1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 30, 2009

2010 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

(აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით)

ვირთხა (თაგვი)

• 24.01.1936 - 10.02.1937
• 10.02.1948 - 28.01.1949
• 28.01.1960 - 14.02.1961
• 15.02.1972 - 02.02.1973
• 02.02.1984 - 19.02.1985
• 19.021996 - 07.07.1997

თქვენთვის ვეფხვის წელიწადი მეტ-ნაკლებად პოზიტიური იქნება. უნდა ირწმუნოთ თქვენი შესაძლებლობების, წინააღმდეგ შემთხვევაშ, სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. რისკი და ავანტიურები გიყვართ, თამაში და თავგადასავლების ძიება თქვენი სტიქიაა, მაგრამ თუ 2010 წელს ზღვარს გადახვალთ, შესაძლოა, სტრესულ იტუაციებსა და კრიზისებს თავიდან ვერ აიცილებთ. თუმცა თუ თქვენს მოქმედებაში ცვლილებებს შეიტანთ, ცხოვრების სწრაფი ტემპი ახალი პერსპექტივის მომტანიც კი გახდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან შეათანხმეთ. 2010 წლის შემოდგმაზე მოგზაურობა ან ახალ საქმიანი წინადადებების განხილვა გელით, რაც კარიერაში წინსვლას გიქადით.

ხარი

• 11.02.1937 - 30.01.1938
• 29.01.1949 - 16.02.1950
• 15.02.1961 - 04.02.1962
• 03.02.1973 - 22.01.1974
• 20.02.1985 - 08.02.1986
• 08.02.1997 - 27.01.1998

2010 წელს ფორტუნა ხშირად არ გაგიღიმებთ. შესაძლოა, დაქვეითდეს თქვენი კონკურენტუნარიანობა, რასაც ოპონენტები სიხარულით შეხვდებიან. წარმატები მიღწევაში ყურადღების კონცენტრაცია და აქმიანი ინფორმაციის დროულად მიღება-გამოყენება დაეხმარებათ. ამ წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საიმედო და ერთგული პარტნიორების მოძიება და მათთან თანამშრომლობის საკითხი იქნება. ამიტომ, წინდახედულობა გამოიჩინეთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას, ამასთანავე გააქტიურდება ჯანმრთელობის საკითხები. აუცილებად დააზღვიეთ თქვენი ანმრთელობა და მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, სადაც კიდურების ტრავმების მიღების ალბათობა მაღალი იქნება.

ვეფხვი

• 31.01.1938 - 18.02.1939
• 17.02.1950 - 05.02.1951
• 05.02.1962 - 24.01.1963
• 23.01.1974 - 10.02.1975
• 09.02.1986 - 28.01.1987
• 28.01.1998 - 15.02.1999

მიუხედავად იმისა, რომ ეს წელიწადი თქვენია, შესაძლოა, ის დადებითიც იყოს და უარყოფითიც. შეეცადეთ, იყოთ ენერგიული, აუცილებლობის შემთხვევაში, გარისკოთ კიდეც, მაგრამ თქვენმა საქციელმა არ უნდა მიიღოს ავანტიურიზმის, უტაქტობის, აგრესიის სიხარბის ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. პაექრობა, კონკურენაცია, რთული სიტუციების მოხერხებულობისა და ენეგიულობის ხარჯზე სასიკეთოდ გადაწყვეტააი, ეს იქნება ამ ლის ტენდენციები. გარდა ამისა, მოგიწევთ ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა და თანამოაზრეების ინტერესების დაცვა. თუ შორსმჭვრეტელ და გაწონასწორებულ პარტნიორებსაც გაიჩენთ, თქვენი დამარცხება შეუძლებელი იქნება.

კურდღელი (კატა)

• 19.02.1939 - 07.02.1940
• 06.02.1951 - 26.01.1952
• 25.01.1963 - 12.02.1964
• 11.02.1975 - 30.01.1976
• 29.01.1987 - 16.02.1988

• 16.02.1999 - 04.02.2000

ამ წელიწადში თქვენ გარკვეული უპირატესობა გექნებათ და, მათი გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიდვილებთ წინსვლას. შეეცადეთ, საკუთარ დრო, ენერგია და ფინანსები საკუთარ თავსა და საკუთარი პრობლემების მოგვარებას აუთმოთ. გაიზრდება დაოჯახების, ოჯახში ახალი წევრის მატებისა და უძრავ ქონების აკითხების გადაწყვეტის ალბათობა. ზაფხულში, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფითაც კი განვითარდება. ამიტომ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ, შეეცადეთ, დიპლომატიისა და ტაქტის საშუალებით აირიდოთ კონფლიქტები. საქმიანი თანამშრომლობა იმ შემთხვევაში იქნება დადებითი, თუ თქვენი პარტნიორები შემტევი, ენერგიული და თავდაჯერებული ადამიანები იქნებიან.

დრაკონი

• 08.02.1940 - 26.01.1941
• 27.01.1952 - 13.02.1953
• 13.02.1964 - 01.02.1965
• 31.01.1976 - 17.02.1977
• 17.02.1988 - 05.02.1989

• 05.02.2000 - 23.01.2001

პირად ცხოვრებაში, ბობოქარი განცდები, ხოლო პროფესიულ საქმეში ცვლილებები გელოდებათ, რაც რეპუტაციისა და ფინანსური მდგომარეობის გამყარებასთან იქნება დაკავშირებული. სიფრთხილე გამოიჩინეთ ოპონენტების მიმართ, შეეცადეთ, კონკურენცია მტრობაში არ გადაიზარდოს. თუ შეძლებთ შექმნილ პრობლემებზე თავის მაღლა დაჭერას, ამასთანავე, მოახერხებთ ძლიერი, პრინციპული და მიზანსწრაფული პარტნიორების მოძიებას, ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ და წარმატებას მიაღწევთ.

