1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


May 30, 2010

ლეონარდო და ვინჩის წინასწარმეტყველებები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ლეონარდო და ვინჩის სახელი ყველამ იცის, ალბათ არ არის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით არ ცნობს "მონა ლიზასა" და "საიდუმლო სერობას", თუმცა ალბათ ცოტას თუ გაუგია ლეონარდოს წინასწარმეტყველებები.
ლეონარდო დღემდე მიჩნეულია უნივერსალურ ადამიანად, ის არა მხოლოდ მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი, ანატომი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი და გამომგონებელია, არამედ წინასწარმეტყველიც.
მის ჩანაწერებში აღმოაჩინეს საკმაოდ ბევრ დაშიფრული ტექსტი, რომლის ნაწილი საკმაოდ ადვილად ამოხსნეს და ყველასთვის გამაოგნებელი იყო, რომ ეს წინასწარმეტყველებები აღმოჩნდა.
უცნობია ლეონარდო წინასწარმეტყველების რა ხერხს იყენებდა, თუმცა მისი წინასწარმტყველებები საკმაოდ დიდი ნაწილი არასასიამოვნო და შემაშფოთებელია. ძნელია ითქვას, ეს წინასწარმეტყველებები უკვე ასრულდა თუ შორეული მომავალში მოხდება. ერთი რამ ფაქტია, ლეონარდო ისევე როგორც ფერწერაში, წინასწარმეტყველებაშიც იდუმალი და მისტიკურია.

• ადამიანები ივლიან, თუმცა არ იმოძრავებენ.
• ადამიანები ისაუბრებენ მათთან - ვინც ძალიან შორს არის.
• ადამიანები მოუსმენენ მათ - ვინც არ ლაპარაკობს.
• მიწა გადაიშლება... ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები, რომლებიც დაიწყებენ ადამიანთა განადგურებას. დაიღუპება ბევრი სიცოცხლე, დედამიწაში ურიცხვი ნასვრეტი გაჩნდება. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი გადარჩება. გადარჩენილი ადამიანები საკუთარ სახლებს დატოვებენ. დატოვებული სახლები და სხვა ყველაფერი ფრინველებისა და მხეცების ლუკმა გახდება.
• დედამიწის ზოგიერთ ადგილას ადამიანები გადაყრიან ყველანაირ საჭმელს და სასმელს, რომელიც მათი სიცოცხლისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ეს სანოვაგე იქნება სიკვდილი.
• დაბრუნდება ჰეროდეს დრო, როდესაც დედებს უმანკო ჩვილები წაერთმევათ.
• ბევრი იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც დაიმალებიან და ასევე გადამალავენ სანოვაგეს და საკუთარ შვილებს ღრმა გამოქვაბულებში. ადამიანები იქ, სიბნელეში იცხოვრებენ მრავალი თვის მანძილზე ყოველგვარი ბუნებრივი თუ ხელოვნური განათების გარეშე.
• ადვილად დასანახი იქნება ჰაერში, დიდ სიმაღლეზე ვებერთელა გველები ფრინველებს როგორ ებრძვიან.

May 12, 2010

დააპროგრამეთ საკუთარი თავი წარმატებაზე

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

(რელაქსაცია, ვიზუალიზაცია, აფირმაცია)

ფრანგმა ფსიქოთერაპევტმა ემანულ სეგმა ერთხელ თქვა: "როდესაც წარმოსახვა და ნებისყოფა ერთმანეთში ანტაგონისტურად არიან განწყობილები და კონფლიქტში იმყოფებიან, ყოველთვის, ყოველგვარი გამორიცხვების გარეშე წარმოსახვა იმარჯვებს".
ასე რომ, შეგიძლიათ საკუთარი თავი დააპროგრამოთ წარმატებაზე. წარმოსახვას შეუძლია ყველაზე თამამი და თავხედი ოცნებების მოფიქრება და მათი რეალობად ქცევა.
ცნობილია, რომ წარმოსახვა და რაციონალიზმი ერთმანეთში მაინცა და მაინც მეგობრულ დამოკიდებულებაში ვერ არიან, ამიტომ, როდესაც ადამიანი ოცნებობს, ახდენს საკუთარი სურვილების ვიზუალიზაციას, მაშინ "ირთვება" ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო და ქვეცნობიერი "ამუშავებას" იწყებს, ამ დროს ადამიანი "ხედავს" მისთვის სასურველ ვირტუალურ რეალობას, "გრძნობს" სიმშვიდეს, "ესმის" შესაბამისი ხმა, რის ვიზუალიზაციასაც ახდენს. თუმცა ამავე დროს "ირთვება" ადამიანის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო და ცნობიერი, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეცნობიერთან და ცხადია ადამიანი ასევე წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ სურვილებთან: "ეს ჩემთვის არ არის", "მე არ ვიმსახურებ ამას", "მე გავგიჟდი" და ა. შ.
ჭეშმარიტება იმაში, რომ ადამიანის უნიკალურობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანს შეუძლია შეცვალოს სიტუაცია და წარმატებას მიაღწიოს. მიიჩნევა, რომ სწრაფ წარმატებად ითვლება ის, რომელიც რამოდენიმე წელიწადში სრულდება. არსებობს რამოდენიმე ხერხი და მეთოდი, რომელსაც შეუძლია ადამიანის წარმატებაზე დაპროგრამება. ერთადერთ და აუცილებელ ნაბიჯად ითვლება გონების ცნობიერისთვის "გვერდის ავლა". როდესაც ადამიანი ამას შეძლებს, მაშინ ქვეცნობიერი მიიღებს ყველაფერს, რასაც მასში ადამიანი მიზანმიმართულად "ჩანერგავს".
გონების "პროგრამირების" სამი კომპონენტია: მოდუნება (რელაქსაცია), ვიზუალიზაცია და აფირმაციები:

