1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2010

2011 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიჩნეულია, რომ კურდღლის წელი (1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011) შედარებით მშვიდობიანი წელია, თუმცა 2011 წლის სტიქია ლითონია, ამიტომ, ეს წელი შედარებით ხისტი და სწრაფად ცვალებადი იქნება. დაძაბულ სიტუაციებში გამოსავალი ყოველთვის მოთმინება და დიპლომატია იქნება, რადგან 2011 წელი "ინ", ანუ მდედრული ენერგიით იმართება.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2011 წლის მართველი ვარსკვლავი არის "ნიუი", რომლის კოსმობიოლოგიური გავლენა პირად ცხოვრებაზე უფრო სასიკეთოა, ვიდრე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაზე. ვარსკვლავ "ნიუის" გავლენას სასიკეთო ცვლილებები მოაქვს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა საზოგადოებაში იმატებს შეუთანხმებლობა და განხეთქილება.
ზოგადად კურდღლის წელი ყოველთვის ხასიათდება ცვლილებებით და ეს ცვლილებები და ლითონის და ცეცხლის სტიქიის გავლენის დროს (2011 წლის სტიქია სწორედ ლითონია) მოვლენები ისე სწრაფად და მოულოდნელად იწყება და ვითარდება, რომ ბევრი ადამიანი დაწყებული ცვლილებებისთვის მომზადებასაც კი ვერ ასწრებს.
2011 წელს მსოფლიო პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში ძირითადად გასულ წელს დაწყებული პროცესები გაგრძელდება. კურდღლის წელის კოსმობიოლოგიური ენერგია ვეფხვის წელთან შედარებით უფრო სუსტია, ამიტომ, რადიკალური ცვლილებებიც კი შედარებით რბილად და ჰარმონიულად განვითარდება.
დიდი ალბათობაა, რომ ბევრ ქვეყანაში გლობალური ცვლილებები უკვე წლის დასაწყისშივე დაიწყება და ამას უფრო რეფორმების სახე ექნება (ამაზე მიანიშნებს თევზების ზოდიაქოს მესამე დეკადაში იუპიუტერისა და ურანის შეერთება), თუმცა რამდენადაც ცვლილებები ხისტად და წინდაუხედავად განვითარდება, იმდენად მოსალოდნელია, რომ ბევრგან ამას მძაფრი წინააღმდეგობები, საპროტესტო გამოსვლები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი მოჰყვეს. ეს ხისტი პროტესტი საგრძნობი იქნება არა მხოლოდ გლობალურ, არამედ ინდივიდუალურ დონეზეც კი და ეს დაუკავშირდება ძველი ნეგატიური ჩვევებისგან, კომპლექსებისგან თუ მიდრეკილებებისგან, ხოლო გლობალურ დონეზე და მთელ რიგ ქვეყნებში ძველი ხელისუფლებისგან თუ მართვის სტილისგან განთავისუფლებას.
იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევარი შედარებით კრიზისული პერიოდი იქნება და არ არის გამორიცხული როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებაში გარკვეულ დაპირისპირებებს ჰქონდეს ადგილი. ამ პერიოდში მოიმატებს როგორც შეიარაღებული დაპირისპირებები, ისე სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფებები (ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება აზიაში).
გადასახედი იქნება ის ძველი, არაეფექტური მეთოდები, რომლებმაც 2010 წელში წარმატებები ვერ მოიტანეს, საჭირო გახდება უფრო მოქნილი ცვლილებების გატარება. პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ფისკალურ საკითხებსა თუ სახელმწიფო მართვაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე უფრო ენერგიული ადამიანები აიღებენ. მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები და რეფორმები და საშუალო და უმაღლეს განათლებში, მედიცინასა და სახელმწიფო მართვაში.

საქართველო. რა თქმა უნდა ის პოლიტიკურ-ეკონომიური ცვლილებებსა და ტენდენციებს, რომლებიც დამახასიათებელი იქნება 2011 (კურდღლის) წლისთვის და რომლებიც მთელს მსოფლიოში აქტუალური იქნება, ვერც საქართველო აუვლის გვერდს.
თუ 2010 წლის შედარებით აქტიური და ბობოქარი იყო და ყველა სწორხაზოვნად და ჯიუტად ცდილობდა საკუთარი მიზნის მიღწევას, 2011 წელს პოლიტიკური სუბიექტები შეეცდებიან საკუთარ საქმიანობაში ძირეული ცვლილებები შეიტანონ, თუმცა ამ ცვლილებებს განახორციელებენ და გამარჯვებისკენ პირველ ნაბიჯებს გადადგამენ ისინი, ვინც საფუძვლიანად გაანალიზებენ გასულ წლებში დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის იზრუნებენ.
2011 წელს აქტუალური გახდება ახალი კავშირების დამყარების მომენტი, ამიტომ, ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები აქტიურად დაიწყებენ ახალი მოკავშირეების და თანამოაზრეების მოძიებას და ახალი ურთიერთობების დამყარებას.
პოლიტიკურ სპექტრში (როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში) შესაძლებელია ვიხილოთ მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც სხვა და სხვა ტიპის გადაადგილებებს შეეხება. არ არის გამორიცხული აქამდე აქტიური პიროვნებები შედარებით პასიურ მდგომარეობაში გადავიდნენ და შესაძლოა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა საერთოდ უარი თქვას აღებულ კურსზე ან აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, ამის პარალელურად პოლიტიკაში (და ასევე სხვა სფეროებში) მოსალოდნელია ახალი სახეების გამოჩენა ან ძველი სახეების ახლებური კუთხით წარმოჩენა და ეს ადამიანები სხვა და სხვა სახის პროცესებში აქტიურად და თავდაჯერებულად ჩაებმებიან.
იანვარი მთლიანობაში პოზიტიური იქნება, თუმცა იანვარის დასასრული და თებერვლის დასაწყისი შედარებით დისჰარმონიული იქნება (სწორედ ამ დროს გააქტიურდება კურდღლის წლის ძირითადი გავლენა), მოსალოდნელია ამ პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანოს. ამავე პერიოდში და ასევე მარტის პირველ დეკადაში ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. მარტის მესამე ნახევარიდან (როდესაც მზე ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს) _ აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით გააქტიურდება პოლიტიკური პროცესები, მოიმატებს დაძაბულობის, კრიმინალის, ეკონომიკური კრიზისების, ტექნიკური ავარიების და საპროტესტო გამოსვლების ალბათობა და ეს გაგგრძელდება აპრილის ბოლომდე.
მაისი შედარებით პოზიტიური იქნება, თუმცა ეს პერიოდი მოსალოდნელია გარკვეულწილად რთული აღმოჩნდეს ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანების და განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის. პოზიტიურ ტენდენციები გაგრძელდება მაისის ბოლომდე, თუმცა შემდგომში საერთო მდგომარეობა მოსალოდნელია დაიძაბოს და ამას განსაკუთრებით გააძლიერებს მზის ორი დაბნელება, რომელიც 1 ივნისს და 1 ივლისს დაფიქსირდება. ეს პერიოდი არასახარბიელოა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებებისთვის, რეფორმების განხორციელებისთვის, მოიმატებს დანაკარგების, კრიზისების და ასევე საქმიანი ინფორმაციის გამჟღავნების ალბათობა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც მოახერხებენ, რომ დაწყებულ ცვლილებებს ფეხი აუწყონ და ურთიერთობებში ტაქტსა და დიპლომატიას მიმართავენ, არ არის გამორიცხული დაწინაურებაც კი მოახერხონ.
2011 წელს ყველაზე რთული ივლისის მეორე ნახევარი, აგვისტო და სექტემბერი იქნება და ამ პერიოდში მოსალოდნელია მთელმა რიგმა პრობლემებმა იჩინონ თავი და ეს გამოვლინდება ქაოსურ სიტუაციებში, მართვის პროცესის გართულებაში, არ არის გამორიცხული ამ პერიოდში სახელისუფლებო კრიზისმაც იჩინოს თავი. მოიმატებს ეკოლოგიური კატასტროფების და ტექნიკური ავარიების ალბათობაც. ამიტომ, ამ პერიოდში შესაბამის სამსახურებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა მართებთ.
შედარებით პოზიტიური პერიოდი დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელი გახდება მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა, განსაკუთრებით ეკონომიკასა და ფისკალურ საკითხებში, წლის პირველ ნახევარში გონივრული და წინდახედული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ძალიან ბევრი ადამიანი კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას და დასტაბილურებას შეძლებს. თუმცა ყურადღებას ითხოვს ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველი დეკადა, რადგან ამ პერიოდში თუ პოლიტიკოსების მხრიდან დაშვებული შეცდომების გამოსწორება მომავალში თითქმის შეუძლებელი იქნება.

2011 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის


© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვერძი - 2011 წლის პირველი ნახევარი თქვენთვის სასიკეთო ცვლილებებისა და ახალი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის პერიოდი იქნება. ეს პოზიტიური პერიოდი ივნისის დასაწყისამდე გასტანს. ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და შეძლებთ ჩანაფიქრების, მიზნების და გეგმების ახლებურად გააზრებას და რეალიზებას. ამ წელს კიდევ უფრო ორგანიზებულად და თამამად შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას, რასაც გარშემომყოფები სიხარულით შეხვდებიან. თქვენი პირადი აქტიურობა და ინიციატივის გამოვლენა სხვა ადამიანების წინსვლას და განვითარებას ხელს შეუწყობს. იანვარში თქვენ მიზანდასახულად დაიწყებთ ახალი პროექტების რეალიზებას, ხოლო თებერვალში ახალ კომპანიონებს, მომხრეებსა და პარტნიორებს შეიძენთ. მოსალოდნელია იანვარი და თებერვლის პირველი დეკადა თქვენთვის უმიზეზო ფაცი-ფუცის და კონფლიქტების წამოწყების პერიოდადაც იქცეს, ამიტომ, ურთიერთობებში მეტი მოთმინება და თავშეკავება გმართებთ. შედარებით რთული იქნება მარტის პირველი და მესამე დეკადა, ამ პერიოდში თქვენ გაორმაგებული შრომა და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. მარტში მეტი ყურადღება მიაქციეთ ისეთ ადვილად მსხვრევად ურთიერთობებს, პროექტებს და ასევე საკუთარ ჯანმრთელობას, ადვილად ნურავის ენდობით და მიღებული საქმიანი ინფორმაცია გადაამოწმეთ. გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის დასაწყისში თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ დინამიურ კარიერულ წინსვლას, არამედ ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებასაც. სწორედ ამ პერიოდში თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება და მოვლენები მოსალოდნელია კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდეს, ამიტომ, უნდა შეძლოთ ცხოვრების სწრაფი ტემპისთვის ფეხის აწყობა. ამ დროს თამამად შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრებს, ნათესავებს და ასევე სასიყვარულო პარტნიორს. ივლისი, აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი რომანტიკული თვალსაზრისით საკმაოდ სასიკეთო პერიოდი იქნება, ამ დროს მოგიწევთ ბევრი გადაადგილება, მგზავრობა, მოგზაურობა, მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების განახლების ან დაწყების ალბათობა, ასე რომ, ამ დროს ახალი ნაცნობობა და ბევრი გართობა გელით. ამავე პერიოდში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ქრონიკულ დაავადებებს, ხოლო ახლობლებთან მიმართებაში მაქსიმალურად შეეცადეთ ყოველგვარი უთანხმოებები. ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბრის პირველი დეკადაში გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები, არ არის გამორიცხული დამატებითი სამუშაო ან საერთოდ ახალი სამსახურიც მიიღოთ, რაც სასიკეთო აისახება თქვენს ფინანსურ შემოსავლებზე. დეკემბერი საუკეთესო პერიოდი იქნება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

კურო - თქვენ წარმატებებს უფრო 2011 წლის მეორე ნახევარში მიაღწევთ, თუმცა პირველი სასიამოვნო სიახლეები უკვე იანვარშივე გელით. ამ პერიოდში დაწყებული საქმიანი ურთიერთობები, უცხოეთთან დამყარებული კავშირები და ახალი პროექტები თქვენს ახალ სიმაღლეზე ასვლას უზრუნველყოფენ. იანვარში და თებერვლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა, ეს საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საკითხები, წამოიწყოთ ახალი, ამბიციური პროექტები და არ არის გამორიცხული პირველი პოზიტიური შედეგები უკვე თებერვლის მეორე ნახევარში და მარტის პირველ ნახევარში მიიღოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თებერვალი და მარტის პირველი და მეორე დეკადა თქვენი კარიერული წინსვლის, შემოქმედებითი და სასიყვარულო წარმატების და გამარჯვების პერიოდი იქნება. ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგანაც მარტის დეკადიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით შესაძლოა, გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს, შეიქმნას რთული და დაუგეგმავი სიტუაციები, რომლებიც თქვენი გეგმების განხორციელებას გარკვეულწილად შეაფერხებენ. შედარებით პოზიტიური პერიოდი დაიწყება აპრილის ბოლოდან, როდესაც მოიმატებს ახალი შეხვედრების, კონტაქტების და ნაცნობობის ალბათობა, ეს განსაკუთრებით საგრძნობი პირად ცხოვრებაში გახდება და თუ თქვენ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ, მოსალოდნელია სწორედ ამ დროს გამოჩნდეს თქვენი ცხოვრებაში თქვენთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორი. ივნისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ჩათვლით. უმჯობესია დრო დასვენებას და ფიზიკური ძალების აღდგენას დაუთმოთ. ეს ის დროა, როდესაც თქვენ სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ახალ წამოწყებებსა და პროექტებს და მხოლოდ გამოცდილ პარტნიორებს ენდოთ. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ დეკადაში თქვენ ახალ ეტაპზე გადასვლა მოგიწევთ, რაც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხება. ეს ხელსაყრელი პერიოდი იქნება კარიერული და სულიერი ზრდისთვის, თქვენი ენერგია მნიშვნელოვნად მოიმატებს და ოქტომბრიდან თქვენ თავს უფრო მეტად თავდაჯერებულად და წარმატებულად იგრძნობთ. ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ მხოლოდ დეკემბერში, გამოიჩინეთ გამჭრიახობა და სიფრთხილე. მთლიანობაში კი 2011 წელი თქვენთვის კეთილდღეობისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდება და თქვენ შეძლებთ უკვე დაწყებული საქმეების წარმატების დასრულებას და ახალი, უფრო გლობალური ამოცანების დასახვას და მათ რეალიზაციას.

