1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


May 31, 2009

ადამიანი კოსმიურ ენერგიას ჩაკრების საშუალებით იღებს

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ადამიანის ორგანიზმი, როგორც კოსმოსის შემადგენელი ნაწილი, მუდმივ კავშირშია გარემომცველ სამყაროსთან. მასზე გამუდმებულად მოქმედებს მძლავრი ენერგიული ნაკადები. ამასთან ერთად, ნებისმიერი ფიზიკური სხეული ფლობს საკუთარ ენერგიასაც, რომელიც ასევე, შეიძლება "გაიფანტოს" გარემოში. ყველა ადამიანს შესწევს როგორც ენერგიის "გაცემის", ისე "მიღება–გადამუშავების" უნარი. კოსმოსიდან მიღებული ენერგია ორგანიზმის მოთხოვნილებების შესაბამისად ექვემდებარება გადამუშავებას (მსგავსად საკვებისა, რომელიც გადამუშავდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში). ენერგია, გროვდება და ტრანსფორმირდება განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ცენტრებში. ამ ენერგეტიკულ ცენტრებს ჩაკრებს უწოდებენ (ჩაკრა-ბორბალი. სანსკ.). ადამიანს ასევე აკრავს ელექტრომაგნიტური ბიოველი, ანუ აურა. ეს თვალისთვის უხილავი სულიერი ენერგიის შადრევნებია. შეიძლება ითქვას, რომ ჩაკრები მნიშვნელოვანი ნერვული ცენტრების ან შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების "ეთერულ ორეულებს" წარმოადგენენ. ისინი ხერხემლის გასწვრივაა განთავსებული და ისინი სულ შვიდია. თითოეული ჩაკრა ენერგიას გადაამუშავებს ბიოდენებად განსაზღვრული სიგრძის ტალღების სახით.
ის ადამიანები, რომლებიც სასუნთქ ტექნიკას ფლობენ, შეუძლიათ გამოაღვიძონ `მთვლემარე~ ენერგიის წყაროები. თითოეული ჩაკრა ადამიანის ქცევის სტილს თუ აზროვნების რომელიმე ასპექტს ასახავს და ამის სიმბოლოს წარმოადგენს. ამგვარად, როდესაც ჩვენს სულსა და ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებას შორის არ არის ჰარმონია, ჩვენ ავადმყოფობა და ნევროზულობა გვეუფლება. ადამიანი, რომელიც სულიერი, ფსიქიკური და ფიზიკური "მეს" სრულ ჰარმონიას მიაღწევს, შეიგრძნობს, როგორ წინააღმდეგობების გარეშე მიედინება ენერგია ენერგეტიკულ ცენტრებში, ამას კი კეთილდღეობისა და ბუნებასთან ერთიანობის შეგრძნება მოაქვს.
როდესაც ადამიანს დაბლოკილი აქვს სამი ქვედა ჩაკრა, მისი ქცევა განსაკუთრებით დესტრუქციული ხდება. ეს ჩაკრების "თავის გატანის" ძირითადი მოთხოვნილებებს განაგებენ. ამ შემთხვევაში ადამიანი, როგორც წესი სექსუალური აშლილობებით და შეუკავებლობით ხასიათდებიან. ყოველი ჩაკრა ერთნაირად მნიშვნელოვანია. ქვედა ჩაკრები ზედა ჩაკრების დასაყრდენს წარმოადგენენ. იმისათვის, რომ საკუთარი სექსუალური და სულიერი პოტენციალი მაქსიმუმამდე გაიზარდოს, ყოველი ჩაკრის დანიშნულების ზუსტი ცოდნაა საჭირო. ყოველი ჩაკრა ხასიათდება ვიბრაციის სიხშირითა და ფერით (ვიბრაციათა სიხშირე იზრდება ქვედა ჩაკრიდან ზედა ჩაკრისკენ), რომელიც რომელიმე კონკრეტულ ორგანოს ან ორგანიზმის რომელიმე სისტემას უკავშირდება და აქტივიზაციის დროს გარკვეულ თვისებას თუ ადამიანის ქცევას ირეკლავს. ისინი ქვევიდან ზევით ასეა განლაგებული:

I ჩაკრა (მულადჰარა) – ასტროლოგიაში დაკავშირებულია პლანეტა სატურნთან, მის ვიბრაციის სიხშირე წითელ ფერს შეესაბამება. თვისებებით მიწის სტიქიას ენათესავება. განლაგებულია გავის არეში. ის პასუხისმგებელია სწორი ნაწლავის, ნაწილობრივ თირკმელის და ყნოსვის ფუნქციაზე, ასევე, დაკავშირებულია ზურგის ტვინთან. უკავშირდება ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას, ინსტიქტებს, გამრავლებასა და ჩვევებს. მულადხარას ენერგია ყველაზე "უხეშია". ამ ენერგიის გამოყენებით ადამიანი ასრულებს მძიმე ფიზიკურ მუშაობას, ერთფეროვანს, რომელსაც არ საჭიროებს თავის ტვინის დახმარებას. მისი ბლოკირება და სუსტი ფუნქციონირება ხშირად სექსუალურ უძლურებას იწვევს. გამოვლინდება ძვლების, კბილების, სწორი ნაწლავის, მცირე მენჯის ორგანოების დაავადებები, ასევე, ჰემოროი, პარაპროქტიტი, უნაყოფობა და სულიერი დაავადებები. ამ ჩაკრასთან დაკავშირებულია სიძუნწე, მომხვეჭველობა და ა.შ. ამის გარდა, იწვევს მატერიალურ ობიექტებზე ძლიერ მიჯაჭვას. ადამიანი, რომელიც ამ ენერგეტიკული ცენტრის დონეზე რჩება, როგორც წესი საკუთრების მოგროვებით და მატერიალური დანაზოგებით მეტისმეტად ინტერესდება, ამასთან ერთად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ტანჯავს და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების მოსაგვარებლად მთელ ენერგიას ხარჯავს. ავლენს სიჯიუტეს, მუდმივ ყურადღებას ითხოვს, არ უსმენს სხვებს, ხშირად დიდი ცოდნით არ გამოირჩევა და რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილის შთაბეჭდილებას ტოვებს. როდესაც პირველი ჩაკრა გახსნილია ადამიანი სანდო ხდება, საკუთარი პოზიციის მტკიცე არგუმენტირება შეუძლია. დარწმუნებულია ხვალინდელ დღეში და რეალურად აფასებს სიტუაციას.

II ჩაკრა (სვადჰისტანა) – დაკავშირებულია იუპიტერთან და ნარინჯისფერია. თვისებებით წყლის სტიქიას ასახავს. მოთავსებულია ბოქვენის ზემოთ. დაკავშირებულია შარდ-სასქესო სისტემასთან და შესაბამისად სექსუალურ პოტენციასთან. მისი ბლოკირება და არასწორი ფუნქციონირება სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას იწვევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ჩაკრის ბლოკირებას დანაშაული ან აშკარად პათოლოგიური ხასიათი მოსდევს, მაგრამ ასეთი ადამიანი ან ზომაზე მეტ სიცივეს ანდა სექსუალურ თავისუფლებას ავლენს. ასევე, გამოვლინდება წინამდებარე ჯირკვლის, სასქესო ორგანოების, საშარდე გზების, თირკმელების და თირკმელზედა ჯირკვალის დაავადებები. აქტიური მეორე ჩაკრა საშუალებას იძლევა ადამიანმა შემოქმედებითად გამოავლინოს თავი, იყოს ექსპრესიული, ურთიერთობაში ჰარმონიული და ინდივიდუალური. ასეთი ადამიანი საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებას მრავალ სფეროში ახერხებს. მეორე ჩაკრა შემოქმედებითი ენერგიის ცენტრია.

III ჩაკრა (მანიპურა) – უკავშირდება მარსს და ყვითელი ფერისაა. შეესატყვისება ცეცხლის სტიქიას. ესაა ფიზიკური ჯანმრთელობის ცენტრი, ასევე, ენერგიის და განწმენდის წყაროთაც გვევლინება. განლაგებულია მზის წნულის ოდნავ ქვევით, წელის მალის დონეზე (ჭიპის არესთან ასოცირდება). თირკმელის ზედა ჯირკვალი, რომელიც ადრენალინს გამოიმუშავებს, ეხმარება მესამე ჩაკრას ენერგიის მოგროვებაში. ამ ჩაკრის მცირე დისფუნქციის დროსაც კი სხეული ადვილად ავადდება. ამ ჩაკრის ბლოკირება იწვევს ფიზიკური სხეულის და ნერვული სისტემის სისუსტეს. გამოვლინდება კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ენტეროკოლიტი, პერიტონიტი, აპენდიციტი, ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ა. შ. ასეთი ადამიანი უნებისყოფოა და ადრე ბერდება. ახასიათებს სიძუნწე, ეგოიზმი, აღიარების წყურვილი, მესაკუთრეობრივი ინსტიქტები. როდესაც ეს ჩაკრა გახსნილია ადამიანი სხვების დასახმარებლად დიდ ძალისხმევას ხარჯავს, ყოველთვის ითვალისწინებს სხვათა ინტერესებს და მათ სასიკეთოდ მოქმედებს.

IV ჩაკრა (ანაჰატა) – დაკავშირებულია ვენერასთან. ის მწვანე ფერისაა. მისი ვიბრაციის სიხშირე მწვანე ფერისაა, ხოლო თვისებებით ჰაერის სტიქიას წარმოადგენს. იგი გულ-მკერდის არეშია ლოკალიზებული. გულის ჩაკრა უმაღლესი ცნობიერების ცენტრებს მიეკუთვნება. იგი სიყვარულს, ადამიანის სულის გაფართოვებას და ძალას უკავშირდება. ის დაკავშირებულია გულთან, დიაფრაგმასთან, ლიმფურ და სისხლძარღვთა სისტემასთან. გულის ცენტრის განუვითარებლობას ადამიანი ეგოიზმამდე მიჰყავს, იგი უაზროდ ემოციური ხდება და როგორც წესი იყენებს სასიყვარულო ურთიერთობებს პირადი მიზნების მისაღწევად. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს "უგულო" და საერთოდ არ გააჩნდეს თანაგრძნობის უნარი. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ადამიანს საკუთარი პოზიციის მკვეთრად ჩამოყალიბება უჭირს და სიტყვა "არას" თქმა არ შეუძლიათ. როდესაც გულის ჩაკრა გახსნილია, ადამიანი უსასრულობასთან მიმართებაში მთლიანებას შეიგრძნობს, უმაღლეს სიყვარულს განიცდის და თავგანწირვისთვის მზად არის.

ის არის სასაზღვრო ცენტრი ორ სიბრტყეს შორის: ფაქიზს (ზედა ჩაკრებს) და მყარს (ქვედა ჩაკრებს) შორის. ანახატის ასეთი ცენტრალური მდებარეობა განსაზღვრავს მის პასუხისმგებლობას ფსიქოემოციურ და ფიზიკურ წონასწორობაზე. ანახატის გარღვევა იგივეა, რაც დაარღვიო ჰომეოსტატი (ორგანიზმის ბიოლოგიური წონასწორობა).

V ჩაკრა (ვიშუდჰა) – დაკავშირებულია მერკურთან. ის ცისფერ ფერს შეესატყვისება. ხოლო თვისებებით ეთერის სტიქიას ენათესავება. მდებარეობს ყელის ცენტრში, ხერხემლის კისრის მესამე მალის დონეზე. უკავშირდება ფარისებურ ჯირკვალს. დაკავშირებულია ხახასთან, ზედა სასუნთქ გზებთან, ბრონქებთან, ფილტვებთან, ფარისებურ ჯირკვალთან. ამ ჩაკრის შესაბამისი ენერგია ქმნის გრძნობით შეგრძნებებს (სახელდობრ, სიყვარულს, სიძულვილს, შიშს, შურსა და ა. შ.). ესაა მეტყველების მეშვეობით თვითგამოხატვის ცენტრი. ფიზიკურ დონეზე ეს ჩაკრა განსაზღვრავს ბრონქების და ფილტვების დაავადებებს, მასზე ენერგეტიკულ ზემოქმედებისას. ამ ჩაკრის ბლოკირებისას ადამიანი შემოქმედებით სისუსტეს განიცდის, უჭირს იყოს გულღია და პირდაპირი ადამიანებთან ურთიერთობისას. როდესაც ენერგია ყელის ცენტრში დაუბრკოლებლად მიედინება, ადამიანი ჭეშმარიტებას ღაღადებს და მისივე დებულებებით ლაღად და გახსნილად ცხოვრობს.

VI ჩაკრა (აჯნა) – დაკავშირებულია მთვარესთან და ლურჯი ფერისაა. თვისებები იმდენად სუსტი აქვს, რომ განმარტებას არ ექვემდებარება. ლოკალიზებულია "მესამე თვალის" არეში, ანუ წარბებს შუა წერტილში, ოღონდ ოდნავ სიღრმეში, იქ სადაც ჰიპოფიზი მდებარეობს. სწორედ ამ ჩაკრის გავლით მოდის ინტუიციური შეცნობის და ცოდნის გზა. ის დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქქვეშა შრეებთან, მოგრძო ტვინთან, ჰიპოფიზთან, ეპიფიზთან, ნათხემთან, ამასთან დაკავშირებულია სმენასთან, სულიერ წონასწორობასთან, ენდოკრინულ სისტემასთან, ასევე, განსაზღვრავს ნათელხილვის შესაძლებლობებს. ამ ჩაკრას შეესაბამება აზრობრივი წარმოსახვის ენერგიები, ყოველგვარი გრძნობითი ელემენტების გარეშე. თუ ადამიანს გახსნილი არ აქვს "მესამე თვალი", მას ყოველი მოქმედების, თუ მისი შედეგების გათვლა-გაანალიზება უწევს. როდესაც "მესამე თვალი" გახსნილია, ადამიანი ინტუიციურ დონეზე ხვდება, რაა მართებული და რა არა. ადამიანი მშვიდი და მოდუნებული ხდება, რადგან იცის თუ როგორ იმოქმედოს.

VII ჩაკრა (საჰასრარა) – დაკავშირებულია მზესთან. მის ვიბრაციის სიხშირე იისფერს შეესატყვისება. განლაგებულია თხემზე (კინკრიხოზე). ფიზიკურ დონეზე ეს ჩაკრა დაკავშირებულია თავის ტვინის იმ ნაწილებთან, რომლებიც განაგებენ სისხლის მიმოქცევასა და მხედველობის ფუნქციას. საჰასრარას შეესაბამება ყველაზე მაღალი დონის აბსტრაქტული აზროვნება. ეს ჩაკრა სულის სამყოფელს ხსნის – სადაც განლაგებულია ეპიფაზი. სწორედ ამ ჩაკრის მეშვეობით ხდება თვითშეცნობა, ჩვენი და სამყაროს კავშირის გაცნობიერება. ესაა უნივერსალური შეცნობის ცენტრი, რომელიც პასუხს აგებს ადამიანისა და კოსმიური ძალების კავშირზე. ამ ჩაკრის პასიურობას მოსდევს ჩვენი "მე"-ს უმაღლესი ასპექტების არ ცოდნა და სამყაროს გაუთავისებლობა.

პირველი სამი ჩაკრა, ანუ "ქვედა სამკუთხედი" ფსიქიკას და ადამიანთა მოქმედების ჩვეულ მოდელებს განსაზღვრავენ. ფიზიკური სხეულის სამი ქვედა ჩაკრის დისბალანსი ადამიანთა არაადეკვატურ ქცევებზე მიუთითებს. უმაღლესი ჩაკრები ჩვენს სულსა და სულიერი შესაძლებლობების რეალიზაციას უკავშირდებიან. ქვედა ჩაკრების ენერგია, ზედა ჩაკრების ენერგიის აქტივიზაციისათვის გარკვეულწილად ბაზას წარმოადგენენ.

რაც შეეხება აურას, იგი ჩვენი დამცავი ენერგეტიკული "ფარია". იგი გვიცავს დაავადებებისა და უარყოფითი ენერგიებისაგან. იზიდავს პოზიტიურს და ირეკლავს ნეგატიურს. თუ ჩვენი აურა სუსტია, მაშინ ადამიანი კარგავს ენერგიას და ავადმყოფობს. ნებისმიერი ავადმყოფობა ჯერ აურაზე აისახება (ამ დროს აურა იცვლის ფერს და ის შესამჩნევად მუქი ხდება), შემდეგ უკვე ფიზიკურ სხეულზეც ახდენს უარყოფით გავლენას.

