1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Feb 24, 2010

კოსმიური ენერგიის ცირკულაცია ადამიანში

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ფენ შუის პირდაპირი კავშირი აქვს სივრცესთან და თუ მის ენერგიას სწორად გამოვიყენებთ, მაშინ წარმატებებიც არ დააყოვნებს. ენერგია, რომელიც თქვენს სახლში და ოფისში არის, ის ან პოზიტიური ან დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ ეს ენერგიები და ამით საკუთარ საცხოვრებელი (სამუშაო) ადგილის ენერგეტიკული დასტაბილურება და ჰარმონიზაცია მოახდინოთ.
ფენ შუის თანახმად არ არსებობს "უსულო" საგნები (აქ რასაკვირველია სულის ღვთიური ასპექტი კი არ იგულისხმება, არამედ საგნის ენერგეტიკა), ადამიანები საკუთარი ენერგიითა და აზრ-ფორმებით საკუთარ საცხოვრებელ სივრცესა თუ ნივთებს თვითონ "ასულიერებენ" (სასიცოცხლო ძალებს შთაბერავენ). ბევრ ადამიანს ძალუძს გამოიცნოს "ცოცხალი" და "მკვდარი" სახლები (ოთახები), მაგალითად, მას, ვისაც ფაქიზი აურა აქვს, შეუძლია შეიგრძნოს ასე ვთქვათ, "სივრცის ხარისხი". ადამიანებს შფოთვა ეწყებათ იმ ოთახში, სადაც მკვლელობა ან თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე მიანიშნებს ოთახისა თუ ნივთების "მეხსიერებაში ჩაწერილი" ინფორმაცია. ამ ენერგიას განსაკუთრებით გრძნობენ ექსტრასენსები, ჰიპნოტირები, ეზოთერიკები და ა. შ.
სივრცის შეგძნების უნარი ნებისმიერ ადამიანს აქვს, უბრალოდ უმეტესობას ეს უნარი "დაჩლუგებული" აქვს და მას ყურადღებას არ აქცევს, ეს იმიტომ ხდება ადამიანი უფრო მეტად "უხეშ", მატერიალურ ფორმებსა და ენერგიებს ემორჩილება. მას დრო აღარ რჩება შეიგრძნოს უფრო ფაქიზი ფლუიდები, რომლებიც მას უფრო მეტ ინფორმაციას "მიაწვდიან", ვიდრე ეს ფიზიკურად შეიძლება გამოჩნდეს.
საერთოდ, ფენ შუი პრაქტიკაში სამი სახის ენერგიას გამოყოფენ - კოსმიურს (მეტაფიზიკურს), მიწიურსა (ფიზიკურს) და ადამიანურს. ეს სამი სახის ენერგია კი არ არის, არამედ ენერგია, რომელსაც სამი გამოვლინება, შეიძლება ითქვას ჰიპოსტასი აქვს (ისევე როგორც ადამიანის შედგება სამი ნაწილისგან - სულის, სამშვინელისა და სხეულისგან).
კოსმიური ენერგია ადამიანში კონკრიხოზე განთავსებული ჩაკრიდან მიეწოდება და ეს ღვთის მადლია, რომელიც ადამიანს სულისთვის აუცილებელ ფლუიდებს შეადგენს. მიწიური ენერგია ადამიანში სასქესო ორგანოების ქვეშ განთავსებული ჩაკრიდან შედის და ის ფიზიკური სხეულისთვის საჭირო სუბსტანციაა. ხოლო გულთან მდებარე ჩაკრაში თვითონ ადამიანის მიერ გამომუშავდება ენერგია, რომელიც ერთგვარი შემართებელია კოსმიური და მიწიური ენერგიებისაა.
ეს ენერგიები ადამიანში ერთიანდება და ის იღებს იმ ფორმას, როგორ საშუალებასაც ამ ადამიანის სულიერი და მატერიალური საწყისები იძლევა. ამ ენერგიის სამივე ფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა უმთავრესი თვითონ ადამიანის მიერ გამომუშავებული ენერგიაა, რომელიც გულში, უფრო სწორად გულთან მდებარე ჩაკრაში "გროვდება". სწორედ ამიტომ, ამბობს ქრისტე: "ყველაფერი რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გამოდის. ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმეობანი, გმობანი".

რა არის გეოპათოგენური ზონა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

სიტყვა გეოპათოგენური "დაავადებულ მიწას" ნიშნავს. ცნობილია, რომ დედამიწის შუაგულიდან (ბირთვიდან) ნეგატიური ენერგია გამოედინება, თუმცა დედამიწის ზედაპირზე ეს სხივები სხვადასხვა ადგილას "ამოდის", სწორედ ამ "წერტილებს" ეწოდება გეოპათოგენური ზონები. ამ გამოსხივების ველში დიდხანს ყოფნა სხვადასხვა დაავადებებსა და გუნება-განწყობილების გაუარესებას იწვევს.
ადვილი შესაძლებელია ეს "ზონები" ჩვენს საცხოვრებელ სახლში ან სამუშაო ადგილზე იყოს. ასეთ ადგილას ადამიანი ჩქარა იღლება, უმიზეზოდ სტკივდება თავი, უარესდება ხასიათი, ღიზიანდება და ეუფლება აგრესია. თუ ეს "ზონა" საავტომობილო გზაზეა, მაშინ აქ საკმაოდ ხშირად ხდება ავტოკატასტროფები და ამის გამო ადამიანები ასეთ ადგილს "დათარსულს" უწოდებენ.
სხვათა შორის ასეთ ადგილებს ძალიან კარგად აღიქვამენ ცხოველები, იგივე ძაღლი და კატა. ცნობილია, რომ ძაღლი გეოპათოგენურ ზონას ერიდება, კატა კი პირიქით ცდილობს ასეთ ადგილას დაწვეს და დაიძინოს, ამით ის საკუთარ თავზე იღებს ნეგატიურ ენერგიას (ამიტომ, ძველად ახლად აშენებულ სახლში პირველად კატას შეუშვებდნენ და სადაც კატა დაწვებოდა, იქ საწოლს არ დგამდნენ).

Feb 21, 2010

სიტყვის ენერგია (ლოცვა და წყევლა)

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება სიტყვის ძალა, მენტალური და ვერბალური ენერგია. ვისაუბრებთ სიტყვის ფენომენზე, ანუ ადამიანს რამდენად შესწევს უნარი მიზანმიმართულად ან ქვეცნობიერად მოახდინოს საკუთარი სიტყვის მატერიალიზაცია. გავიგებთ, თუ რა ენერგია აქვს სიტყვას, რა შედეგი მოაქვს მაგალითად, წყევლას, გინებასა თუ ლოცვას.

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა". რა თქმა უნდა სხვა არის ღვთიური სიტყვა, ასე ვთქვათ ლოგოსი (Эн архэ эн о Логос) და სხვა არის ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა, თუმცა მენთალური, ანუ აზრობრივი და ვერბალური, ანუ სიტყვიერი ენერგია თავისთავად არსებობს. სიტყვას საკუთარი ენერგია და სიხშირე გააჩნია, რომელიც ადამიანის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე მოქმედებს.
ადამიანის აზროვნებისა და საუბრის პროცესი ეს არის ენერგიის გამომუშავება და გადაცემა. ეს ენერგია ქმნის ე. წ. აზრ-ფორმას, ანუ აფირმაციას, როგორც მას ეზოთერიკაში უწოდებენ. თუ უფრო დავაზუსტებთ, აფირმაცია ეს არის მიზანმიმართული აზრ-ფორმაა, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის და მის გავლენას ბუმერანგის პრინციპით უკან იღებს, ანუ რასაც აგზავნის, იმასვე იღებს უკან.

