1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Oct 27, 2009

ლითონის ენერგეტიკა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

სხვადასხვა ლითონი განსხვებულ ენერგეტიკას შეიცავს და ცხადია, ეს ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს. დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ ოთხ ლითონზე – ოქროზე, ვერცხლზე, სპილენზე და რკინაზე.

ამ ოთხი ლითონიდან ცხადია ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრი ლითონებია – ოქრო და ვერცხლი. ისინი შედარებით ძლიერი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან, არ იჟანგებიან, არ განიცდიან კოროზიის ზემოქმედებას, ადვილად არ დნებიან და რაც მნიშვნელოვანია დიდ ბაქტერიციდულ აქტივობასაც ფლობენ. აქედან გამომდინარე, ძველად ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელის გამოყენება მხოლოდ ფუფუნების სიმბოლოდ არ ითვლებოდა, დიდი ხნის მანძილზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ასეთ ჭურჭლის გამოყენება საკვებსა და სასმელს უფრო მარგებელს ხდიდა. ვერცხლის მოოქროვილი დანა-ჩანგლის გამოყენება საჭმელს ასე ვთქვათ, საკუთარი დადებითი ენერგიით მუხტავს და საკვები უფრო მარგებელი ხდება.

ოქრო – ძველთაგანვე მიიჩნევა, რომ მზის ენერგიით არის დამუხტული და მისი ენერგიის გამტარია. ოქრო მეფეების ლითონია, ამიტომ, იგი სასიკეთოდ მოქმედებს გულუხვ და დიდსულოვან ადამიანებზე, ასევე მოგზაურებზე და შემოქმედებითი ენერგიის მატარებელ ადამიანბზე, განსაკუთრებით კი ხელოვანებზე. თუმცა ის ნეგატიურად მოქმედებს ხარბ, ძუნწ და დიქტატორულ ადამიანებზე, არც თუ იშვიათად, ოქრო ასეთი ადამიანებში ნეგატიურ პროგრამას რთავს, რაც ცხადია მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ასეთ ადამიანებს
ოქრო აძლიერებს და ენერგიით ავსებს ჩამოყალიბებულ და მტკიცე პიროვნებებს, მაგრამ სახიფათოა მათთვის, ვისაც არა აქვს საკმარისი სიმტკიცე, უნებისყოფო და ადვილად დამყოლია. სხვათა შორის, არ არის სასურველი ოქრო ატარონ ბავშვებმა და მოზარდებმა.
ეს ლითონი ენერგიის კონცენტრირებას ახდენს და შინაგანად ადამიანს აძლიერებს, დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ადამიანს საშუალებას აძლევს განავითაროს საკუთარი ცნობიერება და ჩაწვდეს ჭეშმარიტებას.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ე. წ. საგვარეულო ოქრო, რომდესაც ოქრო თაობიდან თაობას გადაეცემა. აქ იგულისხმება პოზიტიური, დადებითი გზებით მოპოვებული ოქრო და არა ის, რომელიც ადამიანის წინაპრებმა ეს ოქრო არაკანონიერი გზით არ მოიპოვეს და მისი დაგროვების გამო ბოროტების ჩადენამ არ მოუწიათ. საგვარეულო ოქროსთან განშორება ადამიანებს განშორება უჭირთ, რადგან ეს ლითონი ენერგეტიკულად უკვე უკავშირდება ამ გვარის ეგრეგორს. არ არის სასურველი ოქროს ნივთის გაყიდვა და დაგირავებაც კი.
რაც შეეხება მოპარულ ოქროს, ცხადია მას უბედურება მოაქვს და არა მხოლოდ მომპარავისთვის, არამედ გამყიდველისთვის და მყიდველისთვისაც კი, რადგან ლითონის "ეთერულ მეხსიერებაში" ასე ვთქვათ, იწერება ეს ნეგატიური ინფორმაცია.
სხვათა შორის ერთი ძველი ტრადიცია, როდესაც გარდაცვლილ ადამიანს საფლავში ოქროს ატანენ და ეს სათავეს იღებს წარმათული ხანიდან, როდესაც ეგონათ, რომ ადამიანი საიქიოში მოიხმარდა ამ ნივთებს. მეტაფიზიკაში მიიჩნევა, რომ გარდაცვლილს მისი კუთვნილი ოქროს ნივთები უნდა მოეხსნას გარდაცვალებიდან არა უგვიანეს სამი დღისა და მასთან ერთად არ უნდა დაიმარხოს. ეს ოქრო ცხადია იძენს მემკვიდრეობით ფორმას და ამ დროს ოქრო ორმოც დღემდე ფარულ ადგილას უნდა ინახებოდეს და რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება. ორმოცი დღის შემდეგ შეიძლება ამ ოქროს ნივთების ტარება.
ძველთაგანვე მიიჩნევა, რომ მარჯვენა ხელზე ოქროს ბეჭდის ან სამაჯურის ტარება სიცოცხლეს დაახლოებით 10 წლით ახანგრძლივებს და რა თქმა უნდა ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ეს ადამიანი სულიერი ცხოვრების ცხოვრობს და ცხოვრებაში ბოროტებას არ სჩადის.
ოქროს ნივთები საკუთარ თავზე იღებენ ისეთ ხელოვნურ ნეგატიური ენერგეტიკულ ზემოქმედებას, როგორიცაა ჯადო და გათვალვა (მითუმეტეს, რომ ჯადოს ზემოქმედებას ეკლესიაც აღიარებს). ოქრო ასევე აძლიერებს მზის წნულის, როგორც ინდოეთში უწოდებენ ანახატა ჩაკრის ენერგეტიკას. იგი ასევე სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმის რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე და ხელს უწყობს ქალების ნაყოფიერებას (მაგალითად, ცნობილი შუა საკუნეების არაბი ექიმი ავიცენა თვლიდა, რომ ოქროში ჩასმული იასპი ან საფირონი ქალების ნაყოფიერებას აძლიერებდა), ოქრო ასევე ხელს უწყობს ჰაიმორიტის, სინუსიტის, პოლინევრიტის, პნევმონიის განკურნებას, აწესრიგებს კუჭის, ნაწლავებისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
ოქროს ნაკეთობათა გამუდმებით ტარება შეუძლიათ მხოლოდ ვერძის, კუროს, ტყუპის, ლომის, მშვილდოსნის, თხის რქისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულმა ადამიანებს. ხოლო კირჩხიბის, სასწორის, ქალწულის, მორიელისა და თევზების ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა კი ოქროს ნაკეთობები პერიოდულად უნდა ატარონ. იგივე კირჩხიბისთვის უფრო ახლოსაა ვერცხლი.