May 28, 2009

ასტროლოგია და სასიყვარულო ურთიერთობები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ჩვენს ცხოვრებაში ყველა მოვლენას და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებსაც საკუთარი საწყისი წერტილი გააჩნია. ამ საწყის წერტილს ასტროლოგიაში ერთ-ერთ უმთავრესი როლი აკისრია, რადგან ეს საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. მაშ ასე, თუ თქვენს პარტნიორს შეხვდით:

ვერძის ზოდიქოში (21 მარტიდან - 20 აპრილამდე)
სწრაფი და ნათელი ნაცნობობის დასაწყისი. თქვენ გმართებთ გამოავლინოთ საკუთარი ინდივიდუალობა და ამის საშუალება პარტნიორსაც მისცეთ. ბევრს მიაღწევთ თუ ერთი მიზანი გექნებათ. ნებისმიერი პარტნიორის მხრიდან მკვეთრ და იმპულსურ მოქმედებებს ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ნუ დაიწყებთ ეგოცენტრიზმის გამოვლენას, იფიქრეთ პარტნიორზეც.

კურო (21 მაისიდან - 20 მაისამდე)
ემოციური და გრძნობისმიერი ურთიერთობების დასაწყისი. თქვენი დავალებაა _ ისწავლოთ ადამიანური სითბოს გამოვლენა ერთმანეთისადმი. არ დაიზაროთ კომპლიმენტების თქმა - ეს ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობების განმტკიცებას. ერთადერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამ პერიოდში დაწყებულ ურთიერთობებს ხელს შეუშლის - ეს სიჯიუტეა.

ტყუპები (21 მაისიდან –20 ივნისამდე)
ამ პერიოდში იმატებს სეირნობისას, მგზავრობისას (ტრანსპორტში) ან ტელეფონით გაცნობის ალბათობა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობა ინტელექტუალურ დონეზე წარიმართება, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს ყოველივე ზედაპირულ ხასიათს ატარებს. თუ საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ გინდათ, მაშინ კატეგორიულად მოერიდეთ ამავე პერიოდში ახალი ფლირტის დაწყებას.

კირჩხიბი (21 ივნისიდან – 22 ივლისამდე)
ამ დროს დაწყებული ურთიერთობების აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახების შექმნით მთავრდება. ნებისმიერი პირადი ნაცნობობა შესაძლოა, ურთიერთსიმპათიაში და შემდეგ სიყვარულშიც კი გადაიზარდოს. იმ ადამიანებსთვის კი ვისთვისაც ფლირტი გართობას წარმოადგენს, თავშეკავებას ვურჩევთ, რადგან ამას მათი ემოციური მხარის რღვევა მოჰყვება.

ლომი (23 ივლისიდან – 23 აგვისტომდე)
შემოქმედებითი ადამიანებისთვის ეს იდეალური დროა სასიყვარულო ურთიერთობების წამოსაწყებად. თეატრი, კინო, კონცერტი, პოდიუმი - აი, ის ადგილები, სადაც შესაძლოა, თქვენი მომავალი მეორე ნახევარი გაიცნოთ. თუმცა, თუ ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობთ, მაშინ თქვენი გულისსწორი საჩუქრებით გაანებივრეთ, ეს თქვენს მომავალ ურთიერთობას რომანტიულობას შესძენს.

ქალწული (24 აგვისტოდან – 23 სექტემბრამდე)
ზედმეტი თავმდაბლობა, კრიტიკულობა და ეჭვიანობა – აი, ის ტენდენციები, რაც ამ პერიოდში წამოწყებილ ურთიერთობას ხელს შეუშლის. იყავით ყურადღებიანი პარტნიორის მიმართ, გათვალეთ და გაანალიზეთ ნებისმიერი წვრილმანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მომავალში პრობლემებს შეგიქმნით. მოწესრიგებულობა ყველგან და ყველაფერში, ეს დევიზი მეტად გამოგადგებათ.


სასწორი (24 სექტემბრიდან – 23 ოქტომბრამდე)
ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ვერანაირ უხეშობას ვერ იტანს და ორივე პარტნიორის მხრიდან დელიკატურობასა და სიმშვიდეს მოითხოვს. ამ დროს ნებისმიერი წამოწყება და ინიციატივა პარტნიორს უნდა მიანდოთ. შეცადეთ, საკუთარი "ეგო" ნაკლებად გამოავლინოთ. კარგი იქნება თუ ხელოვნების რომელიმე დარგში მოღვაწეობთ, მაშინ ის მოიმატიჟეთ საკუთარი ნამუშევრების გასაცნობად და ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.

მორიელი (24 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრამდე)
ეს პერიოდი ძირითადად ვნებიანი და სექსუალური ადამიანებისთვის იქნება გამოსადეგი. ამ დროს ნებისმიერი დამაინტრიგებელი საშუალება გამართლებულია. შენიღბეთ საკუთარი პიროვნება, მიეცით მას იდუმალი და მისტიკური სახე, ეს კიდევ უფრო აღაგზნებს თქვენს პარტნიორს. თუმცა, ამავე დროს მზად იყავით მხურვალე რომანისთვის, ასევე... სულიერი ტკივილებისთვის.

მშვილდოსანი (22 ნოემბრიდან - 21 დეკემბრამდე)
ისევე როგორც ტყუპების ზოდიაქოში, ამ პერიოდშიც დაწყებული ურთიერთობა რამდენადმე ზედაპირული იქნება. კარგი იქნება თუკი რომელიმე პარტნიორი ინელექტუალური იქნება და თავის თავზე "მასწავლებლის" როლს შეითავსებს. თუმცა, ყველაზე დადებითი მოგზაურობა იქნება, ეს პირდაპირ პოზიტიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე, განსაკუთრებით თუ ეს მოგზაურობა შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყნებში იქნება.

თხის რქა (22 დეკემბრიდან - 19 იანვრამდე)
ამ დროს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზული იქნება. აქედან გამომდინარე ნებისმიერმა დაუფიქრებელმა და გაუაზრებელმა მოქმედებამ შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდე მიგიყვანოთ. თუ სერიოზული მიზნები გამოძრავებთ, მაშინ ძნელი და დაბრკოლებებით სავსე გზაზე გასავლელად უნდა მოემზადოთ. წინააღმდეგობები ნუ შეგაშინებთ და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ.

მერწყული (20 იანვრიდან - 18 თებერვლამდე)
ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები უცნაური და ორიგინალური იქნება. შესაძლოა, მოვლენები ისე სწრაფად განვითარდეს, რომ პარტნიორებმა ერთმანეთის ნორმალურად გაცნობაც ვერ მოასწრონ, ისე აღმოჩნდნენ საქორწინო მოგზაურობაში. ჰუმანიზმი, ზედმეტი იდეალიზმი და ექსტრევაგანტურობა - აი, ის ტენდენციებიც რომლებიც თანმდევი იქნება ამ დროს განვითარებული ფლირტისა თუ რომანისა.

თევზები (19 თებერვლიდან - 20 მარტამდე)
ყველა ნიუანსის თუ დეტალის გასაიდუმლოება - აი, ყველაზე მეტად რა გამოადგებათ ამ პერიოდში სასიყვარულო პარტნიორებს. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ ერთმანეთს სიმართლე უთხრან, ნებისმიერი ტყუილს გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება და მოსალოდნელია ურთიერთობების დანგრევაც კი გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული ერთ-ერთი პარტნიორი მეორეს მსხვერპლადაც კი შეეწიროს (რა თქმა უნდა არა ფიზიკურ პლანში).

ადამიანის სახელსა და გვარში მისი ბედია კოდირებული

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

როგორც შორეულ წარსულში, ისე ახლაც, ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს სურთ უფრო მეტი შეიმეცნონ საკუთარ თავი და გაიგონ თუ რა კოსმიური კოდი დევს მათში. ამის გაკეთებებას ყველა სხვადასხვაინარ ცდილობს, თუმცა ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი ჩვენი სახელისა და გვარის გამოთვლაა, ანუ მათი კაბალისტური ჯამის დადგენა. ამჯერად თავს შევიკავებთ რთული ცხრილებისა თუ ფორმულების გამოქვეყნებისაგან და გთავაზობთ ქართული ასოების (და არა ბგერების) ინტერპრეტაციას. დააკვირდით, საკუთარ სახელსა და გვარში რამდენჯერ მეორდება რომელი ასო. რა თქმა უნდა თუ რომელიმე ყველაზე ხშირად მეორდება, მისი გავლენა ყველაზე საგრძნობი იქნება.

- ანიჭებსა ორგანიზებულობასა და მაღალ შრომისუნარიანობას.
- ბადებს მიდრეკილებას რისკისადმი, აპროგრამებს წარმატებას სარისკო საქმეებში.
- უვითარებს გემოვნებას და ამავე დროს ამპარტავნებას.
- ანიჭებს მესაკუთრეობის გრძნობას.
- აძლევს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებას - თბილი ადამიანური დამოკიდებულების სურვილს და მისწრაფებას ძალაუფლებისაკენ. გარდა ამისა, ეს ასო იძლევა ეგოიზმსაც.
- ბადებს ცხოვრების წინასწარ დაგეგმვის მიდრეკილებას.
- ასეთი ადამიანი კირტკიტა და შრომისმოყვარეა, ყურადღებას აქცევს დეტალებს. თუმცა, ხანდახან გულისგამაწვრილებელიც ხდება.
- ცვლილებებისა და მერყეობის სიმბოლოა.
- ადამიანში შეაქვს სიბრძნე და წონასწორობა.
- ადამიანი ხდის მშვიდსა და საკუთარ თავში ჩაღრმავებულს.
- ახდენს კომფორტისა და ხორციელი სიამოვნების პროვოცირებას.
- აღვიძებს სურვილს, ყველაფერი გამოსცადოს საკუთარ თავზე.
- აიძულებს, მთელი სულითა და გულით მიეჯაჭვოს სხვა ადამიანებს, ანდა სამუშაოს.
- ანიჭებს პრინციპულობას, მაგრამ ამავე დროს კონსერვატიზმსაც ავითარებს.
- ვის სახელშიც ეს ბგერა ურევია. მისი დევიზია: "მიველ, ვნახე, დავამარცხე", თუმცა, მას არ ადარდებს მიღწეულის შენარჩუნება– მისთვის მთავარი გამარჯვებაა.
- აღვიძებს მიდრეკილებას ესთეტიკური სრულყოფისაკენ.
- "არცერთი ნაბიჯი უკან!" – ეს არის ამ ასოს პრინციპია. ეს არის სიმტკიცე და მიზანსწრაფვა.
- ანიჭებს ხალისს, იუმორის გრძნობას, სხვისი მოხიბვლის უნარს.
- დამუხრუჭება, წინაღობა (საჭიროა, ორგანიზებულობის გამოვლენა, რომ ეს ყოველივე გადაილახოს. კარგია, მას გვერდით ასო ა უდგას).
- ფარული ცბიერება, საკუთარი მისწრაფებების დამალვა.
- ბადებს მიზნის მიღწევის უნარს, მაგრამ არა აქტიური მოქმედებით, არამედ პასიურად _ ნელა და დაჟინებით.
- სიმსუბუქე, სილაღე, ზოგჯერ ეს ასო ილუზიურობასაც იწვევს (განსაკუთრებით თუ მასთან ახლოს ასო თ იმყოფება).
- სიღრმე, მისტიურობა, ოკულტური ცოდნა.
- გაორება, გაურკვევლობა, გაბუნდოვანება.
- ბადებს გულგრილობას, მაგრამ ამავე დროს უშიშარობას.
- სამართლიანობის გრძნობა.
- ადამიანი გულისხმიერია, მას ყოველთვის შეიძლება ენდო.
- კრიტიკულ სიტუაციაში სხვას ყოველთვის აქვს ასეთი ადამიანი იმედი, თვითონ კი ძალუძს გმირობის ჩადენაც და ცინიკური დაუნდობლობაც.
- ბადებს იმპულსურობას, ზოგჯერ კი სიხარბეს და ქონების დაგროვების სურვილსაც იძლევა.
- კინკლაობის მოყვარეა. ასევე პრეტენზიულია, თუმცა, ამბიციის დაკმაყოფილებისას ნეგატიურ ენერგიას არ იყენებს.
- ჯიუტი ადამიანია და სამწუხაროდ ზოგჯერ სიავის ჩადენაც შეუძლია
- გულჩვილობას ბადებს, ადამიანი ცდილობს ყველას დაეხმაროს.
- მისწრაფება ჰარმონიისაკენ. ზეციური ძალების მფარველობა.

მარსი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

მარსი მზიდან მე-4 პლანეტაა. მათი დაშორების მანძილი დაახლოებით 228 000 000 კილომეტრია. მარსი ადვილად ჩანს შეუიარაღებელი თვალით (იგი წითელი შეფერილობისაა). ისევე როგორც მზის სხვა პლანეტების, მისი სახელიც ანტიკური პანთეონიდან მოდის. მარსი ომის ღმერთი იყო (შეესაბამება ბერძნულ არესს). მარსს ორი თანამგზავრი ჰყავს ფობოსი და დეიმოსი. მისი ატმოსფერო შედგება ნახშიროჟანისგან (95,3%), აზოტისგან (2,7%), არგონისგან (1,6%), ჟანგბადისგან (0,13%) და წყლის ორთქლისგან (0,03%). მარსი ერთი ზოდიაქოს ნიშნის გავლას დაახლოებით 2 თვე, ხოლო მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას კი 2 წელი უნდება. ასტროლოგიურად მარსი "ინდივიდუალურ" პლანეტებს მიეკუთვნება, ანუ ის გავლენას ახდენს ადამიანის ინდივიდუალურ (ფიზიკურ) ცხოვრებაზე. "წითელი პლანეტა" პასუხს აგებს ადამიანში ენერგიის ზოგად გადანაწილებაზე. იგი მოქმედების, ენერგიის, ძალის, სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობის პლანეტაა. მას ასევე "მიეკუთვნება" მიზანდასახულობა, წინააღმდეგობათა გადალახვა, მიზნის მიღწევა, სიმამაცე და აგრესია (ჰოროსკოპში მარსის მდებარეობა მიუთითებს, ადამიანი საკუთარ ენერგიას თუ რამდენად სწორად იყენებს, არასწორად მოხმარების შემთხვევაში ის აგრესიაში ან დეპრესიაში გარდაისახება). ამ პლანეტის დადებითი თვისებები: სიმამაცე, უშიშარობა, მიზანსწრაფვა, თავდაჯერებულობა. უარყოფითი თვისებები: იმპულსურობა, უხეშობა, ცინიზმი, დაუნდობლობა. ასტროლოგიურად მარსი საკუთარ "ღირსებას" ყველაზე პოზიტიურად ვერძის, ლომის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტურია კირჩხიბის, კუროს, სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოში. მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში მარსს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან მისი ნეგატიური განლაგება და ე. წ. ასპექტები (დამოკიდებულებები სხვა პლანეტებთან), მიუთითებს რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების, ტერორისტული აქტების, ავტო და ავიაკატასტროფების შესახებ.

ვენერა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

ვენერა მზიდან მე-2 პლანეტაა. მათი დაშორების მანძილი დაახლოებით 108 000 000 კილომეტრია. ვენერა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად ჩანს (მასზე დაკვირვებას ჯერ კიდევ გალილეო გალილეი აწარმოებდა). მისი ქართული სახელწოდებებია ცისკრის ვარსკვლავი, მწუხრის ვარსკვლავი, მთიები, ხარიპარია. ვენერას ატმოსფერო შედგება ნახშიროჟანგისგან (96%), აზოტისგან (3,5%), მცირე რაოდენობით გოგირდის, არგონის, ჰელიუმისა და ნეონისგან. ვენერა ერთი ზოდიაქოს ნიშნის გავლას დაახლოებით 19 დღე, ხოლო მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას კი 225 დღე უნდება. ასტროლოგიურად ვენერა "ინდივიდუალურ" პლანეტებს მიეკუთვნება, ანუ ის გავლენას ახდენს ადამიანის ინდივიდუალურ (ფიზიკურ) ცხოვრებაზე. ასტროლოგიაში ვენერა სიყვარულისა და ხელოვნების პლანეტად მოიაზრება. მას ასევე "მიეკუთვნება" სილამაზის აღქმა, ჰარმონიზაცია, გემოვნება, ზომიერება, კომფორტის შექმნა, მატერიალური სიმდიდრე და ფინანსების მართვა. ამ პლანეტის დადებითი თვისებები: ერთგულება, სტაბილურობა, შეუპოვრობა, ელეგანტურობა. უარყოფითი თვისებები: გაუბედავობა, სიჯიუტე, სიზარმაცე.
ასტროლოგიურად ვენერა საკუთარ "ღირსებს" ყველაზე პოზიტიურად კუროს, სასწორისა და თევზების ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტურია ვერძის, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოში.
მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში ვენერა მიუთითებს ქვეყნის მატერიალურ ფასეულობებზე, ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებსა და ფინანსურ პოზიტიურ თუ ნეგატიურ მოვლენებზე (სხვათა შორის 1929 წლის ნიუ-იორკის ბირჟაზე, ე. წ. "შავი ხუთშაბათის" ფინანსურ კრახს ბევრმა კომერსანტმა თავი ამერიკელი ასტროლოგის ევანჯელინა ადამსის პროგნოზით აარიდა).

