1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Apr 21, 2010

2010 წლის ზაფხული საკმაოდ რთული და ფეთქებად საშიში იქნება

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ასტროლოგიური პროგნოზი

ვეფხვის წელი საკმაოდ დინამიურია და განსხვავებით გასული ხარის (2009) წლისგან უკვე დატვირთულია კატაკლიზმებითა და არასასიამოვნო მოვლენებით. თუ ხარის წელში ეკონომიკური პრობლემები, ფინანსური კრიზისები, საბანკო-საფინანსო და მასთან დაკავშირებული ტენდენციები აქტიურდება, ვეფხვის წელში წინა პლანზე ტექნიკური ავარიები, კატაკლიზმები, რევოლუციები, სამხედრო ოპერაციები, ომები და მასთან დაკავშირებული არასასიამოვნო მოვლენები გამოდის.
2010 წელში უკვე მოხდა მართლაც ტრაგიკული მოვლენები, რომლებმაც რეზონანსი მთელს მსოფლიოში გამოიწვია - ჰაიტის, ჩილისა და ჩინეთის მიწისძვრები (ყველა მათგანს და განსაკუთრებით ჰაიტის მიწისძვრას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა), სისხლიანი ტერაქტების სერია მოსკოვის მეტროში, პოლონეთის პრეზიდენტის და მასთან თანმხლები პირების ტრაგიკული დაღუპვა ავიაკატასტროფაში, ასევე უნდა გამოვყოთ სახელმწიფო გადატრიალება ყირგიზეთში (საკმაოდ ბევრი მსხვერპლით).
ვეფხვის დინამიური და ფეთქებადსაშიში წლის კოსმობიოლოგიური გავლენა ნელ-ნელა ახალ ფაზაში შედის. ამ წლის ყველაზე რთული და საშიში პერიოდი ზაფხული იქნება – ივნისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე (თუმცა დაძაბულობა სექტემბრის პირველ დეკადაშიც შენარჩუნდება). ამ პერიოდის ყველაზე რთული პერიოდი, ასე ვთქვათ პიკი აგვისტოს მეორე დეკადა იქნება.
ზაფხულის პერიოდში მოსალოდნელია როგორც საკმაოდ სერიოზული ბუნებრივი კატაკლიზმები (მიწისძვრები და წყალდიდობები – აპრილის ბოლოსა და მაისში, ქარიშხლები – მაისის ბოლოსა და ივნისში, მასშტაბური ხანძრები – ივლისსა და აგვისტოში), ისე ტექნიკური ავარიები (აფეთქება მაღაროებში, ავარიები ატომურ თუ ჰიდროელექტროსადგურებზე, ავია და ავტოკასტროფები) და რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები, სამხედრო ოპერაციები, ტერაქტები და მოსალოდნელია ზაფხულში ან ნოემბერში ვიხილოდ საკმაოდ ფართომასშტაბიანი საომარი კამპანიაც. რასაკვირველია საკმაოდ დაიძაბება სიტუაცია ფეთქებადსაშიშ და პოლიტიკურად დაძაბულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც დაძაბულობა მთელი ზაფხულის განმავლობაში და განსაკუთრებით ივნისის პირველ ნახევარში შემდეგ უკვე ივლისის მეორე ნახევრში და აგვისტოში მოიმატებს.
ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლის იანვარში ვწერდით (გაზეთი "ყველა სიახლე". 2008 წლის 18–25 იანვარი. #3), რომ 2008-14 წლებში დაიწყებოდა შვიდწლიანი ურთულესი ციკლი, რომელიც ბოლო სამოცწლიან ციკლში ყველაზე რთული იქნებოდა. ამ ციკლის პირველი "დარტყმა" 2008 წლის აგვისტოში იყო, როდესაც მოხდა საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი. ნეგატიური მოვლენების მთელი კასკადი 2010 წლის ზაფხულში დაიწყება და ეს ნეგატიური პროცესები ეტაპობრივად 2014 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ვისურვოთ, რომ მსოფლიო და განვითარებული ქვეყნების ლიდერები (ასევე საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები) მოუხმობენ გონიერებას და თავიდან აირიდებენ ფართომასშტაბიან საომარ დაპირისპირებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მართლაც ფატალური და ტრაგიკული იქნება.