ტყუპი - 2011 წლის დასაწყისი შესაძლოა, თქვენთვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდეს და ამ პერიოდმა არ გაამართლოს თქვენი იმედები. ცხადია ამის გამო თავს მშვიდად და თავდაჯერებულად ვერ იგრძნობთ და მხოლოდ იანვრის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. იანვრის მეორე ნახევრიდან თქვენი ენერგიულობა, აქტიურობა და თავდაჯერებულობა მოიმატებს, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს თქვენს სამსახურებრივ და პირად ცხოვრებაზე. ამ პერიოდში თქვენ შემოქმედებითი აღმასვლა გელით, ფორტუნის ბორბალი თქვენსკენ შემობრუნდება და თუ გონივრულად იმოქმედებთ და თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს გაართმევთ და პასუხისმგებლობებს არ გაექცევით, წარმატება როგორც ოჯახურ ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში უბრალოდ გარდაუვალი იქნება. თებერვალი და მარტი შესანიშნავი პერიოდია სასიყვარულო და რომანტიკული შეხვედრებისთვისაც. კარგი იქნება თუ ახალ ნაცნობებს გაიჩენთ, ახალ პროფესიას დაეუფლებით, აიმაღლებთ კვალიფიკაციას ანდა უკვე მიღებულ ცოდნას გაამყარებთ. ეს სასიკეთო ტენდენციები მარტის მეორე დეკადამდე გაგრძელდება, ასე რომ ზამთრის დასასრული და გაზაფხულის დასაწყისი თქვენთვის დინამიური და აქტიური აღმოჩნდება, რასაც ვერ ვიტყვით, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისზე. ამ დროს თქვენ მეტი წინდახედულება მოგეთხოვებათ პარტნიორების და ახალ წამოწყებულ პროექტებთან თუ ურთიერთობებთან მიმართებაში. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი მეტად სასიკეთო აღმოჩნდება, თქვენ იგრძნობთ სულიერი ზრდის და განახლების მოთხოვნილებას. თუმცა აგვისტოში დაისვენეთ, რათა ფიზიკურად არ გადაიღალოთ. ამ პერიოდში აქტიური გახდება საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ახალი ურთიერთობები, არ არის გამორიცხული სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების გაბმა. მოსალოდნელია ამ დროს დაწყებული ურთიერთობები სერიოზულ გრძნობაში და ქორწინებაშიც კი გადაიზარდოს. სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბრის პირველ დეკადაში თქვენ ენერგიული იქნებით და შესაძლოა, ეგზალტირებული შეგრძნებებიც გაგიჩნდეთ, რაც ნამდვილად პოზიტიურად აისახება თქვენს საქმიანობაზე. თუმცა გარკვეული სიფრთხილე გმართებთ ნოემბრის დასაწყისში, როდესაც უსიამოვნო სიტუაციების და გაუგებრობების ალბათობა რამდენადმე მოიმატებს. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში მოერიდეთ დაუგეგმავ მოგზაურობას, საეჭვო ნაცნობობას და შეეცადეთ, ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოთ. წლის ბოლოს შეძლებთ ძირეული საკითხების თქვენდა სასიკეთოდ გადაჭრას და ახალი და საინტერესო პროექტების დაწყებას.

კირჩხიბი - შეეცადეთ, 2011 წელი ენერგიულად აქტიურად დაიწყოთ, რადგან როგორც იანვარი, ისე თებერვალი და მარტი შემოქმედებითად დატვირთული პერიოდი იქნება. უპირატესობა პარტნიორულ და ჯგუფურ საქმიანობას მიანიჭეთ, ხოლო თუ თქვენი პარტნიორები სანდო და ერთგული ადამიანები იქნებიან, მაშინ შეგიძლიათ სასიკეთო ცვლილებების იმედი გქონდეთ. თებერვლის მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო გაძლიერდება თქვენი ენერგეტიკა, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ, ეს დაგეხმარებათ აიმაღლოთ ავტორიტეტი და ხელმძღვანელობასთან თუ გავლენიან ადამიანებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ. იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით, მოერიდეთ დაპირისპირებებს და ექსტრემალურ სიტუაციებს, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. დისჰარმონიული პერიოდი ასევე მოსალოდნელი მარტის მეორე ნახევარში და აპრილის დასაწყისში, ამ პერიოდში უახლოეს გარემოცვასთან და კოლეგებთან დაპირისპირებების და კონფლიქტების ალბათობა გარკვეულწილად მოიმატებს. მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში შეიცვალოთ სამუშაო ადგილი ან ახალი სამსახური დაიწყოთ. აპრილსა და მაისში შესაძლოა, ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდეს, ეს დაკავშირებული იქნება ფინანსურ შემოსავლების მატებასა და დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაზე. ივნისის პირველ და მეორე დეკადაში მოსალოდნელია დაძაბული პერიოდი შეიქმნას, თქვენ მოგიწევთ ადრე დაშვებულ შეცდომების გამოსწორება და გარშემომყოფების ნდობის მოპოვება. თუ თქვენ ამ პერიოდში მგრძნობიარე და თავშეუკავებელი აღმოჩნდებით, არ მიიღებთ შენიშვნას და სამართლიან კრიტიკას, მოსალოდნელია ურთიერთობებში გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს. ამას კი რა თქმა უნდა კარიერული უკუსვლა და პირადი კეთილდღეობის რღვევა შეიძლება მოჰყვეს. ივლისი, აგვისტო და სექტემბერი თქვენთვის პოზიტიური იმპულსების მომტანი აღმოჩნდება, თუმცა აგვისტოს მეორე დეკადაში წინდახედულება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, შეეცადეთ, მოგზაურობისას ყველა დეტალი გათვალოთ, გაუფრთხილდეთ საბუთებსა და საფულეს, რადგან ამ პერიოდში მოიმატებს ფულის დაკარგვის ალბათობა. ნუ ენდობით საეჭვო პირებს და მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს. მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება ოქტომბრის დასაწყისიდან და წლის ბოლომდე ბევრ თქვენთვის სასიკეთო პრობლემას მოაგვარებთ. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ ახალი სფეროების ათვისებას, პროფესიულ წინსვლას, საქმიანი და პირადი სახის ურთიერთობების გაფართოვებას, ასევე შესანიშნავი პერიოდი იქნება სასიყვარულო ურთიერთობებისთვის _ თქვენს ცხოვრებაში ახალი პარტნიორები შემოვლენ და ახალი საქმიანი ურთიერთობები გაჩნდება, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში თქვენ უამრავი დაწყებული საქმის თუ გეგმის შესრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი - თქვენთვის 2011 წლის პირველი ნახევარი სურვილების ასრულების პერიოდი იქნება. იანვარსა და თებერვალი უამრავი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდება, რაც გამოვლინდება კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გამყარებაში, შემოქმედებითი პოტენციალის და პიროვნული შარმის ზრდაში, ეს ყოველივე დაგეხმარებათ პროფესიულ საქმეში წინსვლაში და ახალი, სასარგებლო კავშირების დამყარებაში. ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობებიც ჰარმონიულად წარიმართება და შესაძლოა სერიოზული გრძნობა გაგიჩნდეთ. მარტის პირველ ნახევარში ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, მოუსმინეთ პარტნიორების თუ კოლეგების შენიშვნებს, კონტროლი გაუწიეთ ფინანსურ შემოსავლებსა და გასავლებს, მოერიდეთ სარისკო პროექტების წამოწყებას ეს საშუალებას მოგცემთ ფინანსური წონასწორობა შეინარჩუნოთ. აპრილის პირველ და მეორე დეკადაში გაძლიერებული ინტუიციის, უკვე მიღებული გამოცდილების და გაბედული მოქმედებების ხარჯზე მოახერხებთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ. მთლიანობაში ეს პერიოდი თქვენთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება, გაფართოვდება თქვენი მსოფლმხედველობა, კულტურული კავშირები და სულიერი იმპულსები. აპრილის ბოლო და მაისი თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისგან და შექმნილი წინაღობები მოთმინების და შრომისმოყვარეობის ხარჯზე გადალახეთ. თუმცა ამავე პერიოდში თქვენს თავს თავდაჯერებულად იგრძნობთ, თუმცა ივლისის მეორე დეკადიდან თქვენთვის ისევ ნაკლებად პოზიტიური პერიოდი დაიწყება, თუ თქვენ თავშეკავებულად და წინდახედულად იმოქმედებთ, ყურადღებით მიიღებთ ყველა საეჭვო თუ სათუო წინადადებას და არ გარისკავთ, ამ პერიოდს დანაკარგების გარეშე გაივლით. აგვისტოს პირველი და მეორე დეკადა თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდება, მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები მოხდეს სწავლასთან, საქმიანი ინფორმაციასთან და ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით. აგვისტოს მესამე დეკადაში და სექტემბრის პირველ ნახევარში თქვენი ფინანსური სტაბილურობა რყევას დაიწყებს, ამიტომაც ეკონომიურობის გამოჩენა მოგიწევთ. შემოდგომა უფრო დადებითი პერიოდი იქნება, განსაკუთრებით ინოვაციებისთვის, რეფორმების გატარებისთვის, სამუშაოს შეცვლისთვის და ახალი ნაცნობობის დაწყებისთვის, ამ პერიოდმა შესაძლოა საინტერესო წამოწყებები მოიტანოს. რისკი გამართლებული იქნება. ამის მიუხედავად ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის პირველ დეკადაში სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ, რათა უხეში შეცდომები არ დაუშვათ. წლის დასასრულს თავს ბედნიერად და თავდაჯერებულად იგრძნობთ, ხოლო მიზანსწრაფული და წარმატებული ადამიანები ხელს შეუწყობენ თქვენს პიროვნულ ზრდას და განვითარებას.

ქალწული - 2011 წელი თქვენთვის ახალი საქმიანობის, ახალი სტრატეგიული გეგმების და ახალი ურთიერთობების დაწყების ეტაპი იქნება. განსაკუთრებით პერსპექტიული და სასიკეთო იანვარი და თებერვალი იქნება, რადგანაც სწორედ ამ დროს თქვენი ცხოვრების ასპარეზზე ძალიან სანდო და საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან _ მეგობრები, პარტნიორები და უბრალოდ ახლობელი ადამიანები თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააიოლებენ და სერიოზულ დახმარებას გაგიწევენ. მიუხედავად ზოგადად პოზიტიური პერიოდისა, ყურადღება გამოიჩინეთ იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში, როდესაც არასწორი და მცდარი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება. საკმაოდ დინამიური აღმოჩნდება თებერვლის მეორე ნახევარი და მარტის პირველი ნახევარი, როდესაც შექმნილი გარემოებები და განვითარებული მოვლენები თქვენს ახალი შემოქმედებითი პოტენციალის და დადებითი თვისებების გამოვლენას შეუწყობს ხელს. ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან ურთიერთობები სასიკეთოდ განვითარდება. ეს ბრწყინვალე პერიოდი იქნება სასიყვარულო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებისთვის, ასევე კარგი დრო იქნება მოგზაურობისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და უცხოეთში მოგზაურობისთვის. მარტის ბოლოს და აპრილის პირველ დეკადაში ურთიერთობებში გაუგებრობები და კონფლიქტურობა მოიმატებს, ხოლო ზოგადი სიტუაცია არასტაბილური გახდება, ამიტომაც, ძირითადი საქმეები უმჯობესია აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ და მეორე დეკადაში დაგეგმოთ. როგორც მაისში, ისე ივნისში წარმატებული წინსვლის ალბათობა ბევრად უფრო მაღალი იქნება. განსაკუთრებული აღმოჩნდება ამ დროს თქვენ ფორტუნა გაგიღიმებთ და შეძლებთ ბევრ წამოწყებული საქმის წარმატებით დასრულებას და ფინანსური მდგომარეობის გამყარებას. ივნისი და ივლისი წარმატების მიღწევისთვის საუკეთესო დრო იქნება, მოგეცემათ რეალური შანსი აიმაღლოთ სოციალური სტატუსი. ეს ბედნიერი პერიოდი ივლისის პირველ და მეორე დეკადას მოიცავს, ხოლო ივლისის მესამე დეკადა და აგვისტოს პირველი ნახევარი ნაკლებად პოზიტიური აღმოჩნდება, ყურადღება ჯანმრთელობას და არასტაბილურ საკითხებს მიაქციეთ. მნიშვნელოვანი საქმეების და გეგმების განხორციელება უმჯობესია სექტემბერში დაგეგმოთ, ნოემბრის პირველ ნახევარში კი ახალი, საინტერესო და მასშტაბური პერსპექტივები გელით. ეს არის პერიოდი, რომელიც თქვენი ცხოვრება დიდი წინსვლის ეტაპად იქცევა. თქვენ მიიღებთ საინტერესო წინადადებებს ახალ სამუშაოსთან დაკავშირებით, მოაგვარებთ ყველა გაუგებრობას, ხოლო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა პოზიტიურად და ჰარმონიულად განვითარდება.

სასწორი - თქვენთვის წარმატებული უფრო 2011 წლის მეორე ნახევარი აღმოჩნდება, თუმცა ამას წლის პირველ ნახევარში გაწეული შრომის და მონდომების ხარჯზე მიაღწევთ. იანვარი ძალზე მნიშვნელოვანი თვე იქნება, ამის მიუხედავად შეეცადეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები სიფრთხილით განახორციელოთ და არ გარისკოთ. როგორც იანვრის ბოლოს, ისე თებერვლის პირველ ნახევარში თქვენ იოლად შეძლებთ წარსულის გამოცდილების და საქმიანი ურთიერთობების ხარჯზე ახალი საინტერესო პროექტები წამოიწყოთ, ყველა თქვენი ორიგინალური იდეა კრეატიული ნოვაცია სიხარულით იქნება ატაცებული, როგორც კოლეგების, ასევე ხელმძღვანელობის მხრიდან. მარტის პირველი ნახევარი სასიკეთო აღმოჩნდება სამუშაო ადგილის შეცვლისთვის და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. ამ პერიოდში გაგიადვილდებათ იმიჯის შეცვლა და რეპუტაციის გამყარება. ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება შემოქმედებითი და სულიერი ზრდისთვის. ყურადღება გაამახვილეთ მარტის ბოლოსა და აპრილის პირველ დეკადაში, ამ დროს შესაძლოა პარტნიორებთან ურთიერთობები დაიძაბოს. ამიტომ კონკურენტებთან თუ ოპონენტებთან მიმართებაში ტაქტის გრძნობა შეინარჩუნეთ. იმაზე, თუ რა შედეგებს მიიღებთ მარტის ბოლოს, ამაზე დამოკიდებული იქნება აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში მიღებული წარმატებების უმეტესი ნაწილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი მთელი წლის საუკეთესო პერიოდი იქნება. არ არის გამორიცხული თქვენ ახალი სოციალური სტატუსიც კი შეიცვალოთ. ზაფხულში და განსაკუთრებით აგვისტოში მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების, ფლირტის, ისე გრძელვადიანი ურთიერთობების ალბათობა, რომლებიც საშუალებას მოგცემთ პირად ცხოვრებაში თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ. აგვისტოს ბოლო და სექტემბერში საშუალება მოგეცემათ გაიმყაროთ თავდაჯერებულობა, გადალახოთ შექმნილი წინაღობები და უცხოელებთან დაამყაროთ ახალი საინტერესო კავშირები. შესაძლოა, ამ პერიოდში უცხოეთში მოგზაურობაც კი მოგიწიოთ. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში მოიპოვებთ მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერას, გაიმყარებთ ფინანსურ მდგომარეობას, გაისტუმრებთ ვალებს და მოაგვარებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რაც შეეხება ნოემბერს და დეკემბერს, ეს წარმატებული ეტაპი იქნება და მოსალოდნელია მატერიალური წინსვლის და მატების ეტაპადაც კი იქცეს. ეს ასევე შესანიშნავი პერიოდია სხვა და სხვა სახის მოგზაურობისთვის, სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისთვის და ქორწინებისთვის.