მერკური

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

მერკური მზიდან პირველი პლანეტაა. მათი დაშორების მანძილი დაახლოებით 58 000 000 კილომეტრია. ცის კაბადონზე შეუიარაღებელი თვალით მერკურის შემჩნევა ძნელია, რადგან თითქმის ყოველთვის მზის სხივებშია "გახვეული" მისი ხილვა უფრო უფრო გათენებისას და შებინდებისას). მისი ქართული სახელწოდებებია ერმი და ოტარიდი.
მერკურის ატმოსფერო შედგება კალიუმისგან (32%), ნატრიუმისგან (25%), ნახშიროჟანგისგან (10%), არგონისგან (7%), ჰელიუმისგან (6%), აზოტისგან, წყალბადისგან.
მერკური ერთი ზოდიაქოს ნიშნის გავლას დაახლოებით 7 დღე, ხოლო მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას კი 88 დღე უნდება.
ასტროლოგიურად მერკური "ინდივიდუალურ" პლანეტებს მიეკუთვნება, ანუ ის გავლენას ახდენს ადამიანის ინდივიდუალურ (ფიზიკურ) ცხოვრებაზე, კონკრეტულად კი ადამიანის ინტელექტზე, გონებასა და აზროვნების პროცესზე, მისი მდებარეობა მიუთითებს თუ რა სტილში აზროვნებს ეს ადამიანი. იგი "ხელს უწყობს" ინფორმაციის ათვისებას, "პასუხს აგებს" სწავლაზე და ყოველგვარ ურთიერთობებსა თუ კომუნიკაციებზე.
ამ პლანეტის დადებითი თვისებები: გამჭრიახობა, მიხვედრილობა, დიპლომატიურობა, მოქნილობა. უარყოფითი თვისებები: ნერვიულობა, აჩქარებულობა, სიცრუე, ცვალებადობა.
ასტროლოგიურად მერკური საკუთარ "ღირსებს" ყველაზე პოზიტიურად ტყუპებისა და ქალწულის ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი გავლენა ნეგატიურია მშვილდოსნისა და თევზების ზოდიაქოში.
მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში მერკური მიუთითებს ქვეყნის კომუნიკაციებზე (გზები, ხიდები), ინფორმაციის მიღება-გავრცელებაზე (ფოსტა, ტელეგრაფი, ტელევიზია, რადიო, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და ა. შ.), სავაჭრო-კომერციულ უნარსა და გარიგებებზე.

May 26, 2009

ტელეპატია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

"მე ვხედავ შენს აზრებს"

ტელეპატია (ბერძნ. "ტელე" – მანძილი და "პატოს" – გრძნობა) – ეს არის მეცნიერების ტრანსცედენტული მიმართულება, პარაფსიქოლოგიური ფენომენი, აზრის და გრძნობების გადაცემა-მიღება (ეს ტერმინი 1882 წელს ინგლისელი მკვლევარისა და მწერლის ფრედერიკ მაიერსის მიერ იქნა მოფიქრებული). ტელეპატიის უმთავრესი არსი არის აზრის ორი თვისება – ვიბრაციის წარმოშობისა და მოძრაობის უნარი. სწორედ ამ თვისებების წყალობით აზრი იწვევს ვიბრაციას და ამ ვიბრაციას აქვს გადაადგილების უნარი.

ტელეპატია არსებობს ორი ფორმის – სენსორული და აზრობრივი.
• სენსორული ტელეპატია, იგივე ემპატია, იგივე მგრძნობელობითი ტელეპატია ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორის შეგრძნებების, გრძნობების აღქმა. ასეთი ტელეპატიის უმაღლესი დონე ეს არის სენსორული შეგრძნებები, შეიძლება ითქვას ექტრასენსორიკის დაბალი დონე, თუმცა ამ უნარს, ადამიანები პირველ ეტაპზე ვერ აცნობიერებენ და ის ინტუიციაში ერევათ.
• აზრობრივი ტელეპატია (გონებაგახსნილობა, ერთაზროვნება) – ეს არის უნარი, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანის გრძნობებს, აზრებს უკვე ხმით, გამოსახულებით, ბგერით აღიქვამს. ეს არის "აზრის წაკითხვის" უნარი, ანუ ტელეპატიის მაღალი დონე.

ტელეპატიის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის დედასა და შვილს სენსორული კავშირი – დედა წამიერად გრძნობს შვილის ნეგატიურ შეგრძნებებს (განსაკუთრებით) ნებისმიერ მანძილზე (ამას ამტკიცებს მეცნიერთა ნაწილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეპათი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეძლებს გონების სურვილისამებრ გაკონტროლებას. მიჩნეულია, რომ ადამიანი დიდი საფრთხის, შიშის, უბედურების, ბედნიერებისა თუ სიხარულის ჟამს ავტომატურად გზავნის ტელეპათიურ შეტყობინებებს, რომელსაც, ძირითადად, უახლოესი ადამიანები მანძილისა და დროის მიუხედავად გრძნობენ).
ამ პერიოდისთვის მსოფლიოში პარაფსიქოლოგიის ასზე მეტი კათედრა ფუნქციონირებს და ერთ-ერთი პირველი დაფუძნდა კალიფორნიის უნივერსიტეტში ჯეფერ მიშლოფის მიერ.
ტელეპატიას ფესვები შორეულ წარსულში უდგას – ცნობილი თეოლოგი თომა აქვინელი (1226-1274) არანაკლებ ცნობილი და სკანდალური ალბერტ მაგნუსის (1193- 1280) მოწაფე იყო. ალბერტმა, რომელიც დომინიკელთა ორდენის წევრი იყო, თომას თეოლოგიასთან, ფილოსოფიასთან და სხვა დარგებთან ერთად ტელეპატაციაც შეასწავლა. ასევე ტელეპატი იყო პარაცელსი, იგივე ფილიპ აურეოლ თეოფრასტ ბომბასტ ფონ გოგენჰაიმი (1493-1541) – შვეიცარიელი ექიმი, ალქიმიკოსი და ოკულტისტი.
მსოფლიოში საკმაოდ სახელგანთქმულ ჰოლანდიელ ტელეპატს ჟერარ კრუაზეს (1909-1980) დასახმარებლად დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად ხშირად მიმართავდნენ ხოლმე. 1966 წელს ის ერთხელ ავსტრალიაში მიიწვიეს, ადელაიდას პლაჟიდან დაკარგული სამი ბავშვის მოსაძიებლად, თუმცა კრუაზემ ვერ შეძლო დაკარგული ბავშვების მოძიება და მათი ადგილ-სამყოფელის დასახელება. კრუაზემ წარუმატებლობის მიზეზად ბავშვების დაკარგვის დღიდან ბევრი დროის გასვლა დაასახელა. თუმცა, რამოდენიმე წლის შემდეგ ტოკიოში (იაპონია) მან უცთომელად დაასახელა დაკარგული ბავშვების ადგილ-მდებარეობა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ბიზნესმენმა მამამ კრუაზეს დაუყონებლივ მიმართა და მისი ტოკიოში სწრაფად ჩასვლა უზრუნველყო.
კრუაზეს პრაქტიკაში კურიოზული შემთხვევებიც ჰქონია, მაგალითად, ერთხელ მას დასახმარებლად გერმანიის პოლიციამ მიმართა, კრუაზემ ზუსტად აღწერა ადგილი, სადაც დაკარგული ადამიანი უნდა ეძებნათ, მისი სიტყვებით, ეს ადამიანი უკვე მკვდარი იყო და მისი გვამი იმყოფებოდა მდინარის ახლოს, სადაც კოშკისმაგვარი შენობა და ხიდი იყო. პოლიციამ ზუსტად მიაგნო იმ ადგილს, თუმცა იქ ხიდი ვერ აღმოაჩინა, სამაგიეროდ აღმოჩნდა გვამი. თუმცა კრუაზე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ იმ ადგილას უნდა ყოფილიყო ხიდი. აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერიაში იდო პროექტი, რომლის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას უნდა აშენებულიყო ხიდი და გარკვეული მიზეზების გამო მისი აშენება დროებით შეჩერდა.

May 25, 2009

მთვარე

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

მთვარე დედამიწის ერთადერთი თანამგზავრია. მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი დაახლოებით 380 000 კილომეტრია. აქედან გამომდინარე უძველესი ხანიდან ეს მნათობი ადამიანის ფართო ინტერესს იწვევდა, რადგან ის, ასე ვთქვათ, ადამიანთა "თვალწინ" იბადებოდა, იზრდებოდა, ილეოდა, ბოლოს კი საერთოდ ქრებოდა, შემდეგ ახლიდან იბადებოდა და ასე დაუსრულებლივ. ადამიანები მას აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ, სწავლობდნენ და ადრეულ საუკუნეებში აღმერთებდნენ კიდეც. ასე, რომ სხვადასხვა ქვეყნების მითოლოგიებსა თუ წარმართულ რელიგიებში მთვარეს უდიდესი და ხანდახან მთავარი ადგილიც უკავია.
ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში მთვარის კულტის მატარებელი ქალღმერთი იზიდა იყო და ეგვიპტელთა რწმენით სწორედ ის ადიდებდა ნილოსს, რომელიც სანუკვარი შლამით ფარავდა ეგვიპტელ გლეხთა მინდვრებს, ამის გამო ეგვიპტის მიწები ბარაქიანი ხდებოდა, რაც უხვი მოსავლის საწინდარი იყო. საინტერესოა, რომ ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში იზიდას მეუღლე ოსირისი მზედ მოიაზრება, ასე, რომ მზისა და მთვარის მეტაფიზიკურ კავშირზე თვით უძველეს ხანაშიც ჰქონდათ წარმოდგენა. პირველი კალენდარი რომელიც შუმერსა და ძველ ეგვიპტეში შეიქმნა, სწორედ მთვარის იყო. მთვარის კალენდრით თითქმის ყველა უძველესი ქვეყანა სარგებლობდა. როგორც ცნობილია მთვარე დედამიწის გარშემოვლას 29,5 დღე უნდება (სინოდური პერიოდი). მთვარის წელიწადი 354 დღისგან შედგებოდა და მას 11 დღეს უმატებდნენ, რომელსაც ძველქართულად ზედნადები ეწოდებოდა.
თუკი ძველ ეგვიპტეში მთვარე ქალს წარმოადგენდა და აქედან გამომდინარე მას მეტაფიზიკურ პლანში მდედრული ენერგეტიკა ჰქონდა, საქართველოში მას მამრული ბუნება გააჩნდა და მამაკაცი იყო. მაგალითად, არმაზის კერპს (რომელიც მთვარის ღვთაებას წარმოადგენდა) ხმალშემართული მამაკაცის ფორმა ჰქონდა (არმაზის კერპი საქართველოს პირველმა მეფემ ფარნავაზმა მცხეთაში აღამართვინა). მთვარის მამრულ ჰიპოსტასზე საუბრობს ცნობილი ქართული ხალხური ლექსიც:
"მზეა დედაჩემი,
მთვარე - მამაჩემი,
ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები
და-ძმებია ჩემი".
მთვარე აქაც მამას, ანუ კაცს წარმოადგენს. თუმცა, ქართულ მითოლოგიაში ვხვდებით მთვარის მდედრულ ჰიპოსტასსაც და მასზე ამირანის თქმულება მოგვითხრობს. როგორც ცნობილია ლეგენდის ბოლოს ამირანს ცოლად ყამარი მოჰყავს. ყამარი - მთვარის სპარსული სახელწოდებაა. ამას სულხან-საბა ორბელიანი თავის "სიტყვის კონა"-ში განმარტავს. იგივე ცნობას ვხვდებით "ეფრემ-ვერდშიც" (ე. ი. ამირანის ცოლი მთვარე ხდება). საერთოდ, ქართულ მითოლოგიაში მთვარეს გამორჩეული უკავია, მაგალითად, ძველ სამეგრელოში სწამდათ, რომ მთვარეს შეეძლო მათთვის ავადმყოფობა და უბედურება გამოეგზავნა, ამიტომ, მთვარის ღმერთს - თუთაშხას უდიდეს პატივს მიაგებდნენ. თუთაშხას დღე ორშაბათი იყო და ამიტომ, ამ დღეს ერიდებოდნენ სახლიდან რაიმეს გატანას, ხორცის ჭამას, სადმე გამგზავრებას, მგზავრობისას წყლის დალევას და ა. შ.
დღეს აქსიომაა და კამათს აღარ საჭიროებს, რომ როგორც დედამიწის, ისე ადამიანის 75% სითხეა და ამ სითხის მოძრაობას მთვარე განკარგავს (დედამიწაზე მთვარის ფაზების ცვლაზე დამოკიდებული ზღვებისა და ოკეანეების, ადამიანში საერთოდ სითხის მიმოქცევა). ასე, რომ ქართულ მითოლოგიასა და ზღაპრებში ტყუილად კი არ არის მთვარე არა მარტო ღამის, არამედ წყლის სამყაროს ბრძანებელიც. წყალს საკუთარი მეტაფიზიკური მეხსიერება გააჩნია და რიგ შემთხვევებში საკუთარი სტრუქტურების შეცვლაც კი შეუძლია, მაგალითად, როგორც ეს წყლის კურთხევის დროს ხდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთვარის მეტალი ვერცხლია და თუ ერთ ჭიქა უბრალო წყალში რაიმე ვერცხლის ნივთს ერთი დღით ჩავდებთ, მაშინ ის წყალი სამკურნალო თვისებებს შეიძენს. ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი წინაპრები უძველესი საკრალური რიტუალების დროს სასმელს ვერცხლის თასებით და აზარფეშებით მიირთმევდნენ.
ასტროლოგიურად მთვარე ადამიანის ემოციას, ინსტიქტებს და ქვეცნობიერს მართავს. ამ პლანეტის დადებითი თვისებები: მგრძნობიარობა, რომანტიულობა, მზრუნველობა, ტაქტიანობა, ათვისების უნარი. უარყოფითი თვისებები: მეოცნებეობა, ეჭვიანობა, ფანტაზიორობა, მერყეობა, სიმხდალე, ბუტიაობა.
ასტროლოგიურად მთვარე საკუთარ "ღირსებებს" ყველაზე პოზიტიურად კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი გავლენა ნეგატიურია მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოში.
მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში მთვარე მიუთითებს ქვეყნაში ფართო მასებზე, ხალხის ყოფით ცხოვრებაზე, სუსტ სქესის წარმოამდგენლებზე, საცხოვრებელი ადგილების გამო მომხდარ პრობლემებზე.
მთვარე განსაკუთრებით კირჩხიბის ზოდიაქოთი დაბადებულ ადამიანებზე მოქმედებს, რადგან, მთვარე ამ ზოდიაქოს მმართველია. თუ დავაკვირდებით კირჩხიბებს ძალიან სწრაფად ეცვლებად გუნება-განწყობილება, თუ ისინი ერთ წუთს მხიარულ განწყობაზე არიან, მეორე წუთს უმიზეზოდ ღიზიანდებიან და თვითონაც ვერ იგებენ რატომ. მათ შინაგან ბუნებას ცვალებადი მთვარე მართავს, ეს კი მათ ფსიქიკას ძალიან აფაქიზებს და ნებისმიერ წვრილმანს ისინი მტკივნეულად აღიქვამენ, განსაკუთრებით თუ საშიშიროება მათ მშობლებს, ოჯახს ან სახლს ემუქრება.
როგორც ზემოთ ვთქვით, მთვარე დედამიწის გარშემოვლას 29,5 დღეს ანდომებს, მთლიანობაში ეს ოთხი ფაზაა. თითოეული ფაზა დაახლოებით შვიდ დღეს მოიცავს. მთვარის ციკლი იწყება ახალმთვარეობით, როდესაც მთვარე და მზე დედამიწიდან ერთ წრფეზე განთავსდებიან, ამ დროს მთვარე მზის სხივებში ეხვევა და საერთოდ არ ჩანს, ეს ახალმთვარეობაა. შვიდი-რვა დღის შემდეგ მთვარე მზესთან ოთხმოცდაათგრადუსიან კუთხეს ქმნის, ასტრონომიაში ამას მთვარის პირველ მეოთხედს, ასტროლოგიაში კი აღმავალ მთვარეს უწოდებენ. ახალმთვარეობიდან თხუთმეტი დღის შემდეგ დედამიწა მზისა და მთვარის ზუსტად შუაში მოექცევა და ამ დროს ადამიანები მთვარეს მთლიანად ხედავენ, ეს სავსემთვარეობაა. სავსემთვარეობიდან შვიდი-რვა დღის შემდეგ უკანასკნელი მეოთხედია, ანუ მთვარე დაღმავალი ხდება, დაახლოებით შვიდი დღის შემდეგ ისევ ახალი ახალმთვარეობა დგება და ა.შ.
ძველთაგანვე მიიჩნევა, რომ მზე-მთვარის ეს ოთხი განთავსება პოზიტიური არ არის და ამ დროს დედამიწაზე უარყოფითი სახის ენერგია შემოედინება, რაც ბიოლოგიურ ორგანიზმებზე და მათ შორის ადამიანებზეც ნეგატიურად აისახება. ამ დროს ადამიანებში იმატებს დაძაბულობა, აღგზნებულობა, იმპულსურობა, მერყეობა. ამ დროს ადამიანები ჩვეულებრივზე ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც გარკვეულ პრობლემებსა და რიგ შემთხვევებში კატასტროფებსაც კი იწვევს.
ძველ საქართველოში უბირმა გლეხმაც კი იცოდა ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის მავნე ენერგეტიკის შესახებ და ამას საყოფაცხოვრებო-სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებდა, იცოდა, რომ ახალმთვარეობას არ უნდა მოეხნა მიწა, არ უნდა დაეთესა მოსავალი, არ უნდა ჩაესხა ქვევრში ღვინო – მან კარგად უწყოდა, რომ ამ დროს დათესილი მოსავალიც და ქვევრში ჩასხმული ღვინოც აუცილებლად წახდებოდა. ძველქართულ ეზოთერულ წიგნში "ხელთაი"-ში პირდაპირ მითითებულია: "არა სთესო რა ახალმთვარესა, არა დასძრა ღვინო, არა ილაშქრო"...
თუ მზე ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში შესვლისას ადამიანში ახდენს ამ ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების კოდირებას და ასევე ამ ადამიანში აყალიბებს ინდივიდუალობას და შინაგან ბუნებას, მთვარე ამას ქვეცნობიერულ და ფსიქიკურ დონეზე ახერხებს. ასე, რომ მთვარე როგორც ჩვენი პლანეტისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მთვარის თითოეულ დღეს თავისი პოზიტიური თუ ნეგატიური დატვირთვა გააჩნია, მიჩნეულია, რომ ახალი საქმეების დაწყება ახალმთვარეობიდან მესამე-მეოთხე დღეს არის რეკომენდებული, საქმის დამთავრება კი სავსემთვარეობის შემდეგ არის მიზანშეწონილი. ყველაზე ნეგატიურად მთვარის მეორე, მეცხრე, მეთხუთმეტე, მეცხრამეტე, ოცდამესამე, ოცდამეექვსე და ოცდამეცხრე დღეებია მიჩნეული. ასტროლოგები ამ დღეებში ადამიანებს მაქსიმალურ თავშეკავებას ურჩევენ, რადგან ერთი-ორად იმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. მთვარე დედამიწისთვის ერთგვარ ანტენას წარმოადგენს, რომლის საშუალებით ჩვენი პლანეტა კოსმოსთან მიმართებაში ჰარმონიულ მდგომარეობას ინარჩუნებს.

