1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2013

2014 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი


 © geoastrolog (რამაზ გიგაური) 


მსოფლიო

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიჩნეულია, რომ ცხენის წელი (1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) აქტიური და ენერგიული წელია. მიუხედავად იმისა, რომ ცხენის წელი წინა, ანუ გველის წელთან შედარებით უფრო მშვიდობიანად ითვლება, ამას ვერ ვიტყვით 2014 წელზე, რომელიც შესაძლოა უფრო ხისტი წელი იყოს, ვიდრე 2013 წელი.
2014 წლის სტიქიაიან“, ანუ მამრული ენერგიის ხეა. ჩინურ ასტროლოგიაში თუინისხე ბუჩქები და ყვავილებია, „იანისხე ეს დიდი ხეა, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს მიწაში და მყარად უკავია საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია 2014 წელს მოვლენები უფრო ხისტად წავიდეს, რასაც ადამიანებში გაძლიერებული პრინციპულობაც შეუწყობს ხელს.
თუმცა აქვე ინდა ითქვას, რომ ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2014 წლის მართველი ვარსკვლავი იქნებაში“. ძველ ჩინეთში ასტროლოგებს სჯეროდათ, რომ ამ ვარსკვლავს პოზიტიური გავლენა ჰქონდა. ისინი ასე ხსნიდნენ ამ ვარსკვლავის გავლენას, „იმპერატორი აფასებს ჩვენგან გაწეულ კარგ სამსახურს და წყალობას იმეტებს. ოჯახებში მატულობს სიმდიდრე. ყველა ცხოვრობს მშვიდობით და ურთიერთგაგებით“. თანამედროვე ჩინური ასტროლოგიის თანახმად ვარსკვლავიშისასიკეთო გავლენას ახდენს პარტნიორულ საქმიანობაზე, გარიგებებზე, მშენებლობაზე, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაზე და ქორწინებაზე. ეს ვარსკვლავი ნეგატიურ გავლენას ახდენს ინტრიგებზე, საეჭვო და არაკანონიერ მოქმედებებზე.
2014
წელს უკვე დასავლური ასტროლოგიის მიხედვით მსოფლიოში გარკვეულწილად გაგრძელდება ის ტენდენციები, რომლებიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო (ეს არის ოთხ წლიანი ციკლი, რომელიც 2015 წელს სრულდება და უკავშირდება პლანეტა ურანის და პლუტონის ნეგატიურ ურთიერთკავშირს). ამ ციკლის მორიგ დისჰარმონიულ გამოვლენას მსოფლიო 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისშივე იგრძნობს (მითუმეტეს, რომ 1 იანვარს ახალმთვარეობა დაფიქსირდება).
პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რთულად შეიძლება ჩაითვალოს, 2014 წლის პირველი კვარტალი (იანვარი, თებერვალი, მარტი), ასევე აპრილი, შემდეგ უკვე 2014 წლის მეოთხე კვარტალი (განსაკუთრებით დეკემბერი).
ეკონომიკური და ფინანსური კუთხით 2014 წელი 2012-13 წლებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, რადგან როგორც ადრე, ისე მიმდინარე წელსაც მუშაობა მიმართული იქნება ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ და კონფლიქტურ რეგიონებში სტაბილურობის მიღწევისკენ (ამის სასიკეთო ნიშნები უკვე 2013 წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდა). თუმცა ფინანსური ბაზარი ძველებურად მერყევი და არასტაბილური იქნება. გარდა ამისა, 2014 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ბევრ ქვეყანაში მოიმატებს ბუნებრივი კატაკლიზმების, ტექნიკური ავარიებისა და დაპირისპირების ალბათობა (ამის ალბათობა მაღალი იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში და აღმოსავლეთ ევროპაში).
2014 წლის მაისიდან მოვლენები როგორც მაისიდან შედარებით დალაგდება და მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი გახდება. გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე ბევრი ქვეყანა რთული ამოცანების გადაჭრას შეძლებს, ხოლო მათზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს გაართმევენ. თუმცა ყურადღებას ითხოვს მეოთხე კვარტალი და განსაკუთრებით დეკემბერი, რადგან ამ პერიოდშიც პლანეტების გავლენა საკმაოდ დისჰარმონიული იქნება და მოსალოდნელია ბევრი მიმართულებით პრობლემების შექმნა. ისევე როგორც 2012-13 წლებშიც, დამდეგ, 2014 წელსაც ბევრ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება და ასევე ბევრი პოლიტიკური თუ ეკონომიური სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება, ამიტომ, საჭირო იქნება სერიოზული გამძლეობა, შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა, რათა გადალახული იქნას შექმნილი წინაღობები და მიღწეული იქნას დასახული ამოცანები.

