1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Nov 21, 2009

ფერის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ყველა ადამიანს თავისი საყვარელი ფერი გააჩნია და ხშირად სახლში რემონტის გაკეთების დროს, მანქანის, ტანსაცმლისა თუ აქსესუარების შეძენისას, დიდი მნიშვნელობა სწორედ ფერს ენიჭება. სულაც არ არის სულერთი რა ფერად არის შეღებილი ბავშვის საძინებელი ან თუნდაც სკოლაში, საკლასო ოთახის კედლები. ადამიანს ყოველდღიური შეხება აქვს ფერთან და ცხადია ფერი გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ფსიქიკასა და განწყობაზე.

ლურჯი (ცისფერი) – ეს არის ზღვისა და ცის ფერი. ლურჯი ოცნებასთან, მოგზაურობასთან, ცურვასთან, საზღვაო თავგადასავლებთან ასოცირდება. ლურჯი დამამშვიდებელი ფერია. ის იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ დამშვიდებას, ქმნის უსაფრთხოების ატმოსფეროსა და აღძრავს ნდობის მომენტს. სიცხეში ლურჯად ან ცისფრად შეღებულ ოთახში ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ, ამასთან ეს ფერი ოთახს ვიზუალურად დიდი აჩენს. ნეგატიური კუთხით იწვევს სისუსტეს, აძლიერებსს დეპრესიულ ფონსა და არასრულფასოვნების კომპლექსს.

ყვითელი (ნარინჯისფერი) – ეს არის მზის ფერი, ამიტომ, ასოცირდება სითბოსთან, ნატებასთან, პლაჟთან (ყვითელი ქვიშის გამო), დასვენებასთან. ყვითელი აძლიერებს მეხსიერებას, მისი გავლენით ადამიანს უადვილდება გადაწყვეტილების მიღება. ყვითელი და ნარინჯისფერი ფერი ასევე არის შეთანხმების, კომპრომისების ერთგვარი სიმბოლო. ეს არის ასევე არის ემოციებისგან გათავისუფლება, პატიების სწავლა, ეს ერთგვარი ანტიდეპრესანტია, რომელიც ადამიანს კარგ განწყობაზე აყენებს. ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ეს ფერი ასევე უკავშირდება ორიგინალურობასა და ექსტრავაგანტურობას. ნეგატიური გამოვლინებაა - იმედგაცრუება, განგაშის შეგრძნება, გარემო პირობებით დაღლა, ენერგიის გაფანტვა, განმარტოვების სურვილი, სიწყნარე, სიმშვიდე, სწრაფვა უმოქმედობისკენ.

წითელი – მასტიმულირებელი ფერია, ძალიან ძლიერი, თუმცა "უხეში" ენერგიაა. ადამიანებს უბიძგებს აქტიურობისკენ, ენეგიულობისკენ, ბრძოლისკენ, აძლიერებს მიზანსწრაფვას. ხშირად ეს ფერი საომარ განწყობებზე, პროვოცირებასა და ინტრიგებზეც მიუთითებს. ნეგატიური გამოვლენაა სიჯიუტე, სიხისტე, უკომპრომისობან, აგრესია, მრისხანება, ფიზიკური და ფსიქიკური მოშლა.

მწვანე – პირველ რიგში რა თქმა უნდა ბუნებას გვახსენებს, რომელიც თავისთავად სიმშვიდეს უკავშირდება. გახსოვდეთ, რომ როდესაც იმყოფებით ბუნებაში, სეირნობთ სკვერში, უყურებთ ხეებს, მწვანე ფოთლებს, მწვანე ბალახს, თქვენ მშვიდდებით და თქვენი ფსიქიკა ჰარმონიული ხდება. მწვანე არის სიცოცხლის, ჰარმონიის, გაერთიანების, აღორძინებისა და დაახლოების ფერი. გარდა ამისა, მწვანე მიანიშნებს სამართლიანობაზე, მუდმივობაზე, შესაძლოა, ასევე თვითგაზვიადებაზე. ისევე როგორც ლურჯი, მწვანეც საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და მედიტაციის ფერია. ნეგატიური გამოვლენა – ნერვული სისტემის მოშლა, დევნის მანია.

ვარდისფერი – ეს არის სიყვარული და რომანტიკა, თუმცა ზოგჯერ ეს ილუზიებთანაც ასოცირდება. ვარდისფერი ასევე არის ბავშურობის, დაუცველობის ფერი და ვისაც ეს ფერი იზიდავთ, შესაძლოა, ის ჯერ ვერ გამოსულა ბავშვობიდან და არ ხიბლავს ცხოვრებასთან ბრძოლა. ეს ფერი ხშირად გამოიყენება ბავშვების ოთახში.