მორიელი - თქვენთვის 2011 წლის დასაწყისი შესაძლოა ახალ გეგმებს, წამოწყებებს და პროექტებს დაუკავშირდეს, ამიტომ, იანვრის პირველი ნახევარი და ასევე თებერვლის პირველი და მეორე დეკადა წარმატებულად უნდა გამოიყენოთ, განსაკუთრებით კარიერული წინსვლისთვის და პიროვნული ზრდისთვის. ამ პერიოდში სასურველია იხელმძღვანელოთ პრინციპით: `წინ ნაბიჯ-ნაბიჯ~! ასეთი მიდგომით საკუთარ მიზნებს უფრო მიუახლოვდებით. ეს ასევე სასიკეთო პერიოდია საკუთარი საქმიანობის და საქმიანი კავშირების გაფართოვებისთვის, საქმიანი ინფორმაციის მიღება-გადაცემისთვის, ახალი თანამშრომლების შემოერთებისთვის და გავლენიანი მფარველების მოძიებისთვის. გარკვეულწილად მოსალოდნელია თქვენი ენერგიის დაქვეითება იანვრის ბოლოს და ასევე მარტის მესამე დეკადაში, რამაც მოსალოდნელია მოიტანოს გარკვეული პრობლემები როგორც ჯანმრთელობასთან, ასევე სამსახურთან მიმართებაში. ამ დროს შეეცადეთ, არ იყოთ იმპულსური, რადიკალური და არ მიიღოთ საბედისწერო გადაწყვეტილებები. ასევე ნუ ეცდებით შეცვალოთ გარშემომყოფების მოსაზრებები და წარმოდგენები, ამას მაინც ვერ შეძლებთ, ხოლო თქვენი რეპუტაცია შესაძლოა, შეილახოს კიდეც. პოზიტიური იქნება მარტის პირველი ნახევარი, როდესაც თქვენ ენერგეტიკულ და სულიერ აღმავლობას შეიგრძნობთ. სწორედ ამ დროს თქვენ წარმატებას სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში მოიპოვებთ, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს ხელმძღვანელებისგან და ასევე უცხოელებისგან, გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები, ცხოვრება რომანტიზმით აივსება, მაგრამ ეს თქვენს რწმენას და მიზანსწრაფვას მხოლოდ გააძლიერებს. ყურადღება გამოიჩინეთ აპრილის მესამე დეკადაში, ასევე მაისის პირველ და მეორე დეკადაში, ამ დროს მოერიდეთ რისკზე წასვლას, ურთიერთობებში განხეთქილების შეტანას. მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება ივნისის ბოლოსა და ივლისში, ეს წარმატებული მოვლენების და სურვილების ასრულების პერიოდი იქნება. თუმცა მოსალოდნელია ამ პერიოდში რისკზე წასვლა და ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეტანამაც მოგიწიოთ. სექტემბერში მოსალოდნელია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება გახდეს საჭირო ან სხვაზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაც მოგიწიოთ, მაგრამ ამით თქვენი ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი მხოლოდ ზემოთ აიწევს და თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი თქვენთვის პოზიტიური პერიოდი იქნება, მაგრამ სამსახურის შეცვლა ან სარისკო გეგმების წამოწყება რეკომენდებული არ არის, უმჯობესია ამისთვის ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი გამოიყენოთ. წლის ბოლოს თქვენი ენერგეტიკული და შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად მოიმატებს. თქვენ წარმატებებს კარიერაში მიაღწევთ და პარტნიორებთან ურთიერთობებს გაამყარებთ.

მშვილდოსანი - 2011 წლის დასაწყისი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეების მომტანი პერიოდი აღმოჩნდება. თქვენ შეძლებთ საკუთარ ცხოვრებაში იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლის დასასრულს უნდა გაკეთებინათ. ამ ცვლილებებს და მთელი რიგი საკითხების მოგვარებას სამსახურის და ფინანსური შემოსავლების კუთხით კეთილდღეობა და წარმატება მოჰყვება. მთლიანობაში წარმატებული იქნება როგორც იანვარი, ისე თებერვალი, თუმცა თებერვლის დასაწყისი გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებული ყურადღება საბუთების გაფორმებას, მანქანის მართვას და საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციეთ. თებერვლის მეორე ნახევარში და მარტში უკვე დასახული გეგმების განხორციელება არ იქნება რთული, თქვენ შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ პირად ურთიერთობებში, ასევე უცხოეთთან, სწავლასთან და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებში. მარტის ბოლო და აპრილი ახალი პერსპექტივების შექმნის, ახალი პროექტების წამოწყების და ახალი ურთიერთობების დამყარების დროა, ამ პერიოდში აქტიურად ეძებეთ თანამოაზრეები, პარტნიორები და მოკავშირეები, მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. შეეცადეთ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და შეაფასოთ მიღწეული შედეგები, ეს დაგეხმარებათ გამოცდილების მიღებას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში. ახალი და შესაძლოა, უცხოელი პარტნიორები და ნაცნობები თქვენს ცხოვრებაში მაისის დასასრულს და ივნისის დასაწყისში გამოჩნდებიან, თუმცა ამავე პერიოდში მოიმატებს კამათის და დაპირისპირებების ალბათობა, არ არის გამორიცხული სერიოზული არჩევანის წინაშეც დადგეთ. ზაფხული უფრო პასიური იქნება, ამიტომ, დაისვენეთ და ემოციურად განიტვირთეთ, თუმცა აგვისტოს უფრო აქტიური პერიოდი იქნება და მოსალოდნელია ახალი შესაძლებლობები და სამსახურის შეცვლის შანსიც კი გაგიჩნდეთ. სექტემბერში ნუ გარისკავთ და შეეცადეთ, მიღწეული მდგომარეობა შეინარჩუნოთ. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პირველ და მეორე დეკადაში გაგიჩნდებათ ახალი შანსები, მოსალოდნელია შეიცვალოთ იმიჯი და სრულიად ახალი სახით წარსდგეთ გარშემომყოფების წინაშე. წარმატებული პერიოდი იქნება ოქტომბერია, რასაც ნოემბერზე ვერ ვიტყვით. ნოემბრის დასაწყისში თქვენ შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გარკვეული უთანხმოებები გაგიჩნდეთ, ხოლო ყოფითი პრობლემები და ფინანსური გაუგებრობები კიდევ უფრო გაამძაფრებენ არსებულ მდგომარეობას. ნოემბერში მშვიდად შეხვდით თქვენსკენ მომართულ ინტრიგებს და კრიტიკას, ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში იღბალი კვლავ თქვენს მხარეზე გადმოვა და წარმატებებს მიაღწევთ.

თხის რქა - 2011 წლის დასაწყისი და განსაკუთრებით იანვრის პირველი და მეორე დეკადა პერიოდი შანსს მოგცემთ აქტიურობის, მიზანსწრაფულობის და თავდაჯერებულის ხარჯზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოთ, განსაკუთრებით იოლად შეძლებთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას, გადადებული საქმეების დასრულებას და დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. თუმცა იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით მგზავრობისა და საეჭვო კონტაქტების დროს. საჭიროა ყურადღება მიექცეს ჯანმრთელობას და არ არის გამორიცხული ახლობელ ადამიანებთან მცირე დაძაბულობაც წარმოიშვას. თებერვალში თუ თქვენ მიზანდასახულად, თუმცა წინდახედულად იმოქმედებთ, შეძლებთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანას. მნიშვნელოვანი წარმატებას მარტის მეორე ნახევარი მოგიტანთ, ეს პერიოდი გარკვეულწილად ახალი აღმოჩენების, ახალ გარემოებებში თავის წარმოჩენის და ახალი მეგობრების შეძენის ეტაპი იქნება. აპრილის მეორე ნახევარსა და მაისში თავს იოლად გაართმევთ მართვის სათავეებში მყოფ და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობებს, მოსალოდნელია ამ პერიოდში გარკვეული თანამდებობა ან ფინანსური დივიდენდები მიიღოთ. ამ პერიოდში თქვენი ენერგეტიკა აღმასვლას დაიწყებს და თქვენ ნებისმიერ საქმეს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს. მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ ივნისის მესამე დეკადაში და ივლისის პირველ ნახევარში, ამ დროს დაქვეითება თქვენი პოტენციალი და თქვენი აქტიურობაც შენელება, თუმცა საიმედო მეგობრების, კომპანიონების და თანამოაზრეების დახმარებით იოლად დაძლევთ არსებულ წინაღობებს. აგვისტოს ბოლო და სექტემბერი შესაძლებლობებს მოგცემთ გააფართოვოთ საკუთარი საქმიანობა, ბიზნესი და წარმატებულად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სექტემბერი და ასევე ოქტომბრის მესამე დეკადა თქვენთვის შესანიშნავი პერიოდი იქნება. თქვენ ფორტუნა გაგიღიმებთ და წარმატების მიღწევა ბევრ საქმეში გარანტირებული იქნება. შემოდგომა წარმატებული პერიოდი იქნება სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, ახალი ცოდნის მიღებისთვის და ახალი პროფესიის დაუფლებისთვის, თუმცა თქვენ ენერგიულობა და თავდაჯერებულობა გმართებთ. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველი ნახევარი თქვენთვის ნაკლებად პოზიტიური აღმოჩნდება, შესაძლოა, ენერგიის შესუსტება იგრძნოთ ანდა საკუთარი ძალების რწმენა დაკარგოთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობა, მოერიდეთ არაკეთილმოსურნე და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, გააკონტროლეთ ფინანსური გასავლები, ხოლო ახლობელ ადამიანებთან დაძაბულობამ შესაძლოა ემოციური გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა დეკემბრის მეორე ნახევარში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და წლის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ.

მერწყული - 2011 წელი თქვენთვის მთლიანობაში დინამიური და პოზიტიური იქნება, განსაკუთრებით სასიკეთო იანვარი აღმოჩნდება, თქვენ გაგიჩნდებათ რეალური პერსპექტივები გააფართოვოთ საქმიანი კავშირები, შეცვალოთ მთელი რიგი მიდგომები, საკუთარი ჩანაფიქრები კი უფრო ორიგინალურად და კრეატიულად წარმოაჩინოთ. თუ თქვენ ამ პერიოდში შეძლებთ ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას, ხოლო ძველი ურთიერთობების უფრო პროდუქტიულ ფორმაში გადატანას, ეს საშუალებას მოგცემთ თებერვალში და მარტში როგორც პიროვნულ განვითარებას და პროფესიულ ზრდას, ისე ახალი პროფესიების ათვისებას და ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გამოსწორებას. ამ პერიოდში თქვენ მიიღებთ სასარგებლო გამოცდილებას, კომპეტენტური ადამიანების რჩევებს, მხარში დაგიდგებიან ნათესავები, მეგობრები და შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გავლენიანი მფარველებიც გამოჩნდნენ. მარტის ბოლოს და აპრილის პირველ ნახევარში თქვენში გაძლიერდება თავდაჯერებულობა, საკუთარი ძალების რწმენა და ორგანიზებულობის უნარი, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით მოაგვაროთ სამსახურის მოძიებასთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები. ეს პერიოდი ასევე სასიკეთო როლს ითამაშებს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობებში და მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო გრძნობაც გაგიჩნდეთ. აპრილის ბოლო და მაისი თქვენთვის ურთიერთობების პერიოდი იქნება, ამიტომ, იაქტიურეთ ამ სფეროში და უამრავ სიკეთესაც მიიღებთ ახალი კონტაქტებისგან, ხელმძღვანელობისგან და გავლენიანი ადამიანებისგან. მაისის ბოლოს და ივნისი ძალზე სასიკეთო პერიოდი იქნება კოლექტიური თუ პარტნიორული საქმიანობისთვის, დიდი წარმატებას მიღწევას სწორედ პარტნიორებთან ერთად შეძლებთ. ივლისი მეორე ნახევარი და აგვისტო უფრო დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის და პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის გამოიყენეთ, შეეცადეთ, გაიმყაროთ ემოციური მდგომარეობა და აღიდგინოთ ენერგია. სექტემბრის მესამე დეკადა და ოქტომბრის პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება და თქვენთვის მატერიალური კეთილდღეობის მოტანას შეძლებს. თუ შეძლებთ არსებული პერსპექტივების გამოყენებას, მაშინ თქვენთვის აღმავლობის პერიოდი დაიწყება, თქვენი მატერიალური ბაზისი კიდევ უფრო გაიზრდება. ოქტომბრის ბოლოდან წლის ბოლომდე საერთო მდგომარეობა კიდევ გაუკეთესდება და ეს პერიოდი თქვენს ცხოვრებაში მოგიტანთ სტაბილურობას და სიმშვიდეს. წლის ბოლოს შეეცადეთ, არ აჩქარდეთ და ყურადღება არ მიაქციოთ გადაჭარბებულ ემოციებს, ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დიდი წარმატებების მიღწევას და გამარჯვებების მოპოვებას.