საქართველო

რა თქმა უნდა ის პოლიტიკურ-ეკონომიური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც დამახასიათებელი იქნება 2014 (ცხენის) წლისთვის და რომლებიც მთელს მსოფლიოში აქტუალური იქნება, საქართველოზეც შესაბამისად აისახება. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოში გაგრძელდება იმ ოთხწლიანი ციკლის ტენდენციები, რომლებიც 2012 წელს დაიწყო. ეს კონკრეტულად საქართველოს სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლა იყო, ამიტომ, მიმდინარე წელს გაგრძელდება 2013 წელს დაწყებული პოლიტიკური ცვლილებები.
უნდა ითქვას, რომ ბევრი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც 2013 წელს არ ჩანდა, 2014 წელს უკვე ბევრი რამ გამოაშკარავდება. ეს ეხება როგორც წინა ხელისუფლების მყოფი ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულს, ისე ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს. როგორც წესი, გველის წელს ბევრი პოლიტიკური მოვლენა ფარულად, „ფარდის მიღმამიმდინარეობს და მისი სრულად დანახვა და აღქმა შეუძლებელია, სამაგიეროდ ის უკვე მომდევნო ცხენის წელს სრულიად აშკარავდება და ხილვადი ხდება. აქედან გამომდინარე 2014 წელს გამოაშკარავდება ბევრი ძველი შეცდომა და გაიხსნება ძველი დანაშაულები. ასეთ შემთხვევაში ხალხის უკმაყოფილების დონე არ იქნება იმდენად მაღალი, რომ სერიოზული სახის საპროტესტო ტალღა წარმოშობა გამოიწვიოს. თუმცა არსებული ხელისუფლების მხრიდან ახალი შეცდომები და არ/ვერ გახსნილი დანაშაულები ადამიანებს ღია პროტესტისკენ უბიძგებს.
2014 წელს მოსალოდნელია პოზიტიური სიახლეები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებთან, ჯანდაცვასთან და სოციალური პროგრამებთან დაკავშირებით. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც დაძაბულობა უფრო წლის პირველ კვარტალში (ასევე აპრილში) და წლის ბოლოს იქნება საგრძნობი. წლის პირველ ნახევარში საქართველოს ხელისუფლებამ მთელი ენერგია სოციალური პროგრამებისკენ და ხალხის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2014 წლის შემოდგომის მეორე ნახევარში უკმაყოფილების პროტესტის გრძნობამ მოიმატოს, რამაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლებისკენაც უბიძგოს.

პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილისთვის 2014 წელს რთული შედარებით წლის დასაწყისი იქნება. ამიტომ, იანვარში მას მეტი ყურადღება და წინდახედულობა მართებს განსაკუთრებით უცხოეთისა და საქართველოს თანამშრომლობის კუთხით. მას ექნება სერიოზული შესაძლებლობები უცხოეთთან მიმართებაში ახალი იმპულსები შეიტანოს. ეს იქნება საქმიანი შეხვედრები როგორც სხვა და სხვა ქვეყნების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. მითუმეტეს, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ჰოროსკოპიც მიუთითებს, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტი განმტკიცება.
მას ყურადღების გამოჩენა მართებს მაისის მეორე ნახევარში, რადგან ამ პერიოდში მის ცხოვრებაში მოსალოდნელი გარკვეული ნეგატიური ტენდენციების გააქტიურება, რამაც მოსალოდნელია მის იმიჯს და რეპუტაციას გარკვეული ჩრდილი მიაყენოს. თუმცა მთლიანობაში 2014 წელი საქართველოს პრეზიდენტისთვის შედარებით სასიკეთო იქნება.  

პრემიერ-მინისტრი 

2014 წელი ირაკლი ღარიბაშვილისთვის შედარებით რთული იქნება და მას მოუწევსსაკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ბევრი სიძნელის გადალახვა და ბევრი პრობლემებისთვის თავის გართმევა. ამიტომ, მას უდიდესი ორგანიზებულობა და ყურადღება მართებს, რათა მოსალოდნელია შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია როგორც მის პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში პრობლემების კასკადი შეიქმნას. ის თებერვლიდან _ ივნისის ჩათვლის კარმულ პერიოდს გაივლის და ამ დროს მისი საქმიანი რეპუტაცია და ასევე ჯანმრთელობა გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგება. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელი მისთვის იოლი არანაირად არ იქნება, ამიტომ, იანვრიდანვე მან უდიდესი ყურადღება, წინდახედულობა და მობილიზება უნდა გამოავლინოს, რომ თავი გაართვას ყველა იმ პრობლემას, რომელიც 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის წინაშე დადგება. 2014 წელი ირაკლი ღარიბაშვილის გამოცდის წელი იქნება, მითუმეტეს, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის კარმულ პერიოდსაც გაივლის და ამ დროს გაუარესებული მდგომარეობა პირდაპირ კავშირში იქნება წარსულში დაშვებულ შეცდომებთან