მოდუნება (რელაქსაცია): პირველი გასაღები გონების წარმატებაზე დაპროგრამებისკენ ეს არის რელაქსაცია. როდესაც ადამიანი ისვენებს და მოდუნებულ მდგომარეობაშია, ისვენებს მისი ტვინიც - ტვინის ციკლური ენერგოტალღები, აზროვნების პროცესი მშვიდდება და ამ დროს ტვინი გადადის ე. წ. "ალფა მდგომარეობაში", როდესაც ადამიანი ცნობიერი "იძინებს", თუმცა ქვეცნობიერი რჩება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მმართველობის ქვეშ. დასვენების დროს დუნდება ტვინიც და სხეულიც. სწორედ ამ დროს ადამიანის აზრები მშვიდდება იმ დონემდე, რომ ისინი უბრალოდ ვიბრირებენ. სწორედ "ალფა მდგომარეობის" აქტიურდება ქვეცნობიერი და ადამიანს სწორედ ამ დროს შეუძლია ვიზუალიზაციის დაწყება.

ვიზუალიზაცია: ეს წარმატების დაპროგრამირების მეორე გასაღებია. რელაქსაციის საშუალებით ადამიანი შედის შემოქმედებით პროცესში, რომელიც სავალდებულოა წარმატების მისაღწევად. ადამიანს შეუძლია "ჩანერგოს" საკუთარ ქვეცნობიერში ახალი აზრები და წარმოდგენები, უბრალოდ საჭიროა "დაიჭიროს" იმის გამოსახულება, რაც მას ჭეშმარიტად უნდა და იმოქმედოს ისე, თითქოს ეს უკვე აქვს და მიაღწია სასურველ მიზანს. აზრობრივმა გამოსახულებამ შეუძლია შიში ან ღელვა გამოიწვიოს, ანდა პირიქით ბედნიერების შეგრძნება გააჩინოს (ბედნიერების და სიხარულის შეგრძნება მინიშნებს, რომ ადამიანს სწორედ აქვს საკუთარი მიზანი არჩეული). საჭიროა ყოველივეს მკაფიოდა წარმოდგენა, უნდა გამახვილდეს ყურადღება დეტალებზე და ადამიანს, ის რაც ნამდვილად უნდა, რეალურ ცხოვრებაში გაჩნდება. აი, ეს არის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. ამ დროს ადამიანმა უნდა "დაინახოს" ის, რისი მიღწევის სურვილიც აქვს.

აფირმაციები: ახლა კი მესამე გასაღები წარმატებაზე დაპროგრამირებისთვის. ადამიანს შეუძლია საკუთარ ქვეცნობიერში "ჩანერგოს" ახალი მტკიცებულებები (აზრები) თვითდაჯერების მეშვეობით. რობერტ ალენისა და მარკ ვიქტორ ჰანსონის წიგნში "მილიონერი ერთ წუთში" ერთ-ერთი აფირმაცია ასეა ჩამოყალიბებული: "მე დავდივარ როგორც მილიონერი, მე ვმოქმედებ როგორც მილიონერი, მე ვარ მილიონერი". როგორც ადამიანი აფირმაციებს უმატებს გრძნობებს, ემოციებს, მაშინ ამ აფირმაციების ძალა და ენერგია ორმაგდება და ზოგჯერ სამმაგდება კიდეც. საჭიროა, იმის ნამდვილად დაჯერება, რასაც ადამიანის საკუთარ გონებას აჯერებს.

