1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Jan 19, 2011

რატომ არ არსებობს 13-ე ზოდიაქოს ნიშანი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ბოლო პერიოდში ინტერნეტში გავრცელდა სტატია, რომელიც ზოდიაქოს რკალში 13-ე ზოდიაქოს ნიშნის, კონკრეტულად კი გვე
ლისმჭერის, იგივე გველისმგეშავის (და არა გველისმყრობელის, როგორც ეს ზემოთ აღნიშნული სტატიის ქართულ ვერსიაში თარგმნეს!) ჩამატებაზე იყო საუბარი.

სტატია ითარგმნა საკმაოდ ბევრ ენაზე და მათ შორის ქართულადაც. თუმცა როგორც ხშირად ხდება, ქართულ ენაზე ნათარგმნი სტატია თითქოს უმნიშვნელოდ, მაგრამ არსებითად განსხვავდება დედნისგან. საქმე კი შემდეგში გახლავთ, ინგლისურ ენაზე სტატია გვამცნობს, რომ ამერიკელმა ასტრონომმა პარკ კუნკლემ (რომელიც მინეაპოლისის ტექნიკურ კოლეჯში ასტრონომიას ასწავლის), განაცხადა, რომ ზოდიაქოს ნიშნების სისტემაში საჭიროა ჩაემატოს 13-ე ზოდიაქოს ნიშანი გველისმჭერი, რადგან ცის კაბადონზე, კონკრეტულად კი ეკლიპტიკზე მოძრაობისას პლანეტები და მზე გაივლიან უკვე არა თორმეტ, არამედ ცამეტ თანავარსკვლავედს. მორიელისა და მშვილდოსნის თანავარსკვლავედებს შორის ჩაემატა (ადგილი დაიკავა) გველისმჭერის თანავარსკვლავედმა, ამიტომ, მთლიანი ზოდიაქოს სისტემა დაირღვა.
სანამ კუნკლეს ვერსიის ცთომილებზე ვისაუბრებთ, მანამდე დავუბრუნდეთ იგივე კუნკლეს სტატიის ქართულად თარგმნილ ვერსიას.
დედანში წერია, რომ "ასტრონომები ითხოვენ გადახედილი იქნას ზოდიაქოს ნიშნების სისტემა". სტატიის რუსულ ვერსიაში (საიდანაც ქართულად ითარგმნა) წერია, რომ "ასტრონომთა საერთაშორისო ასოციაციამ მოითხოვა ჩატარდეს ზოდიაქოს სისტემის რეფორმა". ქართულ ვერსიაში სიტყვა "ასტრონომთა" შეცვლილია სიტყვით "ასტროლოგთა" და გამოდის "ასტროლოგების საერთაშორისო ასოციაციამ ზოდიაქოს ნიშნების სისტემაში რეფორმის გატარება და მეცამეტე ნიშნის დამატება მოითხოვა".
"ასტროლოგთა საერთაშორისო ასოციაციას", უფრო სწორედ "ასტროლოგიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISAR) მსგავსი არაფერი მოუთხოვია და არც მოითხოვდა, რადგან "კლასიკური" ასტროლოგია ზოდიაქოს სისტემაში იყენებს არა თანავარსკვლავედებს, არამედ ზოდიაქოს ნიშნებს. ამ ორ ფენომენს შორის ძირეული განსხვავებაა. ზოდიაქოს ნიშნები ეკლიპტიკის პირობითი დანაყოფებია (სექტორებია). თითოეული ზოდიაქოს ნიშანი ოცდაათი გრადუსისგან შედგება. ზოდიაქოს სისტემის ათვლის წერტილს წარმოადგენს გაზაფხულის ბუნიაობა (20-21 მარტი). აქედან გამომდინარე ზოდიაქოს სისტემა არის უძრავი და ის ყოველთვის გაზაფხულის ბუნიაობიდან იწყება.
საქმე იმაშია, რომ ხშირად ერთმანეთში ერევათ ორი განსხვავებული კოორდინატათა სისტემა: ზეცა, სადაც ერთის მხრივ დაყოფილია თანავარსკვლავედებად, ხოლო მეორეს მხრივ ზოდიაქოს ნიშნებად (კოორდიტანების ეკლიპტიკური სისტემა).
კოორდიტანების ეკლიპტიკური სისტემის მიხედვით, ნებისმიერი ციური სხეულის მდებარეობა განისაზღვრება ორი კოორდინატით: განედით და გრძედით.
გრძედი შეიძლება იყოს 0-დან 360 გრადუსამდე, ხოლო განედი კი მინუს (–) 90 გრადუსიდან პლუს (+) 90 გრადუსამდე. მზეს განედის მიხედვით ყოველთვის ნულოვანი მდებარეობა უკავია, გრძედის მიხედვით კი ის ეკლიპტკზე მოძრაობს. გრძედისა და განედით მიხედვით ნულოვანი წერტილი ყოველთვის გაზაფხულის ბუნიაობას დგება. ზოდიაქოს ნიშნები კი ეს როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, ოცდაათ გრადუსიანი სექტორებია, რომლებიც მდებარეობენ ეკლიპტიკზე. ამ თვალსაზრისით ზეცა შეიძლება შევადაროთ ფორთოხალს, რომელიც თორმეტი ერთმანეთის ტოლი ნაჭრისგან შედგება. გაზაფხულის ბუნიაობას (20-21 მარტს, როდესაც ერთმანეთს დღე და ღამე უტოლდება) მზე ყოველთვის ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში შედის. შემდეგ მზე გაივლის 360 გრადუსს და მეორე წელს, ისევ გაზაფხულის ბუნიაობას ხელახლა შევა ვერძის ზოდიაქოს პირველ გრადუსში და ა. შ.