მზე

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

მზე ასტრონომიულად სპექტრული ტიპის "ჯუჯა" ყვითელი ვარსკვლავია, ხოლო ასტროლოგიურად კი მნათობი (კოსმიური ენერგიის მატარებელი). იგი მდებარეობს ირმის ნახტომის გალაკტიკაში. ფიზიკურად მზე წარმოადგენს გაზურ (პლაზმურ) ბურთს წყალბად-ჰელიუმიანი შემადგენლობით. მასში მსუბუქადაა გაფანტული ყველა სხვა ქიმიური ელემენტები (1%-ზე ნაკლები). მზის ფიზიკური ენერგიის ძირითადი წყაროა წყალბად-ჰელიუმის თერმობირთვული რეაქცია. მზე პირველად მატერიას ავსებს მუხტით, ინდივიდუალური დიფერენციითა და "ცნობიერებით".
მზის მეტაფიზიკური ენერგიის ინფორმაციაა - ინდივიდუალობა (რადაც უნდა იქცეს ადამიანი) და ამაღლებული სულიერი შემოქმედებითი იმპულსები. მზე ერთი ზოდიაქოს ნიშნის "გავლას" დაახლოებით 1 თვე, ხოლო მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას კი 365 დღე უნდება.
ასტროლოგიაში მზის სინათლე და ენერგია კოსმიური საწყისის (ამ შემთხვევაში მზის სისტემის) მაორგანიზებელია. ის მართავს ადამიანის შინაგან ბუნებას, ნებელობას, პირად "მე"-ს, "ეგო"-ს. პასუხს აგებს ადამიანის პიროვნებაზე, მის ინდივიდუალურ გამოვლენაზე, ანუ იმაზე, თუ როგორ ვავლენთ საკუთარ თავს ყოველდღიურ ყოფაში. ის გავლენას ახდენს ადამიანის ინდივიდუალურ (ფიზიკურ) ცხოვრებაზე, კონკრეტულად კი ის აყალიბებს ადამიანის შინაგან სამყაროს, "ეგო"-ს; პირად ჰოროსკოპში მისი მდებარეობა მიუთითებს ადამიანის თუ როგორი შინაგანი სამყარო აქვს და რა შემოქმედებითი იმპულსები ამოძრავებს.
ასტროლოგიურად მზის დადებითი თვისებები: საკუთარი ღირსების შეგრძნება, სიამაყე, გულწრფელობა, სერიოზულობა, არტისტიზმი. უარყოფითი თვისებები: ეგოცენტრიულობა, ამპარტავნება, დესპოტიზმი. ასტროლოგიურად მზე საკუთარ "ღირსებს" ყველაზე პოზიტიურად ვერძისა და ლომის ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი გავლენა ნეგატიურია სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოში.
მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში მზე მიუთითებს სახელმწიფოს ლიდერზე (მონარქი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი), ასევე სხვა სახელმწიფო თუ ხელმძღვანელ პირებზე, მმართველ პარტიაზე, საპარლამენტო უმრავლესობაზე, მსხვილ ბიზნესმენებსა თუ კომპანიებზე და იმ პიროვნებებზე, ვისაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სერიოზული გავლენა აქვთ.
მზის მეტაფიზიკური სიმბოლოა წრის შუაში მოთავსებული წერტილი. ეს სიმბოლო ანტიკურ საბერძნეთში დემიურგის, ხოლო შუასაუკუნეების ევროპაში ღმერთის სიმბოლოდ ითვლებოდა (წრე - მამა-ღმერთი, წერტილი - ქრისტე და უხილავი რადიუს(ებ)ი - სულიწმინდა).

May 19, 2009

ინდიგოს ბავშვები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ინდიგოს თაობა, ანუ იისფერი რასა

ტერმინი "ინდიგოს ბავშვები" პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ "ინდიგოს ბავშვები"). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი "ინდიგოს ბავშვები" (ლი კეროლი არ უნდა აგვერიოს მწერალ ლუის კეროლში, რომელიც გახლავთ ავტორი ცნობილი ზღაპრისა – "ალისა საოცრებათა ქვეყანაში").
"ინდიგოს ბავშვებს" უწოდებენ ასევე "ახალი ცნობიერების ადამიანებს", "იისფერი რასის წარმომადგენლებს", "ზეციურ მოციქულებს", `"ათასწლეულის ბავშვებს", ზოგი მეცნიერი მათ "NEW AGE-ს (ნიუ ეიჯის), ანუ "ახალ ეპოქის ადამიანებს" უწოდებს.
საინტერესოა, თუ რომელი წლიდან დაბადებული ბავშვი შეიძლება ჩაითვალოს "ინდიგოს ბავშვად"? იგივე კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.
კითხვაზე, ვინ არიან ინდიგოს ბავშვები?! პასუხი არაერთმნიშვნელოვანია. ინდიგოს ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგოს ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.
ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც.
ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება "ინდიგოს ბავშვებს".
თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.
მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.
გარდა ამისა, "ინდიგო ბავშვები" ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით "ინდიგო ბავშვების" კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.
 ისინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ.
 კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.
 არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.
 საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, ვთქვათ ასე.
 იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით.
 რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.
 თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება და მათი არავის არ ესმით.
 ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს “მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს").
 როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.
 გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.
 საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვა და სხვა სახის ტექნიკას _ სულ ერთია ეს მობილური ტელეფონია, კომპიუტერი თუ სხვა რამ.
უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამოდენიმეჯერ გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ "ინდიგოს ბავშვებისთვის".
კომპიუტერული თამაშებისადმი უზომო მიდრეკილება სხვათა შორის ერთ-ერთი შტრიხია, რომელიც ახასიათებთ "ინდიგოს ბავშვებს". ქვემოთაც ვისაუბრებ მეცნიერების მიერ მიღებულ პრაქტიკულ რჩევებზე, რომლებიც ეხება "ინდიგოს ბავშვებთან" ურთიერთობაში მყოფ მშობლებსა და პედაგოგებს, თუმცა ერთ რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ბავშვები ვერ იტანენ სიცარიელეს და ასე ვთქვათ, უძრაობას. ისინი ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში მოძებნონ დინამიკა, მოვლენების სწრაფი ცვალებადობა და რაც მთავარია ჰქონდეთ ტექნიკასთან ურთიერთობება, რაც ასე მნიშვნელოვანია "ინდიგოს ბავშვებისთვის".
მშობლებმა მოზარდს კი არ უნდა აუკრძალონ კომპიუტერთან სიახლოვე, არამედ ამას პრაქტიკული ფორმები უნდა მისცენ. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს ნაკლები თავისუფალი დრო, უნდა მოიძებნოს მისი ინტერესების სფერო, დავუშვათ ეს უცხო ენის სწავლა იყოს – რეკომენდებულია მან უცხო ენა შეისწავლოს კომპიუტერის დახმარებით, ან კომპიუტერი დამხმარე საშუალება გახდეს მის საქმიანობაში. თუნდაც, ისწავლოს რთული კომპიუტერული პროგრამები და ა. შ.
სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "ინდიგოს ბავშვების" დნმ შეცვლილია და ორგანიზმის ტალღოვანი გამოსხივება ამ ბავშვებში ნორმას ზოგჯერ 10-ჯერ აღემატება, ანუ "ინდიგოს ბავშვების" განსხვავებულობა ფიზიკურ დონეზე იგრძნობა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ ამ ბავშვებთან ურთიერთობებისთვის. სწორად შეაფასონ მათი ნიჭიერება და მათი პრინციპულობა თუ სიჯიუტე. ამ ბავშვებთან ურთიერთობებისას შეცდომები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რადგან "ინდიგოს ბავშვები" თანატოლებისგან განსხვავებით რამდენადაც ადვილად უმკლავდებიან მათ გარშემო არსებულ პრობლემებს, იმდენად ცდილობენ მათ გარშემო არსებული სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით გარდაქმნან, ანუ იბადება კონფლიქტი მშობლებს (ასევე პედაგოგებსა) და ინდიგო ბავშვებს შორის.
მშობლებმა ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ და არ არის არგუმენტი მშობლის მიერ მაგალითად საკუთარი ბავშვობის მოყვანა: "მე ბავშვობაში ასეთი არ ვყოფილვარ", "მე ბავშვობაში ასე არ ვიქცეოდი" და ა. შ.
მეცნიერი რობერტ ო’კერი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან თავის შრომებში, რომლებიც სწორედ "ინდიგოს ბავშვებს" ეხება, აღნიშნავს, რომ აღმზრდელები (მშობლები, პედაგოგები) უნდა გახდნენ ნოვატორები აღმზრდელობითი მეთოდების განვითარებაში და მათი მიდგომები ასეთ ბავშვებთან უნდა გახდეს უფრო მოქნილი. ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად უნდა შეცვალონ მიდგომა მათ მიმართ – ეს განსაკუთრებით ახსნისა და ინფორმაციის გადაცემის მეთოდებს ეხება
სხვათა შორის, ინდიგოს ბავშვების კვლევის შესახებ არც თუ იშვიათად ტარდება კონფერენციები, მაგალითად 2000 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც ასე ეწოდებოდა "ახალი ეპოქა – ახალი ადამიანი" საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, ანუ მსოფლიოში აქტიურად მიდის მეცნიერული მუშაობა ამ საკითხის შესწავლისა და განვითარებისთვის.
იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საბავშვო ბაღებში, კოლეჯებში, საშუალო სკოლებში უდიდესი ყურადღება ექცევა ასეთ ბავშვებთან ურთიერთობებს. მსგავს თემებზე ძალიან ხშირად ეწყობა ტრენინგები, სადაც მონაწილეობას იღებენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, ექიმები.
გარდა ამისა, ამერიკაში შემუშავებულია სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით მიდის აქტიური მუშაობა ბავშვებში ზემოთ ნახსენები სინდრომის აღმოსაფხვრელად. სინდრომი (ეი-დი-ეიჩ-დი) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კავშირშია უპირველესად უყურადღებობასთან, ყურადღების დეფიციტთან. მაგალითად, 1996 წელს, ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ინსტიტუტში მიღებული დასკვნით 1990-95 წლებში დაფიქსირდა ამ სინდრომის ორჯერ ზრდა, რამაც აიძულა ამერიკელი მეცნიერები სასწრაფოდ შეემუშავებინათ ახალი სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით ამ სინდრომის აღმოფხვრა სხვა მეთოდებთან ერთად ფსიქოტროპული საშუალებებითაც ხდება.
თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ არის – მეცნიერთა ჯგუფი იელის ინსტიტუტიდან ამტკიცებს, რომ ამ ბავშვებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებას აზრი არა აქვს და ეს სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. მათი აზრით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებით, შესაძლოა, ბავშვები გახდნენ შედარებით დამჯერები და დამყოლები, მაგრამ ზემოთ ნახსენები სინდრომი არ იკურნება. ამასთან ეს სინდრომი და საერთოდ ამ ბავშვების ქცევა არის არა ნორმიდან გადახრა, არამედ ეს არის მათი სიტყვებით, "ახალი ადამიანის ტიპის დაბადების ნიშანი". ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება დაამუხრუჭებს ამ ბავშვების და აქედან გამომდინარე კაცობრიობის განვითარებას. აი, ამას ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერების ნაწილი.
ისე, ინტერესისთვის, საქართველოში ამ პრობლემაზე ალბათ არავინ მუშაობს, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია და ალბათ ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა ისევ ძველი, შეიძლება ვთქვათ, "საბჭოთა მეთოდებით" ხდება.
მთლიანობაში რა თქმა უნდა "ინდიგოს ბავშვები" განსხვავებულები არიან და მათთან ურთიერთობებისას რამოდენიმე რჩევა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ეს რჩევები საერთოდ ბავშვებთან ურთიერთობებში გამოსადეგია, თუმცა ეს ყოველივე "ინდიგოს ბავშვთან" განსაკუთრებით საჭიროა.
 მას მოეპყარით პატივისცემით, თუმცა ეს არ უნდა იყოს გათამამების მომენტი.
 დაეხმარეთ მას, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
 არჩევანის გაკეთებისას არ იგრძნოს თავის შეზღუდულად.
 ყოველთვის დაუტოვეთ არჩევნის თავისუფლება, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
 არასდროს არ დაამციროთ.
 ყოველთვის აუხსენით, თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს და არა ის, ანუ ნუ მოითხოვთ მისგან ბრმა მორჩილებას.
 ნუ იქნებით მასთან დიქტატორი, შესაძლოა, პირველად სასურველი შედეგი მიიღოთ, თუმცა მომავალში ეს გაორმაგებულ პრობლემებს მოგიტანთ.
 ნუ აგაღელვებთ მისი უყურადღებობა, ეს "ინდიგოს ბავშვისთვის" ჩვეულებრივი რამ არის.
 თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, დაანახეთ ამ საქმის შემეცნებითი მხარე, ნუ დააინტერესეთ ამით ამ საქმით.
 გაითვალისწინეთ, რომ ეს ბავშვი არა მხოლოდ თქვენი შვილია, არამედ თქვენი პარტნიორიც, მეგობარიც. მასში ბავშვთან ერთად, ასე ვთქვათ, დიდი ადამიანიც "ზის".
 ნუ დატოვებთ მის შეკითხვებს პასუხის გარეშე და მის ინტერესს იგნონირება არ გაუკეთოთ.
 თუ ბავშვი აღგზნებულია და მისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემას გადაწყვეტთ, ჯერ გარკვეული ტესტირება ჩაუტარეთ და შეეცადეთ, მასთან ურთიერთობაში ფონს მედიკამენტების გარეშე გახვიდეთ.
 შეეცადეთ, ის დაკავებული იყოს და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო ჰქონდეს.
 შეეცადეთ, მისმა ურთიერთობამ კომპიუტერთან პრაქტიკული ფორმები მიიღოს.
 და ბოლოს, ნუ აღნიშნავთ, რომ ის განსხვავებულია და განსხვავებულად ამიტომ, ექცევით. არ არის საჭირო, ამისთვის ხაზის გასმა.