Apr 9, 2010

პლუტონი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

პლუტონი – მზიდან მე-9 პლანეტა (ასტრონომიულად ის ჯუჯა პლანეტაა). იგი 1930 წელს აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდო ტომბომ. აქამდე ითვლებოდა მას მხოლოდ ერთი თანამგზავრი – ქარონი ჰყავდა, თუმცა 2005 წელს მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ქარონი თვითონ არის პლანეტა. ამის პარალელურად აღმოაჩინეს პლუტონის ორი სხვა თანამგზავრი – ჰიდრა და ნიკტა (ნიკსი).
პლუტონი ასტროლოგიურად ძველის ნგრევისა და ახლის შენების პლანეტაა. ეს არის ადამიანის ნებისყოფა, შინაგანი ძალა, ტრანსფორმაცია, რომელსაც თან ახლავს სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი (ხშირად სიკვდილიც). განასახიერებს დაბადებისა და გარდაცვალების მისტერიას. გავლენას ახდენს ომებზე, რევოლუციებზე, ტერორისტულ აქტებზე, ასევე, კატაკლიზმებზე. პლუტონის "დადებითი თვისებებია": სტაბილურობა, სიმტკიცე, მოთმინება, პატიოსნება, სულიერი ტრანსფორმაცია. "უარყოფითი თვისებები": შურისმაძიებლობა, სიფიცხე, სადიზმი, დიქტატურა, ოკულტური ცოდნის ბოროტად გამოყენება. პლუტონი ზოდიაქოს გარშემოვლას თითქმის 250 წელი უნდება, ხოლო ერთ ნიშნის "გავლას" 11-დან 30 წლამდე ანდომებს (მის სიჩქარიდან გამომდინარე).
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პლუტონის აღმოჩენას მოჰყვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მკაცრი დიქტატურის დაწყება: გერმანიაში – ჰიტლერის, საბჭოთა კავშირში – სტალინის, ესპანეთში – ფრანკოს, იტალიაში – მუსოლინის, ჩინეთში – მაო-ძედუნის და ა. შ.
პლუტონის ახალ ზოდიაქოს ნიშანი გადასვლას თან ახლავს გლობალური ცვლილებები, ომები, კატასტროფები თუ კატაკლიზმები. მაგალითად, 1913-14 წლებში როდესაც ის კირჩხიბის ზოდიაქოში შევიდა, მსოფლიოში პირველი მსოფლიო ომი დაიწყო (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ადამიანებმა მისი არსებობის შესახებ არ იცოდნენ, მისი გავლენა მაინც იგრძნობოდა), მოხდა ჩინეთის ორი რევოლუცია, რის შემდეგ დაიწყო ჩინეთი-ტიბეტის ომი, დაიწყო ბალკანეთის მე-2 ომი, ჩინეთი-ჰაიტის ომი, ალბანეთის სამოქალაქო ომი, აშშ-მ მიისაკუთრა მექსიკის ტერიტორიის ნაწილი, დაიწყო ბურების გამოსვლა ბრიტანელების წინააღმდეგ.
1939 წელს როდესაც პლუტონმა კვლავ "შეიცვალა" ზოდიაქოს ნიშანი და ის ლომში გადავიდა, უკვე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო – ფაშისტებმა დაიკავეს ჩეხოსლოვაკია და ლიტვა, უნგრელებმა კი "კარპატების უკრაინა", საბჭოთა ჯარი შეიჭრა ბალტიისპირეთში და დაიკავა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. დაიწყო საბჭოთა კავშირი-ფინეთის ომი.
1958 წელს პლუტონი შევიდა "მშვიდობიან" ზოდიაქოს ნიშანში – ქალწულში, მიუხედავად ამისა, საფრანგეთი-ალჟირის დაპირისპირებამ ამ წელს კულმინაციას მიაღწია, ამასთან დაიწყო კორეა-ტაივანის ომი, მოხდა ვენესუელის რევოლუცია, ალჟირ-ტუნისის დაპირისპირება, აშშ შეიჭრა ლიბანში, ბრიტანეთი – იორდანიაში, მოხდა შეიარაღებული ამბოხება ბოლივიაში, მაროკოში, სუდანში.
1971 წელს, პლუტონმა გადაინაცვლა სასწორის ზოდიაქოში – დაიწყო სერიოზული დაპირისპირებები ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის, სამხედრო გადატრიალებები მოხდა ეკვადორში, ყატარში, სალვადორში, მაროკოში, მადაგასკარზე და განაში, დაიწყო ტანზანია-უგანდის ომი, ახალ ფაზაში შევიდა აშშ-ვიეტნამის ომი, მიუნხენის ოლიმპიადაზე ტერორისტებმა დახოცეს 11 ებრაელი.
1983-95 წლებში პლუტონი მოძრაობდა ყველაზე "დამანგრეველ" ზოდიაქოს ნიშანში – მორიელში და ამას მოჰყვა მსოფლიოს ყველაზე დიდი კატაკლიზმები – საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა, რასაც მოჰყვა უამრავი ეთნოკონფლიქტი და შეიარაღებული დაპირისპირებები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში (მათ შორის საქართველოში) – აშშ-გრენადას ომი.
1995 წელს პლუტონი გადავიდა მშვილდოსნის ზოდიაქოში – ამ პერიოდში დაიწყო ავღანეთის სამოქალაქო ომი, რასაც ქვეყნის სათავეში თალიბების მოსვლა მოჰყვა, ასევე დაიწყო ჩეჩნეთის მე-2 ომი, ნატო-ს შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სერბეთი, რასაც მოჰყვა სერბეთის შიდა დაშლა.
2008 წელს პლუტონი გადავიდა თხის რქის ზოდიაქოში და მოხდა რუსეთ–საქართველოს ომი, თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ბუმბაიში (ინდოეთი) უდიდესი ტერაქტების სერია მოხდა.