გველი

• 27.01.1941 - 14.02.1942
• 14.02.1953 - 02.02.1954

• 02.02.1965 - 20.01.1966
• 18.02.1977 - 06.02.1978
• 06.02.1989 - 26.01.1990
• 24.01.2001 - 11.02.2002

თქვენთვის ვეფხვის წელიწადი ნაკლებად პოზიტიური იქნება, თუმცა სიძნეეებს არ უნდა გაექცეთ, ახალი პარტნიორების მოძიება, ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის გარკვევა, სასიყვარულო ურთიერთობა ქორწინება, ოპონენტებთან საქმეების მოგვარება და უკიდურეს შემთხვევაში სასამართლო პროცესები - აი, ის ძირითადი მოვლენები, რომლებიც ამ წელს თქვენს ჩარევას მოითხოვს. მოუხმეთ სიბრძნეს, გამჭრიახობას და შეეცადეთ, წლის დასაწყისშივე განსაზღვროთ, რის გაკეთებას აპირებთ.

ცხენი

• 15.02.1942 - 04.02.1943
• 03.02.1954 - 23.01.1955
• 21.01.1966 - 08.02.1967
• 07.02.1978 - 27.01.1979
• 27.01.1990 - 14.02.1991
• 12.02.2002 - 31.01.2003

თქვენთვის ვეფხვის წელიწადი ზოგადად, პოზიტიურია. იდეალისტური და გამბედავი ნაბიჯების დროა, ამიტომ, მოგიწევთ ენერგიული და რისკიანი ნაბიჯების გადადგმა. წლის დასაწყისიდანვე "დაიკაპიწეთ ხელები" და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეუდექით - თუმცა შედეგის მიღებას ნუ იჩქარებთ. ამ წელ თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური კრიზისის აღმოფხვრა, ვალების გასტუმრება და იპოთეკური სესხების პრობლემების მოგვარება. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებისთვის და დაოჯახებისთვის. მკვეთრი მატერიალური ცვლილება მოსალოდნელი არ არის, თუმცა სოციალური სტატუსის შეცვლა და კარიერულ კიბეზე წინსვლა გამორიცხული არ არის.

თხა (ცხვარი)

• 05.02.1943 - 24.01.1944
• 24.01.1955 - 11.02.1956
• 09.02.1967 - 29.01.1968
• 28.01.1979 - 15.02.1980
• 15.02.1991 - 03.02.1992
• 01.02.2002 - 31.01.2003

წლის დასაწყისშივე შესაძლოა მძაფრი ემოციური განცდები გქონდეთ, რაც წინა წელს დაწყებულ ურთიერთობასთან ან პროექტებთან იქნება დაკავშირებული. მოიმატებს თქვენი ელეგანტურობა და მომხიბვლელობა, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში თქვენს პოპულარობას გაზრდის. გააკონტროლეთ თქვენი სიტყვები და საქციელი, ეს წელიწადი თქვენთვის კარმულია, ამიტომ, თქვენგან გაცემული ენერგია (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) უკან ძალიან სწრაფად დაგიბრუნდებათ. ვეფხვის წელიწადში თქვენი ძირითადი პრობლემა მატერიალური ბაზის გამყარება იქნება, არ არის გამორიცხული, ფინანსურ საკითხებში პრობლემებიც გაგიჩნდეთ. შეეცადეთ, იქონიოთ დანაზოგი, რაც კრიზისის შემთხვევაში დაგეხმარებათ.

მაიმუნი

• 25.01.1944 - 12.02.1945
• 12.02.1956 - 30.01.1957
• 30.01.1968 - 16.02.1969
• 16.02.1980 - 04.02.1981
• 04.02.1992 - 22.01.1993
• 22.01.2004 - 08.02.2005

ვეფხვის წელს შესაძლოა, გარკვეულ წინაღობებს წააწყდეთ, მაგრამ თუ სწორად გააანალიზებთ სიტუაციას და მოუსმენთ კეთილისმყოფელთა რჩევებს, წინაღობებს დვილად დაძლევთ. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერ პარტნიორებთან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობას, ნუ გაერევით საეჭვო და უკანონო მოქმედებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მეტად უსიამოვნო კითხვებზე მოგიწიოთ პასუხის გაცემა. წლის მეორე ნახევარი შედარებით პოზიტიური და სასიკეთო იქნებ, განვითარებულმა მოვლენები საშუალებას მოგცემთ, დაისვენოთ, განიტვირთოთ და ძალები აღიდგინოთ. ამ პერიოდში მოიმატებს მოგზაურობის, რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისა და გართობის ალბათობა.

მამალი

• 13.02.1945 - 01.02.1946
• 31.01.1957 - 17.02.1958
• 17.02.1969 - 05.02.1970
• 05.02.1981 - 24.01.1982
• 23.01.1993 - 09.02.1994
• 09.02.2005 - 28.01.2006

იქიდან გამომდინარე, რომ "მამალი" და "ვეფხვ" ვერ მეგობრობ, საკმაოდ წინააღმდეგობრივი წელიწადი გელით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოზიტიური ცვლილებების შანსი არ გექნებათ. ამ წელს ფონს მხოლოდ რკინისებური ნებისყოფითა და მოთმინებით გახვალთ. შეეცადეთ, მტკიცედ შეინარჩუნოთ უკვე მიღწეული შედეგი და ახლის მიღწევის მცდელობაში ძველი არ დაკარგოთ. ამ წელს ასევე დაგეხმარებათ გამჭრიახობა და ლავირების უნარი, რომელიც თქვენ, სამწუხაროდ, ნაკლებად გაქვთ. არ არის ამორიცხული, თქვენი პროექტები ოპონენტებმა დაამუხრუჭონ. მოუხმეთ გონიერებას და შეეცადეთ, წონასწორობა არ დაკარგოთ, ეს თქვენი მომავალი წარმატების აუცილებელი პირობა იქნება.

