ასტრომეტეოროლოგიით, ანუ მეტეოროლოგიური ასტროლოგიით უძველესი დროიდან იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა ასტროლოგიის
"ბაბილონურ ცხრილებში" მსგავს ჩანაწერებს ვხვდებით: "თუ შაბატუს თვის მეთხუთმეტე დღეს იშტარი [ვენერა] დასავლეთით ჩაიკარგება და ცაზე სამი დღე არ გამოჩნდება და მეთვრამეტე დღეს აღმოსავლეთით გამოჩნდება, მეფეებს საშინელება ელით _ ადადი [ამინდის ღმერთი] წვიმას მოიტანს, ხოლო ეა [მდინარის ღმერთი] – მიწისქვეშა წყლებს".
თუმცა ამ უძველესი, მაგრამ ბუნდოვანი ტექსტების გვერდით ანტიკურ საბერძნეთში იქმნებოდა სხვა ტექსტებიც. მაგალითად, ცნობილი ბერძენი ასტრონომი, ასტროლოგი, გეოგრაფი და მათემატიკოსი კლუდიუს პტოლემეოსი თავის ოთხტომიან ასტროლოგიურ ტრაქტატში "ტეტრაბიბლოსი" წერს: "ვერძის ზოდიაქოს ახასიათებს ჭექა-ქუხილი. მისი საწყისი გრადუსები მიუთითებს - ქარსა და წვიმაზე, შუა ნაწილი - შედარებით მშვიდ ამინდზე, ხოლო ბოლო გრადუსები - შემაწუხებელ სიცხეზე".
ასტრომეტეოროლოგიაში ბერძნებმა აქტიურად დაიწყეს მთვარის ფაზების გამოყენება და უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.
ასტროლოგიური მეტეოროლოგიის კვლევისთვის ბერძნების შემდეგ საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს არაბებმა. მათ მიერ შექმნილი შრომებიდან გამოირჩევა არაბი ასტროლოგის მაშაალაჰის ნაშრომი "წიგნი წვიმების და ქარების შესახებ".
ინგლისელმა ასტროლოგმა ჯონ გოუდიმ (1616-1689) ოცდაათწლიანი შრომა გასწია მეტეოროლოგიური ასტროლოგიის კვლევისთვის და ბოლოს შექმ
XX საუკუნის ცნობილი ამერიკელი ასტრონომი და ასტროლოგი ჯორჯ მაკ-კორმაკი (1887 _ 1974) ასტრომეტეროლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი იყო. მან 1946 წლის აპრილში თავისი ასტროლოგიური მეთოდებით განსაზღვრა, რომ ზამთარი უხვთოვლიანი და ძალიან ცივი იქნებოდა. მანვე განსაზღვრა ძლიერი შტორმის ზუსტი დრო (1947 წლის 26 დეკემბერი). თუმცა მის პროგნოზებს ყურადღება მხოლოდ შტორმის და საკმაოდ დიდი მსხვერპლის შემდეგ მიაქციეს. ამ შტორმა და ყინვამ ნიუ-იორკის პარალიზება გამოიწვია. სწორედ ამ პროგნოზის შემდეგ მაკ-კორმაკი მთელს ამერიკაში პოპულარური გახდა, გაზეთებმა და რადიოებმა მისი პროგნოზების გაშვება დაიწყეს. თუმცა ამერიკის მეტეოსამსახურებმა მისი პროგნოზების გამოყენებაზე და მაკ-კორმაკთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს და მხოლოდ კონგრესმენების აქტიური ჩარევის შემდეგ მაკ-კორმაკს ნება დართეს ჩაეტარებინა სპეციალური სემინარები. მისი პროგნოზი ზეზუსტი იყო და ის 17 პროცენტით უფრო ზუსტი იყო, ვიდრე ოფიციალური მეტეოსამსახურების პროგნოზები.
მან ზუსტად განსაზღრა, რომ 1962 წელს ჩრდილოეთ ნახევარსფერო
მაკ-კორმაკი იმედოვნებდა, რომ მისი შრომები სასარგებლო იქნებოდა ადამიანებისთვის, ხოლო მისი ასტრონომიულ-ასტროლოგიური მეთოდების მიხედვით ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირება ამერიკის უნივერსიტეტებში შეისწავლებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი ოცნება აუსრულებელია.
0 comments:
Post a Comment