1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 24, 2011

2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვერძი
- 2012 წლის პირველი ნახევარში ვერძებისთვის ძირითადი საზრუნავი კარიერის საკითხები იქნება. წლის პირველ კვარტალში და მეორე კვარტლის დასაწყისში შეეცადეთ, ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ამ პერიოდში სარისკო მოქმედება რეკომენდებული არ არის. თებერვალში მოიმატებს რომანტიკული შეხვედრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა, მარტში შესაძლოა მიიღოთ მატერიალური დახმარება. მაისის პირველი ნახევარი კი ხელსაყრელი პერიოდია ახალი საქმიანი და პირადი ურთიერთობების დაწყებისთვის, საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, მოგზაურობისთვის. ივნისის პირველ დეკადაში მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებებს. ივლისი კი შესაძლოა კარიერაში წარმატების პერიოდად იქცეს. ივლისის ბოლო და აგვისტოს პირველი ნახევარი სასიკეთოა ემოციური განტვირთვისა და ფიზიკური ძალების აღდგენისთვის. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გაჩნდება პირადი ცხოვრების მოწესრიგების ალბათობა და, თუ დაოჯახებული არ ხართ, არ არის გამორიცხული, ეს სწორედ ამ პერიოდში მოხდეს. სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბერში სასიკეთო იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება. ნოემბრის დასაწყისში მოერიდეთ კონფლიქტს როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. დეკემბრის პირველი ნახევარში შეძლებთ ფინანსური და უძრავ ქონების საკითხები მოგვარდეს.

კურო - 2012 წელი სასიკეთოა მომავალი მოქმედებებისთვის მყარი საფუძვლის ჩასაყრელად. იანვრის მეორე ნახევარში, ვიდრე ახალ პროექტებს დაიწყებთ, ძველ გეგმებში ცვლილებები შეიტანეთ. თებერვალში გამოიჩინეთ ყურადღება სამსახურებრივი საკითხების მიმართ და მოერიდეთ რისკს. მარტში გაიზრდება ქორწინების ალბათობა. მარტის ბოლოს და აპრილის პირველი ნახევარში. გაუფრთხილდით ფინანსებს. მაისი თქვენი თვეა, ამიტომ, ამ პერიოდში გაგიადვილდებათ პრობლემური საკითხების მოგვარება. ივლისი შედარებით კრიზისული პერიოდია, ამიტომ მოერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას და კონფლიქტურ სიტუაციებს, მანქანის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებას. სექტემბერში სამსახურებრივ საკითხებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, ოჯახის წევრების და მეგობრების მიმართ კი მზრუნველობა გამოიჩინეთ. ოქტომბერი დატვირთული იქნება ახალი ურთიერთობებით. შესაძლოა სწორედ ოქტომბერში დაიწყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობაც. ნოემბრის პირველ ნახევარში და შემდგომ უკვე დეკემბრის პირველ ნახევარში, მოერიდეთ პარტნიორებთან დაპირისპირებას და შეეცადეთ, ახალ წელს მშვიდად შეხვდეთ.

ტყუპი - 2012 წლის დასაწყისიდანვე მოიმატებს რომანტიკული ურთიერთობების დაწყების ალბათობა, თებერვალში ორიგინალური იდეებისა და გამოცდილების ხარჯზე შეძლებთ წარმატების მიღწევას. მარტი სასიკეთოა საქმიანი შეხვედრებისა და სამსახურებრივი საკითხების მოგვარებისთვის, მაისის პირველი ნახევარში ცვლილებებს ელოდეთ უძრავი ქონების საკითხებში, თუმცა მაისის მესამე დეკადაში მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და დაპირისპირებებს (განსაკუთრებით სამსახურში). ეს ტენდენციები ივნისის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება. ივნისის მეორე ნახევარში ყურადღება გამოიჩინეთ, იურისპრუდენციული საკითხების მიმართ. ივნისის ბოლო და ივლისი პირველი ნახევარი სასიკეთოა წარსულის ანალიზისთვის, დასვენებისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. აგვისტოში შესაძლოა, ბევრი საქმე გამოგიჩნდეთ, ამიტომ აქცენტი პრაქტიკულ მოქმედებაზე გააკეთეთ. პრაქტიკული და რაციონალური იყავით ოქტომბერში, მომგებიანად რომ გამოიყენოთ პერსპექტივა, რომელიც ამ პერიოდში შეგექმნებათ. ნოემბერში გაგიჩნდებათ შანსი შეიცვალოთ იმიჯი, განაახლოთ გარდერობი და გაიმყაროთ ჯანმრთელობა. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში მოგიწევთ დიდი შრომა, დაწყებული საქმეები წარმატებით რომ დაასრულოთ.