ნეპტუნი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

ნეპტუნი - მზიდან მე-8 პლანეტა. იგი 1846 წელს აღმოაჩინა იოჰან გალლემ (თუმცა მანამდე მისი კორდინატები გამოთვლილი იქნება სხვა ასტრონომების მიერ). ბოლო გამოკვლევებით მას 13 თანამგზავრი ჰყავს. ასტროლოგიურად ნეპტუნი იძლევა სრულიად განსხვავებულ სისტემებს. ის კავშირშია ადამიანის უმაღლეს "მე"-სთან (სულის აბსოლუტურ და ინტუიტიურ წევრებთან). ასტროლოგიაში მას "ეკუთვნის" სიზმრები, ილუზიები, ფანტაზიები, წარმოსახვები. განმარტოვება, სულიერი ტანჯვა, საიდუმლოებები, ინტრიგები, ცდუნებები, ღალატი, ქვეცნობიერი სურვილები, ფსიქოზები, ინტოქსიკაციები, მომწავლელი აირები, ეპიდემიები, სითხეები (ალკოჰოლი, ნავთობი და ა. შ.), ასევე ხელოვნების უმაღლესი დარგი _- მუსიკა (კომპოზიტორთა და მუსიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას პირად ჰოროსკოპში ნეპტუნის ძლიერი გავლენა აქვს). ნეპტუნი ასევე არის ფენომენების, მისტიკოსებისა და წინასწარმეტყველების პლანეტა (მისი გავლენა აძლიერებს წარმოსახვებსა და ქვეცნობიერიდან "ამოაქვს" ინფორმაცია). უჩვენებს ადამიანის მიდრეკილებებს შემოქმედებისადმი, ასევე, ლოთობისადმი და ნარკომანობისადმი. დადებითი თვისებები: სულიერება, რელიგიურობა, ინტუიციურობა. უარყოფითი თვისებები: გაუბედავობა, გარყვნილება, აბსტრაქტულობა, შიში, სიგიჟე. ნეპტუნი ერთი ზოდიაქოს ნიშნის "გავლას" დაახლოებით 13-14 წელი, მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას კი დაახლოებით 156 წელი უნდება. ასტროლოგიაში ნეპტუნი, ისევევ როგორც პლუტონი (ასევე ურანი) "ეპოქალურ" პლანეტებად მოიაზრებიან და მათი გავლენა აისახება არა ინდივიდებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არამედ ეპოქალურ მოვლენებზე, როგორიცა ომები, რევოლუციები, ეპიდემიები, სტიქიურ კატაკლიზმები და ა. შ.
ნეპტუნის გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია წყლის სტიქიის ნიშნებში (კირჩხიბი, მორიელი, თევზები). ამ პერიოდში იბადებიან ადამიანები, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება აქვთ ხელოვნებისადმი და ტრანსცენდენტული აზროვნებისაკენ. მაგალითად, პირად ჰოროსკოპში ნეპტუნი წყლის სტიქიის ნიშანში აქვთ – ერაზმ როტერდამელს, ალბრეხტ დიურერს, ნიკოლო კოპერნიკს, ნიკოლო მაკიაველს, მიქელანჯელოს, ჯორჯონეს, ტიციანს, ლუკას კრანახს, თომას მორს, ცეზარე ბორჯიას, კლიმენტი VII-ს, პიერ დე რონსარს, ვერონეზეს, მიშელ მონტენს, რუბენსს, რიშელიეს, სპინოზას, ბახს, მონტესკიეს, ვოლტერს, გოიას, შუბერტს, ჰაინეს, დელაკრუას, ბალზაკს, პუშკინს, ჰიუგოს, დიუმას, შტრაუსს, გლინკას, ჟორჟ სანდს, გოგენს, ვან გოგს, ჩაიკოვსკის, ბერნარდ შოუს, შტაინერს, ორუელს, სალვადორ დალს, სარტრს, კამიუს და ა.შ.
ეპოქალურად ნეპტუნის დადებით გავლენას მნიშვნელოვანი პროგრესი მოაქვს ხელოვნებასა და ტრანსცენდენტულ ცნობიერებაში (მაგალითად, რელიგიაში), ხოლო ნეგატიურს კი ეპიდემიები, ცუნამები, მიწისძვრები.
როგორც უკვე ვთქვით ნეპტუნი უდიდეს მეტაფიზიკურ გავლენას ახდენს იდელოგიურ პროცესებზე, რაც აისახა მისი აღმოჩენის პერიოდშიც (1946 წ.), ამ დროს სარბიელზე გამოვიდნენ კარლს მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, 1948 წელს გამოუშვეს პირველი "კომუნისტური პარტიის მანიფესტი", რაც თავის მხრივ სათავე დაუდო ახალ იდეოლოგიას – კომუნიზმს.

