1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2010

2011 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიჩნეულია, რომ კურდღლის წელი (1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011) შედარებით მშვიდობიანი წელია, თუმცა 2011 წლის სტიქია ლითონია, ამიტომ, ეს წელი შედარებით ხისტი და სწრაფად ცვალებადი იქნება. დაძაბულ სიტუაციებში გამოსავალი ყოველთვის მოთმინება და დიპლომატია იქნება, რადგან 2011 წელი "ინ", ანუ მდედრული ენერგიით იმართება.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2011 წლის მართველი ვარსკვლავი არის "ნიუი", რომლის კოსმობიოლოგიური გავლენა პირად ცხოვრებაზე უფრო სასიკეთოა, ვიდრე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაზე. ვარსკვლავ "ნიუის" გავლენას სასიკეთო ცვლილებები მოაქვს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა საზოგადოებაში იმატებს შეუთანხმებლობა და განხეთქილება.
ზოგადად კურდღლის წელი ყოველთვის ხასიათდება ცვლილებებით და ეს ცვლილებები და ლითონის და ცეცხლის სტიქიის გავლენის დროს (2011 წლის სტიქია სწორედ ლითონია) მოვლენები ისე სწრაფად და მოულოდნელად იწყება და ვითარდება, რომ ბევრი ადამიანი დაწყებული ცვლილებებისთვის მომზადებასაც კი ვერ ასწრებს.
2011 წელს მსოფლიო პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში ძირითადად გასულ წელს დაწყებული პროცესები გაგრძელდება. კურდღლის წელის კოსმობიოლოგიური ენერგია ვეფხვის წელთან შედარებით უფრო სუსტია, ამიტომ, რადიკალური ცვლილებებიც კი შედარებით რბილად და ჰარმონიულად განვითარდება.
დიდი ალბათობაა, რომ ბევრ ქვეყანაში გლობალური ცვლილებები უკვე წლის დასაწყისშივე დაიწყება და ამას უფრო რეფორმების სახე ექნება (ამაზე მიანიშნებს თევზების ზოდიაქოს მესამე დეკადაში იუპიუტერისა და ურანის შეერთება), თუმცა რამდენადაც ცვლილებები ხისტად და წინდაუხედავად განვითარდება, იმდენად მოსალოდნელია, რომ ბევრგან ამას მძაფრი წინააღმდეგობები, საპროტესტო გამოსვლები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი მოჰყვეს. ეს ხისტი პროტესტი საგრძნობი იქნება არა მხოლოდ გლობალურ, არამედ ინდივიდუალურ დონეზეც კი და ეს დაუკავშირდება ძველი ნეგატიური ჩვევებისგან, კომპლექსებისგან თუ მიდრეკილებებისგან, ხოლო გლობალურ დონეზე და მთელ რიგ ქვეყნებში ძველი ხელისუფლებისგან თუ მართვის სტილისგან განთავისუფლებას.
იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილის პირველი ნახევარი შედარებით კრიზისული პერიოდი იქნება და არ არის გამორიცხული როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებაში გარკვეულ დაპირისპირებებს ჰქონდეს ადგილი. ამ პერიოდში მოიმატებს როგორც შეიარაღებული დაპირისპირებები, ისე სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფებები (ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება აზიაში).
გადასახედი იქნება ის ძველი, არაეფექტური მეთოდები, რომლებმაც 2010 წელში წარმატებები ვერ მოიტანეს, საჭირო გახდება უფრო მოქნილი ცვლილებების გატარება. პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ფისკალურ საკითხებსა თუ სახელმწიფო მართვაში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე უფრო ენერგიული ადამიანები აიღებენ. მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები და რეფორმები და საშუალო და უმაღლეს განათლებში, მედიცინასა და სახელმწიფო მართვაში.

საქართველო. რა თქმა უნდა ის პოლიტიკურ-ეკონომიური ცვლილებებსა და ტენდენციებს, რომლებიც დამახასიათებელი იქნება 2011 (კურდღლის) წლისთვის და რომლებიც მთელს მსოფლიოში აქტუალური იქნება, ვერც საქართველო აუვლის გვერდს.
თუ 2010 წლის შედარებით აქტიური და ბობოქარი იყო და ყველა სწორხაზოვნად და ჯიუტად ცდილობდა საკუთარი მიზნის მიღწევას, 2011 წელს პოლიტიკური სუბიექტები შეეცდებიან საკუთარ საქმიანობაში ძირეული ცვლილებები შეიტანონ, თუმცა ამ ცვლილებებს განახორციელებენ და გამარჯვებისკენ პირველ ნაბიჯებს გადადგამენ ისინი, ვინც საფუძვლიანად გაანალიზებენ გასულ წლებში დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის იზრუნებენ.
2011 წელს აქტუალური გახდება ახალი კავშირების დამყარების მომენტი, ამიტომ, ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები აქტიურად დაიწყებენ ახალი მოკავშირეების და თანამოაზრეების მოძიებას და ახალი ურთიერთობების დამყარებას.
პოლიტიკურ სპექტრში (როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში) შესაძლებელია ვიხილოთ მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც სხვა და სხვა ტიპის გადაადგილებებს შეეხება. არ არის გამორიცხული აქამდე აქტიური პიროვნებები შედარებით პასიურ მდგომარეობაში გადავიდნენ და შესაძლოა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა საერთოდ უარი თქვას აღებულ კურსზე ან აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, ამის პარალელურად პოლიტიკაში (და ასევე სხვა სფეროებში) მოსალოდნელია ახალი სახეების გამოჩენა ან ძველი სახეების ახლებური კუთხით წარმოჩენა და ეს ადამიანები სხვა და სხვა სახის პროცესებში აქტიურად და თავდაჯერებულად ჩაებმებიან.
იანვარი მთლიანობაში პოზიტიური იქნება, თუმცა იანვარის დასასრული და თებერვლის დასაწყისი შედარებით დისჰარმონიული იქნება (სწორედ ამ დროს გააქტიურდება კურდღლის წლის ძირითადი გავლენა), მოსალოდნელია ამ პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანოს. ამავე პერიოდში და ასევე მარტის პირველ დეკადაში ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. მარტის მესამე ნახევარიდან (როდესაც მზე ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს) _ აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით გააქტიურდება პოლიტიკური პროცესები, მოიმატებს დაძაბულობის, კრიმინალის, ეკონომიკური კრიზისების, ტექნიკური ავარიების და საპროტესტო გამოსვლების ალბათობა და ეს გაგგრძელდება აპრილის ბოლომდე.
მაისი შედარებით პოზიტიური იქნება, თუმცა ეს პერიოდი მოსალოდნელია გარკვეულწილად რთული აღმოჩნდეს ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანების და განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის. პოზიტიურ ტენდენციები გაგრძელდება მაისის ბოლომდე, თუმცა შემდგომში საერთო მდგომარეობა მოსალოდნელია დაიძაბოს და ამას განსაკუთრებით გააძლიერებს მზის ორი დაბნელება, რომელიც 1 ივნისს და 1 ივლისს დაფიქსირდება. ეს პერიოდი არასახარბიელოა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებებისთვის, რეფორმების განხორციელებისთვის, მოიმატებს დანაკარგების, კრიზისების და ასევე საქმიანი ინფორმაციის გამჟღავნების ალბათობა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც მოახერხებენ, რომ დაწყებულ ცვლილებებს ფეხი აუწყონ და ურთიერთობებში ტაქტსა და დიპლომატიას მიმართავენ, არ არის გამორიცხული დაწინაურებაც კი მოახერხონ.
2011 წელს ყველაზე რთული ივლისის მეორე ნახევარი, აგვისტო და სექტემბერი იქნება და ამ პერიოდში მოსალოდნელია მთელმა რიგმა პრობლემებმა იჩინონ თავი და ეს გამოვლინდება ქაოსურ სიტუაციებში, მართვის პროცესის გართულებაში, არ არის გამორიცხული ამ პერიოდში სახელისუფლებო კრიზისმაც იჩინოს თავი. მოიმატებს ეკოლოგიური კატასტროფების და ტექნიკური ავარიების ალბათობაც. ამიტომ, ამ პერიოდში შესაბამის სამსახურებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა მართებთ.
შედარებით პოზიტიური პერიოდი დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელი გახდება მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა, განსაკუთრებით ეკონომიკასა და ფისკალურ საკითხებში, წლის პირველ ნახევარში გონივრული და წინდახედული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ძალიან ბევრი ადამიანი კრედიტებთან და სესხებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას და დასტაბილურებას შეძლებს. თუმცა ყურადღებას ითხოვს ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველი დეკადა, რადგან ამ პერიოდში თუ პოლიტიკოსების მხრიდან დაშვებული შეცდომების გამოსწორება მომავალში თითქმის შეუძლებელი იქნება.