ძაღლი

• 02.02.1946 - 21.01.1947
• 18.02.1958 - 07.02.1959
• 06.02.1970 - 26.01.1971
• 25.01.1982 - 12.02.1983
• 10.02.1994 - 30.01.1995
• 29.01.2006 - 17.02.2007

ვეფხვის წელიწადი თქვენთვის სასიკეთოა, ამიტომ, იაქტიურეთ და შეეცადეთ, სასიკეთო ენერგია მაქსიმალურად გამოიყენოთ. ნუ დაელოდებით მოვლენების თავისით განვითარებას, გამოავლინეთ ინიციატივა და თანამოაზრეები შემოიკრიბეთ. არტნიორები დაგეხმარებიან და გაგამხნევებენ. თუმცა ძალაუფლების განმტკიცებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. ყურადღება გამოიჩინეთ ადამიანებისადმი, რომლებთანაც ფინანსური ინტერესები გაკავშირებთ. წლის ბოლოს მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების, განახლების, ფლირტისა და დაოჯახების ალბათობა.

ტახი (ღორი)

• 22.01.1947 - 09.02.1948
• 08.02.1959 - 27.01.1960
• 27.01.1971 - 14.02.1972
• 13.02.1983 - 01.02.1984
• 31.01.1995 - 18.02.1996
• 18.02.2007 - 06.02.2008
თუ წინა წლებში იღვწოდით სამსახურებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, აღიარების მოპოვებისთვის და გავლენიანი ადამიანებისგან მფარველობის მიღებისთვის, ვეფხვის წელიწადს ამ ყველაფრის მოპოვება რეალური გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წელიწადი თქვენთვის სიმშვიდისა და კომფორტის პერიოდი იქნება, მაინც უნდა გააკონტროლოთ თქვენი მოქმედება, რათა გაუგებრობა თავიდან აირიდოთ. ეს გარკვეულწილად გამოცდებისა და აკრძალვების წელიწადიც იქნება, მოგიწევთ ცოდნის გაღრმავება, გამოცდილების გამოყენება და ხასიათის ბევრ ნეგატიურ თვისებასა თუ მიდრეკილებაზე უარის თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნილი პერსპექტივის გამოყენება გაგიჭირდეთ.

Dec 24, 2009

2010 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვერძი – 2010 წელიწადი თქვენთვის, საერთო ჯამში პოზიტიური იქნება. გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. შეეცადეთ, გაიღრმავოთ ცოდნა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, შეიცვალოთ იმიჯი და საჭიროების შემთხვევაში – პროფესიაც კი... ეს წელი ასევე პოზიტიურია გამოცდილების დაგროვებისა და უკვე დაგროვილი გამოცდილების გამოსაყენებლად. სასურველია დროულად დაანებოთ თავი მოძველებულ იდეებსა და არარეალურ მიზნებს. ამასთანავე, გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, ამ წელს თქვენი წარმატებული საქმიანობის ძირითადი საყრდენი თქვენი ოჯახი, ოჯახური ტრადიციები, თქვენი ოჯახის წევრთა რჩევები და მათი უანგარო დახმარება იქნება. (შეეცადეთ, ოჯახის წევრთა და ნათესავების მიმართ გულისხმიერი იყოთ და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროთ). წლის პირველ ნახევარში პრობლემური იქნება ის საქმეები, რომლებიც რადიკალურ და იძულებით ცვლილებებს მოითხოვს. შესაძლოა, მოგიწიოთ ბრძოლა და კონკურენტუნარიანობის გამოვლენა, შეცვლილ სივრცეში თავის დასამკვიდრებლად. წლის მეორე ნახევარში შეეცადეთ, პრობლემები გლობალურ ჭრილში დაინახოთ. მოსალოდნელია ცვლილებები სამსახურში, პირად ცხოვრებაში.

კურო – თუ არ იზარმაცებთ და საქმიან ურთიერთობაში ენერგიულობასა და თავდაჯერებულობას გამოავლენთ, თქვენი მიზნები ეტაპობრივად ასრულდება. დახვეწეთ პირადი ურთიერთობები, საქმიანი კავშირები და მეტყველებაც კი. შეეცადეთ, არავის არაფერი დაჰპირდეთ, წინდაწინ ნუ გაამჟღავნებთ საქმიან ინფორმაციასა და გეგმებს, რადგან შესაძლოა, პროექტები ჩაგეფუშოთ. შეეცადეთ, მხოლოდ ინფორმაციის დაგროვებაზე კი არა, პრაქტიკულ გამოყენებაზეც იფიქროთ. წლის მეორე ნახევარში წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეში, რომელიც უცხოეთში გამგზავრებასა და მოგზაურობასთან იქნება დაკავშირებული. შემოდგომაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევთ, თუ თქვენი საქმე დისერტაციის დაცვას, განათლების მიღებას და ხელოვნებას (განსაკუთრებით ლიტერატურას) ეხება. ამ პერიოდში მოიმატებს ოჯახური ბიზნესის წამოწყების ალბათობაც. ამ წლის ნეგატიური ტენდენციებიდან ტყუილი და ღალატი, რასაც თავი უნდა აარიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი გეგმების უმეტესობა მარცხით დასრულდება. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული, გავლენიან ადამიანებთან დაპირისპირება, ამით რეპუტაცია შეგელახებათ.

ტყუპი – ეს წელიწადი პიროვნული ზრდის, შინაგანი ტრანსფორმაციის, მატერიალური გამოცდილებისა და სულიერი სიმდიდრის დაგროვების პერიოდია. შესაძლოა, წარსულის ანალიზისა და ურთიერთობების გადაფასების მძაფრი სურვილი გაგიჩნდეთ. ნუ დაგეზარებათ შრომა, რადგან ეს აქტიური მოქმედების პერიოდია, წლის პირველ ნახევარში თქვენ მიერ გაწეული შრომა, მეორე ნახევარში აუცილებლად დაფასდება. არ არის გამორიცხული, ამ რადიკალური და ფატალური ცვლილებებიც კი მოხდეს, ამიტომ, მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის მზად უნდა იყოთ. წლის მეორე ნახევარში მოერიდეთ ილუზიური იდეების რეალიზაციას, რადგან ფუჭ მცდელობას საკმაო ენერგიას, დროსა და ფული შეალევთ. გადამწყვეტი მოქმედების წინ წინდახედულობა გამოიჩინეთ. წლის ბოლოს განვითარებული მოვლენები თქვენგან მოხერხებულობისა და პროფესიონალიზმის გამოვლენას მოითხოვენ, ამ პერიოდში აუცილებელი შეიქნება გადადებული საქმეების დასრულება.