კირჩხიბი - 2012 წელს შესაძლოა ჩაებათ ახალ პროცესებში, სადაც თქვენი წინსვლა გარკვეულწილად გარანტირებული იქნება. იანვრის ბოლოს და თებერვალში, მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების ალბათობა, მოსალოდნელია ძველი, უკვე გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაც. მარტის პირველი ნახევარი კარგი პერიოდია კომერციული გარიგებებისთვის აპრილში შეამცირეთ ფინანსური გასავლები. ზაფხულში თქვენ მიმართ მოიმატებს ინტრიგებისა და ჭორების გავრცელების ალბათობა. ამიტომ მოერიდეთ ფარულ მოქმედებას და სამსახურებრივ რომანს. დასვენებისთვის სასიკეთოა აგვისტოს მეორე ნახევარი და სექტემბრის დასაწყისი. სექტემბრის ბოლოს გაგიჩნდებათ კვალიფიკაციის ამაღლების ან სწავლის გაგრძელების პერსპექტივა, არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ უცხოეთში გამგზავრებამაც. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პირველ ნახევარში მოიმატებს თქვენი გასავლები, გექნებათ ახალი შენაძენი. ნოემბერში დაწყებული პირადი კავშირები და გაჩენილი პერსპექტივები უფრო მკაფიო ფორმას დეკემბერში მიიღებს და წარმატების მიღწევა უფრო გაგიიოლდებათ.



ლომი – ცვლილებების სურვილი გაიძულებთ, ახლებურად შეხედოთ შექმნილ პერსპექტივას და წლის პირველ კვარტალშივე მოგიწევთ ადრე დაწყებული საქმეების რეორგანიზაცია, აგრეთვე, ახალი ფინანსური წყაროების მოძიება. აპრილის მეორე ნახევრიდან შესაძლოა გარკვეული წინაღობების გადალახვა მოგიწიოთ. მაისში შეეცადეთ, პროვოკაციებს არ წამოეგოთ. თუმცა მოგეცემათ პროცესების სხვაგვარად წარმართვის შანსი. არ არის გამორიცხული, რომელიმე ორგანიზაციაში გაერთიანდეთ ან კოლექტიურ საქმიანობაში ჩაებათ. ივნისში ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, შეიძენთ ახალ მეგობრებს და პარტნიორებს. ივნისის ბოლო და ივლისი ხელსაყრელი პერიოდია დასვენებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის და მოგზაურობისთვის. აგვისტოში ყურადღება მიაქციეთ უცხოელებთან ურთიერთობას. ამ პერიოდში, არ არის გამორიცხული, ახალი სასიყვარულო კავშირი. აგვისტოს ბოლო და სექტემბერში მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები, მინიმუმამდე დაიყვანეთ რისკ-ფაქტორები, დაასრულეთ გადადებული საქმეები. ნოემბერი შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა მოერიდეთ რისკს. დეკემბერში მოიმატებს დაქორწინების და ოჯახში ახალი წევრის შემატების ალბათობა.

ქალწული – თქვენთვის 2012 წლის პირველი ნახევარი გაცილებით სასიკეთო და ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მეორე ნახევარი. წლის დასაწყისშივე აქტიურად დაიწყებთ მიზნებისთვის ბრძოლას და ეს აქტიურობა ივლისის დასაწყისამდე გასტანს. თებერვლის პირველ დეკადაში მოგიწევთ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თებერვლის ბოლო და მარტი სასიკეთო პერიოდია საქმიანი ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემისთვის. აპრილის პირველ ნახევარში მოერიდეთ რისკს, და რადიკალური ცვლილებებს. მაისის პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება და ეს თქვენს კარიერაზეც აისახება. ივნისში კარგი იქნება, თუ დაისვენებთ, გაიმყარებთ ჯანმრთელობას და იმოგზაურებთ. ივლისში მოგიწევთ დაგროვილი საქმეების დასრულება აგვისტოში კი შესაძლოა შეხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. სექტემბერში შესაძლოა, მოგიწიოთ სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ნოემბერში სიფრთხილე გამოიჩინეთ და შეეცადეთ, ისეთი არაფერი მოიმოქმედოთ, რომლის გამჟღავნებაც თქვენს რეპუტაციას საფრთხეს შეუქმნის. დეკემბერში გააქტიურდება უძრავ ქონებასა და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხები.