ხალხი, საზოგადოება

2014
წელს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ხალხის როლი ძალიან აქტიური იქნება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ რადიკალურად შეიცვლება.
2014 წლის ზოგად ჰოროსკოპში (01/01/2014/00:00), მთვარე თხის რქის ზოდიაქოში და მზესთან შეერთებაში იმყოფება (მუნდანურ, ანუ გეოგრაფიულ-პოლიტიკურ ასტროლოგიაში მთვარე ხალხის სიმბოლოა), რაც მიგვანიშნებს, რომ 2014 წელს ხელისუფლება (მზე) პრაქტიკული და პრაგმატული მოქმედებებით შეძლებს ხალხის ნების იგნორირებას, რაც ხალხში უკმაყოფილებას გაზრდის.
საქართველოს ჰოროსკოპში პროგრესული მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში მოძრაობს. მშვილდოსანი სამართლიანობის და თავისუფლების სიმბოლოა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, საქართველოს ხელისუფლება რამდენად სწრაფად, ორგანიზებულად და ეფექტურად შეძლებს ხალხში სამართლიანობის შეგრძნების აღდგენას. 2014 წელს საქართველოში და კონკრეტულად უბრალო ადამიანები ფსიქო-ემოციური კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამიტომ, საქართველოს არსებულ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს.

ეკონომიკა, ფინანსები

საერთოდ ცხენს წელს არ ახასიათებს კრიზისების შექმნა (ისევე როგორც ვირთხის, ხარის და გველის წელს), ამიტომ, რაიმე სერიოზული ვარდნა ეკონომიკური თვალსაზრისით მოსალოდნელი არ არის.
უფრო მეტიც, ცხენის წელში ეკონომიკის თვალსაზრისით მდგომარეობა უფრო პოზიტიურისკენ იცვლება ხოლმე და ეს მოსალოდნელია საქართველოშიც. თუ გველის წელი ქმნის კრიზისებს, ცხენის წელში დაშვებული შეცდომების გააზრება და შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება იწყება ხოლმე და ასე იქნება ახლაც.
დარგობრივი კუთხით, კიდევ უფრო განვითარდება სოფლის მეურნეობა და ამ მიმართულებით მოსალოდნელია სასიკეთო სიახლეები. მოსალოდნელია ახალი ბაზრების მოძიება და არსებული ბაზრების განვითარება, რაც ამ მიმართულებით მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები. ახალი ძალით გააქტიურდება ენერგეტიკასთან და ტურიზმთან დაკავშირებული ტენდენციები.
ფინანსური კუთხით საჭიროა ეკონომიურობის გამოჩენა, რადგან ადამიანები ცხენის წელში განვითარებული მოვლენები ხშირად ზედმეტი გულუხვობისკენ უბიძგებს ხოლმე, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებს იწვევს, რაც შემდგომ ბიუჯეტს მძიმედ აწევა ხოლმე. ამიტომ როგორც ხელისუფლებამ, ისე ადამიანებმაც ყურადღება უნდა გამოიჩინონ ფინანსების მართვის, შემოსავლებისა და განსაკუთრებით გასავლების კუთხით.
2014
წელს ადამიანებს სერიოზული ფინანსური პრობლემები ნაკლებად ელით. ის ადამიანები, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ, განსაკუთრებით საბანკო ვალდებულებებთან, სესხებთან და კრედიტებთან დაკავშირებით, მოახერხებენ ვალების შემცირებას და ხშირ შემთხვევაში გასტუმრებასაც კი. ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც აქამდე ჯერ ვერ შეძლეს ფინანსური დივიდენდების და მარაგების შექმნა, ცხენის წელი მათ საინტერესო სიახლეებს ჰპირდებათ.

