ტუნისელი ასტროლოგი ჰასან შარნის ასტროფიზიკის დოქტორი და ასტროლოგიის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე—პრეზიდენტია. ის ტელევიზია "არ-არაბიასთან" და გაზეთ "ალ-ჰადასთა
ნ" თანამშრომლობს, სადაც დრო და დრო ქვეყნდება მისი ასტროლოგიური პროგნოზები.
ტუნისელმა ასტროლოგმა პოპულარობა თავისი ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზებით მოიპოვა. მან 1997 წლის იანვარში პრინცესა დაინას სიკვდილი, 2004 წლის იანვარში კი "ალ-არაბიას" პირდაპირ ეთერში იასირ არაფატის მოსალოდნელი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. 2005 წლის იანვარში მან ასევე იწინასწარმეტყველა რომის პაპის იოანე-პავლე II-ის გარდაცვალება და ტერაქტი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
შარნი განსაკუთრებული პოპულარობით არაბულ სამყაროში სარგებლობს. მან 2010 წლის დასაწყისში პალესტინის ლიდერზე მაჰმუდ აბასზე შეიარაღებული თავდასხმა იწინასწარმეტყველა. აბასი ისე ენდობა ტუნისელი ასტროლოგის პროგნოზებს, რომ მან პირადი დაცვის ნახევარი შეცვალა და ამას გარდა დაცვა საგრძნობლად გააძლიერა, ამის შესახებ ებრაული გაზეთი "იერუსალიმ პოსტი" წერდა.
თუმცა შარნის კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავს. მას აკრიტიკებენ, რომ მისი წინასწარმეტყველება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში-უმცროსის სიკვდილის შესახებ არ გამართლდა - მიუხედავად იმისა, რომ ბუშს ორჯერ დაესხნენ თავს (ერ-რიადსა და თბილისში), იგი ამ თავდასხმებს ცოცხალი გადაურჩა. მას ასევე აკრიტიკებენ, რომ არაფერი არ უთქვამს ისეთი ცნობილი ადამიანის მოულოდნელი სიკვდილის შესახებ, როგორიც მაგალითად მაიკლ ჯექსონია.
გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ჰასან შარნის 2010 წელში გამოქვეყნებული ასტროლოგიური პროგნოზებიდან:
"2010 წლის შემოდგომით ან დასასრულს სიტუაცია მნიშვნელოვნად დაიძაბება პალესტინაში, ერაყსა და ირანში".
"ერაყში მოსალოდნელია სკანდალები საპყრობილესთან და პატიმრებთან დაკავშირებით, ასევე მოსალოდნელია ტერაქტები".
"ერაყი მოსალოდნელია სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშეც კი დადგეს".
"ევროპაში 2010 წლის მეორე ნახევარში და 2011 წელში გამწვავდება კრიზისი - მოსალოდნელია უმუშევრობა და ძალადობა ემიგრანტების მხრიდან".
"ობამა მსოფლიოში ვერაფერს შეცვლის - თუ მოინდომებს შეცვლას, მაშინ მას შეცვლიან!"
თუმცა ასტროლოგი არაფერს ამბობს შეცვლაში კონკრეტულად რა იგულისხმება. ერთი კი ცნობილია, ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტია, ხოლო ცნობილი ფრანგი ასტროლოგის მიშელ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, "ახალი მიწისთვის" (ამერიკა!) 44-ე მართველი საბედისწერო იქნება(?!).
0 comments:
Post a Comment