May 18, 2009

ასტროლოგიური დუელი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

სტალინი-ჰიტლერი-ჩერჩილი

1939 წლის ნოემბერის ბოლოს ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს პაულ იოზეფ გებელსს ხელში ჩაუვარდა ვინმე კრიტცინგერის წიგნი "მზისა და სულის მისტერიები", სადაც გაშიფრული იყო ცნობილი ფრანგი ასტროლოგის მიშელ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები. იქ მოყვანილი ფაქტები (ბრიტანეთის კრიზისი, "ჰისტერის" მიერ პოლონეთის დაპყრობა, ჯვარი მოგრეხილი ბოლოებით), საოცრად "ემთხვეოდა" იმ დროს ევროპაში განვითარებულ მოვლენებს.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ შედგა გებელსისა და წიგნის ავტორის კრიტცინგერის შეხვედრა. გებელსს სურდა წიგნის უკეთესად გაშიფვრა, რათა იქ მოყვანილი ფაქტებით ოკუპირებულ ევროპაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა. კრიტცინგერი ასტროლოგი არ იყო (მით უმეტეს წინასწარმეტყველი), ამიტომ, მან გებელსს დაუსახელა კანდიდატურა, რომელსაც შეეძლო ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებზე კომენტარების გაკეთება. ეს შვეიცარიელი ასტროლოგი კარლ ერნესტ კრაფტი იყო.
კრაფტი კი ამ დროს გესტაპოს ჰყავდა დაკავებული. საქმე იმაში იყო, რომ მან ჰიტლერს აცნობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც მოსალოდნელია იყო 1939 წლის 7-10 ნოემბრის შუალედში. მართლაც, 8 ნოემბერს მიუნხენში ჰიტლერზე თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ჰიტლერმა მანამდე დატოვა ლუდის ბარი, სანამ აფეთქება მოხდებოდა. აფეთქების შემდეგ წერილი "გაიხსენეს" და კრაფტი თავდასხმაში მონაწილების ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა გებელსიც.
კრაფტი გებელსის წინადადებას, დახმარებოდა ფაშისტებს წინასწარმეტყველებების გაშიფრაში და გაეწია მათთვის ასტროლოგიური რეკომენდაციები, სიამოვნებით დათანხმდა.
ფაშისტების თითქმის ყველა მაღალჩინოსანს და მით უმეტეს ჰიტლერს სჯეროდა ასტროლოგიის (გარდა ჰიმლერისა). ჰიტლერი ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იან წლების ბოლოსა და 30–იან წლების დასაწყისში ავსტრიელი მისტიკოსისა და მაგისგან ერიკ-იან ჰანუსენისგან (ნამდვილი სახელი და გვარი გერსელ შტეინშნაიდერი) სწავლობდა ფართო მასების მართვის ფსიქოლოგიასა და ზომბირების მეთოდებს, თუმცა ჰიტლერის ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ჰანუსენი დახვრიტეს...
კრაფტმა დაიწყო წინასწარმეტყველების გაშიფვრა, უფრო კი გაყალბება, რადგან ნოსტრადამუსის წიგნი ჰიტლერის დამარცხების, უფრო სწორედ განადგურების შესახებ იუწყებოდა.
ფაშისტებმა დაიწყეს ფართო მასშტაბიანი პროპაგანდა – ისინი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე თვითმფრინავებიდან ყრიდნენ ფურცლებს, ხოლო გერმანელთა ჯარები დაპყრობილ ტერიტორიებზე ავრცელებდნენ ბროშურებს, სადაც "ნაწინასწარმეტყველები" იყო ჰიტლერის გამარჯვება. ამ ბროშურებმა გერმანელებს განსაკუთრებით საფრანგეთის დაპყრობა გაუადვილა.
1941 წლის შემოდგომით ერთ-ერთი ასეთი ბროშურა ხელში ჩაუვარდა ლონდონში მცხოვრებ უნგრელ ემიგრანტ ასტროლოგს, რომელიც პირადად იცნობდა კრაფტს. ამ პიროვნებას ლუი დე ვოლი ერქვა. იგი მიხვდა, რომ კრაფტი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც ადგენდა ამ პროკლამაციებს და ასტროლოგიური რჩევებით ეხმარებოდა ჰიტლერს. მან გადაწყვიტა მიემართა ბრიტანული დაზვერვისთვის და საკუთარი სამსახური შეეთავაზებინა. ბრიტანეთისა დაზვერვასა და თვითონ ჩერჩილსაც ეს იდეა მოეწონა. ჩერჩილსა და ლუი დე ვოლის შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა:
ჩერჩილი: "იცნობთ ასეთ ასტროლოგს – კრაფტს"?
დე ვოლი: "ვიცნობ, ეს ჩემი კოლეგაა. ჩვენ ერთად ვასწავლიდით ბერლინის რადიოლოგიურ ინსტიტუტში".
ჩერჩილი: "ალბათ, უკვე იცით, რომ კრაფტი ჰიტლერს რჩევებით ეხმარება".
დე ვოლი: "დიახ, გავიგე ამის შესახებ".
ჩერჩილი: "ასტროლოგიას თუ აქვს საშუალებები, რომ შევიტყოთ, რა რჩევებს აძლევს კრაფტი ჰიტლერს"?
დე ვოლი: "რა თქმა უნდა. რასაც ხედავს ერთი ასტროლოგი, დაინახავს მეორეც, სხვანაირად ასტროლოგია მეცნიერება არ იქნებოდა".
ჩერჩილი დაინტერესდა, თუ რა რჩევებს მისცემდა თვითონ დე ვოლი კრაფტის ადგილას ჰიტლერს. დე ვოლმა სამ დღეში შეადგინა მიმდინარე პერიოდის ჰოროსკოპი და ჩერჩილს ასეთი პასუხი გასცა: "ბალკანეთზე მეორე ფრონტის გახსნა". ზუსტად, ერთ თვეში ბალკანეთზე ფაშისტებმა საომარი მოქმედებები წამოიწყეს... თუმცა ბრიტანელები ამას მზად დახვდნენ.
ჩერჩილმა ბრძანა დე ვოლს გაეშიფრა ნოსტარადმუსის წინასწარმეტყველებები – იქ ყველაფერი ჰიტლერის კრახზე იუწყებოდა. საჭირო იყო ამის ფართო მასებამდე დაყვანა... და დაიწყო ახალი პროპაგანდა. ამისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 600 000 ფუნტი სტერლინგი გამოჰყო.
ამ პერიოდისთვის გერმანიაში უკვე დაპატიმრებული თვითონ კრაფტი. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ჰიტლერს არ ურჩია საბჭოთა კავშირზე თავდასხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანია მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდა.
1941 წლის გვიან გაზაფხულზე, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირზე თავდასხმა საბოლოოდ დაიგეგმა, კრაფტმა ჰიტლერს უთხრა: "ამ პერიოდისთვის ნუ დაიწყებთ ომს წითლების წინააღმდეგ, ასტროლოგიურად ეს დრო მათთვის არის მომგებიანი. ხოლო თუ დაიწყებთ, ის 1941 წლის შემოდგომამდე უნდა დაასრულოდ, რადგან შემდგომ ომის სადავეები ხელიდან გაგეშვებათ".
ამის გამო ჰიტლერის მიერ შემუშავდა "ელვისებური ომის" ტაქტიკა, რომელსაც კოდური სახელწოდება "ბარბაროსა" ეწოდა. ამ გეგმის მიხედვით 1941 წლის 7 ნოემბერს მოსკოვში, წითელ მოედანზე სტალინის მაგივრად სამხედრო აღლუმს... ჰიტლერი ჩაიბარებდა. 1941 წლის ბოლოს, როდესაც ცხადი გახდა, რომ "ელვისებური ომის" ტაქტიკა ჩავარდა, კრაფტი დააპატიმრეს...
თუმცა, ჯერ კიდევ 1939 წელს, გერმანელების პოლონეთში შეჭრამდე ერთი თვით ადრე, ვარშავაში, ტელეპატმა ვოლფ მესინგმა გერმანელების მარცხი და საბჭოთა კავშირის გამარჯვება იწინასწარმეტყველა. ამ ფრაზისთვის ჰიტლერმა ვოლფ მესინგის დაპატიმრება ბრძანა. მისი დაკავებისთვის ჯილდო 150 000 მარკა დაწესდა. თუმცა მესინგმა უპრობლემოდ შეძლო რუსეთში გადასვლა.
ვოლფ მესინგი წარმოშობით პოლონელი ებრაელი იყო და ახლოს იცნობდა ალბერტ აინშტაინსა და ზიგმუნდ ფროიდს. თავის დროზე მესინგმა მონაწილეობა მიიღო მათ მიერ მოწყობილ ექსპერიმენტში, სადაც უნდა გამოეცნო... ფროიდის ფიქრი. მესინგმა ფროიდის ჩანაფიქრი გამოიცნო... ბოდიშის მოხდის შემდეგ აინშტაინს პინცეტით სამი ღერი ულვაში დააწიწკნა(?!).
მოსკოვში, როგორც ცნობილია ასტროლოგიის, ტელეპატიის და საერთოდ ოკულტური დისციპლინების ნაკლებად სჯეროდათ, ამიტომ მესინგს ნიჭს უნდობლად შეხვდნენ, თუმცა მესინგმა სტალინი პირისპირ შეხვედრისას საკუთარი ტალანტში დაარწმუნა.
უნდა ითქვას, რომ სტალინი თვითონ საკმაოდ კარგად ფლობდა ჰიპნოზირების უნარს. ცნობილია მისი ურთიერთობა ცნობილ მისტიკოს გიორგი გურჯიევთან (მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში დაიწყო – ისინი თბილისის სასულიერო სემინარიაში ერთად სწავლობდნენ). სტალინმა სწორედ გურჯიევის რჩევით შეცვალა საკუთარი დაბადების თარიღი. სტალინმა საკუთარი დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა. არქივში მისი დაბადების თარიღად 1878 წლის 18 დეკემბერია მითითებული, ფართო წრეებისთვის კი ცნობილი 1879 წლის 21 დეკემბერია). ამით სტალინმა შეცვალა საკუთარი დაბადების თარიღი და ამით შეცვალა (გააძლიერა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები, რითაც მასზე ზემოქმედება ფაქტიურად შეუძლებელი გახდა.
მოსკოვში მესინგის უნარი (ისევე როგორც ლონდოში დე ვოლის ცოდნა) კარგად გამოიყენეს, ანუ ამით სტალინმა და ჩერჩილმა გააუნებელყვეს ჰიტლერის მეტაფიზიკური ცოდნა.
პარადოქსია, მაგრამ "მეორე" ფაშისტი რუდოლფ ჰესი 1941 წლის მაისში, საბჭოთა კავშირთან ომის დაწყების წინ ლატვიელი ასტროლოგის, სერგეი ვრონსკის რჩევით გაიქცა ლონდონში და ინგლისელებს ტყვედ ჩაბარდა, რითაც მან ნიურბერგის პროცესზე სახრჩობელა აიცდინა (ჰიტლერმა ჰესი გიჟად შერაცხა, თუმცა შემდგომში გაირკვა რომ ჰესს ასტროლოგის რჩევა გამოადგა – იგი მხოლოდ 1987 წელს გარდაიცვალა).
P. S. სახელმწიფოს პირველ პირებთან ასტროლოგთა ურთიერთობები არც ამ ისტორიით დაწყებულა და არც დამთავრებულა. ასტროლოგთა შორის უდიდესი ნოსტრადამუსი პირად ჰოროსკოპებს საფრანგეთის დედოფლის ეკატერინე მედიჩისთვის და მისი შვილებისთვის ადგენდა. ალქიმიკოსი და ასტროლოგი ჯონ დი ინგლისის დედოფლის მარიამ I ტიუდორის მრჩეველი იყო. რონალდ რეიგანის პირადი ასტროლოგი ჯოანა კუიგლი გახლდათ (კუიგლიმ რეიგანის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოსცა წიგნი "რვა წელი პრეზიდენტთან)". პირადი ასტროლოგი ჰყავდა ფრანსუა მიტერანსაც. საუბარი აღარ არის იაპონიისა თუ ჩინეთის პირველ პირებზე (იქ ასტროლოგია ხომ უმაღლეს დონეზეა ასული).

May 15, 2009

ფენ-შუი და ფერები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

წითელი. ჩინეთში წითელი ძალის, აქტიურობისა და ვნების ფერად ითვლება. ამ ფერს გამოყენება რეკომენდებულია იქ, სადაც აქტიური ფიზიკური და სულიერი მოქმედება ხდება, სადაც ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მოძრაობენ, მაგალითად, სპორტულ და სათამაშო დარბაზებში, სამზარეულოში, სასადუილო ოთახში, რომელიც ცეცხლის სტიქიის გავლენის ქვეშ იმყოფება. თუმცა წითელი ააქტიურებს ადამიანი ენერგიულობას და ზრდის აგრესიულ ფონს, ამიტომ, მისი გამოყენება შერჩევით უნდა მოხდეს.
არ არის სასურველია წითელი ტონი ფერი ლურჯისა და შავის გვერდით განათავსოთ, რადგან ლურჯი და შავი წყლის სტიქიის ფერებია, წითელი კი ცეცხლის, ამიტომ, ეს გააძლიერებს ნეგატიურ ენერგიას.
საძინებელში წითელი ტონების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არა ბევრი რაოდენობით, რადგან ეს გაზრდის მეუღლებს შორის უთანხმოებას. წითელის გვერდით სასურველია თეთრი ფერის განთავსება. ნუ გამოიყენებთ წითელ ფერს ეზოს ან საცხოვრებელი ბინის კარის, ფანჯრის, ასევე აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კედლების შესაღებად.

ფორთოხლისფერი. ეს ფერი რამდენადმე წითელ და ყვითელ ფერებს "შეიცავს", პირველი მათგანი ფორთოხლისფერს ენერგიას, მეორე კი კეთილგანწყობას ანიჭებს. მისი გამოყენება რეკომენდებულია მისაღებ ოთახში, ასევე ბავშვების ოთახში.
ფენ-შუიში ფორთოხლისფერს ცოდნის ფერს უწოდებენ, ის ახდენს გონებრივი მონაცემების სტიმულირებას, ამიტომ, მისი გამოყენება სასურველია იმ ოთახში, სადაც გონებრივი მუშაობა ხდება და სადაც ბავშვები ამზადებენ სასკოლო გაკვეთილებს. ის შეუცვლელია ინფორმაციის მიღება-გაცემის მიმართულებით, ამიტომ, ოფისში, სკოლაში ან მსგავს დაწესებულებაში ამ ფერის გამოყენება მეტად სასურველია.

ოქროსფერი მეტალის ფერია. ჩინეთში ამ ფერის ტანისამოსი მხოლოდ იმპერატორს, მის ნათესავებს ან დიდებულებს შეიძლებოდა სცმოდა. ეს თბილი ფერია, რომელიც ალიერებს ოპტიმიზმს, საკუთარი ღირსების შეგრძნებას. აძლიერებს მეტალის, მიწისა და წყლის სტიქიებს. ოქროსფერი უკავშირდება ფულს, სიმდიდრეს და კომფორტს. მისი გამოყენება სასურველია შესასვლელში, კაბინეტში, საძინებელში და ასევე ბავშვების ოთახში _ ეს ფერი ბავშვებში საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებს.

თეთრი. უკავშირდება სისუფთავეს, განახლებას. ფენ-შუიში თეთრი აძლიერებს ენერგიას _ მსგვსად მზის ან ხელვნური შუქისა. თუმცა აბსოლუტურად თეთრი აძლიერებს სიცივის და დაუცველობის შეგრძნებას, ამიტომ, არ არის სასურველი ბავშვების ოთახში თეთრის უხვად გამოყენება. ის სასურველია გამოვიყენოთ სამზარეულოში (თუმცა არა გაზქურის სიახლოვეს), აბაზანაში, შემოსასვლელში, კაბინეტსა ან მისაღებში.