სხვათა შორის, მხოლოდ ერთი სიტყვით შესაძლებელია არა მხოლოდ ადამიანის ემოციური სამყაროზე, არამედ მის ცნობიერებაზე მოქმედებაც. მაგალითად, ერთი სიტყვით შესაძლებელია ადამიანის დაჰიპნოზება. ეს მეთოდი გამოიყენება ინდურ ჰიპნოზში, როდესაც ადამიანს ხმამაღლა უყვირიან "დაიძინე" – ამ დროს შიშის ნიადაგზე ადამიანის ქვეცნობიერი ითიშება და გადადის ტრანსში. ამ მეთოდს იყენებდა ცნობილი ფრანგი ფსიქიატრი ჟან მარტინ შარკო, რომელიც, სხვათა შორის ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელი გახლდათ. ამ დროს სიტყვას აქვს მოულოდნელობის ეფექტი. ამ მეთოდს ზოგჯერ ქვეცნობიერად მიმართავენ მშობლები ჭირვეული ბავშვის დასაძინებლად.

რაც შეეხება ლოცვას – ადამიანი, რომელიც ლოცულობს, მისი დადებითი ენერგია მიდის კოსმოსში და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან უბრუნდება ამ ადამიანს და მის გარემოცვას. ლოცვა და არა მხოლოდ ლოცვა, არამედ წყევლაც განსაკუთრებით მაშინ მატერიალიზდება, როდესაც ის დიდი ემოციურ მუხტს შეიცავს. ადამიანში ემოციური სხეულის ცენტრი გულია. სწორედ ამიტომ, ლოცვა უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ, "გულით" და არა "ტვინით", ანუ მხოლოდ გონებრივად, ემოციის გარეშე.

ახლა მინდა, ერთ ცნობილ მოვლენაზე ვისაუბროთ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტთა წყევლის სახელით არის ცნობილი. აქ მოყვანილი ფაქტები დაგვარწმუნებს, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიტყვას შეუძლია დროისა და სივრცის მიუხედავად მატერიალიზდეს და დამანგრეველი შედეგი მოიტანოს.

ეს ფაქტი სათავეს იღებს XIX საუკუნის დასაწყისიდან – ამერიკაში, ინდიანას შტატის სენატორს ულიამ ჰენრი ჰარისონს 1802 წელს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონისგან მიღებული ჰქონდა ბრძანება, რომ გაეთავისუფლებინა ის ტერიტორიები, რომლებზეც აბორიგენი ინდიელები ცხოვრობდნენ. შეტაკებები რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ინდიელთა გაერთიანება შეძლო შაუნების ტომის ბელადმა, სახელად ტეკუმსემ, რომელსაც მეტსახელად "მფრინავი ისარი" ერქვა. 1811 წლის ნოემბერში ამერიკელების ჯარმა ინდიელთა გაერთიანებული ლაშქარი გაანადგურა, ხოლო ტეკუმსე ტყვედ ჩაიგდეს. მაშინ ტეკუმსემ დაწყევლა როგორც თვითონ ჰარისონი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. გადმოცემით, ინდიელთა ბელადმა სენატორს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "შენ გგონია მოგვკლავ მე და ჩემს ძმას – ტანსკვატავის და ყველაფერი დასრულდება. მე ვხედავ შენ დიდი ბელადობა გინდა. მიაღწევ ამას, თუმცა მოკვდები და მოკვდება ყველა დიდი ბელადი, რომელიც შენ შემდეგ ოცი წლის შემდეგ მოვა".

ინდიელის სიტყვებს, უფრო სწორედ კი მის წყევლას ყურადღება არავინ მიაქცია, თუმცა ინდიელის სიტყვები მაშინ გაახსენდათ, როდესაც 1841 წელს უკვე ამერიკის მე-9 პრეზიდენტად არჩეული უილიამ ჰენრი ჰარისონი, ანუ ადამიანი, რომელიც ინდიელთა ბელადმა დაწყევლა, რამოდენიმე თვეში გარდაიცვალა. იგი პნევმონიამ იმსხვერპლა.

ოცი წლის შემდეგ არჩეულ მე-16 პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს (რომელიც უკვე მეორე ვადით იყო არჩეული) თეატრში მსახიობმა ჯონ უილქს ბუტმა ესროლა – დაჭრილი პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გავიდა კიდევ ოცი წელი და ამერიკის მე-20 პრეზიდენტად არჩეული იქნა ჯეიმს აბრამ გარფილდი. მას რკინიგზის ვაგზალზე ჩარლზ გიტომ ესროლა. ამერიკის პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ამის შემდეგ ტეკუმსეს წყევლას ყურადღება უკვე ასტროლოგებმაც მიაქციეს და ცნობილმა ამერიკელმა ასტროლოგმა ქალმა ევანჯელინა ადამსმა (რომელიც ცნობილი ამერიკელი მილიარდელის ჯონ დევისონ როკფელერის პირადი ასტროლოგი გახლდათ) იპოვა ამ წყევლის გასაღები. საქმე იმაშია იყო, რომ 20 წელში ერთხელ ცის კაბადონზე ხდება იუპიტერისა და სატურნის შეერთება და 20 წელში ერთხელ ამერიკის პრეზიდენტების სიკვდილი სწორედ ზემოთ აღნიშნულ ასტროლოგიურ კონფიგურაციას ემთხვეოდა. თუმცა უცნობია, ის ცოდნა, თუ როგორ დაუკავშირა ტეკუმსემ თავისი წყევლა ამ ასტროლოგიურ კონფიგურაციას.

თუმცა ამას ამერიკის პრეზიდენტებისთვის შეღავათი არ მიუცია, როგორც ჩანს პოლიტიკოსები ნაკლებად სწყალობენ ასტროლოგიას, ვიდრე იგივე ბიზნესმენები. ამის დასტურია ის, რომ 1900 წელს ამერიკის 25-ე პრეზიდენტად არჩეულ უილიამ მაკ-კინლიმ ასტროლოგ ადამსის რეკომენდაციები არ გაითვალიწინა – პრეზიდენტს ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა პისტოლეტიდან ორჯერ ესროლა. პრეზიდენტს ჭრილობების გამო განგრენა დაემართა და რვა დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ტეკუმსეს წყევლის შემდეგი მსხვერპლი 1920 წელს ამერიკის 29-ე პრეზიდენტი უორენ ჰარდინგი აღმოჩნდა – ის პრეზიდენტად არჩევიდან ორ წელში ინფარქტით გარდაიცვალა, ანუ საპრეზიდენტო ვადა ვერც მან დაასრულა.

1940 წელს პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი გახდა, იგი ამერიკის 32-ე პრეზიდენტი გახლდათ. რუზველტი მანამდე ამ პოსტზე სამჯერ იქნა არჩეული, ხოლო მეოთხე პრეზიდენტობა, როგორც უკვე ვთქვით, 1940 წელს დაიწყო, ანუ ასე ვთქვათ, "დაწყევლილ პერიოდში" – რუზველტმა საპრეზიდენტო მეოთხე ვადა ვერ დაასრულა, იგი 1945 წლის 12 აპრილს ტვინში სისხლის გაჟონვისგან გარდაიცვალა.

გავიდა კიდევ ოცი წელი – 1960 წელს არჩეული ამერიკის 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი გახდა, რომელიც 1963 წლის 22 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

ტეკუმსეს წყევლას ამერიკის შვიდი პრეზიდენტი ემსხვერპლა და მას ვინც პირველი ცოცხალი გადაურჩა, 1980 წელს არჩეული მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო. თუმცა თავს მაინც დაესხნენ – რეიგანს ფსიქიკურად ავადმყოფმა ჯონ ჰინკლმა ესროლა. რეიგანი სიკვდილს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით დაუძვრა. იგივე ჭრილობის გამო XIX საუკუნეში მას ვერავინ ვერ უშველიდა. რეიგანი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც ტეკუმსეს წყევლას გადაურჩა და სხვათა შორის ამ ფაქტმა ხალხში კიდევ უფრო გაზარდა რეიგანის რეიტინგი და პოპულარობა. საქმე იმაში, იყო რეიგანის და მისი მეუღლის ნენსის პირადი ასტროლოგი გახლდათ ჯოანა კუიგლი. რომელმაც ნენსი რეიგანი გააფრთხილა კიდეც, ამ უკანასკნელმა კი თავად პრეზიდენტს შეატყობინა, რაზეც რეიგანმა ჩვეული იუმორით უპასუხა: "თუ მესვრიან, თავს დავხრი". თუმცა პრეზიდენტის დაცვა მითითებულ პერიოდში მაინც გაძლიერდა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ დაცვის გაძლიერებამ და პრეზიდენტის გარშემო დამატებითი აგენტების ყოფნამ განაპირობა, რომ ჰინკლის გასროლილი ექვსი ტყვიიდან პრეზიდენტს მხოლოდ ერთი მათგანი მოხვდა.

