1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Nov 19, 2009

იდუმალი დამთხვევები თუ ზეციური კანონზომიერება?!

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ძველთაგანვე დედამიწაზე მრავალი დამთხვევა არსებობს, ზოგს უბრალოდ სტატისტიკა ჰგონია, ზოგისთვის ეს მისტიკაა, ზოგი ამას მეცნიერულ ახსნას უძებნის. კვანტურ მექანიკაში აღმოცენდა ე. წ. "მრავალი სამყაროს" თეორია, რომელიც საინტერესოდ ხსნის ბევრ უცნაურ დამთხვევას თუ შემთხვევას. ეს თეორია ამბობს, რომ როდესაც ხდება მოვლენა, რომელსაც შეიძლება რამოდენიმე განსხვავებული შედეგი მოყვეს, მაშინ სამყარო იყოფა რამოდენიმე ნაწილად (სამყაროდ), რომლებიც ამ მოვლენის შესაძლო შედეგებს შეესაბამებიან. მარტივი მაგალითი ასეთია, ვთქვათ, ჰაერში ვაგდებთ მონეტას – ის ან ე. წ. "არიოლზე" დაჯდება ან "რეშკაზე". ამ მომენტში მთელი სამყარო იყოფა ორ პარალელურ სამყაროდ – აქედან ერთში ყველაფერი ისე ხდება, როგორც "არიოლის" მოსვლის შემთხვევაში, ხოლო მეორეში "რეშკის", თანაც ეს ორი სამყარო ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. სკეპტიკოსები ამ თეორიით ხსნიან მაგალითად, წინასწარმეტყველების ფენომენს, რაც არ უნდა ვიწინასწარმეტყველოთ, ყოველთვის იარსებებს მოვლენათა ისეთი განვითარების შესაბამისი სამყარო, სადაც ჩვენი წინასწარმეტყველება (ან სიზმარი) ახდება, თუმცა იქნება ბევრი ისეთიც, სადაც არ ახდება.

"ტიტანი და ტიტანიკი"

1898 წელს ინგლისში გამოიცა ვინმე მორგან რობერტსონის წიგნი, სათაურით "ტიტანის დაღუპვა, ანუ ამაოება" (მეორე სათაურით, მას "არარაობა" ჰქვია). ამ რომანის გამოქვეყნებას დიდი ხმაური არ მოჰყოლია, თუმცა, გამოცემიდან 14 წლის შემდეგ ეს რომანი სასწრაფოდ გადათარგმნეს რამდენიმე ენაზე და ბევრ ქვეყანაში საკმაოდ სარფიანად გაიყიდა. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ რომანში აღწერილი ამბავი რეალურად მოხდა და მსოფლიოში საკმაოდ დიდი სკანდალი გამოიწვია. მაშინ გაახსენდათ რობერტსონის რომანიც.
"ამაოება"-ში აღწერილი იყო ყველაზე მძლავრი და კომფორტული გემის ერთადერთი რეისი და საშინელი დაღუპვა...
რომანში უზარმაზარი სამგზავრო ლაინერი ინგლისის პორტიდან – საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ მიცურავს და ატლანტის ოკეანეში, აპრილის ცივ ღამეს აისბერგი ეჯახება. ხომალდზე მყოფი სამი ათასი ადამიანიდან თავს მხოლოდ მცირე ნაწილი შველის, დანარჩენი კი სამუდამო სამყოფელს გემთან ერთად ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჰპოვებს.
1912 წლის 14 აპრილს "ტიტანიკის" ჩაძირვის შემდეგ ყურადღება მიაქციეს, რომ რომანში დაღუპულ გემსაც თითქმის იდენტური სახელი ერქვა ("ტიტანი" და "ტიტანიკი"), მათი რეისიც იდენტური იყო – საუთჰემპტონი – ნიუ-იორკი. ორივეს, აპრილის ცივ ღამეს აისბერგი დაეჯახა და ორივე ჩაიძირა. თუმცა შემდგომი ფაქტები კიდევ უფრო გამაოგნებელი გახლდათ:
ლიტერატურული "ტიტანის" სიგრძე 243 მეტრი იყო, რეალური "ტიტანიკის" სიგრძე კი 252 მეტრი.
"ტიტანის" წონა 70 000, ხოლო "ტიტანიკის" კი 66 000 ტონა იყო.
მწერლის ფანტაზიით, "ტიტანზე" 3000 მგზავრი იყო, "ტიტანიკზე" 2224 მგზავრი.
წიგნში "ტიტანი" აისბერგს 25 კვანძის სიჩქარით დაეჯახა, რეალობაში "ტიტანიკის" აისბერგზე დაჯახების დროს სიჩქარე 23 კვანძი იყო.
"ტიტანზე" 24 მაშველი ნავი ჰქონდათ, "ტიტანიკზე" კი მხოლოდ ორით ნაკლები.
"ტიტანიკის" ჩაძირვის შემდეგ, რობერტსონმა განაცხადა, რომ წიგნს მასთან ერთად სხვა ავტორიც ჰყავდა და ის "ზეციური მწერალი" იყო, რომელიც სიუჟეტს ჰკარნახობდა, თუმცა მას არავინ დაუჯერა და ამ ამბავს "ფაქტების უბრალო დამთხვევა" დაარქვეს.