იისფერი – იისფერი მიუთითებს არტისტიზმზე, ბრწყინვალე იდეებზე, ინტუიციასა და მისტიციზმზე. ეს არის აღმაფრენა, მგრძნობიარობა და თანაგრძნობა. ნეგატიური გამოვლენა - შეზღუდვა და ფრიგიდულობა.

შავი – ეს არის საიდუმლოს, ხიფათისა და შიშის ფერი. გარდა ამისა, შავი ფლობს პარადოქსალურ თვისებებს. იწვევს როგორც დაცულობის, ისე შიშის და შფოთვის შეგრძნებას. შავი აძლიერებს სიმშვიდის, უსასრულობის მომენტს, თუმცა შესაძლოა, დაამუხრუჭოს გადაწყვეტილების მიღების სურვილი. თუმცა შავი და თეთრი "კლასიკურ" ჩაცმულობასთან ასოცირდება. შავია ძალიან გავრცელებული ფერია, რადგან შავი ფერის ტანსაცმელი თითქმის ყველა ფერს ეხამება. ხშირად შავი ფერის სიყვარული განმარტოვების სურვილზეც მიანიშნებს. ნეგატიური გამოვლენა - თვითკონტროლის დაკარგვა, აგრესია, უკომპრომისობა.

ყავისფერი – ეს ფერი იწვევს სიმშვიდეს, მდგრადობას. თუ ყავისფერი მუქი შეფერილობისაა, შესაძლოა, ამან მოწყენილობასთან და გაურკვევლობასთან მიგვიყვანოს, თუმცა თავისთავად ყავისფერი დაცულობის სიმბოლოც არის. ხშირად სულიერად მდგრად და სტაბილურ ადამიანებს ყავისფერი მოსწონთ.

თეთრი – ეს არის შავის ანტითეზა, თუმცა ამავ დროულად საკუთარ თავში აერთიანებს ყველა ფერს. თეთრი აღძრავს დადებით ასოციაციებს და იწვევს სიმსუბუქის, გახსნილობის, თავისუფლების, წონასწორობის შეგრძნებას. ეს არის სიკეთის, უმანკოების, უბიწოების ფერი. თუმცა ამავდროულად თეთრი ასოცირდება საავადმყოფოსთან და აქედან გამომდინარე უკავშირდება დარდს, ავადმყოფობას, შიშს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიცივის ასოციაცია, რადგან თეთრი ზამთრის და თოვლის ფერია. ნეგატიური გამოვლენა - უნაყოფობა, მოწყენილობა, გაურკვევლობა, იმედგაცრუება, ამპარტავნება და ზიზღი.

Nov 19, 2009

იდუმალი დამთხვევები თუ ზეციური კანონზომიერება?!

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ძველთაგანვე დედამიწაზე მრავალი დამთხვევა არსებობს, ზოგს უბრალოდ სტატისტიკა ჰგონია, ზოგისთვის ეს მისტიკაა, ზოგი ამას მეცნიერულ ახსნას უძებნის. კვანტურ მექანიკაში აღმოცენდა ე. წ. "მრავალი სამყაროს" თეორია, რომელიც საინტერესოდ ხსნის ბევრ უცნაურ დამთხვევას თუ შემთხვევას. ეს თეორია ამბობს, რომ როდესაც ხდება მოვლენა, რომელსაც შეიძლება რამოდენიმე განსხვავებული შედეგი მოყვეს, მაშინ სამყარო იყოფა რამოდენიმე ნაწილად (სამყაროდ), რომლებიც ამ მოვლენის შესაძლო შედეგებს შეესაბამებიან. მარტივი მაგალითი ასეთია, ვთქვათ, ჰაერში ვაგდებთ მონეტას – ის ან ე. წ. "არიოლზე" დაჯდება ან "რეშკაზე". ამ მომენტში მთელი სამყარო იყოფა ორ პარალელურ სამყაროდ – აქედან ერთში ყველაფერი ისე ხდება, როგორც "არიოლის" მოსვლის შემთხვევაში, ხოლო მეორეში "რეშკის", თანაც ეს ორი სამყარო ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. სკეპტიკოსები ამ თეორიით ხსნიან მაგალითად, წინასწარმეტყველების ფენომენს, რაც არ უნდა ვიწინასწარმეტყველოთ, ყოველთვის იარსებებს მოვლენათა ისეთი განვითარების შესაბამისი სამყარო, სადაც ჩვენი წინასწარმეტყველება (ან სიზმარი) ახდება, თუმცა იქნება ბევრი ისეთიც, სადაც არ ახდება.

