1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Feb 28, 2009

ფენ-შუი და აკვარიუმი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ფენ-შუი, აკვარიუმი და "ოქროს" თევზები

ჩინური ტრადიციებით წყალი სიმბოლურად უკავშირდება სიცოცხლესა და სიმდიდრეს, ამიტომ, სახლში სასურველია აკვარიუმი გვქონდეს. აკვარიუმის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეფორმა ნეგატიური. ყველაზე პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელი მრგვალი (ან მომრგვალებული ფორმების) აკვარიუმია, თუმცა კუთხეებიანიც საკმაოდ დადებით ენერგიას ატარებს. არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს წყლისა და თევზების რაოდენობას. წყალი სასურველია ერთ თევზზე ცხრა ლიტრი, თვითონ თევზები კი კენტი იყოს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თევზი უძველესი დროიდან უდიდეს სიმბოლოდ ითვლება არა მარტო აღმოსავლურ, არამედ დასავლურ სამყაროშიც. თევზ(ებ)ი ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანიც არის და გარდა ამისა, ის როგორც რაიმე საიდუმლოს მიმანიშნებელი ბიბლიაშიც არა ერთხელ გვხვდება. ასე რომ, თევზს როგორც მეტაფიზიკურ, ისე ენერგეტიკულ ასპექტში უდიდესი დატვირთვა გააჩნია.
ფენ-შუის მიხედვით აკვარიუმის განთავსება სასურველია სახლის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის არ შეიძლება განთავსდეს სახლის შემოსასვლელსა ან მისაღებში (რასაკვირველია თუ სახლის ფართობი ამის საშუალებას იძლევა), ამ დროს ფინანსური გასავლები გაიზრდება. ასევე არ შეიძლება აკვარიუმის დადგმა ორ კარს შუა, ეს ნეგატიურ ენერგიას გააძლიერებს.
სასურველია რომ თევზებისთვის ჟანგბადის მიწოდება ოქროსფერი აერატორით ხდებოდეს, ამასთან აკვარიუმის ფსკერზე ქვებთან, ნიჟარებთან და წყალმცენარეებთან ერთად, განთავსეთ ოქროსფერო მონეტა ან ბრწყინავი მრგვალი საგანი.
მათ დასამშვიდებლად კი, ვისაც აკვარიუმის ყიდვის საშუალება არ გააჩნია და არც მცირე ფართობი აძლევთ საშუალებას, რომ სახლი ფენ-შუის მიხედვით მოაწყონ, ერთ ძველ ჩინურ იგავს მოვყვები:

"გზაზე მიმავალ ჩინელ ბრძენს წყალი მოსწყურდა. ერთ-ერთ ღარიბულ ქოხთან შეჩერდა და იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცს წყალი სთხოვა. ახალგაზრდამ გატეხილი ფიალით წყალი გამოუტანა, რომელშიც ჩალის ღერო იდო. ბრძენმა ჩალის ღეროთი წყალი წვალებით დალია და ახალგაზრდას უთხრა:
_ რახან წყალი დამალევინე, მე შენ ფენ-შუის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, თუ როგორ მოაწყო შენი სახლი, რომ გამდიდრდე.
ბრძენმა ახალგაზრდას საიდუმლო გაანდო და გზა გააგრძელა. ერთი წლის შემდეგ მოხუცი ბრძენი ისევ მოხვდა იმ ადგილას და ღარიბული ქოხის ნაცვლად განათებული სასახლე იხილა. სასახლის კართან კი ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იდგა.
_ გამარჯობა, - უთხრა ბრძენმა ახალგაზრდას: - ვხედავ, რომ გამდიდრებულხარ.
- ოოო, ეს თქვენ ხართ, - გაიბადრა ახალგაზრდა: - თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორ მასწავლეთ და როგორც ხედავთ გავმდიდრდი, ცოლი შევირთე, მემკვიდრეც მეყოლა და საერთოდ ჩემი საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალა.
ბრძენი შეცბუნდა:
- კი, მაგრამ მე ხომ ყველაფერი უკუღმა გასწავლე, რადგან წყალი გატეხილი ფიალით გამომიტანე, თანაც შიგ ჩალის ღერო იდო, რომლითაც ძლივს დავლიე წყალი.
ახალგაზრდამ გაიღიმა:
- მე წყალი იმ ჭურჭლით გამოგიტანეთ, რაც გამაჩნდა. ჩალის ღერო კი იმიტომ ჩავდე, რომ წყალი ძალიან ცივი იყო და ნელ-ნელა დაგელიათ, რათა ყელი არ გაგციებოდათ".

ასე რომ, თქვენგან გაცემულ სიკეთეს, თუნდაც ის სხვა ადამიანებმა ვერ დაინახონ და დააფასონ, აუცილებლად დააფასებს კოსმოსი და სანაცვლოდ იგივეს მოგაგებთ.

Feb 27, 2009

ჯეინ დიქსონი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

წინასწარმეტყველი ქალი – რუზველტის კონსულტანტი

ცნობილი ამერიკელი ქირომანტი, მედიუმი და წინასწარმეტყველი-ქალი ჯეინ დიქსონი (ნამდვილი გვარია პინკერტი) დაიბადა 1918 წლის 3 იანვარს, ვისკონის შტატი, ქალაქ მედვორდში (აშშ). ის ჯერ კიდევ პატარა იყო, რომ მისი ოჯახი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. ჯეინის წინასწამეტყველების ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოვლინა - მან დედას სთხოვა მიეცა "შავი წერილით" თამაშის უფლება, ხოლო დედის შეკითხვაზე "რა წერილზე იყო საუბარი ან სად იყო ეს წერილი", ჯეინმა უპასუხა: "ხვალ მივიღებთ". მეორე დღეს ჯეინის დედამ ქმრის გარდაცვალების ცნობა მიიღო...
1939 წელს ჯეინ დიქსონი გათხოვდა და საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა. ამ პერიოდისთვის ის უკვე სახელმოხვეჭილი წინასწარმეტყველი იყო. ის ოფიციალურად მუშაობდა "თეთრ სახლში" – ის ფრანკლინ დელანო რუზველტის კონსულტანტი იყო. თუმცა დიქსონი პრეზიდენტს სულ ორჯერ შეხვდა 1944 წლის ნოემბერსა და 1945 წლის იანვარში. საყოველთაოდ ცნობილია, მეორე შეხვედრა, სადაც დიქსონმა პრეზიდენტი მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ გააფთხილა და სთხოვა შვებულებაში გასულიყო, თუმცა მაშინ რუზველტის პასუხი იყო, "მე დაწყებული უნდა დავასრულო", რაზეც წინასწარმეტყველა უპასუხა: `"ვწუხვარ, მაგრამ ამას თქვენს მაგივრად სხვა გააკეთებს". ამ ამბიდან ზუსტად სამ თვეში რუზველტი ტვინში სისხლის გაჟონვით გარდაიცვალა, ხოლო გერმანიაზე საბოლოო გამარჯვება ამერიკელი ხალხის სახელით ჰარი ტრუმენმა იზეიმა. სხვათა შორის, მისი ტალანტი განსაკუთრებით გამოიყენეს II მსოფლიო ომში (როგორც ცნობილია, წინასწარმეტყველების, ასტროლოგები და ტელეპატების დახმარებით სარგებლობდნენ ჰიტლერი, ჩერჩილი და სტალინიც).
მან იწინასწარმეტყველა:
უინტსონ ჩერჩილის დამარცხება 1945 წლის არჩევნებში,
• ჰარი ტრუმენის, დუაიტ ეინზეჰაუერის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის, რიჩარდ ნიქსონისა და რეიგანის პრეზიდენტობა (თუმცა, მან ფორდისა და კარტერის პრეზიდენტობის დროს მან წინასწარმეტყველების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა);
• მერლინ მონროს თვითმკვლელობა;
• სტალინის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვის "მოსვლა" (დიქსონმა მას "აგრესიული წითელი ტურა" უწოდა);
• მოხანდასუ "მაჰათმა" განდის მკვლელობის ზუსტი თარიღი;
• რობერტ და ჯონ კენედების მკვლელობები;
• მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა და ამის ნიადაგზე დაწყებული არეულობა;
• ჟაკლინ კენედისა და არისტოტელ ონასისის შეუღლება;
• ამერიკელი ასტრონავტების დაღუპვა და კიდევ სხვა ბევრი მოვლენა.
აქედან ყველაზე სკანდალური იყო 1956 წლის მაისში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველა: "1960 წლის გაიმარჯვებს ახალგაზრდა ცისფერთვალება მამაკაცი, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოკლავენ. მას მოკლავს მამაკაცი რომლის სახელი იწყება ან ასო "ო" ან "ქ" (ინგლისურში ეს ასოები ერთმანეთს ძალიან ჰგავს – O – Q). მართლაც კენედის მკველის სახელი იყო – ოსვალდი. ეს იმდენად ზუსტი წინასწარმეტყველება იყო, რომ შედგომში პოლიტოლოგები გაკვირვებულები იყვნენ, თუ რატომ არ მიაქცია ამ ფაქტს კენედიმ ყურადღება.
თუმცა მისი წინასწარმეტყველებების გამო ზოგიერთი ადამიანი კომიკურ სიტუაციაშიც ვარდებოდა, მაგალითად, II მსოფლიო ომის შემდგომ, დიქსონმა ერთ-ერთ ინდოელ პოლიტიკოსს მისი ქვეყნის დაშლა უწინასწარმეტყველა. პოლიტიკოსმა თავი ვერ შეიკავა და თქვა: "ეს თუ მოხდება, მკვდარ ყვავს შევჭამ". თუმცა წინასწარმეტყველა ასრულდა – დაახლოებით ორი წლის შემდეგ ინდოეთს მუსულმანური ნაწილი გამოეყო და პაკისტანი ეწოდა.
მოხდა ასეთი ფაქტიც, ფორტ-მაიერში, ერთ-ერთი ფეშენებელურ რესტორანში ლატარეის გათამაშება მიმდინარეობდა. მთავარი პრიზი ავტომანქანა "ლინკოლნი" იყო. მას სთხოვეს ლატარეის ბილეთებიდან გამოეცნო მომგებიანი ბილეთი (გამოცნობის შემთხვევაში მანქანა რასაკვირველია მას დარჩებოდა). დიქსონმა თვალები დახუჭა, ერთ-ერთი ბილეთი აიღო და თქვა: "მანქანას ეს ბილეთი იგებს". გათამაშების შემდეგ მომგებიანი ბილეთი წინაწარმეტყველის აღმოჩნდა.
P.S. სხვათაშორის ჯეინ დიქსონმა იწინასწარმეტყველა ანტიქრისტეს დაბადებაც – მისი სიტყვებით, იგი სამყაროს 1962 წლის 5 თებერვალს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოევლინა.

ადოლფ დე ბაროლი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ქირომანტი, რომელმაც დიუმას საქვეყნო დიდება და ფინანსური კრახი უწინასწარმეტყველა

ფრანგი ქირომანტი ადოლფ დე ბაროლი არიზში, 1804 წელს დაიბადა. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მან უმაღლესი განათლების მიღება გადაწყვიტა, ამიტომ ცოდნის ამაღლებას პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ცდილობდა. პარალელურად ის მუშაობდა საავადმყოფოში, ექიმის თანაშემწედ. 1820-იანი წლების ბოლოს მას ხელში ჩაუვარდა ცნობილი ფრანგი ოკულტისტის კაზიმირ სტანისლავ დარპანტინის მიერ ანტიკური ბერძნულიდან თარგმნილი ტრაქტატი ქირომანტიის შესახებ. ამ წიგნმა დე ბაროლზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მან მოძებნა პარიზში მცხოვრები დარპანტინი და მოწაფედ აყვანა სთხოვა. დებაროლმა მედიცინის მაგივრად ქირომანტიის შესწავლა დაიწყო...
დარპანტინი საკმაოდ განსწავლული ადამიანი იყო – მან არა მარტო ბრწყინვალედ იცოდა ქირომანტია, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ფიზიოგნომიკა და ჰიპნოზი, არამედ სამხედრო საქმე (ის არმიის კაპიტანი იყო), მედიცინა, ქიმია, რიტორიკა, მუსიკა, ხატვა და უცხო ენები. მას პარიზში საკმაოდ დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და მეგობრობდა ცნობილ ფრანგ დიპლომატთან შარლ მორის ტალეირთან. (სხვათა შორის, როდესაც ტალეირანი ინგლისში ელჩად დანიშნეს, მას დარპანტინმა უარის თქმა ურჩია, რადგან ტალეირანის ხელზე კარიერის სამარცხვინო დასასრული "დაინახა". ტალეირანი ელჩად მაინც გაემგზავრა და... რამოდენიმე წლის შემდეგ ის საკმაოდ სერიოზულ ინტრიგებში გაეხვა, ამის ნიადაგზე თანამდებობა დატოვა და მალე გარდაიცვალა კიდეც).
დე ბაროლი საკმაოდ ნიჭიერი მოწაფე გამოდგა, რადგან მან აითვისა, არა მარტო ქირომანტია, არამედ კაბალა, ფიზიოგნომიკა და გრაფოლოგია. მას ნაწერის მიხედვით შეეძლო აღეწერა არა მარტო ადამიანის ხასიათი, არამედ ადამიანის გარეგნობაც კი, ამის გამო დე ბაროლს დასახმარებლად ხშირად პოლიციიდანაც აკითხავდნენ ხოლმე. დე ბაროლის აღიარებას პარალელურად უსიამოვნებაც მოჰყვა – რის ნიადაგზე უცნობია, მაგრამ მას პარიზის დატოვება მოუწია (ერთი ვერსიით მას პრობლემები გაუჩნდა დამნაშვეთა სამყაროსთან, ხოლო მეორე ვერსიით კი მას ქირომანტიისა და საერთოდ ოკულტიზმის პოპულარიზაციაში დასდეს ბრალი).
1830-იანი წლების ბოლოს ადოლფ დე ბაროლი ისევ პარიზში დაბრუნდა. ამ პერიოდიდან მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამ დროს ის წვეულებაზე შეხვდა ჯერ კიდევ უცნობ მწერალს, თუმცა უკვე ცნობილ მექალთანეს ალექსანდრე დიუმას. დე ბაროლმა დიუმას მწერლობაში საქვეყნო დიდება უწინასწარმეტყველა, თუმცა დაამატა, რომ ის კატეგორიულად უნდა მორიდებოდა ფინანსურ ოპერაციებსა და უკანონო სასიყვარულო კავშირებს. აღსანიშნავია, რომ დიუმამ წინასწარმეტყველების პირველი, "ლიტერატურული" ნაწილი დაიჯერა, რადგან, მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა პირველი პიესა "ანრი III და მისი კარი", რომელმაც სერიოზული წარმატება მოუტანა. თუმცა, მას ყველაფერი აუხდა – უკანონო სასიყვარულო კავშირებისგან ეყოლა სამი უკანონო შვილი (ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრე დიუმა-უმცროსი), ხოლო 1950-იან წლებში გაკოტრდა და იძულებული შეიქმნა კრედიტორებს პარიზიდან გაქცეოდა, იგი ჯერ ბელგიაში, შემდეგ რუსეთში იმყოფებოდა (ამ დროს იმყოფებოდა თბილისშიც). დე ბაროლს აკითხავდნენ როგორც უცნობი, ისე ცნობილი ადამიანები. მასზე ჩანაწერები აქვთ გაკეთებული ალექსანდრე დიუმას, კომპოზიტორ შარლ გუნოს, პოეტ ალფონს დე ლამარტინსა და სხვებს.
გუნოს დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა და სიკვდილის შიში ჰქონდა. დე ბაროლმა გუნოს მისივე ხელისგულისა და სახის ნაკვთების დახმარებით ფსიქიკური აშლილობის დაძლევა ისევე და ისევ შრომით ურჩია, ხოლო სიცოცხლის ბოლოს დიდების მოხვეჭა უწინასწარმეტყველა. გუნომ მართლაც გადალახა კრიზისი და დაწერა ოპერა "ფაუსტი", რომელმაც მას უდიდესი წარმატება მოუტანა.
ერთხელ დე ბაროლს ინკოგნიტოდ ხელიგულის ანაბეჭდი მიუტანეს. მან დაწვრილებით აღწერა ხელის პატრონის ხასიათი, შესაძლებლობები და სოციალური მდგომარეობაც კი. რამოდენიმე ხნის შემდეგ დე ბაროლი შვედეთის მეფის ოსკარ I-ის კარზე გამოიძახეს და ორდენით დააჯილდოვეს... ხელიგულის ანაბეჭდის პატრონი თვით შვედეთის მეფე აღმოჩნდა.

