1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Feb 21, 2010

სიტყვის ენერგია (ლოცვა და წყევლა)

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება სიტყვის ძალა, მენტალური და ვერბალური ენერგია. ვისაუბრებთ სიტყვის ფენომენზე, ანუ ადამიანს რამდენად შესწევს უნარი მიზანმიმართულად ან ქვეცნობიერად მოახდინოს საკუთარი სიტყვის მატერიალიზაცია. გავიგებთ, თუ რა ენერგია აქვს სიტყვას, რა შედეგი მოაქვს მაგალითად, წყევლას, გინებასა თუ ლოცვას.

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა". რა თქმა უნდა სხვა არის ღვთიური სიტყვა, ასე ვთქვათ ლოგოსი (Эн архэ эн о Логос) და სხვა არის ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა, თუმცა მენთალური, ანუ აზრობრივი და ვერბალური, ანუ სიტყვიერი ენერგია თავისთავად არსებობს. სიტყვას საკუთარი ენერგია და სიხშირე გააჩნია, რომელიც ადამიანის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე მოქმედებს.
ადამიანის აზროვნებისა და საუბრის პროცესი ეს არის ენერგიის გამომუშავება და გადაცემა. ეს ენერგია ქმნის ე. წ. აზრ-ფორმას, ანუ აფირმაციას, როგორც მას ეზოთერიკაში უწოდებენ. თუ უფრო დავაზუსტებთ, აფირმაცია ეს არის მიზანმიმართული აზრ-ფორმაა, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის და მის გავლენას ბუმერანგის პრინციპით უკან იღებს, ანუ რასაც აგზავნის, იმასვე იღებს უკან.

სხვათა შორის, მხოლოდ ერთი სიტყვით შესაძლებელია არა მხოლოდ ადამიანის ემოციური სამყაროზე, არამედ მის ცნობიერებაზე მოქმედებაც. მაგალითად, ერთი სიტყვით შესაძლებელია ადამიანის დაჰიპნოზება. ეს მეთოდი გამოიყენება ინდურ ჰიპნოზში, როდესაც ადამიანს ხმამაღლა უყვირიან "დაიძინე" – ამ დროს შიშის ნიადაგზე ადამიანის ქვეცნობიერი ითიშება და გადადის ტრანსში. ამ მეთოდს იყენებდა ცნობილი ფრანგი ფსიქიატრი ჟან მარტინ შარკო, რომელიც, სხვათა შორის ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელი გახლდათ. ამ დროს სიტყვას აქვს მოულოდნელობის ეფექტი. ამ მეთოდს ზოგჯერ ქვეცნობიერად მიმართავენ მშობლები ჭირვეული ბავშვის დასაძინებლად.

რაც შეეხება ლოცვას – ადამიანი, რომელიც ლოცულობს, მისი დადებითი ენერგია მიდის კოსმოსში და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან უბრუნდება ამ ადამიანს და მის გარემოცვას. ლოცვა და არა მხოლოდ ლოცვა, არამედ წყევლაც განსაკუთრებით მაშინ მატერიალიზდება, როდესაც ის დიდი ემოციურ მუხტს შეიცავს. ადამიანში ემოციური სხეულის ცენტრი გულია. სწორედ ამიტომ, ლოცვა უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ, "გულით" და არა "ტვინით", ანუ მხოლოდ გონებრივად, ემოციის გარეშე.

ახლა მინდა, ერთ ცნობილ მოვლენაზე ვისაუბროთ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტთა წყევლის სახელით არის ცნობილი. აქ მოყვანილი ფაქტები დაგვარწმუნებს, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიტყვას შეუძლია დროისა და სივრცის მიუხედავად მატერიალიზდეს და დამანგრეველი შედეგი მოიტანოს.

ეს ფაქტი სათავეს იღებს XIX საუკუნის დასაწყისიდან – ამერიკაში, ინდიანას შტატის სენატორს ულიამ ჰენრი ჰარისონს 1802 წელს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონისგან მიღებული ჰქონდა ბრძანება, რომ გაეთავისუფლებინა ის ტერიტორიები, რომლებზეც აბორიგენი ინდიელები ცხოვრობდნენ. შეტაკებები რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ინდიელთა გაერთიანება შეძლო შაუნების ტომის ბელადმა, სახელად ტეკუმსემ, რომელსაც მეტსახელად "მფრინავი ისარი" ერქვა. 1811 წლის ნოემბერში ამერიკელების ჯარმა ინდიელთა გაერთიანებული ლაშქარი გაანადგურა, ხოლო ტეკუმსე ტყვედ ჩაიგდეს. მაშინ ტეკუმსემ დაწყევლა როგორც თვითონ ჰარისონი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. გადმოცემით, ინდიელთა ბელადმა სენატორს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "შენ გგონია მოგვკლავ მე და ჩემს ძმას – ტანსკვატავის და ყველაფერი დასრულდება. მე ვხედავ შენ დიდი ბელადობა გინდა. მიაღწევ ამას, თუმცა მოკვდები და მოკვდება ყველა დიდი ბელადი, რომელიც შენ შემდეგ ოცი წლის შემდეგ მოვა".