"ტიტანი და ტიტანიკი"

1898 წელს ინგლისში გამოიცა ვინმე მორგან რობერტსონის წიგნი, სათაურით "ტიტანის დაღუპვა, ანუ ამაოება" (მეორე სათაურით, მას "არარაობა" ჰქვია). ამ რომანის გამოქვეყნებას დიდი ხმაური არ მოჰყოლია, თუმცა, გამოცემიდან 14 წლის შემდეგ ეს რომანი სასწრაფოდ გადათარგმნეს რამდენიმე ენაზე და ბევრ ქვეყანაში საკმაოდ სარფიანად გაიყიდა. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ რომანში აღწერილი ამბავი რეალურად მოხდა და მსოფლიოში საკმაოდ დიდი სკანდალი გამოიწვია. მაშინ გაახსენდათ რობერტსონის რომანიც.
"ამაოება"-ში აღწერილი იყო ყველაზე მძლავრი და კომფორტული გემის ერთადერთი რეისი და საშინელი დაღუპვა...
რომანში უზარმაზარი სამგზავრო ლაინერი ინგლისის პორტიდან – საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ მიცურავს და ატლანტის ოკეანეში, აპრილის ცივ ღამეს აისბერგი ეჯახება. ხომალდზე მყოფი სამი ათასი ადამიანიდან თავს მხოლოდ მცირე ნაწილი შველის, დანარჩენი კი სამუდამო სამყოფელს გემთან ერთად ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჰპოვებს.
1912 წლის 14 აპრილს "ტიტანიკის" ჩაძირვის შემდეგ ყურადღება მიაქციეს, რომ რომანში დაღუპულ გემსაც თითქმის იდენტური სახელი ერქვა ("ტიტანი" და "ტიტანიკი"), მათი რეისიც იდენტური იყო – საუთჰემპტონი – ნიუ-იორკი. ორივეს, აპრილის ცივ ღამეს აისბერგი დაეჯახა და ორივე ჩაიძირა. თუმცა შემდგომი ფაქტები კიდევ უფრო გამაოგნებელი გახლდათ:
ლიტერატურული "ტიტანის" სიგრძე 243 მეტრი იყო, რეალური "ტიტანიკის" სიგრძე კი 252 მეტრი.
"ტიტანის" წონა 70 000, ხოლო "ტიტანიკის" კი 66 000 ტონა იყო.
მწერლის ფანტაზიით, "ტიტანზე" 3000 მგზავრი იყო, "ტიტანიკზე" 2224 მგზავრი.
წიგნში "ტიტანი" აისბერგს 25 კვანძის სიჩქარით დაეჯახა, რეალობაში "ტიტანიკის" აისბერგზე დაჯახების დროს სიჩქარე 23 კვანძი იყო.
"ტიტანზე" 24 მაშველი ნავი ჰქონდათ, "ტიტანიკზე" კი მხოლოდ ორით ნაკლები.
"ტიტანიკის" ჩაძირვის შემდეგ, რობერტსონმა განაცხადა, რომ წიგნს მასთან ერთად სხვა ავტორიც ჰყავდა და ის "ზეციური მწერალი" იყო, რომელიც სიუჟეტს ჰკარნახობდა, თუმცა მას არავინ დაუჯერა და ამ ამბავს "ფაქტების უბრალო დამთხვევა" დაარქვეს.

იტალიის მეფე და რესტორნის მეპატრონე

1900 წლის 28 ივლისს, იტალიის მეფე უმბერტო I ქვეყანაში მგზავრობისას ქალაქ მონზის რესტორანში ვახშმობდა. გამოირკვა, რომ რესტორნის მეპატრონე, რომელსაც ასევე უმბერტო ერქვა და მეფეს გარეგნულად ძალიან ჰგავდა, სწორედ მეფის დაბადების დღეს და იმავე ქალაქში დაიბადა.
გარდა ამისა, მეფესა და რესტორნის მეპატრონეს ქორწილი ერთი და იგივე დღეს ჰქონდათ, ხოლო მათ ცოლებს ერთი და იგივე სახელები ერქვათ. რესტორნის მეპატრონე უმბერტომ საკუთარი რესტორანი იმ დღეს გახსნა, როდესაც მეფეს თავზე გვირგვინი დაადგეს. ამ ყველაფრის გამო მეფემ და რესტორნის მეპატრონემ ბევრი იმხიარულეს. მეფემ სთხოვა რესტორნის მეპატრონეს, მეორე დღეს სასახლეში სწვეოდა, რაზეც რიგითი უმბერტო სიხარული დათანხმდა. თუმცა მეორე დილას რესტორნის მეპატრონეს თავს მძარცველები დაესხნენ და მოკლეს, რაც ცხადია მეფეს მოახსენეს. მეფემ ამ ფაქტის გამო სინანული გამოთქვა. ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ მეფეს ანარქისტმა რევოლუციონერმა რევოლვერიდან ესროლა და მეფე მოკლა.