თევზები - 2011 წლის დასაწყისში თქვენ მოგიწევთ გასული წლიდან გადმოყოლილი პრობლემების მოგვარება, ვალების გასტუმრება, აღებული ვალდებულებებისთვის თავის გართმევა, რაც თქვენგან გარკვეულ დროს, ენერგიას და ფინანსებს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია იანვრის მეორე ნახევარი და თებერვლის პირველი დეკადა არც თუ ისე წარმატებული იყოს, მთლიანობაში იოლად შეძლებთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას. სასიკეთო იქნება თებერვლის მეორე ნახევარი და მარტის პირველი ნახევარი, როდესაც მოიმატებს თქვენი ენერგიულობა, მიზანსწრაფვა, ორგანიზებულობა, პრაქტიკულობა და შეძლებთ ილუზიური გარემოებებისგან და ნეგატიური ურთიერთობებისგან გათავისუფლებას. ეს პერიოდი ასევე მოგიტანთ სამსახურებრივ წინსვლას და ამაღლებული განწყობას, რომელიც მთელი გაზაფხულის განმავლობაში შენარჩუნდება. აპრილში თქვენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მძაფრი შეგრძნება გაგიჩნდებათ, გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი პოტენციალიც, რაც საშუალებას მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინოთ ხელოვნებაში, სპორტში და ასევე ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. აპრილის ბოლოს და მაისში მოიმატებს რომანტიკული ურთიერთობების დაწყების და ქორწინების ალბათობა. თქვენი ურთიერთობები სასიყვარულო პარტნიორთან მეტად ჰარმონიული და სიურპრიზებით აღსავსე იქნება, აიწევს თქვენი ცხოვრების დონე, ოჯახი და მყუდროება თქვენთვის ძალზე აქტუალური გახდება და შესაძლოა, სოციალური სტატუსიც კი შეიცვალოთ. ივნისის ბოლოს და ივლისის პირველ ნახევარში შეეცადეთ, გაანალიზოთ განვლილი ნაბიჯები, გამოასწოროთ შეცდომები და ახალი მიზნები ისე დასახოთ. მთლიანობაში ივლისი თქვენთვის საკმაოდ სასიკეთო აღმოჩნდება, რადგან შეძლებთ ახალი ცოდნის მიღებას, უკვე მიღებული განათლების გაღრმავებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ პერიოდში თამამად შეხვდით ნებისმიერი სახის ცვლილებებს და რეფორმებს, კრიტიკული თვალით გადახედეთ უკვე დასახულ მიზნებს, არ არის გამორიცხული, მათში რაიმე ახლებულური ცვლილებებიც კი შეიტანოთ. აგვისტოს ბოლო და სექტემბერი შედარებით რთული იქნება, ამიტომ, ურთიერთობებში ტაქტის გრძნობა, მოქნილება და ლავირება გამოიჩინეთ, ფინანსურ საკითხებში ეკონომიურობა გამოიჩინეთ, ეს ყოველივე კრიზისული სიტუაციებისგან მეტ-ნაკლებად დაგაზღვევთ. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში მოიმატებს თქვენი ინტუიცია და კრეატიულობა, შეძლებთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობებისთვის თავის გართმევას, განახლებული იმიჯის წყალობით შესანიშნავ შთაბეჭდილებას მოახდენთ როგორც ხელმძღვანელებზე, ისე ახლად გაცნობილ სასიყვარულო პარტნიორზე, რაც სტაბილური ურთიერთობების წარმოშობას შეუწყობს ხელი. წლის ბოლოს გულისხმიერება და გარშემომყოფებისადმი თანაგრძობის სურვილი თქვენ უამრავ მეგობარს შეგძენთ.

რას უნდა ველოდოთ 2011 ლითონის (თეთრი) კურდღლის წელს

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

კურდღელი წელი (1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011) ჩინურ კალენდარში მეოთხე ნიშანია და ჩინურ ნატურფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში მშვიდობასთან, მყუდროებასთან და დიპლომატიასთან ასოცირდება. კურდღლის წელი აღმოსავლურ ზოდიაქალურ ციკლში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიან ნიშნად ითვლება, თუმცა კურდღელი ჩინური ტრადიციების მიხედვით მთლად უწყინარი ნიშანი არ არის. თუმცა კურდღლის წლისთვის დამახასიათებელი კრიზისები ინდივიდუალურ დონეზე ნაკლებად ვლინდება და ეს უფრო საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში ხდება ხოლმე.
კურდღლის წლისთვის დამახასიათებელია დაკვირვება, ჩაღრმავება, ანალიზი, მოკავშირეებისა თუ ახალი პარტნიორების ძიება, შეთანხმებების მიღწევა, სწორედ ამ ამიტომ, კურდღლის წელში საკმაოდ ხშირად ხდება ახალი პარტნიორული კავშირების ძებნა და ახალ თანამოაზრეების შეძენა და ეს როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე ვლინდება. ეს წელი პარტნიორული საქმიანობის წელია და უდიდესს მნიშვნელობას შეიძენს პარტნიორების, მოკავშირეების თუ კოლეგების მიერ გაწეული დახმარება.
2011 წლის ტენდენციებიდან შეიძლება გამოვყოთ სწრაფი ცვლილებები, ამიტომ, ადამიანები რომლებსაც სწრაფი რეაქციები, აზროვნების პროცესი და კარგი ადაპტაციის უნარი აქვთ, შეძლებისდაგვარად კურდღლის წელს ფეხს აუწყობენ, გამარჯვებების მისაღწევად განსაკუთრებით მოქნილება და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი საჭირო იქნება წლის პირველ ნახევარში. ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებსაც უჭირთ სწრაფი მოქმედებები და მცირე დროში გადაწყვეტილების მიღება, მოსალოდნელია ხელიდან საკმაოდ სასიკეთო პერსპექტივები გაუშვან.
2011 წელს დომინანტი ლითონის სტიქიაა, ამიტომ, "ლითონის კურდღლის" ენერგია საკმაოდ ხისტია და მოსალოდნელია ზოგჯერ დიპლომატიის პარალელურად "იარაღის ჟღარუნიც" ისმოდეს, თუმცა როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში, ტაქტს, ლავირებას და დიპლომატიას ვერაფერი შეცვლის.
2011 წელი მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს, თუმცა ეს ცვლილებები უფრო წინა წელში დაწყებული პროექტების ერთგვარი გაგრძელება იქნება. პოლიტიკური კავშირები, საზოგადოებრივი თუ კულტურული ურთიერთობები განვითარების ახალ საფეხურზე გადავა.
კურდღლის წელი წარმატებების მომტანი განსაკუთრებით კომუნიკაბელური ადამიანისთვის იქნება, ამიტომ, გამარჯვება და სასურველი მდგომარების დაკავება ბევრად იქნება დამოკიდებული ადამიანები კომუნიკაბელურობზე, ურთიერთობების ხარისხზე, მათ მსჯელობისა თუ მეტყველების კულტურაზე.
კურდღლის წელში ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, ის გეგმები, რომლებსაც კონკრეტულ ფორმები გააჩნია და უკვე დაწყებულია, მომგებიანი და პროდუქტიული ფორმა მისცენ. არ არის გამორიცხული ბევრმა ადამიანმა, რომელმაც წინა წელს, მიუხედავად კრისიზული მდგომარეობისა, ახალი საქმეები და პროექტები დაიწყო, პირველი მომგებიანი შედეგი სწორედ 2011 წელს მიიღოს.
წინა წლებში დაწყებული კრიზისების მოგვარებისთვის 2011 წელში და განსაკუთრებით მის პირველ ნახევარში გაბედული და ენერგიული მოქმედებები სჭირდება, საჭიროა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ინიციატივის გამოვლენა, რადგან წლის პირველ ნახევარში დაყოვნება და ლოდინი სასურველ შედეგებს ნაკლებად მოიტანს. წლის მეორე ნახევარში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გადალახვისთვის უფრო მეტად წინდახედულობა და სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო და წლის პირველ ნახევარში სასიკეთო და პოზიტიურმა გაბედულმა მოქმედებებმა, წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უკვე შეცდომების დაშვება გამოიწვიოს.
2011 წელი მოიტანს ინტელექტუალური და პროფესიული განვითარების საშუალებებს, ახალი ცოდნის, კვალიფიკაცის ამაღლების და პროფესიის შეცვლის შესაძლებლობებს, თუმცა საჭირბოროტო საკითხები სასურველია არა კონსერვატიული და უკვე გაცვეთილი, არამედ ახლებური, ორიგინალური და კრეატიული მიდგომით გადაიჭრას.
2011 წელს ადამიანებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაეხმარებათ, რომელიც კურდღლის წელში საკმაოდ გაძლიერდება. ეს ინტუიციური გადაწყვეტილებები განსაკუთრებით გამოადგებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების რამდენადმე აჩქარებული ტემპი აქვთ და ასევე მათ, რომლებსაც სამსახურთან, კარიერულ წინსვლასთან თუ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.
იქიდან გამომდინარე, რომ კურდღლის წელში როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ურთიერთობები, კომუნიკაციები, კავშირები, ინფორმაცია, მოსალოდნელია როგორც საკმაოდ მომგებიანი ურთიერთობების დამყარება, ისე სკანდალური განხეთქილებები და ხმაურიანი სასამართლო პროცესებიც კი. ყურადღებას ითხოვს როგორც პირადი, ისე საქმიანი ინფორმაცია, რადგან მოსალოდნელია ინფორმაციის გამჟღავნებამ მთელი რიგი პრობლემები შექმას როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე.
2011 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმები, ახალი ცვლილებები, განსაკუთრებით ეს შეეხება საბანკო-საფინანსო საქმიანობასთან, იპოთეკური თუ სხვა სახის კრედიტებთან დაკავშირებულ საკითხებს.
კურდღლის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: კომუნიკაბელურობა, ტაქტის გრძნობა, ლავირების უნარი, თავდაჯერებულობა, მიზანსწრაფვა, სწრაფი გადაწყვეტილებების თუ მოქმედებების უნარი
2011 წელს კრიზისული პერიოდებია - თებერვალი, აპრილი, ივნისი, აგვისტო, ნოემბერი.
2011 წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება ცეცხლის სტიქიით, ანუ ვერძის, ლომის მშვილდოსნის, ხოლო წლის მეორე ნახევარი კი მიწის სტიქიით, ანუ კუროს, ქალწულის, თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
2011 წელს მზის ოთხი და ოთხივე ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდება - 4 იანვარს, 1 ივნისს, 1 ივლისს და 25 ნოემბერს იქნება. რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის სულ ორი და ორივე სრული დაბნელება იქნება - 15 ივნისს და 10 დეკემბერს.

Nov 27, 2010

მზის ვიბრაციის უნივერსალური რიტმი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზეს, მთვარეს და მზის სისტემის პლანეტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის და აქედან გამომდინარე, კოსმოსი დედამიწაზე მყოფ ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლის რიტმზე მნიშვნელოვან კოსმობიოლოგიურ გავლენას ახდენს. აქედან რა თქმა უნდა გამორჩეულია მზისა და მთვარის რიტმები, რომლებსაც ასე ვთქვათ "აწყობილია" ადამიანის ცხოვრება. ალბათ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ განსაზღვრულ საათებში მზის კოსმობიოლოგიური გავლენა სხვა და სხვა ფორმით გამოვლინდება და ადამიანზეც სხვა და სხვანაირ გავლენა ახდენს.

• დილის 5 საათიდან - დილის 7 საათამდე მზის გამოსხივებას უდიდესი ენერგია გააჩნია, ამ დროს ადამიანის ჩაკრებში (ნერვული ცენტრები) ენერგია კონცენტრირდება, მაღლა იწევს ორგანიზმის ტონუსი, აქტიურდება ჰიპოფიზის და ორგანიზმის სხვა ჯირკვლების მუშაობა, ამ დროს ადამიანი ადვილად გამოდის დეპრესიული და სტრესული მდგომარეობიდან, ამიტომ, ამ პერიოდში ადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, თითქმის ყველა რელიგიურ მონასტერში ბერები სწორედ ამ პერიოდში იღვიძებენ და იწყებენ ლოცვასა თუ მუშაობას.
• დილის 7-დან 9 საათამდე მზის ვიბრაცია მოქმედებს უჯრედულ დონეზე, ამასთან აქტიურდება `ინ~ ენერგია, ამიტომ ამ დროს გაღვიძებული ადამიანი მოდუნებულია და ეს მოდუნება მთელი დღე გაჰყვება ხოლმე, ამ დროს აქტიურდება ქრონიკული დაავადებები და ამ დროს არ არის რეკომენდებული მზეზე გასვლა დეპრესიული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პოსტოპერაციული პერიოდი აქვთ.
• 9-11 საათი ეს სასიკეთო პერიოდია 15 წუთიანი მზის აბაზანების მისაღებად, სხვა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ეს პერიოდი კარგად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ტვინი იწყებს აქტიურად მუშაობას, ხოლო ნერვული სისტემა აქტიურად მოქმედებს. ეს კარგი პერიოდია გონებრივი სამუშაოს დაწყებისთვის, სხვა და სხვა იდეების შეჯერებისთვის და ახალი იდეები მოფიქრებისთვის.
• 11-13 საათის პერიოდში მზის ვიბრაცია ნეგატიურია, ამიტომ, არ არის სასურველი მზეზე დიდ ხანს ყოფნა, ამ დროს ძლიერდება სისხლის ცირკულაცია, ჩქარდება პულსი, რომელიც მოქმედებს არტერიულ წნევაზე და ტვინის მუშაობაზე. სისხლს მიწოდების აქტიურდება კუჭის მოქმედება და ადამიანმა თუ დღის განმავლობაში საკვები არ მიიღო, ამ პერიოდში გრძნობს შიმშილის შეგრძნებას.
• 13-15 საათის პერიოდში მზის ვიბრაცია ძალიან ძლიერია, თუმცა პოზიტიურია. ეს პერიოდი ხელს უწყობს ზრდის პროცესს, განსაკუთრებით მცენარეებში. ამ დროს მზის აბაზანების ან ღია წყალში ბანაობა რეკომენდებული არ არის. სუსტდება მხედველობა და გულსისხლძარღვთა სისტემა.
• 15-17 საათის პერიოდი მზის ენერგეტიკა ეცემა, ამიტომ, სასიკეთოა დასვენება, რელაქსაცია. ამ დროს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა მინიმალური უნდა იყოს, რათა ადამიანი არ გადაიღალოს.
• 17-დან 19 საათამდე მიუხედავად მზის ვიბრაციის კიდევ უფრო კლებისა, ეს პოზიტიური პერიოდია, ამიტომ, მზის აბაზანები და სუფთა ჰაერზე სეირნობა სასიკეთოა, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქტიურდება ადამიანის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, გონება და ქვეცნობიერი. სასიკეთო დროა შემოქმედებითი სამუშაოსთვის.
• 19-21 საათის პერიოდში მზის ენერგიის კლების გამო ადამიანის ორგანიზმიც დუნდება. ამ დროს კარგია ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები, აბაზანის მიღება, რადგან ამ დროს ადამიანი იწმინდება როგორც ბიოლოგიურად, ისე ენერგეტიკულად. ამ პერიოდში საჭიროა დღის განმავლობაში გადატანილი უსიამოვნებების გაანალიზება ან დავიწყება.
• საღამოს 21-დან 23 საათამდე მზის ენერგია ადამიანის ენერგეტიკული სხეულის მიერ გადამუშავდება და შეინახება როგორც ორგანიზმის სარეზერვო მარაგი. ძლიერდება ადამიანის სულიერი და ფსიქიკური ძალა. ამ დროს კარგია ლოცვა, შემოქმედებითი ან ინტელექტუალური სამუშაოს კეთება. ეს ასევე ყველა კარგი პერიოდია დაძინებისთვის.
ღამის 23 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდში დომინანტი მთვარეა, მზის ენერგია უფრო სუსტია, თუმცა მისი ვიბრაცია არ წყდება. ეს არის ადამიანის ორგანიზმის, გონების და ემოციის დასვენების პერიოდი. ვინც ამ პერიოდში ფხიზლობს, მის როგორც ბიოლოგიურ, ისე ენერგეტიკულ სხეულში დისბალანსი ხდება, რაც შემდგომ უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე, შრომისუნარონაბაზე, გონებრივ თუ ემოციურ მდგომარეობაზე.