2000 წელს ამერიკის 43-ე პრეზიდენტად ჯორჯ ბუში-უმცროსი აირჩიეს და ყველას აინტერესებდა თუ რა ბედი ეწეოდა ბუშს. ინდიელი ბელადის წყევლას მხოლოდ რეიგანი გადაურჩა თუ ამ წყევლამ უბრალოდ ძალა დაკარგა?!
სხვათა შორის, ტუნისელმა ასტროლოგმა და "თანამედროვე ნოსტრადამუსად" ჰასან ალ შარიბმა, რომელმაც მანამდე იწინასწარმეტყველა პრინცესა დაიანას სიკვდილი, 2001 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშს თავს დაეხმებოდნენ. ამ წინასწარმეტყველებას იმხელა რეზონანსი ჰქონდა, რომ ბრიტანელმა რეჟისორმა გაბრიელ რეინჯმა გადაიღო ფილმი "პრეზიდენტის სიკვდილი". უნდა ითქვას, რომ ჯორჯ ბუშს თავს მართლაც დაესხნენ – 2002 წელს ერ რიადში (საუდის არაბეთი), ხოლო 2005 წელს თბილისში, თუმცა თავდასხმელებმა მიზანს ვერცერთხელ ვერ მიაღწიეს.
ჯორჯ ბუშ-უმცროსმა დაასრულა საპრეზიდენტო ვადა, ანუ სავარაუდოდ ტეკუმსეს წყველამ დაკარგა ძალა.
თითქოს რა სასიკვდილო ენერგია უნდა ჰქონდეს ერთი ადამიანის სიტყვას, რომ ამდენი ადამიანის ბედისწერაზე იმოქმედოს და თანაც სასიკვდილოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთბაშად ამდენი დამთხვევა უბრალოდ გამორიცხულია.

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია წყევლა. წყევლა, როგორც აზრ-ფორმის მიზანმიმართული გავრცელებაა, ანუ ეს არის ნეგატიური აფირმაცია, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის იმ იმედით, რომ მისი წყევლა ასე ვთქვათ, მის მტერს, მოძულეს დააზიანებს. პრინციპში ეს ასეც ხდება. ძველ აღთქმაში, კონკრეტულად კი "სიბრძნე ზირაქისა" ვკითხულობთ: "ადამიანს თავს ნუ დააწყევლინებ, რადგან იმ ადამიანის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი".
აქვე უნდა ვთქვათ, რომ წყევლა აზიანებს არა მხოლოდ იმ ადამიანის ბიოველის სტრუქტურებს, ვისკენაც არის მიმართული ეს წყევლა, არამედ ის მოქმედებს მასზეც, ვისიდანაც მოდის. ეს ქართულ ანდაზაშიც კარგად ჩანს, რომელიც ასე ჟღერს: "წყევლა – მაწყევარისაა".

სხვათა შორის, ბევრ ქალს ჩვევად აქვს საკუთარი მეუღლის, შვილების და საერთოდ ადამიანების წყევლა. ეს უფრო გავრცელებულია საქართველოს რეგიონებში. ეს არის საკმაოდ ნეგატიური მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცრურწმენა, რომ დედის წყევლა შვილზე არ მოქმედებს, ეს ასე არ არის. წყევლა ეს არის ბოროტების ერთ-ერთი ფორმა. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება არსად არ ქრება. იგი ქვეცნობიერში მკვიდრდება და ადრე თუ გვიან გადმოიღვრება და თანაც მათზე, ვინც ჩვენს გვერდით არის და ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს.

ალკოჰოლი და ზოდიაქოს ნიშნები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


ვერძი
- ეს ადამიანი ალკოჰოლის მიღების გარეშე იმპულსური, დაუფიქრებელი, ზოგჯერ უტაქტო და აგრესიულიც კია, ხოლო თუ ის ნასვამია, მაშინ თქვენს წინაშე უკვე საკმაოდ საშიში სიტუაცია მწიფდება. ვერძს სიფრთხილე მართებს ალკოჰოლის მიღებისას და უნდა შეეცადოს არ გადააჭარბოს, რადგან ამან მოსალოდნელია დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციების შექმნას შეუყოს ხელი. იმის მიუხედავად, რომ ვერძს მაგარი სასმელები ვნებს (მას განსაკუთრებით კუჭისა და თირკმელების პრობლემები ექმნება ხოლმე), ის უპირატესობას მაინც ასეთ სასმელს ანიჭებს - ვისკი და კონიაკი მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელია. ვერძს უყვარს დინამიურობა, სისწრაფე, აზარტულია და როდესაც ის ნასვამია, არც თუ იშვიათად მანქანით სწრაფად გასეირნება უნდება, რაც ბუნებრივია ავარიულ სიტუაციებს ერთი-ორად ზრდის. სხვათა შორის ვერძის სუსტი წერტილი თავია, ამიტომ, არც თუ იშვიათად ნასვამი ვერძი ტრავმებს სწორედ თავის მიდამოებში იღებს. მისთვის ყველაზე სასიკეთო წითელი ღვინოს მიღებაა.

კურო - ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ალკოჰოლის მიღებისას მთელ ზოდიაქოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ნიშანია. მას შეუძლია შესანიშნავი რომანტიკული საღამო გაჩუქოთ, ამასთან არც დახარჯულ ფულზე იწუწუნოს, თუმცა ეს ნუ მოგატყუებთ. არ გირჩევთ კუროს სასმელის მიღების შემდეგ საქმეები ურჩიოთ და საკუთარ ჩვევებზე უარის თქმა მოსთხოვოთ. კურო დიახაც რომ მომთმენია, თუმცა თუ მოთმინებამ უღალატა, მაშინ თქვენ ტორნადოში მოხვედრის კარგი პერსპექტივა გიჩნდებათ. გაიხსენეთ, კურო ხარია და ასე რომ, ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. ალკოჰოლური სასმელებიდან კურო, ისევე როგორც ლომი უფრო... მაღალფასიანს ანიჭებს უპირატესობას, რადგან თვლის, რომ ძვირი ავტომატურად ხარისხს გულისხმობს. კუროს სუსტი წერტილი ყელია, ამიტომ, ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებას განსაკუთრებით ის კურო უნდა მოერიდოს, რომლის პროფესია და საქმიანობა ხმასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, მომღერალი, დიქტორი და ა. შ.). კუროსთვის ასევე არ არის რეკომენდებული ლუდის გადაჭარბებული მიღება, რადგან მიდრეკილია წონის მომატებისადმი, ამიტომ, ეს მომენტი ყურადღებას ითხოვს.

ტყუპი – საერთოდ ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანი ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ არის, თუმცა არც ახლობელი ადამიანების წრეში ის არასდროს იტყვის უარს რამოდენიმე ჭიქა სასმელზე. მას სიმთვრალე ადვილად ემჩნევა და პირველი რაც მის სიმთვრალეს ამტკიცებს ეს არის გაუთავებელი და ხმამაღალი ლაპარაკი ჟესტიკულაციის თანხლებით (ამავე დროს ის საუბრის დროს არც თუ ცოტა შეცდომას უშვებს). ნასვამი ტყუპი თავგადასავლებს ეძებს და სწორედ ამ დროს უჩნდება მოგზაურობის, უფრო სწორად კი ხეტიალის სურვილი, ეს კი ტყუპისთვის არც თუ სასიამოვნოდ სრულდება ხოლმე, ამიტომ, ამ ადამიანმა ალკოჰოლის მიღების დროს რაც შეიძლება ნაკლები უნდა ისაუბროს და იხეტიალოს. ეს ნიშანი აგრესიულობით არ გამოირჩევა და კინკლაობის ან ჩხუბის მოთავედ თითქმის არასდროს გვევლინება. სხვათა შორის ზომიერად ნატურალური ღვინის მიღება ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანს ორგანიზმში მიკროელემენტების აღდგენაში ეხმარება. მისთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა მშრალი და ასევე მუსკატის ღვინო.