ლურჯი, ცისფერი. ეს სიმშვიდის ფერია. ეს არის დამშვიდება და საკუთარი ადგილის მოძიება. ეს ფერი ძალიან კარგია საძინებელში, ბავშვების ან სასადილო ოთახში. ეს ფერი უკავშირდება წყლის სტიქიას, ამიტომ, მისი გამოყენება მჭახე ფერების გვერდით ფენ-შუის თვალსაზრისით არა სასურველია. მისი გამოყენება კარგია ასევე აბაზანაში, ტუალეტში.

მწვანე ხის სტიქია, რომელიც გაზაფხულს, ზრდას, სიმშვიდეს და მშვიდობას უკავშირდება. მწვანე ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად. მწვანე ფერის უხვად გამოყენება სახლში გაზრდის ფინანსურ შემოსავლებსა და მოიტანს ჰარმონიას. ეს ფერი კარგია სადაც ადამიანებს სძინავთ, ისვენებენ და განიტვირთებიან _ დასვენების ოთახში, საძინებელში, ოფისში, სასადილო ოთახში, ბავშვების ოთახში.

ყვითელი მზის, მხიარულებისა და წარმატების ფერია. ის აძლიერებს პოზიტიურ ენერგიას. ეს ფერი გამოიყენეთ, სადაც ხშირად იკრიბებიან ოჯახის წევრები, სადაც ხდება აქტიურობა, ბჭობა, სხვა და სხვა ტემის განხილვა. ყვითელი ადამიანებს ამხნევებს, აუმჯობესებს განწყობას, ააქტიურობას პოზიტიურ აზროვნებას. ზოგიერთი ფსიქოლოგი მას ტყუილად მიაწერს აპათიის გაძლიერებას.

May 11, 2009

ვანგა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვანგა, იგივე ვანგელია დიმიტროვა (ქმრის გვარი გუშეროვა იყო) ოფიციალური მონაცემებით დაიბადა ქალაქ სტუმიცაში (ახლანდელი მაკედონია) 1911 წლის 31 აგვისტოს, ღარიბი გლეხის ოჯახში. ვანგას დედა ადრე გარდაეცვალა, მამა ომის ვეტერანი იყო (ის თურქეთის წინააღმდეგ იბრძოდა) და ოჯახს ძალიან უჭირდა, ამის გამო ვანგას მამა იძულებული გახდა ბულგარეთში, სოფელ პეტრიჩეში გადასულიყო.
ვანგა გამხდარი და საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო. ის ბავშობაში უცნაურ თამაშს თამაშობდა. ის ცდილობდა თვალდახუჭულს სახლში უმცროსი დის მიერ დამალული ნივთი მოეძებნა. 1923 წელს, როდესაც ვანგა 12 წლის იყო, ქარბორბალამ ჰაერში აიტაცა. ბავშვი რამოდენი ხნის შემდეგ, სახლიდან მოშორებით გულწასული იპოვეს და თვალები ქვიშით ჰქონდა სავსე. ვანგა გადარჩა, თუმცა დაბრმავდა (ექიმმა ოპერაციაში ხუთასი ლეი მოითხოვა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო). მამა და დედინაცვალი იძულებული გახდნენ ვანგა უსინათლოთა სახლში მიებარებინათ. თუმცა ორი წლის შემდეგ მისი დედინაცვალი გარდაიცვალა და ვანგა სახლში დაბრუნდა, რათა უმცროსი და-ძმებისთვის მოევლო.
ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის დაიწყო ვანგამ წინასწარმეტყველება – ეს დაახლოებით გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს იყო, როდესაც მან მამას დაკარგული ცხვრები აპოვნინა – მან ზუსტად აღწერა ის მიდამო, სადაც ცხვრები იმყოფებოდნენ. მისი ნიჭის შესახებ მთელმა სოფელმა შეიტყო. მისი ტალანტი მეორე მსოფლიო ომის დროს გამომჟავნდა, როდესაც ის აბსოლუტურად ზუსტად ასახელებდა ომის დროს დაკარგული ადამიანი ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი, დაკარგული დაბრუნდებოდა თუ არა, ან სად უნდა ეძებნათ მოკლული და ა. შ.
ვანგამ ომის დროს სიკვდილი უწინასწარმეტყველა საკუთარ ძმას, ვასილს. ის ძმას სთხოვდა, რომ არ წასულიყო პარტიზანებთან, მაგრამ ვასილმა მისი წინასწარმეტყველება არ დაიჯერა. ფაშისტებმა ვასილი სხვა თანამებრძოლებთან ერთად შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და დახვრიტეს.
ვანგა წინასწარმეტყველებასთან ერთად მკურნალიც იყო, ის ხელის შეხებით ცნობდა მცენარეებს, აგროვებდა და მათგან სამკურნალო ნაყენებსა და მალამოებს ამზადებდა. მისი რეცეპტით ბევრი ადამიანი განიკურნა. სხვათა შორის, არსებობს ვანგას ასეთი გამონათქვამი: "კონკრეტულ ქვეყანაში მოკრეფილი ბალახებით სრულყოფილად მხოლოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ინკურნებიან". ვანგა გათხოვდა, თუმცა მისი მეუღლე თანაცხოვრებიდან ოცი წლის შემდეგ ლოთობისგან გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ვანგა დაარწმუნა, რომ ცხოვრების გზის შეცვლა ადამიანისთვის უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელია.
ვანგა უამრავ ხალხს იღებდა, რომლებსაც არა მარტო მომავალს უწინაწარმეტყველებდა, არამედ იმედით აღავსებდა, სულიერად შველოდა, ამხნევებდა. მალე ბულგარეთის მთავრობა ვანგას სახელმწიფო სამსახურში ჩააყენა – ვანგასთან ვიზიტი ფასიანი გახდა. სოციალისტური ქვეყნებიდან ერთი ადამიანის მიღება – 10 ლეი, კაპიტალისტური ქვეყნებიდან – 50 დოლარი ღირდა. მასთან მიდიოდნენ როგორც უცნობი, ისე საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები. ცნობილია მისი შეხვედრა ფიდე-ს ამჟამინდელ და ყალმუხეთის პრეზიდენტ კირსან ილიუმჟინოვთან. ვანგამ მას თითქმის ერთი წლით ადრე უწინასწარმეტყველა, რომ ის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდებოდა. ილიუმჟინოვი ვანგას მეგობარი გახდა და მისგან პრეზიდენტობის შემდეგაც ღებულობდა კონსულტაციებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვრები გაიხსნა და ვანგასთან ბევრი ქართველიც მოხვდა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მან ქართველები გააფრთხილა, მოსალოდნელი პოლიტიკური განხეთქილებებისა და სამხედრო გადატრიალების თაობაზე. ამ მოვლენის მოხდენის შემდეგ მასთან თვით ჯაბა იოსელიანიც კი იმყოფებოდა.
1989 წელს მან ასეთი წინასწამერტყველება გააკეთა: "შიში, შიში. ამერიკელი ძმები ვარდებიან, რკინის ჩიტები კენკავენ, უდანაშაულოთა სისხლი დაიღვრება". 2001 წლის 11 სექტემბერის ნიუ-იორკის ტერაქტმა ეს წინასწარმეტყველება გაშიფრა.
1990 წელს, მან იწინასწარმეტყველა, რომ 1999 ან 2000 წელს "კურსკი" წყალში ჩაიძირებოდა და მას ბევრი ადამიანი დაიტირებდა. მაშინ ვანგა გააკრიტიკეს, რადგან ქალაქი კურსკი ზღვიდანაც და წყალუხვი მდინარეებიდანაც შორს იმყოფება. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული ატომური წყალქვეშა ნავი "კურსკი" ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ჩაიძირა. დაიღუპა მთელი ეკიპაჟი – 118 ადამიანი. მთელი რუსეთის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა.
კიდევ ერთი წინასწარმეტყველება: "2018 წლიდან მატარებელი ჰაერში იფრენს. ის კოსმოსიდან ახალ ნავთს ჩამოიტანს, დედამიწა კი დაისვენებს". ასტრონომები მუშაობენ პროქტზე, რომ მთვარიდან დაიწყოს საწვავის ჰელიუმ-3-ის ტრანსპორტირება, რომელიც შეცვლის დედამიწაზე ამოწურულ ნავთობის მარაგს.
საინტერესოა, რომ მან შეკითხვას, კოსმოსში არსებობს თუ არა უცხო ცივილიზაცია, მან დადებითი პასუხი გასცა. მისი სიტყვებით, ეს "მესამე დედამიწა", სახელად ვამფივი იყო.
არსებობს მისი გამონათქვამები:
"იყავით ადამიანები – არ მოიპაროთ, არ მოიტყუოთ, არ მოკლათ";
"ნუ იკამათებთ ერთმანეთში და გიყვარდეთ ერთმანეთი";
"სიკეთე იწვევს სიკეთეს, ბოროტება – ბოროტებას";
"გეშინოდეთ ადამიანის სულში ქაოსის დაწყების";
"ურწმუნო ადამიანს ძნელია დაეხმარო – ეს კარგად გახსოვდეთ";
"მოვა დრო, როდესაც დედამიწაზე არ იქნება ტყუილი. არ იქნება ქურდობა და ძალადობა, შეწყდება ომები. დედამიწაზე მაცხოვრებლები შეიცნობენ სიცოცხლის ფასს და გაუფრთხილდებიან მას".
ვანგა 1996 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ის საკუთარი სახსრებით აგებულ ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

ლუკა გაურიკო

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მედიჩების პირადი ასტროლოგი

ლუკა გაურიკო (Lukas Gauricius) იტალიელი მათემატიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი დაიბადა 1476 წლის 12 მარტს ნეაპოლში. იგი ღარიბ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა მას მშობლებმა საკმაოდ კარგი განათლება მისცეს (მითუმეტეს, რომ პატარა ლუკას აღმოაჩნდა მათემატიკის ბრწყინვალე ნიჭი). რაც შეეხება ასტროლოგიას, მისი შესწავლა მან მოზარდობიდანვე დაიწყო და მალე სახელი გაითქვა როგორც საკმაოდ ნიჭიერმა ასტროლოგმა. თუმცა მისი კარიერის დასაწყისი არც თუ სასიამოვნო იყო, რადგან მან 1506 წელს ბოლონიის მართველის ბენტივოლიოს ჰოროსკოპის შეადგინა და მას რომის პაპთან იული II-სთან შერიგება ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დამარცხდებოდა და ქალაქიდან გააძევებდნენ. ამ რჩევამ ბენტივოლიო ისე განარისხა, რომ ასტროლოგი დააპატიმრებინა და ციხეში გამოკეტა. თუმცა გაურიკოს წინასწარმეტყველება შესრულდა – ბოლონიის მართველი მართლაც ქალაქიდან გააძევეს, მთელ მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს, ასტროლოგი კი გაათავისუფლეს.
ამ წინასწარმეტყველებამ გაურიკოს სახელი კიდევ უფრო გაუთქვა – მალე ის ფლორენციაში ლორენცო დე მედიჩიმ კარის ასტროლოგიად მიიწვია და საკუთარი ოჯახის წევრების ჰოროსკოპების შედგენა დაავალა. ლორენცო დე მედიჩი მეცნიერებსა და ხელოვანებს დიდად სწყალობდა – მის კარზე სხვა და სხვა დროს მუშაობდნენ თვით ლეონარდო და ვინჩი, სანდრო ბოტიჩელი და მიქელანჯელო ბუანაროტი.
გაურიკომ ლორენცოს შვილს, რომელიც თითქმის მისი ასაკის იყო, რომის პაპობა უწინასწარმეტყველა. ეს იყო ჯოვანი დი ლორენცო დე მედიჩი, რომელიც ამ წინასწარმეტყველებიდან ცამეტი წლის შემდეგ მართლაც რომის პაპი ლეო X გახდა. გაურიკომ ასევე რომის პაპობა უწინასწარმეტყველა ლორენცოს ძმის, ჯულიანო დე მედიჩის უკანონო შვილს, ჯულიოს, რომელიც შემდეგში ასევე რომის პაპი კლიმენტი VII გახდა. გაურკომ ასევე რომის პაპობა უწინასწარმეტყველა ალექსანდრე ფარნეზეს – შემდგომში პავლე III (სხვათა შორის, როდესაც გარიკოს წინასწარმეტყველება შესრულდა, პაპმა პავლე III–მ ასტროლოგი ვიტაკანში გამოიძახა და მას თავადის ტიტული უბოძა).
გაურიკო მედიჩების კარზე ლორენცო დე მედიჩის სიკვდილის შემდეგაც განაგრძო მუშაობა – იგი ჯოვანი მედიჩის პირადი ასტროლოგი გახდა. 1519 წელს მედიჩების სასახლეში პატარა გოგონა დაიბადა და გაურიკომ მისი ჰოროსკოპი შეადგინა – ასტროლოგმა მას დედოფლობა უწინასწარმეტყველა (ეს გოგონა შემდგომში საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩი გახდა). გამომდინარე, იქიდან რომ მედიჩების სასახლეში ყოველთვის დიდი ინტრიგები იხლართებოდა – გაურიკო იუძლებული შეიქმნა ფლორენციას გასცლოდა. იგი დაახლოებით ოცი წლის განმავლობში ლექციებს კითხულობდა ბოლონიის, ფერარას, ვენეციისა და რომის უნივერსიტეტებში.
1548 წელს, უკვე ასაკში შესული გაურიკო საფრანგეთის დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ საფრანგეთში მიიწვია. ეკატერინეს სურდა გაურიკოს შეედგინა საფრანგეთის მეფის ჰენრის II-ს ჰოროსკოპი. გაურიკომ მეფეს ორმოცი წლის ასაკში ტურნირში სიკვდილი უწინაწარმეტყველა (სხვათა შორის ჰენრი II-ს სიკვდილი ასევე იწინასწარმეტყველა ცნობილმა ასტროლოგმა მიშელ ნოსტრადამუსმა). სხვათა შორის, სანამ ნოსტრადამუსი გამოჩნდებოდა ეკატერინე მედიჩის კარზე (ეს მოხდა 1955 წელი), მანამდე ეკატერინეს პირადი ასტროლოგი სწორედ გაურიკო იყო.
ლუკა გაურიკო საკმაოდ ბევრს მუშაობდა. 1552 წელს გამოვიდა მისი ტრაქტატი ასტრომედიცინის შესახებ, რომელიც ექვს ნაწილად იყო დაყოფილი (1. ქალაქების ჰოროსკოპები. 2. პაპებისა და კარდინალების ჰოროსკოპები. 3. მეფეებისა და უფლისწულების ჰოროსკოპები. 4. ხელოვანებისა და მეცნიერების ჰოროსკოპები. 5. ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანების ჰოროსკოპები. 6. ფიზიკურად და სულიერად ავადმყოფი ადამიანების ჰოროსკოპები).
ლუკა გაურიკო რომში 1558 წლის 6 მარტს გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ, 1575 წელს ბაზელში (შვეიცარია) გამოვიდა გაურიკოს ასტროლოგიური ტრაქტატების სრული კრებული სამ ტომად. მთვარის ერთ-ერთ კრატერს ლუკა გაურიკოს საპატივცემულოდ მისი სახელი უწოდეს.

