დახუჭეთ თვალები და წარმოისახეთ ყვითელი ფერი. შესუნთქვა – ცხვირით, ამოსუნთქვა – პირით. შედეგს აძლიერებს პიტნის არომატი.

Jul 9, 2009

ბავშვები და ასტროლოგია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

როგორ ჩავწვდეთ ბავშვის შინაგან ბუნებას

ბავშვთა სამყარო ძალიან რთული და მრავალგანზომილებიანია. ის, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვის ფსიქიკა მარტივია და მისი გაგება ადვილად შეიძლება, უბრალოდ ცდება. ალბათ ყველა მშობელი მოხვედრილა ისეთ ვითარებაში, როდესაც გრძნობს, რომ მას საკუთარი შვილის არ ესმის (ან პირიქით, შვილს არ ესმის მისი). ისევე როგორც მოზრდილები, ბავშვებიც კოსმოსის ბიორითმებს ემორჩილებიან და ზოდიაქოს წრე რა თქმა უნდა მათზეც გარკვეულ გავლენას ახდენს. საინტერესო იქნება თუ ბავშვებს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დავახასიათებთ.

ვერძი-ბავშვი
პატარა ვერძის არსებობას მისი დაბადების პირველივე დღეებიდანვე იგრძნობთ. თუ მას თუნდაც ერთი წუთით უყურადღებოთ დატოვებთ, მაშინვე მთელი ხმით დაიწყებს ყვირილს ან ტირილს, რადგან ასე ის საკუთარ პირველობას ამტკიცებს. პატარა ვერძს პირველობისკენ სწრაფვა დაბადებიდანვე სჩვევია. ის არასდიდებით არ შეჭამს იმას, რაც მას არ მოსწონს, თუ შეეცდებით, ძალით შეაჭამოთ, ის ფაფას პირდაპირ ხალიჩაზე დაგიღვრით და თეფშსაც შორს მოისვრის. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ გოგონები ბიჭებს თითქმის არაფერში არ ჩამორჩებიან. იქნებ ამ ბავშვისგან ძნელად ვინმე მოელის რკინისებური ხასიათის გამოვლენას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ვერძის ლითონი სწორედ რკინაა, ძვირფასი ქვა კი ალმასი, ალმასზე მაგარი კი რა უნდა იყოს? მას მიდრეკილება აქვს ხიფათისადმი, ამიტომ, ხშირად დადის ხელდამწვარი და თითგაჭრილი. აქედან გამომდინარე მოარიდეთ ბასრ საგნებსა და ასანთს. მას ძალიან უყვარს ალერსი და ამის დემონსტრირებას თვითონაც ახდენს, ის თვითონ მივარდება მშობლებს, აკოცებს და მიუალერსებს. პატარა ვერძი გულუხვია და შესაძლოა, მან მთელი თავისი საჩუქრები უბრალოდ გააჩუქოს, თუმცა თუ ვინმე გადაეღობა გზაზე, მისი გულუხვობა მომენტალურად სადღაც გაქრება. ვერძი-ბავშვი არც თუ კარგად სწავლობს, თუ გსურთ, რომ მან სწავლას მოუმატოს, ამისათვის უნდა გამოიწვიოთ _ ასე უთხარით: `მართალია შენ შენს მეგობარზე ცუდად სწავლობ, მაგრამ მე შენ მაინც ძალიან მიყვარხარ~. პატარა ვერძს პირველობა უყვარს, ამიტომ, ის საკუთარ მეგობარს სწავლაში გაეჯიბრება, ეს კი სასურველ შედეგს მოიტანს.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? ბასრ საგნებთან ურთიერთობა, იმპულსური და დაუფიქრებელი საუბარი და მოქმედებები.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? განუვითარეთ მას წესრიგის ჩვევა და დისციპლინა. ასწავლეთ სხვებზე ზრუნვა. წარმართეთ მისი უზღვავი ენერგია სასარგებლო მიმართულებით.

კურო-ბავშვი
იგი ძალიან ჯიუტი და თავნებაა, ამიტომ, დაძალებით ნურაფერს გააკეთებინებთ. კიდევ რაც შეიძლება მის ნაკლად ჩაითვალოს, ის არის, რომ კურო-ბავშვი ზანტი და აუჩქარებელია. ეს განსაკუთრებით საგრძნობია სწავლის დროს, როდესაც ის ნელა მუშაობს, რაც ხანდახან მშობლების გაღიზიანებას იწვევს. საერთოდ ამ ნიშნით დაბადებული ბავშვი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია, ამიტომ, ნუ დაუწყებთ ყვირილს და ნუ აიგდებთ აბუჩად, მასთან ერთწუთიანი ალერსიანი საუბარი უფრო დიდ შედეგს მოიტანს, ვიდრე ერთსაათიანი ყვირილი და ჩიჩინი, მთავარია მას ნათლად და ლოგიკურად აუხსნათ. ნუ დაელაპარაკებით აგდებული ტონით, პირიქით გაესაუბრეთ როგორც მოზრდილ ადამიანს და უფრო სასურველ შედეგს მიიღებთ. მისი ემოციური განვითარებისთვის და ასევე ძილისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფერსა და ბგერას, ამიტომ, სულ ერთი არ არის რა ფერებშია გადაწყვეტილი მისი საძინებელი და რა ხმები ესმის დაძინებისას. თუ მან საგვარეულო ბუფეტზე დანით საკუთარი ინიციალები ამოჭრა, ნუ დასჯით, სჯობს ფანქარი და ქაღალდი მისცეთ და სთხოვოთ, რომ მეორედ აქ დახატოს. იგი ხელოვნების რაიმე ნიჭით იქნება დაჯილდოვებული _ ასე, რომ თუ ხატავს, მისი ნახატები აუცილებლად აჩვენეთ პროფესიონალ მხატვარს, თუ მღერის, მაშინ მისი ხმა მუსიკოსს გაასინჯეთ, არ არის გამორიცხული მისგან კარგი მხატვარი ან მომღერალი დადგეს. ისინი მიჯაჭვულნი არიან საკუთარ სახლზე და მშობლებზე, ვერ ეგუებიან ახალ გარემოს, განრიგსა და პირობებს.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? აჩქარება, ჩხუბი, დასჯა, ნუ დააკარგვინებთ საკუთარ თავზე რწმენას,
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? მშვიდი გარემო ოჯახში, კვების რეჟიმი, განსხვავებული ტანსაცმელი, კარგი განათლება, კომფორტი.

