1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Aug 30, 2009

რა უნდა ვიცოდეთ ძვირფას ქვებთან დაკავშირებით

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

• თუ ერთი ძვირფასი ქვის ტარება მთელი ცხოვრება შეიძლება, მეორეს ტარება მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე და პერიოდშია რეკომენდებული – რადგან ზოგიერთი მინერალი შეიცვანს ენერგიას (ეს მხოლოდ ბუნებრივ მინერალებს ეხება), რომლის მუდმივი ზემოქმედება ადამიანისთვის ნეგატიურიც კია.
• არ არის სასურველი ერთმანეთისგან განსხვავებული მინერალების ერთდროულად ტარება, განსაკუთრებით ძვირფასი ქვების (აქ არ იგულისხმება ნახევრადძვირფასი ქვები). მოსალოდნელია ამ მინერალების ურთიერთზემოქმედებით ერთ-ერთი მათგანი ენეგრგეტიკულად ან ფიზიკურად დაზიანდეს.
• გახსოვდეთ, რომ მინერალი (ბუნებრივი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვა) სასურველია იყოს შეძენილი ან ნაჩუქარი (მხოლოდ ახლობელი ადამიანისგან). კატეგორიულად მოერიდეთ "საეჭვო წარმოშობის" (მაგალითად, მოპარული) მინერალების ტარებას, რადგან მინერალს "ეთერული მეხსიერება" გააჩნია და ის "იმახსოვრებს" მის გარშემო მომხდარ მოვლენებს და "მემკვიდრეობით გადასცემს" ახალ პატრონს.
• შეძენის შემდეგ მინერალი აუცილელად "გაწმინდეთ" – აღმავალ მთვარეზე (სასურველია მთვარე ჰაერის სტიქიის ნიშანში იყოს განთავსებული) მინერალი სამი დღით ჩადეთ ნაკურთხ წყალში და შემდგომ მზეზე (ჰაერზე გააშრეთ). ჭურჭელი აუცილებელია იყოს თიხის, მინის და ემალირებული ლითონის.
• დამსხვრეულ ან გაბზარულ მინერალი აღარ ატაროთ – მან "საკუთარ თავზე მიიღო" თქვენსკენ გამოგზავნილი ნეგატიური ენერგია.
• თუ მინერალმა ტარების შემდეგ ფერი შეიცვალა – ეს თქვენ სხეულში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებზე მიანიშნებს.
• თეთრი ფერის და უფერო მინერალები ადამიანში ანვითარებს შრომისმოყვარეობასა და თავისუფლების შეგრძნებას, თუმცა იძლევა ასევე მარტობისადმი მიდრეკილებას.
• წითელი შეფერილობის მინერალები იძლევიან ენერგიულობას, ვნებიანობას, სტიმულს, ინიციატივას, მიზანსწრაფვას, აძლიერებენ თავდაცვის უნარს.
• ნარინჯისფერი შეფერილობის მინერალები ადამიანს ანიჭებენ მომხიბვლელობას, შარმს, მიზიდულობას, სექსუალურობას, არტისტიზმს.
• მწვანე შეფერილობის მინერალები ადამიანში აძლიერებენ პიროვნულობის შეგრძნებას, გონებამახვილობას მოთმინებას, ორგანიზებულობას.
• ლურჯი და ცისფერი შეფერილობის მინერალები, ითვლება, რომ იძლევა ლოგიკური აზროვნების უნარს, ინტუიციურობასა და პრაქტიკულობას.
• იისფერი შეფერილობის მინერალები ითვლება იდუმალების, მისტიციზმისა და ასევე ილუზიურობის სიმბოლოდ.
• შავი და ყავისფერი შეფერილობის მინერალები ადამიანში აძლიერებს საიმედოობას, მდგრადობას, სტაბილურობას, ამასთან ეს არის საწყისისა და დასასრულის სიმბოლო.

1 comment:

  1. საინტერესოა ბატონო რამაზ

    ReplyDelete