2011 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის


© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვერძი - 2011 წლის პირველი ნახევარი თქვენთვის სასიკეთო ცვლილებებისა და ახალი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის პერიოდი იქნება. ეს პოზიტიური პერიოდი ივნისის დასაწყისამდე გასტანს. ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და შეძლებთ ჩანაფიქრების, მიზნების და გეგმების ახლებურად გააზრებას და რეალიზებას. ამ წელს კიდევ უფრო ორგანიზებულად და თამამად შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას, რასაც გარშემომყოფები სიხარულით შეხვდებიან. თქვენი პირადი აქტიურობა და ინიციატივის გამოვლენა სხვა ადამიანების წინსვლას და განვითარებას ხელს შეუწყობს. იანვარში თქვენ მიზანდასახულად დაიწყებთ ახალი პროექტების რეალიზებას, ხოლო თებერვალში ახალ კომპანიონებს, მომხრეებსა და პარტნიორებს შეიძენთ. მოსალოდნელია იანვარი და თებერვლის პირველი დეკადა თქვენთვის უმიზეზო ფაცი-ფუცის და კონფლიქტების წამოწყების პერიოდადაც იქცეს, ამიტომ, ურთიერთობებში მეტი მოთმინება და თავშეკავება გმართებთ. შედარებით რთული იქნება მარტის პირველი და მესამე დეკადა, ამ პერიოდში თქვენ გაორმაგებული შრომა და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. მარტში მეტი ყურადღება მიაქციეთ ისეთ ადვილად მსხვრევად ურთიერთობებს, პროექტებს და ასევე საკუთარ ჯანმრთელობას, ადვილად ნურავის ენდობით და მიღებული საქმიანი ინფორმაცია გადაამოწმეთ. გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის დასაწყისში თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ დინამიურ კარიერულ წინსვლას, არამედ ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებასაც. სწორედ ამ პერიოდში თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება და მოვლენები მოსალოდნელია კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდეს, ამიტომ, უნდა შეძლოთ ცხოვრების სწრაფი ტემპისთვის ფეხის აწყობა. ამ დროს თამამად შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრებს, ნათესავებს და ასევე სასიყვარულო პარტნიორს. ივლისი, აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი რომანტიკული თვალსაზრისით საკმაოდ სასიკეთო პერიოდი იქნება, ამ დროს მოგიწევთ ბევრი გადაადგილება, მგზავრობა, მოგზაურობა, მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების განახლების ან დაწყების ალბათობა, ასე რომ, ამ დროს ახალი ნაცნობობა და ბევრი გართობა გელით. ამავე პერიოდში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ქრონიკულ დაავადებებს, ხოლო ახლობლებთან მიმართებაში მაქსიმალურად შეეცადეთ ყოველგვარი უთანხმოებები. ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბრის პირველი დეკადაში გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები, არ არის გამორიცხული დამატებითი სამუშაო ან საერთოდ ახალი სამსახურიც მიიღოთ, რაც სასიკეთო აისახება თქვენს ფინანსურ შემოსავლებზე. დეკემბერი საუკეთესო პერიოდი იქნება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

კურო - თქვენ წარმატებებს უფრო 2011 წლის მეორე ნახევარში მიაღწევთ, თუმცა პირველი სასიამოვნო სიახლეები უკვე იანვარშივე გელით. ამ პერიოდში დაწყებული საქმიანი ურთიერთობები, უცხოეთთან დამყარებული კავშირები და ახალი პროექტები თქვენს ახალ სიმაღლეზე ასვლას უზრუნველყოფენ. იანვარში და თებერვლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა, ეს საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საკითხები, წამოიწყოთ ახალი, ამბიციური პროექტები და არ არის გამორიცხული პირველი პოზიტიური შედეგები უკვე თებერვლის მეორე ნახევარში და მარტის პირველ ნახევარში მიიღოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თებერვალი და მარტის პირველი და მეორე დეკადა თქვენი კარიერული წინსვლის, შემოქმედებითი და სასიყვარულო წარმატების და გამარჯვების პერიოდი იქნება. ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგანაც მარტის დეკადიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით შესაძლოა, გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს, შეიქმნას რთული და დაუგეგმავი სიტუაციები, რომლებიც თქვენი გეგმების განხორციელებას გარკვეულწილად შეაფერხებენ. შედარებით პოზიტიური პერიოდი დაიწყება აპრილის ბოლოდან, როდესაც მოიმატებს ახალი შეხვედრების, კონტაქტების და ნაცნობობის ალბათობა, ეს განსაკუთრებით საგრძნობი პირად ცხოვრებაში გახდება და თუ თქვენ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ, მოსალოდნელია სწორედ ამ დროს გამოჩნდეს თქვენი ცხოვრებაში თქვენთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორი. ივნისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ჩათვლით. უმჯობესია დრო დასვენებას და ფიზიკური ძალების აღდგენას დაუთმოთ. ეს ის დროა, როდესაც თქვენ სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ახალ წამოწყებებსა და პროექტებს და მხოლოდ გამოცდილ პარტნიორებს ენდოთ. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ დეკადაში თქვენ ახალ ეტაპზე გადასვლა მოგიწევთ, რაც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხება. ეს ხელსაყრელი პერიოდი იქნება კარიერული და სულიერი ზრდისთვის, თქვენი ენერგია მნიშვნელოვნად მოიმატებს და ოქტომბრიდან თქვენ თავს უფრო მეტად თავდაჯერებულად და წარმატებულად იგრძნობთ. ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ მხოლოდ დეკემბერში, გამოიჩინეთ გამჭრიახობა და სიფრთხილე. მთლიანობაში კი 2011 წელი თქვენთვის კეთილდღეობისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდება და თქვენ შეძლებთ უკვე დაწყებული საქმეების წარმატების დასრულებას და ახალი, უფრო გლობალური ამოცანების დასახვას და მათ რეალიზაციას.