კირჩხიბი – ისევე როგორც კუროს და ლომის, ისე კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანი გურმანია და გემოვნებით არჩევს როგორც საკვებს, ისე ალკოჰოლურ სასმელს. კირჩხიბის სუსტი წერტილი კუჭია და არც თუ იშვიათად მას ალკოჰოლის მიღების შემდეგ კუჭის მომატებული მჟავიანობა აწუხებს ხოლმე, ამიტომ, მან ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციოს. კიდევ ერთი მომენტი რაც კირჩხიბისა და ალკოჰოლის ურთიერთობებს შეეხება ის არის, რომ ნასვამი კირჩხიბი აგრესიული კი არა, დეპრესიული ხდება და სწორედ მაშინ ახსენდება ვინმემ თუ რამე აწყენინა და ამის გამო აპათიაში ვარდება ხოლმე _ ამას კირჩხიბის მომატებული მგრძნობიარობა ახდენს, ამასთან კირჩხიბმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი ახალ და სავსემთვარეობის დროს, რადგან ამ ნიშანს სწორედ მთვარე მართავს და ამ დროს კირჩხიბის ემოციური სისტემა დაძაბულია. კირჩხიბისთვის მისაღები უფრო რბილი ალკოჰოლური სასმელია მისაღები, შესაძლოა, ეს სამკურნალო მცენარეებზე დაყენებული ლიქიორი იყოს, რომელიც შესანიშნავი გემოთი და არომატით გამოირჩევა.

ლომი – რაც შეეხება ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანს, ის საერთოდ, არამც თუ ალკოჰოლს, არამედ ყველანაირ საზეიმო მიღებებსა და რომანტიკულ საღამოებს პატივს სცემს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის არ არსებობს "ოქროს შუალედი" – ის თუ "სვამს", მაშინ მთელმა ქალაქმა უნდა გაიგოს. მას შეუძლია ერთ საღამოს რესტორანში მთელი თვის ჯამაგირი დახარჯოს, შეუკვეთოს საუკეთესო საჭმელი, სასმელი, მუსიკა და შემდეგი ერთი თვე მხოლოდ ჰამბურგერებით იკვებოს. ნასვამი ლომი ყველას მასპინძლობს – მარჯვნივ და მარცხნივ ფულს ხარჯავს, ის ბუნებით ხელგაშლილია – არ უნდა დაგვავიწყდეს ლომი მეფეა და ეს ვლინდება მის ხასიათშიც. სასმელის შერჩევისას ლომი უფრო ფასს აკვირდება, ვიდრე გემოს ან არომატს, მთავარია მასში ძვირი გადაიხადოს და მეორე დღეს ამ მოვლენაზე ხალხმა ისაუბროს. მისი სუსტი წერტილი გულია, ამიტომ, მას ამ კუთხით ყურადღება მართებს. ნასვამი ლომი როგორც ყველა ცეცხლის ნიშანი, აგრესიულია და მასთან კონფლიქტში ნუ შეხვალთ.

ქალწული – ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი თვლის, რომ კოქტეილი და ჭიქა ვისკის გადაკვრა – დროის უბრალოდ დაკარგვაა. ეს ადამიანი რეალისტი, ორგანიზებული და მოწესრიგებულია, ასე რომ, მას იშვიათად ნახავთ ნასვამს. ბუნებით ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები აქტიურ მსმელთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, ამის მიუხედავად მას ზოგჯერ მაინც უწევს ალკოჰოლური სასმელის მიღება და ამას დიდი ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს. მას სუსტი საჭმლისმომნელებელი სისტემა აქვს, ამიტომ, ყველანაირად ცდილობს მოერიდოს ალკოჰოლს. ამასთან – ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი ბუნებით ესთეტია და მას არ ხიბლავს ნასვამმა აქეთ-იქით იყიალოს და საკუთარი იმიჯს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს. თუმცა თუ მან სადმე დასალევად გადაწყვიტა, ესე იგი სიტუაცია დახვეწილი და რაფინირებულია, ამასთან მოსალოდნელია ამ დროს მან მომგებიანი პროექტიც გაჩარხოს. სხვათა შორის, ამ ნიშანს მიდრეკილება აქვს კოლექციონერობისადმი და არ არის გამორიცხული მის სახლში ნაირ-ნაირი ალკოჰოლური სასმელიც აღმოაჩინოთ.

სასწორი – საერთოდ სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანი, ისევე როგორც ტყუპისა და მერწყულის ნიშნები, ალკოჰოლისადმი დიდი მიდრეკილებით არ გამოირჩევა, ამასთან მას უფრო ე. წ. "ტკბილი სუფრა" ხიბლავს, სადაც შედარებით რომანტიკული სიტუაცია, ამასთან ეს სუფრა პოეზიითა თუ მუსიკით არის გაჯერებული (სასწორს ხომ ხელოვნების მართველი პლანეტა ვენერა მართავს). ზოგადად ეს ნიშანი ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელია, სიმთვრალეში აგრესიით არ გამოირჩევა, თუ მას მორიელის გავლენა არ გააჩნია (ეს უფრო 14-23 ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს ეხებათ). სასწორის სუსტი წერტილი თირკმელებია, ამიტომ, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანმა ალკოჰოლი ბოროტად არ უნდა გამოიყენოს, რადგან მოსალოდნელია ეს მისთვის სავალალოდ დამთავრდეს. ცოტა ნატურალური ღვინის მიღება სასიკეთოა და ამ ადამიანის ორგანიზმს მიკროელემენტებით გაამდიდრებს. ეს ადამიანი გამოირჩევა გემოვნებით და მას ხიბლავს არომატული ალკოჰოლური სასმელი – კონიაკი, ვისკი, რომი, კალვადოსი, თუმცა არც ჩილის ან ფრანგულ ღვინოზე იტყვის უარს.

მორიელი – მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანისა და ალკოჰოლის ურთიერთობა შეიძლება ვთქვათ, მრავალგანზომილებიანია. ამ ნიშნის მართველი (უფრო სწორად თანამართველი) პლანეტა მარსია, რომელიც აგრესიულობითა და ფეთქებადობით გამოირჩევა, რაც ბუნებრივია მოქმედებს მორიელზეც. ეს ადამიანი დალევაზე უარს არ ამბობს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ალკოჰოლის მიღების შემდეგ ემოციებზე კონტროლს კარგავს და შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეს. არც თუ იშვიათად კინკლაობასა და დაძაბულ სიტუაციებსაც თვითონაც უდებს სათავეს. ნასვამი მორიელი უნდა მოერიდოს ურთიერთობების გარკვევასა და კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან ამ ყოველივეს მისი ცხოვრების დანგრევა შეუძლია. სხვათა შორის მორიელი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნიშანია და ალკოჰოლის მიღების შემდეგ უჩნდება რომანტიკული ურთიერთობების დაწყების ან განახლების სურვილი. მორიელის სუსტი წერტილი შარდ-სასქესო ორგანოებია და ზოგჯერ გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღება ამ კუთხითაც უქმნის პრობლემებს. საერთოდ, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნასვამ მორიელთა სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო, რათა უმნიშვნელო გახუმრებამაც რაიმე პროვოკაციული სიტუაცია არ შექმნას.

მშვილდოსანი – ამ ადამიანს უყვარს მოგზაურობა, ბევრი გადაადგილება, ხმაურიანი კომპანიები, ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამ დროს ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს და ასწრებს, მათ შორის ალკოჰოლის მიღებასაც. მშვილდოსანი ეგზოტიკური ნიშანია და ცდილობს ეგზოტიკური ალკოჰოლი მიიღოს – ეგზოტიკურ სიტუაციაში. საერთოდ, უპირატესობას უფრო მსუბუქ სასმელს ანიჭებს – ლუდი, ღვინო, პორტვეინი, ლიქიორი. ფხიზელი მშვილდოსანი ტაქტითა და დიპლომატიით არ გამოირჩევა და ნასვამი შესაძლოა, ცოტა უხეშიც კი გახდეს, ზოგჯერ აქვს აგრესიულობის მომენტებიც. ნასვამი მშვილდოსანი მანქანის საჭესთან უკვე სახიფათოა, რადგან საერთოდ მიდრეკილია ტრავმებისადმი და ამ დროს ბუნებრივია იზრდება ავარიული სიტუაციები. მშვილდოსნის სუსტი წერტილი ღვიძლია, მითუმეტეს, რომ ალკოჰოლის სისტემატური მიღება ამ ორგანოს ძალიან აზიანებს, ამიტომ, ეს მომენტი ყურადღებას ითხოვს. სხვათა შორის მშვილდოსანს უმართლებს უცხოელებთან ურთიერთობების დროს, თუმცა თუ მან ამ ურთიერთობებში ალკოჰოლი ბოროტად გამოიყენა და სულ სხვა სახით წარმოჩნდა ახალი ნაცნობების წინაშე, მაშინ შესაძლოა, მან სერიოზული პერსპექტივები გაუშვას ხელიდან.

თხის რქა – საერთოდ თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანი არ მიეკუთვნება აქტიურ მსმელთა რიცხვს, რადგან თვლის, რომ ასე ის საკუთარ ჯანმრთელობასა და კარიერას საფრთხეს შეუქმნის. რაიმე კომპანიაში შესაძლოა თხის რქა ვერ შევნიშნოთ, რადგან მას არ უყვარს ხმამაღლა ლაპარაკი. თუმცა მას ადვილად შეამჩნევთ ცნობილი და მდიდარი ადამიანების გვერდით. მსგავს ადამიანებთან ნაცნობობა და მეგობრობა თხის რქების სისუსტეა. ბუნებით თხის რქა მელანქოლიკია და შესაძლოა, მას ალკოჰოლის მიღების შემდეგ დეპრესიაც კი მოეძალოს. თხის რქის სუსტი წერტილი ძვლოვანი სისტემაა, ამიტომ, ეს ნასვამი თხის რქა მიდრეკილია კიდურების ტრავმებისადმი. მისთვის ალკოჰოლი უფრო თავის გამოჩენის საშუალებაა, ამიტომ, მას სიამოვნება ანიჭებს, როდესაც სახელგანთქმულ ბრენდს მიირთმევს. მას ერთი ჭიქა კარგი წითელი ღვინო საჭმლის მონელებაში ეხმარება და ამასთან გუნება-განწყობილებასაც გამოუკეთებს. სხვათა შორის ქალწულის ნიშანთან ერთად თხის რქაც სასმელების კოლექციონერობისკენ არის მიდრეკილი.

მერწყული – მერწყული უცნაური და ორიგინალური ადამიანია და ეს ვლინდება ალკოჰოლის მიღების დროსაც. შესაძლოა, მან კონიაკს დააყოლოს რძე, ხოლო ვისკი ლუდის ჭიქით დალიოს. მერწყულს ალკოჰოლი უფრო ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად სჭირდება, ამასთან უფრო მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს და ხმაურიანი კომპანიები მაინცა და მაინც არ ხიბლავს. მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანს დრო და დრო შინაგანი ტრანსფორმაციისთვის განმარტოება სჭირდება და ამ განმარტოვების დროს სრულიად შესაძლებელია რამდენიმე ჭიქა მარტომაც კი დალიოს. ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება მას პრობლემებს ნერვულ სისტემასთან და მხედველობასთან დაკავშირებით უქმნის, მითუმეტეს, რომ ამ ნიშანს ნევრული სისტემა არც თუ ისე მდგრადი აქვს. მერწყულს ძალიან უყვარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა და თუ ეს აკლია, მაშინ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ამ საკითხს წინ მთელი სიმძაფრით წამოსწევს ხოლმე. სხვათა შორის, მერწყული ბუნებით გამომგონებელია და ალკოჰოლი მას ზოგჯერ სიახლეების დანერგვის იმპულსსაც აძლევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ყოველთვის ალკოჰოლს უნდა მიმართოს.

თევზები – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს უყვარს ბევრი სითხის მიღება – ცივი, ყინულიანი წყლით დაწყებული, 10-12 ჭიქა ყავით, ჩაით და წვენით დამთავრებული. თევზებმა ძალიან კარგად იცის, რომ ზოგადად მისთვის ალკოჰოლი მავნებელი, საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ჩქარა თვრება და ამის შემდეგ ის მომენტალურ დეპრესიაში "ვარდება", ამიტომ არც თუ იშვიათად ნასვამი თევზები ცხოვრებაში საბედისწერო შეცდომებს უშვებს. გარდა ამისა, თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანს, ისევე როგორ სხვა წყლის სტიქიით დაბადებულ ადამიანებს, მიდრეკილება აქვს მოწამვლისადმი, ასე რომ, მან არ უნდა მიიღოს საეჭვო წარმოშობის ალკოჰოლი. ასევე არ არის სასურველი სუფრაზე ყოფნის დროს ყველა სასმელი დააგემოვნოს, რადგან ეს ნაბახუსევის ერთ-ერთი წინაპირობაა. სამწუხაროდ, თევზებს ხშირად ალკოჰოლისადმი გადაჭარბებული ლტოლვა უჩნდებათ ხოლმე. აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ სასმელის დაგემოვნების სურვილის გამოა, რომ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანი შესანიშნავი სომელიე გამოდის.

Feb 17, 2010

რატომ არ არის საშიში 2012 წლის 21 დეკემბერი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

("მაიას კალენდრის" ისტერიის შესახებ)

ჩვენ მაიას კალენდარზე ადრეც ვისაუბრეთ, თუმცა კვლავ ვუბრუნდებით ამ თემას, მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ერთიმეორეს მიყოლებით გამოვიდა რამდენიმე ფილმი მაიას კალენდრის და თარიღის – 2012 წლის 21 დეკემბრის შესახებ. განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია რონალდ ემერიხის ფილმმა "2012". ამ ფილმის ბიუჯეტი მართლაც კოლოსალურია (200 000 000 დოლარი), ამასთან ფილმის უხვად არის გამოყენებული სპეც-ეფექტები და მთლიანობაში ფილმის ფართო ეკრანზე ხილვა მართლაც შოკს იწვევს. მაინც რამ გამოიწვია ამხელა ხმაური?! ნუთუ მაიას კალენდარი დედამიწის დასასრულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს?! ან სულაც ეს ჩვეულებრივი სარეკლამო ტრიუკია, რათა ფილმი ბევრმა მაყურებელმა ნახოს და ფილმში "ჩადებული" თანხა წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს.

დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე 400 წელს მაიას ქურუმებმა შექმნეს კალენდარი, რომელიც უფრო ზუსტია, ვიდრე ის, რომლითაც დღეს დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სარგებლობს (ე. წ. "გრიგორიანული კალენდარი").
მაიას კალენდარს იყენებდა ასევე მესოამერიკის დანარჩენი მოსახლეობაც – აცტეკები, ტოლტეკები, ომლეკები და ა. შ.
ეს კალენდარი შედგებოდა ორი კალენდრისგან (ნაწილისგან) ცოლკინისგან (260 დღიანი რელიგიური კალენდარი) და ჰააბისგან (365 დღიანი სამოქალაქო კალენდარი).
მაგალითად, მაიას კალენდარული სისტემით დედამიწის მზის გარშემოვლის პერიოდი, 365,2421 დღე-ღამეა, ხოლო ე. წ. "გრიგორიანული" კალენდარი (რომელიც ევროპის წამყვანმა ასტრონომებმა შექმნეს) 365,2424 დღე-ღამეა, ანუ ტროპიკულ წელთან უფრო ახლოს მაიას კალენდარი დგას.
მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ, როგორ, რა სისტემით შეძლეს მაიას ქურუმებმა ამ კალენდრის შედგენა. ეს არის არა მხოლოდ კალენდარი, რომლის დახმარებით გამოიანგარიშება დღეები, თვეები ან წლები, არამედ ის უჩვენებს დედამიწის ცივილიზაციათა ეპოქებს.

