1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Apr 20, 2009

სიტყვის მაგია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

პრეზიდენტები და მათკენ მიმართული სიტყვის მაგია

ინდიანას შტატის სენატორს ულიამ ჰენრი ჰარისონს 1802 წელს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონისგან მიღებული ჰქონდა ბრძანება, რომ გაეთავისუფლებინა ის ტერიტორიები, რომლებზეც აბორიგენი ინდიელები ცხოვრობდნენ. შეტაკებები რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ინდიელთა გაერთიანება შაუნების ტომის ბელადმა, ტეკუმსემ, მეტსახელად "მფრინავმა ისარმა" შეძლო. 1811 წლის ნოემბერში ამერიკელების ჯარმა ინდიელთა გაერთიანებული ლაშქარი გაანადგურა, ხოლო ტეკუმსე ტყვედ ჩაიგდეს. ტეკუმსემ დაწყევლა როგორც თვითონ ჰარისონი, ისე ამერიკა. გადმოცემით, ინდიელთა ბელადმა სენატორს ამ სიტყვებით მიმართა: "შენ გგონია მოგვკლავ მე და ჩემს ძმას – ტანსკვატავის და ყველაფერი დასრულდება. მე ვხედავ შენ დიდი ბელადობა გინდა. მიაღწევ ამას, თუმცა მოკვდები და მოკვდება ყველა დიდი ბელადი, რომელიც შენ შემდეგ ოცი წლის შემდეგ მოვა ხოლმე".