ტყუპი - 2011 წლის დასაწყისი შესაძლოა, თქვენთვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდეს და ამ პერიოდმა არ გაამართლოს თქვენი იმედები. ცხადია ამის გამო თავს მშვიდად და თავდაჯერებულად ვერ იგრძნობთ და მხოლოდ იანვრის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. იანვრის მეორე ნახევრიდან თქვენი ენერგიულობა, აქტიურობა და თავდაჯერებულობა მოიმატებს, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს თქვენს სამსახურებრივ და პირად ცხოვრებაზე. ამ პერიოდში თქვენ შემოქმედებითი აღმასვლა გელით, ფორტუნის ბორბალი თქვენსკენ შემობრუნდება და თუ გონივრულად იმოქმედებთ და თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს გაართმევთ და პასუხისმგებლობებს არ გაექცევით, წარმატება როგორც ოჯახურ ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში უბრალოდ გარდაუვალი იქნება. თებერვალი და მარტი შესანიშნავი პერიოდია სასიყვარულო და რომანტიკული შეხვედრებისთვისაც. კარგი იქნება თუ ახალ ნაცნობებს გაიჩენთ, ახალ პროფესიას დაეუფლებით, აიმაღლებთ კვალიფიკაციას ანდა უკვე მიღებულ ცოდნას გაამყარებთ. ეს სასიკეთო ტენდენციები მარტის მეორე დეკადამდე გაგრძელდება, ასე რომ ზამთრის დასასრული და გაზაფხულის დასაწყისი თქვენთვის დინამიური და აქტიური აღმოჩნდება, რასაც ვერ ვიტყვით, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისზე. ამ დროს თქვენ მეტი წინდახედულება მოგეთხოვებათ პარტნიორების და ახალ წამოწყებულ პროექტებთან თუ ურთიერთობებთან მიმართებაში. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი მეტად სასიკეთო აღმოჩნდება, თქვენ იგრძნობთ სულიერი ზრდის და განახლების მოთხოვნილებას. თუმცა აგვისტოში დაისვენეთ, რათა ფიზიკურად არ გადაიღალოთ. ამ პერიოდში აქტიური გახდება საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ახალი ურთიერთობები, არ არის გამორიცხული სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების გაბმა. მოსალოდნელია ამ დროს დაწყებული ურთიერთობები სერიოზულ გრძნობაში და ქორწინებაშიც კი გადაიზარდოს. სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბრის პირველ დეკადაში თქვენ ენერგიული იქნებით და შესაძლოა, ეგზალტირებული შეგრძნებებიც გაგიჩნდეთ, რაც ნამდვილად პოზიტიურად აისახება თქვენს საქმიანობაზე. თუმცა გარკვეული სიფრთხილე გმართებთ ნოემბრის დასაწყისში, როდესაც უსიამოვნო სიტუაციების და გაუგებრობების ალბათობა რამდენადმე მოიმატებს. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში მოერიდეთ დაუგეგმავ მოგზაურობას, საეჭვო ნაცნობობას და შეეცადეთ, ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოთ. წლის ბოლოს შეძლებთ ძირეული საკითხების თქვენდა სასიკეთოდ გადაჭრას და ახალი და საინტერესო პროექტების დაწყებას.