ურანი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

ურანი - მზიდან მე-7 პლანეტა. იგი 1781 წლის 13 მარტს აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უიალიამ გერშელმა. ბოლო გამოკვლევებით მას 27 თანამგზავრი ჰყავს (მათგან უდიდესებია - ტიტანი, ობერონი, არიელი და უმბრიელი). ურანი (ისევე როგორც იუპიტერი, სატურნი და ნეპტუნი), არამყარი კრისტალური აგებულებისაა. ურანის ატმოსფერო ძირითადი შემადგენლობა შედგება წყალბადისგან (83%), ჰელიუმისგან (15%), მეთანისგან (2%), ასევე ამიაკისგან, ეთანისგან და აცეტილენისგან. პლანეტას ცისფერ შეფერილობას სწორედ მეთანი ანიჭებს.
ასტროლოგიურად ურანი "ეპოქალურ" პლანეტებს მიეკუთვნება (როგორც ნეპტუნი და პლუტონი), ანუ მისი კოსმიური გავლენა უფრო ეპოქებსა და ადამიანთა თაობებზე მოქმედებს, ვიდრე ცალკეულ ინდივიდებზე და ყოველდიურ ცხოვრებაზე. ასტროლოგიურად ურანი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი ცვლილებების პლანეტაა. ეს არის ევოლუცია, გარდაქმნა, რიტმი, ტრანსფორმაცია. იგი ყოველგვარი სიურპრიზებითა და ბედის ცვლილებებით აღსავსეა, იგი ანგრევს ძველს და მოაქვს ახალი, იქიდან გამომდინარე, რომ მერწყულის ზოდიაქოს სწორედ პლანეტა ურანი მართავს, მერწყულის ეპოქაში გადასვლამ (1990-2000 წლებში) მოიტანა სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკური დაშლა-დანაწევრება. ამ პერიოდში გაიზარდა თავისუფლების შეგრძნების ხარისხი, რომელიც პლანეტა ურანის ერთ-ერთი უმთავრესი ასტროლოგიური პარამეტრია, რამაც განაპირობა კიდეც უამრავი ეთნოკოფლიქტი.
ურანი ერთი ზოდიაქოს ნიშნის "გავლას" 7 წელი, მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას კი დაახლოებით 84 წელი უნდება. იგი უჩვენებს ადამიანის მიდრეკილებებს სიახლეებისადმი, ორიგინალობისადმი, რეფორმატორულობისადმი, დამოუკიდებლობისადმი. ასტროლოგიურად ურანის დადებითი თვისებები: გამომგონებლობა, მაძიებლობა, იდეალიზმი, დემოკრატიულობა, ძმობა, ერთიანობა, ჰუმანიზმი. უარყოფითი თვისებები: ექსცენტრიულობა, უპასუხისმგებლობა, მეამბოხეობა, სარკაზმი, გაუწონასწორებლობა, სულიერი კრიზისი, განხეთქილება. ეპოქალურად ურანის დადებით გავლენას მნიშვნელოვანი პროგრესი მოაქვს ტრანსფორმაციის, ევოლუციის, კოსმოსის ათვისებისა თუ შემეცნების, კოსმონავტიკის, ავიაციის, ასევე ნანოტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ხოლო ნეგატიურს კი მოაქვს ნგრევა, რეგრესი, ძველი ტრადიციებისა თუ წეს-ჩვეულების უარყოფა, რევოლუცია და ამბოხი.
პირად ჰოროსკოპში ურანის ძლიერი გავლენა აქვთ გამომგონებლებს, ასტრონომებს, ასტროლოგებს, რეფორმატორებს, რევოლუციონერებსა და იმ ადამიანებს, ვისაც საქმე კოსმოსის ათვისებასთან (ფიზიკური თუ სულიერი კუთხით) და ტექნოლოგიებთან აქვთ (მარტინ ლუთერს, თომას მორს, თომას ალვა ედიოსონს, ვილჰელმ რენტგენს, პიერ კიურის, იური გაგარინს, გერმანე ტიტოვს, ნეილ ამსტრონგს, ჯონ გრინს, კარლ ციგლერს, მარტინ ლუთერ კინგს, ფიდელ კასტროს, ჩე გევარას, ნიკიტა ხრუშჩოვს, უგო ჩავესსა და ა. შ. ).