"დიდი აფეთქება"

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

სამყარო, რომელიც "დიდ აფეთქებამდე" არსებობდა

პენსილვანიის (აშშ) გრავიტაციული ფიზიკისა და გეომეტრიის უნივერსიტეტის ფიზიკოს-თეორიტიკოსი დოქტორი მარტინ ბოდჯოვალდი ამტკიცებს, რომ მან (პროფესორ ნილ აშკეტართან ერთად) შექმნა იმ სამყაროს მათემატიკური მოდელი, რომელიც არსებობდა ე. წ. "დიდ აფეთქებამდე" (თუმცა მის თეორიასა და მოდელის სიზუსტეს არ იზიარებს ზოგიერთი ფიზიკოსი და ასტრონომი). ამ თეორიას პირობითად "მარყუჟისებრ კვანტურ კოსმოლოგიას" უწოდებენ. ეს თეორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა და საყოველთაოდ მიღებულ "დიდი აფეთქების" თეორიას რამდენადმე ეწინააღმდეგება, რადგან ამ უკანასკნელის ათვლის წერტილი სწორედ "დიდი აფეთქებაა" (განსხვავებით "მარყუჟისებრი კვანტური კოსმოლოგიისა", რომელიც კიდევ უფრო ადრინდელი სამყაროს თეორიაა).
2007 წლის დასაწყისში ფიზიკოსების ჯგუფმა პროფესორ ნილ აშკეტარის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები და შექმნილი მოდელის საბოლოო ვარიანტი გამოაქვეყნეს, რომლებმაც მეცნიერთა წრეში საკმაოდ გამოხმაურება გამოიწვია. როგორც უკვე ვთქვით ამ თეორიას მოწინააღმდეგეები მაშინვე გამოუჩნდნენ, თუმცა არიან მომხრეებიც, რომლებიც თვლიან, რომ "დიდი აფეთქება "არაფრიდან" არ მოხდებოდა".

ტრიტონი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ტრიტონის ათვისების ახალი გეგმა

ამერიკელებმა შეიმუშავეს ნეპტუნის თანამგზავრის - ტრიტონის ათვისების ახალი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ თანამგზავრის ორბიტის შესწავლას. ტრიტონი მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ამავე დროს რეტროგრადული თანამგზავრია. ("რეტროგრადული" უკანმოძრავს ნიშნავს, ანუ ის ნეპტუნის მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს ბრუნავს).
ასეთი ორბიტა ყოველთვის უდიდესი გრავიტაციული მიზიდულობით გამოირჩევა. თუმცა, ამ მიზიდულობის რაობა ჯერ-ჯერობით შესწავლილი არ არის. ამიტომ, კალიფორნიის კოსმოსური ინსტიტუტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, უკეთესად შეისწავლონ ამ თანამგზავრის ორბიტა და მიზიდულობის ძალა, რადგან მას შეუძლია ნეპტუნს (ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ მზის სისტემას) გარკვეული პრობლემები შეუქმნას.

გრაფი სენ-ჟერმენი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

გრაფი სენ-ჟერმენი - ადამიანი არსაიდან

გრაფი სენ-ჟერმენი XVIII საუკუნის ევროპაში "არსაიდან" გამოჩნდა, ევროპას საკუთარი "ანაბეჭდი" დაუტოვა და ასევე "არსაით" გაემგზავრა. ეს იყო აბსოლუტურად გამოუცნობი და იდუმალი ადამიანი, რომელიც უაქცენტოდ საუბრობდა თითქმის ევროპულ ენაზე (და არა მარტო ევროპულ ენებზე), ჰქონდა ბრწყინვალე განათლება და შეეძლო ყველა საქმის უცდომელად კეთება (ვიოლინოზე ვირტუოზულად დაკვრა) და გასამრჯელოს არავისგან არასდროს იღებდა (თვით მონარქებისგანაც კი). თუმცა, ის უფრო ცნობილია როგორც ალქიმიკოსი, ასტროლოგი და წინასწარმეტყველი.

მისი დაბადების (ასევე სიკვდილის) დრო და ადგილი უცნობია – ერთი ვერსიით მისი დაბადების და სიკვდილის თარიღებია – 1696–1784, მეორე ვერსიით 1710-1795 წლები. არსებობს ვერსია, რომ ის იყო უნგრელი თავადი რაკოცი.
ეს სიმპატიური, განათლებული და საკმაოდ მდიდარი ადამიანი ევროპაში პირველად 1740-იან წლებში იტალიის სამეფო კარზე გამოჩნდა, შემდეგ იმყოფებოდა ავსტრიის, ინგლისის, ჰოლანდიისა და რუსეთის სამეფო კარზეც. საფრანგეთში მისი მფარველები ლუდოვიკო XV და მადამ პომპადური, ხოლო ავსტრიაში კი ფრანციკ I იყვნენ, ძალიან ახლო მეგობრობდა აკავშირებდა რუსეთის დედოფალთან, ეკატერინე II-სთან და რუს გრაფებთან ძმებ ალექსი და გრიგორი ორლოვებთან. სხვა წყაროებით, სანამ სენ-ჟერმენი ევროპაში გამოჩნდებოდა, მანამდე 1736-43 წლებში... სპარსეთის შაჰის ნადირის მრჩეველი იყო (ეს ის ნადირ-შაჰია, რომელსაც ერეკლე II ინდოეთის ლაშქრობაში ახლდა).
ის არასდროს მალავდა, რომ სენ-ჟერმენი გამოგონილი გვარი იყო, თუმცა მას სხვა უამრავი გვარიც ჰქონდა – რომში ის მარკიზ მონფერა იყო, ვენეციაში – გრაფი ბელამარე, პიზაში – კავალერი შენინგემი, მილანში – კავალერი უელფონომი (ინგლისელი), გენუსა და ლივორნოში – გრაფი სალტიკოვი (რუსი), შვაბსა და ტროისდორფში – გრაფი ცაროკი, დრეზდენში – გრაფი რაკოცი, პარიზში, ლონდონში, ჰააგასა და სანკტ-პეტერბურგში – გრაფი სენ-ჟერ-მენი.
ის სამართლიანად ითვლება XVIII საუკუნის ყველაზე გამოუცნობ ადამიანად. ამასთან საერთაშორისო არენიდან მისი გაქრობის (ან მისი სიკვდილის) შემდეგ, მისმა მიმდევარმა და თაყვანისმცემელმა გრაფმა კარლ გესენსკიმ სენ-ჟერმენის წიგნები და ჩანაწერები გაანადგურა (თუმცა გადარჩა რამოდენიმე მის მიერ დაწერილი სახელმძღვანელო ალქიმიისა და ოკულტური მედიცინის შესახებ).
როგორ ცნობილია, მადამ პომპადურს საფრანგეთში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა, სენ-ჟერმენს სწორედ მისი გავლენით საფრანგეთში გზა ხსნილი ჰქონდა. რასაკვირველია ამისთვისთვის ის მადამ პომპადურს საკმაოდ პრაქტიკულ რჩევებსა და... სილამაზის შესანარჩუნებელ ელექსირებს აძლევდა. მან ლუდოვიკო XV-ს განუცხადა, რომ ის დედამიწაზე მრავალი ათასი წელია ცხოვრობს და ებრაულ წყაროებში მოხსენიებული "მარადი ურია" სწორედ ის არის(?!).
1750-იან წლების ბოლოს ის რუს გრაფ გრიგოლი ორლოვის მიწვევით ჩადის რუსეთში, სადაც მას საკმაოდ თბილად ხვდებიან. ის აქ წინასწარმეტყველებს რუსეთის მეფის პეტრე III-ს ძალადობრივ სიკვდილს (ის 1762 წელს გამოუცნობ ვითარებაში მოკლეს, რომლის შემდეგ რუსეთის ტახტზე მისი ცოლი – ეკატერინე II ავიდა). სენ–ჟერმენმა ორლოვს იმ პერიოდისთვის შემაძრწუნებელი მოვლენა უწინასწარმეტყველა – მასა და დედოფალს ვაჟი გაუჩნდებოდათ. ამ ცნობის გამო გრაფმა ორლოვმა კინაღამ შოკი მიიღო, თუმცა ამ შემთხვევიდან დაახლოებით ოთხ-ხუთ წელში, დედოფალმა ეკატერინე II-მ მისივე ფავორიტისგან გრიგოლი ორლოვისგან უკანონო ვაჟი გაააჩინა (უნდა ითქვას, რომ დედოფალი ისე მოიხიბლა სენ-ჟერმენის პიროვნებით, რომ შემდგომ, როდესაც რუსეთს სხვა ალქიმიკოსი კალიოსტრო ესტუმრა, მასაც უდიდესი პატივი სცა)...
სხვათა შორის, როდესაც 1848 წელს, ნაპოლეონ III საფრანგეთის სათავეში მოვიდა, მაშინვე დაინტერესდა სენ-ჟერმენის ჩანაწერებით და მისი ბრძანებით შეკრიბეს გადარჩენილი წიგნები თუ წინასწარმეტყველებები. საქმე კი იმაში იყო, რომ სენ-ჟერმენმა იწინასწარმეტყველა, რომ XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთს "კორსიკელი არწივი გადაუფრენდა, რომელიც ათი წლის განმავლობაში ასი წლის საქმეს გააკეთებდა". სენ-ჟერმენი იქვე იუწყებოდა, რომ როდესაც "კორსიკელ არწივს ფრთებს დააჭრიდნენ", იგი მაინც "აღდგებოდა – სხვისი სახელით". ნაპოლეონ III მართლაც ნაპოლეონ I ბონაპარტის ნათესავი და მისი მოსახელე იყო. როგორც ჩანს, ნაპოლეონ III-ს ეიმედებოდა, რომ სენ-ჟერმენის ჩანაწერებში კიდევ მრავალ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის ამ ჩანაწერებს გაეცნო და იქ მისთვის უსიამოვნო წინასწარმეტყველებები აღმოაჩინა, მისი აფიშირებიდან თავი შეიკავა. ფაქტი კი ის იყო, რომ ნაპოლეონ III მმართველობის ბოლოს მოუწყეს სახელმწიფო გადატრიალება და ამის გამო მას მოუხდა სახელმიფოს მართვის ფორმის შეცვლა, ამის შემდგომ კი ის პრუსიის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს ტყვედ ჩავარდა.
სენ–ჟერმენი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. მისი პიროვნება მრავალი მწერლის თემა გახდა. ცნობილმა ფანრგმა მწერალმა ვიქტორ ჰიუგომ მას მიუძღვნა პიესა "რიუ ბლაზი", ასევე ფრანგმა ენციკლოპედისტმა გრიმმა ის საკუთარ ნაწარმოებში მოიხსენია, ხოლო ხოლო იტალიელი ავანტიურისტი და მექალთანე ჯაკომო კაზანოვა საკუთარ მემუარებში გრაფ სენ ჟერმენთან შეხვედრას აღწერს.
P. S. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა - სხვა და სხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ჩნდება ცნობები, რომ... სენ-ჟერმენი პირადად ნახეს (1812 წელს პარიზში, 1814 წელს ვენეციაში, 1912 წელს სანკტ-პეტერბურგში, 1939 წელს პარიზში და ა. შ.).

Feb 26, 2009

ბაზა – მთვარეზე

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

"ნასა" 2024 წელს მთვარეზე ბაზის აშენებას გეგმავს

"ნასამ" დააზუსტა მთვარის ახალი პროგრამის დეტალები. მთვარის ერთ-ერთ პოლუსზე აშენდება საერთაშორისო კოსმოსური ბაზა. ეს მშენებლობა დაიწყება 2020 წელს და ოთხი წლის შემდეგ დასრულდება. ამ ბაზაზე ასტრონავტებს დიდი ხნის მანძილზე შეეძლებათ დარჩენა. ეს პროქეტი მარსის ათვისების ერთგვარი წინაპირობა და გარკვეული გამოცდილების მიღება იქნება. სხვათა შორის, ამავე პროექტში შედის მთვარიდან ჰელიუმ-3-ის ჩამოტანის პერსპექტივაც, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით მომავალში დედამიწაზე ძირითადი საწვავის ფუქნციას შეასრულებს (მას დაემატება მზის ენერგიაც და ეს ყოველივე შეცვლის დედამიწაზე თითქმის ამოწურულ ნავთობისა და ქვანახშირის მარაგს).
ამ პროქტის პირველი გაფრენა 2009 წელს იგეგმება - კოსმოსური ხომალდი "ორიონი" მთვარისკენ გეზს სწორედ ამ დროს აიღებს, ის ბაზისთვის ადგილს შეარჩევს. თუ მოვლენები ყოველგვარი გართულების გარეშე განვითარდა, მაშინ "ნასას" 2024 წელს მთვარეზე უკვე პირველი ბაზა ექნება.

სამყაროს წარმოშობა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

სამყაროს წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა

ამერიკის აეროკოსმონავტიკის ინსტიტუტში მოღვაწე ასტრონომთა ჯგუფმა სამყაროს შექმნის ახალი ვერსია წამოაყენა. ეს ვერსია რამდენადმე განსხვავდება მეცნიერულ წრეებში მიღებულ ვერსიისგან, რომელსაც პირობითად "დიდი აფეთქება" ეწოდება.
ზემოთ აღნიშნული ჰიპოთეზის არსი მდგომარეობს მასში, რომ "დიდი აფეთქებას" წინ უსწრებდა "დიდი ამოფრქვევა", თუმცა ის ხდებოდა პარალელურ სამყაროში, რომელიც უხილავია და ამასთან ენერგეტიკულად დაკავშირებული ჩვენს "რეალურ" სამყაროსთან.
მეცნიერთა აზრით, ჩვენი სამყარო "არაფრიდან" არ შექმნილა - ის ამ მდგომარეობაში `რაღაც სხვა~ მდგომარეობიდან გადმოვიდა. "დიდ აფეთქებამდე" სამყარო შედგებოდა ორი პარალელური სამყაროსგან, რომელიც თავის მხრივ 4 განზომილებიან ე. წ. `შუალედურ~ სივრცედ იყოფოდა, ხოლო ეს უკანასკნელნი კი ურთიერთმოქმედებების შედეგად წარმოშობდნენ 5 განზომილებიან სივრცეს. ჩვენი სამყარო სწორედ ერთ-ერთია ამ ხუთგანზომილებიან სივრცეში, დანარჩენები კი "უხილავი" სამყაროებია.
აღსანიშნავია, რომ ამ ჰიპოთეზას უკვე მოიპოვა მხადაჭერა როგორც ასტრონომთა, ისე ფიზიკოსთა და ასტროფიზიკოსთა წრეში.

შავი ხვრელები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

არიზონას (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერთა დაკვირვებით გალაკტიკაში მდებარე ე. წ. "შავი ხვრელები" თანდათანობით იზრდება.
ბოლო წლების განმავლობაში ტელესკოპ "ჰაბლის" მეშვეობით ჩატარებული დაკვირვებებით დადგინდა, რომ "შავი ხვრელების" ზომა აშკარად იმატებს. ვერ ვიტყვით, რომ ეს კატასტროფულია, მაგრამ შემაშფოთებელი ნამდვილად არის, რადგან ეს შესამჩნევად აბრკოლებს გალაკტიკების ჩამოყალიბება-განვითარების პროცესს~, აცხადებს დოქტორი როჰერ უინდჰორსტი.
ერთ-ერთი ჰიპოტეზის თანახმად, "შავი ხვრელები" წარმოიქმნება გალაკტიკური ნივთიერებების "შედედება"-"შეწოვის" ხარჯზე და გალაკტიკების ნათება შავი ხვრელების" ერთგვარი საკვები ხდება. ასტრონომებმა ოთხი თვის განმავლობაში 500-მდე გალაკტიკა შეისწავლეს, აქედან თითქმის ნახევარში შესამჩნევად არის გაზრდილი "შავი ხვრელების" ზომები.