სასწორი – 2012 წელი საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად დაიწყებთ. იანვრის მეორე დეკადაში მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღებას და შეეცადეთ, ეს ინტუიციის კარნახით გააკეთოთ. თებერვლის პირველი ნახევარი სამსახურებრივი განვითარებისა და წინსვლისთვის ხელსაყრელი პერიოდია, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა კომერციას, პედაგოგიკას და ხელოვნებას უკავშირდება. აპრილში თქვენი ძირითადი საზრუნავი ურთიერთობების დარეგულირება იქნება. მაისსა და ივნისში საშუალება მოგეცემათ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, განსაკუთრებით სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში. აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი პოზიტიური პერიოდია როგორც ოჯახური საკითხების მოგვარებისთვის, ისე უცხოეთში ვიზიტისთვის. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პირველ დეკადაში მნიშვნელოვანი გახდება სამსახურებრივი საკითხები, ბიზნეს-პროექტები და კომერციული გარიგებები. ნოემბრის პირველი დეკადა სასიკეთოა საცხოვრებელი თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. ნოემბრის მეორე ნახევარში კარგი იქნება თუ – დააზღვევთ საკუთარ ჯანმრთელობას და ქონებას. ამ პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ რისკს. დეკემბრის პირველი ნახევარი კრიზისული პერიოდია, ამიტომ იმოქმედეთ ფრთხილად, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში დეკემბრის მეორე ნახევარში კი პროცესები თქვენთვის სასიკეთოდ წარიმართება.

მორიელი – 2012 წელი მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის ურთიერთობების მოგვარების პერიოდი იქნება. იანვარში მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს. თებერვალში შესაძლოა განაახლოთ ძველი პროექტები. მარტის პირველი და მეორე დეკადა სასიკეთოა ხელშეკრულებებისა და საბუთების გაფორმებისთვის, იურისპრუდენციული საკითხების მოგვარებისთვის. აპრილში მოერიდეთ ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან დაპირისპირებას, მაისში კი _ ფიზიკურ გადაღლას. ივნისში საშუალება მოგეცემათ, ხელახლა მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ პროექტებს, აღადგინოთ გაწყვეტილი ურთიერთობები და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. შედარებით სასიკეთო პერიოდი დაიწყება ივნისის ბოლოდან და ივლისშიც გაგრძელდება: მოიმატებს ქორწინების ალბათობა. აგვისტო კარგი პერიოდია დასვენებისთვის, თუმცა ეს არასასურველია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის. ამ პერიოდში გაიზრდება ტრავმების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. ოქტომბერში გააქტიურდით და შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოთ. ეს სასიკეთო ტენდენციები ნოემბერშიც გაგრძელდება და შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დეკემბერი შედარებით მშვიდი, თუმცა სიახლეებით დატვირთული თვე იქნება.

მშვილდოსანი – 2012 წელს შეძლებთ პოზიციების განმტკიცებას, თუმცა მოთმინებისა და მიზანმიმართული შრომის გარეშე წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. წლის პირველ ნახევარში სასიკეთო შედეგებს იმ პროექტებიდან მიიღებთ, რომლებიც გასულ წელს წამოიწყეთ. მარტში განვითარებული მოვლენები დაგეხმარებათ სასიყვარულო სფეროში წინსვლა გქონდეთ. აპრილში გააანალიზეთ განვლილი პერიოდი, რაც დაგეხმარებათ პროცესების სწორად შეფასებასა და მომავლის დაგეგმვაში. მაისში მოგიწევთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა. მაისის ბოლოს და ივნისში, დაქვეითდება თქვენი ტონუსი, ამიტომ, მოერიდეთ გადაღლას, შეეცადეთ, დაისვენოთ და განიტვირთოთ.. ივლისის ბოლოს და აგვისტოში კიდევ ერთხელ შეაფასეთ მიღწეული შედეგები და მომავალი გეგმების კორექცია მოახდინეთ. სექტემბერში მოგიწევთ ბევრი წვრილმანი და მოსაწყენი საქმის კეთება, თუმცა სწორედ ამ წვრილმანებზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება. ამიტომ მოაგვარეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხები. ოქტომბერში და ნოემბრის პირველი ნახევარში მეტი ყურადღება დაუთმეთ სამსახურებრივ საკითხებს. შეეცადეთ, გეგმები არ გაამჟღავნოთ. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში გაგიჩნდებათ ფინანსური შემოსავლების მიღების შანსი, ხოლო უძრავ ქონების, დაოჯახებისა და სწავლის საკითხები თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება.