მაიას კალენდარს სულ რვა ციკლი აქვს:
* 1 უინალი = 20 დღე–ღამე
* 1 ტუნი = 18 უინალი = 360 დღე–ღამე (დააახლოებით 1 წელი)
* 1 კატუნი = 20 ტუნი = 7200 დღე–ღამე (19 წელი და 265 დღე–ღამე)
* 1 ბაკტუნი = 20 კატუნი = 144 000 დღე–ღამე (394 წელი და 190 დღე–ღამე)
* 1 პიკტუნი = 20 ბაკტუნი = 2 880 000 დღე–ღამე (7 890 წელი და 150 დღე–ღამე)
* 1 კალაბტუნი = 20 პიკტუნი = 57 000 000 დღე–ღამე (156 164 წელი და 140 დღე–ღამე)
* 1 კინჩილპტუნი = 20 კალაბტუნი = 1 152 000 000 დღე–ღამე (3 156 164 წელი და 140 დღე–ღამე)
* 1 ალაუტუნი = 20 კინჩილპტუნი = 23 040 000 000 დღე–ღამე (63 123 287 წელი და 245 დღე–ღამე).
ეს რაც შეეხებოდა მაიას კალენდრის ციკლებს.

და რა ხდება 2012 წლის 21 დეკემბერს, რომელმაც ასეთი ხმაური გამოიწვია?! ამ დღეს მაიას კალენდარით სრულდება 13 ბაკტუნი. უნდა ითქვას, რომ მაიას ქურუმების თარიღის ჩაწერას საკმაოდ საინტერესო ფორმა ჰქონდა. ის დაახლოებით იწერებოდა ისე, როგორც დღეს კომპიუტერის ე. წ. IP მისამართი იწერება. მაგალითად, 2012 წლის 21 დეკემბერი ასე დაიწერება: 13.0.0.0.0.
ცნობისთვის, 12 ბაკტუნი გრიგორიანული კალენდრით 1618 წლის 18 სექტემბერს იყო, 11 ბაკტუნი – 1224 წლის 15 ივნისს, ხოლო 0 ბაკტუნი – ჩვ. წ. აღ-მდე 3113 წლის 11 აგვისტოს.
მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი ასე ვთქვათ, "შექმნის ეპოქა" 13 ბაკტუნისგან შედგება (1 872 000 დღე = 5125 წელი და 4,5 თვე). მაიას ქურუმების სიტყვებით 13 ბაკტუნის ბოლოს, ანუ გრიგორიანული კალენდრით 2012 წლის 21 დეკემბერს დასრულდება "მზის მეოთხე ერა" და "მზის მეხუთე ერა"იწყება. მაიას კალენდარში და რელიგიურ ტრაქტატებში არაფერია ნათქვამი სამყაროს დასასრულზე, კატასტროფებსა და კატაკლიზმებზე. მეცნიერებს ისიც ვერ ამოუხსნიათ "მზის მეოთხე ერის" დასასრული მაიას ქურუმების გათვლით მხოლოდ მაიას ცივილიზაციისთვის უნდა მომხდარიყო თუ საერთოდ კაცობრიობისთვის.
ასტროლოგიური პარამეტრებით 2012 წლის 21 დეკემბერს ცის კაბადონზე პლანეტათა რაიმე მნიშვნელოვანი და მითუმეტეს, ნეგატიური კონფიგურაცია არ ფიქსირდება. ასტროლოგიაში გლობალურ მოვლენებზე, კატაკლიზმებსა და სხვა მსოფლიო მნიშვნელობის ცვლილებებს ე. წ. "უნივერსალური პლანეტები" – ურანი, ნეპტუნი და პლუტონი მართავენ. ამ პერიოდში ამ პლანეტების რაიმე ნეგატიური გავლენა არ ფიქსირდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს რაიმე ნეგატიურ მოვლენას და მითუმეტეს, გლობალურ კატასტროფას და კატაკლიზმს არ უნდა ველოდოთ. ასე რომ, 2012 წლის 21 დეკემბერი ნამდვილად არ არის საშიში.

P.S. საერთოდ ადამიანებს სჩვევიათ მსგავსი ისტერია, ისტორიულ წყაროებში გხვდება ცნობები, როდესაც ახ. წ. აღ-ით 1000 წელს ადამიანები სამყაროს დასასრულს, ცეცხლის წვიმასა და წარღვნას მოელოდნენ.

მარკ ტვენი და კომეტა ჰალეა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ჰალეა ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მანათობელი კომეტა ჩანს, ხოლმე ზეცაზე, ჰალეის კომეტა ყველაზე ხილვადია, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს.
მზის შიდა სისტემაში მისი ბრუნვადობის გამო კომეტა ძვ.წ. 240 წლიდან ფიქსირდება, მაგრამ ამ კომეტას პერიოდულად არ აღიარებდნენ მანამ, სანამ მეთვრამეტე საუკუნეში ედმონდ ჰალეიმ მისი ორბიტა არ გამოიანგარიშა (სწორედ მისი სახელის მიხედვით ეწოდა ჰალეის კომეტა).
XIX საუკუნეში კომეტა 1835 წელს გამოჩნდა, როდესაც მარკ ტვენი დაიბადა. საკუთარ დაბადებას კომეტა ჰალეას თვითონ მარკ ტვენიც უკავშირებდა. 1909 წელს მარკ ტვენი წერდა: "მე ამ სამყაროში კომეტა ჰალეასთან ერთად მოვედი და შემდეგ წელს მასთან ერთად დავტოვებ". 1910 წელს კომეტა ჰალეა მცირე ხნით გამოჩნდა და მარკ ტვენი სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა. მარკ ტვენმა სამოცდათხუთმეტი წელი იცოცხლა, ზუსტად იმდენი, რამდენ ხანის გარშემოვლასაც ჰალეა მზის გარშემო უნდება.

Feb 13, 2010

ცოდნის ოთხი ბუნებრივი მტერის შესახებ

კარლოს კასტანედა დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა
(ნაწყვეტი)

"ადამიანი მიემართება ცოდნისკენ ისევე, როგორც მიდის ომში: სრულიად ფხიზელი, შიშით, პატივისცემით და აბსოლუტური რწმენით. რომელიმე სხვა განწყობით ცოდნისთვის ან ომისთვის მზადება – შეცდომაა. ვინც ამას დაუშვებს – ინანებს"!