ლინდა გუდმენი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ამერიკელების საყვარელი ასტროლოგი

ალბათ ცოტაა ადამიანი, რომელსაც ასტროლოგიის შესახებ წიგნი გადაუშლია და მას ლინდა გუდმენი არ გაუგია. იგი არის ამერიკელების (არა მხოლოდ) საყვარელი ასტროლოგი. ქალი, რომელმაც უდიდესი სიყვარული დაიმსახურა თავისი უშუალობით, კეთილშობილებითა და იუმორის გრძნობით. მართალაც ძნელია მოიძებნოს რომელიმე სხვა ასტროლოგი, რომელსაც ნოსტრადამუსის გარდა ამხელა პატივი რგებია. მას უსმენდნენ უბრალო ადამიანები, ბიზნესმენები, მსახიობები თუ პოლიტიკოსები.
ლინდა გუდმენი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია მერი ალისა კემერი, დაიბადა 1925 წლის 9 აპრილს დასავლეთ ვირჯიინის ქალაქ პარკესბურგში. სკოლის დამთავრების შემდეგ, მიიღო უმაღლესი განათლება ფილოსოფისა და ფსიქოლოგის განხრით. ის ოცდაოთხი წლის ასაკში ცოლად გაჰყვა მწერალ უილიამ ჰერბერტ სნაიდერს, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ.
1955 წელს ის ცოლად გაჰყვა ჟოკეი სემ გუდმენს, ვისგანაც ლინდამ აიღო გვარი. ერთხელ სემმა იყიდა წიგნი ასტროლოგიის შესახებ, რომლის ავტორი ამერიკაში საკმაოდ ცნობილი ასტროლოგი ევანჯელინა ადამსი გახლდათ. ამ წიგნმა ლინდაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მან დაიწყო ასტროლოგიის შესწავლა. მოგვიანებით, მან მემუარებში დაწერა, რომ ის ასტროლოგიაზე მუშაობას დღე-ღამეში თითქმის 18 საათს ანდომებდა. ამის შემდეგ ლინდას იწვევენ რადიო და ტელეგადაცემებში. ცნობილმა ტელეკომპანიამ NBC-მ შესთავაზა საავტორო გადაცემა ეთერში გავიდა ასტროლოგიური გადაცემა "წერილები ლინდასგან".
1968 წელს მან გამოსცა წიგნი "ამერიკული ჰოროსკოპი, ანუ ასტროლოგია ღიმილით", რომელმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა (სხვათა შორის, ეს წიგნი თარგმნილი ქართულ ენაზეც). წიგნი მომენტალურად გახდა ბესტსელერი და შევიდა გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტელერთა სიაში. მისი პერსონით ცნობილი ადამიანებიც დაინტერესდნენ. ლინდა გუდმენი ასტროლოგიური კარიერის დასაწყისში თამაშრომლობდა ნაციონალურ სამოქალაქო ლიგის პრეზიდენტთან ვიტნეი იუნგთან.
XX საუკუნის 60-იან წლების ბოლოს გუდმენმა დაიწყო პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება. მან გაზეთით განაცხადა, რომ აშშ-ს 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გახდებოდა, რომლის მეშვეობით ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობები "დათბებოდა", თუმცა ნიქსონს პრეზიდენტობის დასასრულს ელოდა საქვეყნო სირცხვილი.
მართლაც აშშ-ს მორიგი პრეზიდენტი ნიქსონი გახდა და პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან სამი წლის შემდეგ ის საბჭოთა კავშირს ეწვია, რამაც მართლაც გამოიწვია პოლიტიკური ურთიერთობების "დათბობა (ეს 1945 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირში ფრანკლინ დელანო რუზველტი იმყოფებოდა)." თუმცა ნიქსონს მეორე არჩევიდან პოსტიდან გადადგომა მოუხდა (ასეთი ფაქტი აშშ-ს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა). როგორც ცნობილია ნიქსონის რეპუტაცია და კარიერა "უეთერგეიტის" საქმეს შეეწირა.
ამის შემდეგ ლინდა გუდმენი ძირითადად კერძო პრაქტიკით იყო დაკავებული. მისი მომსახურებით სარგებლობდნენ როგორც ცნობილი, ისე აბსოლუტურად უცნობი ადამიანები. საჭირო ინფორმაციის გადაცემასთან ერთად, ის ადამიანებს ანიჭებდა უდიდეს სითბოსა და იმედს, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მის პოპულარობას. ის ერთნაირად ყურადღებიანი და გულისხმიერი იყო როგორც მილიონერი ბიზნესმენის, ისე ღატაკი მუშის მიმართ.
XX საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ქალბატონმა კრისტალ ბუშმა ბოლოს მისი ყველა წიგნი კიდევ ერთხელ გამოსცა. ლინდა გუდმენი 1995 წელს სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელი ეწოდა იმ სკოლას, რომელიც მან დაამთავრა.
P.S. სხვათა შორის, ლინდა გუდმენია ერთ-ერთი რამოდენიმე ადამიანს შორის, რომელმაც სათავე დაუდო ტერმინს "ახალი დროება (NEW AGE)", რომელიც ამჟამად მეცნიერებისა თუ ხელოვნების მრავალ მიმართულებაში გამოიყენება.

Feb 25, 2009

გრაფი კალიოსტრო

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

გრაფი კალიოსტრო, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ჯუზეპე ბალზამო იყო, დაიბადა პალერმოში (სიცილია), 1743 წლის 8 ივნისს, ღარიბი ვაჭრის ოჯახში. ის დაბადებიდანვე იყო ნიჭიერი, სხარტი აზროვნებისა და ბრწყინვალე წარმოსახვის. მშობლებს სურდათ მისთვის სრულყოფილი განათლება მიეცათ, თუმცა ხელმოკლეობის გამო ის პალერმოს ერთ-ერთ სემინარიაში მიაბარეს, საიდანაც ის გამოიქცა. ამის შემდგომ ის გააგზავნეს ქალაქ კარტაჯირონეს წმინდა ბენედიქტეს მონასტერში. აქ ის უფრო მეტ დროს მონასტრის ბიბლიოთეკაში ატარებდა, ვიდრე სენაკში, ხოლო ლოცვებზე მეტად ბიბლიოთეკის წიგნებს კითხულობდა ქიმიის, ბოტანიკის, მედიცინისა და ვარსკვლავთმრიცხველობის შესახებ. ამის შემდეგ, ის ფინანსური დახმარების თხოვნის მიზნით მიემგზავრება ქალაქ მესინაში, მდიდარ ნათესავთან (დედის მხრიდან) ვინჩენცო კალიოსტროსთან, თუმცა ეს ადამიანი გარდაცვლილი, ხოლო მისი ქონება განაწილებული ხვდება. აქ ახალგაზრდა ბალზამე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ღებულობს, იცვლის გვარს - ხდება კალიოსტრო. ამის შემდეგ ის ხდება იმ დროისთვის ცნობილი ტელეპატის, ალქიმიკოსისა და ასტროლოგის ალტოტასამის მოწაფე, რომელსაც კალიოსტრო ეგვიპტეში მიჰყავს (გადმოცემით, ალტოტასამი ერთი ვერსიით კავკასიელი, მეორე ვერსიით კი ეგვიპტელი კოპტი იყო). კალიოსტრო ეგვიპტეში სწავლობს ჰიპნოზს, ტელეპატიას, ტელეკინეზს და სხვა ოკულტურ დისციპლინებს.
ამის შემდეგ ის იწყებს მოგზაურობას მთელი ევროპის მასშტაბით - ესპანეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, გერმანია, რუსეთი.
საფრანგეთში ყოფნის დროს მან იწინასწარმეტყველა საფრანგეთის რევოლუცია, ბასტილიის დაცემა და მეფე-დედოფლის სიკვდილით დასჯა. ამ წინასწარმეტყველებების გამო ის საფრანგეთიდან გაძევებული იქნა.
1776 წელს ის ურთიერთობებს ამყარებს ინგლისელ მასონებთან და მათი მიწვევით 1777 წელს კალიოსტრო ლონდონში ჩადის, სადაც საქმიანობს როგორც ასტროლოგი, ალქიმიკოსი და მედიუმი. მისი სასწაულებრივი ტალანტის შესახებ ხმები სწრაფად ვრცელდება. ის ადგენს პირად ჰოროსკოპებს, ამთელებს გაბზარულ ძვირფას ქვებს, აპრიალებს ძვირფას ლითონებს და ასევე ამზადებს "უკვდავების ელექსირს" – გადმოცემით, ამ ელექსირის დალევის შემდეგ ადამიანი ხდებოდა ენერგიული და საოცრად ორგანიზებული (აღსანიშნავია, რომ ვატიკანის არქივში ამჟამადაც ინახება კალიოსტროს რეცეპტები, რომლებიც მის დაკითხვის დროს ჩაიწერეს). გარდა ამ ყველაფრისა, ის ლონდონში დაკავებული იყო კიდევ ერთი საქმიანობით... ლატარეის მომგებიანი ბილეთების ნომრების წინასწარ გამოცნობით, რის გამოც ლონდონში ლატარეაში მოგებული ადამიანების რიცხვი ელვის სისწრაფით გაიზარდა. ამის გამო კალიოსტროს სერიოზული პრობლემები შეექმნა – ის ყალთაბანდობაში დაადანაშაულეს და დააკავეს, თუმცა, ის თვით ინგლისის მეფის გეორგ III-ის ბრძანებით გაათავისუფლეს, რომელსაც კალიოსტროს წინასწარმეტყველებები აინტერესებდა – ამ პერიოდისთვის ინგლისს საკმაოდ გართულებული მდგომარეობა ჰქონდა საფრანგეთთან და ესპანეთთან, ხოლო საკუთარ კოლონიასთან – აშშ-სთან კი ომს აწარმოებდა. ინკოგნიტო შეხვედრაზე მეფის მაგივრად მისი ნდობით აღჭურვილი პირი გამოცხადა, რომელსაც კალიოსტრომ გადასცა, რომ აშშ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და ინგლისი ამ ომში დამარცხდებოდა.
კალიოსტრო ამ ნეგატიური პროგნოზების და კიდევ ერთი მიზეზის გამო იძულებული გახდა ინგლისი სასწრაფოდ დაეტოვებინა – მან წინასწარმეტყველებისას მეფის პირადი ნივთები გამოიყენა, სადაც ენერგეტიკის მეშვეობით უნებლიედ "შეიტყო" მეფის ავადმყოფობის შესახებ, რომელსაც მეფის უახლოესი გარემოცვა საგულდაგულოდ ფარავდა (გეორგ III-ს ღამის კოშმარები სტანჯავდა და ფსიქიკური პრობლემებიც აწუხებდა). მეფემ კალიოსტროს დახმარებაზე უარი განაცხადა და მანაც გეზი რუსეთისკენ აიღო...
რუსეთში კალიოსტრო გრაფი ფენიქსის სახელით იმყოფებოდა. ის კურნავდა მდიდარი ვაჭრებისა და დიდებულების ცოლებსა თუ შვილებს, აკეთებდა ალქიმიურ ოპერაციებს და "ამრავლებდა" ოქროს (ერთ-ერთი ვერსიით, კალიოსტრო ოქროს ადნობდა დაბალხარისხიან ოქროდ და ნაწილს ითვისებდა). რუსეთის დედოფალი ეკატერინე II კალიოსტროსადმი და მისი მომხიბვლელი მეუღლისადმი კეთილგანწყობილი იყო. კალიოსტრო იძულებული შეიქმნა ერთი პერიოდი დედოფლის და მისი ფავორიტის პოტიომკინის უახლოესი გარემოცვისთვის უსასყიდლოდ ემკურნალა. გარდა ამისა, კალიოსტრო დედოფალს სიკვდილის დრო უწინასწარმეტყველა: "თქვენ ჩემი სიკვდილიდან ერთ წელში დაიღუპებით. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ მე ას წელზე ნაკლებს არ ვიცოცხლებ", უთხრა კალიოსტრომ ეკატერინე II-ს. დედოფალი კმაყოფილი დარჩა, რადგან ის კალიოსტროზე მხოლოდ თოთხმეტი წლით იყო უფროსი. პირველი წინასწარმეტყველება აბსოლუტური სიზუსტით ახდა, თუმცა მეორედ კალიოსტრომ ალბათ იცრუა, რადგან ის 1795 წელს, ორმოცდათორმეტი წლის ასაკში, ეკატერინე კი მართლაც ერთი წლის შემდეგ, 1796 წელს გარდაიცვალა.

ლენორმანი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ქალი, რომელმაც რობესპიერსა და მარატს ძალადობრივი სიკვდილი, ხოლო ნაპოლეონს იმპერატორობა უწინასწარმეტყველა

მარია-ანა-ადელაიდა ლენორმანი 1772 წელს, საფრანგეთის ქალაქ ალანსონში, მდიდარი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. მისი დედა მშობიარობის მერვე თვეზე წაიქცა და ამან ნაყოფზე იმოქმედა – პატარა მარია-ანას ერთი ფეხი ოდნავ მოკლე, ხოლო ერთი მხარი კი მაღალი ჰქონდა. ის ბავშობაში ხშირად ავადმყოფობდა, მას მუდმივი თავის ტკივილები აწუხებდა და ამის მიზეზი... სხვა ადამიანების აზრები იყო. საქმე კი იმაში იყო, რომ პატარა მარია-ანა სხვა ადამიანების აზრებს კითხულობდა. მამამ, ფრანს ლენორმანმა ბავშვი ექიმს გაასინჯა, მაგრამ ბავშვი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო. ის ადამიანის ორეულს ხედავდა, საიდანაც "იღებდა" ინფორმაციას ამ ადამიანის მომავლის შესახებ. მშობლები მიხვდნენ, რომ ბავშვს არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა. ის დომინიკელთა მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად, სადაც სრულყოფილი განათლება მიიღო. გასაკვირია, მაგრამ პირველი ოკულტური განათლება მან სწორედ აქ მიიღო, მას ხელი მიუწვდებოდა მონასტრის ბიბლიოთეკაზე, სადაც ინახებოდა უძველესი ტრაქტატები და ფოლიანტები. აქ შეისწავლა მან "რიცხვთა მეცნიერება" – ნუმეროლოგია.
მან სწავლა თექვსმეტი წლის ასაკში დაასრულა და სახლში დაბრუნდა. ამ დროისთვის მან შეისწავლა ტარო (ძველეგვიპტური სპეციალური კარტი) და დაიწყო ხალხის მიღება. მისი სახელი პატარა ქალაქში ყველას პირზე ეკერა. ლენორმანს უფრო დიდი მასშტაბები სწყუროდა და გადაწყვიტა პარიზში გამგზავრებულიყო. პარიზში მან გაიცნო ცნობილი კაბალისტი, წინასწარმეტყველი და ტაროს უდიდესი სპეციალისტი ეტეილი და მისი მოწაფე გახდა. ლენორმანმა კიდევ უფრო გაიღრმავა საკუთარი ცოდნა (ეტეილი თავის მხრივ ცნობილი ფრანგი წინასწარმეტყველისა და ტაროლოგის ანტუან კურ დე ჟებელენის მოწაფე იყო).
ლენორმანმა თვრამეტი წლის ასაკში პარიზში საკუთარი სალონი დაარსა, რომელმაც პარიზში ძალიან მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1793 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლენორმანის სალონს საფრანგეთის რევოლუციის ლიდერები – მარატი, რობესპიერი და სენ-ჟიუსტი ეწვივნენ. ლენორმანმა სამივეს ერთ წელზე მოკლე დროში ძალადობრივი სიკვდილი უწინასწარმეტყველა. "ჩამხედეთ თვალებში", – უთხრა ლენორმანმა მარატს, მარატმა თვალი გაუსწორა, წინასწარმეტყველმა მას დამარცვლით უთხრა: "ამ სამში თქვენი პირველი მოკვდებით და თქვენს სისხლს წყალი შეერევა". მარატმა ეს სიტყვები უემოციოდ მიიღო, თუმცა რამოდენიმე თვის შემდეგ ის საკუთარ აბაზანაში ხანჯლის დატყმით შარლოტა კორდემ მოკლა. ცოტა ხნის შემდეგ კი რობესპიერიც და სენ-ჟიუსტი გილიოტინაზე აიყვანეს და თავი მოკვეთეს. მალე ლენორმანი იაკობინელთა თანაგრძნობისათვის დააპატიმრეს, მაგრამ მისმა კავშირებმა გავლენიან ადამიანებთან თავისი საქმე გააკეთეს და წინასწარმეტყველელი გაათავისუფლეს.
მის სალონს სტუმრობდნენ წამყვანი დიპლომატი, პოლიტიკური ინტრიგების ოსტატი შარლ ტალეირანი და პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშე. თუმცა ლენორმანს ყველაზე დიდი აღიარება ჟოზეფინა ბოგარნესთან მეგობრობამ მოუტანა. ჟოზეფინა ლენორმანის სალონს 1795 წელს ესტუმრა. იმ დროისთვის ჟოზეფინა უკვვე ქვრივი იყო, რადგან მისი ქმარი ალექსანდრე დე ბოგარნე საფრანგეთის ტერორის დროს სიკვდილით დასაჯეს. წინასწარმეტყველმა ქალს სამხედრო პირის ცოლობა და მომავალში საფრანგეთის დედოფლობა უწინასწარმეტყველა. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ჟოზეფინა მისი სალონიდან უკანმოუხედავად გაიქცა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ მან კვლავ შეაღო მარია-ანას სალონის კარი... ოღონდ უკვე გათხოვილი ქალის სტატუსით. ჟოზეფინა ახალგაზრდა გენერალის ნაპოლეონ ბონაპარტეს მეუღლე გამხდარიყო. ამჯერად, ლენორმანის წინასწარმეტყველება უარესი იყო – ჟოზეფინა სიკვდილამდე ნაპოლეონის მეუღლე არ დარჩებოდა, გენერალს კი ჯერ უზარმაზარი გამარჯვებები, ხოლო სიცოცხლის ბოლოს ყველაფრის დაკარგვა და სამარცხვინო სიკვდილი ელოდა. ამ ინფორმაციამ ნაპოლეონის გააღიზიანა, თუმცა 1914 წელს, იმპერატორობის დაკარგვისა და კუნძულ ელბაზე გადასახლების შემდეგ, მან სასოწარკვეთილმა გაიხსენა: "ეს ყველაფერი ხომ იმ წყეულმა ალქაჯმა თქვა".
1814 წელს, როდესაც რუსეთის ესკადრილია პარიზში შევიდა, რამოდენიმე რუსმა ოფიცრმა ლენორმანის ნახვა მოისურვა. სამი ოფიცერი გვიან საღამოს ესტუმრნენ სალონს, ცოტა ხნის შემდეგ უკან აღელვებულები გამოვიდნენ – ლენორმანმა მათ სიცოცხლის დასასრული სახრჩობელაზე უწინასწარმეტყველა. ეს ოფიცრები მომავალი "დეკაბრისტები – მიხაილ ლუნინი, კონდრატი რილეევი და სერგეი მურავიოვ-აპოსტოლი იყვნენ.
მარია-ანა-ადელაიდა ლენორმანი 1843 წელს, სამოცდათერთმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა.

