1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექტიური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი (ასევე ნებისმიერი პრობლემის ასტროლოგიური ანალიზი და პროგნოზი).
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით -
საბანკო ანგარიშზე, ან შემდეგი გადარიცხვის სისტემებით: Western Union, Anelik, MoneyGram, Unistream, Contact.
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Nov 9, 2009

როგორ მოქმედებს ადამიანთა ფსიქიკაზე ფსიქოტრონული იარაღი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


მასობრივი ზემოქმედების იარაღის შექმნა არახალია და მას ფესვები XIX საუკუნეში უდევს. პირველი მასობრივი ზემოქმედების იარაღის იდეა ჩამოაყალიბა და შემდგომში უკვე ამ იარაღის შექმნაზე მუშაობდა ცნობილი სერბი მეცნიერი, ინჟინერ-ელექტრიკოსი, ინჟინერ-მექანიკოსი, ელექტრობის, ცვალებადი დენის, მაგნეტიზმის, მაგნიტური ველის, რადიოკავშირის შექმნელი ნიკოლა ტესლა.

ნიკოლო ტესლას (1856-1943) ტყუილად არ უწოდეს "XX საუკუნის ყველაზე დიდი მეცნიერი" და "მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი" ეს იყო ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. გარდა მისი მრავალი გამოგონებისა, მას ასევე სწამებდნენ ისეთ მოვლენების "ავტორობას", როგორებიცაა სან-ფრანცისკოს მიწისძვრა (1906 წელი) და ტუნგუსუკის მეტეორის ჩამოვარდნა (1908 წელი). ამერიკული სააგენტო "DARPA" 1958 წელს შეეცადა ტესლას პროექტზე "საქანელა" (ინგლ. Seesaw) შეექმნა ლეგენდარული იარაღი "სიკვდილის სხივი". ცნობილია, რომ ტესლა არქიმედეს ნაშრომებზე დაყრდნობით მუშაობდა ამ ზესაიდუმლო იარაღის რამოდენიმე ტიპის და მათ შორის ფსიქოტრონული იარაღის შექმნაზე (არქიმედემ 212 წელს ჩვ. წ. აღ-მდე მზის შუქით მიღებული ენერგიით რომაული ფლოტი მთლიანად დაწვა). თუმცა არასასურველი შედეგისა და გაზრდილი ბიუჯეტის გამო სააგენტომ პროექტი დახურა. პირდაპირ, რომ ვთქვათ, მათ ტესლას ჩანაწერებს თავი და ბოლო ვერ გაუგეს.
ფართო მასებზე ზემოქმედების იარაღის შექმნაზე წამყვან ქვეყნების გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში შემდგომაც ბევრს მუშაობდნენ, აქ რა თქმა აშშ და საბჭოთა კავშირი გამოირჩეოდნენ. მაგალითად ვირჯინიის უნივერსიტეტის (აშშ) ფსიქოლოგი ჯონათან ჰაიდი თვლიდა, რომ ფართო მასების პროვოცირებას ემოციური რეაქციები იწვევდა, ამიტომ, უნდა შექმნილიყო იარაღი, რომელიც ხალხის ემოციურ განწყობაზე იმოქმედებდა.
ნიდერლანდების კვლევით ცენტრში ცდილობდნენ გამოკვლიათ ადამიანის ტვინის აქტიური რეაქციები და ექსპერიმენტები სწორედ ამ კუთხით მიდიოდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ნეიროფიზიოლოგი მარკ იაკობონი სხვა ადამიანების გრძნობებსა და ემოციებზე ზემოქმედება განსაკუთრებული ნერვული უჯრედების მეშვეობით ხდება, რომლებიც ადამიანის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროშია განთავსებული.
მასობრივი ზემოქმედების იარაღის ერთ-ერთი სახე გახდა ე. წ. 25-ე კადრი (სუბლიმინალური რეკლამა) - ცნობიერსა და ქვეცნობიერზე ზემოქმედების ერთგვარი ხერხი. ამ ხერხის არსი შემდეგში მდგომარეობს, ადამიანის მხედველობითი ნერვები წამში ოცდაოთხ კადრს აღიქვამენ (განასხვავებენ), სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ კადრი 1/24 წამზე ნაკლებს გრძელდება, მას ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს, თუმცა ქვეცნობიერად ადამიანი ამ კადრს "ხედავს".
25-ე კადრის ეფექტი პირველად 1957 წელს ჯეიმს ვაიკერმა დაამტკიცა, როდესაც ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ კინოთეატრში ჩვეულებრივი კინოსეანსის დროს (უჩვენებდნენ თრილერს "პიკნიკი"), დამატებითი პროექტორის დახმარებით ვაიკერმა ფარული რეკლამა გაუშვა, რომელიც ასე ჟღერდა: "კოკა-კოლა", "ეძებეთ პოპ-კორნი". ფილმის დასრულების შემდეგ კინოთეატრის ბუფეტში კოკა-კოლას გაყიდვამ 17, ხოლო პოპ-კორნის გაყიდვამ 50 პროცენტით მოიმატა.
ამ ექსპერიმენტებმა (ვაიკერმა შემდგომში გააგრძელა კინოთეატრებში ფარული რეკლამის გაშვება და დააპატენტა კიდეც) ბევრი მითის შექმნას შეუწყო ხელი და საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია. 1957 წელს ნორმან კაზინისმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ 25-ე კადრის ეფექტი შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო არა მხოლოდ რეკლამის სახით, არამედ რაიმე იდეის პროპაგანდისთვის.
1990-იან წლებში პოსტ-საბჭოთა სივრცეში ტელევიზიებმა უხვად დაიწყეს დაიწყეს 25-ე კადრის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ კანონით აკრძალა მისი გამოყენება (მაგალითად, რუსეთში).
შემდგომში აღმოჩნდა, რომ ამ ხერხს იყენებდნენ არა მხოლოდ სატელევიოზო გადაცემები, არამედ გამოიყენებოდა საბავშვო მულტფილმებშიც კი (მაგალითად, პოპულარული ანიმე-სერიალი "პოკემონი").
თავის დროზე საკმაოდ დიდი სკანდალი გამოიწვია, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, თუმცა ეს იყო არა მიკროფონი, არამედ ანტენა(?!). სპეციალისტები ანტენის გამოკვლევის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს პრეზიდენტზე ფსიქოტრონული ზემოქმედების იარაღი იყო.
1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთში ყოფილმა სამხედრომ და ჰინოტიზიორმა ივან კაჩალინმა დაარეგისტრირა აპარატი "რადიოჰიპნოზი", რომელიც ჰიპერმაღალ სიხშირეზე (300-3000 გჰც) მუშაობდა და სუბმილიმეტრულ ტალღებს შეესაბამებოდა (უნდა აღინიშნოს, რომ კაჩალინი მოგვიანებით, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა).
2004 წელს აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ექსპერტებმა მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტის არჩევნების წინაპერიოდში, საჯარო გამოსვლაში, რომელიც სამედიცინო რეფორმას ეხებოდა, 25-ე კადრის ეფექტი გამოიყენებოდა.
ცნობილია, რომ ფსიქოტრონული იარაღის სხვა და სხვა ტიპი არსებობს, თუმცა მიუხედავად მისი ტიპისა და სიმძლავრისა, მისი გამოყენება ანგრევს ადამიანების ფსიქიკასა და ქვეცნობიერს, ადამიანში იწვევს ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ რეგრესს.

No comments:

Post a Comment