ინდიელის სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია, თუმცა ინდიელის სიტყვები მაშინ გაახსენდათ, როდესაც 1841 წელს ამერიკის პრეზიდენტად არჩეული უილიამ ჰენრი ჰარისონი რამოდენიმე თვეში გარდაიცვალა. იგი პნევმონიამ იმსხვერპლა. ოცი წლის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მკვლელის ჯონ უილქს ბუტის (რომელიც მსახიობი იყო) ტყვიამ თეატრში იმსხვერპლა.
გავიდა კიდევ ოცი წელი და ამერიკის პრეზიდენტად არჩეულ ჯეიმს აბრამ გარფილდს რკინიგზის ვაგზალზე ჩარლზ გიტომ ესროლა. პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტეკუმსეს წყევლას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს და ამერიკელმა ასტოლოგებმა წამოაყენეს ვერსია – მათი აზრით ამის მიზეზი იუპიტერ-სატურნის შეერთება იყო, რომელიც მართლაც ოც წელში ერთხელ ხდება, მითუმეტეს, რომ გარდაცვლილ პრეზიდენტთა არჩევა სწორედ ამ ასტროლოგიურ კონფიგურაციას ემთხვეოდა. ამის მიუხედავად, გავიდა ოცი წელი და 1900 წელს პრეზიდენტად არჩეულ უილიამ მაკკინლის ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა პისტოლეტიდან ორჯერ ესროლა. პრეზიდენტს ჭრილობების გამო განგრენა დაემართა და რვა დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ოცი წლის შემდეგ პრეზიდენტად უორენ ჰარდინგი აირჩიეს, თუმცა მან პოსტი... სიკვდილის გამო დატოვა. იგი უცნობი მიზეზით პოსტზე არჩევიდან რამოდენიმე ხანში გარდაიცვალა (ექიმებმა სიკვდილის მიზეზად მოწამვლა დაასახელეს). 1940 წელს პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი გახდა, რომელიც მანამდე ამ პოსტზე სამჯერ იქნა არჩეული, თუმცა მან მეოთხე ვადა ვერ დაამთავრა, იგი 1945 წლის 12 აპრილს ტვინში სისხლის გაჟონვისგან გარდაიცვალა.
გავიდა კიდევ ოცი წელი _ 1960 წელს არჩეული ამერიკის პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ლი ოსვალდმა სხვენიდან გასროლით მოკლა. ტეკუმსეს წყევლას 1980 წელს არჩეული პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გადაურჩა. მას ფსიქიკურად ავადმყოფმა ჯონ ჰიკლმა ესროლა. რეიგანს სიკვდილს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით დაუძვრა. იგივე ჭრილობის გამო XIX საუკუნეში მას ვერავინ ვერ უშველიდა. რეიგანი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც ტეკუმსეს წყევლას გადაურჩა. სხვათა შორის ამ ფაქტმა ხალხში კიდევ უფრო გაზარდა რეიგანის რეიტინგი და პოპულარობა.
2000 წელს ამერიკის პრეზიდენტად ჯორჯ ბუში-უმცროსი აირჩიეს. ისევე როგორც რეიგანს, ბუშსაც თავს დაესხნენ – 2002 წელს ერ რიადში (საუდის არაბეთი), ხოლო 2005 წელს თბილისში, თუმცა თავდასხმელებმა მიზანს ვერცერთხელ ვერ მიაღწიეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტუნისელმა ასტროლოგმა ჰასან ალ შარიბმა, რომელმაც მანამდე იწინასწარმეტყველა ისეთი ადამიანების სიკვდილი, როგორებიცაა პრინცესა დაიანა, იასირ არაფატი და სადამ ჰუსეინი, ასევე განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშს მოკლავდნენ. ამ წინასწარმეტყველებას იმხელა რეზონანსი ჰქონდა, რომ ჰოლივუდში მხატვრული ფილმიც კი გადაიღეს "პრეზიდენტის სიკვდილი". თუმცა ბუშმა, ისევე როგორც ოცი წლის წინ არჩეულმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, საპრეზიდენტო ვადა დაასრულა. ამან შექმნა გარკვეული ვერსია, რომ ინდიელების წყევლამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მაგიური ძალა დაკარგა.
თითქოს რა ძალა უნდა ჰქონდეს ერთი ადამიანის სიტყვას, რომ ამდენი ადამიანის ბედისწერაზე იმოქმედოს და თანაც სასიკვდილოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთბაშად ამდენი დამთხვევა გამორიცხულია.
საინტერესოა თუ ამ კუთხით საქართველოს გადავხედავთ. ანალოგიას მართლაც აქვს ადგილი, ოღონდ გარკვეული სახეცვლილებით.
საქართველოს პირველი დემოკრატული რესპუბლიკის მთავრობა და მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანია გაძევებული იქნა რუსეთის მე-11 არმის მიერ. მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია. შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ასევე გაძევებული იქნა საქართველო პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც მოგვიანებით მოკლული იქნა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ასევე პოსტი დატოვა საქართველოს შემდეგმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მეორედ აირჩიეს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვადის დამთავრებამდე საკმაოდ დიდი დრო და ძნელი გზა აშორებს. რას იზამს, დაამთავრებს საპრეზიდენტო ვადას თუ წინამორბედების მსგავსად პოსტიდან ვადაზე ადრე გადაყენებული და გაძევებული იქნება?! ყოველ შემთხვევაში მისი ასტროლოგიური პროგნოზი საკმაოდ რთულია და ამის სერიოზული იმპულსებიც უკვე სახეზეა, მითუმეტს, როდესაც ხდება ხალხის მასობრივი გამოსვლები, თუმცა უფრო სახიფათოა ის მენტალური და ვერბალური ენერგია, რომელსაც ხალხი ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანისკენ მიმართავს.
ამერიკაში "სიტყვის მაგიას" აჯობეს (იგივე რონალდ რეიგანმა და ჯორჯ ბუშ–უმცროსმა).
რას იზამს სააკაშვილი, გაუძლეს სამყაროს კანონზომიერ "დაწოლას"?! თუ ისიც ისევე დაამთავრებს ქვეყნის მართვას როგორც ჟორდანია, გამსახურდია ან შევარდნაძე. მოკლედ, "კოსმიური წამზომი" ჩართულია...