ადამიანს შეუძლია დააპროგრამოს წარმატება და ამისათვის საჭიროა მხოლოდ ეფექტური მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება. საჭიროა მოდუნება, ვიზუალიზაცია და იმის მტკიცედ გამეორება, თუ რისი მოხდენაა სასურველი (აფირმაციები). ყველა ადამიანს შეუძლია გაიმარჯვოს და ყველა მათგანი არის ამის ღირსი, ხოლო წარმატება მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვისაც ამის დიდი რწმენა და მწველი სურვილი აქვს.

May 5, 2010

სახელმწიფოს პირველი პირები და ასტროლოგები

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

სტატისტიკის თანახმად უკანასკნელ წლებში ასტროლოგიისადმი ინტერესი თითქმის ორჯერ გაიზარდა, ამას სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს. მიუხედავად ასტროლოგიის ასეთი ინტერესისა, იშვიათად, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა ღიად დააფიქსიროს ასტროლოგიისადმი ინტერესი ან აღიაროს ასტროლოგების მისდამი გაწეული სამსახური. თუმცა პოლიტიკოსობის დიდი ნაწილი, უფრო სწორედ პოლიტიკოსების მრჩეველთა, პოლიტტექნოლოგთა თუ იმიჯმეიკერთა შორის ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც საფუძვლიანად ერკვევიან ასტროლოგიაში.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამერიკის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც ძალიან ენდობოდა ასტროლოგ ჯოანა კუიგლის. რეიგანმა ასტროლოგის რჩევით ინაუგურაცია დილის 5 საათზეც კი დანიშნა. ჯოანა კუიგლი პრეზიდენტ რეიგანის მეუღლეს, ნენსის რეგულარულად აწვდიდა პრეზიდენტის პერსონალურ ასტროლოგიურ ცხრილს, სადაც პოზიტიური დღეები - მწვანედ, ნეგატიური - წითლად, ხოლო ნეიტრალური ყვითლად იყო მონიშნული. კუიგლიმ 1988 წლის დეკემბერში უწინასწარმეტყველა ჯორჯ ბუში-უფროსს, რომ ახლო აღმოსავლეთში პრობლემები შეექმნებოდა.
1990 წლის მარტში ჯოანა კუიგლიმ გამოაქვეყნა წიგნი "ჩემი შვიდწლიანი თანამშრომლობა რონალდ და ნენსი რეიგანებთან თეთრი სახლის ასტროლოგის რანგში".
ამერიკის შეერთებული შტატების დაამარსებლებმა ბენჟამინ ფრანკლინმა და თომას ჯეფერსონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დღედ 1776 წლის 4 ივლისი იმიტომ აირჩიეს, რომ ამ დღეს ცის კაბადონზე პლანეტები პოზიტიურად იყვნენ განლაგებულნი, რაც აისახა კიდეც ამერიკის მომავალზე. რაც შეეხება პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს, მას თავისი ჰოროსკოპი თეთრ სახლში, კაბინეტის კედელზე ეკიდა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი ასტროლოგმა კატამრაჯუ ნარაიანა რაომ რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილა და კონკრეტული დღეც კი დაუსახელა, თავს დაგესხმებიანო. სიკვდილის წინადღეს ინდირა განდიმ თავის ერთ-ერთ მრჩეველს უთხრა: "ხვალინდელი დღე ჩემთვის ძალიან ცუდია და ყველაზე ცუდი, რაც მათ შეუძლია გამიკეთონ - არის ის, რომ შეიძლება მომკლან. თუ ხვალ მე დავიღუპები, ჩემი სისხლის ყოველი წვეთი ინდოეთს ახალი სიცოცხლით აავსებს".
ახლახან ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრების - მარგარეტ ტეტჩერისა და ჯონ მეიჯორის თანამშრომლობის შესახებ ცნობილ შოტლანდიელ ასტროლოგ მარჯორი ორთან. ორი როგორც ტეტჩერისთვის, ისე მეიჯორისთვის პერსონალურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ამზადებდა.
ცნობილია საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ურთიერთობა ფრანგ ასტროლოგ ელიზაბეტ ტესიესთან - მიტერანი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ამ ასტროლოგთან კონსულტაციების გავლის შემდეგ იღებდა. ასტროლოგთა რჩევებს ითვალისწინებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტები - ვალერი ჟისკარ დ’ესტენი და ჟაკ შირაკი.