Nov 17, 2010

რომელი ზოდიაქოს ნიშანი ხართ მესოამერიკული ასტროლოგიის მიხედვით

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მესოამერიკა, ანუ კოლუმბამდელი ამერიკა ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებული კონტინეტი იყო, სადაც სხვა და სხვა ცივილიზაციებს (ტოლტეკები, ოლმეკები, აცტეკები, ინკები, მაია, სიუ, აპაჩები, იროკეზები და ა. შ.) უდიდესი ცოდნა გააჩნდათ. მესოამერიკული ასტროლოგია განვითარებული იყო თითქმის ყველა ცივილიზაციაში, ამისათვის მხოლოდ მაიას ცნობილი კალენდრის გახსენებაც კმარა. გთავაზობთ მესოამერიკულ ზოდიაქოს, რომლის მიხედვით გაერკვევით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს ეკუთვნით და ხასიათის რა თვისებებს განიჭებთ.

შევარდენი (21 მარტი – 19 აპრილი)
ხასიათის ძირითადი თვისება: იმპულსურობა.
პოზიტური თვისებები: მოხერხებულობა, სიახლისადმი გახსნილი, თავგადასავლების მოყვარული.
ნეგატიური თვისებები: მოუთმენელი, ეგოისტი, ტრაბახა.
ფერი: ყვითელი, მწვანე

თახვი (20 აპრილი – 20 მაისი)
ხასიათის ძირითადი თვისება: ორგანიზებულობა.
პოზიტური თვისებები: შრომისმოყვარე, მონდომებული, ობიექტური, გამტანი.
ნეგატიური თვისებები: მოუქნელობა, სიხისტე, მოუთმენლობა, სიზარმაცე.
ფერი: ყვითელი

ირემი (21 მაისი – 20 ივნისი)
ხასიათის ძირითადი თვისება: სისხარტე.
პოზიტური თვისებები: იუმორის გრძნობა, მეგობრულობა, ინტელექტუალურობა.
ნეგატიური თვისებები: სიზარმაცე, არასტაბიკლურობა, შფოთვა, მოწყენილობა.
ფერი: ფორთოხლისფერი

კოდალა (21 ივნისი – 21 ივლისი)
ხასიათის ძირითადი თვისება: მაღალი მოთხოვნილებები.
პოზიტური თვისებები: თანაგრძნობა, შემოქმედებითობა, კრეატიულობა, ყაირათიანობა, ალერსიანი.
ნეგატიური თვისებები: პირქუში, დაძაბული, ბრაზიანი.
ფერი: ვარდისფერი

ორაგული (თართი) (22 ივლისი – 21 აგვისტო)
ხასიათის ძირითადი თვისება: მომთხოვნი.
პოზიტური თვისებები: შემოქმედებითი, დისულოვანი, ხელგაშლილი
ნეგატიური თვისებები: მოუთმენელი, ამპარტავანი, დოგმატური, დესპოტური.
ფერი: წითელი

დათვი (22 აგვისტო – 21 სექტემბერი)
ხასიათის ძირითადი თვისება: ტაქტის გრძნობა.
პოზიტური თვისებები: აკურატული, განსჯის უნარი, გაწონასწორებულობა, ლოგიკურობა.
ნეგატიური თვისებები: `ჩაციკლული~, პირფერი, ხისტი, ბუზღუნა
ფერი: ყავისფერი, იისფერი


ყვავი (ყორანი) (22 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ხასიათის ძირითადი თვისება: თანამშროლობის უნარი.
პოზიტური თვისებები: დიპლომატიურობა, რომანტიულობა, იდეალიზმი.
ნეგატიური თვისებები: ზედმეტად მიმნდობი, გაუბედავი, კომფორტის ზედმეტად მოყვარული, ბუტია.
ფერი: ლურჯი

გველი (23 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
ხასიათის ძირითადი თვისება: ცოდნის წყურვილი.
პოზიტური თვისებები: შემოქმედებითი, მიზანდასახული, გამჭრიახი.
ნეგატიური თვისებები: ბუტია, გასაიდუმლოებული, ჯიუტი, უნდობი.
ფერი: იისფერი

ბუ (ცხენ-ირემი, დომბა) (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ხასიათის ძირითადი თვისება: გულწფელობა.
პოზიტური თვისებები: კეთილსინდისიერება, ადაპტაციის უნარი, იღბლიანობა.
ნეგატიური თვისებები: უტაქტობა, შფოთვა, სულსწრაფი, შემაწუხებელი.
ფერი: ოქროსფერი

ბატი (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
ხასიათის ძირითადი თვისება: სიმკაცრე.
პოზიტური თვისებები: მდგრადობა, წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარი.
ნეგატიური თვისებები: პესიმიზმი, ეგოიზმი, სიუხეშე.
ფერი: თეთრი
წავი (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ხასიათის ძირითადი თვისება: კაცთმოყვარეობა.
პოზიტური თვისებები: კარგი აღქმის უნარი, გამომგონებლობა, რეფორმატორული აზროვნება, ორიგინალურობა.
ნეგატიური თვისებები: ექსცენტრიკულობა, უტაქტობა, სიჯიუტე.
ფერი: ვერცხლისფერი

მგელი (პუმა) (19 თებერვალი – 20 მარტი)
ხასიათის ძირითადი თვისება: მიმნდობი.
პოზიტური თვისებები: ადაპტაციის უნარი, ყურადღებიანობა, თანაგრძნობის უნარი.
ნეგატიური თვისებები: არაპრაქტიკულობა, მერყეობა, ქაოტური.
ფერი: ლურჯი, მწვანე

Oct 30, 2010

ლუიზა ჰეის აფირმაციები

ლუიზა ჰეი – სიყვარულის და ჰარმონიის მქადაგებელი მწერალი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ამერიკელი მწერალი ქალი ლუზა ჰეი მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც "პოზიტიური აზროვნების", ბედნიერების და ჰარმონიის მქადაგებელი. მისი წიგნები "განკურნე შენი თავი თვითონ", "როგორ ვუმკურნალოთ საკუთარ თავს", "სამკურნალო ძალა ჩვენშია" მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მრავალჯერ გამოიცა. გთავაზობთ მცირე ამონარიდებს (აფირმაციებს) ამ მართლაც საინტერესო და შესანიშნავი მწერლის და ადამიანის ჩანაწერებიდან.
 მე სიხარულით ვემშვიდობები წარსულს. წარსული ჩემგან თავისუფალია და მე თავისუფალი ვარ წარსულისგან. ჩემს სულში ახლა სიმშვიდეა.
 ძალის (გადაწყვეტის) წერტილი არის აქ და ახლა – ჩვენს გონებაში.
 სამყარო არასდროს განგვიკითხავს და გვაკრიტიკებს.
 როდესაც ადამიანთან ავადმყოფობა მიდის, მან საკუთარ გულში უნდა მოძებნოს, თუ ვის უნდა მიუტევოს და აპატიოს.
 არასდროს არანაირ გარემოებაში არ გააკრიტიკო და განიკითხო ადამიანები.
 შეიყვარე საკუთარ თავი – ნიშნავს, იყო ღმერთის მადლიერი მონიჭებული სიცოცხლისთვის.
 ყველაფერი რასაც გასცემთ, უკან გიბრუნდებათ.
 როდესაც ცხოვრებაში რაღაც იოლად გვეძლევა, ეს გაკვეთილი არ არის, ეს არის, რაც უკვე ვიცით.
 სიყვარული – ნებისმიერი თქვენი პრობლემის ერთადერთი პასუხია.
 დატოვეთ წარსული სიყვარულით და წარსულის მადლიერი იყავით იმისთვის, რომ მან ცნობიერების ამ დონეზე მოგიყვანათ.
 პრობლემა არაფერი არის, თუ არა განვითარების და ზრდის შესაძლებლობა.
 პრობლემები - ეს თვითგანვითარების საშუალებაა.
 შეიყვარო საკუთარი თავი - ნიშნავს განსაზღვრო საკუთარი მიზანი ნებისმიერ საქმიანობაში.
 როდესაც ჩვენ შეშინებულები ვართ, ვცდილობ, ყველაფერი ჩვენს კონტროლს დავუქვემდებაროთ. ასეთი მიდგომით ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში არ ვუშვებთ დადებით ცვლილებებს. მიენდეთ ცხოვრებას - მასშია ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება.
 თუ ჩვენ რაიმეს უნებართვოდ ვიღებთ – ამით ვკარგავთ მას, თუ გავცემთ _ ვიღებთ და ეს სხვანაირად არ შეიძლება იყოს.
 გაეცით საკუთარი შემოსავლის მეათედი ნაწილი და მოემზადეთ ახალი შემოსავლების მიღებისთვის.
 იმდენად რამდენადაც იზრდება სიყვარული საკუთარი თავისადმი, იზრდება პატივისცემაც.
 თქვენთვის საჭირო ცვლილებები უფრო სწრაფად და იოლად მოხდება, თუ თქვენ ზუსტად იცით, რას ელით ცხოვრებისგან.
 სიყვარული არ არსებობს ადამიანის გარეთ – ის მასში ცხოვრობს. რამდენადაც ძლიერად გიყვართ, იმდენად მეტად ხართ სიყვარულით გარემოცული.
 სამყაროში ყველაფერი უხვად არის და სამყარო მხოლოდ იმას ელოდება, რომ თქვენ "გაეცნოთ" და ეზიაროთ ამ სიუხვეს. ფული გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ, ადამიანები გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ შეგხვედრიათ ცხოვრების მანძილზე, სიხარული ბევრად მეტია, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ თქვენ დაიჯერებთ ამას, თქვენ გექნებათ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ.

Oct 1, 2010

ყველაზე მდიდარი ადამიანები ქალწულის ნიშნით იბადებიან

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

როდესაც მილიარდელები საუბრობენ იმაზე, რომ როგორ გამოიმუშავებენ ფულს, ჩვეულებისამებრ ახსენებენ სიჯიუტეს, შრომას, საქმიან ურთიერთობებს და მიზნის მიღწევის მძაფრ სურვილს. ამბობენ იმასაც, რომ მილიარდელად გახდომის შანსი ყველას არ აქვს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამის ალბათობა განსაკუთრებით მატულობს, თუ ადამიანი "ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული".
აღმოჩნდა, რომ "ფორბსის" სიაში შემავალი მილიარდელების საკმაოდ დიდი ნაწილი დაბადებული ქალწულის ნიშნით. ასეთი დასკვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის დაბადების თარიღები გაანალიზეს.
"ფორბსის" სიაში შემავალი 793 მილიადელიდან 613 მათგანის დაბადების მონაცემი დამუშავდა და მათგან სამოცდაათი (ეს თორმეტი პროცენტია) სწორედ 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე პერიოდშია დაბადებული, ანუ ეს ადამიანები დაბადებულები არიან ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით.
შეიძლება ვიღაცამ უცნაურად ჩათვალოს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი "ქალური" სახელის მქონე ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული, მაგრამ ასტროლოგიური დახასიათების მიხედვით, ამაში გასაკვირი არც არაფერია.
"ქალწულები" როგორც ცნობილია, შრომისმოყვარეები, საკუთარ თავში დარწმუნებულები, დეტალებისმიმართ ყურადღებიანები და ანალიტიკურიაზროვნების მქონენი არიან. ცნობილი ამერიკელი ასტროლოგი მაიკლ ლატინი თვლის, მილიარდელები მთლიანობაში მეტისმეტად კი არ ზრუნავენ ფულზე, არამედ ცდილობენ საკუთარ საქმეში წარმატებულები იყვნენ.
ქალწულის ნიშნით დაბადებულები, როდესაც დიდი ქონების მფლობელები ხდებიან, ბედნიერებას აღწევენ, როდესაც ამ დროს ადამიანებისთვის სარგებელი მოაქვს, მათთვის აწარმოებენ საჭირო საქონელსა და მომახურებას. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებიდან მილიარდელების პირველ ათეულში ორი ამერიკელი მილიარდელი - უორენ ბაფეტი და ლოურენს (ლარი) ელისონი.
თუმცა ნუ ჩამოყრით ხელებს, თუკი ქალწულის ნიშნით არ ხართ დაბადებული. "ფორბსის" ექსპერტთა გამოკვლევებით მილიარდელები ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნით იბადებიან. თუმცა "ქალწულები" თორმეტი პროცენტს შეადგენს, ვერძის ნიშნით დაბადებულია ადამიანები რვა პროცენტს შეადგენენ. ასევე რვა პროცენტია მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები (სწორედ მათ რიცხვში შედიან მსოფლიოს ამ პერიოდისთვის უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმ ჰელუ და უმდიდრესი ქართველი იძინა ივანიშვილი). დაახლოებით შვიდი პროცენტს შეადგენენ "მორიელები" (თითქმის თვრამეტი წელი ედგა სათავეში მდიდართა სიას მორიელის ნიშნით დაბადებული უილიამ ბილ გეითსი). "მშვილდოსნები" ექვსი პროცენტია, თუმცა ამერიკელი ასტროლოგ დეივიდ რეილი თვლის, რომ, თუ ვინმეს ცხოვრებაში უმართლებს, ეს სწორედ მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან. ამის შემდეგ პროცენტულობით სიაში მოდიან "კუროები" (რომლებიც მიზანს სტაბილურობის, ჯიუტი შრომის და მიზანსწრაფვის ხარჯზე აღწევენმიზნებს).
აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი და მსოფლიოს პირველი მილიარდელი ჯონ დევისონ როკფელერი (1839 – 1937), რომლის ქონება 2006 წლის მონაცემებით 192 მილიარდი დოლარი იყო, კირჩხიბის ნიშნით იყო დაბადებული.