კირჩხიბი – მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საქმიანობის შემზღუდველი ფაქტორები მთელი წლის მანძილზე თავს შეგახსენებთ, მაინც შეძლებთ ხელსაყრელი პოზიციის დაკავებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. წლის პირველ ნახევარში შეეცადეთ, მაქსიმალურად დათრგუნოთ ხასიათის ნეგატიური ნიშან-თვისებები. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ოჯახში, არამედ, საერთოდ, გარშემომყოფებთან სათანადო სიმაღლეზე იყოთ და თქვენი ღირსებები წინ წამოსწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარ სიტუაციებსა და უთანხმოებას, რაც შეიძლება პარტნიორ(ებ)თან განშორების ან საზოგადოებიდან გარიყვის მნიშვნელოვანი იმპულსი გახდეს. წლის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, გააანალიზოთ პირადი ცხოვრება, თუ დასახული მიზნები სხვა თვალით დაინახოთ, რაც დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ. თქვენი საქმე მხოლოდ პარტნიორებს არ მიანდოთ ან მხოლოდ მათი ძალისხმევით არ შეეცადოთ ფონს გასვლას, მაქსიმალურად მოერიდეთ კრედიტებისა და სესხების აღებას, რადგან შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეგექმნათ.

ლომი – მოგიწევთ ადრე დაწყებული პროექტების დასრულება და ურთიერთობის გადახედვა. ამ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ოჯახურ და სამსახურებრივ საკითხებს შორის დროისა და ენერგიის გადანაწილება. შეეცადეთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იკისროთ და უფრო მეტი ინიციატივა გამოავლინოთ. წლის პირველ ნახევარში პრობლემებს შეგიქმნით იმპულსურად დაწყებული ურთიერთობა. ყურადღება გამოიჩინეთ ახალი პარტნიორების მიმართ და მათ ნდობას სწრაფად ნუ გამოუცხადებთ. შეეცადეთ, უარი თქვათ საკუთარი ძალაუფლებითა და თავისუფლების შეგრძნებით ტკბობაზე, მეტისმეტ ექსტრავაგანტურობაზე, ასევე უარი თქვით საეჭვო ურთიერთობებზე, ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამ წელს რისკის გაწევა მართებულია, თუმცა ფინანსური რისკები მინიმუმამდე შეამცირეთ. თუ წლის პირველ ნახევარს მნიშვნელოვანი შეცდომების გარეშე გაივლით, წლის მეორე ნახევარში მოვლენები პოზიტიურად განვითარდება.

ქალწული – 2010 წელიწადი თქვენთვის ცვლილებების პერიოდი იქნება. ეს ცვლილებები შეიძლება შეეხოს როგორც თქვენს გარეგნობასა და რეპუტაციას, ისე სამუშაო ან საცხოვრებელ ადგილს. მდგომარეობის რეალურად დანახვა, როგორც არასდროს, ახლა გამოგადგებათ. წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული, რამდენადმე უიღბლო აღმოჩნდეს (განსაკუთრებით სექტემბერში დაბადებულთათვის, ამიტომ, ახალი და რისკიანი საქმეების წამოწყება სასურველი არ არის. ეს წელი ასევე დატვირთული იქნება ახლობელ ადამიანებზე ზრუნვით, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ სამხედრო ან გასამხედროებულ სფეროში მუშაობთ. სამუშაო ადგილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიცვალეთ, თუ ახალი სამსახურის სტაბილურობაში დარწმუნებული იქნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების წინაშე დადგებით. წლის მეორე ნახევარი შედარებით სასიკეთო იქნება _ თავს დააღწევთ კრიზისულ სიტუაციას, ჯამში, ვეფხვის წელიწადი თქვენთვის არსებული მდგომარეობის გამოსწორების, გამოცდილების დაგროვებისა და მნიშვნელოვანი, უმეტესად პოზიტიური ცვლილებების წელი იქნება

სასწორი – წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით ოჯახურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმეში. არ არის გამორიცხული, ან გაწეული შრომის სანაცვლოდ დამსახურებული ფინანსური ანაზღაურება მიიღოთ. კარიერაში წინსვლის მიუხედავად, შეეცადეთ, რადიკალური ცვლილებები არ წამოიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაბრკოლებები გაჩნდეს საქმიან და პირად ურთიერთობაში და შეილახოს თქვენი რეპუტაცია. ზოგი სასწორისთვის წლის პირველი ნახევარი დაუვიწყარი იქნება ახალი სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების გამო, თუმცა ნუ გადააჭარბებთ და სამსახურსა და პირად ცხოვრებას ერთმანეთში ნუ აურევთ. წლის მეორე ნახევარში მოიმატებს აზარტულობა და იოლი შემოსავლების მიღების სურვილი, ამიტომ მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და საეჭვო გარიგებებს, უკანონო მოქმედებებს, ნუ ენდობით ახალგაცნობილ ადამიანებს, გაუგებრობაში რომ არ აღმოჩნდეთ და ფინანსურად არ დაზარალდეთ. დასახული მიზნებისკენ სვლაში კოლეგები და მეგობრები დაგეხმარებიან, ამიტომ, მათი რჩევა შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ.