ინგლისის დაზვერვა და კროსვორდი

1944 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო მძვინვარებდა, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ინგლისურ გაზეთში "დეილი ტელეგრაფი" ჩვეულებრივი კროსვორდი გამოქვეყნდა. ამ კროსვორდმა ბრიტანეთის დაზვერვა შოკში ჩააგდო.
საქმე იმაში იყო, რომ ამ კროსვორდის პასუხები ზედმიწევნით ემთხვეოდა მეორე მსოფლიო ომში ბრიტანელების მიერ ჩატარებული საომარი ოპერაციების დაშიფრულ სახელწოდებებს, მათ შორის რამოდენიმე დღეში ნორმანდიაში დაგეგმილი მოკავშირეთა ჯარების გადასხმის ოპერაციის კოდური სახელწოდებასაც.
კროსვორდის ავტორი, რომელიც სკოლის ერთი ჩვეულებრივი პედაგოგი აღმოჩნდა, სასწრაფოდ დააპატიმრეს. თუმცა გამოირკვა, რომ მასწავლებელს საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა და ეს კროსვორდიც მისი ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ. თუმცა ფაქტი იყო, რომ კროსვორდის პასუხები ბრიტანელების საომარი ოპერაციების კოდური სახელწოდებებისგან შედგებოდა.

ლონდონელი ძმების აღსასრული

1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იმავე ტაქსი, რომელმა ერთი წლის მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი.

ენტონი ჰოპკინსი

ამერიკელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი, რომელმაც როლი მიიღო ფილმში "ქალიშვილები პეტროვკიდან", ვერაფრით შეძლო რომანის შეძენა, რომლის მიხედვითაც იღებდნენ მიხედვითაც დაიწერა სცენარი. როდესაც მორიგი უშედეგო ცდის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, მეტროს ვაგონში, სკამზე დაინახა ზუსტად ეს წიგნი, რომლის ფურცლებზეც შენიშვნები ეწერა. ეს წიგნი და შენიშვნები ჰოპკინსს როლზე მუშაობისას ძალიან დაეხმარა. მაგრამ ისტორია ამით არ დამთავრებულა – გარკვეული დროს გასვლის შემდეგ, გადასაღებ მოედანზე მსახიობმა წიგნის ავტორი გაიცნო, რომელმაც საუბრისას შესჩივლა, რომ, მას ფილმის რეჟისორისთვის გამზადებული ჰქონდა საკუთარი წიგნი, ფურცლებზე საკუთარი შენიშვნებით, თუმცა მას ეს წიგნი მეტროს ვაგონში დარჩა.

რომის პაპის მაღვიძარა

1978 წლის 6 აგვისტოს 21 საათსა და 40 წუთზე ვატიკანის ერთ-ერთი სასახლეში მოულოდნელად დარეკა რომის პაპის პავლე VI-ის მაღვიძარამ. ეს საათი 55 წელი გამართულად მუშაობდა და რომის პაპს ძალიან უყვარდა, ამავე დროს მაღვიძარა მეორე დილის 6:00 საათზე იყო დაყენებული, მაგრამ საათმა სწორედ 21 საათსა და 40 წუთზე დარეკა, რადგან ამ დროს პაპი პავლე VI გარდაიცვალა.

აბრაამ ლინკოლნი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი

1. ლინკოლნი კონგრესში არჩეულ იქნა 1846 წელს, კენედი კონგრესში არჩეულ იქნა 1946 წელს. განსხვავება 100 წელი.
2. ლინკოლნი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1860 წლის შემოდგომით, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1861 წელს, კენედი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1960 წლის შემოდგომით, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1961 წელს. განსხვავება 100 წელი.
3. ორივე იბრძოდა აფროამერიკელთა უფლებებისთვის.
4. ორივე პრეზიდენტი მოკლეს მეუღლეების თანდასწრებით, უკანა მხრიდან, თავში სროლით.
5. ლინკოლნსაც და კენედისაც პრეზიდენტობისას და თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში გარდაეცვალად ბავშვი.
6. ლინკოლნს ესროლეს თეატრში, რომელსაც "ფორდი" ერქვა, კენედის ესროლეს მანქანაში, რომელსაც "ლინკოლნი" ერქვა და რომელიც ფირმა ფორდის მიერ იყო შექმნილი.
7. ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი, რომელმაც ლინკოლნი შეცვალა, 1808 წელს დაიბადა. ლუნდონ ჯონსონი, რომელმაც კენედი შეცვალა, 1908 წელს იყო დაბადებული. განსხვავება მათ შორისაც 100 წელი და ორივეს შემცვლელის გვარი ჯონსონი იყო და ორივე მათგანი იყო სამხრეთიდან.
8. ლინკოლნის მრჩეველი, გვარად კენედი ურჩევდა მას, არ წასულიყო მკვლელობის დღეს თეატრში, კენედის მრჩეველი, გვარად ლინკოლნი ასევე მოითხოვდა, გადაეტანათ კენედის დალასში გამგზავრება.
9. ლინკოლნის მკვლელი, ბუტი დაიბადა 1839 წელს (თუმცა მან საკუთარი საბუთები გააყალბა და ერთი წელი მოიმატა, რათა არასრულწლოვანს სამუშაო მიეღო), კენედის მკვლელი ოსვალდი დაიბადა 1939 წელს. განსხვავება 100 წელი.
10. ლინკოლნი მოკლეს თეატრში და მკვლელი იმალებოდა საკუჭნაოში, კენედი მოკლეს საკუჭნაოდან და მკვლელი თეატრში იმალებოდა.
11. ორივე მკვლელის სახელი ინგლისურად: ლი ჰარვი ოსვალდი და ჯონ ვილკერს ბოთი სამი სახელით არიან ცნობილნი. მათი სახელი და გვარები 15-15 ასოსაგან შედგება (John Wilkes Booth / Lee Harvey Oswald).
12. ორივეს მკვლელი სასამართლომდე მოკლეს.
13. სროლისას ლინკოლნის ასისტენტი დაიჭრა და თავი საწყობს შეაფარა, კენედის ასისტენტი დაიჭრა საწყობიდან სროლის დროს და თავი თეატრს შეაფარა.
14. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იმყოფებოდა ქ. მონროში, მერილენდში, კენედი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე იმყოფებოდა მერილინ მონროსთან.
15. ლინკოლნის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პოსტი დატოვა გვარად კენედი იყო, ხოლო კენედის შემთხვევაში იგივე თანამდებობაზე გვარად ლინკოლნი მუშაობდა.