სატურნი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

სატურნი – მზიდან მე-6 პლანეტაა. მზის სისტემაში სატურნი ზომით მეორე პლანეტაა (იუპიტერის შემდეგ) და იგი ძველთაგანვე ცნობილი იყო ადამიანებისგან (იგი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს). მზიდან სატურნის დაშორების მანძილი დაახლოებით 1,429 მილიარდი კილომეტრია. იგი გაზის გიგანტია და გარშემო რგოლები აკრავს, რომლებიც ძირითადად ყინულის ნაწილაკებისგან და ქვიანი მტვრისგან შედგება. ბოლო გამოკვლებებით მას 59 თანამგზავრი ჰყავს (მათგან უდიდესია ტიტანი, რომელზეც ნასა-ს მეცნიერებმა წყალიც კი აღმოაჩინეს). სატურნის ატმოსფერო შედგება წყალბადის (93%), ჰელიუმის (5%), მეთანისა და ამიაკისგან. ის ერთი ზოდიაქოს ნიშნის გავლას 2,5 წელი, ხოლო მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას 29 წელი უნდება.
ასტროლოგიურად სატურნი "სოციალურ" პლანეტებს მიეკუთვნება, ანუ ის გავლენას ახდენს სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე (მასთან ერთად -საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მოქმედებს იუპიტერიც). გარდა ამისა, სატურნი დისციპლინასა და მობილიზებულობას განაგებს. მისი გავლენა ადამიანებს ეხმარება იდეის მატერიალიზაციაში. ეს პლანეტა ადამიანს "უქმნის" პრობლემებს და საჭიროა გადაილახოს ეს პრობლემები, რათა ადამიანმა რაღაც ახალი ისწავლოს, დათრგუნოს საკუთარი უარყოფითი ხასიათი, ანუ განვითარდეს. ამ პლანეტის დადებითი თვისებები: საფუძვლიანობა, სიზუსტე, ეკონომიურობა, სიფრთხილე. უარყოფითი თვისებები: პესიმიზმი, სიძუნწე, ეგოიზმი, მელანქოლია, სიცივე.
ასტროლოგიურად სატურნი საკუთარ "ღირსებს" ყველაზე პოზიტიურად სასწორისა და თხის რქის ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტურია ვერძისა და კირჩხიბის ზოდიაქოში, თუ დავაკვირდებით, მართლაც ზოდიაქოში საფუძვლიანობა და კრისტალიზაცია (დაფიქსირება) ყველაზე მეტად სასწორისა და თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ, ხოლო ამას ნაკლებად ახერხებენ ვერძისა და კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანები (რა თქმა უნდა ეს ყოველივე ინდივიდუალურ შემთხვევაში სხვადასხვანაირად გამოვლინდება).

დაუკვირდით საკუთარ აზრებს...