Apr 18, 2009

რუნები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რაიდო (რად, რაიდჰო, რეიდ) – "გზა"

მეტაფიზიკური მნიშვნელობა: ეს რუნა ძალიან წააგავს ინგლისურ "რ"-ს (ღ) და ნიშანავს გზას. მართლაც ახალსკანდინავიურად, ბრიტანულად თუ გოთურად სიტყვა "გზა" სწორედ ასე "რ" -ზე იწყება. ეს არის გზა, მოგზაურობა, წინ მოძრაობა, პროგრესი. ვიკინგები მოგზაურობისას სწორედ "რაიდოს" იხატავდნენ თანსაცმელზე, რათა მათი მოგზაურობა წარმატებული და მათთვის მოგებიანი ყოფილიყო. სკანდინავიელებს, ბრიტანელებს და გერმანულენოვან ხალხს სწამდათ, რომ ეს რუნა მათ გზაზე იცავდა ყოველგვარი ხიფათისაგან და გზაზე შემხვედრ უსიამოვნებებისგან.

როგორ ვმართოთ სიზმარი


სიზმარი ეს არც ზღაპარია და არც "ჩვენს გარეთ" არსებული ილუზია. იგი რეალობის სუბიექტური აღქმაა, ირაციონალური რეალობაა, რომელიც ჩვენს არაცნობიერთან და ქვეცნობიერთან, ანუ სულისა და სამშვინველის მეტაფიზიკურ ასპექტებთან სიღრმისეულად არის დაკავშირებული.
სიზმარში ირაციონალური დრო და სივრცეა და მასთან ჩვენს "ასტრალურ სხეულს" აქვს "ურთიერთობა". აქვე უნდა ითქვას, რომ "ასტრალული სხეული" სამშვინველის ერთ-ერთი განზომილებაა, რომელიც ჩვენს ემოციებს განკარგავს და მისი ანატომიური ცენტრი გულია. ცნობისთვის, მეტაფიზიკის მიხედვით ადამიანს სამი "სხეული" გააჩნია – მენტალური, ასტრალური და ფიზიკური. პირველი მათგანი ჩვენს აზროვნებას "განკარგავს" და მისი ანატომიური ცენტრი ტვინია. რაც შეეხება ფიზიკურ სხეულს, იგი ჩვენს მოქმედებაზეა "პასუხისმგებელი", ხოლო მისი ანატომიური ცენტრი კუჭია.
არსებობს სიზმრის მართვის რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანმა, რომელსაც უნდა, რომ სიზმარი "გააცნობიეროს", ანუ სიზმარში შეიგრძნოს, რომ იგი "სიზმარშია" და ამასთან ისწავლოს სიზმრის მართვა, უპირველესად სიზმრების ჩაწერა უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი, რომელიც უპირველესად სიზმრების "კლასიფიცირებას" უწყობს ხელს. ხშირად ადამიანი სწორედ სიზმარში იღებს პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც რეალობაში ვერ პოულობს (ბევრი გამოგონება, ლიტერატურული შედევრი თუ მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმარშია ნანახი). სიზმრებზე დაკვირვება, მათზე "კონტროლი" (ჩაწერის სახით) ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო "აითვისოს და ბოლომდე "გამოიყენოს".
ვიზუალიზაციის, მედიტაციისა და ტრანსის საშუალებით, ადამიანს შეუძლია საკუთარი ცნობიერი "გადაიყვანოს" ქვეცნობიერში (თუნდაც როგორც ეს "ასტრალური მოგზაურობის" დროს ხდება), გარკვეული პასუხები მიიღოს ირაციონალური სამყაროდან და ისწავლოს საკუთარი ქვეცნობიერის მართვა (თუნდაც, სიზმარში).