ტყუპი-ბავშვი
სტატისტიკით დადგენილია, რომ ივნისის პირველ ნახევარში, ანუ ტყუპის ზოდიაქოში უფრო მეტი ბიოლოგიური ტყუპი იბადება, ვიდრე სხვა თვეებში. როდესაც ოჯახში ტყუპის ნიშნით დაბადებული ბავშვი იბადება საჭიროა მშობლები უფრო სწრაფები და ენერგიულები გახდნენ, რათა საკუთარი პატარასთვის ფეხის აწყობა შეძლონ. იგი ძალიან მოძრავია და გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებს. მაგალითად, ერთ წუთას შესაძლოა, ის ჩართული მტვერსასრუტიდან გამოაღებინოთ ხელი, მეორე წუთში კი ის უკვე აივანზე იყოს და მოაჯირზე გადაძვრომას ცდილობდეს. თუ მას მანეჟში ჩასვამთ და თავისუფლებას შეუზღუდავთ, ისეთ ჩხავილს მორთავს, რომ მეზობლებს გააგებინებს. მას ერთდროულად რამოდენიმე საქმის კეთება უყვარს, თუმცა იშვიათად მიჰყავს საქმე ბოლომდე და ეს თვისება მას სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება, ასე რომ, საკუთარ შვილს ასწავლეთ დაწყებული საქმის დასრულება. ტყუპი-ბავშვი მოუსვენარია და მისთვის თითქმის შეუძლებელია ერთ ადგილზე უმოძრაოდ გაჩერდეს და ხელები ან ფეხები არ იქნიოს. სხვათა შორის, ეს ბავშვი მოქნილია და მოქნილი თითებიც აქვს, რაც პროფესიულ საქმეში ხშირად გადამწყვეტ როლსაც თამაშობს. სკოლაში მას ნაკლები პრობლემები უჩნდება, რადგან სწრაფი აზროვნების წყალობით ადვილად ითვისებენ სასკოლო მასალას. მერწყულთან ერთად ის ქმნის `კომპიუტერულ დუეტს~, ანუ ის ადვილად უმკლავდება ურთულეს კომპიუტერულ პროგრამებს. `ჰაკერთა~ და პროგრამისტთა უმრავლესობა სწორედ ტყუპის ნიშნით არიან დაბადებულნი. განავითარეთ თქვენი ბავშვის გონება, რადგან იგი ბუნებით მიისწრაფის განათლების მოპოვებისკენ. იგი თვითონ იგონებს ახალ გასართობებს, უყვარს ჩუმად თქვენთვის ყურის დაგდება და თქვენი დამახასიათებელი თვისებების ათვისება.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? მოუთმენლობა, უყურადღებობა, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? უცხო ენების ათვისება, მეგობრებთან კონტაქტი, პუნქტუალურობის გაძლიერება.

კირჩხიბი-ბავშვი
ისევე როგორც ზრდასრულ ასაკში, ბავშვობაშიც კირჩხიბს საკმაოდ ხშირად ეცვლება ხასიათი და გუნება-განწყობილება, ამან კი მოსალოდნელია მშობლების შეშფოთება გამოიწვიოს. ერთ წუთში კირჩხიბმა-ბავშვმა სახის გამომეტყველება შესაძლოა, ათჯერ შეიცვალოს. მყუდრო სახლი ყველაზე მეტად ამ ნიშნით დაბადებულ ბავშვს სჭირდება, ამიტომ, მშობლების კონფლიქტი შეიძლება ითქვას, რომ მას ემოციურ პრობლემებს შეუქმნის და დააკომპლექსებს. იგი ბუნებით მშიშარა და მტირალაა, ამიტომ, ნუ დაიწყებთ მის შეშინებას: `ჭამე, თორემ, ბუა მოვა და ა. შ. ის ძალიან ემოციურია და ამას მშობლები გაგებით უნდა მოეკიდონ. თუმცა, მეტისმეტი ალერსი და სიყვარული მას სუსტი ხასიათის ადამიანად ჩამოაყალიბებს, ამიტომ, ალერსი და სიმკაცრე მის აღზრდაში თანაბრად უნდა იქნას გამოყენებული. კირჩხიბი-ბავშვი არც თუ იშვიათად თამაშს მარტო ამჯობინებს და კარგი წარმოსახვის წყალობით მოწყენილს იშვიათად ნახავთ. ამასთან წარმოსახვის და შთამბეჭდავი ბუნების წყალობით ხშირად ფანტაზიორობს, ამასთან მოსალოდნელია მშობლებმა ვერ გაარჩიონ რა არის სიმართლე და რა არის ფანტაზია, ასე რომ, შესაძლოა, მშობლებს მოეჩვენოთ, რომ ეს ბავშვი მატყუარაა, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ ბავშვის განსხვავებული ხედვაა. საერთოდ, შემოქმედებითი ნიჭის წყალობით კირჩხიბი-ბავშვისგან კარგი მსახიობი, ფოტოხელოვანი და მუსიკოსი დგება. რადგან თქვენი პატარა ზედმეტად მგრძნობიარეა ნუ შეაშინებთ, მკაცრად ნუ დასჯით, ნუ დაემუქრებით და ნუ დასცინებთ, ეს ყველაფერი მას დიდხანს დარჩება გულში. მოუმზადეთ სიურპრიზები, დღესასწაულები, შეეცადეთ სასიამოვნოდ გააოცოთ და აჩვენეთ რომ იგი ძალიან გიყვართ.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? შეშინება, ზედმეტი ემოციები, დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციები, მეტისმეტი შეზღუდვა
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? სიმშვიდე, საკუთარი თავის რწმენა, ოჯახური ჰარმონია

ლომი-ბავშვი
იგი ერთი შეხედვით მხიარული და მოსიყვარულეა, თუმცა მას ისევე როგორც ვერძსა და მშვილდოსანს, თუ გზაზე გადაუდექით, ისეთ ტირილსა და ღრიალს მორთავს, რომ უკან დაგახევინებთ. იგი თანატოლებში ყოველთვის მეთაურის და მოთავეს როლში გამოდის. მას უყვარს, როდესაც სხვებს საკუთარ ჭკუაზე ატარებს, ამიტომ, მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ მომავალში ეს დიქტატორობის ან ამპარტავნების სურვილში არ გადაიზარდოს. ამას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ის დაბადებიდანვე ამაყია. მას მშობლებმა უნდა ასწავლონ, რომ სხვა ბავშვებს თანაგრძნობითა და მზრუნველობით მოეპყროს. პატარა ლომი საკმაოდ ზარმაცია და მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ეს ნეგატიური თვისება აღმოფხვრან. საერთოდ, თუ გინდათ, მას საქმე გააკეთებინოთ, მიეცით ამას საზეიმო ელფერი და აქციეთ დღესასწაულად, მას ხომ ძალიან ხიბლავს ჭყეტელა ფერები. სწავლის დროს თუ ვერძ-ბავშვს ბრძოლაში გამოწვევა შველის, ლომ-ბავშვზე ყველაზე კარგად თავმოყვარეობის შელახვა მოქმედებს. თუ ის სწავლაში მოიკოჭლებს, ის საჯაროდ გაკიცხეთ (ოღონდ ნუ გადააჭარბებთ) და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ. პატარა ლომს აუცილებლად ასწავლეთ ფულის ყადრი, თორემ ის საოცარი ფლანგველი გახდება, უბრალოდ მას ხიბლავს, როდესაც ფულს ხარჯავს და სხვებს მასპინძლობს. ის აუცილებლად ატარეთ თეატრში, კინოში, გამოფენებზე (ეს მის შემოქმედებითობას ერთი-ორად გაზრდის). მოუყევით მათ ცნობილი ადამიანების ისტორიები, ეს მათში დიდ ინტერესს და მიმბაძველობას გამოიწვევს. ნუ შეუწყობთ ხელს იმბრძანებლოს ირგვლივ მყოფებზე. ასწავლეთ დისციპლინა და ხშირად შეაქეთ მისი წარმატებების გამო.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? შეურაცხყოფის მიყენება, განსაკუთრებით საჯაროდ და გათამამება.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? შრომისმოყვარეობის, ეკონომიურობის, თანაგრძნობის განვითარება, ასევე შექება.

ქალწული-ბავშვი
იგი შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, პუნქტუალური და ორგანიზებულია. საკუთარ საზრიანობას დაბადებიდანვე გამოამჟღავნებს, მაგალითად, ისე მოხერხებულად აირიდებს არასასურველ ფაფით სავსე კოვზს, რომ შესაძლოა, მშობლებმა გაბრაზებაც ვერც მოახერხონ. მას აქვს უდიდესი მიმბაძველობის უნარი, რაც შემდგომში მსახიობურ ნიჭად გარდაიქმნება ხოლმე. ის წყნარი და გაწონასწორებულია, თითქმის არასდროს ატეხს განგაშს იმის გამო, რომ საყვარელი სათამაშო თავის ადგილზე არ დახვდა. ჯანმრთელობის კუთხით, რაც შეიძლება მას დაემუქროს, ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭის მოქმედების დარღვევაა, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ მისი კვების რეჟიმს. სკოლაში ქალწული-ბავშვი საკმაოდ ბეჯითად სწავლობს (განსაკუთრებით ტექნიკური საგნები უყვარს), თუმცა თანატოლებში თითქმის არ გამოირჩევა ხმაურიანი თავგადასავლებით. იგი ყველა წვრილმანს ამჩნევს და გარშემომყოფებს მისი გამოსწორებისკენ მიუთითებს, თუმცა თვითონ ვერ იტანს შენიშვნების მიცემას, განსაკუთრებით ხალხში. ხანდახან ის უმიზეზოდ პრეტენზიულიც ხდება. მისთვის აუცილებელია წიგნების კითხვა, ინტელექტუალური თამაშები, რადგან ეს ეხმარება ცოდნის დახვეწასა და სრულყოფაში. იგი ადვილად ითვისებს უცხო ენებს, ასე რომ, მისი დატვირთვა ბავშვობიდანვე შეიძლება, სხვათა შორის პოლიგლოტთა შორის ბევრია ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი. ეს ბავშვი ბუნებით მორცხვია, ამიტომ, დაარწმუნეთ ის თავის სიძლიერესა და მიმზიდველობაში. ამასთან ის არასოდეს მოგთხოვთ ალერსს, მაგრამ ხშირად მოეფერეთ და მოეალერსეთ. და კიდევ, ხშირად მშობლებს სწორედ მათი რჩევები ეხმარება.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? დღის რეჟიმის დარღვევა, ხმაურიანი შეკრებები, ბევრი სტუმრები, დასჯა, არამკაფიო დავალებები.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? ხშირად მიუალერსეთ, შეაქეთ და დაარწმუნეთ საკუთარ ძალებში, შთააგონეთ სიცოცხლის სიხარული, მომავლის რწმენა.

სასწორი-ბავშვი
პირველივე რაც შეიძლება ითქვას, სასწორი-ბავშვი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ზოდიაქოს ნიშნებში და ეს შტრიხი მოზარდობაშიც გაჰყვება. მშობლებმა იგი არასოდეს არ უნდა დააყენონ არჩევნის წინაშე, რადგან სასწორი მერყევი ნიშანია და გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის უჭირს. ეს ელემენტარულ დონეზეც გამოვლინდება. მაგალითად, თუ მას სანოვაგით სავსე მაგიდასთან დავსვამთ, მაშინ შესაძლოა, საჭმელს პირიც არ დააკაროს (უბრალოდ, ვერ მიხვდება, რომლით დაიწყოს), მაგრამ თუ კერძს, ჩაის, დესერტს სათითაოდ შემოვიტანთ, მაშინ ის ადვილად გაერკვევა და ყველაფერს ბოლოს მოუღებს. საერთოდ, სასწორ-ბავშვს საქმის დაწყება უჭირს, ამიტომ, უნდა ვუკარნახოთ, თუ პირველად რით დაიწყოს (თანაც ეს მშვიდი ტონით უნდა მოხდეს და არა ბრძანებით). იგი ვერ იტანს ხმაურს, ეს გაითვალისწინეთ როგორც მისი ძილის, გაკვეთილების მომზადებისა თუ სხვა საქმიანობის დროს. კიდევ რაც ამ ნიშნით დაბადებულ ბავშვს ახასიათებს არის ის, რომ მას გააჩნია აქტიურობისა და პასიურობის პერიოდი, ზოგჯერ ქარივით დაჰქრის და ყველაფერს თვალის დახამხამებაში აკეთებს, ზოგჯერ კი აპათია ეუფლება და ფეხის გადადგმაც ეზარება. თუმცა ეს სიზარმაცეში არ უნდა აგვერიოს. სწავლის დროს სასწორი-ბავშვს თუ ხმადაბლა სასიამოვნო მუსიკას ჩაურთავთ, მაშინ მის პროდუქტიულობას ერთი-ორად გავზრდით. გაითვალისწინეთ, რომ ხმადაბლა ჩართული სასიამოვნო მუსიკა მის საოცრად ამშვიდებს, ამიტომ, იზრუნეთ მის მუსიკალურ განათლებაზე. სასურველია თუ მას მშობლები გადაწყვეტილების მიღებას ასწავლიან, რადგან ეს სასწორი-ბავშვის ერთ-ერთი სუსტი წერტილია.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? კონფლიქტი მშობლებს შორის, დისჰარმონია, მყვირალა ფერები, მკვეთრ ხმები, ძალადობრივი სიტუაციები.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? მეგობრებთან თამაში, სტუმრად სიარული, ლამაზად გაფორმებული საკვები, ლამაზი ინტერიერი, ხელოვნებასთან ზიარება.

მორიელი-ბავშვი
მორიელი-ბავშვის მშობლები ალბათ შენიშნავენ, რომ მათი პატარა თანატოლებს თითქოს ერთი თავის უსწრებს. საერთოდ კი უნდა ავღნიშნოთ, რომ მორიელი მთელს ზოდიაქოში ყველაზე მებრძოლი და ძლიერია, ამიტომ, ნუ იქნებით მასთან სუსტი და უმწეო. გახსოვდეთ, იგი პატივს მხოლოდ მასზე ძლიერებს მიაგებს, ამიტომ, იგი სიმკაცრეში და დისციპლინაში უნდა აღიზარდოს. პატარა მორიელმა მშობელში ძლიერი ადამიანი უნდა იგრძნოს. თუმცა, ასე ვთქვათ, კუდზე ფეხს ნუ დააბიჯებთ, ამ დროს მისთვის ყველა ერთია, შესაძლოა, უნებლიედ, მაგრამ თავდამსხმელს ნესტარს მაინც აგემოს და თუ იმ სხვას ვერ გაუბედა ან უბრალოდ ვერ მისწვდა, მაშინ ნესტარს საკუთარ თავზე გამოსცდის (ისევე როგორც ნამდვილი მორიელი). მას ნუ გალანძღავთ, სჯობს ლოგიკურად აუხსნათ, თუ რატომ არ შეიძლება ასე მოქცევა. აუცილებლად ასწავლეთ მას სიბრალული, მოთმინება, უფროსების პატივისცემა და პატიება, ეს თვისებები მას მომავალში ბევრი პრობლემისგან და გამოუვალი სიტუაციისგან იხსნის. მას ძალიან უყვარს დეტექტივები და საშინელებათა ფილმები, მითუმეტეს, თუ ამას მისტიკური სახე აქვს. პატარა მორიელს ყოველთვის აქვს საკუთარი საიდუმლოებები, რომელიც არავინ არ უნდა შეიტყოს, თვითონ კი პირიქით, ცდილობს ყველა საიდუმლო გახსნას და შეიტყოს. აუცილებლად დატვირთეთ, რათა ენერგია არასაჭირო მიმართულებით არ მიმართოს. მას აუცილებლად ასწავლეთ საკუტარი ემოციების კონტროლი და მოთოკვა.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? ნუ გამოიყენებთ ძალადობას, თორემ იგი გახდება მოძალადე. ნუ შეებრძოლებით საკვების გამო, ნუ ეცდებით იპოვოთ მისი დამალული საიდუმლოებები და ნუ დაუფრთხობთ ფანტაზიებს.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? გამოიყენეთ დარწმუნების ძალა, მისი გონება მიმართეთ სამართლიანობისა და თანაგრძნობისაკენ, გაუღვიძეთ სწავლის ინტერესი.