კირჩხიბი - შეეცადეთ, 2011 წელი ენერგიულად აქტიურად დაიწყოთ, რადგან როგორც იანვარი, ისე თებერვალი და მარტი შემოქმედებითად დატვირთული პერიოდი იქნება. უპირატესობა პარტნიორულ და ჯგუფურ საქმიანობას მიანიჭეთ, ხოლო თუ თქვენი პარტნიორები სანდო და ერთგული ადამიანები იქნებიან, მაშინ შეგიძლიათ სასიკეთო ცვლილებების იმედი გქონდეთ. თებერვლის მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო გაძლიერდება თქვენი ენერგეტიკა, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ, ეს დაგეხმარებათ აიმაღლოთ ავტორიტეტი და ხელმძღვანელობასთან თუ გავლენიან ადამიანებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ. იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით, მოერიდეთ დაპირისპირებებს და ექსტრემალურ სიტუაციებს, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. დისჰარმონიული პერიოდი ასევე მოსალოდნელი მარტის მეორე ნახევარში და აპრილის დასაწყისში, ამ პერიოდში უახლოეს გარემოცვასთან და კოლეგებთან დაპირისპირებების და კონფლიქტების ალბათობა გარკვეულწილად მოიმატებს. მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში შეიცვალოთ სამუშაო ადგილი ან ახალი სამსახური დაიწყოთ. აპრილსა და მაისში შესაძლოა, ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდეს, ეს დაკავშირებული იქნება ფინანსურ შემოსავლების მატებასა და დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაზე. ივნისის პირველ და მეორე დეკადაში მოსალოდნელია დაძაბული პერიოდი შეიქმნას, თქვენ მოგიწევთ ადრე დაშვებულ შეცდომების გამოსწორება და გარშემომყოფების ნდობის მოპოვება. თუ თქვენ ამ პერიოდში მგრძნობიარე და თავშეუკავებელი აღმოჩნდებით, არ მიიღებთ შენიშვნას და სამართლიან კრიტიკას, მოსალოდნელია ურთიერთობებში გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს. ამას კი რა თქმა უნდა კარიერული უკუსვლა და პირადი კეთილდღეობის რღვევა შეიძლება მოჰყვეს. ივლისი, აგვისტო და სექტემბერი თქვენთვის პოზიტიური იმპულსების მომტანი აღმოჩნდება, თუმცა აგვისტოს მეორე დეკადაში წინდახედულება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, შეეცადეთ, მოგზაურობისას ყველა დეტალი გათვალოთ, გაუფრთხილდეთ საბუთებსა და საფულეს, რადგან ამ პერიოდში მოიმატებს ფულის დაკარგვის ალბათობა. ნუ ენდობით საეჭვო პირებს და მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს. მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება ოქტომბრის დასაწყისიდან და წლის ბოლომდე ბევრ თქვენთვის სასიკეთო პრობლემას მოაგვარებთ. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ ახალი სფეროების ათვისებას, პროფესიულ წინსვლას, საქმიანი და პირადი სახის ურთიერთობების გაფართოვებას, ასევე შესანიშნავი პერიოდი იქნება სასიყვარულო ურთიერთობებისთვის _ თქვენს ცხოვრებაში ახალი პარტნიორები შემოვლენ და ახალი საქმიანი ურთიერთობები გაჩნდება, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში თქვენ უამრავი დაწყებული საქმის თუ გეგმის შესრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი - თქვენთვის 2011 წლის პირველი ნახევარი სურვილების ასრულების პერიოდი იქნება. იანვარსა და თებერვალი უამრავი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდება, რაც გამოვლინდება კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების გამყარებაში, შემოქმედებითი პოტენციალის და პიროვნული შარმის ზრდაში, ეს ყოველივე დაგეხმარებათ პროფესიულ საქმეში წინსვლაში და ახალი, სასარგებლო კავშირების დამყარებაში. ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობებიც ჰარმონიულად წარიმართება და შესაძლოა სერიოზული გრძნობა გაგიჩნდეთ. მარტის პირველ ნახევარში ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, მოუსმინეთ პარტნიორების თუ კოლეგების შენიშვნებს, კონტროლი გაუწიეთ ფინანსურ შემოსავლებსა და გასავლებს, მოერიდეთ სარისკო პროექტების წამოწყებას ეს საშუალებას მოგცემთ ფინანსური წონასწორობა შეინარჩუნოთ. აპრილის პირველ და მეორე დეკადაში გაძლიერებული ინტუიციის, უკვე მიღებული გამოცდილების და გაბედული მოქმედებების ხარჯზე მოახერხებთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ. მთლიანობაში ეს პერიოდი თქვენთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება, გაფართოვდება თქვენი მსოფლმხედველობა, კულტურული კავშირები და სულიერი იმპულსები. აპრილის ბოლო და მაისი თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისგან და შექმნილი წინაღობები მოთმინების და შრომისმოყვარეობის ხარჯზე გადალახეთ. თუმცა ამავე პერიოდში თქვენს თავს თავდაჯერებულად იგრძნობთ, თუმცა ივლისის მეორე დეკადიდან თქვენთვის ისევ ნაკლებად პოზიტიური პერიოდი დაიწყება, თუ თქვენ თავშეკავებულად და წინდახედულად იმოქმედებთ, ყურადღებით მიიღებთ ყველა საეჭვო თუ სათუო წინადადებას და არ გარისკავთ, ამ პერიოდს დანაკარგების გარეშე გაივლით. აგვისტოს პირველი და მეორე დეკადა თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდება, მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები მოხდეს სწავლასთან, საქმიანი ინფორმაციასთან და ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით. აგვისტოს მესამე დეკადაში და სექტემბრის პირველ ნახევარში თქვენი ფინანსური სტაბილურობა რყევას დაიწყებს, ამიტომაც ეკონომიურობის გამოჩენა მოგიწევთ. შემოდგომა უფრო დადებითი პერიოდი იქნება, განსაკუთრებით ინოვაციებისთვის, რეფორმების გატარებისთვის, სამუშაოს შეცვლისთვის და ახალი ნაცნობობის დაწყებისთვის, ამ პერიოდმა შესაძლოა საინტერესო წამოწყებები მოიტანოს. რისკი გამართლებული იქნება. ამის მიუხედავად ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის პირველ დეკადაში სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ, რათა უხეში შეცდომები არ დაუშვათ. წლის დასასრულს თავს ბედნიერად და თავდაჯერებულად იგრძნობთ, ხოლო მიზანსწრაფული და წარმატებული ადამიანები ხელს შეუწყობენ თქვენს პიროვნულ ზრდას და განვითარებას.

ქალწული - 2011 წელი თქვენთვის ახალი საქმიანობის, ახალი სტრატეგიული გეგმების და ახალი ურთიერთობების დაწყების ეტაპი იქნება. განსაკუთრებით პერსპექტიული და სასიკეთო იანვარი და თებერვალი იქნება, რადგანაც სწორედ ამ დროს თქვენი ცხოვრების ასპარეზზე ძალიან სანდო და საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან _ მეგობრები, პარტნიორები და უბრალოდ ახლობელი ადამიანები თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააიოლებენ და სერიოზულ დახმარებას გაგიწევენ. მიუხედავად ზოგადად პოზიტიური პერიოდისა, ყურადღება გამოიჩინეთ იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში, როდესაც არასწორი და მცდარი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება. საკმაოდ დინამიური აღმოჩნდება თებერვლის მეორე ნახევარი და მარტის პირველი ნახევარი, როდესაც შექმნილი გარემოებები და განვითარებული მოვლენები თქვენს ახალი შემოქმედებითი პოტენციალის და დადებითი თვისებების გამოვლენას შეუწყობს ხელს. ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან ურთიერთობები სასიკეთოდ განვითარდება. ეს ბრწყინვალე პერიოდი იქნება სასიყვარულო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებისთვის, ასევე კარგი დრო იქნება მოგზაურობისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და უცხოეთში მოგზაურობისთვის. მარტის ბოლოს და აპრილის პირველ დეკადაში ურთიერთობებში გაუგებრობები და კონფლიქტურობა მოიმატებს, ხოლო ზოგადი სიტუაცია არასტაბილური გახდება, ამიტომაც, ძირითადი საქმეები უმჯობესია აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ და მეორე დეკადაში დაგეგმოთ. როგორც მაისში, ისე ივნისში წარმატებული წინსვლის ალბათობა ბევრად უფრო მაღალი იქნება. განსაკუთრებული აღმოჩნდება ამ დროს თქვენ ფორტუნა გაგიღიმებთ და შეძლებთ ბევრ წამოწყებული საქმის წარმატებით დასრულებას და ფინანსური მდგომარეობის გამყარებას. ივნისი და ივლისი წარმატების მიღწევისთვის საუკეთესო დრო იქნება, მოგეცემათ რეალური შანსი აიმაღლოთ სოციალური სტატუსი. ეს ბედნიერი პერიოდი ივლისის პირველ და მეორე დეკადას მოიცავს, ხოლო ივლისის მესამე დეკადა და აგვისტოს პირველი ნახევარი ნაკლებად პოზიტიური აღმოჩნდება, ყურადღება ჯანმრთელობას და არასტაბილურ საკითხებს მიაქციეთ. მნიშვნელოვანი საქმეების და გეგმების განხორციელება უმჯობესია სექტემბერში დაგეგმოთ, ნოემბრის პირველ ნახევარში კი ახალი, საინტერესო და მასშტაბური პერსპექტივები გელით. ეს არის პერიოდი, რომელიც თქვენი ცხოვრება დიდი წინსვლის ეტაპად იქცევა. თქვენ მიიღებთ საინტერესო წინადადებებს ახალ სამუშაოსთან დაკავშირებით, მოაგვარებთ ყველა გაუგებრობას, ხოლო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა პოზიტიურად და ჰარმონიულად განვითარდება.

