1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 26, 2012

2013 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი


© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიჩნეულია, რომ გველის წელი  (1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული წელია. აღმოსავლეთში შავი ფერი წყლის სტიქიასთან ასოცირდება, ხოლო თვით გველი აღმოსავლურ ასტროლოგიაში მდედრულ, პასიურ ნიშნად მიიჩნევა, ამიტომ, მისი ენერგია მიწიური ძალების სიმბოლოდ აღიქმება.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2013 წლის მართველი ვარსკვლავი იქნება `ვეი~ (`საფრთხე~). ეს ნეგატიური გავლენის ვარსკვლავია. ამ ვარსკვლავს ჩინური კალენდრის მიხედვით მთვარე მართავს, რომელიც `ვეის~ მერყეობას, მეტისმეტ ემოციურობას, დაძაბულობას და საფრთხის შემცველობას ანიჭებს. როდესაც წელს ეს ვარსკვლავი მართავს ყურადღებას ითხოვს ყველა საქმე, რომელიც მოსალოდნელია მოულოდნელად გაუარესდეს. საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულება და ყურადღების გამოჩენა, რათა მოსალოდნელი შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს. ისევე როგორც 2012 წლის მართველი ვარსკვლავის `სიუის~ (`სიცარიელე~) გავლენის დროს, ასევე 2013 წლის მართველი ვარსკვლავის `ვეის~ გავლენის დროს მატულობს დაძაბულობის ალბათობა, რაც ზრდის არა მხოლოდ მთელ რიგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების შეწყვეტას და პროვოკაციებს, არამედ შეიარაღებული დაპირისპირებების ალბათობას. პირად ცხოვრებაში ვარსკვლავის `ვეის~ გავლენა არც თუ სასიკეთო გავლენას ახდენს მყიფე სასიყვარულო ურთიერთობებზე და პარტნიორებს განხეთქილებისკენ უბიძგებს.
ზოგადად გველის წელი ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელი ცვლილებებით და ეს ცვლილებები წყლის სტიქიის გავლენის დროს (2013 წლის სტიქია სწორედ წყალია) მოვლენები ისე სწრაფად და მოულოდნელად იწყება და ვითარდება, რომ ბევრი ადამიანი დაწყებული ცვლილებებისთვის მომზადებასაც კი ვერ ასწრებს.
ისევე როგორც 2013 (გველის) წლის, 2012 (დრაკონის) წლის სტიქიაც წყალი იყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დრაკონის წელი მამრული (იან) ენერგიით, ხოლო გველის წელი მდედრული (ინ) ენერგიით იმართება, ამიტომ, 2013 წელს ბევრი მოვლენა ერთი შეხედვით უჩუმრად, პასიურად განვითარდება. ეს კი ბევრ ადამიანს მოადუნებს და და დაუკარგავს საფრთხეების რეალურად შეფასების უნარს, რაც გაზრდის დანაკარგების ალბათობას. მოვლენების, კონტროლი და მართვა ეს ის უნარებია, რომლებიც 2013 (გველის წელს) ბევრ ადამიანს არა მხოლოდ დანაკარგების თავიდან არიდებაში, არამედ წარმატების მიღწევაშიც დაეხმარება.
დრაკონის (2012) წლისგან განსხვავებით, გველის წელში შედარებით იზრდება კრიზისის ალბათობა, რადგან თუ დრაკონის წელს გულუხვობა ახასიათებს და ადამიანები ახერხებენ ხოლმე კრიზისების აღმოფხვრას, გველის (2013) წელში სიტუაციები უფრო ნეგატიური კუთხით იცვლება და ადამიანებს უჭირთ იმ სიმაღლეების მიღწევაც კი, რომლებსაც წინა წელს აღწევდნენ. საჭიროა ეკონომიურობის გამოჩენა როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელწიფოებრივ დონეზე, რადგან არაგონივრული ხარჯები არა თუ გააღრმავებენ უკვე არსებულ კრიზისებს, არამედ ახალ კრიზისული სიტუაციების პროვოცირებას მოახდენენ.
2013 წელს ის ქვეყნები მიაღწევენ წარმატებას, რომლებიც იოლად და ეფექტურად შეძლებენ 2012 წელს დაწყებული ცვლილებების გაგრძელებას. მსოფლიო ეკონომიკა უფრო მერყევი და ნაკლებად სტაბილური გახდება და ეს შეეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ის ქვეყნები, რომელთა მართველები ვერ მოახერხებენ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას და განვითარებულ მოვლენებს თუ მოულოდნელად შეცვლილ სიტუაციებს ალღოს ვერ აუღებენ და გველის წლისგან შემოთავაზებულ ტემპს ფეხს ვერ აუწყობენ.