რაც შეეხება თანავარსკვლავედებს, ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, სულად არ არიან ზეცის ("ზეციური ფორთოხლის") დანაყოფები, ისინი უფრო სხვა და სხვა ფორმის და ზომის არიან, ისინი არ არიან "მიწებებულნი" წელიწადის დროებზე. თანავარსკვლავედები ნელა მოძრაობენ გაზაფხულის ბუნიაობების და პირისპირდგომების წერტილებთან მიმართებაში. ამჟამად ცის კაბადონზე 88 თანავარსკვლავედია და 13 მათგანს მზე და პლანეტები ეკლიპტიკაზე მოძრაობის დროს გაივლიან.
უბრალოდ ზოდიაქოს ნიშნებმა სახელწოდებები მიიღო იმ ეპოქაში, როდესაც თანავარსკვლავედების ცის კაბადონზე განთავსება ზოდიაქოს ნიშნების განთავსებას ემთხვეოდა. ასტროლოგიაში ზოდიაქოს სისტემა უძრავია და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ის ყოველთვის გაზაფხულის ბუნიობიდან (20-21 მარტი) იწყება, მასში ყოველთვის თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი იყო, არის და იქნება.
რაც შეეხება კუნკლეს განცხადებას, რომელმაც არ იცის (ან იცის და უბრალოდ ყურადღებას არ ამახვილებს) თუ რა განსხვავებაა თანავარსკვლავებებსა და ზოდიაქოს ნიშნებს შორის. დიდი ალბათობაა, რომ ის ამ განცხადებას აკეთებს არა იმდენად ასტროლოგიის დისკრედიტაციის, არამედ უფრო საკუთარი თავის რეკლამირების და საკუთარი პიროვნების წარმოჩენის მიზნით.
პროფესიონალი ასტროლოგები, რომლებიც "კლასიკური" ასტროლოგიის მიმდევრები არიან, გველისმჭერის ზოდიაქოს არასდროს იყენებენ, რადგან 12 ყველა დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მისტიკური რიცხვია და სამყაროსეულ თუ ადამიანურ ჰარმონიასთან პირდაპირ კავშირშია. უძველესი დროიდან 12 დროის სიმბოლო და ღვთიური რიცხვი იყო.
კალენდრების აბსოლუტური უმეტესობა (როგორც მზის, ისე მთვარისა თუ მზე-მთვარის) 12 თვისგან შედგება. წელიწადში 12 თვეა, დღეშიც და ღამეშიც 12 საათია. ადამიანს ერთ ხელზე 12 ფალანგა აქვს (თუ ცერა თითს არ ჩავთვლით). როგორც ბერძნულ, ისე რომაულ მითოლოგიაში 12 "მთავარი" ღმერთი იყო, რომლებიც ერთიანობაში პანთეონს ქმნიდნენ. ბერძნული მითოლოგიის გმირმა ჰერაკლემ სწორედ 12 გმირობა ჩაიდინა. ბრიტანეთის მითიურ მეფეს არტურს "მრგვალი მაგიდის" 12 რაინდი ჰყავდა. რელიგიაში, კონკრეტულად იუდაიზმში სოლომონის ტაძარი 12 ნაწილისგან შედგებოდა, იაკობს 12 შვილი ჰყავდა, რომლებმაც ებრაელების 12 ტომს დაუდეს სათავე. ქრისტიანობაში იესოს 12 მოწაფე-მოციქული ჰყავდა, იონეს "გამოცხადებაში" "ზეციურ იურუსალიმს" 12 კარიბჭე და 12 საძირკველი აქვს. ჩინური ნატურფილოსოფიის თანახმად, ადამიანის ორგანიზმში არის 12 ძირითადი მერიდიანი და თითოეული მერიდიანი ორ საათში ერთხელ აქტიურდება, ინდური მეტაფიზიკის თანახმად ადამიანს გააჩნია 12 მეორადი ჩაკრა და ეს კიდურების სახსრებზე მდებარეობს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანთა ჯგუფი საკმაოდ ეფექტურად და პროდუქტიულად მუშაობს, თუ მათი რიცხვი თორმეტია.
ასტროლოგია ეს არის უმცირეს დეტალებამდე გათვლილი სისტემა, რომელიც უკვე ხუთი ათასი წელია არსებობს და ყოველთვის აინტერესებთ ადამიანებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა, კანის ფერისა თუ სქესისა. არსებობს ასტროლოგიის ბევრი მიმართულება, ამასთან ასტროლოგია კაცობრიობის თითქმის ყველა ცივილიზაციაში არსებობდა და მუდამ მოუტანს კაცობრიობას სიკეთეს.
ასტროლოგიის მიმდევართა და უბრალოდ მისით დაინტერესებულთა რიცხვი კი დღითიდღე იზრდება. და თუ რატომ? ამას ამერიკელი მილიარდელების ჯონ დევისონ როკფელერისა და ჯონ პირპონტ მორგანის პირადი ასტროლოგის ევანჯელინა ადამისის სიტყვებით ვუპასუხებთ: "იმიტომ, რომ ასტროლოგია მუშაობს"!