სასწორი - თქვენთვის წარმატებული უფრო 2011 წლის მეორე ნახევარი აღმოჩნდება, თუმცა ამას წლის პირველ ნახევარში გაწეული შრომის და მონდომების ხარჯზე მიაღწევთ. იანვარი ძალზე მნიშვნელოვანი თვე იქნება, ამის მიუხედავად შეეცადეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები სიფრთხილით განახორციელოთ და არ გარისკოთ. როგორც იანვრის ბოლოს, ისე თებერვლის პირველ ნახევარში თქვენ იოლად შეძლებთ წარსულის გამოცდილების და საქმიანი ურთიერთობების ხარჯზე ახალი საინტერესო პროექტები წამოიწყოთ, ყველა თქვენი ორიგინალური იდეა კრეატიული ნოვაცია სიხარულით იქნება ატაცებული, როგორც კოლეგების, ასევე ხელმძღვანელობის მხრიდან. მარტის პირველი ნახევარი სასიკეთო აღმოჩნდება სამუშაო ადგილის შეცვლისთვის და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. ამ პერიოდში გაგიადვილდებათ იმიჯის შეცვლა და რეპუტაციის გამყარება. ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება შემოქმედებითი და სულიერი ზრდისთვის. ყურადღება გაამახვილეთ მარტის ბოლოსა და აპრილის პირველ დეკადაში, ამ დროს შესაძლოა პარტნიორებთან ურთიერთობები დაიძაბოს. ამიტომ კონკურენტებთან თუ ოპონენტებთან მიმართებაში ტაქტის გრძნობა შეინარჩუნეთ. იმაზე, თუ რა შედეგებს მიიღებთ მარტის ბოლოს, ამაზე დამოკიდებული იქნება აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში მიღებული წარმატებების უმეტესი ნაწილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი მთელი წლის საუკეთესო პერიოდი იქნება. არ არის გამორიცხული თქვენ ახალი სოციალური სტატუსიც კი შეიცვალოთ. ზაფხულში და განსაკუთრებით აგვისტოში მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების, ფლირტის, ისე გრძელვადიანი ურთიერთობების ალბათობა, რომლებიც საშუალებას მოგცემთ პირად ცხოვრებაში თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ. აგვისტოს ბოლო და სექტემბერში საშუალება მოგეცემათ გაიმყაროთ თავდაჯერებულობა, გადალახოთ შექმნილი წინაღობები და უცხოელებთან დაამყაროთ ახალი საინტერესო კავშირები. შესაძლოა, ამ პერიოდში უცხოეთში მოგზაურობაც კი მოგიწიოთ. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში მოიპოვებთ მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერას, გაიმყარებთ ფინანსურ მდგომარეობას, გაისტუმრებთ ვალებს და მოაგვარებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რაც შეეხება ნოემბერს და დეკემბერს, ეს წარმატებული ეტაპი იქნება და მოსალოდნელია მატერიალური წინსვლის და მატების ეტაპადაც კი იქცეს. ეს ასევე შესანიშნავი პერიოდია სხვა და სხვა სახის მოგზაურობისთვის, სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისთვის და ქორწინებისთვის.

მორიელი - თქვენთვის 2011 წლის დასაწყისი შესაძლოა ახალ გეგმებს, წამოწყებებს და პროექტებს დაუკავშირდეს, ამიტომ, იანვრის პირველი ნახევარი და ასევე თებერვლის პირველი და მეორე დეკადა წარმატებულად უნდა გამოიყენოთ, განსაკუთრებით კარიერული წინსვლისთვის და პიროვნული ზრდისთვის. ამ პერიოდში სასურველია იხელმძღვანელოთ პრინციპით: `წინ ნაბიჯ-ნაბიჯ~! ასეთი მიდგომით საკუთარ მიზნებს უფრო მიუახლოვდებით. ეს ასევე სასიკეთო პერიოდია საკუთარი საქმიანობის და საქმიანი კავშირების გაფართოვებისთვის, საქმიანი ინფორმაციის მიღება-გადაცემისთვის, ახალი თანამშრომლების შემოერთებისთვის და გავლენიანი მფარველების მოძიებისთვის. გარკვეულწილად მოსალოდნელია თქვენი ენერგიის დაქვეითება იანვრის ბოლოს და ასევე მარტის მესამე დეკადაში, რამაც მოსალოდნელია მოიტანოს გარკვეული პრობლემები როგორც ჯანმრთელობასთან, ასევე სამსახურთან მიმართებაში. ამ დროს შეეცადეთ, არ იყოთ იმპულსური, რადიკალური და არ მიიღოთ საბედისწერო გადაწყვეტილებები. ასევე ნუ ეცდებით შეცვალოთ გარშემომყოფების მოსაზრებები და წარმოდგენები, ამას მაინც ვერ შეძლებთ, ხოლო თქვენი რეპუტაცია შესაძლოა, შეილახოს კიდეც. პოზიტიური იქნება მარტის პირველი ნახევარი, როდესაც თქვენ ენერგეტიკულ და სულიერ აღმავლობას შეიგრძნობთ. სწორედ ამ დროს თქვენ წარმატებას სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში მოიპოვებთ, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს ხელმძღვანელებისგან და ასევე უცხოელებისგან, გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები, ცხოვრება რომანტიზმით აივსება, მაგრამ ეს თქვენს რწმენას და მიზანსწრაფვას მხოლოდ გააძლიერებს. ყურადღება გამოიჩინეთ აპრილის მესამე დეკადაში, ასევე მაისის პირველ და მეორე დეკადაში, ამ დროს მოერიდეთ რისკზე წასვლას, ურთიერთობებში განხეთქილების შეტანას. მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება ივნისის ბოლოსა და ივლისში, ეს წარმატებული მოვლენების და სურვილების ასრულების პერიოდი იქნება. თუმცა მოსალოდნელია ამ პერიოდში რისკზე წასვლა და ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეტანამაც მოგიწიოთ. სექტემბერში მოსალოდნელია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება გახდეს საჭირო ან სხვაზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაც მოგიწიოთ, მაგრამ ამით თქვენი ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი მხოლოდ ზემოთ აიწევს და თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი თქვენთვის პოზიტიური პერიოდი იქნება, მაგრამ სამსახურის შეცვლა ან სარისკო გეგმების წამოწყება რეკომენდებული არ არის, უმჯობესია ამისთვის ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი გამოიყენოთ. წლის ბოლოს თქვენი ენერგეტიკული და შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად მოიმატებს. თქვენ წარმატებებს კარიერაში მიაღწევთ და პარტნიორებთან ურთიერთობებს გაამყარებთ.