იტალიის მეფე და რესტორნის მეპატრონე

1900 წლის 28 ივლისს, იტალიის მეფე უმბერტო I ქვეყანაში მგზავრობისას ქალაქ მონზის რესტორანში ვახშმობდა. გამოირკვა, რომ რესტორნის მეპატრონე, რომელსაც ასევე უმბერტო ერქვა და მეფეს გარეგნულად ძალიან ჰგავდა, სწორედ მეფის დაბადების დღეს და იმავე ქალაქში დაიბადა.
გარდა ამისა, მეფესა და რესტორნის მეპატრონეს ქორწილი ერთი და იგივე დღეს ჰქონდათ, ხოლო მათ ცოლებს ერთი და იგივე სახელები ერქვათ. რესტორნის მეპატრონე უმბერტომ საკუთარი რესტორანი იმ დღეს გახსნა, როდესაც მეფეს თავზე გვირგვინი დაადგეს. ამ ყველაფრის გამო მეფემ და რესტორნის მეპატრონემ ბევრი იმხიარულეს. მეფემ სთხოვა რესტორნის მეპატრონეს, მეორე დღეს სასახლეში სწვეოდა, რაზეც რიგითი უმბერტო სიხარული დათანხმდა. თუმცა მეორე დილას რესტორნის მეპატრონეს თავს მძარცველები დაესხნენ და მოკლეს, რაც ცხადია მეფეს მოახსენეს. მეფემ ამ ფაქტის გამო სინანული გამოთქვა. ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ მეფეს ანარქისტმა რევოლუციონერმა რევოლვერიდან ესროლა და მეფე მოკლა.

ინგლისის დაზვერვა და კროსვორდი

1944 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო მძვინვარებდა, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ინგლისურ გაზეთში "დეილი ტელეგრაფი" ჩვეულებრივი კროსვორდი გამოქვეყნდა. ამ კროსვორდმა ბრიტანეთის დაზვერვა შოკში ჩააგდო.
საქმე იმაში იყო, რომ ამ კროსვორდის პასუხები ზედმიწევნით ემთხვეოდა მეორე მსოფლიო ომში ბრიტანელების მიერ ჩატარებული საომარი ოპერაციების დაშიფრულ სახელწოდებებს, მათ შორის რამოდენიმე დღეში ნორმანდიაში დაგეგმილი მოკავშირეთა ჯარების გადასხმის ოპერაციის კოდური სახელწოდებასაც.
კროსვორდის ავტორი, რომელიც სკოლის ერთი ჩვეულებრივი პედაგოგი აღმოჩნდა, სასწრაფოდ დააპატიმრეს. თუმცა გამოირკვა, რომ მასწავლებელს საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა და ეს კროსვორდიც მისი ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ. თუმცა ფაქტი იყო, რომ კროსვორდის პასუხები ბრიტანელების საომარი ოპერაციების კოდური სახელწოდებებისგან შედგებოდა.

ლონდონელი ძმების აღსასრული

1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იმავე ტაქსი, რომელმა ერთი წლის მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი.