კარლ გუსტავ იუნგი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

დღესდღეობით საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა შვეიცარიელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი კარლ გუსტავ იუნგი (26/07/1875 - 06/06/1961) ამავე დროს საკმაოდ კარგი ასტროლოგი იყო. მან შესანიშნავად შეძლო ფსიქოლოგიისა და ასტროლოგიის სინთეზი, კონკრეტულად კი ფსიქოლოგიაში ასტროლოგიური ცოდნის ჰარმონიულად გამოყენება.
საერთოდ, პირველად მეცნიერული ასტროლოგია-ფსიქოლოგიის კავშირის შესახებ კვლევა გერმანულენოვან ქვეყნებში (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) დაიწყეს.
თანამედროვე მსოფლიოში ვინც პირველმა მიაქცია ყურადღება ასტროლოგიისა და ფსიქოლოგიის კავშირს, გერმანელი სწავლული-ფსიქოლოგი, მწერალი და ჟურნალისტი ოსკარ შმიცი (1873 - 1931) იყო. ასტროლოგია-ფსიქოლოგიის კავშირს იკვლევდნენ ასევე ბარონესა ოლგა ფონ ურგენ-შტერნბერგი, რომელიც საკმაოც ცნობილი ასტროლოგი იყო. ასევე ბარონი ჰერბერტ ფონ კლიოკლერი (1896 - 1950), რომელიც მთელი რიგი ფუნდამენტური ასტროლოგიური და ფსიქოლოგიური ნაშრომები შექმნა.
აშშ-ში იუნგის იდეების აქტიური პროპაგანდისტი იყო დეინ რედიარი (1895 - 1985), მან 1936 წელს დაწერა წიგნი "პიროვნული ასტროლოგია - ასტროლოგიური აღქმა თანამედროვე ფსიქოლოგისა და ფილოსფიაში".
XX საუკუნის დასაწყისისთვის ევროპაში იუნგი და შმიცი პარალელურად ავითარებდნენ იდეებს ასტროლოგიისა და ფსიქოლოგიის კავშირის შესახებ. ისინი ერთმანეთს ციურიხში შეხვდნენ და ამ შეხვედროს დროს შმიცზე იუნგმა და მისი იდეებმა საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. შმიცი გახდა იუნგის იდეების ყველაზე აქტიური ლიტერატურული პროპაგანდისტი (ამ დროს იუნგი არც თუ ცნობილი იყო ევროპაში).
1922 წელს შმიცმა საკუთარი და იუნგის იდეებზე დაყრდნობით დაწერა და გამოსცა ნაშრომი "ასტროლოგიის სული" (რომელიც 1930 და 1953 წლებში კიდევ ორჯერ გამოიცა), სადაც გამოთქმული იყო აზრი რომ ასტროლოგია არის ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებელია ფსიქოლოგიაში წარმატებულად გამოიყენო.
თვითონ იუნგი საკუთარ გამოკვლევებში და კონსულტაციებში ასტროლოგიურ მეთოდებს ფართოდ იყენებდა. ასტროლოგიის მეთოდების გამოყენების აუცილებლობასთან იგი მიიყვანა სხვა და სხვა ხალხის ფსიქიკური აღქმის სინქრონულობისა და რეალობის ობიექტური პროცესების შესწავლამ, იმდენად რამდენადაც, ამ ფენომენს ასტროლოგია კოსმიური ბიორიტმების გათვალისწინებით ყველაზე უკეთესად ხსნიდა.
გაშიფრა რა ხუთასი ადამიანის ნატალური (დაბადების) ჰოროსკოპი, იუნგმა დაასკვნა, რომ სასიყვარულო პარტნიორების ჰოროსკოპებში ქორწინების წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე გავლენას ახდენდნენ მზისა და მთვარის განლაგება (ამ მეთოდს დღეს ასტროლოგიაში იუნგის მეთოდს უწოდებენ).
ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე იუნგი ასევე დაინტერესდა ჩინური კულტურით, კონკრეტულად კი "ი-ძინის" ტრაქტატით (ე. წ. "ცვლილებათა წიგნი", რომელსაც მეცნიერები ერთდროულად არის მიიჩნევენ ფილოსოფიურ, ფილოლოგიურ, მეტაფიზიკურ და მანტიკურ ნაშრომად, ასევე პოლიტიკისა და ლოგიკის სახელმძღვანელოდ). იუნგი თვლიდა რომ "ი-ძინი" დაფუძნებული იყო არა კაუზუალურ (მიზეზობრივ), როგორც ეს დასავლურ მეცნიერებაშია მიღებული, არამედ აკაუზუალურ, ანუ სინქრონულ პრინციპთან.
იუნგმა ასტროლოგიას შუსაუკუნეების მისტიკური საბურველი შემოხსნა და იგი მეცნიერული მანტიით შემოსა. იუნგს ხშირად სინქრონიზაციის მაგალითი მოჰყავდა (სხვათა შორის იგივე პრინციპით ხელმძღვანელობდა ცნობილი ფრანგი ასტროლოგი და წინასწარმეტყველი მიშელ ნოსტრადამუსი. იგი თვლიდა, რომელ ისტორიაში მოვლენები მეორდებოდა, რადგან ცის კაბადონზე კონკრეტული ასტროლოგიური კონფიგურაციის დროს მოხდარი მოვლენა მსგავსი იყო ადრე, მსგავსი ასტროლოგიური კონფიგურაციის დროს მოხდარი მოვლენისა).
იუნგმა ასტროლოგიურ სიმბოლოებში და უძველეს მითებში დაინახა არქეტიპების სისტემა, რომლებიც მისი შემოქმედების ერთ-ერთი მამოძრავებელი იმპულსი და მიმართულება გახდა.
იგი ცნობილ ფრანგ ასტროლოგთან და ალქიმიკოსთან ანდრე ბარბოსთან გაგზავნილ წერილში წერდა: "ასტროლოგია, როგორც კოლექტიური ქვეცნობიერი, რომელსაც მიმართავს ფსიქოლოგია, შედგება სიმბოლური კონფიგურაციებისგან: პლანეტები ხომ ეს იგივე ღმერთებია, სიმბოლო ქვეცნობიერი ძალაუფლებისა".
იუნგმა ფსიქოლოგია გაამდიდრა მრავალი ასტროლოგიური მეთოდით. მან იწინასწარმეტყველა, რომ XX საუკუნეში ასტროლოგია გახდებოდა მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგი და ისწავლებოდა სხვა და სხვა სასწავლებლის კათედრაზე.

ოშო

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ოშო – ეს მაგიური სიტყვა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იციან. იგი ერთდროულად იყო მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, სწავლული, გურუ, რელიგიური მოღვაწე, მილიონერი, "ადამიანი-სკანდალი" და პერსონა ნონ-გრატა. მან XX საუკუნის მეტაფიზიკურ აზროვნებაზე საკმაოდ სერიოზული გავლენა მოახდინა, ხოლო საკუთარი რელიგიურ-მისტიკური მოძღვრებით მსოფლოს ბევრ წამყვან ქვეყანას პრობლემები შეუქმნა.

ოშო, უფრო სწორად კი ჩანდრა მონახ რაჯნიში დაიბადა 1931 წლის 11 დეკემბერს სოფელ კუშადვეში (მადია პრადეშის შტატი, ინდოეთი) ღარიბი ქსოვილებით მოვაჭრის ოჯახში. მისი მამა ჯანაიზმის მიმდევარი გახლდათ. იგი შვიდი წლის ასაკამდე ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, სადაც აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. ბაბუის სიკვდილის შემდეგ ის ბებიასთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან დაბრუნდა (სხვათა შორის ოშოს ბებია სიკვდილამდე თავს შვილიშვილის მოწაფედ თვლიდა). 14 წლის ასაკიდან ოშო უკვე იწყებს მედიტაციებს და ცხოვრების არსის ძიებას.
1957 წელს მან წარმატებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და მიიღო ფილოსოფიის მაგისტრის წოდება, ხოლო 1966 წელს კი პროფესორის წოდება.
60-იანი წლებიდან ის აჩარია (მასწავლებელი) რაჯნიშის სახელით იწყებს მოგზაურობას მთელი ინდოეთის მასშტაბით – ქადაგებს, ქმნის ბანაკებს, სადაც ეწყობა კოლექტიური მედიტაციები, ლოცვები, რელიგიური თვითჩაღრმავებები.
1968 წელს ოშო ქალაქ ბუმბაიში (ბომბეი) აარსებს "მედატაციურ ბანაკს", ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი მეგობრები აარსებენ ფონდს, სადაც ხდება შემოწირულობების შეგროვება. ოშოს გარშემო ბევრი ინტელექტუალური ადამიანი იყო (სხვა და სხვა ეზოთერული მოძღვრების მიმდევარი, ასევე მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები – ბევრმა მათგანმა შემდგომში ოშოსთან მიღებული იმპულსი საკუთარ შემოქმედებაში გამოიყენა, მაგალითად, ცნობილი გერმანელი მუსიკოსი კარუნეში), რამაც ხელი შეუწყო მისი მოძღვრების ინდოეთის ფარგლებს გარეთ სწრაფად გავრცელებას (ამერიკა, ევროპა, იაპონია და ა. შ.).
1974 წელს ქალაქ პუნაში ოშომ გახსნა აშრამი (სანსკ. "განმარტოვება", "განდეგილობა", ადგილი, სადაც განმარტოვება ხდება). ოშო მთელი დღე განმარტოვებული იყო და თავისი ოთახიდან მხოლოდ დილით (ლექციის წასაკითხად) და საღამოს (ინდივიდუალური საუბრებისთვის) გამოდიოდა. მალე ქალაქ პუნაში, აშრამის გარშემო გაჩნდა ახალი დასახლებები, რადგან აქ ჩამოსული ხალხი უკან აღარ მიდიოდა, ხოლო ოშოს მიმდევრები ელვის სისწრაფით იზრდებოდა. მისი ქადაგებები ადამიანს საშუალებას აძლევდა განეცადა სულიერი ტრანსფორმაცია, თვითჩაღრმავება და მიეღო რთულ კითხვებზე პასუხი. ამ პერიოდისთვის მთელი მსოფლიო მასშტაბით ქალაქი პუნა, უფრო სწორედ კი ოშოს აშრამი "ჭეშმარიტების მაძიებელთათვის" ნამდვილი მექა იყო. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მორაჯი დესაი, რომელიც დოგმატური ინდუისტი იყო, ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა ოშოს მოძღვრების პოპულარიზაციისთვისა და გავრცელებისთვის, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ადგილობრივ რელიგიასთან – ინდუიზმთან (და არა მხოლოდ ინდუიზმთან). მიუხედავად თითქმის ყველა "ოფიციალური" რელიგიის წინააღმდეგობებისა, ოშოს მიმდევართა რიცხვმა მალე მილიონებს გადააჭარბა, ხოლო პუნაში მათი რიცხვი თითქმის მეოთხედი მილიონი იყო.
1980 წელს ოშოს ლექციის კითხვისას თავს ფანატიკოსი ინდუისტი დაესხა და დანით დაჭრა. 1981 წელს ოშო ოპერაციისთვის აშშ-ში გადააფრინეს. ამავე პერიოდში ორეგონში ოშოს მიდევრებმა იყიდეს მიწა, სადაც დააარსეს აშრამი. ამ ადგილას ოშოს მიმდევრებმა დასახლება დაიწყეს და ძალიან მალე აქ ქალაქის ტიპის დასახლება (კომუნა) გაჩნდა. ამერიკის ხელისუფლება საგონებელში ჩავარდა. მითუმეტეს, რომ 1985 წელს ოშო საკუთარმა პირადმა მდივანმა დატოვა და ამის გამო ამ კომუნაში მთელი რიგი არაკანონიერი საქმიანობები გამჟღავნდა. ოშო დააპატიმრეს და ამერიკიდან გააძევეს. ის იძულებული გახდა წასულიყო ნეპალში და აქედან იწყება მისი იძულებითი მოგზაურობები, რადგან მისი მიღება არცერთ ქვეყანას არ სურდა: ნეპალი-საბერძნეთი-ინდოეთი–შვეიცარია-შვეცია-ინგლისი-ირლანდია-ურუგვაი-იამაიკა-ეპანეთი-პორტუგალია (მას თუნდაც რამოდენიმე საათით მიღებაზე მიღებაზე უთხრა რამოდენიმე ქვეყანამ). ამ ქვეყნებში ოშომ დაჰყო რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე. მას აეროპორტში ხვდებოდა პოლიცია და თვითმფრინავის ბილეთი, სადაც მას სხვა ქვეყანაში უხდებოდა გაფრენა. მთლიანობაში დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ოშომ გამოიცვალა თერთმეტი ქვეყანა, ხოლო ათმა საერთოდ უარი უთხრა მიღებაზე.
ოშო იძულებული გახდა ისევ ინდოეთში (პუნაში) დაბრუნებულიყო. 1987 წელს ფანატიკოსმა ინდუსმა ოშო დანით დაჭრა (ეს იყო იგივე პიროვნება, რომელმაც 1980 წელს ოშოს დანა დაარტყა). მის სახლს დღედაღამ პოლიცია იცავდა. ხოლო პუნაში ისევ ახლიდან დაიწყო ოშოს მიმდევრების დასახლება. ოშო 1990 წლის 19 იანვარს, ქალაქ პუნაში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
მისმა მოწაფეები იწერდნენ მის საუბრებს, რომლებიც შემდგომში წიგნებად გამოიცემოდა (ამ წიგნების საერთო რიცხვი ასეულობითაა). ოშო უდავოდ შედის იმ ადამიანების რიცხვში, რომლებმაც თავისი აზროვნებით მსოფლიოზე უდიდესი გავლენა მოახდინეს (ის თამამად შეიძლება დავაყენოთ ისეთი ადამიანების გვერდით, როგორებიცაა ელენა ბლავტსკაია, რუდოლფ შტაინერი, გიორგი გურჯიევი, პეტრე უსპენსკი, ჯუდი კრიშნამურტი, სვამი ვივეკანანდა და ა. შ.)

ნოსტრადამუსი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

"ღამეა. ვზივარ მარტო და დავყურებ იდუმალ ნაწერებს – ისინი გადაშლილია სპილენძის სამფეხა მაგიდაზე. მაგიური კვერთხი სპილენძის მაგიდის ფეხებს შორის დევს. კვერთხს წყლით ვასველებ, შემდეგ ვისველებ სამოსის კიდეებს, ფეხებს. ისმის იდუმალი ხმა. ჩემს ყურთან ვიღაც ჩურჩულებს. ვკანკალებ. ღმერთი ახლოს არის, ვგრძნობ მის ღვთაებრივ სიდიადეს. ანათებს სანთელი, მის სუსტ შუქზე მოჩანს მომავლის სურათები".

ეს არის ნაწყვეტი ნოსტრადამუსის "ცენტურიების" პირველი წიგნიდან (ეს წიგნი გამოიცა 1555 წელს და ის "წინასწარმეტყველებანის" სახელით არის ცნობილი). ვინ იყო მუსიე მიშელი, რომლის წინაპრებმა გვარი – ნოსტრადამი (ნოსტრადამუსი ლათინიზებული ფორმაა) პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახელწოდებიდან აიღეს?! რითი მოხიბლა მან საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩი, რომელმაც მას სამეფო კარის ექიმობა უბოძა. და საერთოდ ვინ იყო ის...