მშვილდოსანი - 2011 წლის დასაწყისი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეების მომტანი პერიოდი აღმოჩნდება. თქვენ შეძლებთ საკუთარ ცხოვრებაში იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლის დასასრულს უნდა გაკეთებინათ. ამ ცვლილებებს და მთელი რიგი საკითხების მოგვარებას სამსახურის და ფინანსური შემოსავლების კუთხით კეთილდღეობა და წარმატება მოჰყვება. მთლიანობაში წარმატებული იქნება როგორც იანვარი, ისე თებერვალი, თუმცა თებერვლის დასაწყისი გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებული ყურადღება საბუთების გაფორმებას, მანქანის მართვას და საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციეთ. თებერვლის მეორე ნახევარში და მარტში უკვე დასახული გეგმების განხორციელება არ იქნება რთული, თქვენ შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ პირად ურთიერთობებში, ასევე უცხოეთთან, სწავლასთან და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებში. მარტის ბოლო და აპრილი ახალი პერსპექტივების შექმნის, ახალი პროექტების წამოწყების და ახალი ურთიერთობების დამყარების დროა, ამ პერიოდში აქტიურად ეძებეთ თანამოაზრეები, პარტნიორები და მოკავშირეები, მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. შეეცადეთ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და შეაფასოთ მიღწეული შედეგები, ეს დაგეხმარებათ გამოცდილების მიღებას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში. ახალი და შესაძლოა, უცხოელი პარტნიორები და ნაცნობები თქვენს ცხოვრებაში მაისის დასასრულს და ივნისის დასაწყისში გამოჩნდებიან, თუმცა ამავე პერიოდში მოიმატებს კამათის და დაპირისპირებების ალბათობა, არ არის გამორიცხული სერიოზული არჩევანის წინაშეც დადგეთ. ზაფხული უფრო პასიური იქნება, ამიტომ, დაისვენეთ და ემოციურად განიტვირთეთ, თუმცა აგვისტოს უფრო აქტიური პერიოდი იქნება და მოსალოდნელია ახალი შესაძლებლობები და სამსახურის შეცვლის შანსიც კი გაგიჩნდეთ. სექტემბერში ნუ გარისკავთ და შეეცადეთ, მიღწეული მდგომარეობა შეინარჩუნოთ. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პირველ და მეორე დეკადაში გაგიჩნდებათ ახალი შანსები, მოსალოდნელია შეიცვალოთ იმიჯი და სრულიად ახალი სახით წარსდგეთ გარშემომყოფების წინაშე. წარმატებული პერიოდი იქნება ოქტომბერია, რასაც ნოემბერზე ვერ ვიტყვით. ნოემბრის დასაწყისში თქვენ შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გარკვეული უთანხმოებები გაგიჩნდეთ, ხოლო ყოფითი პრობლემები და ფინანსური გაუგებრობები კიდევ უფრო გაამძაფრებენ არსებულ მდგომარეობას. ნოემბერში მშვიდად შეხვდით თქვენსკენ მომართულ ინტრიგებს და კრიტიკას, ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში იღბალი კვლავ თქვენს მხარეზე გადმოვა და წარმატებებს მიაღწევთ.

თხის რქა - 2011 წლის დასაწყისი და განსაკუთრებით იანვრის პირველი და მეორე დეკადა პერიოდი შანსს მოგცემთ აქტიურობის, მიზანსწრაფულობის და თავდაჯერებულის ხარჯზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოთ, განსაკუთრებით იოლად შეძლებთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას, გადადებული საქმეების დასრულებას და დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. თუმცა იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით მგზავრობისა და საეჭვო კონტაქტების დროს. საჭიროა ყურადღება მიექცეს ჯანმრთელობას და არ არის გამორიცხული ახლობელ ადამიანებთან მცირე დაძაბულობაც წარმოიშვას. თებერვალში თუ თქვენ მიზანდასახულად, თუმცა წინდახედულად იმოქმედებთ, შეძლებთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანას. მნიშვნელოვანი წარმატებას მარტის მეორე ნახევარი მოგიტანთ, ეს პერიოდი გარკვეულწილად ახალი აღმოჩენების, ახალ გარემოებებში თავის წარმოჩენის და ახალი მეგობრების შეძენის ეტაპი იქნება. აპრილის მეორე ნახევარსა და მაისში თავს იოლად გაართმევთ მართვის სათავეებში მყოფ და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობებს, მოსალოდნელია ამ პერიოდში გარკვეული თანამდებობა ან ფინანსური დივიდენდები მიიღოთ. ამ პერიოდში თქვენი ენერგეტიკა აღმასვლას დაიწყებს და თქვენ ნებისმიერ საქმეს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს. მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ ივნისის მესამე დეკადაში და ივლისის პირველ ნახევარში, ამ დროს დაქვეითება თქვენი პოტენციალი და თქვენი აქტიურობაც შენელება, თუმცა საიმედო მეგობრების, კომპანიონების და თანამოაზრეების დახმარებით იოლად დაძლევთ არსებულ წინაღობებს. აგვისტოს ბოლო და სექტემბერი შესაძლებლობებს მოგცემთ გააფართოვოთ საკუთარი საქმიანობა, ბიზნესი და წარმატებულად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სექტემბერი და ასევე ოქტომბრის მესამე დეკადა თქვენთვის შესანიშნავი პერიოდი იქნება. თქვენ ფორტუნა გაგიღიმებთ და წარმატების მიღწევა ბევრ საქმეში გარანტირებული იქნება. შემოდგომა წარმატებული პერიოდი იქნება სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, ახალი ცოდნის მიღებისთვის და ახალი პროფესიის დაუფლებისთვის, თუმცა თქვენ ენერგიულობა და თავდაჯერებულობა გმართებთ. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველი ნახევარი თქვენთვის ნაკლებად პოზიტიური აღმოჩნდება, შესაძლოა, ენერგიის შესუსტება იგრძნოთ ანდა საკუთარი ძალების რწმენა დაკარგოთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობა, მოერიდეთ არაკეთილმოსურნე და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, გააკონტროლეთ ფინანსური გასავლები, ხოლო ახლობელ ადამიანებთან დაძაბულობამ შესაძლოა ემოციური გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა დეკემბრის მეორე ნახევარში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და წლის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ.