ენტონი ჰოპკინსი

ამერიკელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი, რომელმაც როლი მიიღო ფილმში "ქალიშვილები პეტროვკიდან", ვერაფრით შეძლო რომანის შეძენა, რომლის მიხედვითაც იღებდნენ მიხედვითაც დაიწერა სცენარი. როდესაც მორიგი უშედეგო ცდის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, მეტროს ვაგონში, სკამზე დაინახა ზუსტად ეს წიგნი, რომლის ფურცლებზეც შენიშვნები ეწერა. ეს წიგნი და შენიშვნები ჰოპკინსს როლზე მუშაობისას ძალიან დაეხმარა. მაგრამ ისტორია ამით არ დამთავრებულა – გარკვეული დროს გასვლის შემდეგ, გადასაღებ მოედანზე მსახიობმა წიგნის ავტორი გაიცნო, რომელმაც საუბრისას შესჩივლა, რომ, მას ფილმის რეჟისორისთვის გამზადებული ჰქონდა საკუთარი წიგნი, ფურცლებზე საკუთარი შენიშვნებით, თუმცა მას ეს წიგნი მეტროს ვაგონში დარჩა.

რომის პაპის მაღვიძარა

1978 წლის 6 აგვისტოს 21 საათსა და 40 წუთზე ვატიკანის ერთ-ერთი სასახლეში მოულოდნელად დარეკა რომის პაპის პავლე VI-ის მაღვიძარამ. ეს საათი 55 წელი გამართულად მუშაობდა და რომის პაპს ძალიან უყვარდა, ამავე დროს მაღვიძარა მეორე დილის 6:00 საათზე იყო დაყენებული, მაგრამ საათმა სწორედ 21 საათსა და 40 წუთზე დარეკა, რადგან ამ დროს პაპი პავლე VI გარდაიცვალა.

აბრაამ ლინკოლნი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი

1. ლინკოლნი კონგრესში არჩეულ იქნა 1846 წელს, კენედი კონგრესში არჩეულ იქნა 1946 წელს. განსხვავება 100 წელი.
2. ლინკოლნი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1860 წლის შემოდგომით, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1861 წელს, კენედი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1960 წლის შემოდგომით, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1961 წელს. განსხვავება 100 წელი.
3. ორივე იბრძოდა აფროამერიკელთა უფლებებისთვის.
4. ორივე პრეზიდენტი მოკლეს მეუღლეების თანდასწრებით, უკანა მხრიდან, თავში სროლით.
5. ლინკოლნსაც და კენედისაც პრეზიდენტობისას და თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში გარდაეცვალად ბავშვი.
6. ლინკოლნს ესროლეს თეატრში, რომელსაც "ფორდი" ერქვა, კენედის ესროლეს მანქანაში, რომელსაც "ლინკოლნი" ერქვა და რომელიც ფირმა ფორდის მიერ იყო შექმნილი.
7. ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი, რომელმაც ლინკოლნი შეცვალა, 1808 წელს დაიბადა. ლუნდონ ჯონსონი, რომელმაც კენედი შეცვალა, 1908 წელს იყო დაბადებული. განსხვავება მათ შორისაც 100 წელი და ორივეს შემცვლელის გვარი ჯონსონი იყო და ორივე მათგანი იყო სამხრეთიდან.
8. ლინკოლნის მრჩეველი, გვარად კენედი ურჩევდა მას, არ წასულიყო მკვლელობის დღეს თეატრში, კენედის მრჩეველი, გვარად ლინკოლნი ასევე მოითხოვდა, გადაეტანათ კენედის დალასში გამგზავრება.
9. ლინკოლნის მკვლელი, ბუტი დაიბადა 1839 წელს (თუმცა მან საკუთარი საბუთები გააყალბა და ერთი წელი მოიმატა, რათა არასრულწლოვანს სამუშაო მიეღო), კენედის მკვლელი ოსვალდი დაიბადა 1939 წელს. განსხვავება 100 წელი.
10. ლინკოლნი მოკლეს თეატრში და მკვლელი იმალებოდა საკუჭნაოში, კენედი მოკლეს საკუჭნაოდან და მკვლელი თეატრში იმალებოდა.
11. ორივე მკვლელის სახელი ინგლისურად: ლი ჰარვი ოსვალდი და ჯონ ვილკერს ბოთი სამი სახელით არიან ცნობილნი. მათი სახელი და გვარები 15-15 ასოსაგან შედგება (John Wilkes Booth / Lee Harvey Oswald).
12. ორივეს მკვლელი სასამართლომდე მოკლეს.
13. სროლისას ლინკოლნის ასისტენტი დაიჭრა და თავი საწყობს შეაფარა, კენედის ასისტენტი დაიჭრა საწყობიდან სროლის დროს და თავი თეატრს შეაფარა.
14. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იმყოფებოდა ქ. მონროში, მერილენდში, კენედი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე იმყოფებოდა მერილინ მონროსთან.
15. ლინკოლნის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პოსტი დატოვა გვარად კენედი იყო, ხოლო კენედის შემთხვევაში იგივე თანამდებობაზე გვარად ლინკოლნი მუშაობდა.