* * *

– "როცა ადამიანი სწავლას იწყებს, მან გარკვევით არასოდეს იცის თავისი მიზნების შესახებ. მისი ჩანაფიქრი – მცდარია, ხოლოდ განზრახვა – ბუნდოვანი. მას აქვს ჯილდოს იმედი, რომელსაც ვერასდროს მიიღებს, იმიტომ, რომ არაფერი იცის სწავლების სიმძიმის შესახებ.
ის თანდათან სწავლაში ებმება – ჯერ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხოლო შემდგომ დიდი ნახტომებით და მალე გამოყეყეჩდება კიდეც. ის, რასაც იგი ისწავლის არასოდეს დაემთხვევა მის მიერ დასახულს, ან წარმოდგენილს და ამდენად, მას შიში შეეპარება. სწავლა არასოდეს მოგცემს იმას, რასაც მისგან მოელი. ყოველი ნაბიჯი – ახალი ამოცანაა და განცდილი შიში შეუბრალებლად და განუდრეკლად გროვდება. ჩანაფიქრი ბრძოლის ველად იქცევა.
და ამგვარად, ის თავის პირველ ბუნებრივ მტერს ეჩეხება. შიშს! საშინელ მტერს – ვერაგსა და ძნელად დასაძლევს. იგი ყოველ მოსახვევში იმალება, ინიღბება, ხელსაყრელ შემთხვევას უცდის. თუ ადამიანი შიშის უშუალო სიახლოვეს შეუშინდა და გაიქცა, მტერი მის ძიებებს ბოლოს მოუღებს.
– რა მოუვა ადამიანს, ის თუ შიშმა გააქცია?
– მას არაფერი მოუვა, გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ იგი ვერასოდეს ვერ ისწავლის. ვერასოდეს ვერ გახდება ცოდნის ადამიანი. ის შეიძლება ჯიუტად იქცეს, არაფრის დანახვა რომ არ სურს, ან უწყინარ, შეშინებულ კაცად – ნებისმიერ შემთხვევაში ის დამარცხებული დარჩება. მისი პირველი ბუნებრივი მტერი ყველა მის ზრახვას ბოლოს მოუღებს.
– კი მაგრამ, რა უნდა იღონო, შიში რომ დაძლიო?
– პასუხი ძალიან უბრალოა, არ უნდა გაიქცე. უნდა მოერიო შენს შიშს და მის საპირისპიროდ შემდეგი ნაბიჯი გადადგა სწავლებაში, მერე კიდევ და კიდევ. არ უნდა გაჩერდე, თუნდაც მთლიანად შიშით შეპყრობილი. ასეთია წესი! და დადგება წუთი, როცა შენი პირველი მტერი უკან დაიხევს. საკუთარი თავის რწმენას იგრძნობ. შენი განზრახვა კიდევ უფრო განმტკიცდება. სწავლება – შიშს აღარ მოგგვრის.
ამ სასიხარულო წუთს ადამიანს უყოყმანოდ შეუძლია იმის თქმა, რომ მან თავის პირველ ბუნებრივ მტერს სძლია.
– ეს ერთბაშად მოხდება, დონ-ხუან, თუ ნელ-ნელა?
– ეს ნელ-ნელა მოხდება, მაგრამ შიში მოულოდნელად და სწრაფად გაქრება.
– მერე ისევ ხომ არ შეეშინდება ადამიანს, რაღაც ახალი თუ შეემთხვევა?
– არა, ერთხელ თუ მოსპე შიში, მისგან სიცოცხლის ბოლომდე განთავისუფლდები იმიტომ, რომ შიშის ნაცვლად სიცხადეს – გონების სიცხადეს შეიძენ, შიშს რომ ფანტავს. ამ დროისთვის ადამიანი უკვე იცნობს საკუთარ სურვილებს, იცის, როგორ დაიკმაყოფილოს ისინი. მას შეუძლია სწავლაში ახალი ნაბიჯების წინასწარგანჭვრეტა და ყველა მის საქმეს ცნობიერების მკვეთრი სიცხადე ახლავს თან. ადამიანს ესმის, რომ არაფერია დაფარული.
და ამგვარად იგი თავის მეორე მტერს ხვდება: სიცხადეს! ეს გონების სიცხადე, რომლის მოპოვებაც ასე ძნელია შიშს ფანტავს, მაგრამ ამასთან ერთად გაბრმავებს.
იგი გარწმუნებს, არასოდეს შეიტანო ეჭვი საკუთარ თავში და გინერგავს რწმენას იმისა, რომ რაც კი გსურს, ყველაფერი შეგიძლია აკეთო, ვინაიდან ყველაფერს ცხადად, გამჭოლ ხედავ. და შენ მამაცი ხარ – იმიტომ, რომ ცხადად ხედავ. მაგრამ ეს ყველაფერი შეცდომაა; მასში არის რაღაც დაუსრულებელი. თუ ამ მოჩვენებით სიძლიერეს აჰყევი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენმა მეორე მტერმა დაგამარცხა და შენ ერთ ადგილზე ტკეპნი მაშინ, როდესაც წინ უნდა ისწრაფოდე. შენ სწავლაში ზოზინა ხდები, სანამ სრულიად არ გამოიფიტები, უძლური რაიმე ისწავლო.
– რა მოსდის, ამგვარად დამარცხებულ ადამიანს, დონ ხუან. ის რა, კვდება?
– არა, არ კვდება. უბრალოდ იგი მეორე ნაბიჯმა შეაჩერა და მის მცდელობას, გახდეს ცოდნის ადამიანი, ჯვარი დაესვა. ამის ნაცვლად ის მხნე მეომრად ან ჯამბაზად იქცევა. ხოლო გონების სიცხადე, რომელიც მას ასე ძვირად დაუჯდა, სიბნელითა და შიშით უკვე აღარასოდეს შეიცვლება. მთელს ცხოვრებას, თავის აღსასრულამდე, იგი სიცხადეში გაატარებს, მაგრამ არასოდეს არც რამეს ისწავლის და არც რაიმეს ინატრებს.
– კი მაგრამ, რა უნდა ქნას მან, მარცხი რომ აიცილოს?
– უნდა ქნას იგივე, რაც შიშთან ბრძოლისას. მან უნდა აჯობოს საკუთარი გონების სიცხადეს და გამოიყენოს იგი მხოლოდ ხედვისთვის; მოთმინებით ელოდოს, ყველაფერი ზედმიწევნით გაზომოს და აწონოს, სანამ ახალ ნაბიჯს გადადგამდეს. რაც მთავარია, მან უნდა იცოდეს, რომ მისი გონების სიცხადე – თითქმის შეცდომაა. და მოვა წუთი, როდესაც ის მიხვდება, რომ მისი სიცხადე იყო მხოლოდ თვალწინ გაჩერებული წერტილი. ასე დაძლევს იგი თავის მეორე ბუნებრივ მტერს და დაიკავებს პოზიციას, სადაც მას უკვე ვეღარაფერი ავნებს. ეს არ იქნება შეცდომა. ეს არ იქნება თვალწინ გაჩერებული წერტილი. ეს ჭეშმარიტი ძალა იქნება.
და სწორედ მაშინ იგი შეიცნობს, რომ ძალა, რომლისკენაც ის ამდენხანს ისწრაფოდა, უკვე მას ეკუთვნის და როგორც ისურვებს, ისე შეუძლია მისი გამოყენება. მოკავშირე მას ემორჩილება, მისი სურვილი – კანონია. იგი ყველაფერს ხედავს თავის გარშემო. მაგრამ ამასთან, ის თავის მესამე მტერს ეჩეხება – ძალას!
ძალა მის მტრებს შორის – ყველაზე ძლევამოსილია და ბუნებრივია, ყველაზე ადვილი გზა – მისი დათმობაა. სხვა თუ არაფერი, მოუწყვლელია. ის მბრძანებლობს; ის იწყებს იმით, რომ წინასწარგაანგარიშებულ რისკზე მიდის და ამთავრებს კანონების დაწესებით იმიტომ, რომ ის ოსტატია.
ადამიანი ამ სტადიაზე იშვიათად თუ ამჩნევს თავის მესამე მტრის განუხრელს მოახლოვებას და მოულოდნელად, მისთვის შეუმჩნევლად, ის აგებს ბრძოლას. მტერი მას სასტიკ და ჭირვეულ მეომრად აქცევს.
_ თუ კარგავს იგი თავის ძალას?
– არა. ის არასოდეს დაკარგავს არც გონების სიცხადეს და არც ძალას.
– მაშ რით განხვავდება იგი ცოდნის ადამიანისგან?
– ძალით დამარცხებული ადამიანი, ისე მოკვდება, რომ ვერც კი შეიცნობს ჭეშმარიტად, როგორ მოეპყრას ამ ძალას. ძალა მხოლოდ მძიმე ტვირთია მის ბედისწერაში. ასეთ ადამიანს არ შესწევს საკუთარი თავის ფლობის უნარი და მან არ იცის, როდის და როგორ უნდა გამოიყენოს ძალა.
– რომელიმე მტრისგან მიყენებული მარცხი თუ იქნება საბოლოო?
– რა თქმა უნდა, იგი საბოლოოა. თუ კი ერთ-ერთმა მტერმა სძლია ადამიანს, მას უკვე ვერაფრით დაეხმარები.
– თუ შეიძლება, მაგალითად, რომ ძალით დამარცხებულმა დაინახოს საკუთარი შეცდომა და თავისი გზა გამოასწოროს?
– არა, თუ ადამიანი დანებდა, მისი საქმე წასულია.
– კი მაგრამ, თუ კი ძალამ ის მხოლოდ დროებით დააბრმავა და მერე მან მასზე უარი თქვა?
– ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბრძოლა ჯერ წაგებული არ ყოფილა და ისევ გრძელდება; იმას, რომ ის ჯერ კიდევ ცდილობს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ადამიანი დამარცხებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მეტს აღარ ცდილობს და საკუთარ თავზე უარს ამბობს.
– კი მაგრამ, დონ ხუან, ხომ შეიძლება ადამიანი მიეცეს შიშს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ის მაინც დაამარცხოს.
– არა, ასე არ ხდება. თუ კი მან შიშის დაუთმო, ის უკვე ვერასოდეს დაამარცხებს მას იმიტომ, რომ თავს აარიდებს სწავლას და მას კვლავ აღარასოდეს მოსინჯავს. მაგრამ, თუ შიგ თავის შიშის შუაგულში, ის წლების მანძილზე კვლავ და კვლავ შეეცდება სწავლის გაგრძელებას, მაშინ ის ბოლოსა და ბოლოს მას დაამარცხებს იმიტომ, რომ მას არასოდეს არ დანებდება.
– როგორ უნდა დაამარცხო შენი მესამე მტერი, დონ ხუან?
– იგი უნდა დაამარცხო ყურადღებით. ადამიანი უნდა მივიდეს იმის შეგნებამდე, რომ ძალა, რომელიც მან თითქოს დაიმორჩილა, სინამდვილეში არასოდეს მას არ ეკუთვნოდა. მან არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს საკუთარ ხაზს და ყველაფერს, რასაც კი შეიცნობს, ფრთხილად და კეთილსინდისიერად მოეპყროს. თუ კი ის მიხვდება, რომ სიცხადე და ძალა საკუთარ თავზე კონტროლის გარეშე თვით შეცდომებზე უარესია. მაშინ ის მიაღწევს წერტილს, სადაც მისთვის ყველაფერი შეიკვრება. აქ მას ეცოდინება, როდის და როგორ გამოიყენოს თავის ძალა და ამგვარად, იგი თავის მესამე მტერს დაამარცხებს.
ამასობაში ადამიანი სწავლის გზის დასასრულს მიუახლოვდება და თითქმის გაუფრთხილებლად, თავის უკანასკნელ მტერს შეეჩეხება. სიბერეს! ეს მტერი – ყველაზე სასტიკია. მტერი, რომელსაც საბოლოოდ ვერასოდეს დაამარცხებ, მას შეიძლება მხოლოდ უკან დაახევინო.
ამ დროისთვის ადამიანს აღარ აწუხებს შიში, გონების მოუთმენელი სიცხადე. მთელი მისი ძალა უკვე მასთანაა, მაგრამ სწორედ მაშინ იბადება დასვენების აკვიატებული სურვილი. თუ კი ის დაწოლის და თავდავიწყების სურვილს დაემორჩილა, თუ მთლიანად მიეცა დაღლილობას – იგი თავის უკანასკნელ ბრძოლას წააგებს და მტერი მას მოხუცსა და სუსტ არსებად გადააქცევს. დათმობის სურვილი მთელ მის სიცხადეს, მთელ მის ძალას და მთელ მის ცოდნას გადასძლევს.
მაგრამ, თუ ადამიანი თავის დაღლილობას დასძლევს და თავის ბედისწერას ბოლომდე გასტანს – მაშინ შეიძლება, მას ცოდნის ადამიანი უწოდო. თუ კი ერთი უმოკლესი წამითაც იგი თავს დააღწევს თავის უკანასკნელ, უძლეველ მტერს! სიცხადის, ძალისა და ცოდნის ეს ერთი წამიც საკმარისია".