კაირო – ლუის ჰამონი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ქირომანტი, რომელმაც სამი მონარქის სიკვდილი მათივე ხელზე იხილა

მსოფლიოში ცნობილი ქირომანტი, ასტროლოგი და ნუმეროლოგი გრაფი ლუის ჰამონი, რომელსაც კაიროს სახელით იცნობენ, 1866 წელს, დიდ ბრიტანეთში დაიბადა (ის წარმოშობით ირლანდიელი, ხოლო მისი ნამდვილი სახელი და გვარი უილიამ ჯონ ვერნერი იყო).
კაირო ლექტორი, სამხედრო კორესპოდენტი, გაზეთების რედაქტორი და მოგზაური იყო, თუმცა საქვეყნო პოპულარობა მოიპოვა როგორც ქირომანტმა და ასტროლოგმა. ის თავისი კარიერის დასაწყისში ჩრდილოეთ ინდოეთში ჩავიდა, რათა შეესწავლა ქირომანტია და ასტროლოგია. მისივე გადმოცემით, ბრაჰმანებმა იგი აზიარეს უძველეს ინდურ სიბრძნეს (კაირო თავის წიგნებში ასახელებს უძველეს ინდურ ტრაქტატებს, სადაც უდიდესი ცოდნაა თავმოყრილი).
ასე იყო თუ ისე, იგი ლონდონში დაბრუნდა და დააარსა სალონი, სადაც უამრავი უცნობი და ცნობილი ადამიანი იყრიდა თავს. მან სწრაფად მოიხვეჭა სახელი, როგორც უბადლო ქირომანტმა და ასტროლოგმა. მან ხელის ანაბეჭდების მიხედვით აბსოლუტურად ზუსტად იწინასწარმეტყველა მეფე ედუარდ VII-ისა და დედოფალ ვიქტორიას სიკვდილის დრო (წელი და თვე), რუსეთის უკანასკნელი მონარქის ნიკოლოზ II-ის ტრაგიკული აღსასრული (ნიკოლოზ II კაიროს ინკოგნიტოდ ეწვია), იტალიის მეფის ხამბერგის მკვლელობა, ირანის შაჰზე თავდასხმა.
გარდა მონარქთა სიკვდილისა და ხიფათებისა, მან ასევე ზუსტად აღწერა სხვა ცნობილი ადამიანების ხასიათი, ცხოვრებისეული დეტალები თუ სიკვდილის დრო. სხვადასხვა დროს მისგან კონსულტაციებს იღებდნენ ცნობილი ავსტრალიელი პრიმადონა ნელი მელბა, ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი, ესპანეთის ინფანტა იულია, მწერალი ოსკარ უაილდი, არტურ სალივანი, ოსტენ ჩემბერლენი, ედუარდ სმიტი (შემდგომში გემ "ტიტანიკის" კაპიტანი), მსახიობი სარა ბერნარი, მატა ჰარი...
მაგალითად, ჩემბერლენმა კაიროს ნება დაერთო მისი ხელი "წაეკითხა" თავისივე კაბინეტში, თემთა პალატაში, რითაც ხაზი გაუსვა კარისო პიროვნებისა და მისი წინასწარმეტყველებისადმი თავის სერიოზულ დამოკიდებულებას. კაირომ ოსკარ უაილდს ჯერ პატივი და დიდება, ხოლო ცხოვრების მეორე ნახევარში კი უდიდესი სირცხვილი, ციხე, გაკოტრება და სამშობლოდან გაძევება უწინასწარმეტყველა (ეს ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით ახდა). მატა ჰარის 40 წლის ასაკის შემდეგ ძალადობრივი სიკვდილი უწინასწარმეტყველა (მატა ჰარი შპიონიზმის ბრალდებით 41 წლის ასაკში დახვრიტეს).
მარკ ტვენმა, რომელსაც არ სჯეროდა ქირომანტიის და კაიროსთანაც მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ის შარლატანობაში ემხილებინა, ამასთან მომავალი მოთხრობისთვის გარკვეული "მასალა აეღო", მასთან ვიზიტის შემდეგ შთაბეჭდილებების წიგნში ჩაწერა: "თქვენ ჩემი ხასიათი დაწვრილებით გამოაშკარავეთ. მე ეს არ უნდა მეღიარებინა, მაგრამ ჯერ კიდევ აღელვებული ვარ, ეს რომ დავფარო". შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ მარკ ტვენმა კაიროს მიუძღვნა მოთხრობა "pudd'nhead wilson".
კაირომ ცნობილი "ტიტანიკის" კაპიტანს ედვარდ სმიტს 60 წლის ასაკის შემდეგ წყლისგან სიკვდილი უწინასწარმეტყველა (1912 წლის აპრილის ღამეს, 62 წლის კაპიტანი სმიტი "ტიტანიკთან" ერთად ატლანტიკის ცივმა ტალღებმა შთანთქა).
ამ წინასწარმეტყველებმა კაიროს უბადლო ქირომანტისა და ასტროლოგის სახელი მოუხვეჭა. მისი დიდება ევროპის საზღვრებს გასცდა. კაირო გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვათა შორის მასთან ერთად მგზავრობდნენ მარკ ტვენი და ნელი მელბა. შეერთებულ შტატებშიც კაირომ არანაკლები პოპულარობა მოიპოვა, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს წიგნების წერას უთმობდა. მან საკმაოდ ბევრი დაწერა ქირომანტიის, ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის შესახებ. განსაკუთრებით პოპულარობა მოიპვა მისმა ნაშრომმა: "წიგნი ბედისა და ბედნიერების შესახებ" (სხვათა შორის, ეს წიგნი ქართულადაც არის თარგმნილი).
კაირო საკუთარი სიკვდილიც დროც იწინასწარმეტყველა და სიცოცხლის ბოლო წლად სამოცდაათი წელი დაასახელა, იგი 1936 წელს, სწორედ სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა.

პაპიუსი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ასტროლოგი, რომელმაც ნიკოლოზ II-ს ძალადობრივი დაღუპვა უწინასწარმეტყველა

ესპანელი ექიმი, ჰიპნოზისტი, მწერალ-ოკულტისტი, ენციკლოპედისტი, ქირომანტი და ასტროლოგი ჟერარ ანაკლეტ ნინსენტ ანკოსი, რომელიც პაპიუსის სახელითაა ცნობილი დაიბადა 1865 წლის 13 ივლისს ესპანეთის ქალაქ ლა კორუკაში. მას დედა ესპანელი, მამა კი ფრანგი ჰყავდა. ჟერარი ოთხი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები საცხოვრებლად პარიზში (მამის სამშობლოში) გადავიდნენ. ახალგაზრდა ანკოსი დროის უმეტეს ნაწილს პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ატარებდა – სწორედ აქ შეისწავლა კაბალა, ტარო, ასტროლოგია და ალქიმია.
მან საფუძვლიანად დაამუშავა ცნობილი ფრანგი მეტაფიზიკოსის ელიფას ლევის ნაშრომები. ამის შემდეგ ფსევდონიმად აიღო სახელი პაპიუსი (რომელიც ლევის ერთ-ერთ ნაშრომში ექიმის სახელი იყო). პაპიუსმა ახალგაზრდულ ასაკშივე მოიპოვა ნიჭიერი ქირომანტისა და ასტროლოგის სახელი, მან გაშიფრა უძველესი ტრაქტატები, შეადგინა ებრაული კაბალის თანამედროვე სახელძღვანელო, ხოლო ცხოვრების მანძილზე დაწერა ათეულობით წიგნი, ნაშრომი, სტატია და მონოგრაფია.
1887 წლიდან მისი პერსონით დაინტერესდნენ ევროპაში მოღვაწე თეოსოფიური, ანტროფოსოფიული, ჰერმესისტული თუ მასონური ორგანიზაციები, მას შესთავაზეს რამოდენიმე ორგანიზაციაში გაერთიანება. მართალია, ის შევიდა მსოფლიოს თეოსოფიურ საზოგადოებაში, თუმცა მალევე დატოვა. ამის პარალელურად, მისი თვალთვალი დაიწყო საფრანგეთის პოლიციამ, რადგან პაპიუსმა დაიწყო პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება და ამასთან ეს პროგნოზები უდიდესი სიზუსტით გამოირჩეოდა.
1888 წელს მან დააარსა ჟურნალი "ინიციაცია", რომელიც მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დაიხურა (სხვათა შორის, სწორედ ამ ჟურნალის ფურცლებზე იწინასწარმეტყველა პაპიუსმა ზემოთ ხსენებული ომის "მიზეზი" – ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის ტრაგიკული სიკვდილი).
1901 წელს დასაწყისში პაპიუსი რუსეთს ესტუმრა. მან დაიწყო ლექციების კითხვა კაბალის შესახებ. მისი პერსონით დაინტერესდა მეფის ოჯახი (უნდა ითქვას, ამ დროისთვის მეფის კარზე ჯერ არ იმყოფებოდა ცნობილი გრიგორ რასპუტინი). პაპიუსი ესტუმრა ნიკოლოზ II-ს, მის ოჯახს გარკვეული რჩევები მისცა (მათ შორის სამედიცინო, რომელიც უფლისწულ ალექსის ავადმყოფობას – ჰემიფილიას ეხებოდა). პაპიუსი რუსეთს კიდევ ორჯერ ესტუმრა 1902 და 1905 წლებში. უკანასკნელი ვიზიტის დროს, მან იმპერატორს მომავლის წინასწარმეტყველება შესთავაზა. პაპიუსმა შეადგინა ნიკოლოზ II-ისა და რუსეთის ჰოროსკოპი, შემდეგ იმპერატორის ხელისგული ყურადღებით გასინჯა და ფრიად სამწუხარო პროგნოზი გააკეთა – იმპერატორს ძალადობრივი სიკვდილი ელოდა. თუმცა, ის სიკვდილს თავიდან იმ შემთხვევაში აიცდენდა, თუ 47-48 წლის ასაკში სამეფო ტახტზე უარს იტყოდა და რუსეთს დატოვებდა (ეს პერიოდი 1915-16 წლებს ემთხვეოდა). ნიკოლოზ II-მ რასაკვირველია უარი განაცხადა. 1917 წლის რევოლუციის დროს (როდესაც იმპერატორი 49 წლის იყო) ის დააპატიმრეს და ერთი წლის შემდეგ ის და მისი ოჯახის ყველა წევრი დახვრიტეს.
სხვათა შორის რუსეთის იმპერატორს პაპიუსის წინასწარმეტყველებამდე ძალადობრივი სიკვდილი ცხრა წლით ადრე, ჯერ კიდევ 1896 წელს "ამცნეს", როდესაც ნიკოლოზ II-მ ევროპაში იმყოფებოდა. ინგლისში ყოფნის დროს, მისი დაბადების მონაცემები და ხელის ანაბეჭდი ინკოგნიტოდ მიაწოდეს მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ ქირომანტსა და ასტროლოგს გრაფ ლუის ჰამონს, რომელიც ასევე კაიროს სახელი იცნობდნენ (კაიროს შესახებ ცნობილ ამერიკელ მწერალს მარკ ტვენს მოთხრობა აქვს დაწერილი).
კაირომ ჰოროსკოპისა და ხელის ანაბეჭდის მიხედვით, დაახლოებით ასეთი ინფორმაცია დაწერა: "ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თავის სიცოცხლის მანძილზე ბევრჯერ ჩავარდება ხიფათში, შეხება ექნება ორ დიდ სისხლისღვრასთან, შეიძლება ეს იყოს ომებიც კი. მეორე ომის დასრულებისას, ის დაკარგავს ყველაფერს – თვით სიცოცხლესაც". წინასწარმეტყველება იმდენად საზარელი იყო, რომ ნიკოლოზ II-მ კაიროს პირადად ნახვა მოისურვა და ინკოგნიტოდ ეწვია. კაირომ მას პირად შეხვედრისასაც იგივე გაუმეორა.
მოკლედ, ნიკოლოზ II-მ პაპიუსთან შეხვედრისას იმპერატორის ტახტის დათმობაზე მტკიცე უარი განაცხადა (სხვათა შორის, სიკვდილს თავი ასე დააღწია ცნობილმა რომაელმა კონსულმა, ქრისტიანების ყველაზე დიდმა მდევნელმა და თვით წმინდა გიორგის დამსჯელმა გაიუს ავრელიუს დიოკლეტიანემ. მას ასტროლოგებმა უწინასწარმეტყველეს, თუ ის იმპერატორად არჩევიდან 22 წლის შემდეგ ტახტიდან არ გადადგებოდა, საშინელი სიკვდილი ელოდა. მართლაც, ის სწორედ ამ დროს უარი თქვა კონსულობაზე, დაბრუნდა საკუთარ სოფელში და კომბოსტოების მოშენებას მიჰყო ხელი და ასე გარდაიცვალა).

P. S. არსებობს ასეთი ცნობაც, რომელსაც მისი ერთ-ერთი მოწაფე იხსენებს, რომ პაპიუსის ლექციის დროს სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა, პაპიუსმა ყველა აბსოლუტური სიჩუმის დაცვა სთხოვა. პოლიციამ კარი შეამტვრია. ჟანდარმებმა ყველა ოთახი დაათვალიერეს და წავიდნენ, რადგან... სახლში ვერავინ ნახეს, თუმცა, ამ დროს პაპიუსი და მისი მოწაფეები მთავარ ოთახში მაგიდის გარშემო ისხდნენ(?!).