მაჰათმა განდი

დაუკვირდით საკუთარ აზრებს,
დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური,
რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს...
დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს,
დაე, თქვენი სიტყვები იყოს პოზიტიური,
რადგან თქვენი სიტყვები აყალიბებენ თქვენს მოქმედებებს...
დაუკვირდით საკუთარ მოქმედებებს,
დაე, თქვენი მოქმედებები იყოს პოზიტიური,
რადგან თქვენი მოქმედებები აყალიბებენ თქვენს ჩვევებს...
დაუკვირდით საკუთარ ჩვევებს,
დაე, თქვენი ჩვევები იყოს პოზიტიური,
რადგან თქვენი ჩვევები აყალიბებენ თქვენს ფასეულობებს...
დაუკვირდით საკუთარ ფასეულობებს,
დაე, თქვენი ფასეულობები იყოს პოზიტიური,
რადგან თქვენი ფასეულობები აყალიბებენ თქვენს ბედს...

Apr 3, 2010

როგორც შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება?!

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვიზუალიზაციის სასწაული

"დააკაკუნეთ და გაგეღებათ, ითხოვეთ და მოგეცემათ"
ახალი აღთქმა

ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, განუმეორებელი და როგორც ჩინური ანდაზა ამბობს, "სამყაროს ცენტრია". ყველა ადამიანს აქვს რაღაც, რომელიც დედამიწაზე არავის არ აქვს, ეს მისი ინდივიდუალიზმია.
ისევე როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი წყლის წვეთი თუ თოვლის ფიფქი, ისე არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი და სხვათა შორის ეს ინდივიდუალურობა ბევრ სხვა ასე ვთქვათ, პარამეტრებთან ერთად ჩანს მის თითების ბალიშების ანაბეჭდებში, რომელიც დაქტილოსკოპიის სახელით არის ცნობილი და გამოიყენება დამნაშავეთა იდენტიფიკაციისთვის.
ის, რომ ხელზე და კონკრეტულად ხელის თითებზე აღბეჭდილი ხაზები ინდივიდუალურია, ამის შესახებ საკმაოდ საინტერესო ცნობას ვხვდებით ბიბლიაში, ძველის აღთქმაში, კონკრეტულად "იობის წიგნში", სადაც 32-ე თავის მე-7 მუხლში წერია: "ის ბეჭდავს ყოველივე ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი".
და თუ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაშინ ყველა ადამიანს აქვს თავისებური, ინდივიდუალური კავშირი ღმერთთან. მთავარია კონკრეტული ადამიანი რამდენად აცნობიერებს, ამ კავშირს, რამდენად აღიქვამს, რომ ის არის განუმეორებელი და მისი ხიბლი სწორედ ამაშია. სხვათა შორის, ჩვენ თუ ასე შევხედავთ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც უკანასკნელ მაწანწალას, სულ სხვა კუთხით დავინახავთ მას. ჩვენ შინაგანად დავინახავთ რომ, მიუხედავად ამ ადამიანის ფიზიკური ცხოვრებისა, აქვს მას რაღაც "ისეთი", რომელიც ასე ვთქვათ, "ანათებს" და ეს "ნათება" არის მისი, როგორც ინდივიდის კავშირი ღმერთთან.
სწორედ ამ ინდივიდუალურობიდან გამომდინარე ყველა ადამიანმა თქვას ფრაზა, "დიახ, მე ვარ ინდივიდუალური და განუმეორებელი". ყველა ადამიანს შეუძლია თავისებურად, ინდივიდუალურად გააკეთოს და ის იყოს მართალი. მის აზრში, მის სიტყვაში, მის მოქმედებაში იყოს ჭეშმარიტება.
და რას აკეთებს ადამიანი იმისათვის, რომ ჰქონდეს ის, "რაც მას უნდა" ან იყოს ის, "ვინც უნდა რომ იყოს"?!
აქ უკვე მივედით პირველ იმპულსთან (გნებავთ დავარქვათ მას კომპონენტი) – სურვილთან.
ადამიანმა უნდა თქვას, "დიახ, მე მაქვს სურვილი, რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება" ყველაფერი იწყება სურვილიდან, მძაფრი, მწველი სურვილიდან.
სულ ერთია ეს ცვლილება რას ეხება – ურთიერთობებს, ოჯახის შექმნას, ფულის გამომუშავებას, უძრავ ქონებას, უცხოეთში გამგზავრებას, ცოდნის მიღებას და ა. შ.