საქართველო. რა საკვირველია, ყველა ის პოლიტიკურ-ეკონომიური ცვლილებები რომელიც დამახასიათებელი იქნება 2013 (გველის) წლისთვის და რომლებიც გააქტიურდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოსაც შეეხება.
2013 წელს გაგრძელდება ის ცვლილებები, რომლებიც 2012 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო. თუმცა ღია დაპირისპირებები ნაკლებად მოსალოდნელია და ამას უფრო ინტრიგების, ჭორების, ფარული მტრობის ფორმა ექნება. ის ადამიანების, რომლებიც ლავირებას, დიპლომატიას და ტაქტის გრძნობას გამოიჩენენ, უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე ხისტი და იმპულსური ადამიანები. საჭირო იქნება წარსულში დაშვებული შეცდომების სწორი ანალიზი, რადგან დაშვებული შეცდომების გამოსწორება მათი გააზრებისა და გაცნობიერების გარეშე შეუძლებელი იქნება.
2013 წელს მოსალოდნელია ახალი ურთიერთობების დაწყება და ასევე ძველი ურთიერთობების აღდგენაც როგორ პირად, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. ბევრი აქამდე აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწე ჩრდილში გადავა, გამოჩნდებიან ახალი `სახეები~. თუმცა ასევე მოსალოდნელია აქამდე აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები ახალი კუთხით გააქტიურდნენ ან ახალ ამპლუაში ვიხილოთ, რადგან 2013 წელს ადამიანები გველის მსგავსად `ტყავს შეიცვლიან~ და ახალი იმიჯით წარუდგებიან საზოგადოებას.

სახელმწიფო, პოლიტიკა
პოლიტიკურ სპექტრში (როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში) ვიხილავთ მთელ რიგ ცვლილებებს, მოსალოდნელია ეს იყოს ძირეული ცვლილებები და რიგ საკითხებში ფასეულობების გადაფასებებიც კი. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად გააგრძელებენ აქამდე აღებულ კურსს და ცვლილებებზე უარს იტყვიან, მოუწევთ ჩრდილში გადასვლა. ეს ძალიან ჰგავს წინა წლის ტენდენციას, როდესაც იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ვერ გაიაზრეს `ახალი რეალობა~, გამანადგურებელი მარცხი იგემეს და ზოგიერთ მათგანმა პოლიტიკური არენაც კი დატოვა. სწორედ ასეთი ტენდენციები გააქტიურდება ახალ, 2013 წელსაც. ამიტომ საჭიროა გველის წლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები _ გამჭრიახობა, ინტუიციურობა და ლავირება. ასე პოლიტიკოსები წარმატებას უფრო იოლად მიაღწევენ.
სახელმწიფოებრივ დონეზე გველის წელიწადი აღსავსე იქნება ერთი შეხედვით გაუგებარი და უსიამოვნო სიურპრიზებითაც. არ არის გამორიცხული მოხდეს პარადოქსული კანონების მიღება, იურიდიული აქტების ამუშავება, ასევე ბუნდოვანი დაპირებების გაცემა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა გამო უბრალო ადამიანები დაზარალდებიან. ეს კი რამდენადმე ხალხში უკმაყოფილების დონეს გარკვეულწილად გაზრდის. თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საჭირო ცვლილებების სწრაფად და დინამიკურად განხორციელებას, მაშინ ის შეძლებს ადამიანების გულის მოგებას. მითუმეტეს, რომ გველის წელი ითხოვს არსებული პრობლემების სწრაფად და აქტიურ რეჟიმში მოგვარებას.
საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეცადოს წინ აღუდგეს იმ ინტრიგებს და მისკენ მიმართულ ფარულ მტრობას, რომელიც 2013 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება. ეს მოსალოდნელია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ხალხი, საზოგადოება.
2013 წელს ფართო მასების მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება უფრო უკეთესი და მხიარული გახდება, უბრალოდ ნაკლებად იქნება უკმაყოფილების გამოთქმა. ადამიანებში მოიმატებს სამართლიანობის შეგრძნება, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილების დონეს 2012 წელს გაძლიერებულ კრიტიკულ დონეს დაბლა დასწევს.  ჩრდილში გადავლენ ის პიროვნებები, რომლებიც რომლებიც ვერ გაიაზრებენ,. რომ პირდაპირი და აქტიური შეწინააღმდეგება უპერსპექტივოა და საჭიროა მეტი ტაქტის და დიპლომატია. არ არის გამორიცხული გააქტიურდნენ რელიგიური სექტები, საიდუმლო ორგანიზაციები თუ მისტიკური ორდენები. ეს კი გარკვეულწილად გაზრდის რელიგიურ თუ სხვა სახის განსხვავებული აზრის ადამიანებთან დაპირისპირებების ალბათობას.