მორიელი – თქვენთვის 2010 წელი არა მხოლოდ წინა წლებში მიღწეული შედეგების შეჯამების და დაშვებული შეცდომების ანალიზის, არამედ ამ შეცდომების გამოსწორების, აქტიური და რისკიანი მოქმედების პერიოდი იქნება. წლის პირველ ნახევარში საშუალება მოგეცემათ, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია და აიმაღლოთ კვალიფიკაცია. სამსახურებრივ საქმეში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები, შეიძლება სამსახურებრივი წინსვლის ან, საერთოდ, სამუშაო ადგილის შეცვლის შანსი გაგიჩნდეთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თქვენი ავტორიტეტი ამაღლდება, თუმცა როგორც ოჯახში, ისე სამსახურში სხვებისთვის ჭკუის სწავლებას მოერიდეთ და გარშემომყოფებისგან თქვენი აზრის ბრმად დამორჩილებას ნუ მოითხოვთ. ეს აგრესიის ალბათობას გააჩენს. წლის მეორე ნახევარში მოიმატებს მოგზაურობის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, ასევე სახლში ინტერიერის შეცვლის ალბათობა. ამ წელს საკმაოდ რეალური შანსი გაგიჩნდებათ, რომ ცხოვრება პოზიტიურად შეცვალოთ. "ცივი გონებით" მოქმედება, ლოგიკურობა, თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა – აი, თვისებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი – 2010 წელი თქვენთვის გამორჩეული იქნება დიდი გარეგანი რყევებით, შინაგანი გარდატეხებითა და ოჯახური და სამსახურებრივი ცვლილებებით. ეს პერიოდი, გარკვეულწილად, კარმულიც იქნება, ამიტომ მოსალოდნელია წინა წლებში დაგროვილმა გადაუჭრელმა პრობლემებმა ახლა იჩინოს თავი. წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ მიზანმიმართული შრომა, საქმიანი თუ პირადი სახის შეხვედრები, მოლაპარაკებები, ახალი პარტნიორების მოძიება და ძველ პარტნიორებთან შეთანხმება, რათა მიიღოთ მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერა, რაც თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. გახსოვდეთ, რომ ამ წელს მარტოს გაგიჭირდებათ წინაღობების გადალახვა. კატეგორიულად მოერიდეთ გარშემომყოფებთან დაპირისპირებას, შეეცადეთ, დაძაბულ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან თქვენი მხრიდან გამოვლენილი სიჯიუტე, უხეშობა და აგრესია კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას. წლის მეორე ნახევარში სასურველი შედეგის მიღწევისთვის აუცილებელი იქნება თვითკრიტიკულობა, რაც გაგიადვილებთ შეცდომების გაანალიზებას და თავიდან აგაცილებთ პარტნიორებთან განხეთქილებას. შეამცირებს. ურთიერთობებში იყავით ლოგიკური, დისციპლინირებული და პატივი ეცით ასაკით უფროს ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში კი ყურადღება და წინდახედულობა გამოიჩინეთ.

თხის რქა – 2010 წელს გეგმებისა და ურთიერთობების კრიტიკულად გადახედვა და ცვლილებების განხორციელება მოგიწევთ. წლის პირველ ნახევარში სასიამოვნო მანერების, კომპრომისებზე წასვლის უნარის, სიმშვიდისა და რაც მთავარია, პროფესიონალიზმის ხარჯზე თქვენი პოპულარობა და წინსვლის შანსი ერთი-ორად მოიმატებს. შეეცადეთ, ამ წელს უყურადღებოდ არ დაგრჩეთ ოჯახთან დაკავშირებული საკითხებიც. წლის მეორე ნახევარში გაიზრდება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ალბათობა. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელი გახდება ფინანსებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მოსალოდნელია, გამოჩნდნენ ახალი საქმიანი პარტნიორები და წინსვლის საკმაოდ ორიგინალური შანსებიც გაგიჩნდეთ, რაც ხელს შეგიწყობთ საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად გამოვლენასა და რეალიზებაში. ამ პერიოდში შეძლებთ დაგროვილი პრობლემების მოგვარებასაც, ეს შეეხება პირად ცხოვრებას, ოჯახთან ერთად სადმე გამგზავრებასა და ემიგრაციას.

მერწყული – 2010 წლის განმავლობაში მოგიწევთ საკმაოდ მძიმე შრომა (როგორც ინტელექტუალური, ისე ფიზიკური), წინა წლებში დაწყებული პროექტები სასიკეთოდ რომ დაასრულოთ. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოგიწიოთ ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის განახლება. ეს წელიწადი პოზიტიურია სამსახურში დაწინაურებისთვის და პროექტების მხარდამჭერებისა თუ სპონსორების მოძიებისთვის. ცხადია, ეს საკმაოდ პოზიტიურად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. წლის მეორე ნახევარში გაჩნდება თქვენი იდეების რეალიზების რეალური შანსი, თქვენი სულიერი ზრდა და ტრანსფორმაცია ახალ ეტაპზე გადავა, გათავისუფლდებით ეგოიზმისა და ილუზიებისგან, რაც ახალი და მეტად სასიკეთო ურთიერთობების დაწყების საწინდარი გახდება. ამ პერიოდში როგორც საქმიანი, ისე პირადი სახის ინფორმაციის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, შეეცადეთ, მოვლენების ანალიზთან ერთად საკუთარ ინტუიციასაც დაეყრდნოთ ხოლმე. თავი შეიკავოთ რადიკალური ცვლილებებისგან, იმიჯის, სამუშაოს თუ პროფესიის შეცვლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულ დანაკარგებს ვერ ასცდებით.

თევზები – შეიძლება ითქვას, რომ ეს თქვენი წელიწადია, რადგან მნიშვნელოვნად მოიმატებს თქვენი იღბლიანობა და გამართლების ალბათობა. წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული და ბობოქარი იქნება. მოგიწევთ ახალი პროექტების დაწყება და, უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატებას ძირითადად კოლექტიური შრომით მიაღწევთ. თუ ცხოვრება თქვენგან რისკს მოითხოვს, თამამად გარისკეთ, მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცევით და მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. წლის მეორე ნახევარში უარი თქვით პრობლემების ძველი ხერხებით გადაჭრაზე და იდეების რეალიზაციისას ორიგინალურობა და ნოვატორულობა გამოავლინეთ. ამ პერიოდში გაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა, თუმცა სასურველია, ადამიანები შეაფასოთ როგორ გარეგნული, ისე შინაგანი სამყაროს მიხედვით, რათა არ მოტყუვდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მოექცეთ სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ, რაც არც ისე დადებითად აისახება თქვენს მიზნების ასრულებაზე. ნუ იქნებით ეჭვიანი გარშემომყოფების მიმართ და წარმატებას უფრო იოლად მიაღწევთ.