მშვილდოსანი-ბავშვი
ის ვერ იტანს მარტოობას, საკმარისია რომ ცოტა ხნით მიატოვოთ და მაშინვე ხმამაღალ ტირილს მორთავს, გნებავთ სტუმრებით სავსე ოთახში დააძინეთ, ოღონდ მარტო ნუ იქნება. მშვილდოსანი-ბავშვი ალბათ ერთადერთია მთელს ზოდიაქოში, რომელიც ბავშვობის ხასიათს სიბერემდე ინარჩუნებს. გამოთქმა `დიდი ბავშვი~ სწორედ მშვილდოსანზეა ზედგამოჭრილი. ის ძალიან ცნობისმოყვარეა, აინტერესებს ყველაფერი და უამრავ შეკითხვას სვამს, ამასთან ზოგჯერ ეს შეკითხვები არც თუ ტაქტიანად არის დასმული და პროვოკაციული შინაარსითაც გამოირჩევა. გამოირჩევა სამართლიანობის დიდი გრძნობით, მისი აზრით ნებისმიერმა ადამიანმა შეცდომის დროს ბოდიში უნდა მოიხადოს, თუნდაც, ეს მშობელი იყოს, ამიტომ, ნუ მოექცევით მას უსამართლოდ. ის აქტიური და ენერგიულია, ხოლო სიტყვა წესრიგი კი მისთვის საერთოდ გაუგებარია, რადგან წესრიგი პატიოსნებას ნიშნავს, ყოველგვარი ტყუილისა და სიყალბის გარეშე. ამ ბავშვის მშობლები სამართლიანები და პატიოსნები უნდა იყვნენ, რათა პატარა მშვილდოსანმა მაგალითი მათგან აიღოს. მას ხანდახან უჩნდება სახლიდან გაქცევის სურვილი, ამას მისი ავანტიურიზმის გრძნობა და მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი განაპირობებს. სწავლაში ცოტას მოიკოჭლებს, მაგრამ სპორტში შეუდარებელია, როგორც წესი ამ ნიშნით ბევრი სპორტსმენი იბადება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი, კარგი იქნება თუ პატარა მშვილდოსანს ფულის ყადრს ასწავლით, რადგან მას დაუფიქრებლად შეუძლია დიდი თანხის დაუფიქრებლად გაფლანგვა. ასწავლეთ მას წინდახედულობა, ტაქტი და დიპლომატია.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? ნუ დაუშვებთ უსამართლობას მის თვალწინ, ნუ დასჯით მკაცრად თუ ცუდად სწავლობს, ნუ შეეხებით მის თავმოყვარეობას.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? პატიოსნება და სამართლიანობა, სისუფთავე, მოთმინება, სიყვარული და სითბო.

თხის რქა-ბავშვი
შესაძლოა, თქვენი ბავშვი უცხოებთან მორიდებული და გაუბედავი იყოს, თუმცა შინაურებთან ხასიათს ის განსხვავებულად გამოავლენს. ის ძალიან სერიოზულად უყურებს ცხოვრებას თავიდანვე. ძნელად თუ გააცინებთ, არ ჰყოფნის იუმორის გრძნობა და სულ დაძაბულია, თუმცა სანერვიულოც არაფერი აქვს. მშობლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ საკუთარი შვილისთვის _ ასწავლეთ მას განტვირთვა, შეუქმენით თბილი გარემო, მხიარული ატმოსფერო. ამ ბავშვს უყვარს მარტოობა, არ მოსწონს ხმაურიანი დიდი შეკრებები. ეს ბავშვი ხშირად უფროსი ადამიანის თვისებებს აღმოაჩენთ. ის საკუთარი აზროვნებითა და საუბრით ცხოვრებაში გამობრძმედილ ადამიანს მოგვაგონებს. თუ მასთან ენას მოჩლექით დაელაპარაკებით და თქვენი გამოგონილი ისტორიების მოყოლას დაიწყებთ, ისეთი თვალებით შემოგხედავთ, რომ ნამდვილად შეგრცხვებათ. მას ძლიერი ნებისყოფა აქვს და ყოველთვის კარგად იცის რა უნდა. თუმცა, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით საკუთარი სურვილების ასრულებას ტირილით და იატაკზე გაგორებით არ გამოხატავს, ის მშვიდად შემოგხედავთ თვალებში და უმალ მიხვდებით, მას რა სჭირდება. ის შეგიძლიათ მშვიდად დატოვოთ მარტო, არც არაფერს დააზიანებს და არც საკუთარ თავს აუტეხავს რაიმეს. შეეცადეთ, ხშირად ასეირნოთ სკვერში, ოღონდ, თქვენც მასთან ახლოს უნდა იყოთ, რადგან ის საკუთარ თავს სერიოზულ ადამიანად თვლის, სერიოზული ადამიანები კი მარტო იშვიათად სეირნობენ. იგი ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებული ბავშვია, ისინი გვიან, მაგრამ დინჯი ნაბიჯებით მიდიან სასურველი შედეგისკენ.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? ნუ აიძულებთ იაროს სტუმრად უცხოებთან, ნუ შეადარებთ სხვებს, ნუ მიანიშნებთ საკუთარ ნაკლზე სხვისი თანდასწრებით, ნუ ააჩქარებთ.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? მოექეცით როგორც დიდს, ასწავლეთ ცხოვრებით ტკბობა და მხიარულება.