ეკონომიკა.
ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველოში მდგომარეობა უფრო პოზიტიურისკენ შეიცვლება. მოსალოდნელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი ინვესტიციების შემოსვლა (ამ მიმართულებით მოსალოდნელია რუსეთის და აზიის ქვეყნების გააქტიურება). მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია ამ კუთხით მთელი რიგი პროგრამების შექმნა, რომელიც ადამიანებს უფრო გაუადვილებს პერიფერიებში ცხოვრებას და შექმნილი პროდუქციის რეალიზაციას. უფრო გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ადამიანების ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა შედარებით გამოსწორდება. პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი მშენებლობებთან, განსაკუთრებით დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებულ პროექტებთან მიმართებაში (თუმცა ამ ყველაფერს მოსალოდნელია გარკვეული საფრთხე შეუქმნას საქართველოს მეზობლად ან მის სიახლოვეს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას პასიური როლით შემოფარგვლა მართებს).

სამუშაო
სამსახურთან და პროფესიულ საქმესთან დაკავშირებით 2013 წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც თავის გონებრივ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ და მხოლოდ დინების მიმართულებით ცურვას არ მოინდომებენ. ამ წელს შრომისმოყვარე და მიზანსწრაფულ ადამიანებს გაუმართლებთ, რადგან ისინი ბოლო-ბოლო მიიღებენ მათთვის სასურველ შედეგებს. თუმცა 2013 წელი ბევრ წვრილმან უსიამოვნებას მოუტანს იმათ, ვინც წინდაუხედავად იქცევა, შეცდომებს უშვებს და მომავალზე არ ფიქრობს.
იმათ კი, ვინც დაკავებულია მეცნიერებით, ანალიზით, სოციოლოგიით და სხვა და სხვა სახის სახელმძღვანელოების შედგენით, ახალი სწავლების დანერგვით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს.
გველის წელში წარმატებას მიაღწევენ შემოქმედებითი ადამიანებიც _ პოეტები, მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები (გველს დახვეწილი გემოვნება `აქვს~ და ამიტომ, ის `მფარველობს~ ნიჭიერ ადამიანებს).

