1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


May 10, 2013

ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების 10 რეცეპტი

 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


(Self-Help)
გჯეროდეთ საკუთარი თავის!

ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში ძალიან პოპულარულია ე. წ. წიგნები Self-Help-ის შესახებ. ეს არის თვით დახმარების სისტემა, როდესაც ადამიანი საკუთარი ცოდნის, გამოცდილების, უნარების და რესურსების ეფექტური გამოყენებით ახერხებს მისთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებას. ამერიკელი ფსიქოლოგებმა იელის უნივერისტეტიდან სხვა და სხვა Self-Help ავტორებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების 10 რეცეპტი.

1.    ნუ დაგეგმავთ ძალიან ბევრს

დაგეგმვა აუცილებელია, მაგრამ იგი არ უნდა ცდებოდეს გონიერების ფარგლებს. კარგია თუ თქვენ დაგეგმავთ მომდევნო საღამოს, მომდევნო თვეს, მაგრამ თუ თქვენ დანამდვილებით იცით, რითი დაკავდებით ორი თვის შემდეგ პარასკევს, საღამოს 9 საათზე, ეს უკვე მეტისმეტია. დაუშვით ცხოვრებაში იმპროვიზაციისა და მოულოდნელობის მომენტი.

2.     გაიცანით ადამიანები
რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდებით ცხოვრებაში, მით უფრო საინტერესო ხდება თქვენი ცხოვრება. ყველა ადამიანი ახალი ცოდნის და შეუფასებელი გამოცდილების წყაროა. მთავარია გქონდეთ სურვილი, გაიგოთ რაიმე ახალი. წარმატება სწორედ ადამიანების საშუალებით მრავლდება, ასე, რომ ნუ"ჩაიკეტებით".

3.    ნუ გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების.
რა სფეროშიც არ უნდა მუშაობდეთ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე წამყვანი ფუნქცია აიღოთ. სახლი თუ სამსახურში აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, იყავIთ თავდაჯერებული და შეეცადეთ, ყველგან მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ინიციატორი მაინც იყოთ. სამსახურში ხელმძღვანელობას საინტერესო წინადადებები მიაწოდეთ, ოჯახში დიდი დღესასწაულები მოაწყეთ. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, მით უფრო გაიზრდება თქვენში საკუთარი თავის რწმენა.

4.    ჩაიწერეთ საკუთარი იდეები
ყოველთვის როდესაც თქვენ თავში საინტერესო აზრი ჩნდება, აუცილებლად ჩაინიშნეთ იგი. ბევრ ადამიანს აქვს წარმოადგენა, რომ არ შეუძლია რაიმე გენიალურის მოფიქრება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აზრები არაერთხელ მოსვლია, მაგრამ უმალვე დავიწყებია საკუთარი იდეები. მუდამ ატარეთ ბლოკნოტი და კალამი (შეგიძლიათ მობილური ტელეფონი ან სმარტფონი გამოიყენოთ), რათა საკუთარი იდეები თუ აზრები ჩაიწეროთ.

5.    დაესწარით საქმიან შეხვედრებს, სემინარებსა და ტრენინგებს
უფრო ხშირად დაესწარით საქმიან შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს, რომლებიც ეხება თქვენთვის საინტერესო თემებს, თქვენ მიღებთ თქვენთვის საჭირო ცოდნას, უნარებს, აიმაღლებთ კვალიფიკაციას, გაიცნობთ თანამოაზრეებს და შეიძენთ ახალ მეგობრებსაც.

6.    ნუ გადადებთ გართობას

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იმისათვის, რომ კარგად გაერთოს და დაისვენოს, საჭიროა ჰქონდეს ბევრი ფული. იმისათვის, რომ ჰქონდეს ბევრი ფული, საჭიროა ბევრი იმუშაოს, ხოლო იმისათვის, რომ ბევრი იმუშაოს, საჭიროა უარი თქვას დასვენებასა და გართობაზე. ეს არის ჩაკეტილი წრე. ნუ დაელოდებით შესაბამის მომენტს. თუ გინდათ, რომ ეს ახლავე გააკეთოთ - მაშინ გააკეთეთ კიდეც. გაატარეთ საღამო მეგობრებთან ერთად, კვირის ბოლოს გაისეირნეთ ქალაქგარეთ, გამართეთ წვეულება - ეს საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და განიტვირთოთ.

7.    მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე

ხშირად გადით სახლიდან. საქმიანი თუ პირადი შეხვედრა ოფისში ან კაფეში კი არა სუფთა ჰაერზე მოაწყეთ. გაისეირნეთ უახლოეს სკვერში და აქციეთ  ეს ცხოვრების წესად. სუფთა ჰაერი ჯანსაღ აზროვნებასა და ჯანმრთელობის გამყარებას უწყობს ხელს.