ედგარ კეისი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

"მძინარე" წინასწარმეტყველი

ედგარ კეისი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველია. კეისი დაიბადა 1887 წლის 18 ივნისს პატარა ქალაქ ჰოპკინსვილში, ფერმერის ოჯახში (კენტუკი; აშშ). ის ბავშვობიდან ოცნებობდა გამოსულიყო მღვდელი, თუმცა მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა – მან დაკარგა ხმა, ასე რომ ქადაგებას ვერ შეძლებდა. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მაშინ მისმა მამამ პატარა ედგარი ქალაქში ჩამოსულ ჰიპნოტიზიორს მიუყვანა – მან ედგარის განკურნება სამ სეანსში შეძლო. ამ შემთხვევამ ედგარის ინტერესს შეუცნობელი სამყაროსადმი სათავე დაუდო. მან დაიწყო საკუთარი თავის ჰიპნოზირება, ანუ აუტოჰიპნოზი. ამან კი კეისი სრულიად ახალ სამყაროში შეიყვანა – მან მომავლის მოვლენების ხილვა დაიწყო. ამ დროს ედგარ კეისი 15 წლის იყო...
1902 წლიდან 1945 წლამდე მან აუტოტრანსის დახმარებით 30 000-მდე დიდი თუ მცირე მოვლენის წინასწარმეტყველება შეძლო. კეისის წინასწარმეტყველებებს მისი გარშემომყოფები იწერდნენ, რადგან თვითონ ცხადია ვერ მოახერხებდა თვითჰიპნოზის დროს ჩანაწერებების გაკეთებას. ის ტრანსში "გადასვლის" არა მარტო "ხედავდა" მოვლენებს, არამედ ასახელებდა ამ მოვლენის ხდომილების ზუსტ პერიოდსაც.
მისი ერთ-ერთი გახმაურებული წინასწარმეტყველება იყო სან-ფრანცისკოს მიწისძვრა. 1906 წლის 18 აპრილს, დილის 5 საათსა და 12 წუთზე უძლიერესმა მიწისძვრამ, რომელიც 40 წამს გრძელდებოდა სან-ფრანცისკოს 80% დაანგრია. ცხრამეტი წლის წინასწარმეტყველის გვარი მთელმა ამერიკამ გაიგო.
მან ასევე აღწერა მითიური ატლანტიდა – დაასახელა იმ ადგილის ზუსტი გრძედი და განედი, სადაც უნდა მოეძებნათ ატლანტიდის ნარჩენები. თუმცა მის წინასწარმეტყველებას პირველად ყურადღება ფრანგებმა მიაქციეს (ალბათ, ნეროსა და ნოსტრადამუსის მაგალითი ახსოვდათ). ფრანგმა მყვინთავებმა სარგასის ზღვასა და აზორის კუნძულებს შორის მდებარე ზღვის სიღრმიდან უძველესი ცივილიზაციის ნარჩენები ამოიტანეს. ედგარ კეისის სახელი მთელ მსოფლიოს მოედო. მას უწოდეს "მძინარე წინასწარმეტყველი". კეისის სიტყვებით ეს კუნძული ფართობით ევროპის ზომა იყო და ის ჩვ. წ. აღ-მდე 15600-10000 წლებში არსებობდა. ატლანტიდელებს გააჩნდათ ელექტროენერგია(?!), თუმცა ძირითად ენერგიას მზიდან იღებდნენ – "კრისტალის" მეშვეობით მზის ენერგიას აგროვებდნენ და საჭირო მიმართულებით იყენებდნენ (თუმცა, კეისმა ვერ გაიგო ამ კრისტალის ზუსტი მნიშვნელობა და ვერც დაასახელა რა ნივთიერებისგან შედგებოდა).
1930-იანი წლების დასაწყისში კეისმა იწინასწარმეტყველა "ყველაზე საშინელი ომი" და მილიონობით ევროპელის სიკვდილი. აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენა კეისმა სიზმარში იხილა, მისი სიტყვებით "ევროპას წითელი ცხენი გადათქერავდა". მართლაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელი აღმოსავლეთ ევროპა საბჭოთა კავშირის ომის შემდეგ "გაწითლებული" იქნა.
ედგარ კეისმა ასევე იწინასწარმეტყველა:
• პირველი მსოფლიო ომი;
• საბჭოთა კავშირის შექმნა ("შვიდი პრეზიდენტის სახელმწიფო").
• სტალინის დიქტატურა ("მთებიდან მოსული კაცი, რომელიც პირიდან ბოლს უშვებს, ფეხს დაადგამს ევროპასა და აზიას").
• 1929 წლის "შავი ხუთშაბათი",
• ინდოეთის დამოუკიდებლობა;
• ჯავაჰარლალ ნერუს, ინდირა და რაჯივ განდის სიკვდილი;
• "ლინკოლნის სიკვდილის ექო" – ამერიკის პრეზიდენტზე თავდასხმა და მისი სიკვდილი (ეს წინასწარმეტყველება ჯონ კენედის ეხებოდა);
• 1964 წელს მიწისძვრა ალიასკაზე;
• 1979 წლის 4 აგვისტოს ეტნას ამოფრქვევა (სხვათა შორის, ეს წინასწარმეტყველება ცნობილი იყო იტალიის ხელისუფლებისთვის. მათ ვულკანის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა ევაკუაცია ერთი თვით ადრე გახიზნეს. ეტნამ კი ამფრქვევის შემდეგ ახლომდებარე სოფლები ლავით დაიფარა, ხოლო ქალაქი კატანია კი ფერფლით, ნახშირითა და ქვის წვრილი ნამტვრვევებით დაიფარა);
• XXI საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკის დანგრევა (მისი სიტყვებით "საუკუნის დაწყება ამერიკელებისთვის ელდის მომტანი იქნებოდა და ის იქნებოდა სან-ფრანციკოს მიწისძვრის ექო, თუმცა, ეს ნგრევა ადამიანის ხელით იქნებოდა გამოწვეული").
მის წინასწარმეტყველებებში უამრავი ისეთი მოვლენაა აღწერილი, რომელიც ჯერ არ მომხდარა. მათი გარკვეული ნაწილი ბუნებრივ კატაკლიზმებსა და სტიქიურ უბედურებებს ეხება – აშშ-ში სხვადასხვა ქალაქების ნგრევა, გრენლანდიიდან "წყლების ჩამოდინება (სავარაუდოდ დნობა)", კატაკლიზმები დრეიკის სრუტესთან და "ცეცხლოვან მიწასთან" (ლათინური ამერიკის უკიდურესი სამხრეთი), დედამიწის პოლუსების "გადაწევა".

ამერიკის პრეზიდენტები და ასტროლოგები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

შეუძლია თუ არა ასტროლოგიას და ასტროლოგებს ადამიანის ან სახელმწიფოს მომავლის პროგნოზირება?! მაინც როგორ ხდება ეს და რა გავლენა აქვს კოსმოსს ადამიანზე?!
"ერთი, ორი... მერკური მეორე სახლში... მთვარე წავიდა... ექვსი - უბედურება... საღამო - შვიდი. თქვენ თავს მოგკვეთენ!" – ამ უცნაურ და ერთი შეხედვით უაზრო სიტყვებს ცნობილი რუსი კლასიკოსი მწერალი მიხეილ ბულგაკოვი რომანში "ოსტატი და მარგარიტა", ვოლანდს ბერლიოზისთვის ათქმევინებს. ეს სიტყვები რამოდენიმე საათში სრულდება – ბერლიოზს ტრამვაი თავს აჭრის, ანუ ასტროლოგიური პროგნოზი აცხადდა.
ფრანგი სტატისტიკოსთა მონაცემებით ადამიანთა ნახევარზე მეტს სჯერა ასტროლოგიის. ფაქტია, რომ ასტროლოგიის სჯეროდათ და სჯერათ არა მარტო "უბრალო მოკვდავთ", არამედ "ძლიერთ ამა ქვეყნისათა". მათ რიცხვში შედიან მონარქები, პრეზიდენტები, ბიზნესმენები, ხელოვანები.. ამ მცირე სტატიაში მოგითხრობთ ამერიკის პრეზიდენტების ასტროლოგებთან ურთიერთობის შესახებ

რონალდ რეიგანი
რეიგანმა კარიერა მსახიობობით დაიწყო. 1966 წელს ის კალიფორნიის გუბერნატორი გახდა. 1980 წელს, ამერიკის რესპუბლიკურმა პარტიამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩია. პოლიტოლოგები საპრეზიდენტო არჩევნებში მის მარცხს წინასწარმეტყველებდნენ. რეიგანის მეუღლე ნენსიმ (სხვათა შორის იგი რეიგანის მეორე ცოლი გახლდათ) თავის მეგობარ ქალს, ასტროლოგ ჯოანა კუიგლის, რომელსაც ჯერ კიდევ 60-იან წლებიდან იცნობდა, რეიგანისთვის ასტროლოგიური პროგნოზის შედგენა სთხოვა. ნენსიმ კუიგლისგან კონკრეტული რეკომენდაციები მიიღო. რესპუბლიკურ პარტიაში ასტროლოგის რჩევებს დიდი სიხარულით არ შეხვედრიან, თუმცა მისი რეკომენდაციები მაინც გაითვალისწინეს... რეიგანი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა.
კუიგლის პროგნოზით რეიგანის ინაუგურაცია სასურველია... დილის ხუთ საათზე შემდგარიყო – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებოდა მას ბრწყინვალე კარიერა და აირჩევდნენ მეორე ვადითაც, თუმცა, კუიგლის პროგნოზითვე რეიგანს მარტის ბოლოს ხიფათი ელოდა, რეიგანის ჰოროსკოპი, მასზე თავდასხმაზე იუწყებოდა. ინაუგურაცია დილის ხუთ საათზე შედგა, ხოლო კუიგლი "საჭირო აღარ იყო" და დაემშვიდობნენ. ხიფათის შესახებ კი რეიგანი მეუღლემ, ნენსიმ გააფრთხილა – რეიგანმა ჩვეული იუმორით უპასუხა: "თუ მესვრიან – თავს დავხრი".
1981 წლის 30 მარტს რეიგანს თავს დაესხნენ – ჯონ ჰინქლიმ მას ექვსი ტყვია ესროლა, მიზანს მხოლოდ ერთმა მიაღწია. რეიგანი დაიჭრა, საავადმყოფოში, მან ოპერაციის წინ ექიმებს იუმორით უთხრა: "იმედია, ყველა რესპუბლიკელი ხართ". ექიმმა კი ასევე იუმორით უპასუხა: "ბატონო პრეზიდენტო, დღეს ყველა ამერიკელი რესპუბლიკელია". ოპერაციის შემდგომ, რეიგანმა ნენსის უთხრა: "მაპატიე, ძვირფასო, თავის დახრა ვერ მოვასწარი".
იმ დღიდან ჯოანა კუიგლი ამერიკის მე-40 პრეზიდენტის რონალდ უილსონ რეიგანის პირადი ასტროლოგი გახდა. რეიგანის გარემოცვა ხშირად ჩიოდა, რომ პრეზიდენტი თითქმის ბრმად ენდობოდა კუიგლის, მაგალითად, მისთვის ასტროლოგი ადგენდა სპეციალურ ცხრილს, სადაც თვის რიცხვები გაფერადებული იყო მწვანე (პოზიტიური), წითელი (ნეგატიური) და ყვითელი ფერით (ნეიტრალური). კუიგლის რჩევით შეირჩა მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, რათა ამ დღეს შედგენილი ხელშეკრულება მთლიანად აშშ-სთვის ყოფილიყო მომგებიანი. კუიგლის სიტყვებით ეს დღე შედეგს ხუთი წლის შემდეგ მოიტანდა პრინციპში ასეც მოხდა – რეიგან-გორბაჩოვის შეხვედრიდან ხუთ წელში საბჭოთა კავშირი დაიშალა). ამერიკელებისთვის რეიგანი ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური პრეზიდენტი იყო და იგი უყვარდათ არა მარტო რეპუბლიკელებს, არამედ დემოკრატებსაც.

ამერიკის დეკლარაციის მიღება
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის დეკლარაციის მიღებისა და დამოუკიდებლობის დღე აშშ-ს "დამაარსებლებმა" ბენჟამინ ფრანკლინმა და თომას ჯეფერსონმა ასტროლოგებთან მოთათბირების დახმარებით გამოთვალეს (თვით ფრანკლინი არც თუ ცუდი ასტროლოგი იყო. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ძირითადად ამ პიროვნების დამსახურებაა აშშ-მ რომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამიტომაც არის მისი სურათი 100 დორლარიან კუპიურაზე აღბეჭდილი). სხვათა შორის მთლიანად ოკულტური პრინციპებით არის შედგენილი ამერიკული ფულის ერთეული – დოლარი, ასევე აგებული თავდაცვის სამმართველოს შენობა – პენტაგონი (ეს სახელწოდება აღნიშნავს პენტაგრამას, ანუ ხუთკუთხედს; მართლაც პენტაგონის შენობა არქიტექტურულად ხუთკუთხედია).

აბრაჰამ ლინკოლნი
აშშ-ს 16-ე პრეზიდენტმა აბრაჰამ ლინკოლნმა წინასწარ იცოდა საკუთარი სიკვდილის შესახებ – ამის შესახებ ის ასტროლოგმა გააფრთხილა და სთხოვა თავი შეეკავებინა 14 აპრილს თეტრში წასვლისაგან. თუმცა, ლინკოლნი მაინც წავიდა. მას მსახიობმა ჯონ ბუტმა, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომში სამხრეთელებს უჭერდა მხარს, პრეზიდენტს რევოლვერიდან ესროლა. აბრაჰამ ლინკოლნი სასიკვდილოდ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

უილიამ ტაფტი
აშშ-ს 27-ე პრეზიდენტი უილიამ ტაფტი ფრანგი ასტროლოგის რეკომენდაციებით სარგებლობდა. (სამწუხაროდ, ამ ასტროლოგის სახელი და გვარი ცნობილი არ არის, თუმცა არქივში დაცულია მის მიერ ტაფტისთვის შედგენილი პროგნოზები).

თეოდორ რუზველტი
აშშ-ს 32-ე პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს "თეთრ სახლში", საკუთარ კაბინეტში, კედელზე საკუთარი ჰოროსკოპი ეკიდა და ამით ის ერთგვარად ნდობას უცხადებდა ასტროლოგიას. მით უმეტეს, რომ მეორე მსოფლიო ომში ასტროლოგიას იყენებდნენ ფაშისტები (ასტროლოგი კარლ ერნესტ კრაფტი), ბრიტანელები (ასტროლოგი ლუი დე ვოლი) და თვით საბჭოთა კავშირიც (ასტროლოგი სერგეი ვრონსკი).

დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მართვაში ასტროლოგიას იყენებდნენ არა მარტო აშშ-ს, არამედ თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნების პირველი პირები. (და არც თუ ცუდად)...

სერგეი ვრონსკი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ასტროლოგი, რომელიც პირადად იცნობდა ჰიტლერს, სტალინს, ჰესს, ბრეჟნევს, ანდროპოვს...


ასტროლოგთა შორის ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არა მარტო საკუთარ ქვეყანაში ცნობილი, არამედ მთელს მსოფლიოში (თუნდაც, ნოსტრადამუსი), თუმცა იშვიათია ასტროლოგი, რომელსაც შეხება ამა თუ იმ ქვეყნის პირველ პირთან. ლატვიელი ასტროლოგი სერგეი ვრონსკი სწორედ ერთ-ერთი იმათაგანი იყო.
სერგეი ვრონსკი წარმოშობით ლატვიელი გახლდათ (მისი მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ), მის მამას ალექსი ვრონსკის კი რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის კარზე საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეჭირა (ის 42 უცხო ენას ფლობდა). მას პატივს სცემდნენ არა მარტო მეფის სასახლეში, არამედ ბოლშევიკთა რიგებშიც, იქიდან გამომდინარე, რომ რევოლუციის დროს ალექსიმ მათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. სანაცვლოდ მან ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გაშვება ითხოვა და თანხმობაც მიიღო – პირადად ლენინის ხელმოწერილი საბუთი. თუმცა გაგზავრების წინა ღამეს, წითელარმიელებმა ვრონსკების მთელი ოჯახი საკუთარ სახლში დახვრიტეს. პატარა სერგეი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა – მის ნაცვლად ფრანგი გუვერნანტის შვილი დახვრიტეს, რომელიც ვრონსკების ოჯახში იმყოფებოდა. გუვერნანტმა სერგეი იშვილა და საფრანგეთში წაიყვანა, თუმცა ის ბებია-ბაბუამ მოძებნა და რიგაში გადაიყვანეს.
სწორედ აქედან იწყება სერგეის ოკულტური განათლება _ ბებია წარმოშობით მონტენეგროდან იყო (ყოფილი სერბეთი) და ის ცნობილი ასტროლოგი, ქირომანტი და მკურნალი იყო. ბებია-ბაბუამ შვილიშვილს სრულყოფილი განათლება მისცეს. სერგეი იყო პილოტი, ავტომრბოლელი, მუსიკოსი, მოცეკვავე, ექიმი, ექსტრასენსი, ქირომანტი, ასტროლოგი.
1930-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ფაშისტები გერმანიის სათავეში მოვიდნენ, ამ დროს სერგეი ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის ფაშისტების როგორც ნიჭიერი ასტროლოგი ფაშისტების მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. მალე მან გაიცნო "მეორე ფაშისტი" რუდოლფ ჰესი, რომელიც მისტიკით იყო გატაცებული. ჰესი მალე დარწმუნდა ვრონსკის ტალანტში. მალე ჰესი ვრონსკის მოწაფე გახდა. ვრონსკის პროგნოზებით გერმანელებს კრახი ელოდათ, ფაშიტს ლიდერებს კი სახრჩობელა, ამი გამო 1941 წლის მაისში ჰესი გერმანიიდან გაიქცა და ინგლისელებს ტყვედ ჩაბარდა (ვალტერ შელენბერგი ჩანაწერებში მიუთითებს ჰესის გაქცევასა და ასტროლოგიის კავშირზე).
მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ვრონსკის ოჯახი ბოლშევიკებმა დახვრიტეს, მან კომუნისტებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა (სხვა ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, მან უკვე წინასწარ იცოდა გერმანიის მარცხის შესახებ). კომუნისტების დავალებით იგი უნდა დახმარებოდა საბჭოთა ყოფილ მოკრივეს იგორ მიკლაშევსკის ჰიტლერის გარემოცვაში შეეღწია, სადაც მას თვით ჰიტლერის ლიკვიდიაცია უნდა მოეხდინდა. მან ამის მიზნით მიკლაშევსკი ჰიტლერის მეგობარს – მსოფლიო ჩემპიონს კრივში მაქს შმელინგს გააცნო, თუმცა სტალინი იძულებული იყო ამ განზრახვაზე ხელი აეღო, რადგან ჰიტლერის სიკვდილის შემთხვევაში, გერმანიის სათავეში მოვიდოდა პიროვნება, რომელიც ინგლისელებთან სეპარატიულ ზავს შეკრავდა, რაც რუსეთს საქმეს გაურთულებდა (ამაზე ფაქტზე მიუთითებს უშიშროების გენერლის პავლე სუდოპლატოვის ჩანაწერები).
1942 წელს ვრონსკი მოსკოვში გამოიძახეს, მიზეზი მისი დაჯილდოვება იყო. სერგეის საკუთარი პროგნოზებით მიხედვით რუსეთში... ჭრილობა და შემდეგ ციხე, ხოლო გერმანიაში კი ძალადობრივი სიკვდილი ელოდა. ვრონსკიმ რა თქმა უნდა პირველი აირჩია. მან დიპლომატიური პასპორტი აიღო და მშობლიურ რიგაში გაემგზავრა, სადაც ფრონტის ხაზზე მოხვდა. ვრონსკიმ ფრონტზე ქირურგად დაიწყო მუშაობა. დაბომბვის დროს იგი მძიმედ დაიჭრა, ამის გამო როგორც I ჯგუფის ინვალიდი დემობილიზებული იქნა. ომის დამთავრების შემდეგ ვრონსკი ჯერ უფაში (ბაშკირეთი), შემდეგ კი იურმალაში (ლატვია) ცხოვრობდა, თუმცა ის 1946 წელს დააკავეს და ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის 25 წელი მიუსაჯეს.
ვრონსკი იგონებს: "ბანაკის ხელმძღვანელობისთვის მე ღვთაებრივი ადამიანი ვიყავი და ჩემს მოთხოვნებს უსიტყვოდ ასრულებდნენ, რადგან მათი უმეტესობას სერიოზული აშლილობა სჭირდა, ამიტომ მათ ჰიპნოზითა და ფსიქოთერაპიით ვმკურნალობდი". მან თავისი შედეგი გამოიღო და ვრონსკი საპატიმროდან ხუთ წელში გამოუშვეს. ის იურმალაში დაბრუნდა, 1963 წელს კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ვიწრო წრეში მოსკოვის ბოჰემური ნაწილისთვის ასტროლოგიის კურსს კითხულობდა.
ის სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სუკ-ში, მის ტალანტს განსაკუთრებული ყურადღება მაშინ მიაქციეს, როდესაც 1966 წელს ცნობილი კონსტრუქტორის სერგეი კოროლიოვისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების თარიღის გადაწევა მოითხოვა. მას არ დაუჯერეს, კოროლიოვი კი... საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა (სწორედ კოროლიოვის შექმნილი იყო "ვოსტოკ-1", რომლითაც იური გაგარინი კოსმოში გაფრინდა).
ამის შემდეგ ვრონსკის ასტროლოგიური პროგნოზებით თვით ლეონიდ ბრეჟნევიც დაინტერესდა. მას აინტერესებოდა ჩინეთთან დაძაბული ურთიერთობები როგორ მოწესრიგდებოდა და ასევე სურდა შეეტყო... ის უფრო ადრე მოკვდებოდა თუ მაო-ძე-დუნი. ასტროლოგმა ჩინელებთან მცირე შეტაკება იწინასწარმეტყველა, თუმცა ისიც დაამატა, საბჭოთა კავშირს ძირითადი საფრთხე უფრო მოგვიანებით დაემუქრებაო. ბრეჟნევი კი დაამშვიდა, თქვენ მაოზე დიდ ხანს იცოცხლებთო
საბჭოთა კავშირის სათავეში ადროპოვის მოსვლის შემდეგ ვრონსკის უფლება მიეცა ასტროლოგიით ოფიციალურად დაკავებულიყო – ის საბჭოთა კავშირში ერთადერთი ოფიციალური ასტროლოგი გახდა. 1990-იან წლებში მან ასტროლოგიის შესახებ რამოდენიმე წიგნი გამოსცა და შეუდგა ფუნდამენტურ ტრაქტატზე – ასტროლოგიური ენციკლოპედიაზე მუშაობას, თუმცა მას ნაშრომები მოჰპარეს. ის იძულებული იყო ხელახლა დაეწერა უზარმაზარი შრომა, რომელიც თორმეტ ტომად დაჰყო და "კლასიკური ასტროლოგია" უწოდა.
ამ წერილს კი სერგეი ვრონსკის სიტყვებით დავასრულებთ: "ჩვენ საკუთარი სიცოცხლის დროის არჩევა არ შეგვიძლია. იგი უბრალოდ გვენიჭება და ჩვენი ვალია მას გავუფრთხილდეთ".

გიორგი გურჯიევი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის დაბადების ეროვნება, დრო ადგილი ზუსტად არ არის ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს, დაბადების ადგილად ყარსსა (თურქეთი) და ალექსანდოპოლის (იგივე გიუმრი; სასომხეთი), უკანასკნელი გამოკვლებებით რუსულ პრესაში გამოჩნდა ვერსია გურჯიევის ქართველური წარმოშობის შესახებაც, სადაც მისი წარმოშობის ადგილად გურჯაანი სახელდება. მისი წარმოშობა და ეროვნებაც ბურუსით არის მოცული, ზოგი მას სომხურ-ბერძნულ წარმოშობას საუბრობს, ზოგი ასირიელად რაცხავს, ზოგი კი ქართველად. მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა ქართული, აზერბაიჯანული და სომხური (ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსი დ. ა. ჰალსის წერს: "გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც როგორც მეომრებისთვის, ისე მღვდლებისთვის განკუთვნილი (აქ ალბათ საუბარია მხედრულ და ნუსხურ ანბანებზე)".
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დამტკიცდა სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც, იგი დაბადებულია არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო ფართო მასებისთვის, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს – ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს (ეს მტკიცდება სტალინის ნათლობისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდებში გაკეთებული ჩანაწერებით). სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა – მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე გამოაკლო, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.
ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
სხვათა შორის XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. სხვათა შორის არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარუდოდ გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა "აქიმმა" მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა. ამის შემდეგ გურჯიევი მიემგზავრება აზიის ქვეყნებში – მონღოლეთში, პაკისტანში, თურქმენეთში, მოგვიანებით ის ეწვევა თურქეთს, ეგვიპტეს, ინდოეთს, შემდეგ ტიბეტს, სადაც მას ტიბეტელი ლამებმა "თეთრი ეშმაკი" შეარქვეს. მოგვიანებით მას ბედისწერამ კიდევ ერთხელ მოახვედრა თბილისში (ტფილისში), ეს იყო 1919 წელს, როდესაც მან ესენტუკიდან "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი" გადმოიტანა, თუმცა თბილისიდან ის 1920 წლის ბოლოს სტამბოლში მიემგზავრება, როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა. აღსანიშნავია, რომ გურჯიევმა თბილისში ჩამოსვლის (დაბრუნების) დროს შეიტყო, რომ მამამისი ივანე გურჯიევი მოეკლათ, ხოლო დედა და ახლო ნათესავები ტიფით გარდაცვლილიყვნენ, ეს კიდევ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ თბილისთან არ მარტო მას ჰქონდა მჭიდრო კავშირი, არამედ მის ოჯახასაც (შესაძლებელია გურჯიევის ოჯახი თბილისშიც ცხოვრობდა). გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის "მფრინავი ხალიჩაც" იყო (ზოგი მას "დიდი მონგოლის" ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით "სხვა რაღაც", უფრო მნიშვნელოვანი "გააპარა". გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩადის და იქვეს ახლოს ფონტებლოში მკვიდრდება. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ის ტიბეტში ჩადის. იმ დროისთვის ეს ქვეყანა თითქმის მთელი მსოფლიოსთვის "დახურული" იყო.
ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა "მეორე ფაშისტმა" რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას – შამბალას ეძებდნენ(?!). ჰესი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი და ამასთან ჰიტლერის გეგმების კრახში დარწმუნებულიც იყო. ამაში გურჯიევთან შეხვედრის დროსაც დარწმუნდა. ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა (ამაზე მიუთითებდა ფაშისტების პირადი ასტროლოგი კარლ ერნესტ კრაფტიც), მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით ჰესსა და სხვა ფაშისტ ლიდერებს (გარდა ჰიტლერისა) სახრჩობელა ელოდათ. ჰესი ვრონსკის რჩევით 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო(?!).
არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, თუმცა ფაშისტებს ის არ შეუწუხებიათ.
გურჯიევის ცნობილი "ენაგრამები"-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.
P.შ. სხვათა შორის, ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში "ოსტატი და მარგარიტა", ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.

ნუმეროლოგიური საიდუმლო

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

დაკარგული ნივთის ნუმეროლოგიური მოძიება

პირველ რიგში უნდა დადგინდეს, დაკარგული ნივთის მეპატრონის "ცხოვრების ციფრი", ანუ შეიკრიბება მისი დაბადების წლის, თვისა და დღის რიცხვები – მაგალითად, პიროვნება დაბადებულია 1970 წლის 12 იანვარს. 1 + 9 + 7 + 0 (წელი) + 1 (თვე) + 1 + 2 რიცხვი = 21. მიღებული რიცხვი კიდევ იკრიბება: 21 = 2 + 1 = 3, ე. ი. ამ ადამიანის "ცხოვრების ციფრია" 3.
ამავე პრინციპით გამოიანგარიშება იმ დროის ციფრი, როდესაც ესა თუ ის ნივთი დაიკარგა: მაგალითად, ეს მოხდა 2006 წლის 8 ნოემბერს. 2 + 0 + 0 + 6 (წელი) + 1 + 1 (თვე) + 8 (დღე) = 18. დავიყვანოთ ეს რიცხვი ერთნიშნა ციფრამდე" 1 + 8 = 9.
ახლა კი შევკრიბოთ მიღებული ციფრები: 3 + 9 = 12. ეს რიცხვიც დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე: 1 + 2 = 3.

1
თუ ნივთი სახლის გარეთაა: კაზინო, ტოტალიზატორში, ბარში, სპორტული არენაზე, თეატრში, ზოოპარკში, საცეკვაო მოედანზე, ცირკში, სასტუმროში, ტავერნაში, სახელმწიფო შენობაში.
თუ ნივთია სახლშია: მისაღებში, ტერასაზე, ბავშვთა ოთახში, სათამაშოებთან, ოჯახის უფროსის ოთახში, ძვირფასეულობის ზარდახშაში, ბუხართან ახლოს, ღუმელში, გაზქურაში(ზე).

2
თუ ნივთი სახლის გარეთაა: კვების ობიექტებში, მაღაზიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რესტორანში, საბავშვო ბაგა-ბაღში, საცურაო აუზში.
თუ ნივთია სახლშია: სასადილო ოთახში, სამრეცხაოში, `საშრობში~, სამზარეულოში, თეთრეულის კარადაში, საძინებელში, ოთხში, რომელსაც ბევრი სარკმელი აქვს, ნიჟარასთან და წყლის მილებთან ახლოს, იქ, სადაც ვერცხლის ნაკეთობები ინახება.

3
თუ ნივთი სახლის გარეთაა: უცხოეთში, საბანკეტო დარბაზში, ეკლესიაში, ტაძარში, სასამართლოში, უნივერსიტეტში, აუდიტორიაში, ველოტრეკზე, იპოდრომზე, სამაკლერო ოფისში, კოლეჯში, გამომცემლობაში, საადვოკატო ბიუროში, წიგნის მაღაზიაში.
თუ ნივთია სახლშია: ზედა სართულზე, დიდი მოცულობის ოთახში, ოთახში, სადაც ინახება საბუთები, ცხოველების ოთახში, კაბინეტში, ოთახში, სადაც ალაგია ძვირფასი ავეჯი.

4
თუ ნივთი სახლის გარეთაა: აეროპორტში, გარაჟში, გზატკეცილზე, რკინიგზის სადგურში, მეტროში, ხალხმრავალ ადგილებში.
თუ ნივთია სახლშია: ხელსაწყოებთან და ინსტრუმენენტებთან ახლოს, ოთახში, სადაც დგას ტელევიზორი ან კომპიუტერი და საერთოდ საოჯახო ტექნიკა.

5
თუ ნივთი სახლის გარეთაა: წიგნის მაღაზიაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, ბიბლიოთეკაში, სკოლაში, ლიცეუმში, ფოსტაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, ტელევიზიაში, რადიოში, რედაქციაში, სატელეფონო ჯიხურში, უნივერმაღში.
თუ ნივთია სახლშია: სავარჯიშო ოთახში, კიბეზე ან კიბესთან (ქვეშ), მაგიდაზე, ყუთში, წიგნების თაროში(ზე), ტელეფონთან ახლოს, საკანცელარიო ნივთებთან, საბუთებთან, საფოსტო ყუთთან.

6
თუ ნივთი სახლის გარეთაა: ბანკში, საიუვილერიო მაღაზიაში, საჩუქრების მაღაზიაში, სილამაზის სალონში, ოპერაში, ტანსაცმლის მაღაზიაში, მუსიკალურ მაღაზიაში, ხმის ჩამწერ სტუდიაში, თეატრში, კინოდარბაზში, მოდების სახლში, სამხატვრო გალერეაში, ავეჯის მაღაზიაში, ბუნების წიაღში - ტყეში, ბაღში, ბოსტანში.
თუ ნივთია სახლშია: ოთახში, რომელსაც დეკორატიული იატაკი აქვს, ოთახში, სადაც ხელოვნების ნიმუშები იქმნება (მაგალითად, "სახელოსნოში"), მუსიკალურ საკრავებთან, მოლბერტთან, საწერ მაგიდასთან, ვიდეო ან ფოტოკამერასთან ახლოს, იატაკზე, ფოტოებთან, სურათებთან და მუსიკალურ დისკებთან ახლოს, მანსარდზე.

7
თუ ნივთი სახლის გარეთაა: საავადმყოში, აფთიაქში, ქიმწმენდაში, სამრეცხაო ობიექტში, სანიტარულ სამსახურში, განმარტოვების ადგილებში, "სათნოების სახლში", უცნაურ და მისტიკურ ადგილებში.
თუ ნივთია სახლშია: რელიგიურ სურათებთან და ლიტერატურასთან ახლო, სააბაზანოში, სამრეცხაოში, ოთახში, სადაც მედიკამენტები და შხამები ინახება, იქ, სადაც სითხეებია, იქ, სადაც ვიდეო და ფოტოაპარატურა და მასთან დაკავშირებული მასალები ინახება, აკვარიუმში ან მასთან ახლოს, ცივ და ნესტიან ოთახებში, ფეხსაცმელების შესანახ კარეადაში, უცნაურ და საშიშ ოთახებში.

8
თუ ნივთი სახლის გარეთაა: ეკლესიის ეზოში და მასთან ახლოს, სამუშაო ადგილზე, ნაგავსაყრელზე, ორმოში, გამოქვაბულში, სასაფლაოზე, მუნიციპალურ შენობებში, პოლიციაში, დამკრძალავ ბიუროში, სამშენებლო ოფისში, სასამართლოში,
თუ ნივთია სახლშია: ფუნდამენტში, ნაგვის ყუთში, ოთახში, სადაც ბერვი ტყავისა და პლასტმასის ნივთებია, ძველ და დანგრეულ ოთახში, სარდაფში, კონდიციონერთან ახლოს, მაცივარში (თან, ზე), სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებთან ახლოს.

9
თუ ნივთი სახლის გარეთაა: სახანძროში, საპარიკმახეროში, ლითონის საამქროში, სპორტულ დარბაზსა და არენაზე, ხორცის მაღაზიაში, ბაზარში, სტომატოლოგის კაბინეტში, საგადასახადო ან დაზღვევის ოფისში, ორმოში, ნაგვის ყუთში (ქუჩაში), საკანალიზაციო ორმოში, ტირში, მასაჟის კაბინეტში, საავადმყოფოში, აფთიაქში, სამხედრო ნაწილში, პოლიციაში, საიდუმლო ადგილას.
თუ ნივთია სახლშია: საკვამურში (ახლოს), ოთახში, სადაც საჭმელი მზადდება, ოთახში, სადაც ინახება რკინისა და სპილენძის ნივთები, ოთახში, სადაც იარაღი და საბრძოლო მასალები, საფერფლესთან ახლოს, საკანალიზაციო მილში, ნიჟარაში, ოთახში, სადაც ცეცხლი ანთია, სალესავთან ახლოს, საიდუმლო ადგილას.