ფინანსები
გულუხვი და მრავალფეროვანი დრაკონისგან განსხვავებით, გველი ძალზე ფრთხილად უდგება ფინანსურ საკითხებს. მას არ ესმის. როგორ უნდა დაიხარჯოს დიდი თანხები გართობასა და ფუფუნების საგნებზე, ამიტომ, უმჯობესია, მოხდეს ყველა ხარჯის სახელდახელოდ გააზრება, რათა არსებული რესურსები მთლიანად არ დაიხარჯოს. უნდა ითქვას, რომ ეკონომიური ადამიანის მიმართ, გველი პოზიტიურად არის `განწყობილი~, ამიტომ 2013 წელს ასეთ ადამიანებს ფინანსური პრობლემები ნაკლებად შეექმნებათ. მართალია შესაძლოა, ფინანსური შემოსავლები ძალზე მაღალი არ იყოს, მაგრამ არსებულ შემოსავლებს შედარებით სტაბილური ფორმა ექნებათ, რაც ადამიანებს იმის საშუალებას მისცემს, არა არა მარტო იმყოფინონ თანხები, არამედ დაზოგონ კიდეც.

შოუ-ბიზნესი, მოდა
2013 წელს ღირშესანიშნავი მოვლენები და პომპეზური საღამოები 2012 წელთან შედარებით მკვეთრად ნაკლები იქნება. `გველს არ უყვარს~ ამ კუთხით თავის გამოჩენა და აქტიურობა. მას სიმშვიდე `ურჩევნია~. 2013 წელს შოუებს და `ხმამაღალ~ დღესასწაულებს არ უნდა ველოდოთ.
გველის წლის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს უფრო გამართლებულია ეკონომიურობა, მაინც მაღალ დონეზეა ხოლმე მოდასთან დაკავშირებული ტენდენციები. ამიტომ, შეიძლება ითქვას მოდა 2013 წელს საკმაოდ აქტიური და დატვირთული იქნება ახალი სიახლეებითა და საინტერესო გადაწყვეტებით. 

კრიმინოგენული სიტუაცია
2013 წელს დანაშაულებრივი ფონი უფრო გაძლიერდება და ეს 2013 წლის მარტსა და აპრილში უკვე საგრძნობი გახდება.
ადმინისტრაციული დანაშაული უფრო დასჯადი გახდება, ვიდრე 2012 წელს. არ არის გამორიცხული ვიხილოთ მთელი რიგი დაკავებები, რომლებიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან ან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან იქნება დაკავშირებული. მოიმატებს ორგანიზებული დანაშაულების რიცხვიც, ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში იქნება აქტიური. ამიტომ, გამკაცრდება კანონმდებლობა მათ მიმართ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. 
2013 წელს მოიმატებს ინტრიგების და ფინანსური თაღლითობების რიცხვიც, ამიტომ, ადამიანებს ასეთ სიტუაციების მიმართ მეტი ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ასევე მოიმატებს კომპიუტერული დანაშაულების რიცხვიც, ამიტომ, საჭირო იქნება საქმიანი ინფორმაციის, პაროლების, პლასტიკური ბარათების პინ-კოდების და მათი მსგავსი ინფორმაციის საგულდაგულოდ შენახვა.

ჯანმრთელობა, სპორტი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს ადამიანებმა ყურადღება დაუთმონ საკუთარ ნერვულ სისტემას, არ დაუშვან სტრესების დაგროვება და დეპრესიული მდგომარეობა. ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა ადამიანებს ბევრი უსიამოვნებისგან დაიცავს. ზოგადად რისკის ქვეშ მოყვება ყველაფერი, რაც უკავშირდება ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს. მოიმატებს ნერვის ანთების, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის და მსგავსი დაავადებების ალბათობა. ყურადღებას მიიქცევს საჭმლის მომნელებელი სისტემა, რადგან გაიზრდება კვებითი ინფექციების ალბათობა (განსაკუთრებით ზაფხულში).
2013 წელს სპორტში შედარებით პოზიტიური პერიოდი იქნება სპორტის ინდივიდუალური და ასევე ძალისმიერი სახეობებისთვის. ექსტრემალურ სპორტს გველი ნაკლებად `სწყალობს~, ამიტომ, იმ ადამიანებმა, რომლებიც აქტიური და სარისკო სპორტული სახეობებით არიან დაკავებულები, სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

No comments:

Post a Comment