სამუშაო

სამუშაო ადგილებთან მიმართებაში 2014 წელს რაიმე დიდი გარღვევა მოსალოდნელი არ არის. სასიკეთო მოვლენები უფრო 2014 წელის მეორე ნახევარში და უფრო კონკრეტულად შემოდგომით არის მოსალოდნელია, როდესაც შესაძლებელი იქნება საქართველოში სამსახურებრივი საკითხების დარეგულირება და ახალი პროექტების დაწყება.
2014 წელი შედარებით წარმატებული იქნება იმ პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებსაც აქტიურობა და დინამიკა ახასიათებთ. პირველ რიგში კი ეს იქნებიან სპორტსმენები. ბევრი სპორტსმენი თავის კარიერაში სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს და შეძლებს როგორც თავისი შესაძლობლობების კარგად წარმოჩენას, ისე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ცხენის წელში (ისევე როგორც წინა, ანუ გველის წელს) წარმატებას აღწევენ ხოლმე ხელოვანი ადამიანები. ამიტომ, შემოქმედებით ადამიანებს მეტი აქტიურობა მართებთ. ისინი უფრო მეტად ორგანიზებულები და რაც მთავარია პრაქტიკულები უნდა იყვნენ. ასეთ შემთხვევაში წარმატებების მიღწევის შანსი ექნებათ მწერლებს, პოეტებს, რეჟისორებს, მსახიობებს, მხატვრებს, მუსიკოსებს და დიზაინერებს.
ბევრი ადამიანი ცხენის წელს დამატებით ან საერთოდ ახალ სამსახურს მოძებნის. მოსალოდნელია გააქტიურდეს უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები და ეს მიმართულებაც ყურადღებას ითხოვს.

შოუ-ბიზნესი, მოდა

საერთოდ ცხენის წლისთვის დამახასიათებელი არ არის თავბრუდამხვევი და პომპეზური საღამოები, თუმცა გველის (2013) წლისგან განსხვავებით შოუ-ბიზნესის მდგომარეობა შედარებით გამოსწორდება. კულტურული ცხოვრება შედარებით გააქტიურდება და შოუ-ბიზნესთან დაკავშირებული მოვლენები უფრო პოზიტიური კუთხით განვითარდება.
რაც შეეხება მოდის ტენდენციებს _ პოპულარული იქნება მწვანე, ლურჯი, თეთრი, ხაკისფერი ფერი. მოსალოდნელია წინ წამოიწიოს სპორტულმა სტილმა, ასევე პოპულარული იქნება ტანზე მომდგარი სამოსი. მაღალი მოდის სამყაროში კი წინა პლანზე ახალი, თამამი ტენდენციები წამოვა, სადაც ორიგინალურ სტილთან ერთად სხეულის ფორმებისთვის ხაზი მკვეთრად იქნება გასმული.

კრიმინოგენული სიტუაცია

კრიმინოგენული სიტუაცია 2014 (ცხენის) წელს 2013 (გველის) წლისგან განსხვავებით შედარებით მშვიდობიანი იქნება და გახმაურებული დანაშაულები ნაკლებად მოსალოდნელია. ცხენის წელი ღია, გახსნილ მოქმედებებს უკავშირდება, ამიტომ მოსალოდნელია 2014 წელს გამოაშკარავდეს ბევრი ადრე ჩადენილი დანაშაული და ამასთან დაკავშირებით მოხდეს ადამიანების დაპატიმრება.
2014
წელს კრიმინოგენული კუთხით ყველაზე სახიფათო და საშიში ივლისის ბოლო, აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი იქნება (პიკი: 15 აგვისტო - 3 სექტემბერი), ამიტომ, ამ პერიოდში სამართალდამცავ სამსახურებს სერიოზული მუშაობა მართებთ, რომ მონიმუმამდე შეამცირონ დანაშაულთა რიცხვი და აღკვეთონ მოსალოდნელი დანაშაულები.

ჯანმრთელობა, სპორტი

2014
წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლეობა. საჭირო იქნება ნერვული სისტემის გაფრთხილება. მნიშვნელოვანი იქნება დასვენება-რელაქსაციის მომენტი, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს ნერვული სისტემის მუშაობაზე. 2014 წელს ყურადღებას ითხოვს ზამთარი (იანვარ-თებერვალი და შემდეგ უკვე დეკემბერი), ამიტომ, ყურადღებას ითხოვს ყელთან და სასუნთქი სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკა.
2014
წელი სპორტული ცხოვრების სასიკეთო წელი იქნება. წარმატებას მიაღწევენ როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში (თუმცა გაცილებით წარმატებული უკანასკნელი იქნება). მოსალოდნელია ახალი რეკორდების დამყარება.

No comments:

Post a Comment