ინდიელის სიტყვებს, უფრო სწორედ კი მის წყევლას ყურადღება არავინ მიაქცია, თუმცა ინდიელის სიტყვები მაშინ გაახსენდათ, როდესაც 1841 წელს უკვე ამერიკის მე-9 პრეზიდენტად არჩეული უილიამ ჰენრი ჰარისონი, ანუ ადამიანი, რომელიც ინდიელთა ბელადმა დაწყევლა, რამოდენიმე თვეში გარდაიცვალა. იგი პნევმონიამ იმსხვერპლა.

ოცი წლის შემდეგ არჩეულ მე-16 პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს (რომელიც უკვე მეორე ვადით იყო არჩეული) თეატრში მსახიობმა ჯონ უილქს ბუტმა ესროლა – დაჭრილი პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გავიდა კიდევ ოცი წელი და ამერიკის მე-20 პრეზიდენტად არჩეული იქნა ჯეიმს აბრამ გარფილდი. მას რკინიგზის ვაგზალზე ჩარლზ გიტომ ესროლა. ამერიკის პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ამის შემდეგ ტეკუმსეს წყევლას ყურადღება უკვე ასტროლოგებმაც მიაქციეს და ცნობილმა ამერიკელმა ასტროლოგმა ქალმა ევანჯელინა ადამსმა (რომელიც ცნობილი ამერიკელი მილიარდელის ჯონ დევისონ როკფელერის პირადი ასტროლოგი გახლდათ) იპოვა ამ წყევლის გასაღები. საქმე იმაშია იყო, რომ 20 წელში ერთხელ ცის კაბადონზე ხდება იუპიტერისა და სატურნის შეერთება და 20 წელში ერთხელ ამერიკის პრეზიდენტების სიკვდილი სწორედ ზემოთ აღნიშნულ ასტროლოგიურ კონფიგურაციას ემთხვეოდა. თუმცა უცნობია, ის ცოდნა, თუ როგორ დაუკავშირა ტეკუმსემ თავისი წყევლა ამ ასტროლოგიურ კონფიგურაციას.

თუმცა ამას ამერიკის პრეზიდენტებისთვის შეღავათი არ მიუცია, როგორც ჩანს პოლიტიკოსები ნაკლებად სწყალობენ ასტროლოგიას, ვიდრე იგივე ბიზნესმენები. ამის დასტურია ის, რომ 1900 წელს ამერიკის 25-ე პრეზიდენტად არჩეულ უილიამ მაკ-კინლიმ ასტროლოგ ადამსის რეკომენდაციები არ გაითვალიწინა – პრეზიდენტს ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა პისტოლეტიდან ორჯერ ესროლა. პრეზიდენტს ჭრილობების გამო განგრენა დაემართა და რვა დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ტეკუმსეს წყევლის შემდეგი მსხვერპლი 1920 წელს ამერიკის 29-ე პრეზიდენტი უორენ ჰარდინგი აღმოჩნდა – ის პრეზიდენტად არჩევიდან ორ წელში ინფარქტით გარდაიცვალა, ანუ საპრეზიდენტო ვადა ვერც მან დაასრულა.

1940 წელს პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი გახდა, იგი ამერიკის 32-ე პრეზიდენტი გახლდათ. რუზველტი მანამდე ამ პოსტზე სამჯერ იქნა არჩეული, ხოლო მეოთხე პრეზიდენტობა, როგორც უკვე ვთქვით, 1940 წელს დაიწყო, ანუ ასე ვთქვათ, "დაწყევლილ პერიოდში" – რუზველტმა საპრეზიდენტო მეოთხე ვადა ვერ დაასრულა, იგი 1945 წლის 12 აპრილს ტვინში სისხლის გაჟონვისგან გარდაიცვალა.