შექსპირის გვარი ბიბლიაში

ინგლისში რიცხვი 46 საიდუმლო და მეტაფიზიკურ დატვირთვას ატარებს. ინგლისელები ამას ძალიან უბრალოდ ხსნიან – ფსალმუნების ინგლისურ თარგმანში 46-ე ფსალმუნის 46-ე სიტყვაა "shake" (შერყევა, შენჯღრევა), ხოლო ამავე ფსალმუნის ბოლოდან 46-ე სიტყვა კი არის "Spear" (შუბი). მათი შეერთებით მიიღება სიტყვა shakespear (შექსპირი). საქმე კი იმაშია, რომ 1610 წელს, როდესაც ეს თარგმანი შესრულდა შექსპირი 46 წლის იყო...

ვაგნერი და რიცხვი 13
რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა "ჯადოსნური მსროლელი", რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ვაგნერის ოპერა "ტანგეიზერი", რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ის კაპელმაისტერად მუშაობდა 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი, ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა.

ფროიდის ნუმეროლოგიური მანია

თავი რომ გავანებოთ, პითაგორას, ალბერტ დიდის, აგრიპას ნაშრომებს, ციფრების მიმართ გულგრილი თვით ფსიქოანალიზის "მამა" ზიგმუნდ ფროიდიც არ იყო. მას სჯეროდა, რომ 46 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა, რადგან მისი ტელეფონი სწორედ ამ რიცხვით ბოლოვდებოდა. როდესაც ფროიდმა ამ ასაკს გადააბიჯა, მაშინ გაუჩნდა რწმენა, რომ უკვე 51 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა. ეს იყო ჯამი 28-ისა და 23-ისა (მისი ვერსიით, "მამრული"და "მდედრული" ციფრები), თუმცა ფროიდმა ამ ასაკსაც გადააბიჯა. საბოლოოდ ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყელის კიბოთი დაიღუპა. ფაქტია, რომ ფროიდი უფრო წარმატებული ფსიქოლოგი იყო, ვიდრე ნუმეროლოგი.

რიცხვი 11 და ნიუ-იორკის ტერაქტი
New York City - 11 ასო
Afghanistan- 11 ასო
The Pentagon- 11 ასო
Ramsin Yuseb (ტერორისტი, რომელიც 1993 წელს სავაჭრო ცენტრის შენობის აფეთქებას შეეცადა) - 11 ასო
George W. Bush - 11 ასო
• ერაყის სატელეფონი კოდი 119 ციფრთა ჯამი = 11
• ნიუ-იორკი - აშშ-ს 11-ე შტატია.
• სავაჭრო ცენტრზე შეჯახებული პირველი თვითმფრინავის ნომერი - 11
• მეორე თვითმფრინავის მგზავრთა რიცხვი 65. ციფრთა ჯამი 6 + 5 = 11
• ტერაქტის დღე 11 სექტემბერი. 11.09 ციფრთა ჯამი 1 + 1 + 0 + 9 = 11
• 11 სექტემბერს თვითმფინავებში საერთოდ დაიღუპა 254 მგზავრი. ციფრთა ჯამი 2 + 5 + 4 = 11
• 11 სექტემბერი იყო წელიწადის 254 დღე. ციფრთა ჯამი ციფრთა ჯამი 2 + 5 + 4 = 11
• 11 სექტემბრიდან წლის ბოლომდე დარჩენილი იყო 111 დღე
• 11 სექტემბრიდან 911 დღეს შემდეგ ( 9 + 1 + 1 = 11), 11 მარტს მოხდა ევროპის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი (მადრიდის მეტროს აფეთქება).