Dec 23, 2009

რა მოხდა ვეფხვის წელს (პოლიტიკა, კატაკლიზმი, სპორტი)

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

(1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998)

1914 წელი
• დაიწყო I მსოფლიო ომი.
• გაიხსნა პანამის არხი

1926 წელი
• ქარიშხალი ფლორიდაში (მსხვერპლი: 100 ადამიანი. ზარალი: დღევანდელი გათვლებით 100 მილიარდი დოლარი).
• წყალდიდობა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.
• თავს დაესხნენ იტალიელ ბენიტო მუსოლინის, თუმცა მუსოლინი ცოცხალი გადარჩა.
• უდიდესი სარკინიგზო კატასტროფა კოსტა-რიკაში (მსხვერპლი: 178 ადამიანი)
• ქარიშხალი კუბაზე (მსხვერპლი: 650 ადამიანი).

1938 წელი
• საუდის არაბეთმა აღმოაჩინა ნავთის საბადოები.
• გერმანიამ დაიპყრო ჩესლოვაკიის ნაწილი, იაპონიამ ჩინეთის - ნაწილი, უნგრეთმა - სლოვაკეთისა და უკრაინის ნაწილი.
• მასობრივი დახვრეტები და გადასახლებები საბჭოთა კავშირში.

1950 წელი
• საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა ატომური ბომბის დამზადების შესახებ.
• კორეის ომი.

1962 წელი
• მზის სისტემის პლანატების უნიკალური აღლუმი ცის კაბადონზე, რომელშიც მზის სისტემის რვა პლანეტა მონაწილებოდა.
• თავს დაესხნენ საფრანგეთის პრეზიდენტს შარლ დე გოლს, რომელიც თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა.
• "კარიბის კრიზისი" – ბირთული ომის საშიშროება.
• შეიარაღებული შეტაკება ჩინეთსა და ინდოეთის შორის.

1974 წელი
• "მიხაკების რევოლუცია" პორტუგალიაში.
• სამხედრო გადატრიალება ჩრდილოეთ იემენში.
• ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია თურქეთის მიერ.
• სამოქალაქო ომი ეთიოპიაში.

1986 წელი
• სამხედრო გადატრიალება ლესოტოში.
• სახელმწიფო გადატრიალება ჰაიტიზე.
• სამოქალაქო ომი სამხრეთ იემენში.
• რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება ფილიპინებზე.
• შვედეთში მოკლეს პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე.
• ბანგლადეშში გადატრიალდა საზღვაო ბორანი (მსხვერპლი: 600 ადამიანი)
• კამერუნში ნიოსის ტბიდან მომწამვლელი აირის ამოფრქვევა (მსხვერპლი: 1700 ადამიანი).
• თავს დაესხნენ დიქტატორს აუგუსტო პინოჩეტს, რომელიც თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა.
• აფეთქდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.


1998 წელი
• თავს დაესხნენ საქართველოს პრეზიდეტს ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც ცოცხალი გადარჩა.
• ტერორისტული აქტები კენიასა და ტანზანიაში (მსხვერპლი: 200 ადამიანი).
• ეთიოპია-ერითრიას ომი.
• "დიდი აფრიკული" ომი კონგში – მოწილეობდა ცხრა აფრიკული ქვეყანა. (მსხვერპლი: 4 მილიონი ადამიანი, ძირითადად ეპიდემიითა და შიმშილით).
• ფინანსური კრიზისი რუსეთში.
• პოსტიდან გადადგა ინდონეზიელი დიქტატორი მოჰამედ სუხარტო.
• შინაპატიმრობაში აიყვანეს ჩილელი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი.
• დაიწყო აშშ-ერაყის ომი.

მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში ვეფხვის წელს

1938 – იტალია
1950 – ურუგვაი
1962 – ბრაზილია
1974 – გერმანია
1986 – არგენტინა
1998 – საფრანგეთი
2010

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ჩემპიონობის ყველაზე მეტი შანსი აქვთ:
* არგენტინას
* ბრაზილიას
* იმ ევროპულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი არ ყოფილა

რა გველოდება 2010 (ვეფხვის) წელს

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ლითონის (თეთრი) ვეფხვის წელი დადგება 2010 წლის 14 თებერვალს, 06:40 საათზე (თბილისის დროით).

ვეფხვის წლის ზოგადი დახასიათება
(ენერგია, რისკი, სიმამაცე)

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 14 თებერვალს, როდესაც აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ახალი წელი დაიწყება, დაფიქსირდება მთვარის დაბნელება (ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა), ამიტომ არა მხოლოდ მთელი თებერვლის, არამედ მთელი ვეფხვის (2010) წლის განმავლობაში შენარჩუნდება ნეგატიური ფონი, მოსალოდნელია მთელი რიგი გართულებები და ხიფათები როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე.