მერწყული-ბავშვი
ამ ბავშვისაგან ყველაფერია მოსალოდნელი, ის შესაძლოა, მამის კომპიუტერთან დაჯდეს და ამოუხსნელი ამოცანა ამოხსნას (არა და მან კომპიუტერი საერთოდ არ იცოდეს), დედის ძვირფას ქურქს მკლავები და კალთები მოაჭრას, რათა სკანდინავიელ მეომრებს მიბაძოს, ანტიკვარული, მოოქროვილი კოვზით კი სილაში ითამაშოს. მოკლედ, პატარა მერწყულის გამო მის მშობლებს თავის ტკივილის კარგი პერსპექტივა უჩნდებათ. უპირველესად, იზრუნეთ, რომ მას ნერვული სისტემა წესრიგში ჰქონდეს. ხშირად ასეირნეთ და რომელიმე სპორტულ სექციაში ჩაწერეთ. შეეცადეთ, მისი მეგობრებზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ (მას შეუძლია ერთ დღეში ათი ახალი მეგობარი შეიძინოს და ამდენივეს დაშორდეს), ამან კი მასზე ცუდად არ იმოქმედოს. კარგი იქნება თუ მასთან მეგობრულ ურთიერთობებს დაამყარებს, ეს მასთან უფრო დაგაახლოებთ. მისგან ელოდეთ ექსტრავაგანტურ და ზოგჯერ შოკის მომგვრელ საქციელს, მოკლედ, მას უყვარს ხალხის გაოცება. ის ძალიან ადვილად ითვისებს ახალ ინფორმაციასა და ცოდნას. თითქოს ცოდნა თავად იბადება მასში, არ ჭირდება ბევრი ახსნა-განმარტების მიცემა. იგი საკმაოდ შეუპოვარია მიზნის მიღწევისას, თუ მას რაიმე დააინტერესებს იგი მას ბოლომდე მიიყვანს და მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას. სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის არ აქვს, მაგრამ ახალი ინფორმაციის გასაანალიზებლად მარტოობა ესაჭიროება, განცალკევებული კუთხე მაინც. მას თუ სახლში მშვიდი გარემო არა აქვს, მოსალოდნელია გაღიზიანებული და პესიმისტური გახდეს.
არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? დისჰარმონია ოჯახში, მისი ექსტრავაგანტური საქციელის გაკვირვება.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? გონებრივი განვითარება, სუფთა ჰაერი, ბევრი ვიტამინები და მინერალები, გადააჩვიეთ ზღვარგადასულ ექსტრავაგანტურობას.

თევზები-ბავშვი
ის უძირო ტბას ჰგავს, სადაც ყველაფერი ირეკლება, ნიავის ქროლვაზე კი მისი ტალღები ირხევიან. მას ნამდვილად სჯერა, რომ ბავშვებს კომბოსტოში პოულობენ ან მაღაზიაში ყიდულობენ, ანუ ის ზღაპრის სამყაროში ცხოვრობს. მას საოცრად უყვარს ცირკი, ბავშვთა თეატრი, ატრაქციონები. კარგი იქნება თუკი პატარა თევზს სახლში მყუდრო კუთხეს მოუწყობთ, სადაც მას საკუთარი სამყარო ექნება. ის როგორც კირჩხიბი-ბავშვი, საკმაოდ მშიშარაა და შეეცადეთ, გამბედავი და უშიშარი გაიზარდოს. მას ძალიან ფაქიზი ფსიქიკა აქვს და ამის გამო ძილის წინ საშინელებათა ფილმებს ნუ აყურებინებთ, თითოეული დეტალი თუ ნიუანსი მას დიდხანს მიჰყვება და აკომპლექსებს კიდეც. მშობლების კონფლიქტი უდიდეს პრობლემებს უქმნის და ამის გამო დეპრესიაშიც ვარდება, რაც მოსალოდნელია ავადმყოფობაშიც გადაიზარდოს. სწავლაში არც თუ ისე ბეჯითია, მუსიკალური კი ნამდვილად არის, მოსალოდნელია მხატვრობის ნიჭით იყოს დაჯილდოვებული. გამოუყავით მათ სამეცადინო ადგილი სადაც ისინი მშვიდად შეძლებენ განმარტოებას. ეს ბავშვები ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ამიტომ პატარაობიდანვე ჩამოუყალიბეთ საკუთარი აზრის გამოთქმისა და გატანის ჩვევები. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ პრობლემებს მომავალში. თუ გსურთ ბავშვმა შეჭამოს საჭმელი, მოიგონეთ რაიმე მხიარული თამაში, ზღაპრები. უყვართ წყალთან თამაში, ვერ იტანენ ხმაურს, ყვირილს, ძალადობას მოზრდილობაშიც კი.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? საშინელი ისტორიების მოსმენა და ყურება, ძალადობა, სასტიკ ბავშვებთან ურთიერთობა, ყვირილი, ხმაური, ნერვიული სიტუაცია.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? მშვიდი გარემო, ხელოვნება და შინაური ცხოველები, ასწავლეთ ყურადღების მობილიზება, ასწავლეთ გადაწყვეტილების მიღება, ასწავლეთ ფულის სწორად ხარჯვა.