თხის რქა – 2012 წელი შედეგების მიღების პერიოდია და ეს შედეგი განსაკუთრებით წარმატებული იქნება, თუ 2011 წელს ნაყოფიერად იშრომეთ. იანვარში მოიმატებს გამართლების ალბათობა, ამიტომ, გაბედულად იმოქმედეთ, შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც. თებერვალში ხელსაყრელი იქნება ფულის დაბანდება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მარტში ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, მარტი ასევე სასიკეთოა სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინებისთვის. აპრილში მოგიწევთ, დაიცვათ თქვენი უფლებები სამსახურში, ივლისი შედარებით მშვიდი პერიოდია და შეეცადეთ ძალები აღიდგინოთ. აგვისტოს მეორე დეკადაში არ არის გამორიცხული, ახლობლებმა გაგანაწყენონ და ძველი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. ამ პერიოდში გაუფრთხილდით ფინანსებს. სექტემბერში შესაძლოა, სამსახური შეიცვალოთ. ოქტომბრის მესამე დეკადასა და ნოემბრის პირველი ნახევარში შეეცადეთ შექმნილი პერსპექტივა სასიკეთოდ გამოიყენოთ. დეკემბრის პირველ ნახევარში ურთიერთობებში მოგიწევთ ტაქტისა და ლავირების გამოჩენა, დაპირისპირებებს თავი რომ აარიდოთ. დეკემბრის მეორე ნახევარში მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, სექსუალურობა და შესაბამისად, ქორწინების ალბათობაც.

მერწყული – 2012 წლის იანვრის პირველ ნახევარში შეეცადეთ, იაქტიუროთ და პასუხისმგებლობა დაიკისროთ. თებერვლის დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ საქმიან და პირად ურთიერთობებს. თუ მარტში მოახერხებთ საკუთარი ძალების რწმენის შენარჩუნებას, იოლად შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას, აპრილში შესაძლოა მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ყოფითი საკითხების გადაჭრა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ გარშემომყოფების კრიტიკას. მაისში, არ არის გამორიცხული, შეიცვალოთ სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი. ივნისი სასიკეთო თვეა კარიერაში წინსვლისთვის, ივლისში კი შეძლებთ პოზიციების გამყარებას, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ფინანსური შემოსავლის ახალი წყაროც. აგვისტოში შეეცადეთ, დაისვენოთ. სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბერში მოსალოდნელია როგორც სამსახურში დაწინაურება, ისე დაქვეითება. ამიტომ, ფრთხილად იმოქმედეთ. ნოემბრის პირველი ნახევარი კრიზისული პერიოდია, ამიტომ შეზღუდეთ ფინანსური გასავლები და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. დეკემბერში შეძლებთ ყველა ხელისშემშლელი საკითხის მოგვარებას, რაც მიზნის მიღწევას გაგიიოლებთ.

თევზები – 2012 წელში მოგეცემათ, წინა წლებში დაწყებული საქმეების დასრულების საშუალება. თებერვლის პირველ და მეორე დეკადაში შეეცადეთ, საქმიან თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები გაასაიდუმლოოთ, რადგან მათი გამჟღავნება მოშურნეებს გაგიჩენთ. სასიკეთო პერიოდი დაიწყება თებერვლის მესამე დეკადიდან და მარტშიც გაგრძელდება. ამ პერიოდში შეძლებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. აპრილში მოგიწევთ გადალახოთ შექმნილი წინაღობები და მოაგვაროთ კრიზისული სიტუაციები, შეეცადეთ, გარშემო მყოფთა მიმართ მომთმენი იყოთ. მაისის პირველ ნახევარში დასახული მიზნების მისაღწევად გაბედულად იმოქმედეთ. ივნისში შესაძლოა, მოგიწიოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ივლისი სასიკეთო თვეა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და მოგზაურობისთვის, სექტემბერში კი გელით საქმიანი შეხვედრები და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, თუმცა შედეგის მიღება დამოკიდებული იქნება თქვენს მოქმედებებზე. ოქტომბერში შესაძლოა გააქტიურდეს სამსახურთან დაკავშირებული საკითხები. ნოემბერში შესაძლებლობა მიეცემათ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, დეკემბერში კი ადრე დაწყებულ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ.

No comments:

Post a Comment