ვერცხლი – არა ნაკლებად დადებითი ენერგიის მატარებელი ლითონია, ვიდრე იგივე ოქრო, რადგან ვერცხლი უფრო ადვილად იმახსოვრებს ინფორმაციას, სულ ერთია ეს დადებითი ინფორმაციაა თუ უარყოფითი.
ალბათ ყველას უნახავს როდესაც ვერცხლის სამკაული სხეულზე ტარების დროს შავდება, ეს ხდება მაშინ როდესაც ის ნეგატიური სახის ინფორმაციას ან კიდევ ადამიანის ორგანიზმიდნ ავადმყოფობის სიგნალებს იღებს. ამ დროს აუცილებელია ვერცხლის გაწმენდა ცივი წყლით, ჩვეულებრივი სოდით ან მარილით.
უძველესი დროიდან ვერცხლი როგორც თილისმა ისე გამოიყენებოდა, მისგან ამზადებდნენ ყველანაირი ელექსირის შესანახ ჭურჭელს, რიტუალურ ჭურჭელს, სამკაულებს და ასევე სარკეს. ე. წ. ვერცხლის ამალგამა, ანუ ვერცხლისწყლის ნაერთის დახმარებით ძველად სარკეებს აკეთებდნენ,
სხვათა შორის, ხალხურ ფოლკლორში ასეთი რიტუალი არსებობს, ღამით საწოლთან უნდა დადგათ, სუფთა წყლით სავსე ბროლის ჭურჭელი, სადაც ჩადებული იქნება ვერცხლის რაიმე ნივთი (თუნდაც ვერცხლის კოვზი), ეს წყალი სამკურნალო თვისებებს იძენს და მისი მიღება დილით უზმოზე ორგანიზმისთვის მეტად სასიკეთოა.
ვერცხლი, მთვარის ლითონი და მისი ენერგიის გამტარია, ასევე სულიერი სისუფთავის და ღმერთან კავშირის სიმბოლოა. სწორედ ამიტომაა, რომ ხატების მოჭედილობა, ჯვრებს და საეკლესიო ნივთებს, უფრო ხშირად ვერცხლისგან აკეთებენ.
სხვათა შორის, მიიჩნევა, რომ მარცხენა ხელზე გაკეთებული ვერცხლის ბეჭედი კურნავს ჰიპერტონიას, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს შინაგანი ორგანოების მოქმედებას. ვერცხლი აუმჯობესებს მხედველობას, ეხმარება თავის ტვინის, გულისა და გულისისხლძარღვთა მუშაობას. გარდა ამისა, ვერცხლი ხელს უწყობს, ეგრეთ წოდებული, "მესამე თვალის" გახსნას და ადამიანის მიერ ზებუნებრივი უნარების გამოვლენას.