რუნები


ტურიზას (ტურს) – "ფორტუნის ბორბალი"

მეტაფიზიკური მნიშვნელობა: ეს რუნა, როგორც სიმბოლო მოქმედებს ადამიანის ცნობიერსა და ქვეცნობიერზე, ადამიანს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითონ სიტყვა "ტურს" ("თორნ") ბრიტანულ და სკანდინავიურ ენებში ნიშნავს "კარიბჭეს" (მეორე სიმბოლური ვარიანტით, ეკლიან მცენარეს, რომლის მოწყვეტის დროს, ადამიანებს ხელები ეჩხვლიტება). ეს არის მოქმედების, ცვლილების, წინაღობის გადალახვის, ფსიქიკაზე ზემოქმედების რუნა. ამ სიმბოლოს ვიკინგებში ქურუმები და ბელადები იყენებდნენ. ეს სიმბოლო უფრო ქვეცნობიერზე მოქმედებს, ვიდრე ცნობიერზე, ამიტომ, მისი მოქმედება რამდენადმე შეუმჩნეველია. ეს რუნა სასიკეთო გავლენას ახდენს:
• მოსალოდნელია რადიკალურ ცვლილებებზე,
• პრობლემების გადაჭრაზე,
• წინაღობების გადალახვაზე,
• მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე,
• გადაადგილებასა და გადაცხოვრებაზე.

რა არის კარმა?!

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


დღეს, როდესაც ასე ძალიან გააქტიურდა მეტაფიზიკური და ეზოთერული ინტერესი და ადამიანები სხვადასხვა საშუალებებით იკმაყოფილებენ ამ ინტერესს. თუმცა არც თუ ხშირად არის ხოლმე ამა თუ იმ ეზოთერული ტერმინის განმარტება გაკეთებული და ადამიანები ხშირად იბნევიან და სწორი წარმოდგენები არ ექმნებათ ამა თუ საკითხზე.
ეზოთერიზმში ერთ-ერთი ასეთი ფართო მნიშვნელობის სიტყვაა კარმა. დღეს შევეცდებით მეტ-ნაკლებად გავარკვიოთ, რა არის კარმა. რას უკავშირდება ის და რა სიკეთე ან პრობლემები მოაქვს ადამიანისთვის.
კარმა სანსკრიტზე ნიშნავს "მოქმედებას", "საქმეს", სხვა ვერსიით "მიზეზ-შედეგობრიობას". ეს ცნება ფართოდ გამოიყენება როგორც აღმოსავლურ რელიგიებში (ბუდიზმი, ჯანაიზმი, ბრაჰმანიზმი, სიქჰიზმი, დაოზმი და ა. შ.), ასევე გნოსტიციზმში და ეზოთერიზმში.
რა თქმა კარმის "სუფთა" და ერთადერთი განმარტება არ არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ერთმანეთის მსგავსია. კარმის ასპექტები სხვადასხვაა, თუმცა ის რამოდენიმე ძირეულ პრინციპს ეყრდობა. მისი ერთ-ერთი ძირეული კანონი შემდეგში მდგომარეობს – ადამიანი საკუთარ დანაშაულზე პასუხს აგებს – სულ ერთია ეს აზრობრივად არის ჩადენილი, ემოციურად ფიზიკურად. ეს რა თქმა უნდა ადამიანში მორალის ამაღლებას და "სინდისის კარნახის" გაძლიერებას უწყობს ხელს.
სხვათა შორის კარმა რამდენადმე უკავშირდება რეინკარნაციის სისტემასაც. ეს უკანასკნელი კი ფართოდ იყო და არის გავრცელებული ანტიკურ საბერძნეთში, ძველ რომში, გალებში, ძველ გერმანულ ტომებში (კიმბრები, ტევტონები და ა. შ.), ამერიკელ ინდიელებში, აზიის თითქმის ყველა რელიგიაში, გნოსტიციზმში, პითაგარას მოძღვრებაში, იოგაში, ეზოთერიზმის ყველა მიმართულებაში.
კარმას ასევე ჰყოფენ რამდენიმე მიმართულებად:
• "პირადი კარმა", რომელიც სულის რეინკარნაციის შემდეგ ყალიბდება. ეს კარმა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზე მოქმედებს
• "ოჯახური კარმა", რომელიც გენეტიკურია და იგი შთამომავლებით გადაეცემა (მასში შედის გვაროვნული ცოდვები, გვაროვნული წყევლა და ა. შ.). ეს კარმა ოჯახის ყველა წევრზე თანაბრად მოქმედებს (თუმცა შესაძლოა, ოჯახის ზოგიერთმა წევრმა მას თავი აარიდოს სწორედ "პირადი კარმის" დადებითი ასპექტებით).
• "ჯგუფური კარმა". ამ დროს ხიფათი და შესაძლოა, სასიკვდილო ხიფათიც "შემთხვევით" ერთად მყოფ ადამიანებს ემართებათ (მაგალითად, თვითმფრინავის აფეთქება და ა.შ. აქვე უნდა ითქვას, მეტაფიზიკაში შემთხვევითობა გამორიცხულია და ეს ადამიანები სწორედ იმიტომ მოხვდნენ ერთად და რომ მათი სიცოცხლის დასასრული ერთნარი ყოფილიყო. ხოლო ვისაც, მსგავსი კარმა არ აქვს, ის ზემოთ ხსენებულ თვითმფრინავზე ან ბილეთს დააბრუნებს ან საერთოდ გადარჩება).