აფირმაცია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა გავლენას ახდენს აფირმაცია ადამიანზე

აფირმაცია ეს მიზანმიმართული აზრ-ფორმაა, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის და მის გავლენას ბუმერანგის პრინციპით უკან იღებს. საერთოდ, ადამიანი ყოველ წამიერად ფიქრობს (უმეტესწილად ქაოტურად) და ამ საკუთარ ფიქრს, როგორც ენერგეტიკულ მუხტს აგზავნის კოსმოსში, ამიტომ, უმეტესად ადამიანი უკან საკუთარი ფიქრიდან, საუბრიდან თუ მოქმედებიდან გასულ ენერგიას იღებს, ამიტომ, იფიქრეთ დადებითზე და თქვენ აფირმაციის სასიკეთო გავლენას ძალიან სწრაფად იგრძნობთ. ამჯერად შემოგთავაზებთ გარკვეულ აფირმაციებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უფრო ჰარმონიულს გახდიან (აფირმაციები გაიმეორეთ ხშირად). საერთოდ, შეგიძლიათ, აფირმაციები თქვენ თვითონ მოიგონოთ, ოღონდ, ეს უნდა შეიცავდეს დადებით ენერგიას და მხოლოდ აწმყოში უნდა ისაუბროთ მათზე. მოკლედ, როგორც აღმოსავლეთში ამბობენ: "თქვენთან მოდის ის – რაზეც ფიქრობთ!"

ყოველი დღე მე უფრო უკეთესი და უკეთესი ვხდები
• ჩემთან ყველაფერი კარგი მოდის ადვილად და ძალადაუტანებლად
• მე ჩემში ვგრძნობ სინათლესა და სიყვარულს
• მე ცხოვრებაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე მიმართლებს
• ჩემი ცხოვრება მშვენიერია

• მე მაქვს ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის მჭირდება
• მე საკუთარ ბედს თვითონ ვმართავ

• მე რაც მჭირდება – უკვე მაქვს
• ჩემს გულში სიბრძნე და სიყვარულია
• მე საკუთარ თავს ვაფასებ და მიყვარს, როგორც ვარ

• მე გარშემომყოფები მიყვარს
• რაც უფრო მეტად მიყვარს საკუთარი თავი, მით მეტად მიყვარს სხვა ადამიანები
• მე სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში ვიღებ სიყვარულს, სიამოვნებასა და ბედნიერებას

• ყოველი დღე ჩემი ურთიერთობა... (სახელი და გვარი) უკეთესდება და ხდება ბედნიერი
• მე მომწონს ჩემი სამსახური და მისგან ვიღებ აღმაფრენას, შემოქმედებით ენერგიასა და ფულს

• ჩემი ენერგეტიკული არხები გახსნილია კოსმიური ენერგიის მისაღებად
• მე მაქვს ყველა შესაძლებლობები ჩემი დინამიური თვითგამოხატვისთვის
• მე ვურთიერთობ ადვილად და სასიამოვნოდ
• მე საკმარისი მაქვს დრო, ენერგია, ცოდნა, ფული, რათა ავისრულო ყველა ჩემი სურვილი
• მე ვაკეთებ იმ საქმეს რაც მინდა და რაც სიამოვნებას მანიჭებს

• მე მაქვს ყველაფერი, რისი სურვილიც მაქვს
• ჩვენი სამყარო მდიდარია და მისი სიმდიდრე ჰყოფნის ყველას, ამიტომ, ჩემთან თავისუფლად მოდის ეს სიმდიდრე.

• რაც უფრო მეტი შემიძლია – მით მეტს გავცემ, რაც მეტს გავცემ – მით მეტს ვიღებ. ამის გამო მე მოხარული და ბედნიერი ვარ.
• მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრობ იქ, სადაც უნდა ვცხოვრობდე
• მე მხნე, ჯანმრთელი და ლამაზი ვარ

• ყოველ წუთში ჩემში შემოდის ღვთიური ენერგია და ეს ჩემში სასწაულებს ახდენს

• მე ღმერთის მადლიერი ვარ, რომ აწესრიგებს ჩემს ჯანმრთელობას, ცოდნას, ფინანსურ საქმეს და ურთიერთობებს
• ყველა მოვლენა ჩემს ცხოვრებაში ხდება ჩემდა სასიკეთოდ
• ღმერთი ნაბიჯ-ნაბიჯ აწესრიგებს ჩემს ცხოვრებას და ეს სიხარულით მავსებს
• მე მადლიერი ვარ ღმერთის, ადამიანების, ბუნების და ყველა ცოცხალი არსების

ფიზიოგნომიკა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რაზე მეტყველებს ადამიანის სახე?

ფიზიოგნომია (ბერძ. "ფისის" – ბუნება და "გნოსის" – ცოდნა), იგივე ფიზიოგნომიკა ეს არის უძველესი ოკულტური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის სხეულის ნაწილების (უმეტესად სახის ნაკვთების) საშუალებით დაადგინოს მისი ხასიათის ნიშან-თვისებები. ამ კუთხით პირველი სერიოზული ნაშრომები უკვე ძველ ეგვიპტეში გხვდება.
ფიზიოგნომიკას ჯერ კიდევ ანაქსაგორი იკვლევდა (ძვ. წ. 500-428 წ.წ.), ცნობილია მისი პირველი შეხვედრა სოკრატესთან – როდესაც ხალხმა სთხოვა ანაქსაგორს სოკრატეს დახასიათება, მან თქვა: "იგი დაბალგანვითარებული, შეზღუდული, ვნებიანი და მრუშია". ამის გაგონებაზე სოკრატეს მოწაფეები სიცილით დაიხოცნენ. სოკრატეს არ გასცინებია, მან მოკლედ თქვა: "იგი მართალია, მე ასეთი ადრე ვიყავი".
ჰისპანუსმა თებეში (ძვ. ეგვიპტე) აღმოაჩინა ოქროთი მოვარაყებული წიგნი ფიზიოგნომიკის, ქიროლოგიისა და ქირომანტიის შესახებ, რომელიც ალექსანდრე მაკედონელს საჩუქრად გაუგზავნა. "თვალები ადამიანის სულის სარკეა", ამბობდნენ ძველი ბერძნები და ჩვენც ამ მცირე ფიზიოგნომიკურ მიმოხილვას თვალების აღწერით დავიწყებთ.

თვალები
ჩამოსიებული და შეშუპებული უპეები ავადმყოფობასა (ფიზიკურ-ფსიქიკურს) და სუსტ ხასიათზე მიანიშნებს.
პატარა და ღრმად ჩასმული თვალები მტაცებლობის, მიმთვისებლობის, გულღრძოობისა და სიმხდალის ნიშანია.
ადამიანი, რომელიც საუბრის დროს თვალებს აცეცებს ან რაღაცას მალავს ან იტყუება.
ყავისფერი თვალები სითბოზე, ერთგულებაზე და კარგ მეოჯახეობაზე მიანიშებს.
ცისფერი თვალები მეოცნებების, ალერსიანობისა და ქარაფშუტობის ნიშანია, ამ ადამიანებს ხელოვნების დიდი ნიჭიც აქვთ.
მწვანე თვალები ჭკვიან ადამიანებს აქვთ, თუმცა, რიგ შემთხვევებში მათ მისტიკისკენაც აქვთ მიდრეკილება.
თაფლისფერი თვალები ლოგიკურად მოაზროვენე, გონებამახვილ და ეჭვიან ადამიანებს აქვთ.
შავი თვალების პატრონი მხდალი და გაუბედავია.

შუბლი
ვიწრო, დაბალი და "უკან წაწეული" შუბლი დაბალ ინტელექტზე მიანიშნებს.
ფართო და მაღალი შუბლი კარგ აზროვნებას ნიშნავს.
დაბალი შუბლი ("მაიმუნისებრი") ენერგიულობას, დაუნდობლობას, დამნაშავეობას ნიშნავს.
ფართო და კუთხეებში ამობურცული შუბლი მდიდარ ფანტაზიას ნიშნავს (ხანდახან უცნაურ წარმოსახვებზეც მიანიშნებს).
სწორი და ოთხკუთხედი შუბლის პატრონი სერიოზული და დიდსულოვანი ადამიანი იქნება.
ძალიან ბრტყელი შუბლი რბილ და დამყოლ ხასიათზე მიანიშნებს.

ცხვირი
დიდი ცხვირი პატრონი მძიმე და რთული ხასიათის ადამიანია.
სწორი და ზომიერი ცხვირი სიკეთის ნიშანია.
კეხიანი ცხვირი უშიშარობაზე, იმპულსურობაზე, სიფიცხეზე და შურისმაძიებლობაზე მიანიშნებს.
წითელი ცხვირი თამამ ადამიანებს აქვთ.
განიერი და ფართო ცხვირი მრუშობას ნიშნავს.
ვიწრო ცხვირის პატრონი მსუბუქი ხასიათის ადამიანი იქნება.
კაუჭა და კეხიანი ცხვირი დიდსულოვნებაზე და ხელგაშლილობაზე მიანიშნებს (თუმცა, მას სიბოროტის ჩადენაც შეუძლია).
ცხვირი დიდი ნესტოებით ვნებიანობის ნიშანია.

ყურები
თუ ყურის ყველა ნაკვთი თანაბრად არის განვითარებული ეს მაღალ გონებრივ პოტენციალზე მიუთითებს.
ძალიან ხორციანი ყურები უჟმურებაზე და შინაგან სიმკაცრეზე მიანიშნებს.
პატარა ყურები მაღალი მგრძნობიარობის ნიშანია.
ზემოთ აწვეტებული ყურები გამჭრიახი გონების და ზომიერების გრძნობის დამახასიათებელია.
დიდი, კარგად გამოკვეთილი ყურები ხელოვნების, განსაკუთრებით მუსიკის ნიჭზე მიანიშნებს.
უხორცო ყურები კარგ ჯანმრთელობაზე მიუთითებს.
"ჩამოკიდებული", უსიცოცოცხლო ყურები სუსტ ჯანმრთელობას ნიშნავს.
თუ ყურების ნიჟარები ღრმად არის ჩამჯდარი ნაყოფიერების ნიშანია.
განზე წაწეული ყურები სიბრიყვის და ეშმაკობის ნიშანია.
მიკრული ყურები სიფრთხილეზე, გულქვაობაზე, გამძლეობაზე და ამპარტავნებაზე მეტყველებს.
კვადრატული ყურები მტკიცე ბუნების და კეთილსინდისიერების ნიშანია.
თმიანი ყურები სიბრძნეზე და მისტიკურ ბუნებაზე მიანიშნებს.

ნიკაპი
წინ წამოწეული ნიკაპი ენერგიის, ნებისყოფის, დამოუკიდებლობის, დიდსულოვნების, ერთგულებისა და სიმტკიცის ნიშანია.
ვიწრო, წვეტიანი ნიკაპი გამჭრიახ გონებაზე და სარკაზმზე მიუთითებს.
გამოუკვეთელი ნიკაპი რბილ ხასიათზე, მოკრძალებაზე, გაუბედავობაზე მეტყველებს.
ხორციანი ნიკაპი "დიდ" გონებას, მგრძნობიარობას და ეგოიზმს ნიშნავს.
ორად გაყოფილი ნიკაპი არადმგრადობის, რომანტიულობისა და ვნებიანობის ნიშანია.
ზემოთ აწეული ნიკაპი ინტერესიან და გამბედავ ადამიანებს აქვთ.
ღაბაბი მსუბუქი ყოფაქცევის ნიშანია.
მრგვალი ყბა ქალაჩუნობის ნიშანია.

პირი
დიდი პირი ეჭვიანი ხასიათის და ზოჯერ სიბრიყვის ნიშანია.
ფართო პირიანი ადამიანი მოლაყბე, შფოთის ამტეხი და მოხერხებულია.
ზომიერი პირი გაწონასწორებულ და მშვიდ ხასიათზე მეტყველებს.
ასიმეტრიული პირი გულწრფელობაზე, დამყოლ ხასიათზე და ფარულ კომპლექსებზე მიანიშნებს.

ტუჩები
სქელი ქვედა ტუჩი უგულისყურო და უყურადღებო ადამიანს აქვს.
წითელი ტუჩები უბიწოების, განათლებისა და კარგი აზროვნების ნიშანია.
უფერული ტუჩები სუსტ ნებისყოფაზე მიანიშნებს.
ბრტყელი ზედა ტუჩი შურიანობაზე და მოშურნეობაზე მიანიშნებს.
ზომიერი და ვარდისფერი ტუჩების პატრონი ჭკვიანი, მშვიდობისმოყვარე და მესაიდუმლე იქნება.
მაგრად მოკუმული ტუჩები მტკიცე ხასიათზე მიანიშნებს.

სიცილი
ხმაღალი, ჯანსაღი სიცილი კარგი ჯანმრთელობაზე, გულღიობაზე და ძლიერ ხასიათზე მიუთითებს.
უხეში და მოურიდებელი სიცილი ეგოიზმის, ფიზიკური ძალის, ინსტიქტურ მოქმედებზე მიანიშნებს.
მშვიდი, რბილი სიცილი პატიოსან და სუსტი ნებისყოფის ადამიანებს აქვთ.
"გულიანი", ხანგრძლივი სიცილი კეთილგანწყობაზე და დადებით თვისებებზე მეტყველებს.
ქირქილი და ირონიული სიცილი საიდუმლოებისა და ჭორების მოყვარულ ადამიანებს აქვთ.
მოკლე და ხმადაბალი სიცილი განვითარებულ, ნებისყოფიან და საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანებს აქვთ.
ძალიან ჩუმი, შეუმჩნეველი სიცილი სიფრთხილეზე, ფარულ მოქმედებებზე და სიცბიერეზე მიანიშნებს.