Jul 1, 2009

ალისთერ ქროული

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

- XX საუკუნის მაგიური სკანდალი -

"დაე, დარჩეს უცნობი ჩემი მსახურთა სახელები, ხოლო რიცხვი მათი მცირე,
ისინი წარმართავენ სხვებს - ვინც ბევრია და ცნობილი".
ალისთერ ქროული. "კანონთა წიგნი". თავი X


XX საუკუნის ოკულტიზმში არავის არ მოუხდენია ისეთი ცვლილება და არავის არ გამოუწვევია ისეთი სკანდალი, როგორც ეს ინგლისელმა ალისთერ ქროულმა მოახერხა. ის იყო მწერალი, მხატვარი, მოქანდაკე, მოჭადრაკე, ალპინისტი, ოკულტისტი, მისტიკოსი, კაბალისტი, ტაროლოგი, იოგი და მაგი. მისმა მაგიურმა რიტუალებმა და სექსუალურმა ორგიებმა ქარიშხალივით გადაუარა ევროპას, აზიას, აფრიკასა და ამერიკას. მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ადამიანი-პროტესტი, რომელიც ცდილობდა საზოგადოების შეცბუნებას, მონუსხვას, მოჯადოებასა და შოკირებას და უნდა ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა.
ალისთერ ქროული (Edward Alexander crowley) დაიბადა 1875 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ლემინგტონში, უორიქშირის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი). მისი მშობლები ედვარდი და ემილი რელიგიური სექტის "პლიმუტის ძმების" წევრები იყვნენ. ედვარდ ფანატიკოსი მორწმუნე იყო, ამიტომ პატარა ალექსანდრეს (ქროულმა სახელი ალისთერი მოგვიანებით დაირქვა) ყოველდღიურად ისმენდა ბიბლიას. 1887 წელს ქროულის მამა ედვარდი სიმსივნით გარდაიცვალა, ხოლო დედის მცდელობა, შვილში კიდევ უფრო გაეძლიერებინა რელიგიური რწმენა, ამაო გამოდგა - ამან ბავშვის სკეპტიციზმი კიდევ უფრო გააღვივა.
1895 წელს ალექსანდრ ქროულმა დაამთავრა სკოლა და სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძო. თავიდან მას ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და ეკონომიკის შესწავლა სურდა, თუმცა მალე ლექტორთა გავლენით ინგლისური ლიტერატურის შესწავლას მიჰყო ხელი. 1896 წელს ქროულმა უკვე ოკულტიზმმა და მისტიციზმა გაიტაცა და მალე მის სახლში გაჩნდა წიგნები ალქიმიის, მისტიკისა და მაგიის შესახებ. ამავე დროს მან გამოიცვალა სახელი და გახდა ალისთერ ქროული. 1898 წელს ის ტოვებს უნივერსიტეტი და გამოსცემს თავისი პირველი წიგნს, სადაც მისი ალეგორიული ლექსები შედის. ამავე პერიოდში ის უახლოვდება საკმაოდ ცნობილ მისტიკოსსა და მაგს სამუელ მაკგრეგორ მაზერსს (რომელიც სათავეში ედგა მისტიკურ-ჰერმესისტულ ორდენს "ოქროს განთიადი"). ორდენში ყოფნის დროს ქროული სწავლობს ბუდიზმს, რიტუალურ მაგიასა და იღრმავებს ცოდნას მისტიციზმში. თუმცა რამოდენიმე ხნის შემდეგ ქროულსა და მაზერს შორის განხეთქილება იწყება და ქროული ტოვებს ორდენს, ამასთან ის იგნორირებას უკეთებს მაზერსის მოთხოვნას არ გამოაქვეყნოს მაგიური რიტუალები და მალე გამოდის ქროულის რომანი "მთვარის შვილები", სადაც მხატვრულ ჟანრში აღწერილია მაზერსის და ორდენის სხვა წევრთა მაგიური რიტუალები.
1900 წელს ქროული უკვე მექსიკაშია, სადაც ეცნობა მეზოამერიკის შამანთა მაგიასა და მისტიციზმს. 1901 წელს ის იწყებს რაჯა-იოგას შესწავლას და ორი წლის შემდეგ გამოდის მისი ესსე "მეცნიერება და მატერია", სადაც აღწერს ბუდიზმთან ემპირიული მისვლის გზას.
1901-02 წლებში ის ალპინისტთა ჯგუფთან ის იმყოფება ინდოეთშსა და ყარაყორუმში. ამის შემდეგ ის მიდის ბირმაში და აქედან მიემგზავრება პარიზში, სადაც ის ხვდება ინგლისელ მწერალს სომერსეტ მოემს (მოგვიანებით ქროული მოემის ერთ-ერთი რომანის პერსონაჟი ხდება).
1903 წელს ის ირთავს ცოლს, როზას. ცოლთან ერთად მან მოიარა საფრანგეთი, იტალია, ეგვიპტე და ინდოეთი. 1904 წელს ქაიროში ყოფნის დროს ის წერს თავის ცნობილ ტრაქტატს "კანონთა წიგნი". მისი გადმოცემით, ეს წიგნი უჩინარმა ხმამ უკარნახა. 1904 წელს ქროულს შეეძინა გოგონა, რომელსაც სახელად არქმევს "ნუი მა ახატორ ჰეკატა საფო ჯეზებლ ლილიტ ქროული".