რუნები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ურ (ურუს, ურუზ) – "მსაჯული"

მეტაფიზიკური მნიშვნელობა: ეს რუნა მიანიშნებს ცვლილებებზე, ძველის მსხვრევასა და ახლის დაწყებაზე. ის, როგორც სიმბოლო დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ ენერგიის აკუმულაციასა და გამოყენებაზე, აქედან გამომდინარე ეს რუნა განსაკუთრებით სასიკეთო მოქმედებს სპორტსმენობზე და ასევე იმ პროფესიის წარმომადგენლებზე, რომლებიც საკუთარი ფიზიკურ სხეულზე "აკეთებენ აქცენტს" და ფიზიკური მოხერხებულობისა და სიმარჯვის საშუალებით აღწევენ წარმატებებს (მაგალითად, მოდელები, კასკადიორები და ა. შ.). მოკლედ, ეს რუნა სასიკეთო გავლენახ ახდენს
• ფიზიკურ ენერგიაზე
• ცვლილებების დროს და ახალი ციკლის დაწყებაზე
• სპორტში მოღვაწე ადამიანებზე

რუნები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ფე (ფეუ, ფეონ, ფენუ, ფეხუ) - "ქურუმი"

მეტაფიზიკური მნიშვნელობა: ხელს უწყობს საკუთრებისა და მატერიალური კეთილდღეობის ზრდას, ამყარებს ურთიერთობებს და აჰყავს მაღალ დონეზე. ხელს უწყობს მეგობრობისა და სიყვარულის გამტკიცებას, აძლიერებს მიზანსწრაფვას. რუნა ფე დამწყებია (ბაზისი) და ის იცავს იმას, რასაც ჩვენ ვფლობთ (მატერიალურს თუ სულიერს). ხელს უწყობს პოზიტიური შანსებისა თუ პერსპექტივების წარმოჩენას. ის განსაკუთრებით სასიკეთოა ბიზნესმენებისთვისა და პოლიტიკოსებისთვის. თუმცა მიმტაცებლური ბუნებისა ადამიანებს და ეგოისტებს მოსალოდნელია ამ რუნამ სერიოზული პრობლემებიც შეუქმნას.
• ადამიანს ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ქმნის სასიკეთო სიტუაციას და ზრდის შესაძლებლობას.
• ადამიანს იცავს შეცდომებისგან და ხოლო მის ქონებას დაზიანებისგან
• ამყარებს როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო ურთიერთობებს
• სასიკეთო გავლენას ახდენს ენერგეტიკულ პოტენციალზე
• აჩქარებს ერთი ციკლის დასრულებასა და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას