1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ნუმეროლოგიური ჰოროსკოპი (პირადი ნუმეროლოგური მატრიცის გამოთვლა, ბედნიერი ციფრებისა და რიცხვების დადგენა, ორი ადამიანის ნუმეროლოგიური შეთავსება).
======================================================================================================
სწრაფად და იაფად: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Jun 9, 2011

ქვეყნებს და ქალაქებს საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი გააჩნია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ქვეყნების და ქალაქების ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაყოფას ფესვები შორეულ წარსულში უდევს და ამასზე ჯერ კიდევ ცნობილი ბერძენი ასტრონომი, ასტროლოგი, მათემატიკოსი და გეოგრაფი კლაუდუს პტოლემოსი წერდა. შემდგომ ამას თავისი წვლილი დასდეს არაბებმა, ხოლო შუასაკუნებში უკვე არსებობდა გეოგრაფიული ასტროლოგია, რომელიც გეოგრაფიულ ერთეულებს, მხარებს, ქვეყნებს თუ ქალაქებს ზოდიაქოს ნიშანს შეუსაბამებდა.

გეოგრაფიულ ასტროლოგიაში საკმაოდ ბევრი ნაშრომი აქვს ცნობილ ინგლისელ ასტროლოგს უილიამ ლილის (XVII საუკუნის ასტროლოგი, რომელმაც იწინასწარმეტყველა 1666 წლის ლონდონის უდიდესი ხანძარი), რომელმაც მაშინდელი ცივილიზებული მსოფლიო - როგორც ქვეყნები, ისე ქალაქები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაალაგა და ამაში გამოიყენა როგორც ზემოთ ხსენებული პტოლემეის ნაშრომები, ისე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როდესაც ადამიანმა იცის ესა თუ ის ქვეყანა თუ ქალაქი რომელ ზოდიაქოს შეესაბამება და ამის გადაკვეთა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანთან სასიკეთო შედეგებს იძლევა. როდესაც ადამიანი მიდის იმ ქვეყანასა თუ ქალაქში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, ცხადია, ეს მის გუნება-განწყობაზე, ემოციურ რეაქციებსა თუ მატერიალურ მხარზე სასიკეთოდ მოქმედებს.
მაგალითად, ქართველები ძალიან კარგად გრძნობენ თავს საფრანგეთში და ეს ასტროლოგიური თვალსაზრისით გასაგებია, რადგან საქართველოც და საფრანგეთიც ლომის ნიშანს შეესაბამება. ასე, რომ გასაკვირი სულაც არ არის, როდესაც საქართველოს პირველმა დემოკრატიული რესპუბლიკის ლტოლვილი მთავრობა სწორედ საფრანგეთში და კერძოდ ლევილში დასახლდა.
ძალიან საინტერესოა, რომ გეოგრაფიული ასტროლოგიის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძველ საქართველოში არსებობდა. მაგალითად, XI საუკუნის ქართულ ასტროლოგიურ ტრაქტატში (ხელნაწერი A-65) "ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის" სხვა და სხვა ასტროლოგიურ ინფორმაციასთან ერთად, ვხვდებით ცნობებს მუნდანური ასტროლოგიის შესახებ.
ამ ხელნაწერში მართალია არასრული სახით (ზოგან საერთოდ ზოდიაქოს ნიშანია გამორჩენილი, ზოგი კი ნაწილობრივ არის აღწერილი), მაგრამ მაინც ვხვდებით იმდროინდელი ახლო აღმოსავლეთის ქალაქების ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაყოფას.