8.    დაკავდით სპორტით

სპორტი არა მხოლოდ ფიზიკურ მხარეს ავითარებს. მისი წყალობით ვითარდება თქვენი დისციპლინირებულობაც. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად აიძულოთ საკუთარი თავი და ივარჯიშოთ, მაშინ თქვენ შეძლებთ გამომუშავებული დისციპლინის მეშვეობით სხვა სფეროებშიც მიაღწიოთ წარმატებას. ამასთან ერთად სპორტი ენერგიისა და პოზიტივის წყაროა. მოძებნეთ თქვენთვის მისაღები სპორტის სახეობა და დაიწყეთ ვარჯიში - მუდამ იყავით ფიზიკურ ფორმაში, ეს თქვენს სიცოცხლის უნარიანობას და პოპულარობას ერთი-ორად გაზრდის. 

9.    დატოვეთ "კომფორტის ზონა"

თუ თქვენ მთელი ცხოვრება საკუთარი "კომფორტის ზონიდან" არ გახვალთ, ვერასოდეს გაიგებთ რა იმალება მის ფარგლებს მიღმა. არა და "კომფორტის ზონის" მიღმა ე. წ. "რისკის ზონა" მდებარეობს, სადაც თქვენი წარმატების გასაღები მდებარეობს. ნუ გეშინიათ, თუ ცხოვრებაში საჭიროა, გარისკეთ კიდეც. შეისწავლეთ წარმატებული ადამიანების ცხოვრება და დაინახავთ, რომ მათ თავის დროზე ეს უკვე გააკეთეს.

10.    იცხოვრე აქ და ახლა და გააკეთ ის, რაც მოგწონს
გამოიყენეთ ის ნიჭი, რომელიც გაქვთ. ნუ გეშინიათ, გააკეთეთ თქვენი საქმე და წადით წინ. სხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრება საკუთარი მოტივაციისთვის გამოიყენეთ და არა იმისთვის, რომ დაკომპლექსდეთ. ტყეში მხოლოდ ის ჩიტები რომ გალობდნენ, რომლებსაც ეს ყველაზე კარგად გამოსდით, მაშინ იქ სიჩუმე იქნებოდა. გახსოვდეთ, თქვენთვის ყველაზე წარმატებული საქმე ის იქნება, რომლის კეთება ყველაზე მეტად გიყვართ და ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ!

იპოვეთ თქვენი სასიყვარულო პარტნიორი ნუმეროლოგიის დახმარებით

 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


ინდურ ნუმეროლოგიაში არსებობს საკმაოდ საინტერესო მეთოდი, რომლის დახმარებით შეგიძლიათ გამოთვალოთ  საკუთარი მომავალი პარტნიორის "ცხოვრების ციფრი" და ასე გაიგოთ თქვენი პარტნიორის ხასიათი.
ჯერ საჭიროა გამოთვალოთ საკუთარი პარტნიორის "ცხოვრების ციფრი" და ამას ამ მეთოდით ვაკეთებთ. ვკრებთ ჩვენი პარტნიორის დაბადების დღის, თვისა და წლის რიცხვებს და შემდეგი მათი ჯამი "დაგვყვავს" ერთნიშნა ციფრამდე.
მაგალითად, ჩვენი მომავალი პარტნიორი დაიბადა 1989 წლის 11 აგვისტოს.
დავწეროთ ეს თარიღი ციფრებში და ყველა მათგანი შევკრიბოთ:
1 + 1 (დღე) + 0 + 8 (თვე) + 1 + 9 + 8 + 9 (წელი) = 37.
ახლა კი 37 დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე, ანუ ამ რიცხვში შემავალი ციფრები შევკრიბოთ:  37 = 3 + 7 = 10.
მიღებული რიცხვში შემავალი ციფრები დავუმათ ერთმანეთს იქამდე, სანამ ერთნიშნა ციფრ არ მივიღებთ, ანუ 10 = 1 + 0 = 1.
გამოდის, რომ თუ ჩვენი პარტნიორი 1989 წლის 11 აგვისტოს დაიბადა, მისი "ცხოვრების ციფრი" ყოფილა 1.
ქვემოთ გაიგეთ ყველა შესაძლოა ვარიანტის ინტერპრეტაცია (როგორც მამაკაცის, ისე ქალის შემთხვევაში).