Aug 4, 2010

დონალდ ტრამპის პერსონალური ჰოროსკოპი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

რა ასტროლოგიური პარამეტრები ანიჭებს
დონალ ტრამპს მიზასწრაფვასა და აგრესიულობას
"ცხოვრებაში ყველაფერი წარმატებაა"
დონალდ ტრამპი

არც თუ დიდი ხნის თბილისში ცნობილი ამერიკელი მილიარდელის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, კომპანიის Trump international-ის ("ტრამპ ინტერნეიშენელ") ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კოენი იმყოფებოდა. კოენის სიტყვებით, დონალდ ტრამპი საქართველოს უძრავი ქონებით იყო დაინტერესებული და თუ ტრამპი მომავალში საქართველოში ინვესტირებას გადაწყვეტს, ეს "მრავალნულიანი რიცხვი იქნება".
საოცარია, მაგრამ დონალდ ტრამპი ფორბსის მილიარდელების სიის მიხედვით 2 მილიარდი დოლარით სხვა მილიადელებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ 463-488 ადგილებს იყოფს. თუმცა ის თავისი აქტიური ცხოვრების წესით, რისკიანი მოქმედებებით და ასევე ფუფუნებისადმი მიდრეკილებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდელია.
საინტერესო იქნება თუ დონალდ ტრამპის პერსონალურ ჰოროსკოპს გავშიფრავთ, მითუმეტეს, რომ მისი ენერგიული და დინამიური ხასიათი საკმაოდ კარგად ვლინდება მის ჰოროსკოპში.
დონალდ ტრამპი დაიბადა ქვინსში (ნიუ-იორკში), 1946 წლის 14 ივნისს (09:51 საათზე).
მისი დაბადების დროს მზე ტყუპების ზოდიაქოში იმყოფებოდა, რომელიც მას კომუნიკაბელურობას, გამჭრიახობას, ადაპტაციის და და სწრაფი რეაგირების უნარს ანიჭებს. მზე შეერთებაში იმყოფება ურანთან, რაც მასში თავისუფლების და დამოუკიდებლობის შეგრძნებას, სიახლეებისადმი სწრაფვას და ორიგინალურობას აძლიერებს. ასეთი ადამიანი რეფორმატორია და ერთ-ერთი პირველი ხვდება რა ცვლილებებია საჭიროა. სწორედ ეს თვისება ეხმარება ტრამპს სწრაფად გაიაზროს და განახორციელოს ცვლილებები თუ რეფორმები.
ტრამპის ჰოროსკოპში ასცენდენტი ლომის ზოდიაქოშია განთავსებული და ეს პარამეტრი მას ორგანიზატორულ თვისებებს, ამბიციურობას და წარმატების მიღწევის მძაფრ შეგრძნებას ანიჭებს. ასეთი ადამიანი ამაყია, თუმცა ტრამპის შემთხვევაში ჰოროსკოპის სხვა პარამეტრების გამო ეს სიამაყე მოსალოდნელია ზოგჯერ ამპარტავნებაშიც კი გადაიზარდოს ხოლმე.
მის ჰოროსკოპში პირველ სახლშია განთავსებული მარსი (ასტროლოგიაში ეს კომბინაცია "მეომრის პოზიციად" მიიჩნევა) - ამ დროს ადამიანი ჰიპერაქტიურია და წინააღმდეგობის გაწევის უდიდეს უნარი აქვს, ეს ასევე მიანიშნებს საომარ განწყობასა და აგრესიულობაზე. მზე-მარსის დადებითი ასპექტი მიანიშნებს, რომ ორგანიზატორულობა, ენერგიულობა და მიზანსწრაფვა მას მემკვიდრებით მამისგან გადაეცემოდა (მზე ჰოროსკოპში ბევრ სხვა პარამეტრთან ერთად სიმბოლურად მამას განასახიერებს), მართლაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სწორედ მამასთან დაიწყო მუშაობა და მასთან ისწავლა ბიზნესის საიდუმლოებები, თუმცა და-ძმებიდან მხოლოდ მან შეძლო მამის ბიზნესის გაგრძელება და მისი ახალ, უფროი მომგებიან რელსებზე გადაყვანა.
ტრამპის ჰოროსკოპში აგრესიული მარსი და ნეგატიურად ასპექტირებული დესცენდენტის მართველი - ურანი (ტრამპის ჰოროსკოპში ქორწინების მაჩვენებელი) მიანიშნებენ მის პარტნიორებთან ურთიერთობებში არასტაბილურობას და დომინირების მძაფრ სურვილს, ალბათ სწორედ ამიტომ, ტრამპი უკვე მესამე ქორწინებაში იმყოფება.
მის ჰოროსკოპში მეტად სასიკეთო შეთავსებაა იუპიტერის (მეხუთე სახლის და ნაწილობრივ მერვე სახლის მმარველს) და ურანს შორის, ეს ადამიანს საშუალებას აძლევს სათამაშო ბიზნესიდან მიიღოს საკმაოდ დიდი შემოსავლები, ტრამპს ამ კუთხითაც გაუმართლა - იგი კაზინოების ქსელის მფლობელია. გარდა ამისა, ამ ასტროლოგიურ კომბინაციას ასევე წარმატებას მოაქვს სპეკულაციებში და ასევე სხვა ადამიანების ფულის მომგებიანად გამოყენებაში.
გარდა ამისა, მეორე და მერვე სახლების მართველების (მერკური და ნეპტუნის) ნეგატიური ასპექტი (კვადრატურა) მიანიშნებს მოულოდნელ კრახზე და ფინანსურ დანაკარგებზე - ტრამპის ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მას 10 მილიარდამდე ვალი ჰქონდა და თითქმის გაკოტრდა, თუმცა მან მიზანსწრაფის, ორგანიზებულობის და გაბედული მოქმედებების ხარჯზე შეძლო კრიზისიდან თავის დაღწევა (მიუხედავად იმისა, რომ მან ქონების საკმაოდ ნაწილი დაკარგა).
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპს უდიდესი მიზასწრაფვა, ენერგიულობა და ორგანიზატორული თვისებები გააჩნია და თუ მან გადაწყვიტა ("თუ", რადგან ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის), რომ საქართველოში საკუთარი ფული დააბანდოს, მაშინ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და საქართველოს ტრამპის სახელობის (მისი გვარი მისი ორგანიზაციის ბრენდია) ცათამბჯენები, კაზინოები, სავაჭრო და საცხოვრებელი კომპლექსები შეემატება.

Aug 1, 2010

ტულე – ფაშიზმი და მისტიკა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ტულე გერმანული პოლიტიკურ-ოკულტური საზოგადოება შეიქმნა მიუნჰენში, 1918 წლის იანვარში, მეორე ვერსიით კი 1918 წლის 17 აგვისტოს (ბედის ირონიით, შემდგომში ტულეს აქტიურმა წევრმა და ფაშიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა რუდოლფ ჰესმა 93 წლის ასაკში სწორედ 17 აგვისტოს მოიკლა თავი).
მისი დამფუძნებელი იყო გერმანელი ოკულტისტი ბარონ ჰენრიხ ფონ ზაბოტენდორფი (ნამდვილი სახელი და გვარი რუდოლფ გლაუერი). ამ საზოგადოების სრული სახელწოდება იყო "გერმანული ტრადიციების შემსწავლელი ჯგუფი". ეს იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მასონური ლოჟის მიერ დაარსებული გასამხედროებული ორდენი.
სახელწოდება ტულე ზაბოტენდორფმა აიღო ანტიკური ბერძენი გეოგრაფისგან პითეას მასილიელისგან (ჩვ. წ. აღ-მდე 4 საუკუნე), რომელიც თავის ნაშრომებში აღწერა ტულე, როგორც უკიდურეს ჩრდილოეთში არსებული კუნძული (თუმცა მისი არსებობა რასაკვირველია შემდგომში არ დადასტურდა. ისევე როგორც ტულეს სხვა ანალოგის – ჰიპერბოერას არსებობა).
ტულე გაჟღენთილი იყო ძველგერმანული ლიტერატურული ცოდნით, ოკულტიზმითა და რუნების სიმბოლიკით. მისი წევრებისთვის დამახასიათებელი იყო უკიდურესი ნაციონალიზმი, ანტისემიტიზმი და რასობრივი მისტიციზმი.
ამ საზოგადოების მხოლოდ მიუნჰენის ფილიალში გაერთიანებული იყო 250 ადამიანი, ხოლო მთელს ბავარიის ოლქში 1500 ადამიანზე მეტი და მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, ლექტორები, არმიის ოფიცრები. და ა. შ. საინტერესოა, რომ ამ საზოგადოებაში ასევე გაერთიანებულები იყვნენ შემდგომში ცნობილი ფაშისტები და ფაშიზმის იდეოლოგები რუდოლფ ჰესი და ლფრედ როზენბგერი და თვით დოლფ ჰიტლერი.
ტულეში გაერთიანებული ადამიანების იდეოლოგია ემყარებოდა გერმანული რასის უპირატესობას და გამორჩეულობას, ანტისემიტიზმსა და პანგერმანული სახელმწიფოს შექმნას, რომელიც შემდგომში იგივე ადოლფ ჰიტლერისთვის შთაგონების წყარო გახდა.
ისევე როგორც იმდროინდელ სხვა გერმანულ საზოგადოებასა და ორდენში ტულეც აქტიურად იყენებდა მისტიკურ სიმბოლიკებს. მათ შორის, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სვასტიკა, რომელიც შემოდგომში ფაშისტების მთავარ სიმბოლოდ იქცა.
სიტყვა სვასტიკა სანსკრიტზე (ძველინდური ენა) ერთი ვარიანტით "მისალმებას" ნიშნავს, მეორე ვარიანტით "წარმატების ნდომას", კიდევ სხვა ვარიანტით კი "კეთილად მყოფადს". სვასტიკა როგორც გრაფიკული სიმბოლო საკმაოდ "ასაკოვანია", იგი ჩვ. წ. აღ-მდე IV-III ათასწლეულებში წარმოიშვა.
სვასტიკა სხვა და სხვა ხალხში იყო დროის, სიცოცხლის, მზის, სინათლის და კეთილდღეობის სიმბოლო. უდიდესი დატვირთვა ჰქონდა სვასტიკას ინდოეთში. ჯერ კიდევ ჰარაფას კულტურის დროს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) გხვდება. სვასტიკამ ახალი დანიშნულება შეიძინა ინდოეთში ბუდიზმის გავრცელების შემდეგ. შუმერში სვასტიკა ქალღმერთ ინანას უკავშირდებოდა, ძველ ეგვიპტეში სვასტიკა მზის სიმბოლო იყო და შემდგომში ოსირისის სიმბოლოდ იქცა, ამასთან მისი ტარება მხოლოდ ქურუმებს ჰქონდათ, ბაბილონში იგი ქალღმერთ იშთარის სიმბოლო იყო, ძველ საბერძნეთსა და რომში იგი ნაყოფიერებას ნიშნავდა, ხოლო ეტრუსკულ სამყაროში კი მას მეომრები იხატავდნენ, ჩინეთში სვასტიკა ქალური ენერგიის საწყისის, `ინ~-ის იდეოგრამა იყო, სკანდინავიაში იგი ღმერთ თორის სიმბოლო იყო, ამერიკელ ინდიელებში კი სიცოცხლის სიმბოლო იყო.
სვასტიკა საკუთარ სიმბოლოდ აიღეს ნაცისტებმა, თუმცა მანამდე იგი გერმანული ოკულტური ორგანიზაციის "ტულეს საზოგადოების" ემბლემა იყო (არსებობს მოსაზრება, რომ "ტულეს" შემქმნელებს ბარონ ჰენრიხ ფონ ზაბოტენდორფსა და კარლ კლაუს ჰოფერს ემბლემად სვასტიკას გამოყენება გიორგი გურჯიევმა ურჩია).
საინტერესოა, რომ სვასტიკა როგორც სიმბოლო ქართულ ასომთავრულ ანბანშიც გხვდება – ქან-ის (卐) სახით. თუმცა ძველ საქართველოში უფრო ხშირად გხვდება სვასტიკა რკალური ფრთებით და მას ბორჯღალს უწოდებდნენ.
ტულეს შექმნელი ჰენრიხ ფონ ზაბოტენდორფი დიდი ორგანიზებულებითა და ოკულტური ცოდნით არ გამოირჩეოდა, ამიტომ, საზოგადოების მართვა, მისი ურთიერთობა ნაციონალ-სოციალისტური გერმანელ მუშათა (ფაშისტურ) პარტიასთან თავის თავზე აიღო დიტრიხ ეკარტმა, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი თავის ნაშრომში "მაინ კამფ" ("ჩემი ბრძოლა") რამდენიმეჯერ იხსენიებს. ეკარტმა კიდევ უფრო შორს განავრცო და დახვეწა ტულეს გეგმები, იდეოლოგია და მიზნები (იგივე მითი არიული რასის შესახებ!).
სხვათა შორის სწორედ ეკარტი დაუპირისპირდა ცნობილ ავსტრიელ, ეროვნებით გერმანელ მწერალ-მისტიკოსს, ანტროფოსოფს რუდოლფ შტაინერს, რადგან მისი კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი არ მოსდიოდა თვალში. ტულეს და საერთოდ ფაშიზმის მომძლავრების გამო ისევე როგორც ბევრმა სხვა გერმანელმა საზოგადო მოღვაწემ, შტაინერმაც დატოვა გერმანია. იგი შვეიცარიაში გადაცხოვრდა (არსებობს ვერსია, ანტროფოსოფების რეზიდენცია, ხის ტაძარი "გოეთეანუმი" ბაზელთან ახლოს, სწორედ ტულეს წევრებმა დაწვეს).
აღსანიშნავია, რომ რომ ჰიტლერის გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ ტულე როგორც საზოგადოება აკრძალული იქნა, ხოლოდ მისი შემქმნელი ჰენრიხ ფონ ზაბოტენდორფი, რომელმაც დაწერა წიგნი "ჰიტლერის მოსვლამდე" დააპატიმრეს, ხოლო წიგნის ყველა ტირაჟი გაანადგურეს.
სიტყვა "ტულე" თანამედროვე ცხოვრებაში უკვე საიდუმლო ორგანიზაციას უკავშირდება და ამ სიტყვა პოპ-კულტურაში ფართოდ იყენებენ. ორგანიზაცია ტულე ხშირად ფიგურირებს ფანტასტიკურ თუ საშინელებათა მხატვრულ, მულტიპლიკაციურ ფილმებში, მუსიკალურ პროექტებში და ლიტერატურულ ნაწარმოებში.