Feb 2, 2010

შეამოწმეთ თქვენი ინტუიცია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

გნებავთ გაიგოთ როგორი ინტუიცია გაქვთ და რამდენად შეგიძლიათ ენდოთ მას, გაქვთ თუ არა "შინაგანი ხმა", რომელიც საჭირო დროს საჭირო ინფორმაციას "გაწვდით", მაშინ ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე დადებითი ან უარყოფითი პასუხები გაეცით.

1. როდესაც ტელეფონი რეკავს, ხშირად ვხვდები, თუ ვინ მირეკავს.
2. მიყვარს თეთრი და შავი ფერის ტანსაცმელი.
3. არასდროს არ ვამბობ უარს უმ ბოსტნეულზე.
4. ხშირად ხდება, როდესაც მე თანამოსაუბრის ფრაზას ვამთავრებ.
5. მე უფრო აღმოსავლური არომატები მიყვარს, ვიდრე ყვავილები.
6. სავსემთვარეობას ხშირად უცნაური შფოთვა მეწყება.
7. მე ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე დამსიზმრებია სიზმარი, რომელიც შემდგომში "ამიხდა".
8. წინასწარ ვგრძნობ, როდის უნდა მოვიდეს ის სამარშუტო ტაქსი თუ ავტობუსი, რომელსაც მე ველოდები.
9. ზოგჯერ ჩემს დასმულ კითხვაზე, სხვა ადამიანის პასუხს წინასწარ ვხვდები.
10. მე ძალიან მიყვარს შემწვარი ხორცი.
11. მე ზოგჯერ ვახერხებ, რომ საკუთარ თავს სიზმარი "შევუკვეთო".
12. მე ძალიან განვითარებული ყნოსვა მაქვს.
13. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარს ვამბობ სადმე გამგზავრებაზე ან რაიმე საქმის წამოწყებაზე.
14. არასოდეს შემიღებავს თმა.
15. ზოგჯერ რაიმეს ყიდვისას, დარწმუნებული ვარ ის მე უნდა მეკუთვნოდეს.
16. მე მწამს ერთი ნახვით შეყვარების.
17. "დეჟა-ვიუ" არასდროს მქონია.
18. მე გამაჩნია რამოდენიმე ნივთი, რომელთანაც განშორება ძალიან მიჭირს
19. მე გრძელ თმას ვატარებ.
20. თუ მშია შემიძლია შუაღამესაც მივირთვა საკვები.
21. უცხო ქუჩაში ტრანსპორტიდან გამოსვლისას ზუსტად ვხვდები, საით უნდა წავიდე.
22. ძაღლებზე მეტად კატები მიყვარს.
23. ჩემი ზოდიაქოს ნიშანია: კირჩხიბი, ქალწული, მორიელი, მერწყული, თევზები.
24. ზოგჯერ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხებს მინიშნებით ვიღებ (მაგალითად, რადიოში მოსმენილი სიმღერის, შემთხვევითი ფრაზის მეშვეობით და ა. შ.).

ტესტის პასუხის ქულები:


ახლა კი დაითვა
ლეთ ქულები

• თუ მოაგროვეთ 18-დან 27 ქულამდე, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ საიმედო "მეგობარი და მრჩეველი" გყავთ, თქვენი ინტუიციის სახით. ის ყოველთვის გიკარნახებთ, თუ როგორ მოიქცეთ და რა ნაბიჯი გადადგათ. თქვენ ხშირად საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდებით, რაც სხვათა შორის გამართლების წინაპირობაც არის.
• თუ თქვენ მოაგროვეთ 8-დან 17 ქულამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინტუიცია და გონება თანაბრად მონაწილეობენ თქვენი გადაწყვეტილებების მიღებაში. ზოგჯერ ცოდნა, გამოცდილება და სკეპტიციზმი ხელს გიშლით, რომ ინტუიციას დაეყრდნოთ. სასურველია დღეში თხუთმეტი წუთი საკუთარი ინტუიციის განვითარებას დაუთმოთ. ამ დროს შეეცადეთ, "გათიშოთ" ლოგიკა და გადაწყვეტილება მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღოთ.
• თუ 8 ქულამდე ან საერთოდ უარყოფითი პასუხი მიიღეთ, ეს პირდაპირ მიანიშნებს, იმაზე, რომ თქვენ საკუთარი ინტუიციის სრულ ინგორირებას უკეთებთ. შესაძლოა, თქვენი ინტუიცია სხვა და სხვა ფაქტორების გამო "დაიხშო" (მაგალითად, არასწორი ცხოვრების წესი, ზედმეტი დინამიურობა, ზედმეტად ცხმიანი საკვების მიღება და ა. შ.). შეეცადეთ, ხშირად ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და საკუთარი ძალების და "შინაგანი ხმის" ირწმუნოთ.