მიშელ დე ნოსტრადამუსი დაიბადა 1503 წლის 14 დეკემბერს (ძველი სტილით) სან რემი დე პროვანსში, უბრალო ოჯახში. მისი წინაპრები ებრაელები იყვნენ, თუმცა, 1512 წელს (როდესაც მიშელი ცხრა წლის იყო), მათ უარყვეს იუდაიზმი და კათოლიკებად მოინათლნენ. მიუხედავად ამისა, იუდაიზმა და საერთოდ ებრაულმა ეზოთერულმა ლიტერატურამ (თორა, თალმუდი, კაბალა) მომავალ წინასწარმეტყველზე დიდი გავლენა მოახდინა. ნოსტრადამუსმა ბავშვობიდანვე გამოავლინა უდიდესი ინტელექტი და ნიჭი. პატარა მიშელი ბაბუასთან იზრდებოდა, რომელიც მას ბერძნულ, ლათინურ, ებრაულ ენებს, მათემატიკას და ასტროლოგიას ასწავლიდა (ამ უკანასკნელს ნოსტრადამუსი ღვთაებრივ მეცნიერებას უწოდებდა). როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, ნოსტრადამუსი მშობლების ოჯახში დაბრუნდა. დაბრუნებიდან ძალიან მალე ის სასწავლებლად ავინიონში გააგზავნეს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1522 წელს ნოსტრადამუსი მონპელიეს უნივერსიტეტში შედის და სამი წლის შემდეგ ამთავრებს მას მედიცინის ბაკალავრის ხარისხით. პარალელურად ის ხვეწს საკუთარ ასტროლოგიურ ცოდნას და იზიარებს კოპერნიკის თეორიას, რომ დედამიწა მრგვალია და სხვა პლანეტებთან ერთად მზის გარშემო ბრუნავს. ეს აშფოთებთ მის მშობლებს, რადგან ამ დროს ევროპაში ინკვიზიცია ანადგურებს ყველას, ვინც საკუთარი აზრით რელიგიურ დოგმატებს ეწინააღმდეგება. ნოსტრადამუსს მონპელიეში პრობლემები ექმნება, ამიტომ, ის უნივერსიტეტს ტოვებს და 22 წლის ასაკში მიემგზავრება მარსელში, სადაც შავი ჭირი მძვინვარებს. ნოსტრადამუსი უწყებს დაავადებული ხალხის მკურნალობას, ის მიმართავს სანიტარულ და პროფილაქტიკურ საშუალებებს, ასე მან უამრავი ხალხი გადაარჩინა უეჭველ სიკვდილს. მარსელიდან ეგსში გადადის და ახლა იქ იწყებს ხალხის დახმარებას. აღნიშნული შავი ჭირი, რომელიც იმ პერიოდში სამხრეთ საფრანგეთში იყო გავრცელებული (შემდეგ ის მთელს ევროპას მოედო და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა) "ლა შარბონის" სახელით იყო ცნობილი. ადამიანს დაავადებიდან ძალიან ჩქარა მთელი სხეული შავი დიდი წყლულებით ეფარებოდა და მომენტალურად იღუპებოდა (სხვათა შორის, იგივე პერიოდში მსგავსმა ჭირმა მთლიანად ამოწყვიტა ხევსურეთის რამოდენიმე სოფელი; სწორედ იმ ხალხის გვამებით იყო სავსე ანატორის აკლდამები!). ნოსტრადამუსმა მალე სახელი გაითქვა, როგორც გაბედულმა და თავდადებულმა მკურნალმა. ის საკუთარი რეცეპტებით ამზადებდა წამლებს, რომლებიც დიდ დახმარებას უწევდნენ დაავადებულებს. 1525 წლიდან ოთხი წლის განმავლობაში ნოსტრადამუსი დაუღალავად მოგზაურობდა ქალაქიდან ქალაქში და შავი ჭირით დაავადებულებს კურნავდა.
1529 წელს ის ბრუნდება მონპელიეში, ასრულებს სწავლას და იღებს დოქტორის ხარისხს. ამ ყველაფრის მიუხედავად მას მრავალი მტერი უჩნდება და იწყებენ მისთვის სახელის გატეხვას, ცდილობენ დააინტერესონ ინკვიზიაცია ნოსტრადამუსით და მისი ასტრონომიული იდეებით, რომლის გულისთვის ბევრს სიკვდილით სჯიან, მაგრამ ნოსტრადამუსს უკვე სახელი აქვს მოხვეჭილი, როგორც უბადლო ექიმს, რის გამოც მისი დასჯა ვერ ხერხდება. თუმცა, გამუდმებული წინააღმდეგობებით გაბეზრებული, ტოვებს მონპელიეს და ისევ ახლიდან იწყებს მოგზაურობას. ტულუზაში ცხოვრების დროს ნოსტრადამუსი იღებს ცნობილი ფილოსოფოსისა და ეზოთერიკოსის იულიუს სკალიგერის წერილს, რომელიც მას საკუთარ სახლში, კერძოდ ქალაქ აგენში იწვევს. ნოსტრადამუსი აგენში ჩადის. ამ ქალაქმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ გადაწყვეტს აქ დასახლდეს. აგენში ნოსტრადამუსი ქორწინდება მდიდარი დიდგვაროვანის ასულზე. მასთან ორი შვილი უჩნდება. სამედიცინო პრაქტიკამ მას საყოველთაო აღიარება და საკმაოდ დიდი შემოსავლები მოუტანა. თუმცა, ამ პერიოდიდან ნოსტრადამუსის ცხოვრებაში იწყება კრიზისი. შავმა ჭირმა აგენამდეც მიაღწია. ქალაქში იწყება პანიკა, მსხვერპლი განუზომელია, ნოსტრადამუსი იწყებს ხალხის დახმარებას, მაგრამ ამ დროს შავი ჭირით იღუპება მისი ცოლი და ორივე შვილი (მეორე ვერსიით, ის ამ დროს იტალიაში იმყოფებოდა და სწორედა ამიტომ ვერ გადაარჩინა საკუთარი ოჯახი სიკვდილს). ამ ფაქტმა, რომ მან ვერ გადაარჩინა საკუთარი ცოლ-შვილი, ნოსტრადამუსს სახელი გაუტეხა. მალე მას უსიამოვნება მოუვიდა თვითონ სკალიგერთან, პარალელურად ცოლის მშობლებმა მოსთხოვეს მზითევის დაბრუნება. ამ ყველაფრით ისარგებლეს ინკვიზიციის მსახურებმა და ნოსტრადამუსი ერეტიკოსად გამოაცხადეს. ის ანგიდან მიემგზავრება. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ის მოგზაურობს ესპანეთში, იტალიაში, სპარსეთში. აქედან უკვე იწყება მისი, როგორც წინასწარმეტყველის ცხოვრება.
იტალიაში ყოფნის დროს, მის გვერდით ჩაიარა ახალგაზრდა ბერმა, ნოსტრადამუსმა დაიჩოქა და ბერს მიმართა: "თქვენო უწმინდესობავ"! ეს ბერი ფელიჩ პერეტი დი მონტალოტო იყო, ყოფილი ღორების მწყემსი. ბერი ნოსტრადამუსის სიკვდილიდან ცხრამეტი წლის შემდეგ რომის პაპი, სექსტუს V გახდა...
ერთ-ერთ იტალიელ გრაფს, ვინმე დე ფლორინვალს, ეჭვი შეეპარა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაში და გამოსაცდელად სადილზე დაპატიჟა. გრაფმა მას სთხოვა, გამოეცნო იმ ორი ღორის ბედი, რომლებიც გრაფის ეზოში სეირნობდნენ. ნოსტრადამუსმა უპასუხა, რომ შავ ღორს თვითონ გრაფი შეჭამდა, თეთრს კი მგელი. ფლორინვალმა ჩუმად მსახურებს თეთრი ღორის დაკვლა უბრძანა. სადილზე გრაფმა გამარჯვებული სახით ნოსტრადამუსს მოახსენა, რომ ისინი თეთრი ღორის ხორცს მიირთმევდნენ, ნოსტრადამუსმა კი თქვა, რომ ეს შავი ღორი იყო. მაშინ გრაფმა მსახურებს უხმო... ნოსტრადამუსი მართალი გამოდგა. საქმე კი იმაში იყო, რომ უკვე დამზადებული თეთრი ღორის ხორცი გრაფის მოშინაურებულმა მგლის ლეკვმა მოიპარა და შეჭამა, მაშინ შეშინებულმა მსახურებმა სასწრაფოდ შავი ღორი დაკლეს და გრაფს ის მიართვეს...
მოგვიანებით საფრანგეთის სამეფო კარზე ყოფნის დროს, მან დედოფლის ერთ-ერთ ახალგაზრდა სეფეწულს სთხოვა, ეჩვენებინა ის ლაქები, რომელიც მას ტანზე ჰქონდა. ბიჭს შერცხვა და გაიქცა, მაშინ ნოსტრადამუსმა ძილის დროს დაუთვალიერა ტანი და თქვა, რომ ეს ბიჭი მომავალში საფრანგეთის მეფე გახდებოდა. მართლაც ნოსტრადამუსის სიკვდილიდან 23 წლის შემდეგ ეს ყმაწვილი საფრანგეთის მეფე ჰენრიხ IV ნავარიელი გახდა.
ნოსტრადამუსი სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობისას აგროვებდა ძველ, წინასწამეტყველურ წიგნებს, რომლებსაც შემდგომ მუშაობის დროს იყენებდა. მათ შორის იყო "დე მისტერიის ეგიპტორუმ", რომელიც 1547 წელს დაიბეჭდა ლიონში და გამოსვლისთანავე მიიქცია ნოსტრადამუსის ყურადღება. 1550 წელს ის მარსელში სახლდება, მაგრამ ეპიდემია თითქოს მას ფეხდაფეხ დასდევდა. იმავე წლის შემოდგომით, მარსელსა და მის შემოგარენში უდიდესი წყალდიდობა მოხდა, რომელმაც გააძლიერა თითქმის ჩამცხრალი შავი ჭირი. ვისაც გადაადგილება შეეძლო, ქალაქიდან გარბოდა, ეს კი ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობდა. ნოსტრადამუსი დაუღალავად მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე ლიონში ყივანახველის ეპიდემიას ებრძვის. შემონახულია ლიონის მადლიერი მოსახლეობის ჩანაწერები, რომლებიც ნოსტრადამუსს ერთადერთ გადამრჩენელად მიიჩნევენ და მასში ღმერთის დახმარებას ხედავენ. ამის შემდეგ იწყება მისთვის შედარებით წყნარი პერიოდი. ის სახლდება ქალაქ სალონში და მდიდარ ქვრივ, ან პონსარ ჟემელზე ქორწინდება. ამ პერიოდისთვის ნოსტრადამუსი კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენს ასტროლოგიისადმი, ალქიმიისადმი და მაგიისადმი. ის იწყებს წიგნების წერას და მთლიანად ანებებს თავს სამედიცინო პრაქტიკას. 1550 წლიდან ის იწყებს ყოველწლიური ასტროლოგიური ალმანახის გამოცემას, რომელმაც მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა. 1554 წლიდან უკვე იწყება მისი "წინასწარმეტყველებების" ბეჭდვა. ნოსტრადამუსის სახელი უკვე გასცილდა საფრანგეთის საზღვრებს, უცხოეთში იწყება ამ წიგნის თარგმნა და გამოცემა (ამ პერიოდისთვის მისი "ცენტურიები" გამოცემულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ევროპულ ენებზე კი მისი ასობით გამოცემა არსებობს).
ნოსტრადამუსმა სახლის მეორე სართულზე მოიწყო სამუშაო კაბინეტი და იქ ღამ-ღამობით მუშაობდა, რადგან ჯერ კიდევ არსებობდა ინკვიზიციის საფრთხე. 1554 წელს, ქალაქ სალონის მერმა, ჟან ჟეიმ დე შავინმა დატოვა საკუთარი თანამდებობა და ნოსტრადამუსს სთხოვა, მოწაფედ აეყვანა და ესწავლებინა მისთვის ასტროლოგია. შემდგომში სწორედ შავინის მეოხებით გახდა შესაძლებელი ნოსტრადამუსის წიგნების სრულყოფილი გამოცემა, თუმცა, მან გარკვეული ნაწილის გამოქვეყნება მაინც ვერ გაბედა. სიკვდილამდე 11 წლით ადრე ნოსტრადამუსმა დაასრულა პირველ "წინასწარმეტყველებანის" წიგნზე მუშაობა, რომელიც მოიცავდა პერიოდს მე-16 საუკუნიდან 2000 წლის ჩათვლით. თავიდან ნოსტრადამუსი დედამიწაზე სიცოცხლის დასასრულად სწორედ 2000 წელს მიიჩნევდა. მიუხედავად, მისი დიდი განათლებისა და პროგრესული აზროვნებისა, მას ჰქონდა მაშინდელი ეკლესიის მსახურთა გავლენა, ისინი სამყაროს დასასრულს სწორედ ამ პერიოდისთვის ვარაუდობდნენ. შემდგომში მან გააკეთა "ენოქის წიგნის" ინტერპრეტაცია, სადაც სამყაროს დასასრულად 7000 წელია წერია, ნოსტრადამუსმა გაშიფრა ეს თარიღი, გამოთვალა ყველა შესაძლოა ვარიანტი შეადარა საკუთარ წინასწარმეტყველებებს და საბოლოოდ ახალი წელთაღრიცხვით 3797 წელზე შეჩერდა...
ნოსტრადამუსმა სულ ათი წიგნი დაწერა. ეს წინასწარმეტყველები დაწერილია ფრანგულ ენაზე, თუმცა, მასში უხვად არის გამოყენებული ბერძნული და ლათინური სიტყვებიც, დარღვეულია ქრონოლოგია, ბევრი წინასწარმეტყველება დაშიფრული და ბუნდოვანია, ეს საჭირო იყო ეკლესიის მსახურთა თვალის ასახვევად, რომლებსაც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს დევნიდნენ, კოცონზე აგზავნიდნენ, სამუდამოდ ციხეში ამწყვდნენ (ამან ძალიან ბევრი სწავლული შეიწირა – იან ჰუსი, ჯორდანო ბრუნო, თომაზო კამპანელა, გალილეი გალილეო და სხვები).
1555 წლიდან ეს წიგნები მთელს ევროპაში გავრცელდა, თუმცა, წიგნის სიძვირის გამო, ის მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის იყო ხელიმისაწვდომი. ზოგიერთი წინასწარმეტყველება საფრანგეთის სამეფო კარს ეხებოდა და არც თუ ისე სასიამოვნო იყო, ამიტომ, დედოფალმა ეკატერინე მედიჩმა ნოსტრადამუსი სასწრაფოდ პარიზში მიიწვია. მათი შეხვედრა მიწვევიდან ერთი თვის შემდეგ შედგა, ამ საუბარს არავინ დასწრებია. ფაქტია, რომ შეხვედრის შემდეგ დედოფალი ძალზე კმაყოფილი ჩანდა. წინასწარმეტყველი მეფე ჰენრი II-საც შეხვდა, თუმცა, მასთან უფრო ცოტა ხანს ისაუბრა. ერთი თვის შემდეგ ნოსტრადამუსი სახლში დაბრუნდა. ამ პერიოდისთვის მისი ჯანმრთელობა უკვე შერყეული იყო, ამიტომ, ძველებურად ვეღარ მუშაობდა, ის მხოლოდ ჰოროსკოპებს ადგენდა დიდგვაროვნებისთვის და "წინასწარმეტყველებანის" დასრულებას ჩქარობდა (თუმცა, მის სრული სახით გამოცემას მაინც ვერ მოესწრო, წიგნმა მისი სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ იხილა მზის სინათლე). 1664 წელს დედოფალმა ეკატერინე მედიჩმა გადაწყვიტა საკუთარი სამეფო მოევლო, მოგზაურობა ორი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ეკატერინემ მარშუტი ისე შეადგენინა, რომ პირველ რიგში სალონში მოხვედრილიყვნენ, სადაც ნოსტრადამუსი ცხოვრობდა. მართლაც, პროვანსში ყოფნის დროს ეკატერინემ ნოსტრადამუსი მოინახულა, დედოფალმა წინასწარმეტყველს სამასი ოქროს კრონი და სამეფო კარის ექიმის ტიტული უბოძა, ეს კი მუდმივ ჯამაგირს და სხვა ხელსაყრელ პირობებს ნიშნავდა.
1566 წლის ივლისის დასაწყისში მან მღვდელი იხმო და აღსარება ჩააბარა, შემდეგ საკუთარ ცოლსა და შავინიონს დაემშვიდობა და მათ უთხრა: "ხვალ დილით ცოცხალი აღარ ვიქნები". იმ ღამეს მიშელ დე ნოსტრადამუსი გარდაიცვალა. ის სალონში, ეკლესიის კედელში დაკრძალეს, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის დღეებში (სიკვდილიდან დაახლოებით ორასოცი წლის შემდგომ) მისი გვამი ფანატიკოსმა ჯარისკაცებმა ამოთხარეს, იმ ვარაუდით, რომ ისინიც წინასწარმეტყველები გახდებოდნენ, თუმცა, მათ ამის სანაცვლოდ... გილიოტინა მიიღეს (გადმოცემით, ნოსტრადამუსს გულზე მედალიონი ეკეთა, სადაც თარიღი ეწერა და ეს თარიღი სწორედ მისი საფლავიდან ამოთხრის დღე, თვე და წელი იყო).
ამის შემდეგ ნოსტრადამუსის გვამი იმავე ქალაქში წმ. ლორენის ეკლესიის კედელში დაკრძალეს და იქ დღემდე არსებობს მისი საფლავი და სურათი.
მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო მისი წიგნების გამოცემა, "შესწორებები", წიგნები ვრცელდებოდა არასრული ან ნაყალბევი სახით და ყოველ საუკუნეში ოცდაათ-ორმოცჯერ გამოიცემოდა. ბიბლიის შემდეგ, ნოსტრადამუსის "წინასწარმეტყველებანი" ყველაზე დიდ ტირაჟიანი წიგნია. ამ წიგნის პოპულარობა განუზომელი იყო, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა საუკუნეში მას იყენებდნენ როგორც პროპაგანდის საშუალებას. მაგალითად, კარდინალ მაზარინის მოწინააღმდეგეებმა გამოსცეს ეს წიგნი, ოღონდ, იქ მაზარინის საწინააღმდეგო ორი სტროფი ჰქონდა ჩამატებული. როდესაც, რევოლუციონერებმა ბასტილიის ციხე აიღეს, მათ ერთ-ერთ ოთახში გადაშლილი "წინასწარმეტყველებანი" ნახეს. წიგნი გადაშლილი იყო იმ გვერდზე, სადაც ბასტილიის დაცემაზე იყო საუბარი. თვით ნაპოლეონიც იყენებდა ამ წიგნს, თუმცა, შემდგომ ეს წიგნი ნაყალბევი აღმოჩნდა. რუსეთის იმპერატორმა საკუთარი და რუსეთის ბედი სწორედ ნოსტრადამუსის წიგნით შეიტყო, სადაც საუბარი იყო ბოლშევიკების გამარჯვებაზე და მეფის სიკვდილზე. ფაშისტები წიგნს გაყალბებული სახით იყენებდნენ, სადაც ფაშისტებისა და ჰიტლერის ბედი საპირისპიროდ იყო გაშიფრული.

ამ ყველაფრის შემდგომ, ერთი რამ ცხადზე ცხადია – თუ კაცობრიობას სურს თავიდან აიცილოს ის არასასიამოვნო პროგნოზები, რომელიც ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა, საჭიროა იყოს მშვიდობა და ამისთვის ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი კატასტროფული იქნება...