Jun 18, 2010

ზოდიაქო და საქართველოს კუთხეები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

აღმოსავლეთ საქართველოს (მათ შორის საინგილოს) კუროს ნიშანი მართავს (კუროს სიდინჯე, სიჯიუტე და კულინარიისა და სიმღერის სიყვარული საკმაოდ კარგად იკვეთება კახელებში).
დასავლეთ საქართველოს ტყუპების ნიშანი მართავს (ტყუპების ზოდიაქოს კომუნიკაბელურობა, კონტაქტურობა, ადვილი ადაპტაცია და სწრაფი აზროვნებისა თუ საუბრის მანერა განსაკუთრებით იმერლებში და მეგრელებში იკვეთება).
გურიას აგრესიული და ფეთქებადი ვერძის ზოდიაქო მართავს (გაიხსენეთ გურული "მაუზერისტები" და ფირალები, გურიის რესპუბლიკა, რომელმაც რვა თვე იარსება).
მთიანი აჭარა "ფიცხი" და თავისუფლების მოყვარე "მშვილდოსანია", ზღვისპირა აჭარას თევზების ზოდიაქო მართავს.
რაჭას "დინჯი" კურო მართავს.
საქართველოს მთას – ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, მთიულეთს, გუდამაყარსა და თუშეთს კირჩხიბი მართავს (სწორედ კირჩხიბია ტრადიციების, ისტორიის, ოჯახის ინსტიტუტის დამცველი),
სამცხე–ჯავახეთს და ასევე ტაო–კლარჯეთს – თევზები ზოდიაქო განაგებს (საიდანაც დაიწყო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება),
აფხაზეთი მშვილდოსნის ზოდიაქოს შეესაბამება,
სამაჩაბლო კი მორიელის ნიშანს განეკუთვნება...

Jun 17, 2010

ზაფხული - 2010 წლის ყველაზე რთული პერიოდია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მე ადრეც ვწერდი, რომ ზაფხულში მთელ მსოფლიოს მასშტაბით სიტუაცია დაიძაბებოდა და საერთო მდგომარეობა გაუარესდებოდა. ეს ყოველივე შესამჩნევი უკვე მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში გახდა – მკვეთრად მოიმატა ბუნებრივი კატაკლიზმების რაოდენობამ, სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელმა ზედიზედ რამოდენიმე ჰუმანიტარული გემი და რამოდენიმე ასეული აქტივისტი დააკავა, შეიარაღებული დაპირისპირება დიწყო ყირგიზეთში და მსხვერპლმა უკვე ას ადამიანს გადააჭარბა. შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტმა ყირგიზეთში მომხდარი მოვლენების სცენარის განხორციელება თბილისშიც არ გამორიცხა. ასე რომ, მთელს მსოფლიოს და საქართველოსაც "ცხელი ზაფხული" ელის (როგორც ამ სიტყვის პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).

პირველი რაც უნდა აღინიშნოს 26 ივნისს დაფიქსირდება მთვარის დაბნელება და ამის გამო 24-28 ივნისს მოიმატებს დაპირისპირებების, კონფლიქტური სიტუაციების და ტექნიკური ავარიების ალბათობა. ამ დაბნელების დროს მთვარე თხის რქის ზოდიაქოს პირველ დეკადაში იქნება განთავსებული, რაც მიანიშნებს, რომ გაიზრდება სახელმწიფო შეთქმულებების, გაფიცვების, აჯანყების, სახელმწიფოს ხელმძღვანელებზე (ან ცნობილ პოლიტიკოსებზე) თავდასხმის და ახალი შეიარაღებული დაპირისპირებების დაწყების ალბათობა (ცხადია ამის ალბათობა ყველაზე მეტად პოლიტიკურად არასტაბილურ რეგიონებში მოიმატებს).
უნდა ითქვას, რომ მთელი ზაფხულის პერიოდში შენარჩუნდება დაძაბულობა, რადგან ერთმანეთთან ნეგატიურ ასპექტში (კავშირში) იმყოფებიან სატურნი (კრიზისი, წინაღობები, ხანგრძლივი არასასიამოვნო მოვლენები), ურანი (მოულოდნელობა, ანარქია, ქაოსი, აფეთქებები) და პლუტონი (გლობალური პროცესები, ტექნიკური და ბუნერივი კატაკლიზმები, შეიარაღებული დაპირისპირებები). თუმცა ამ ყველაფრის რეალიზების ალბათობა განსაკუთრებით გაიზრდება ივლისის მეორე ნახევრიდან და შენარჩუნდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე.
17 ივლისს სატურნი-ურანი და პლუტონი ცის კაბადონზე ერთმანეთთან მიმართებაში განთავსდებიან ე. წ. ტაუ-კვადრატულ კონფიგურაციაში და 21 ივლისიდან მათ დაემატებათ მარსიც (აგრესია, იარაღი, კონფლიქტი, შეიარაღებული დაპირისპირება) და ამ ნეგატიურ პერიოდს 12 აგვისტომდე მაქსიმალურად დაძაბულ რეჟიმში გადაიყვანს.
მთლიანობაში ეს მეტად დისჰარმონიული კონფიგურაციის კოსმობიოლოგიური გავლენა შენარჩუნდება 10 სექტემბრამდე. შესაძლებელია, ეს ბედის ირონიაც იყოს, მაგრამ ამ პერიოდის პიკი იქნება 7 აგვისტო (ზუსტად ამ დღეს ორი წლის წინ საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი დაიწყო).
ასე რომ, ყველას (განსაკუთრებით პოლიტიკაში და ბიზნესში) მაქსიმალური თავშეკავება, წინდახედულობა, სიფრთხილე და რადიკალურ მოქმედებებზე უარის თქმა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი წამოწყება ფატალური შედეგით დასრულდება.
ცხადია ამ პერიოდში მოიმატებს ბუნებრივი კატაკლიზმების, ბუნებრივი მოვლენების მკვეთრი ცვლილებების და არასასურველი კუთხით განვითარების ალბათობა, ამიტომ, ამ კუთხითაც ყველას მაქსიმალური წინდახედულობა და სიფრთხილე მართებთ. ამ პერიოდში მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი რისკის მომენტი, ეს კი მოსალოდნელ დანაკარგებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

May 30, 2010

ლეონარდო და ვინჩის წინასწარმეტყველებები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ლეონარდო და ვინჩის სახელი ყველამ იცის, ალბათ არ არის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით არ ცნობს "მონა ლიზასა" და "საიდუმლო სერობას", თუმცა ალბათ ცოტას თუ გაუგია ლეონარდოს წინასწარმეტყველებები.
ლეონარდო დღემდე მიჩნეულია უნივერსალურ ადამიანად, ის არა მხოლოდ მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი, ანატომი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი და გამომგონებელია, არამედ წინასწარმეტყველიც.
მის ჩანაწერებში აღმოაჩინეს საკმაოდ ბევრ დაშიფრული ტექსტი, რომლის ნაწილი საკმაოდ ადვილად ამოხსნეს და ყველასთვის გამაოგნებელი იყო, რომ ეს წინასწარმეტყველებები აღმოჩნდა.
უცნობია ლეონარდო წინასწარმეტყველების რა ხერხს იყენებდა, თუმცა მისი წინასწარმტყველებები საკმაოდ დიდი ნაწილი არასასიამოვნო და შემაშფოთებელია. ძნელია ითქვას, ეს წინასწარმეტყველებები უკვე ასრულდა თუ შორეული მომავალში მოხდება. ერთი რამ ფაქტია, ლეონარდო ისევე როგორც ფერწერაში, წინასწარმეტყველებაშიც იდუმალი და მისტიკურია.

• ადამიანები ივლიან, თუმცა არ იმოძრავებენ.
• ადამიანები ისაუბრებენ მათთან - ვინც ძალიან შორს არის.
• ადამიანები მოუსმენენ მათ - ვინც არ ლაპარაკობს.
• მიწა გადაიშლება... ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები, რომლებიც დაიწყებენ ადამიანთა განადგურებას. დაიღუპება ბევრი სიცოცხლე, დედამიწაში ურიცხვი ნასვრეტი გაჩნდება. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი გადარჩება. გადარჩენილი ადამიანები საკუთარ სახლებს დატოვებენ. დატოვებული სახლები და სხვა ყველაფერი ფრინველებისა და მხეცების ლუკმა გახდება.
• დედამიწის ზოგიერთ ადგილას ადამიანები გადაყრიან ყველანაირ საჭმელს და სასმელს, რომელიც მათი სიცოცხლისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ეს სანოვაგე იქნება სიკვდილი.
• დაბრუნდება ჰეროდეს დრო, როდესაც დედებს უმანკო ჩვილები წაერთმევათ.
• ბევრი იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც დაიმალებიან და ასევე გადამალავენ სანოვაგეს და საკუთარ შვილებს ღრმა გამოქვაბულებში. ადამიანები იქ, სიბნელეში იცხოვრებენ მრავალი თვის მანძილზე ყოველგვარი ბუნებრივი თუ ხელოვნური განათების გარეშე.
• ადვილად დასანახი იქნება ჰაერში, დიდ სიმაღლეზე ვებერთელა გველები ფრინველებს როგორ ებრძვიან.

May 12, 2010

დააპროგრამეთ საკუთარი თავი წარმატებაზე

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

(რელაქსაცია, ვიზუალიზაცია, აფირმაცია)

ფრანგმა ფსიქოთერაპევტმა ემანულ სეგმა ერთხელ თქვა: "როდესაც წარმოსახვა და ნებისყოფა ერთმანეთში ანტაგონისტურად არიან განწყობილები და კონფლიქტში იმყოფებიან, ყოველთვის, ყოველგვარი გამორიცხვების გარეშე წარმოსახვა იმარჯვებს".
ასე რომ, შეგიძლიათ საკუთარი თავი დააპროგრამოთ წარმატებაზე. წარმოსახვას შეუძლია ყველაზე თამამი და თავხედი ოცნებების მოფიქრება და მათი რეალობად ქცევა.
ცნობილია, რომ წარმოსახვა და რაციონალიზმი ერთმანეთში მაინცა და მაინც მეგობრულ დამოკიდებულებაში ვერ არიან, ამიტომ, როდესაც ადამიანი ოცნებობს, ახდენს საკუთარი სურვილების ვიზუალიზაციას, მაშინ "ირთვება" ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო და ქვეცნობიერი "ამუშავებას" იწყებს, ამ დროს ადამიანი "ხედავს" მისთვის სასურველ ვირტუალურ რეალობას, "გრძნობს" სიმშვიდეს, "ესმის" შესაბამისი ხმა, რის ვიზუალიზაციასაც ახდენს. თუმცა ამავე დროს "ირთვება" ადამიანის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო და ცნობიერი, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეცნობიერთან და ცხადია ადამიანი ასევე წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ სურვილებთან: "ეს ჩემთვის არ არის", "მე არ ვიმსახურებ ამას", "მე გავგიჟდი" და ა. შ.
ჭეშმარიტება იმაში, რომ ადამიანის უნიკალურობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანს შეუძლია შეცვალოს სიტუაცია და წარმატებას მიაღწიოს. მიიჩნევა, რომ სწრაფ წარმატებად ითვლება ის, რომელიც რამოდენიმე წელიწადში სრულდება. არსებობს რამოდენიმე ხერხი და მეთოდი, რომელსაც შეუძლია ადამიანის წარმატებაზე დაპროგრამება. ერთადერთ და აუცილებელ ნაბიჯად ითვლება გონების ცნობიერისთვის "გვერდის ავლა". როდესაც ადამიანი ამას შეძლებს, მაშინ ქვეცნობიერი მიიღებს ყველაფერს, რასაც მასში ადამიანი მიზანმიმართულად "ჩანერგავს".
გონების "პროგრამირების" სამი კომპონენტია: მოდუნება (რელაქსაცია), ვიზუალიზაცია და აფირმაციები:

მოდუნება (რელაქსაცია): პირველი გასაღები გონების წარმატებაზე დაპროგრამებისკენ ეს არის რელაქსაცია. როდესაც ადამიანი ისვენებს და მოდუნებულ მდგომარეობაშია, ისვენებს მისი ტვინიც - ტვინის ციკლური ენერგოტალღები, აზროვნების პროცესი მშვიდდება და ამ დროს ტვინი გადადის ე. წ. "ალფა მდგომარეობაში", როდესაც ადამიანი ცნობიერი "იძინებს", თუმცა ქვეცნობიერი რჩება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მმართველობის ქვეშ. დასვენების დროს დუნდება ტვინიც და სხეულიც. სწორედ ამ დროს ადამიანის აზრები მშვიდდება იმ დონემდე, რომ ისინი უბრალოდ ვიბრირებენ. სწორედ "ალფა მდგომარეობის" აქტიურდება ქვეცნობიერი და ადამიანს სწორედ ამ დროს შეუძლია ვიზუალიზაციის დაწყება.

ვიზუალიზაცია: ეს წარმატების დაპროგრამირების მეორე გასაღებია. რელაქსაციის საშუალებით ადამიანი შედის შემოქმედებით პროცესში, რომელიც სავალდებულოა წარმატების მისაღწევად. ადამიანს შეუძლია "ჩანერგოს" საკუთარ ქვეცნობიერში ახალი აზრები და წარმოდგენები, უბრალოდ საჭიროა "დაიჭიროს" იმის გამოსახულება, რაც მას ჭეშმარიტად უნდა და იმოქმედოს ისე, თითქოს ეს უკვე აქვს და მიაღწია სასურველ მიზანს. აზრობრივმა გამოსახულებამ შეუძლია შიში ან ღელვა გამოიწვიოს, ანდა პირიქით ბედნიერების შეგრძნება გააჩინოს (ბედნიერების და სიხარულის შეგრძნება მინიშნებს, რომ ადამიანს სწორედ აქვს საკუთარი მიზანი არჩეული). საჭიროა ყოველივეს მკაფიოდა წარმოდგენა, უნდა გამახვილდეს ყურადღება დეტალებზე და ადამიანს, ის რაც ნამდვილად უნდა, რეალურ ცხოვრებაში გაჩნდება. აი, ეს არის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. ამ დროს ადამიანმა უნდა "დაინახოს" ის, რისი მიღწევის სურვილიც აქვს.

აფირმაციები: ახლა კი მესამე გასაღები წარმატებაზე დაპროგრამირებისთვის. ადამიანს შეუძლია საკუთარ ქვეცნობიერში "ჩანერგოს" ახალი მტკიცებულებები (აზრები) თვითდაჯერების მეშვეობით. რობერტ ალენისა და მარკ ვიქტორ ჰანსონის წიგნში "მილიონერი ერთ წუთში" ერთ-ერთი აფირმაცია ასეა ჩამოყალიბებული: "მე დავდივარ როგორც მილიონერი, მე ვმოქმედებ როგორც მილიონერი, მე ვარ მილიონერი". როგორც ადამიანი აფირმაციებს უმატებს გრძნობებს, ემოციებს, მაშინ ამ აფირმაციების ძალა და ენერგია ორმაგდება და ზოგჯერ სამმაგდება კიდეც. საჭიროა, იმის ნამდვილად დაჯერება, რასაც ადამიანის საკუთარ გონებას აჯერებს.