შექსპირის გვარი ბიბლიაში

ინგლისში რიცხვი 46 საიდუმლო და მეტაფიზიკურ დატვირთვას ატარებს. ინგლისელები ამას ძალიან უბრალოდ ხსნიან – ფსალმუნების ინგლისურ თარგმანში 46-ე ფსალმუნის 46-ე სიტყვაა "shake" (შერყევა, შენჯღრევა), ხოლო ამავე ფსალმუნის ბოლოდან 46-ე სიტყვა კი არის "Spear" (შუბი). მათი შეერთებით მიიღება სიტყვა shakespear (შექსპირი). საქმე კი იმაშია, რომ 1610 წელს, როდესაც ეს თარგმანი შესრულდა შექსპირი 46 წლის იყო...

ვაგნერი და რიცხვი 13
რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა "ჯადოსნური მსროლელი", რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ვაგნერის ოპერა "ტანგეიზერი", რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ის კაპელმაისტერად მუშაობდა 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი, ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა.

ფროიდის ნუმეროლოგიური მანია

თავი რომ გავანებოთ, პითაგორას, ალბერტ დიდის, აგრიპას ნაშრომებს, ციფრების მიმართ გულგრილი თვით ფსიქოანალიზის "მამა" ზიგმუნდ ფროიდიც არ იყო. მას სჯეროდა, რომ 46 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა, რადგან მისი ტელეფონი სწორედ ამ რიცხვით ბოლოვდებოდა. როდესაც ფროიდმა ამ ასაკს გადააბიჯა, მაშინ გაუჩნდა რწმენა, რომ უკვე 51 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა. ეს იყო ჯამი 28-ისა და 23-ისა (მისი ვერსიით, "მამრული"და "მდედრული" ციფრები), თუმცა ფროიდმა ამ ასაკსაც გადააბიჯა. საბოლოოდ ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყელის კიბოთი დაიღუპა. ფაქტია, რომ ფროიდი უფრო წარმატებული ფსიქოლოგი იყო, ვიდრე ნუმეროლოგი.

რიცხვი 11 და ნიუ-იორკის ტერაქტი
New York City - 11 ასო
Afghanistan- 11 ასო
The Pentagon- 11 ასო
Ramsin Yuseb (ტერორისტი, რომელიც 1993 წელს სავაჭრო ცენტრის შენობის აფეთქებას შეეცადა) - 11 ასო
George W. Bush - 11 ასო
• ერაყის სატელეფონი კოდი 119 ციფრთა ჯამი = 11
• ნიუ-იორკი - აშშ-ს 11-ე შტატია.
• სავაჭრო ცენტრზე შეჯახებული პირველი თვითმფრინავის ნომერი - 11
• მეორე თვითმფრინავის მგზავრთა რიცხვი 65. ციფრთა ჯამი 6 + 5 = 11
• ტერაქტის დღე 11 სექტემბერი. 11.09 ციფრთა ჯამი 1 + 1 + 0 + 9 = 11
• 11 სექტემბერს თვითმფინავებში საერთოდ დაიღუპა 254 მგზავრი. ციფრთა ჯამი 2 + 5 + 4 = 11
• 11 სექტემბერი იყო წელიწადის 254 დღე. ციფრთა ჯამი ციფრთა ჯამი 2 + 5 + 4 = 11
• 11 სექტემბრიდან წლის ბოლომდე დარჩენილი იყო 111 დღე
• 11 სექტემბრიდან 911 დღეს შემდეგ ( 9 + 1 + 1 = 11), 11 მარტს მოხდა ევროპის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი (მადრიდის მეტროს აფეთქება).

No comments:

Post a Comment