მერწყული - 2011 წელი თქვენთვის მთლიანობაში დინამიური და პოზიტიური იქნება, განსაკუთრებით სასიკეთო იანვარი აღმოჩნდება, თქვენ გაგიჩნდებათ რეალური პერსპექტივები გააფართოვოთ საქმიანი კავშირები, შეცვალოთ მთელი რიგი მიდგომები, საკუთარი ჩანაფიქრები კი უფრო ორიგინალურად და კრეატიულად წარმოაჩინოთ. თუ თქვენ ამ პერიოდში შეძლებთ ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას, ხოლო ძველი ურთიერთობების უფრო პროდუქტიულ ფორმაში გადატანას, ეს საშუალებას მოგცემთ თებერვალში და მარტში როგორც პიროვნულ განვითარებას და პროფესიულ ზრდას, ისე ახალი პროფესიების ათვისებას და ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გამოსწორებას. ამ პერიოდში თქვენ მიიღებთ სასარგებლო გამოცდილებას, კომპეტენტური ადამიანების რჩევებს, მხარში დაგიდგებიან ნათესავები, მეგობრები და შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გავლენიანი მფარველებიც გამოჩნდნენ. მარტის ბოლოს და აპრილის პირველ ნახევარში თქვენში გაძლიერდება თავდაჯერებულობა, საკუთარი ძალების რწმენა და ორგანიზებულობის უნარი, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით მოაგვაროთ სამსახურის მოძიებასთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები. ეს პერიოდი ასევე სასიკეთო როლს ითამაშებს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობებში და მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო გრძნობაც გაგიჩნდეთ. აპრილის ბოლო და მაისი თქვენთვის ურთიერთობების პერიოდი იქნება, ამიტომ, იაქტიურეთ ამ სფეროში და უამრავ სიკეთესაც მიიღებთ ახალი კონტაქტებისგან, ხელმძღვანელობისგან და გავლენიანი ადამიანებისგან. მაისის ბოლოს და ივნისი ძალზე სასიკეთო პერიოდი იქნება კოლექტიური თუ პარტნიორული საქმიანობისთვის, დიდი წარმატებას მიღწევას სწორედ პარტნიორებთან ერთად შეძლებთ. ივლისი მეორე ნახევარი და აგვისტო უფრო დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის და პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის გამოიყენეთ, შეეცადეთ, გაიმყაროთ ემოციური მდგომარეობა და აღიდგინოთ ენერგია. სექტემბრის მესამე დეკადა და ოქტომბრის პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება და თქვენთვის მატერიალური კეთილდღეობის მოტანას შეძლებს. თუ შეძლებთ არსებული პერსპექტივების გამოყენებას, მაშინ თქვენთვის აღმავლობის პერიოდი დაიწყება, თქვენი მატერიალური ბაზისი კიდევ უფრო გაიზრდება. ოქტომბრის ბოლოდან წლის ბოლომდე საერთო მდგომარეობა კიდევ გაუკეთესდება და ეს პერიოდი თქვენს ცხოვრებაში მოგიტანთ სტაბილურობას და სიმშვიდეს. წლის ბოლოს შეეცადეთ, არ აჩქარდეთ და ყურადღება არ მიაქციოთ გადაჭარბებულ ემოციებს, ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დიდი წარმატებების მიღწევას და გამარჯვებების მოპოვებას.

თევზები - 2011 წლის დასაწყისში თქვენ მოგიწევთ გასული წლიდან გადმოყოლილი პრობლემების მოგვარება, ვალების გასტუმრება, აღებული ვალდებულებებისთვის თავის გართმევა, რაც თქვენგან გარკვეულ დროს, ენერგიას და ფინანსებს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია იანვრის მეორე ნახევარი და თებერვლის პირველი დეკადა არც თუ ისე წარმატებული იყოს, მთლიანობაში იოლად შეძლებთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას. სასიკეთო იქნება თებერვლის მეორე ნახევარი და მარტის პირველი ნახევარი, როდესაც მოიმატებს თქვენი ენერგიულობა, მიზანსწრაფვა, ორგანიზებულობა, პრაქტიკულობა და შეძლებთ ილუზიური გარემოებებისგან და ნეგატიური ურთიერთობებისგან გათავისუფლებას. ეს პერიოდი ასევე მოგიტანთ სამსახურებრივ წინსვლას და ამაღლებული განწყობას, რომელიც მთელი გაზაფხულის განმავლობაში შენარჩუნდება. აპრილში თქვენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მძაფრი შეგრძნება გაგიჩნდებათ, გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი პოტენციალიც, რაც საშუალებას მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინოთ ხელოვნებაში, სპორტში და ასევე ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. აპრილის ბოლოს და მაისში მოიმატებს რომანტიკული ურთიერთობების დაწყების და ქორწინების ალბათობა. თქვენი ურთიერთობები სასიყვარულო პარტნიორთან მეტად ჰარმონიული და სიურპრიზებით აღსავსე იქნება, აიწევს თქვენი ცხოვრების დონე, ოჯახი და მყუდროება თქვენთვის ძალზე აქტუალური გახდება და შესაძლოა, სოციალური სტატუსიც კი შეიცვალოთ. ივნისის ბოლოს და ივლისის პირველ ნახევარში შეეცადეთ, გაანალიზოთ განვლილი ნაბიჯები, გამოასწოროთ შეცდომები და ახალი მიზნები ისე დასახოთ. მთლიანობაში ივლისი თქვენთვის საკმაოდ სასიკეთო აღმოჩნდება, რადგან შეძლებთ ახალი ცოდნის მიღებას, უკვე მიღებული განათლების გაღრმავებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ პერიოდში თამამად შეხვდით ნებისმიერი სახის ცვლილებებს და რეფორმებს, კრიტიკული თვალით გადახედეთ უკვე დასახულ მიზნებს, არ არის გამორიცხული, მათში რაიმე ახლებულური ცვლილებებიც კი შეიტანოთ. აგვისტოს ბოლო და სექტემბერი შედარებით რთული იქნება, ამიტომ, ურთიერთობებში ტაქტის გრძნობა, მოქნილება და ლავირება გამოიჩინეთ, ფინანსურ საკითხებში ეკონომიურობა გამოიჩინეთ, ეს ყოველივე კრიზისული სიტუაციებისგან მეტ-ნაკლებად დაგაზღვევთ. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში მოიმატებს თქვენი ინტუიცია და კრეატიულობა, შეძლებთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობებისთვის თავის გართმევას, განახლებული იმიჯის წყალობით შესანიშნავ შთაბეჭდილებას მოახდენთ როგორც ხელმძღვანელებზე, ისე ახლად გაცნობილ სასიყვარულო პარტნიორზე, რაც სტაბილური ურთიერთობების წარმოშობას შეუწყობს ხელი. წლის ბოლოს გულისხმიერება და გარშემომყოფებისადმი თანაგრძობის სურვილი თქვენ უამრავ მეგობარს შეგძენთ.