ადამიანს შეუძლია დააპროგრამოს წარმატება და ამისათვის საჭიროა მხოლოდ ეფექტური მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება. საჭიროა მოდუნება, ვიზუალიზაცია და იმის მტკიცედ გამეორება, თუ რისი მოხდენაა სასურველი (აფირმაციები). ყველა ადამიანს შეუძლია გაიმარჯვოს და ყველა მათგანი არის ამის ღირსი, ხოლო წარმატება მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვისაც ამის დიდი რწმენა და მწველი სურვილი აქვს.

May 5, 2010

სახელმწიფოს პირველი პირები და ასტროლოგები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

სტატისტიკის თანახმად უკანასკნელ წლებში ასტროლოგიისადმი ინტერესი თითქმის ორჯერ გაიზარდა, ამას სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს. მიუხედავად ასტროლოგიის ასეთი ინტერესისა, იშვიათად, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა ღიად დააფიქსიროს ასტროლოგიისადმი ინტერესი ან აღიაროს ასტროლოგების მისდამი გაწეული სამსახური. თუმცა პოლიტიკოსობის დიდი ნაწილი, უფრო სწორედ პოლიტიკოსების მრჩეველთა, პოლიტტექნოლოგთა თუ იმიჯმეიკერთა შორის ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც საფუძვლიანად ერკვევიან ასტროლოგიაში.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამერიკის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც ძალიან ენდობოდა ასტროლოგ ჯოანა კუიგლის. რეიგანმა ასტროლოგის რჩევით ინაუგურაცია დილის 5 საათზეც კი დანიშნა. ჯოანა კუიგლი პრეზიდენტ რეიგანის მეუღლეს, ნენსის რეგულარულად აწვდიდა პრეზიდენტის პერსონალურ ასტროლოგიურ ცხრილს, სადაც პოზიტიური დღეები - მწვანედ, ნეგატიური - წითლად, ხოლო ნეიტრალური ყვითლად იყო მონიშნული. კუიგლიმ 1988 წლის დეკემბერში უწინასწარმეტყველა ჯორჯ ბუში-უფროსს, რომ ახლო აღმოსავლეთში პრობლემები შეექმნებოდა.
1990 წლის მარტში ჯოანა კუიგლიმ გამოაქვეყნა წიგნი "ჩემი შვიდწლიანი თანამშრომლობა რონალდ და ნენსი რეიგანებთან თეთრი სახლის ასტროლოგის რანგში".
ამერიკის შეერთებული შტატების დაამარსებლებმა ბენჟამინ ფრანკლინმა და თომას ჯეფერსონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დღედ 1776 წლის 4 ივლისი იმიტომ აირჩიეს, რომ ამ დღეს ცის კაბადონზე პლანეტები პოზიტიურად იყვნენ განლაგებულნი, რაც აისახა კიდეც ამერიკის მომავალზე. რაც შეეხება პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს, მას თავისი ჰოროსკოპი თეთრ სახლში, კაბინეტის კედელზე ეკიდა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი ასტროლოგმა კატამრაჯუ ნარაიანა რაომ რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილა და კონკრეტული დღეც კი დაუსახელა, თავს დაგესხმებიანო. სიკვდილის წინადღეს ინდირა განდიმ თავის ერთ-ერთ მრჩეველს უთხრა: "ხვალინდელი დღე ჩემთვის ძალიან ცუდია და ყველაზე ცუდი, რაც მათ შეუძლია გამიკეთონ - არის ის, რომ შეიძლება მომკლან. თუ ხვალ მე დავიღუპები, ჩემი სისხლის ყოველი წვეთი ინდოეთს ახალი სიცოცხლით აავსებს".
ახლახან ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრების - მარგარეტ ტეტჩერისა და ჯონ მეიჯორის თანამშრომლობის შესახებ ცნობილ შოტლანდიელ ასტროლოგ მარჯორი ორთან. ორი როგორც ტეტჩერისთვის, ისე მეიჯორისთვის პერსონალურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ამზადებდა.
ცნობილია საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ურთიერთობა ფრანგ ასტროლოგ ელიზაბეტ ტესიესთან - მიტერანი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ამ ასტროლოგთან კონსულტაციების გავლის შემდეგ იღებდა. ასტროლოგთა რჩევებს ითვალისწინებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტები - ვალერი ჟისკარ დ’ესტენი და ჟაკ შირაკი.

Apr 21, 2010

2010 წლის ზაფხული საკმაოდ რთული და ფეთქებად საშიში იქნება

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ასტროლოგიური პროგნოზი

ვეფხვის წელი საკმაოდ დინამიურია და განსხვავებით გასული ხარის (2009) წლისგან უკვე დატვირთულია კატაკლიზმებითა და არასასიამოვნო მოვლენებით. თუ ხარის წელში ეკონომიკური პრობლემები, ფინანსური კრიზისები, საბანკო-საფინანსო და მასთან დაკავშირებული ტენდენციები აქტიურდება, ვეფხვის წელში წინა პლანზე ტექნიკური ავარიები, კატაკლიზმები, რევოლუციები, სამხედრო ოპერაციები, ომები და მასთან დაკავშირებული არასასიამოვნო მოვლენები გამოდის.
2010 წელში უკვე მოხდა მართლაც ტრაგიკული მოვლენები, რომლებმაც რეზონანსი მთელს მსოფლიოში გამოიწვია - ჰაიტის, ჩილისა და ჩინეთის მიწისძვრები (ყველა მათგანს და განსაკუთრებით ჰაიტის მიწისძვრას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა), სისხლიანი ტერაქტების სერია მოსკოვის მეტროში, პოლონეთის პრეზიდენტის და მასთან თანმხლები პირების ტრაგიკული დაღუპვა ავიაკატასტროფაში, ასევე უნდა გამოვყოთ სახელმწიფო გადატრიალება ყირგიზეთში (საკმაოდ ბევრი მსხვერპლით).
ვეფხვის დინამიური და ფეთქებადსაშიში წლის კოსმობიოლოგიური გავლენა ნელ-ნელა ახალ ფაზაში შედის. ამ წლის ყველაზე რთული და საშიში პერიოდი ზაფხული იქნება – ივნისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე (თუმცა დაძაბულობა სექტემბრის პირველ დეკადაშიც შენარჩუნდება). ამ პერიოდის ყველაზე რთული პერიოდი, ასე ვთქვათ პიკი აგვისტოს მეორე დეკადა იქნება.
ზაფხულის პერიოდში მოსალოდნელია როგორც საკმაოდ სერიოზული ბუნებრივი კატაკლიზმები (მიწისძვრები და წყალდიდობები – აპრილის ბოლოსა და მაისში, ქარიშხლები – მაისის ბოლოსა და ივნისში, მასშტაბური ხანძრები – ივლისსა და აგვისტოში), ისე ტექნიკური ავარიები (აფეთქება მაღაროებში, ავარიები ატომურ თუ ჰიდროელექტროსადგურებზე, ავია და ავტოკასტროფები) და რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები, სამხედრო ოპერაციები, ტერაქტები და მოსალოდნელია ზაფხულში ან ნოემბერში ვიხილოდ საკმაოდ ფართომასშტაბიანი საომარი კამპანიაც. რასაკვირველია საკმაოდ დაიძაბება სიტუაცია ფეთქებადსაშიშ და პოლიტიკურად დაძაბულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც დაძაბულობა მთელი ზაფხულის განმავლობაში და განსაკუთრებით ივნისის პირველ ნახევარში შემდეგ უკვე ივლისის მეორე ნახევრში და აგვისტოში მოიმატებს.
ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლის იანვარში ვწერდით (გაზეთი "ყველა სიახლე". 2008 წლის 18–25 იანვარი. #3), რომ 2008-14 წლებში დაიწყებოდა შვიდწლიანი ურთულესი ციკლი, რომელიც ბოლო სამოცწლიან ციკლში ყველაზე რთული იქნებოდა. ამ ციკლის პირველი "დარტყმა" 2008 წლის აგვისტოში იყო, როდესაც მოხდა საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი. ნეგატიური მოვლენების მთელი კასკადი 2010 წლის ზაფხულში დაიწყება და ეს ნეგატიური პროცესები ეტაპობრივად 2014 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ვისურვოთ, რომ მსოფლიო და განვითარებული ქვეყნების ლიდერები (ასევე საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები) მოუხმობენ გონიერებას და თავიდან აირიდებენ ფართომასშტაბიან საომარ დაპირისპირებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მართლაც ფატალური და ტრაგიკული იქნება.

Apr 9, 2010

პლუტონი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

პლუტონი – მზიდან მე-9 პლანეტა (ასტრონომიულად ის ჯუჯა პლანეტაა). იგი 1930 წელს აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდო ტომბომ. აქამდე ითვლებოდა მას მხოლოდ ერთი თანამგზავრი – ქარონი ჰყავდა, თუმცა 2005 წელს მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ქარონი თვითონ არის პლანეტა. ამის პარალელურად აღმოაჩინეს პლუტონის ორი სხვა თანამგზავრი – ჰიდრა და ნიკტა (ნიკსი).
პლუტონი ასტროლოგიურად ძველის ნგრევისა და ახლის შენების პლანეტაა. ეს არის ადამიანის ნებისყოფა, შინაგანი ძალა, ტრანსფორმაცია, რომელსაც თან ახლავს სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი (ხშირად სიკვდილიც). განასახიერებს დაბადებისა და გარდაცვალების მისტერიას. გავლენას ახდენს ომებზე, რევოლუციებზე, ტერორისტულ აქტებზე, ასევე, კატაკლიზმებზე. პლუტონის "დადებითი თვისებებია": სტაბილურობა, სიმტკიცე, მოთმინება, პატიოსნება, სულიერი ტრანსფორმაცია. "უარყოფითი თვისებები": შურისმაძიებლობა, სიფიცხე, სადიზმი, დიქტატურა, ოკულტური ცოდნის ბოროტად გამოყენება. პლუტონი ზოდიაქოს გარშემოვლას თითქმის 250 წელი უნდება, ხოლო ერთ ნიშნის "გავლას" 11-დან 30 წლამდე ანდომებს (მის სიჩქარიდან გამომდინარე).
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პლუტონის აღმოჩენას მოჰყვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მკაცრი დიქტატურის დაწყება: გერმანიაში – ჰიტლერის, საბჭოთა კავშირში – სტალინის, ესპანეთში – ფრანკოს, იტალიაში – მუსოლინის, ჩინეთში – მაო-ძედუნის და ა. შ.
პლუტონის ახალ ზოდიაქოს ნიშანი გადასვლას თან ახლავს გლობალური ცვლილებები, ომები, კატასტროფები თუ კატაკლიზმები. მაგალითად, 1913-14 წლებში როდესაც ის კირჩხიბის ზოდიაქოში შევიდა, მსოფლიოში პირველი მსოფლიო ომი დაიწყო (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ადამიანებმა მისი არსებობის შესახებ არ იცოდნენ, მისი გავლენა მაინც იგრძნობოდა), მოხდა ჩინეთის ორი რევოლუცია, რის შემდეგ დაიწყო ჩინეთი-ტიბეტის ომი, დაიწყო ბალკანეთის მე-2 ომი, ჩინეთი-ჰაიტის ომი, ალბანეთის სამოქალაქო ომი, აშშ-მ მიისაკუთრა მექსიკის ტერიტორიის ნაწილი, დაიწყო ბურების გამოსვლა ბრიტანელების წინააღმდეგ.
1939 წელს როდესაც პლუტონმა კვლავ "შეიცვალა" ზოდიაქოს ნიშანი და ის ლომში გადავიდა, უკვე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო – ფაშისტებმა დაიკავეს ჩეხოსლოვაკია და ლიტვა, უნგრელებმა კი "კარპატების უკრაინა", საბჭოთა ჯარი შეიჭრა ბალტიისპირეთში და დაიკავა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. დაიწყო საბჭოთა კავშირი-ფინეთის ომი.
1958 წელს პლუტონი შევიდა "მშვიდობიან" ზოდიაქოს ნიშანში – ქალწულში, მიუხედავად ამისა, საფრანგეთი-ალჟირის დაპირისპირებამ ამ წელს კულმინაციას მიაღწია, ამასთან დაიწყო კორეა-ტაივანის ომი, მოხდა ვენესუელის რევოლუცია, ალჟირ-ტუნისის დაპირისპირება, აშშ შეიჭრა ლიბანში, ბრიტანეთი – იორდანიაში, მოხდა შეიარაღებული ამბოხება ბოლივიაში, მაროკოში, სუდანში.
1971 წელს, პლუტონმა გადაინაცვლა სასწორის ზოდიაქოში – დაიწყო სერიოზული დაპირისპირებები ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის, სამხედრო გადატრიალებები მოხდა ეკვადორში, ყატარში, სალვადორში, მაროკოში, მადაგასკარზე და განაში, დაიწყო ტანზანია-უგანდის ომი, ახალ ფაზაში შევიდა აშშ-ვიეტნამის ომი, მიუნხენის ოლიმპიადაზე ტერორისტებმა დახოცეს 11 ებრაელი.
1983-95 წლებში პლუტონი მოძრაობდა ყველაზე "დამანგრეველ" ზოდიაქოს ნიშანში – მორიელში და ამას მოჰყვა მსოფლიოს ყველაზე დიდი კატაკლიზმები – საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა, რასაც მოჰყვა უამრავი ეთნოკონფლიქტი და შეიარაღებული დაპირისპირებები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში (მათ შორის საქართველოში) – აშშ-გრენადას ომი.
1995 წელს პლუტონი გადავიდა მშვილდოსნის ზოდიაქოში – ამ პერიოდში დაიწყო ავღანეთის სამოქალაქო ომი, რასაც ქვეყნის სათავეში თალიბების მოსვლა მოჰყვა, ასევე დაიწყო ჩეჩნეთის მე-2 ომი, ნატო-ს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სერბეთი, რასაც მოჰყვა სერბეთის შიდა დაშლა.
2008 წელს პლუტონი გადავიდა თხის რქის ზოდიაქოში და მოხდა რუსეთ–საქართველოს ომი, თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ბუმბაიში (ინდოეთი) უდიდესი ტერაქტების სერია მოხდა.