ასე მაგალითად, ამ ძველქართული ასტროლოგიური ტრაქტატის მიხედვით ვიგებთ, რომ კუროს ნიშანს ქვეყნებიდან ქურთეთი, ჰურა, კილიკია და კავკასიის მთიანეთი, ხოლო ქალაქებიდან ჰამადანი, ალექსანდრია და ტარსუ შეესაბამება.
ტყუპებს ქვეყნებიდან ელამი, გურგანი, ხვარაზმი, სომხეთი და ეგვიპტე შეესაბამება, ხოლო ქალაქებიდან ტყუპს ეკუთვნის ყაზვინი, ყუმი და მუყანი.
კირჩხიბს ქვეყნებიდან ერაყი, გარე საბერძნეთი და მცირე სომხეთი, ხოლო ქალაქებიდან ტფილისი (თბილისი) ეკუთვნის.
ლომს ქვეყნებიდან თურქეთი, ხოლო ქალაქებიდან ტუსი, ნიშაბური, თარმიდი, ხორასანი, იერუსალიმი, ასკალონი, ნისიბინი და მილეთი შესააბამება,
"ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის" მიხედვით ქალწულის ქვეყანა ასურეთი, ფარსი, თაქრითი, ხოლო ქალაქებიდან დამასკო, მოსული, შირაზი, ასტრაბადი და სარი ეკუთვნის.
სასწორს ქვეყნებიდან საბერძნეთი და ეთიოპია, ქალაქებიდან ბასრა, ანტიოქია, ბალხი, ქაბული და ქაშმირი შეესაბამება.
მორიელის ქალაქები არაბეთის ბედია, რეი, ნეჰავენდი, არდებილი და კუმისი შედიან.
მშვილდოსანს ქვეყნებიდან - რუსეთი, ხოლო ქვეყნებიდან ბაღდადი და ისპაჰანი შეესაბამება.
თხის რქას ქვეყნებიდან ინდოეთი, სინდეთი, ჩინეთი, ოკეანე (?!), ხოლო ქალაქებიდან - აჰვაზი და ქაბული ეკუთვნის (ქაბული მოხსენიებულია ასევე სასწორის ნიშანში).
მერწყულს, ანუ წყლის საქანელს ქვეყნებიდან კოპტების ქვეყანა(?) და ედემი (???) ეკუთვნის, ხოლო ქალაქებიდან ქუფი და ქერმანი.
თევზების ქალაქი ალექსანდრია (რომელიც ასევე მოხსენიებულია კუროს ნიშანში), ბუხარა, შავთა და ხუნძთა ქალაქები, აგრთვე საბერძნეთის კუნძულები.
ცხადია ეს არასრულია ჩამონათვალია და ჩამოთვლილი ქვეყნები თუ ქალაქები ძირითადად ახლო აღმოსავლეთს და აზიას ეკუთვნის, თუმცა ის ფაქტი, რომ XI საუკუნეში საქართველოს მონასტრებში წერდნენ ასტროლოგიურ ტრაქტატებს გეოგრაფიული ასტროლოგიის შესახებ, მართლაც მრავლისმეტყველია.
ახლა კი გთავაზობთ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ჩამონათვალს ზოდიაქოს ნიშნებისა და ქალაქების შესახებ:
ვერძი - ბერლინი, მოსკოვი, ბირმინჰემი, ვერონა, კრაკოვი, მარსელი
კურო - ნეაპოლი, დუბლინი, სარაგოსა, უტრეხტი, ფლორენცია, პალერმო, პადუია
ტყუპი - ლეიპციგი, ნანტი, პარმა, ციურიხი, ტრიპოლი
კირჩხიბი - ამსტერდამი, ლონდონი, სან-ფრანცისკო, მილანი, მანჩესტერი, მეცი
ლომი - ბუმბაი (ბომბეი), მადრიდი, ბრისტოლი, პრაღა, რავენა, რომი, ფილადელფია, ჩიკაგო, სტამბული, ლოს-ანჟელესი, დამასკო, პორტსმუთი
ქალწული - ათენი, პარიზი, ბაღდადი, ბაზელი, ბოსტონი, ვროცლავი, ჰაიდებურგი, იურუსალიმი, ლიონი, მავარა, ნიცა, სტრასბურგი, ბოსტონი
სასწორი - ანტვერპენი, ვენა, ფრაიბურგი, ფრანკფურტი, ლისაბონი
მორიელი - გენტი, ლივერპული, მესინა, პომპეი, ტოკიო, ფრანკფურტი ოდერზე, ნიუ-ორლეანი, ვაშინგტონი, ლივერპული, ჟენევა
მშვილდოსანი - ავინიონი, კოლკატა (კალკუტა), კიოლნი, ნოტინგენი, პეკინი, შეფილდი, შტუტგარტი
თხის რქა - დელი, მეხიკო, ბუდაპეშტი, ბრიუსელი, კონსტანცა, ოქსფორდი, პორტ-საიდი, ტორონტო, გენტი
მერწყული - ბრაიტონი, ბრემენი, ჰამბურგი, ზალცბურგი, სიდნეი, ჰელსინკი, ბრიუსელი, სანკტ-პეტერბურგი
თევზები - ალექსანდრია, ბორმსი, ლანკესტერი, რუანი, სევილია, ვარშავა

P. შ. ცხადია ეს ზოგადი დახასიათებაა და როდესაც კონკრეტულ ადამიანს და კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპზეა საუბარი, მაშინ რომ გავარკვიოთ ეს კონკრეტული ადამიანი როგორ გამოავლენს საკუთარ პოტენციალს ამა თუ ქალაქში, მისთვის დგება ე. წ. რელოკაციური ჰოროსკოპი. სწორედ რელოკაციური ჰოროსკოპი იძლევა პასუხს კონკრეტული ადამიანის სხვა ქალაქში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ გადასვლის მოსალოდნელ სასიკეთო თუ არასასიკეთო ტენდენციებზე.
ასევე არსებობს გეოგრაფიული ასტროლოგიის საკმაოდ საინტერესო მეთოდი ასტროკატროგრაფია, რომელიც ამერიკელმა ასტროლოგმა ჯიმ ლუისმა შექმნა, ხოლო ამერიკელმა ასტროლოგმა დევიდ მედოუზმა ის კიდევ უფრო განავითარა და დახვეწა. კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული მეთოდებით დგინდება რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იქნება ადამიანის ქალაქის თუ ქვეყნის შეცვლისას.