გავიდა კიდევ ოცი წელი – 1960 წელს არჩეული ამერიკის 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი გახდა, რომელიც 1963 წლის 22 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

ტეკუმსეს წყევლას ამერიკის შვიდი პრეზიდენტი ემსხვერპლა და მას ვინც პირველი ცოცხალი გადაურჩა, 1980 წელს არჩეული მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო. თუმცა თავს მაინც დაესხნენ – რეიგანს ფსიქიკურად ავადმყოფმა ჯონ ჰინკლმა ესროლა. რეიგანი სიკვდილს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით დაუძვრა. იგივე ჭრილობის გამო XIX საუკუნეში მას ვერავინ ვერ უშველიდა. რეიგანი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც ტეკუმსეს წყევლას გადაურჩა და სხვათა შორის ამ ფაქტმა ხალხში კიდევ უფრო გაზარდა რეიგანის რეიტინგი და პოპულარობა. საქმე იმაში, იყო რეიგანის და მისი მეუღლის ნენსის პირადი ასტროლოგი გახლდათ ჯოანა კუიგლი. რომელმაც ნენსი რეიგანი გააფრთხილა კიდეც, ამ უკანასკნელმა კი თავად პრეზიდენტს შეატყობინა, რაზეც რეიგანმა ჩვეული იუმორით უპასუხა: "თუ მესვრიან, თავს დავხრი". თუმცა პრეზიდენტის დაცვა მითითებულ პერიოდში მაინც გაძლიერდა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ დაცვის გაძლიერებამ და პრეზიდენტის გარშემო დამატებითი აგენტების ყოფნამ განაპირობა, რომ ჰინკლის გასროლილი ექვსი ტყვიიდან პრეზიდენტს მხოლოდ ერთი მათგანი მოხვდა.

2000 წელს ამერიკის 43-ე პრეზიდენტად ჯორჯ ბუში-უმცროსი აირჩიეს და ყველას აინტერესებდა თუ რა ბედი ეწეოდა ბუშს. ინდიელი ბელადის წყევლას მხოლოდ რეიგანი გადაურჩა თუ ამ წყევლამ უბრალოდ ძალა დაკარგა?!
სხვათა შორის, ტუნისელმა ასტროლოგმა და "თანამედროვე ნოსტრადამუსად" ჰასან ალ შარიბმა, რომელმაც მანამდე იწინასწარმეტყველა პრინცესა დაიანას სიკვდილი, 2001 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშს თავს დაეხმებოდნენ. ამ წინასწარმეტყველებას იმხელა რეზონანსი ჰქონდა, რომ ბრიტანელმა რეჟისორმა გაბრიელ რეინჯმა გადაიღო ფილმი "პრეზიდენტის სიკვდილი". უნდა ითქვას, რომ ჯორჯ ბუშს თავს მართლაც დაესხნენ – 2002 წელს ერ რიადში (საუდის არაბეთი), ხოლო 2005 წელს თბილისში, თუმცა თავდასხმელებმა მიზანს ვერცერთხელ ვერ მიაღწიეს.
ჯორჯ ბუშ-უმცროსმა დაასრულა საპრეზიდენტო ვადა, ანუ სავარაუდოდ ტეკუმსეს წყველამ დაკარგა ძალა.
თითქოს რა სასიკვდილო ენერგია უნდა ჰქონდეს ერთი ადამიანის სიტყვას, რომ ამდენი ადამიანის ბედისწერაზე იმოქმედოს და თანაც სასიკვდილოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთბაშად ამდენი დამთხვევა უბრალოდ გამორიცხულია.

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია წყევლა. წყევლა, როგორც აზრ-ფორმის მიზანმიმართული გავრცელებაა, ანუ ეს არის ნეგატიური აფირმაცია, რომელსაც ადამიანი კოსმოსში აგზავნის იმ იმედით, რომ მისი წყევლა ასე ვთქვათ, მის მტერს, მოძულეს დააზიანებს. პრინციპში ეს ასეც ხდება. ძველ აღთქმაში, კონკრეტულად კი "სიბრძნე ზირაქისა" ვკითხულობთ: "ადამიანს თავს ნუ დააწყევლინებ, რადგან იმ ადამიანის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი".
აქვე უნდა ვთქვათ, რომ წყევლა აზიანებს არა მხოლოდ იმ ადამიანის ბიოველის სტრუქტურებს, ვისკენაც არის მიმართული ეს წყევლა, არამედ ის მოქმედებს მასზეც, ვისიდანაც მოდის. ეს ქართულ ანდაზაშიც კარგად ჩანს, რომელიც ასე ჟღერს: "წყევლა – მაწყევარისაა".

სხვათა შორის, ბევრ ქალს ჩვევად აქვს საკუთარი მეუღლის, შვილების და საერთოდ ადამიანების წყევლა. ეს უფრო გავრცელებულია საქართველოს რეგიონებში. ეს არის საკმაოდ ნეგატიური მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცრურწმენა, რომ დედის წყევლა შვილზე არ მოქმედებს, ეს ასე არ არის. წყევლა ეს არის ბოროტების ერთ-ერთი ფორმა. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება არსად არ ქრება. იგი ქვეცნობიერში მკვიდრდება და ადრე თუ გვიან გადმოიღვრება და თანაც მათზე, ვინც ჩვენს გვერდით არის და ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს.

No comments:

Post a Comment