სამყაროში არსებობს დრო, რომელიც საჭიროა ადამიანის სურვილის აღქმისთვის და ასე ვთქვათ, ამ სურვილის შესასრულებლად სამყაროს "მობილიზებისთვის" და ეს დრო ძალიან კონკრეტულია (ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ სამყარო ადამიანს ეხმარება სურვილების ასრულებაში). ამ ყველაფერს სჭირდება 68 წამი. არც მეტი, არც ნაკლები. რწმენით აღსავსე და ოპტიმისტი ადამიანი იტყვის: "სულ 68 წამი, რა კარგია, ფანტასტიკურია", სკეპტიკოსმა და პესიმისტმა ადამიანმა შეიძლება თქვას: რატომ 68 წამი და არა 68 წელი, ან უფრო მეტი?!
ზუსტად აქ არის განსხვავება, თუ როგორ აცნობიერებს (აღიქვამს) ორი ადამიანი სამყაროს და რა გასაკვირია, რომ სწორედ ასევე აღიქვამდეს სამყარო მათ და მათ სურვილებსაც – ერთს სურვილი შეუსრულდება სწრაფად, ხოლო მეორეს ძალიან გვიან ან საერთოდ არ შეუსრულდება.
ჩვენ აქ მივადექით ძალიან საინტერესო ფენომენს – ცნობიერებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეუძლებელია ადამიანმა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, სანამ საკუთარ ცნობიერებას არ შეცვლის. ადამიანის ცხოვრების ცვლილება უპირველესად იწყება მის ცნობიერების შეცვლით. ეს არის სამყაროს კანონი.
არსებობს ასეთი ამერიკული ანდაზა, "ვერ გამდიდრდები, სანამ ღარიბი ხარ!". აქ პირველ ნაწილში იგულისხმება მატერიალური სიმდიდრე, ხოლო მეორე ნაწილში – თუ შეიძლება ასე ვთქვათ, "ღარიბი ცნობიერება" ან "ცნობიერების სიღარიბე".
ერთმა ამერიკელმა მილიარდერმა, როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს: "იცოდით, თუ არა, რომ თქვენ ასე გამდიდრდებოდით", უპასუხა: "დარწმუნებული ვიყავი".
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უპირველესი "სამუშაო", რაც ადამიანს საკუთარი ცხოვრების შეცვლისას, პირველ რიგში მართებს – ეს არის საკუთარი ცნობიერების, მიდგომების, ქცევის, უნარების შეცვლა.
და სულაც არის ეს შეუძლებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩნდეს. და რომ პრობლემა არა გარეგან ფორმებში, არამედ შინაგან სამყაროშია, თვალსაჩინოებისთვის ამ ქართულ იგავშიც ჩანს:
"იყო ერთი ბიჭი, რომელსაც დღენიადაგ დასცინოდნენ. ერთხელ, ბიჭმა თქვა:
- "იქნებ, ჩემს ჩოხას დასცინიან, ჩოხას გავიხდი, ახალუხს ჩავიცვამ და ხალხიც აღარ დამცინებსო".
მართლაც, მეორე დღეს ხალხში ჩოხის მაგივრად ახალუხით გავიდა, მაგრამ კიდევ მეტად დასცინეს. მაშინ მას ერთმა მოხუცმა კაცმა უთხრა:
- "ტანსაცმელს ნუ იცვლი, ხასიათი გამოიცვალეო".
ამ იგავში ნათლად ჩანს, რომ საჭიროა ჩვენი შინაგანი სამყაროს შეცვლა, ჩვენი მიდგომების, უნარ-ჩვევების გამოცვლა, დახვეწა და განვითარება. აქ უნდა ჩაირთოს პირველი იმპულსი – მწველი სურვილი.
თუ ადამიანს აქვს მძაფრი, თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, მწველი სურვილი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, თუნდაც რაიმე მიზნის მიღწევის გზით, მაშინ ის იწყებს... ფიქრს! ის იწყებს მიზანმიმართულ, კონცენტრირებულ ფიქრს და საკუთარ აზრებში გზების ძიებას.
როგორც ერთ საათიანი ან თუნდაც ერთ წლიანი ფიზიკური ვარჯიშით დიდი შედეგების მიღწევა არ ხდება, ისე შეუძლებელია ერთ საათში ან თუნდაც ერთ წელში საკუთარი ცხოვრების ისე შეცვლა, როგორც ეს ამა თუ იმ ადამიანს სურს.