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 1

ქალი: მას მტკიცე ხასიათი აქვს. უყვარს დომინირება და იმპულსურია, ამიტომ მამაკაცს მასთან მეტი მოთმინება მართებს.
მამაკაცი: ის მამაცი, დამოუკიდებელი, ენერგიული და შემტევია. მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის გამო მანდილოსნებში პოპულარულია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 2
ქალი: ასეთი ქალი კომუნიკაბელური და მომხიბვლელია. ვერ იტანს უხეშობას და კონფლიქტურ სიტუაციებვს. იგი მეოცნებეა. უყვარს როდესაც ანებივრებენ.
მამაკაცი: მას უყვარს საზოგადოებაში ყოფნა, უშუალო და მიმნდობია. აფასებს სილამაზეს და იოლად უყვარდება. ყველაზე მეტად კომფორტისკენ და სტაბილურობისკენ ისწრაფვის.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 3
ქალი: ის მოძრავი და ინტერესიანია. ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა. ყოველთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი და მომავლის სჯერა. რომანტიკულია და თავგადასავლებს ეძებს.
მამაკაცი: აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელურია. პარტნიორში არა მხოლოდ გარეგან, არამედ შინაგან სილამაზესაც აფასებს. ასევე ხიბლას განათლებული, ინტელექტუალური პარტნიორი. ვერ იტანს შეზღუდვებს.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 4
ქალი: რეალისტი, პრაქტიკული და საღად მოაზროვნე ადამიანია. პირველ ადგილზე ოჯახსა და ბავშვებს აყენებს. თუმცა ეჭვიანია და ზოგჯერ ჭირვეულობაც ახასიათებს.
მამაკაცი: ის ქალში საიმედოობსა და მკაფიოობას აფასებს. ტრადიციების დაცვას ცდილობს. ვერ იტანს დაუფიქრებელ და არაგონივრულ ხარჯებს, ამიტომ, მის პარტნიორს ეკონომიურობა და ასევე ერთგულება მოეთხოვება.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 5
ქალი: მიმზიდველი, არტისტული და მგრძნობიარეა. ცდილობს ხოლმე გადაწყვეტილება სხვების დახმარების გარეშე მიიღოს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგჯერ ეს ეგოიზმშიც გადასდის. 
მამაკაცი: ის დამოუკიდებელი, მომხიბვლელი და მოსიყვარულეა. უყვარს ლიდერობა, თუმცა დიდსულოვანი და რომანტიკულიც არის. შეუძლია გაგება და პარტნიორის პრობლემების გულთა ახლოს მიტანა.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 6
ქალი: შესაძლოა გარეგნულად იგი აუღელვებელი და ცივი ჩანდეს, თუმცა შინაგანად მგრძნობიარე და მეოცნებეა. აქვს ძლიერი ინტუიცია და ხშირად სწორ არჩევანს აკეთებს. მოკრძალებულია და არც თუ იშვიათად ბუტიაობაც ახასიათებს.
მამაკაცი: შრომისმოყვარე, საიმედო და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. ხშირად უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, რასაც მტკივნეულად განიცდის. სიახლეები ნაკლებად იზიდავს და ცდილობს მიღწეული არ დაკარგოს. აფასებს ოჯახს და ერთგულია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 7
ქალი: ის მომხიბვლელია და შარმიანი ქალია, თუმცა სწორედ თვისებები საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს ერთდროულად იზიდავს და აფრთხობს კიდეც. ჭკვიანი და დიპლომატიურია და ეს ეხმარება პარტნიორთან სტაბილური კავშირების აწყობაში.
მამაკაცი: ეს მამაკაცი პარტნიორის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა დამოუკიდებელია და ცდილობს დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწიოს. უნდა ითქვას, რომ მას მიზნის მიღწევისას უმართლებს კიდეც. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტიმური სიახლოვე. პარტნიორის მიმართ  ტაქტიანი და ყურადღებიანია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 8
ქალი: ეს ქალი ძალაუფლების მოყვარულია, თუმცა გულში სათუთია, ხოლო გარეგნულად დიპლომატიურია, ამიტომ, ჭკვიანურად უთმობს ინიციატივას მამაკაცს და ცდილობს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. მას სიყვარული და თანაგრძნობა სჭირდება, ამიტომ, პარტნიორად ძლიერ და ყურადღებიან მამაკაცს ირჩევს.
მამაკაცი: ეს მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებული, ორგანიზებული და პრაქტიკულია. გამოირჩევა დიდი ნებისყოფით და შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც. პატიოსანია და თუ პარტნიორს ენდო, მაშინ ბოლომდე ენდობა. თუმცა ზოგჯერ მეტად ამაყია და ეს ურთიერთობების განვითარებას ცოტას ამუხრუჭებს.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 9
ქალი: არაორდინალური და საინტერესო ქალია. აინტერესებს ფილოსოფია, კულტურდა ხელოვნება. მისთვის მატერიალური კომფორტი ბევრს ნიშნავს, ამიტომ, ურთიერთობების დაწყებისას წინდახედულად მოქმედებს. ვერ იტანს როდესაც ზღუდავენ და ამის გამო კონფლიქტშიც შეიძლება შევიდეს.
მამაკაცი: ის ერუდირებული, რომანტიკული და გულღიაა. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ურთიერთობა. არის სექსუალური. შეუძლია იყოს აგრესიულიც. თუმცა შეუძლია პარტნიორის გამო საკუთარი ინტერესებიც კი დათმოს.