სპილენძი – სპილენძს კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს. სპილენძმა და მისმა შენადნობებმა დიდი როლი შეასრულა კაცობრიობის განვითარებაში. მისი ლათინური სახელწოდება ("კუპრუმ") წარმოდგება კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან, სადაც ძველი ბერძნები მოიპოვებდნენ სპილენძის მადანს. სპილენძი რბილი ოქროს სიმყარეს აძლევს.
სხვათა შორის, ორგანიზმში სპილენძის ნაკლებობა ანემიას იწვევს, გარეგნულად ეს ნაყინის უზომო სიყვარულში, ასევე ნაადრევ გაჭაღარავებაში ვლინდება. სპილენძი ინფექციებთან ბრძოლის იმუნიტეტს ამაღლებს, ხოლო სპილენძის ჭურჭელში დამდგარი წყალი კი მიკრობების განადგურების უნარს იძენს. ისტორიულად ცნობილია, რომ შავი ჭირის, ქოლერისა თუ სხვა ეპიდემიების დროს სპილენძთან მომუშავე ადამიანები და ასევე ისინი, ვინც სხეულზე სპილენძის სამკაულებს ატარებდნენ, არ ავადებოდნენ.
სპილენძი მშვიდობის, სიმშვიდის და ხელოვნების ლითონია. სპილენძი ასტროლოგიურად პლანეტა ვენერას ეკუთვნის. მისი ენერგიის მოქმედება ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარებას. სწორედ ამიტომაა, რომ სპილენძის სამაჯურების ტარება ადამიანს ნერვული აშლილობისა და სისხლის მაღალი წნევის დარეგულირებაში ეხმარება.
სპილენძი კუროსა და სასწორის ნიშნების ლითონია, თუმცა სპილენძის სამკაულებისა და სამაჯურების ტარება ყველასთვის შეიძლება, ოღონდ პერიოდულად. სპილენძის სამაჯურების, რომელთა მკურნალობის, განსაკუთრებით არტერიული წნევის დარეგულირებისთვის ატარებენ, ჩაკეტილ წრეს არ უნდა წარმოადგენდეს. თუ სპილენძის სამაჯურებს მუდმივად იყენებთ, ორი-სამი წლის შემდეგ საჭიროა ისინი შეიცვალოს. სპილენძი ისევე უნდა გაიწმინდოს როგორც ოქრო და ვერცხლი.

რკინა – ადამიანი პირველად, ალბათ, მეტეორიტულ რკინას გაეცნო, რაზეც მიგვანიშნებს მისი დასახელება უძველესი ხალხების ენებზე, მაგ, ძველეგვიპტური „ბენი-პეტი“ ნიშნავს „ციურ რკინას“. უძველესი დროიდან რკინას იყენებდნენ ბაბილონში, ეგვიპტეში, საბერძნეთში. რკინის ლათინური სახელწოდებაა "ფერუმ" და ამ სიტყვას საერთოდ ფუძე აქვს სიტყვებთან "სიმაგრე", "გამაგრება", "განმტკიცება", "შეუვალობა".
რკინა სისხლში ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის და ორგანიზმში მისმა ნაკლებობამ (რკინადეფიციტური ანემია) შეიძლება ძალზე არასასიამოვნო მდგომარეობა გამოიწვიოს.
რკინა ომის პლანეტა პლანეტა მარსს შეესაბამება. რკინა ენერგიულობის, ვაჟკაცობისა და მხედრული სიმამაცის სიმბოლოა. ბევრი ხალხური თქმულებასა და ლეგენდაშია გხვდება ამბავი, როდესაც რკინის ნივთი (ეს შეიძლება იყოს ხმალი, გუთანი და ა. შ.) მამაც და გამბედავ ადამიანს უვარდება ხელში.
რბილი, დამყოლი ხასაიათისა და გაუბედავ ადამიანებს, აგრეთვე ზარმაცებს რკინის ნივთების ტარებისას შეიძლება დისკომფორტი შეექმნათ. თუმცა, იმ სიტუაციაში, როდესაც რბილი ხასიათის, მოკრძალებულ ადამიანს სურთ იყვნენ უფრო იყვნენ უფრო გაბედულნი, სწორედ რკინის რგოლები, სამაჯურები და ძეწკვები უნდა ატარონ.