თუმცა ერთ წუთში შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილებისა, რომელიც ხდება ადამიანის წინსვლის ძლიერი იმპულსი. ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ აზრებში, არამედ უკვე ფიზიკურ სამყაროში იწყებს მიზანმიმართულ, კონცენტრირებულ შრომას საკუთარი ცხოვრების შეცვლისთვის (საკუთარი ცნობიერების შეცვლის გზით).
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზრები ემოციების გარეშე ეს ფუჭი და არაფრისმომტანია, ამიტომ, აზრებისთვის და სიტყვებისთვის აუცილებელია ემოციური მუხტი, ანუ უემოციო აზრები არ იძლევიან შთაგონებას, არ იძლევიან წინსვლის მძლავრ იმპულსებს. პოზიტიურად დამუხტული ემოციური აზრები, ემოციური განცდები ადამიანს ანიჭებენ წინსვლის და წარმატების მიღწევის უდიდეს იმპულსებს.
ცხადია ადამიანს ეხმარება დადებითი ემოციები და ხელს უშლის და აბრკოლებს ნეგატიური ემოციები, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ცნობიერების, ქცევისა თუ უნარების შეცვლაზე, აქ დიდი როლი აკისრია ემოციების მართვას, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მართოს საკუთარი ემოციები. მართვაში უპირველესად იგულისხმება - აქცენტი დადებით ემოციებზე და ნეგატიური ემოციების სრული ინგორირება ("ვერ დანახვა", "არ ცნობა"). ეს ძალიან უბრალოდ, ხდება - ადამიანი საკუთარ პრობლემებს არ აღიქვამს როგორც პრობლემებს, არამედ როგორც მოსაგვარებელ საკითხებს და ამ საკითხებს მოგვარებას წინდაწინ "ხედავს", ის დარწმუნებულია და ამავ დროულად ღრმად დარწმუნებულია, რომ ამ საკითხებს ძალიან უბრალოდ მოაგვარებს. ადამიანი ერთი წუთითაც "არ უშვებს", რომ ეს შეუძლებელია.
ემოცია და აზროვნება ეს ვიბრაციაა, ენერგიაა და სწორედ ამ ენერგიის მართვაა მნიშვნელოვანი, საჭიროა ვისწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა. არ უნდა დაგვავიწყდეს სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონი - მიზიდულობის კანონი. ადამიანი სწორედ საკუთარი ემოციებით, ემოციური აზრებით, განცდებით იზიდავს და ქმნის საკუთარ ცხოვრებას. რასაც ფიქრობ, გრძნობ და განიცდი - სწორედ ის "მოდის"!
შევეცადოთ, ჩამოვთვალოთ (მეტ-ნაკლებად რა თქმა უნდა), დადებითი და უარყოფითი ემოციები, რომელიც გაგვიადვილებს იმის დანახვას, თუ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და რისი იგნორირება უნდა მოხდეს.
უარყოფითი ემოციები და შეგრძნებები:
მოწყენილობა, პესიმიზმი, დაუკმაყოფილებლობა, გაღიზიანება, მოუთმენლობა, აფორიაქება, იმედგაცრუება, ეჭვი, შფოთვა, გაკიცხვა, სევდიანობა, განრისხება, შურისძიება, სიძულვილი, რისხვა, ეჭვიანობა, შური, დაურწმუნებლობა, დანაშაულის შეგრძნება, შიში, მწუხარება, დარდი, დეპრესია, სასოწარკვეთილება, უძლურება.
პოზიტიური ემოციები და შეგრძნებები:
სიხარული, "ცოდნა" (პირობითად ეს აღვიქვათ დადებით ემოციად), უსაზღვრო შესაძლებლობების განცდა, ძლიერება, თავისუფლება, სიყვარული, მადლიერება, ვნება, გატაცება, ჟინი, ენთუზიაზმი, მისწრაფება, ბედნიერება, პოზიტიური მოლოდინი, რწმენა, ოპტიმიზმი, იმედი, კმაყოფილება.
ცხადია, საკუთარ თავში ნეგატიური აღმოფხვრა და პოზიტიურის "მუდმივად წახალისება", მასზე აქცენტის გაკეთება იწვევს "მსგავსის მოზიდვას". ეს კარგად ჩანს როგორც კონკრეტული ადამიანის, ისე ქვეყნის მდგომარეობაში - როგორ ემოციურ სიხშირეზეც იმყოფება კონკრეტული ადამიანი თუ ქვეყანა, სწორედ ისევე ცხოვრობს.
ასე რომ, გააკეთეთ აქცენტი პოზიტიურზე, დატკბით და იყავით ბედნიერები იმით - რაც გაქვთ და ნუ იქნებით უბედურები და ნუ დაიტანჯავთ თავს იმით, რაც არ გაქვთ.