Nov 12, 2009

რომელ სფეროში შეგიქმნით პრობლემებს სატურნი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

პერსონალურ ჰოროსკოპში უდიდესი მნიშვნელობა აქვს პლანეტა სატურნის განლაგებას, რადგან მიიჩნევა, რომ სატურნი ადამიანს გარკვეულ წინაღობებს უქმნის, რომელთა გადალახვით ადამიანს მნიშვნელოვან წარმატებებისკენ ეხსნება გზა. სატურნი "ბოროტ" პლანეტად ჯერ კიდევ ბაბილონსა და შუმერში მიიჩნეოდა. ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით ადვილად გაიგებთ თქვენი დაბადების მომენტში ზოდიაქოს რომელ ნიშანში იმყოფებოდა სატურნი და აქედან გამომდინარე რა წინაღობებს გიქმნით.



სატურნი – ვერძში: ამ დროს ადამიანს უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ლიდერის თვისებების გამოვლენა. თუმცა თუ შეძლო საკუთარ თავში დიპლომატიისა და ტაქტის გრძნობის "მოძებნა" და ამასთან წინდახედული და დაფიქრებული იქნება, მაშინ სერიოზულ წარმატებებს მიაღწევს. ის სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, თუმცა უჭირს რაიმე სახის სტრუქტურებში მუშაობა.

სატურნი – კუროში: მას უჭირს სტაბილურობის შენარჩუნება და ხშირად სასურველ მომენტში აგვიანებს. ზომაზე მეტად მესაკუთრეა და ამის გამო გარკვეული პრობლემები უჩნდება. აქვს მატერიალური ქონების დაკარგვის შიში. სასურველია მოთმინება და ორგანიზებული შრომა ისწავლოს და ამასთან ზედმეტად კონსერვატორი ნუ იქნება.

სატურნი – ტყუპებში: აქვს თავისუფლების დაკარგვის შიში და გარკვეული პრობლემები უჩნდება ურთიერთობებში. სიძნელეები უჩნებდა ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემაში. უნდა ისწავლოს ჭეშმარიტი და ყალბი ინფორმაციების ერთმანეთისგან გარჩევა. შეუძლია ერთდროულად ორ ან მეტ პროფესიაში ისაქმიანოს. უნდა ისწავლოს მოსმენა

სატურნი – კირჩხიბში: მას ხშირად უჭირს საკუთარი ოჯახის შექმნა ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მგრძნობიარეა და ფაქიზი დამოკიდებულება აქვს, რაც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, მის წარმოშობასთან, მშობლებთან. უნდა გააკონტროლოს საკუთარი გრძნობები და მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს.

სატურნი –ლომში: მას ძალიან უნდა გარშემომყოფებმა `შეამჩნიონ~, ქვეცნობიერად ითხოვს ყურადღებას. მისი შემოქმედებითი ენერგია ძნელად ვლინდება. ისწრფვის, რომ მიაღწიოს აღიარებას. ვერ იტანს რუტინს და ერთფეროვნებას. უნდა ისწავლოს. უნდა იყოს ღირსეულია და მოერიდოს მეწვრილამენობას და ამპარტავნებას.

სატურნი – ქალწულში: ქვეცნობიერად ერიდება ცხოვრებისეულ გამოცდებს, აქვს "უსარგებლობის" ან ავადმყოფობის შიში. ხშირად ხდება პედანტური და კრიტიკული. თუ ვინმეს რაიმეს დაპირდა, მაშინ ყველანაირად ცდილობს, მის შესრულებას. უნდა ისწავლოს ეკონომია და ხშირად მიმართოს იუმორს.

სატურნი – სასწორში: ეს არ არის ცუდი განლაგება, თუმცა არც თუ იშვიათად პრობლემები ჩნდება პარტნიორულ ურთიერთობებში. ადამიანის უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და ჰარმონიის მოპოვება. ამ ადამიანმა კამათის დროს ოპონენტების შეურაცხყოფისგან თავი უნდა შეიკავოს. უნდა ისწავლოს პარტნიორობაში პასუხისმგებლობის აღება.

სატურნი – მორიელში: ამ ადამიანს არ უყვარს საკუთარი გეგმების შეცვლა და ეს აღიზიანებს. შინაგანად სექსუალური და ვნებიანია, თუმცა გარეგნულად ეს არ ჩანს. მან უნდა გააკონტროლოს საკუთარი ემოციები და ვნებები, წინააღმდეგ შემთხვევში უსიამოვნებებში აღმოჩნდება. მან უნდა ისწავლოს წყენის დავიწყება და ყოველდღიურ ურთიერთობებში ნაკლებად მოღუშული უნდა იყოს.