რას უნდა ველოდოთ 2010 ლითონის (თეთრი) ვეფხვის წელს

ვეფხვის წელი ჩინურ ნატურფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში ძალასთან, სიმამაცესთან, ხელმძღვანელობის უნართან და მიზანსწრაფვასთან ასოცირდება. ვეფხვის წელი აღმოსავლურ ზოდიაქალურ ციკლში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და ენერგიულ წლად ითვლება. ჩინური "ბედის წიგნი" ი-ძინის ერთ-ერთი ჰექსაგრამა ამბობს: "ვინც გარისკავს – ის გაიმარჯვებს". ვეფხვის წლისთვის დამახასიათებელი რისკიანობისა და სიმამაცის გამოვლენა. სწორედ ამ ამიტომ, ვეფხვის წელში მრავლად ხდება სახელმწიფო გადატრიალებები, სხვა და სხვა სახის შეიარაღებული შეტაკებები, ომები, ტავდასხმა სახელმწიფო მეთაურებზე და ა. შ.
ვეფხვი ეს მიწის ენერგიაა, ამიტომ, ამ წელს გააქტიურდება ყველა "მიძინებული" პრობლემა, ყველა გადადებული საკითხის მოგვარებას მოითხოვს, ამიტომ, საჭიროა ენერგიული და რისკიანი მოქმედებები.
2010 წელი მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს, ასევე პოლიტიკური კავშირების, საზოგადოებრივი ურთიერთობების, კულტურისა და მეცნიერების განვითარებას.
ვეფხვის წელში ადამიანებს საკუთარი გეგმების კონკრეტულ ფორმებში გადაყვანის საშუალება მიეცემათ, ამასთან ძალიან ბევრი ადამიანი წინა წლებში დაწყებული კრიზისისთვის თავის დაღწევას შეძლებს (უნდა აღინიშნოს, რომ ის სერიოზული ნეგატიური ცვლილებები რომელიც 2009 წელს მთელს მსოფლიოში დაიწყო, 2010 წლის თებერვალში მეტ-ნაკლებად დასრულდება).
ვეფხვის წელი ახალი, საინტერესო, შემოქმედებითი და ამასთან რეალური გეგმების წარმოქმნისა და მათი რეალიზაციის სიმბოლო გახდება. შესაძლებელი გახდება წარსული გამოცდილების გადახედვა, ახალი გეგმების დასახვა, ახალი პარტნიორების მოძიება, სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში, პოლიტიკაში, მედიცინაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ-სოციალურ ურთიერთობებში მოსალოდნელია საკმაოდ სერიოზული გარდაქმნები და ცვლილებები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.
2010 წელი მოიტანს ინტელექტუალური და პროფესიული განვითარების საშუალებას, ბევრ ადამიანს შემოქმედებითი და კარიერული წინსვლის რეალური საშუალება გაუჩნდება. თუ ადამიანები შეძლებენ ფიზიკური და სულიერი ძალების კონცენტრაციას, საკუთარი მიზნების კონკრეტულად დასახვას, მაშინ შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ სოციალური სტატუსის შეცვლაც.
შემოქმედებითი და ენერგიული ადამიანები თავს რეალიზებულად იგრძნობენ, მათი ძველი დავიწყებული გეგმები და პროექტები ახალ აქტუალობას შეიძენენ, მოსალოდნელია ყოფილ პარტნიორებთან (როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან) ურთიერთობების გადახედვა და ძველი კავშირების განახლება.
2010 წელი ადამიანებს სწორი გადაწყვეტილებების ინტუიციურად მიღებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს ახალ აღმოჩენებს, მიგნებებს, საქმიან, კონკრეტულად კი ფინანსურ კავშირებში სწორი ორიენტაციის არჩევას, რაც მოსალოდნელ შეცდომებს მაქსიმალურად შეამცირებს. ადამიანთა უმეტესობა დიდი წარმატების მიღწევას შედარებით ნაკლები ძალისხმევით შეძლებენ, ხოლო ის, ვინც ვეფხვის ენერგიულ წელს "ფეხს ვერ აუწყობენ", მოსალოდნელია საკუთარ სამუშაო ადგილი და ფინანსური შემოსავლების წყაროებიც დაკარგონ.
2010 წელს ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკის საწინააღმდეგო აქციები გაგრძელდება და ახალი ენერგიით გააქტიურდება, ამასთან ახალგაზრდებში ჯანმრთელობის გამყარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის თემატიკა აქტუალური გახდება.
2010 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მომენტი დაკავშირებული იქნება პირველ და მეოთხე კვარტალთან, ანუ წლის დასაწყისთან და დასასრულთან, ამ პერიოდში ვეფხვის წელი ხელს შეუწყობს ახალი და ეფექტური ურთიერთობების დაწყებას, როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. 2010 წლის იანვრიდან მარტამდე და შემდეგ სექტემბრიდან წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება დაძაბული ურთიერთობების დარეგულირება, შეთანხმებების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა. თუმცა შედარებით დაძაბული იქნება მაისიდან აგვისტომდე პერიოდი, მოსალოდნელია დაძაბულობისა და დაპირისპირებების ახალი კერების გაჩენა, ამიტომ ამ პერიოდში როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე სასურველია წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა.
2010 წელს ასევე მნიშვნელოვნად გააქტიურდება საპენსიო ასაკის ადამიანების, ინვალიდების, ავადმყოფების და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ღონისძიებები. შესაძლოა, შეიქმნას ახალი კანონმდებლობაც, რომლებიც საბანკო კრედიტებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეეხება.
ვეფხვის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: ენერგიულობა, დინამიური, მიზანსწრაფვა, თავდაჯერებულობა, ლიდერობის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი. ნეგატიური თვისებებიდან შედარებით გაძლიერდება დიქტატორულობა, უხეშობა, უტაქტობა და აგრესია. 2010 წელს კრიზისული პერიოდებია – მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო.
პოზიტიური წელი იქნება წყლის სტიქიის დაბადებული ადამიანებისთვის – კირჩხიბის, მორიელისა და განსაკუთრებით თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.

პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

პოლიტიკა. ვეფხვის წელიწადს მშვიდსა და დინჯს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ, საკმარისია გავიხსენოთ, 1914 წელს – I მსოფლიო ომის დაწყება, 1962 – წლის კარიბის კრიზისი, 1974 წელს – რევოლუცია პორტუგალიაში და კონფლიქტი კვიპროსზე, 1986 წელი – საბჭოთა კავშირში "გარდაქმნის" დაწყება, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა, 1998 წელი – ფინანსური კრიზისი რუსეთში, ამერიკა-ერაყის რიგით მე-2 შეიარაღებული დაპირისპირება, "დიდი აფრიკული" და ასევე კოსოვოს ომი.
2010 წელს პოლიტიკაში მოხდება ახალი კავშირებისა და ურთიერთობების დამყარება, ახალი კანონების შექმნა და კადრების გამოჩენა, ამასთან "წარმავალი" პოლიტიკური ლიდერები ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდებიან, რასაც სკანდალები, მხილებები და საპროტესტო გამოსვლებიც მოჰყვება.
2010 წელში მოსალოდნელია ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენა და ძველი ლიდერების მიერ საკუთარი შესაძლებლობების ახალი ფონით რეალიზება. ვეფხვის წელი ასევე დაკავშირებულია სამხედრო და გასამხედროებულ სიტუაციებთან, ამიტომ, მსოფლიოს დაძაბულ კერებში მოიმატებს არსებული პრობლემების ძალადობრივი ხერხებით გადაჭრის ალბათობა, ასევე მოიმატებს უკმაყოფილო მოსახლეობის მასიური გამოსვლები და სამხედრო გადატრიალებები (განსაკუთრებით წლის შუა პერიოდში).
საქართველო. რასაკვირველია ამ ბობოქარ ტენდენციებს ვერც საქართველო აუვლის გვერდს და 2010 წელსაც გაგრძელდება წინა წლის ტენდენციები, როგორც ოპოზიციის საპროტესტო აქციები და ისე ფართო მასშტაბის გამოსვლები. განსაკუთრებით წლის შუა პერიოდი იქნება (ივლისი და აგვისტო). ამ პერიოდში ცის კაბადონზე "შეიკვრება" საშიში კონფიგურაცია და მოსალოდნელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მაქსიმალურად დაიძაბოს პოლიტიკური სიტუაცია. ამ პერიოდში ასევე მოსალოდნელია შეიარაღებული დაპირისპირებების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და გლობალური მასშტაბის ტექნიკური ავარიები.
საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის ჰოროსკოპში პლანეტათა საკმაოდ დაძაბული კონფიგურაციები შეიკვრება და ეს საგრძნობი უკვე ვეფხვის წლის დასაწყისისთვის გახდება – თებერვალში ტრანზიტული იუპიტერი დაუპირისპირდება მის ნატალურ იუპიტერს, ეს პერიოდი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც უიღბლო პერიოდი. მისთვის ასევე სახიფათო იქნება აპრილი და მაისი, როდესაც პრეზიდენტის ჰოროსკოპში ნატალურ ურანს ჯერ ტრანზიტული სატურნი შეურთდება, შემდეგ კი ტრანზიტული ურანი დაუპირისპირდება, ამ პერიოდში მოსალოდნელია მას გარკვეული ხიფათიც შეექმნას. 2010 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი კი მიხეილ სააკაშვილისთვის ივლისი და აგვისტო, როდესაც ნატალური მარსი ჯერ ნატალურ პლუტონს და შემდეგ ნატალურ ურანს შეურთდება. შემდეგი რთული პერიოდი კი დეკემბერში იქნება, როდესაც მისი დაბადების დღეს 21 დეკემბერს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება და ცხადია ეს მნიშვნელოვან დაძაბულობას შექმნის. რამდენად უდანაკარგოდ გაივლის 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტი ამას მომავალი დაგვანახებს, თუმცა უნდა გავიმეოროთ 2008 წლის იანვარში ჩვენს მიერ უკვე ნათქვამი პროგნოზი (რომელიც სააკაშვილის ნატალური და მისი ინაუგურაციის ჰოროსკოპებზე დაყრდნობით ვთქვით), სააკაშვილმა რომ საპრეზიდენტო ვადა დაასრულოს, ამის მხოლოდ მიზერული შანსი არსებობს (იგი "მოქცეულია" საქართველოს მართლაც რთული ჰოროსკოპის მატრიცის გავლენის ქვეშ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ჰოროსკოპის გავლენით სააკაშვილის წინამორბედებმა – ზვიად გამსახურდიამ და ედუარდ შევარდნაძემ საპრეზიდენტო ვადა ვერ დაასრულეს).
ეს წელი სასიკეთო იქნება წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის – კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის და თევზებისთვის. ბედის ირონიით დღევანდელ ოპოზიციაში წყლის ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლაც ბევრია:
კირჩხიბი – ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე, გოგა ხაინდრავა
მორიელი – ირაკლი ოქრუაშვილი, ზვიად ძიძიგური, ლევან ბერძენიშვილი
თევზები – სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი")
ვეფხვის, 2010 წელი წინა წლებთან შედარებით პოლიტიკურად ბობოქარი გამოვლინებებით მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება, ასე რომ, წინ მართლაც დაძაბული პოლიტიკური მოვლენები გველის.
ხალხი, საზოგადოება. თუ გავითვალიწინებთ. რომ ვეფხვის წლებში მაქსიმალურად იმატებს უკმაყოფილება, აგრესია და ფეთქებადობა, მაშინ ცხადი გახდება, რომ ხალხში ისევ აიწევს "დუღილის ტემპერატურა". ვეფხვის წელში ხდება ძალიან ბევრი გამოსვლები, რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები და ხალხი ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებს ამ პროცესებში.
ეკონომიკა. ფინანსური კრიზისი ვეფხვის წელში ეტაპობრივად აღმოიფხვრება და ეს საგრძნობი წლის დასაწყისშივე გახდება საგრძნობი. განსხვავებით ხარის წლისგან, რომელიც პირდაპირ კავშირშია შრომასთან, ფინანსების უკმარისობასთან და კრიზისებთან, ვეფხვის წელში ეკონომიკური კრიზისები მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირებების და ომების ფონზე ხდება. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც 2010 წლის პირველ ნახევარში ვერ შეძლებენ 2008-09 წლებში დაწყებული კრიზისების აღმოფხვრას, მოსალოდნელია მათ 2010 წლის მეორე ნახევარში გაბანკროტება და რიგ შემთხვევებში კი სამართლო პროცესებიც კი დაემუქროთ.