ამის შემდეგ ქროული ტოვებს ცოლს და ალპინისტთა ჯგუფთან ერთად ინდოეთში მიემგზავრება. მას აქვს სურვილი ავიდეს მწვერვალ კანჩენჯანგაზე, რომელიც ჯომოლუნგმასა და ჩოგორის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალია. თუმცა მწვერვალის დაპყრობის დროს, ჯგუფის წევრების მოთხოვნას ემორჩილება და ის უარს ამბობს გზის გაგრძელებაზე (მას სუნთქვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა). ამის შემდეგ ის გარკვეული ხანი იმყოფება ინდოეთში, შემდეგ მიდის ჩინეთში, იქ რამოდენიმე ხანი მონასტერში ცხოვრობს და იქიდან ბრუნდება ევროპაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქროულს როზასთან მეორე გოგონა შეეძინა (თუმცა მანამდე ქროულის ჩინეთში ყოფნის დროს, მისი პირველი შვილი გარდაიცვალა), ცოლს საბოლოოდ სცილდება (როზას მოგვიანებით ფსიქიკური პრობლემები ეწყება).
1907 წელს ის საკუთარ ორდენს "ვერცხლის ვარსკვლავი" აფუძნებს. ამავე წელს გამოდის ინგლისელი მწერლის ჩალზ ფულერის რომანი "დასავლეთის ვარსკვლავი", რომელიც ქროულს ეძღვნება. ამის შემდეგ ის პარიზში ხსნის მაგიურ ტაძარს, სადაც ატარებს მაგიურ რიტუალებს. ის მოგზაურობს ესპანეთში, მაროკოსა და საჰარაში.
1910 წელს მან მოუგო სასამართლო პროცესი ყოფილ მასწავლებელსა და მეგობარს სამუელ მაზერს. 1912 წელს მან გამოაქვეყნა ახალი ტრაქტატი "მეოთხე წიგნი" და ამ წიგნის გავლენით, გერმანიაში მოქმედი "აღმოსავლელ ტამპლიერთა ორდენის" (OTO) ხელმძღვანელი თეოდორ როისი ქროულს ჯერ საკუთარი ორდენის ხელმძღვანელის თანამდებობას, ხოლო უარის შემდეგ კი მის ბრიტანული ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობას სთავაზობს.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ქროული შვეიცარიაში გადადის, საიდანაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ის განმარტოვდება და ხატვას იწყებს. ამასთან მისი სკოლის ყოფილი მასწავლებელი ლიეი ჰირსიგი მორიგი ცოლი ხდება. 1920 წელს ლეისთან და რამოდენიმე მოსწავლესთან ერთად ის სიცილიაზე მკვიდრდება, სადაც ატარებს როგორც მაგიურ, ისე სექსუალურ რიტუალებს. ერთ-ერთი რიტუალის დროს კვდება მისი მოწაფე რაულ ლავდეი, რომლის მეუღლე ქროულის წინააღმდეგ ინგლისურ პრესაში აქვეყნებს სტატიებს. ქროულის სიცილიის პოლიცია აიძულებს, რომ ქვეყანა დატოვოს და ის ტუნისში მიემგზავრება, სადაც ის ახალ წიგნებს წერს. 1920-იანი წლების ბოლოს ის მოგზაურობს გერმანიაში, საფრანგეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გერმანიაში ის ქორწინდება ნუკარაგუელ მარია ფერარი დე მირამარზე. 1929 წელს ქროულს პოლიცია საფრაგეთიდან აძევებს. შემდგომში მისი საცხოვრებელი გერმანია და პორტუგალია ხდება, სადაც ის წერს წიგნებს, იღებს ფინანსურ დახმარებებს. 1945 წელს ქროული ბრუნდება სამშობლოში და ბინავდება კერძო პანსიონში. აქ ის მოწაფეებს გადასცემს საკუთარ ცოდნას და აგრძელებს წიგნების წერას.
1947 წლის 1 დეკემბერს ქროული გარდაიცვალა (სიკვდილის ოფიციალური ვერსია – ქრონიკული ბრონქიტი. სიკვდილის არაოფიციალური ვერსია – ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა).
ხელოვნების სხვა და სხვა დარგში ქროულის პიროვნება ხშირად ფიგურირებს, იგი არის საკმაოდ ბევრი რომანის პერსონაჟი:
 ალისთერ ქროული (ჩარლზ ფულერი. "დასავლეთის ვარსკვლავივ)
 ოლივერ ხადო (სომერსეტ მოემი. "მაგი")
 კეირსველი (მ. რ. ჯეიმსი. "რუნების წამკითხველი")
 ოსკარ ქლინგთონი (უიენფილდი. "ის მოვიდა და ჩაიარა")
 აუპლეუს ჩალტონი და როული ტორი (მენლი უიედა უელმანი. "შავი მარტოობა")
 ჰიუგო ესტლი (დიონ ფორჩუნი. "ფრთოსანი ხარი")
 ვოლანდი (მიხეილ ბულგაკოვი. "ოსტატი და მარგარიტა")
 კარადოკ კანინგემი (კოლინა უილსონი. "ადამიანის ჩრდილის გარეშე")
 დოქტორი ტრელონი და სკორპიო მარტლოკი (ენტონი პაუელა. "ცეკვა დროის მუსიკის თანხლებით")
 მოკატი (დენის უიტლი. "ეშმაკი")
 ტერონ უეირი (ჯეიმს ბლიში. "შავი აღდგომა")
 სვაროვი (ეტელ არჩერი. "იეროგლიფი")
 ალისთერ ქროული (რობერტ ანტონ უილსონი. "ილუმინატების ნიღაბი")
 დემონი ა. ქროული (ტერი პრატჩეტი და ნილ ჰეიმანი. "კეთილი ნიშანი")
ქროული შესახებ გადაღებულია ასევე ფილმები – მაგალითად, "ქიმიური ქორწინება". ქროულს ცნობილმა რეჟისორმა კენეტ ანგერმა მიუძღვნა ექსპერიმენტული ფილმი "ჩემი დემონური ძმის გამოღვიძება", სადაც ქროულის როლი შეასრულა არა ნაკლებად სკანდალურმა პიროვნებამ ანტონ შანდორ ლავეიმ. ქროულია დემონის პროტოტიპი ფილმში "ისთვიქელი ალქაჯები", სადაც მის როლს ჯეკ ნიკოლსონი ანსახიერებს. ქროულს მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა (Mr. crowley).