სატურნი – მშვილდოსანში: მას საკუთარი რეპუტაცია ძალიან ადარდებს და ქვეცნობიერად ეშინია წარუმატებლობის. სასურველია, რომ წინასწარი დაპირებების გარეშე შეასრულოს ის, რასაც ფიქრობს. უნდა ისწავლოს მოთმინება და გამოიმუშავოს ტაქტის გრძნობა, ასევე უნდა იყოს კანონმორჩილი და თავი დაანებოს საკუთარი კანონების შექმნას.

სატურნი – თხის რქაში: სასიკეთო განლაგებაა. ამ დროს ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, დისციპლინირებული და ორგანიზებულია, თუმცა ცოტა ასკეტურია. ქვეცნობიერი შიში აქვს, რომ ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალებისთვის თავის გართმევას. სასურველია მეტად კომუნიკაბელური იყოს.

სატურნი – მერწყულში: ვერ იტანს თავისუფლების შეზღუდვას და ცდილობს საზოგადოებაში ყოფნას და შეუძლია კიდეც ადამიანები ერთი იდეის გარშემო გააერთიანოს. მიდრეკილია ორიგინალობისადმი. უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ნაკლებად ეგოცენტრული უნდა იყოს.

სატურნი – თევზებში: ქვეცნობიერად ეშინია ქაოსის, ილუზიის, ამიტომ სასურველია მეტად პრაქტიკული და რეალისტი იყოს. უნდა გახდეს მეტად კონკრეტული და ორგანიზებული. ნუ დაელოდება დროს, რადგან ეს წამგებიანია მისთვის. არ არის სასურველი ადამიანებს ბრმად ენდოს.

Nov 9, 2009

რა ასტროლოგიური შტრიხების ცოდნაა საჭირო აზარტული თამაშებისას

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ადამიანს აზარტი უხსოვარი დროიდან აქვს და პირველად ეს ალბათ ნადირობასას და საერთოდ საკვების მოპოვებაში ვლინდებოდა. შემდგომში ეს უკვე ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში იჩინა თავი (მაგალითად, სპორტული თამაშები, სამხედრო ვარჯიშები და ა. შ.). სხვათა შორის, პირველ ტოტალიზატორები ჯერ კიდევ ძველ რომში შეიქმნა და ფსონები გლადიატორთა ბრძოლებზე იდებოდა. საინტერესოა, რომ მეტაფიზიკაში მთელი რიგი პარამეტრებია, რომლებიც განაპირობებენ ადამიანის იღბლიანობის მომენტს (პირადი ჰოროსკოპი, ინტუიცია და ა. შ.) და თუ გაითვალისწინებთ ქვემოთ მოყვანილ პარამეტრებს, აზარტულ თამაშებში მოგების ალბათობა გარკვეულწილად გაიზრდება. მაშ ასე:

• სასურველია ადამიანმა ითამაშოს (ფსონი დადოს) იმ დღეს, რომელ დღესაც არის დაბადებული.
• არ არის სასურველი ფსონის დადება მთვარის პირველ (ახალმთვარეობას), მესამე, მეხუთე, მეშვიდე, მეთორმეტე, მეცამეტე, ოცდამეორე და ოცდამეცხრე დღეს.
• ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) სასურველია ფსონის დადება, როდესაც მთვარე მოძრაობს ამავე ზოდიაქოს ნიშნებში.
• მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა) სასურველია ფსონის დადება, როდესაც მთვარე მოძრაობს ამავე ზოდიაქოს ნიშნებში.
• ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის (ტყუპები, სასწორი, მერწყული) სასურველია ფსონის დადება, როდესაც მთვარე მოძრაობს ამავე ზოდიაქოს ნიშნებში.
• წყლის სტიქიის ნიშნებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) სასურველია ფსონის დადება, როდესაც მთვარე მოძრაობს ამავე ზოდიაქოს ნიშნებში.
• როდესაც მთვარე მოძრაობს ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებში, ამ დროს არ არის სასურველი ინტუიციურად ფსონის დადება. ამ დროს მხოლოდ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ.
• როდესაც მთვარე მოძრაობს მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებში, ამ დროს არ არის სასურველი სხვისი რჩევების გათვალისწინება. ნურც ზედმეტ ინფორმაციაში "გაიბნევით". დაკმაყოფილდით მცირე რაოდენობით და იმოქმედეთ მხოლოდ ლოგიკით.
• როდესაც მთვარე მოძრაობს ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებში, ამ დროს არ არის სასურველი ზედმეტი ლოგიკურობა და ზეზუსტი გათვლები. უფრო სასიკეთო იქნება სხვისი რჩევების გათვალისწინება და საჭირო ინფორმაციის მოპოვება, ასევე "ჯგუფური" ფსონებს დადება.
• როდესაც მთვარე მოძრაობს წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებში, ამ დროს არ არის სასურველი იმპულსურად და აჩქარებულად ფსონის გაკეთება. ამ დროს ყური უნდა მიუგდოთ საკუთარ ინტუიციასა და შინაგან ხმას, ასევე სერიოზულ ინფორმაციას იძლევა "ასოციაციური მოვლენები" (მაგალითად, სიზმრები).