არაბები და ასტროლოგია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

შუასაუკუნეებში ბაღდადის ასტროლოგიურ აკადემიაში თბილისელი არაბებიც სწავლობდნენ

მუსულმანურ სამყაროში ასტროლოგიის შესახებ პირველად მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში შეიტყვეს. ეს ის პერიოდია, როდესაც არაბებმა თანდათან დაიპყრეს სხვა და სხვა ქვეყნები და ისინი იმ განათლებას დაეწაფნენ, რომლებიც მათ მზად დახვდათ. 762 წელს ხალიფა აბუ-ჯაფარ ალ-მანსურმა ქალაქი ბაღდადი დააარსა, რომელიც სატახტო ქალაქის გარდა, სამეცნიერო ცენტრა გადაიქცა. ალ-მანსურის შვილიშვილმა ჰარუნ ალ-რაშიდმა სამასი მეცნიერი გააგზავნა ბერძნული ხელნაწერების შეგროვებისთვისა და შესწავლისთვის, ბაღდადში უამრავი სამეცნიერო მასალა დაგროვდა. ხალიფა ალ-მამუნმა დამარცხებული ბიზანტიის კეისარს, მიხეილ მეორეს 823 წლის საზავო ხელსეკრულებაში სპეციალური მუხლი შეატანინა, სადაც მითითებული იყო, რომ იმპერატორს ხალიფასთვის უნდა მიეცა ბერძნული ხელნაწერები ან ამ ხელნაწერების ასლები. 827 წელს იმავე ხალიფას ალ-მამუნის ბრძანებით გადათარგმნეს კლაუდიუს პტოლემეოსის ასტრონომიული ნაშრომი "ათემატიკოს სინტაქსის", რომელსაც არაბულად "ალმაგესტი" უწოდეს და ასევე გადათარგმნეს პტოლემეოსის ოთხნაწილიანი ასტროლოგიური ტრაქტატი "ტეტრაბიბლოსი".
არაბების ასტროლოგიური ცოდნა იხვეწებოდა ფართოვდებოდა, აღსანიშნავია, რომ არაბებს ასევე ჰქონდათ ინდური ასტროლოგიური ტრაქტატები, მათ შორის ცნობილი ინდური ასტრონომიულ-ასტროლოგიური ტრაქტატი "სინდთატასი". არაბებმა მალე ასტრონოომისა და ასტროლოგიის ცოდნაში თვით ბერძნებსაც კი აჯობეს.
პირველი ასტროლოგიური აკადემია ბაღდადში 777 წელს დაარსდა ებრაელი ასტროლოგის იაკობ ბენ თარიკის მიერ. ამ აკადემიაში მოღვაწეობდა ცნობილი ასტრონომი, ასტროლოგი და ფილოსოფოსი აბუ მაშარი, რომელიც ისლამური (არაბული) ასტროლოგიის მამად ითვლება და მას არაბები იგივე პატივს მიაგებენ, როგორსაც, ევროპელები კლაუდიუს პტოლემეოსს. აბუ მაშარმა ბერძნულიდან, სირიულიდან, ფეჰლეურიდან და სანსკრიტიდან არაბულ ენაზე თარგმნა 200-ზე მეტი ასტროლოგიური ტრაქტატი. აღსანიშნავია, რომ პტოლემეოსის ნაშრომები შემდგომში ლათინურად სწორედ აბუ მაშარის ნათარგმნი ტრაქტებიდან თარგმნეს, იქიდან გამომდინარე, რომ ორიგინალები დაკარგული იყო.
ამ აკადემიაში სასწავლებლად სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩადიოდნენ და რაც არ უნდა პარადოქოსულად ჟღერდეს, ამ აკადემიაში ჩადიოდნენ საქართველოდანაც (თუმცა უმეტესად არაბი ეროვნების ადამიანები). ისტორიამ შემოინახა ერთ-ერთი მათგანის სახელი – ასტროლოგი ატ-თიფლისი. სწორედ ასე მოიხსენიება იგი. ამ ასტროლოგის სრული სახელი იყო ქამალ ად-დინ აბუ-ფადლ ხუბაიშ იბნ მუჰამედი (1100 – 1230 წ. წ.). იგი ასტროლოგიურ ცოდნასთან ერთად, მედიცინისაც საკმაოდ კარგად ფლობდა და საკმაოდ კარგი ექიმი იყო. ატ-ტიფლისი ჯერ თბილისში მოღვაწეობდა და მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებლმა თბილისი აიღო და არაბებისგან გაათავისუფლა, იგი უკვე ღრმად მოხუცებული იყო, კონიის სასულთანოში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა. მას დარჩა საკმაოდ ბევრი ნაშრომი ასტროლოგიის, მედცინისა და გრამატიკის შესახებ (მათ შორის "შესავალი ვარსკვლავთა მეცნიერებაში", "ვარკვლავთა განხილვა" და ა. შ.).
ბაღდადი დიდ ხანს რჩებოდა მეცნიერთა, განსაკუთრებით ასტრონომ-ასტროლოგთა მექად, სანამ 1258 წელს ჩინგზიხანის შვილიშვილმა ხულაგუს ლაშქარმა (სადაც მოწინავე მეომრებად ქართველები იბრძოდნენ) არ აიღო ქალაქი ბაღდადი და ხალიფა სიცოცხლეს არ გამოასალმა. ხულაგუმ შეკრიბა ყველა მეცნიერი და ურმიის ტბასთან, მარაღაში გადაასახლა, სადაც ობსერვატორიაც დააარსა. თუმცა მეცნიერების ნაწილმა მაინც შეძლო გაქცევა და მათ თავი ესპანეთს შეაფარეს (შემდგომში ამ მეცნიერების მოღვაწეობის შედეგად შეიქმნა ცნობილი მოძღვრება კაბალა).

Feb 24, 2009

რა არის ასცენდენტი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა არის ასცენდენტი და რა თვისებებს გვანიჭებს

ასცენდენტი (ASC) ლათინური სიტყვაა და "აღმავალს", "ამომავალს" ნიშნავს. ის ეკლიპტიკის წერტილია (ზოდიაქოს გრადუსი), სადაც ეკლიპტიკა კვეთს ჰორიზონტის აღმოსავლეთ ნაწილს დროის მომენტსა და გეოგრაფიულ ადგილში კონკრეტული პიროვნებასთან მიმართებაში, ანუ პიროვნების დაბადების მომენტში ამომავალი ეკლიპტიკის უკიდურესი აღმოსავლეთ ადგილი (ე. ი. ის ადამიანის დაბადების საათით გამოითვლება). იმდენად რამდენადაც დედამიწა ტრიალებს და მისი ყოველი მონაკვეთი ყოველდღიურად გადის მთელს ზოდიაქოს. შესაძლებელია ასცენდენტი დღე-ღამის განმავლობაში ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანში მდებარეობდეს (კონკრეტულად კი ის ყოველ ორ საათში ერთ ზოდიაქოს ნიშანს გადის). მისი ცოდნა ადამიანს საშუალებას აძლევს გაარკვიოს თუ როგორია ადამიანი გარეგნულად, როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროზე, როგორია მისი იმიჯი, როგორ ავლენს თავის შინაგან ბუნებას.
ასცენდენტის გამოთვლა ასტროლოგებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი ამას სპეციალური ცხრილებით ახერხებენ, ან უკეთეს შემთხვევაში ასტროლოგიურ პროგრამებს იყენებენ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ამის გაგება ოდნავ ძნელი საქმეა, თუმცა, თუ ელემენტარულ მოთმინებას გამოიჩენთ, მოიმარჯვებთ იმ წლის ჩვეულებრივ, კედლის კალენდარს რომელ წელსაც თქვენ დაიბადეთ და გამოიეყენებთ ქვემოთ მოყვანილ ფორმულას, პრობლემები უკანა პლანზე გადაინაცვლებს და თქვენ საკუთარ თავზე კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებთ (თუმცა, ამის გარდა ზუსტად უნდა იცოდეთ საკუთარი დაბადების საათი, უკეთეს შემთხვევაში წუთიც, რადგან ასტროლოგიაში ოთხი წუთის განსხვავება ერთ გრადუსს შეცდომას იძლევა, რასაც ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციამდე მივყავართ).
მაშ ასე, კალენდრით უნდა გაარკვიოთ თქვენი დაბადების დღეს როდის ამოვიდა მზე, როდესაც ამას გაარკვევთ, ერთი ნაბიჯიღა დაგრჩებათ საკუთარი ასცენდენტის დასადგენად.

ასცენდენტის ფორმულა:

- თუ თქვენ ხართ ვერძი და დაიბადეთ მზის ამოსვლის მომენტში, მაშინ თქვენი ასცენდენტი პირველ ნიშანში, ანუ ვერძის ზოდიაქოში იქნება.
- თუ თქვენ მზის ამოსვლიდან 2-4 საათის შემდეგ მოევლინეთ ქვეყანას, მაშინ თქვენი ასცენდენტი უკვე შემდეგ ნიშანში, ანუ კუროში იქნება გადასული.
- თუ მზის ამოსვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მესამე ნიშანში იქნება.
- თუ მზის ამოსვლასა და ჩასვლა შორის დაიბადეთ, ASC მეოთხე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეხუთე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეექვსე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლისას დაიბადეთ, ASC მეშვიდე ნიშანში ეძებეთ.
- თუ მზის ჩასვლიდან 2-4 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მერვე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მეცხრე ნიშანში იქნება.
- თუ თქვენი დაბადება დაემთხვა მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის დროის ზღვარს, ASC მეათე ნიშანშია.
- თუ მზის ამოსვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთერთმეტე ნიშანშია.
- თუ მზის ამოსვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთორმეტე ნიშანშია.
პ. ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ასცენდენტის ძებნისას ზოდიაქოს ნიშნების გადათვლა "საკუთარი" ნიშნიდან უნდა დაიწყოთ (თუ კურო ხართ და მზის ამოსვლისას დაიბადეთ, ASC კუროში იქნება და ა. შ.).

ახლა კი იხილეთ თორმეტივე ნიშანში ასცენდენტის მდებარეობის ინტერპრეტაცია.

ასცენდენტი ვერძში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, გამხდარი, წაგრძელებული სახითა და მაღალი ყელით, შავგვრემანი და ან მოწითალო თმებით, სქელი წარბებით, შესაძლოა, თავზე ან სახეზე ნაიარევი ჰქონდეს.
ხასიათი: აქტიური, ენერგიული, მიზანმიმართული და პატივმოყვარეა. ყოველთვის პირველობას ცდილობს და ნებისმიერი წამოწყების მოთავეა. მიზანს ადვილად აღწევს. მტრობის დროს იმპულსურად მოქმედებს, თუმცა, სუსტი მოწინააღმდეგეგა და იმპულსურად მოქმედებს, ამიტომ, ბევრ შეცდომას უშვებს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სახე, თავის ქალა, თავის ტვინი, ზედა და ქვედა ყბა, ქვედა ტუჩი, პირი, ნიკაპი, თვალები, ყურები, ენა, კბილები, თმები, სახისა და თავის კანი, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი კუროში
გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, დაკუნთული მხარ-ბეჭით, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, მოკლე და სქელი კისერი, ფართო ცხვირი და დიდი ტუჩები, ღია ფერის თვალები, მუქი თმები.
ხასიათი: ნელი, ზარმაცი, ჯიუტი, პრაქტიკული, ხელოვანი, მიდრეკილება აქვს კომფორტისადმი, უყვარს ლამაზი ნივთები, ლამაზი ადამიანები, გემრიელი საჭმელი, გურმანია. კონფლიქტის დროს დიდხანს ითმენს, მაგრამ შემდეგ ყველაფრის წალეკვა ძალუძს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სასა, ხახა, კისერი, ყელი, ყანყრატო, ნუშისებრი ჯირკვალი, სმენის არხი, საყლაპავი მილი, ფარისებრი ჯირკვალი, ხმის იოგები, ხერხემლის კისრის მალები, პარასიმპტომატული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი ტყუპებში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, კარგი აგებულების, გრძელი ხელ-ფეხით, მოძრაობს მსუბუქად და სწრაფად, ახასიათებს დახვეწილი მოძრაობები და ჟესტიკულაცია. პირი ფართო აქვს, მაგრამ ტუჩები - თხელი. სახის კანი მუქი, თვალები ნაცრისფერი ან თაფლისფერი. აქვს გამჭოლი მზერა.
ხასიათი: ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელურია და იოლად შედის კონტაქტში, მოაზროვნე და ინტელექტუალურია. უყვარს სწრაფი ლაპარაკი. იკვებება ზომიერად. მტრობის დროს შეურიგებელია და ბევრს ილანძღება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა, პლევრა, მხრები, ხელები, ხელის თითები, ლავიწი, ხელის ძვლები.

ასცენდენტი კირჩხიბში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, ჩასხმული. მრგვალი ან ოვალური სახე (სავსე მთვარის ან ნახევარმთვარის მსგავსი), დიდი და მეტყველი თვალები, ხშირი წარბები, პატარ ხელები და ფეხები.
ხასიათი: ემოციური, გულჩათხრობილი, გაუბედავი, ახასიათებს გრძნობების სიმძაფრე, მიჯაჭვულია საკუთარ ოჯახზე და მისთვის ოჯახური კეთილდღეობა ბევრს ნიშნავს.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გულმკერდი, სარძევე ჯირკვლები, ნაღვლის ბუშტი, კუჭი, კუჭქვეშა ჯირკვალი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელზედა ნაწილი, ნეკნები.

ასცენდენტი ლომში
გარეგნობა: სწორი აგებულებისაა, ახასიათებს ამაყად გამართული სიარული. აქვს ნათელი სახე, დიდი მრგვალი თავი, ღია თმები (ხშირად ოქროსფერი), ამპარტავნული მზერა. ხასიათი: ამაყი, ენერგიული, ნებისყოფიანი, შეუპოვარი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა, კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მოსწონს როდესაც ამჩნევენ და პატივს სცემენ. გაბრაზებისას აგრესიული ხდება. მტრობისას ბოლომდე იბრძვის და ძალუძს მოწინააღმდეგის განადგურება.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გული, გულსისხლძარღვთა სისტემა, ზურგის ტვინი, ხერხემლის გულმკერდის განყოფილება, დიაფრაგმა.

ასცენდენტი ქალწულში
გარეგნობა: მაღალი, ტანადი, გამხდარი, ახასიათებს ფიზიკური ამტანობა, მრგვალი სახე, მუქი თმები.
ხასიათი: პრაქტიკული, პრინციპული, ცნობისმოყვარე, შეუძლია უწვრილმანესი დეტალების შემჩნევა, კირკიტაა, მისთვის ინფორმაცია ბევრს ნიშნავს. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მუცლის ღრუ, მსხვილი და წვრილი ნაწლავები (სწორი ნაწლავის გარეშე), თირკმლის ქვედა ნაწილი, ელენთა, აპენდიციტი, თორმეტგოჯა ნაწლავი, თვალის ბადურა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი სასწორში
გარეგნობა: საშუალო ტანის, კარგი აგებულების, ღია ფერის თმები, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, ცისფერი ან თაფლისფერი თვალები, ხორბლისფერი სახე, თბილი და გულისხმიერი გამოხედვა.
ხასიათი: კომუნიკაბელურია, უყვარს პარტნიორები და ვერ იტანს მარტოობას, ძალზე განვითარებული აქვს სამართლიანობის გრძნობა, უყვარს როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, უყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა. მოღვაწეობს ხელოვნების ფართო სპექტრში, ასევე მისთვის საინტერესოა დიპლომატია და იურისპრუდენცია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, ხერხემლის წელის მალები, სენსორული ნერვული სისტემა.

ასცენდენტი მორიელში
გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, ჩასხმული და ძლიერი აგებულების. მასიური კისერი, ხვეული თმები, ფართო პირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჰიპნოზური მზერა.
ხასიათი: ენერგიული, ნებისყოფიანი, თუ მიზნის მიღწევა სურს არაფერს ერიდება და ყველაფერზეა წამსვლელი, მისი პრინციპია: ან ყველაფერი, ან არაფერი. შეუძლია საკუთარი ემოციების დაფარვა. ხანდახან ცინიკურია. მტრობისას მეტად საშიშია და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ცხვირი, ზედა ტუჩი, სწორი ნაწლავი, სწორი ნაწლავის დაბოლოება, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები, სათესლე ჯირკვლები, პროსტატა.

ასცენდენტი მშვილდოსანში
გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, სრული აგებულები, მოწითალო კანის ფერი, ოვალური სახე, მოგრძო ცხვირი, მეტყველი გამოხედვა.
ხასიათი: ოპტიმისტი, პატივმოყვარე, სამართლიანი, პრობლემების მოგვარებას პატიოსანი გზებით ცდილობას, თუმცა, კონფლიქტის დროს მუშტი-კრივზე გადასვლაზეც თანახმაა. საუბრისას აქვს დამაჯერებელი ტონი. ხანდახან სარკასტულია. ძალზე აფასებს თავისუფლებას.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მენჯი, მენჯ-ბარძაყის სახსარი, თეძოს ზედა ნაწილი, თეძოს ძვალი, დუნდულა, კუდუსუნი, სისხლი.

ასცენდენტი თხის რქაში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წვრილი მკერდი, ვიწრო მხრები, გრძელი ხელები, სახის უხეში და უსწორმასწორო ნაკვთები, მასიური ნიკაპი, მუქი თვალები, სქელი თმა, მოძრაობს ნელა და არაგამართულად.
ხასიათი: მომთმენი, მიზანსწრაფული, ორგანიზებული, დისციპლინირებული, მისი ყველა ქმედება წინდაწინ არის გათვლილი, შეუძლია წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვა. მისი დევიზია: "სხვებმა იფიქრონ და იოცნებონ, მე ჩემსას მაინც მივაღწევ".
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ჩონჩხი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, ხრტილები.

ასცენდენტი მერწყულში
გარეგნობა: საშუალო სიმაღლის ან ოდნავ მაღალი, ჰარმონიული აგებულების, მოგრძო სახე, ნათელი კანის ფერი და ნათელი თვალები, მუქი ფერის თმები, მკვეთრად გამოხატული ნაკვთები, გულისხმიერი მზერა.
ხასიათი: ორიგინალური, ხანდახან კი ექსცენტრიულია. დამოუკიდებელი, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, უყვარს საზოგადოება, ჰუმანურია.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მხედველობა, წვივები, ფეხის გამშლელი კუნთები, ცენტრალური ნერვული სისტემა.

ასცენდენტი თევზებში
გარეგნობა: დაბალი, მიკლე ხელ-ფეხი, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, თეთრი კანი, მუქი თმები, დიდი ცისფერი წყლიანი თვალები,
ხასიათი: მეოცნებე, ფანტაზიორი, აქვს შემოქმედებითი გამოგონების ნიჭი, ხელოვანია, აქვს იუმორის დახვეწული უნარი, მაგრამ ეხერხება ტყუილიც. მიდრეკილია რელიგიისადმი და მისტიკისადმი.
ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ხელისგულები, ტერფი, ფეხის თითები, ლიმფური და ენდოკრინოლოგიური სისტემა, სისხლის პლაზმა, ფსიქიკა.