რას უნდა ველოდოთ 2011 ლითონის (თეთრი) კურდღლის წელს

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

კურდღელი წელი (1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011) ჩინურ კალენდარში მეოთხე ნიშანია და ჩინურ ნატურფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში მშვიდობასთან, მყუდროებასთან და დიპლომატიასთან ასოცირდება. კურდღლის წელი აღმოსავლურ ზოდიაქალურ ციკლში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიან ნიშნად ითვლება, თუმცა კურდღელი ჩინური ტრადიციების მიხედვით მთლად უწყინარი ნიშანი არ არის. თუმცა კურდღლის წლისთვის დამახასიათებელი კრიზისები ინდივიდუალურ დონეზე ნაკლებად ვლინდება და ეს უფრო საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში ხდება ხოლმე.
კურდღლის წლისთვის დამახასიათებელია დაკვირვება, ჩაღრმავება, ანალიზი, მოკავშირეებისა თუ ახალი პარტნიორების ძიება, შეთანხმებების მიღწევა, სწორედ ამ ამიტომ, კურდღლის წელში საკმაოდ ხშირად ხდება ახალი პარტნიორული კავშირების ძებნა და ახალ თანამოაზრეების შეძენა და ეს როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე ვლინდება. ეს წელი პარტნიორული საქმიანობის წელია და უდიდესს მნიშვნელობას შეიძენს პარტნიორების, მოკავშირეების თუ კოლეგების მიერ გაწეული დახმარება.
2011 წლის ტენდენციებიდან შეიძლება გამოვყოთ სწრაფი ცვლილებები, ამიტომ, ადამიანები რომლებსაც სწრაფი რეაქციები, აზროვნების პროცესი და კარგი ადაპტაციის უნარი აქვთ, შეძლებისდაგვარად კურდღლის წელს ფეხს აუწყობენ, გამარჯვებების მისაღწევად განსაკუთრებით მოქნილება და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი საჭირო იქნება წლის პირველ ნახევარში. ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებსაც უჭირთ სწრაფი მოქმედებები და მცირე დროში გადაწყვეტილების მიღება, მოსალოდნელია ხელიდან საკმაოდ სასიკეთო პერსპექტივები გაუშვან.
2011 წელს დომინანტი ლითონის სტიქიაა, ამიტომ, "ლითონის კურდღლის" ენერგია საკმაოდ ხისტია და მოსალოდნელია ზოგჯერ დიპლომატიის პარალელურად "იარაღის ჟღარუნიც" ისმოდეს, თუმცა როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში, ტაქტს, ლავირებას და დიპლომატიას ვერაფერი შეცვლის.
2011 წელი მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს, თუმცა ეს ცვლილებები უფრო წინა წელში დაწყებული პროექტების ერთგვარი გაგრძელება იქნება. პოლიტიკური კავშირები, საზოგადოებრივი თუ კულტურული ურთიერთობები განვითარების ახალ საფეხურზე გადავა.
კურდღლის წელი წარმატებების მომტანი განსაკუთრებით კომუნიკაბელური ადამიანისთვის იქნება, ამიტომ, გამარჯვება და სასურველი მდგომარების დაკავება ბევრად იქნება დამოკიდებული ადამიანები კომუნიკაბელურობზე, ურთიერთობების ხარისხზე, მათ მსჯელობისა თუ მეტყველების კულტურაზე.
კურდღლის წელში ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ, ის გეგმები, რომლებსაც კონკრეტულ ფორმები გააჩნია და უკვე დაწყებულია, მომგებიანი და პროდუქტიული ფორმა მისცენ. არ არის გამორიცხული ბევრმა ადამიანმა, რომელმაც წინა წელს, მიუხედავად კრისიზული მდგომარეობისა, ახალი საქმეები და პროექტები დაიწყო, პირველი მომგებიანი შედეგი სწორედ 2011 წელს მიიღოს.
წინა წლებში დაწყებული კრიზისების მოგვარებისთვის 2011 წელში და განსაკუთრებით მის პირველ ნახევარში გაბედული და ენერგიული მოქმედებები სჭირდება, საჭიროა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ინიციატივის გამოვლენა, რადგან წლის პირველ ნახევარში დაყოვნება და ლოდინი სასურველ შედეგებს ნაკლებად მოიტანს. წლის მეორე ნახევარში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გადალახვისთვის უფრო მეტად წინდახედულობა და სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო და წლის პირველ ნახევარში სასიკეთო და პოზიტიურმა გაბედულმა მოქმედებებმა, წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უკვე შეცდომების დაშვება გამოიწვიოს.
2011 წელი მოიტანს ინტელექტუალური და პროფესიული განვითარების საშუალებებს, ახალი ცოდნის, კვალიფიკაცის ამაღლების და პროფესიის შეცვლის შესაძლებლობებს, თუმცა საჭირბოროტო საკითხები სასურველია არა კონსერვატიული და უკვე გაცვეთილი, არამედ ახლებური, ორიგინალური და კრეატიული მიდგომით გადაიჭრას.
2011 წელს ადამიანებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაეხმარებათ, რომელიც კურდღლის წელში საკმაოდ გაძლიერდება. ეს ინტუიციური გადაწყვეტილებები განსაკუთრებით გამოადგებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების რამდენადმე აჩქარებული ტემპი აქვთ და ასევე მათ, რომლებსაც სამსახურთან, კარიერულ წინსვლასთან თუ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.
იქიდან გამომდინარე, რომ კურდღლის წელში როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ურთიერთობები, კომუნიკაციები, კავშირები, ინფორმაცია, მოსალოდნელია როგორც საკმაოდ მომგებიანი ურთიერთობების დამყარება, ისე სკანდალური განხეთქილებები და ხმაურიანი სასამართლო პროცესებიც კი. ყურადღებას ითხოვს როგორც პირადი, ისე საქმიანი ინფორმაცია, რადგან მოსალოდნელია ინფორმაციის გამჟღავნებამ მთელი რიგი პრობლემები შექმას როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე.
2011 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეფორმები, ახალი ცვლილებები, განსაკუთრებით ეს შეეხება საბანკო-საფინანსო საქმიანობასთან, იპოთეკური თუ სხვა სახის კრედიტებთან დაკავშირებულ საკითხებს.
კურდღლის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: კომუნიკაბელურობა, ტაქტის გრძნობა, ლავირების უნარი, თავდაჯერებულობა, მიზანსწრაფვა, სწრაფი გადაწყვეტილებების თუ მოქმედებების უნარი
2011 წელს კრიზისული პერიოდებია - თებერვალი, აპრილი, ივნისი, აგვისტო, ნოემბერი.
2011 წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება ცეცხლის სტიქიით, ანუ ვერძის, ლომის მშვილდოსნის, ხოლო წლის მეორე ნახევარი კი მიწის სტიქიით, ანუ კუროს, ქალწულის, თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
2011 წელს მზის ოთხი და ოთხივე ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდება - 4 იანვარს, 1 ივნისს, 1 ივლისს და 25 ნოემბერს იქნება. რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის სულ ორი და ორივე სრული დაბნელება იქნება - 15 ივნისს და 10 დეკემბერს.