P.შ. რასაკვირველია ინდივიდუალურ დონეზე ინფორმაცია უფრო ზუსტია და ის ეყრდნობა პიროვნების პერსონალურ ჰოროსკოპს, სადაც ვლინდება მისი იღბლიანობის მომენტი (ასტროლოგიაში მას "ფორტუნის წერტილს" უწოდებენ).

რა არის დჰარმა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

დჰარმა (სანსკ. დჰარმა "კანონი") ეს არის ცენტრალური ცნება ინდუიზმსდა ინდოეთის სხვა რელიგიებში, ღვთაებრივი კანონი, ბუნების კანონზომიერება, წეს-წყობილება, სამყაროს არსი. დჰარმა მარადიულია და მისი დარღვევა საწყისი ღვთიური სიკეთის დაკნინებას იწვევს. საინტერესო იქნება თუ გავეცნობით ზოგიერთს კანონს, რომლებსაც ინდოეთში (და არა მხოლოდ იქ) აქტიურად იცავენ და იყენებენ.

 გაცემული სიყვარული – მიღებულ სიყვარულს ნიშნავს.
 მადლიერების შეგრძნებას კეთილდღეობა მოაქვს.
 დაცემისას სულიერად იზრდებით.
 ლოცვა გაძლევთ სულიერ ენერგიას.
 შეუძლებელია იყო მარტოსული, როდესაც მარტოსულებს ეხმარები.
 სულიერი ჯანმრთელობის საზომი ეს არის მზადყოფნა ყველაფერი კარგი დაინახო.
 ენთუზიაზმი გადამდებია.
 თქვენ და თქვენს სიტყვას ერთი ფასი გაქვთ.
 თქვენ პოულობთ იმას, რასაც ეძებთ: სიკეთესა და ბოროტებას, პრობლემებსა და მის მოგვარების გზებს.
 ადამიანები თქვენსკენ ისწრაფვიან თქვენი მადლისა და არა წუწუნის გამო.
 ბედნიერება ეს ყოველთვის მეორადია - პირველადი სიყვარულია.
 თუ თქვენ არ იცით, ცხოვრებაში რისი მიღწევა გსურთ, მაშინ ვერაფერს მიაღწევთ.
 სწავლა არასდროს არ მთავრდება.
 მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამოცდილებაზე სწავლა - გამოცდილებამდე ისწავლო.
 ბედნიერება არა მატერიალურ, არამედ სულიერ სიმდიდრეშია.
 პროგრესი ცვლილებებს მოითხოვს.
 მატერიალური პროგრესისთვის მოხერხებული ხალხია საჭირო.
 სჯობს აქო, ვიდრე აკრიტიკო.
 ელოდეთ უკეთესს და თქვენი ოპტიზმი კარს სასიკეთო შესაძლებლობებს გაუღებს.
 საკუთარი თავის კონტროლი – წარმატების საწინდარია.
 თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი სამოთხე ან ჯოჯოხეთი.
 შფოთვა და ფაციფუცი არაფერს გვაძლევს, სამაგიეროდ ძვირფას დროს გვართმევს.
 სიხარული თვითრწმენას გვაძლევს, შური - მარტოობას.
 მორჩილება პროგრესის გზას გვიჩვენებს.
 შეუცნობელი შეცნობადია და შეცნობილზე გაცილებით დიდია.
 პატიება სასარგებლოა - გამცემისთვისაც და მიმღებისთვისაც.
 ნეგატიური სიტყვები ნეგატიურ შედეგებს გვაძლევს.
 თქვენ ირჩევთ იმ გზას, რომლითაც სიარული გსურთ.
 ჯანსაღი გონება ხელს უწყობს სხეულის სიჯანსაღეს და პირიქით.
 ყველას უნდა ჰქონდეს ცხოვრების ალტერნატიული გეგმა.
 იმისათის, რომ შეცვალო ცხოვრება, ამისთვის უნდა შეცვალო საკუთარი აზრები.
 ვინც იშვიათად უშვებს შეცდომებს - აღმოჩენებს იშვიათად აკეთებს.
 უბედურება შესაძლოა კურთხევის ნიშანიც კი იყოს.
 არაფერია საინტერესო, თუ დაინტერესებული არ ხარ.
 იმას იღებთ, რასაც გასცემთ.
 იფიქრეთ იმაზე, საით მიდიხართ და არა იმაზე, სად იყავით.
 ვინც სიკეთეს ქმნის - ის აყვავდება.
 თქვენი ოცნებები ახდება, როცა თქვენ მათ "გააქტიურებთ".
 კარგია იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იყო კარგი.