ყოველდღიური 30 წუთი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


(Self-Help)

წარუმატებლობის ყველაზე დიდი მიზეზი - მოთმინების არ ქონაა. ეს არის ასევე საქმიანობის დაწყებისას შედეგის მომენტალურად მიღების მძაფრი სურვილი. რეალობა კი ასეთია - წარმატების მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება. დიდ წარმატების მიღწევას ლოგიკურად "დიდი დრო" სჭირდება.

ინგლისელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი მილიარდერი ერთ ღამეში არ გამხდარა. არც მადონას გაუღვიძია ერთ ღამეში პოპ-მუსიკის დედოფლად, დევიდ ბექჰემიც არ გამხდარა რამდენიმე ვარჯიშით უდიდესი ფეხბურთელი.
მიუხედავად ამისა, არსებობს საშუალება, რომელიც ყველა ადამიანთან და ყველა სიტუაციაში "მუშაობს". ადამიანების უმრავლესობამ იცის მის შესახებ, მაგრამ არასდროს იყენებს. რატომ? იმიტომ, რომ ურჩევნიათ დაელოდონ, როდის "დაუჩოქებთ' სამყარო, მაგრამ, როგორც წესი, სამყარო ამას არ აკეთებს.
თუ თქვენ გაითავისებთ ამ უბრალო საშუალებას, ის აუცილებლად წარმატებასთან მიგიყვანთ. რა არის ეს?
მას "ნახევარი საათის" თეორია ეწოდება. მისი ღირსება იმაშია, რომ იგი ყველა ადამიანს და ასევე ნებისმიერ გრაფიკს ერგება. "ნახევარი საათის" იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ყოველდღიურად, ნახევარი საათის მანძილზე ერთსა და იმავე მარტივ მოქმედებას აკეთებთ და შემდეგ თანდათანობით ართულებთ, ხვეწავთ და ავითარებთ მას.
არაფერია განსაკუთრებული, ხომ ასეა? ძალიან ბევრი ადამიანი ამ მეთოდის ბანალურობაზე საუბრობს, მაგრამ მისი გამოყენება არც უცდია. თუ თქვენ ყოველდღიურად ნახევარ საათს წიგნის კითხვას დაუთმობთ, ერთი წლის მანძილზე 24 წიგნის წაკითხვას შეძლებთ, რაც უფრო მეტია, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა 10 წლის მანძილზე კითხულობს!
თქვენ შეგიძლიათ დღეში ნახევარი საათი უცხო ენის სწავლას დაუთმოთ, გაიღრმავოთ ცოდნა ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხში, მიიღოთ სასურველი გამოცდილება.
ასე, რომ გამოიყენეთ ეს დრო ცხოვრების მიზნის ასრულებისთვის. დაკავდით იმით, რასაც უდროობის გამო მომავლისთვის გადადებთ ხოლმე.
თქვენ გაოცებული დარჩებით, როდესაც მიხვდებით, როგორ წაიწიეთ წინ მხოლოდ დღეში 30 წუთით მუშაობის წყალობით. გახსოვდეთ, რომ თქვენ უფრო მეტს აკეთებთ ვიდრე ადამიანების უმრავლესობა. აივსეთ მოთმინებით და ნუ დაელოდებით მომენტალურ შედეგებს. ყველაფრისათვის დროა საჭირო და რაც უფრო გრანდიოზულია თქვენი მიზანი, მით უფრო ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი მის მისაღწევად.
ყოველდღიურად გამონახეთ ნახევარი საათი თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ იმ მიზანს, რომელიც წლების უკან დაისახეთ და ჯერ-ჯერობით მისთვის ვერ მიგიღწევიათ.
ყოველდღიურად... მხოლოდ 30 წუთი და წარმატება გარანტირებული გაქვთ!