1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Jan 22, 2010

პირველი ტელეპატიური წერილი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მეცნიერება და ტელეპატია

ალბათ ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ტელეპატია მეცნიერებაში არა თუ ღრმად შეიჭრებოდა, არამედ მის სამსახურშიც კი ჩადგებოდა.
ვისკონსინის უნივერისიტეტის ბიომედიცინის ინჟინერმა ადამ უილსონმა სპეციალური კომპიუტერზე საკუთარ შეტყობინება დაწერა. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ კომპიუტერმა სპეციალური მოწყობილების მეშვებით "წაიკითხა" უილსონის ტვინში გაჩენილი "შეტყობინება", ანუ შედგა ტელეპატიური კავშირი ადამიანსა და კომპიუტერს შორის.
ეს წერილი ინტერნეტში გასული წლის გაზაფხულზე განათავსეს, თუმცა თავდაპირველად მან დიდი ფურორი არ მოახდინა.
"წინ თახვებო"! - ვისკონსინის უნივერისტეტის სპორტული გუნდის დევიზი არავის ორიგინალურად არ მოეჩვენა, თუმცა უილსონის მეორე გზანილის შემდეგ SPELLING WITH MY BRAIN, რაც ნიშნავს, "დაწერილი ჩემი ტვინის მეშვეობით", ყველაფერი შეიცვალა. უილსონმა კიდევაც აღიარა უფრო ჭკვიანურ რამეს დაწერდა, რომ ცოდნოდა რამხელა ყურადღებას მიიქცევდა ეს გზავნილი.
და მაინც როგორ შეძლო ადამიანმა ტელეპატიის მეშვეობით დაწერა? საქმე კი ტვინის თანამედროვე ე. წ. "სკანერშია", რომელიც ურთულესი ელექტრონიკის მეშვეობით ახერხებს ტვინის მიერ გაჩენილი ელექტრო ველის დაჭერასა და "ამოხსნა-შეცნობას". ამ მოწყობილობასთან მუშაობის შემდეგ უილსონმა დასკვნა გამოიტანა, რომ სკანერი შესაძლოა, გამოყენებული იქნას ეკრანზე განთავსებული ასოების არჩევისთვის. მან დაწერა შეტყობინება და გააგზავნა კიდეც. უილსონის მიზანი საკმაოდ მნიშვნელოვანია – მაგალითად, მსგავსი ექსპერიმენტის მეშვეობით შესაძლოა, შეიქმნას სისტემა, რომელიც ინსულტის მქონე პაციენტებს დაეხმარება კონტაქტის დამყარებაში.
"იმ ადამიანებს, ვისაც გადატანილი ავადმყოფობის გამო, საუბარი არ შეუძლიათ, ამ სისტემით დახმარებით საკუთარ აზრებს გადმოსცემენ", ამბობს ბიომედიცინის ინჟინერი ადამ ვილსონი.
ამჟამად ტვინის სკანერის მეშვეობით ხდება წარმოუდგნელად დიდი სამეცნიერო ნახტომი - მკვლევარებმა ისწავლეს იმ სურათების რეკონსტრუირება, რომლებიც ტვინში ფიქრის დროს ჩნდება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ აზრების წაკითხვა შეძლეს. ამავ დროულად განიხილავენ ემოციების ფორმირებას, ადგენენ ავადმყოფობების გაჩენის მიზეზებს და იკვლევენ ფსიქიკის სხვადასხვა გადახრებს.

მზის დაბნელების საინტერესო ფაქტები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მზის დაბნელება ერთ-ერთი საინტერესო მოვლენაა, მითუმეტეს, რომ 2010 წლის 15 იანვარს დაფიქსირებული მზის დაბნელების კულმინაციის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი იყო უკანასკნელი ათასწლეულის მანძილზე (11 წუთი და 08 წამი).

• მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწის (დამკვირვებელს) და მზეს შორის ექცევა და მზეს ეფარება. მთვარე სინათლეს არ გამოსცემს, თუმცა იგი ირეკლავს მას, ამიტომაც, დაბნელების წინ მთვარე არ ჩანს და იქმნება შთბაჭდილება, რომ მზე გაურკვეველი წარმოშობის სიშავით იფარება.
• მთვარის ჩრდილის კონუსი დიამეტრში დედამიწაზე გაცილებით პატარაა, ამიტომაც მზის დაბნელება შესამჩნევია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც დაბნელების დროს მთვარის ჩრდილი გადის.
• ვინაიდან მთვარის ორბიტა ელიპტიკურია, მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, შესაბამისად, დედამიწის ზედაპირზე მთვარის ჩრდილის ლაქის დიამეტრიც სხვადასხვაა. მთვარის ახლო განლაგების დროს, დედამიწის, მზისა და მთვარის ურთიერთგანლაგებისას მთვარის ჩრდილის კონუსი აღწევს დედამიწის ზედაპირს. ამგვარ დაბნელებას მზის სრულ დაბნელებას უწოდებენ.
• მზის სრული დაბნელების ზოლი სიგანეში შესაძლოა, ორას კილომეტრსაც აღწევდეს. ის დამკვირვებელი, რომელიც მზის სრული დაბნელების ზოლის ახლოს იმყოფება, მხოლოდ მზის ნაწილობრივ დაბნელებას აღიქვამს. ამგვარი დაბნელების დროს, მთვარე მზის დისკის ცენტრში არ ხვდება და მხოლოდ მის ნაწილს ფარავს, ამასთან ერთად ზეცაც ნაკლებად ბნელდება, ვიდრე ეს სრული დაბნელების დროს ხდება. შეუიარაღებელი თვალით მზის ნაწილობრივი დაბნელების დაკვირვება შესაძლებელია მზის სრული დაბნელების ზოლიდან დაახლოებით 2000 კილომეტრის მანძილზე.
• მთვარის ჩრდილის მოძრაობის მინიმალური სიჩქარე დედამიწის ზედაპირზე 1 კმ/წმ-ზე ოდნავ მეტს წარმოადგენს.
• ამ ათასწლეულის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება მოხდა 2010 წლის 15 იანვარს. ტროპიკული აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა მზის სრული დაბნელება. დაახლოებით 11 წუთის მანძილზე მთვარე ეფარებოდა მზეს და მხოლოდ მზის გვირგვინი ჩანდა. ეს ასტრონომიული მოვლენა არც თუ იშვიათია, მაგრამ ასე ხანგრძლივად არც თუ ხშირად ხდება. მზის დაბნელების ეს 11 წუთიანი რეკორდი გამეორდება მხოლოდ 3043 წელს.
• მზის დაბნელების დროს ემოციურად მგრძნობიარე ადამიანებს როგორც საკუთარ თავის, ისე ახლობლების მიმართ ზოგჯერ შფოთვის შეგრძნება უჩნდებათ. ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს კი შესაძლოა, დეპრესიული ფონი გაუძლიერდეთ. ამიტომ, მზის დაბნელების დროს ასეთი ადამიანებისთვის დამამშვიდებელი საშუალებების მიღება არც თუ ურიგო იქნება.
• მზის დაბნელების დროს ცხოველები ძლიერ შფოთვას იჩენენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველა ცხოველი მზის განათების ინტენსივობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. უეცარი დაბნელების დროს ძაღლები და კატები ყეფასა და კნავილს იწყებენ, სამალავს ეძებენ. სპეციალისტებმა ასევე დააკონკრეტეს, რომ ამ ასტრონომიულ მოვლენას შესაძლოა, ცხოველების მოულოდნელი აგრესიაც კი მოჰყვეს.
• საინტერესოა, რომ 1504 წელს, იამაიკაზე ყოფნის დროს ქრისტეფორე კოლუმბი და მისი თამხლები პირები შიმშილით სიკვდილისგან მთვარის დაბნელებამ გადაარჩინა. კოლუმბის მცდელობა ადგილობრივი ინდიელებისთვის საკვები გამოერთმია, უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა მან იცოდა, რომ 1504 წლის 1 მარტს მთვარის დაბნელება იქნებოდა და კოლუმბი ადგილობრივ ბელადებს "დაემუქრა", რომ მათ "მთვარეს მოპარავდა", თუკი ისინი კოლუმბის პროდუქტებითა და სასმელი წყლით მომარაგებაზე უარს იტყოდნენ. როგორც კი დაბნელება დაიწყო, ინდიელებს საოცარი პანიკა დაეუფლათ და მათ კოლუმბის მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

მზის სრული დაბნელება 2010 წელს დაფიქსირდება 11 ივლისს (მსოფლიო დროით 17:19-21:56 საათებში). მისი დანახვა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში იქნება შესაძლებელი - სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლინეზიაში დაიწყება და სამხრეთ ამერიკაში (ჩილესა და არგენტინის სამხრეთში) დასრულდება.
კულმინაცია: LAT = 19°45'23"S / LONG =121°52'08"W.