1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 31, 2014

2015 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

   © geoastrolog (რამაზ გიგაური)
    
 ვერძი

2015 წელი ვერძებისთვის შედარებით წარმატებული და ბედნიერი იქნება. მათ როგორც საქმიანი, ისე პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი მიეცემათ. შეძლებენ ადამიანებთან პოზიტიური ურთიერთობის აწყობას და ლიდერის პოზიციის დაკავებას იმ სფეროებშიც კი სადაც ადრე ჩავარდნები იყო. დამდეგ წელს ვერძებმა ძველი მეგობრების და პარტნიორების შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ვერძები დროს სწავლის გაგრძელებას ან პროფესიული დახელოვნებას დაუთმობენ. გააქტიურდება უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებული საკითხებიც. ეს ადამიანები ადვილად დაამყარებენ საჭირო კონტაქტებს და კავშირებს, გაერთიანდებიან სხვადასხვა კოლექტივებში, ჯგუფებსა თუ ორგანიზაციებში, უპრობლემოდ მიიღებენ საჭირო ინფორმაციას, რაც გაუადვილებთ წარმატების მიღწევას.
კარიერა და სამსახური. კარიერული წინსვლისთვის 2015 წელს ვერძებს კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების უნარი და კომპრომისზე წასვლა გამოადგებათ. ხელსაყრელი იქნება საკუთარი საქმის დაწყება. კოლექტივში არ უნდა დაუშვან კონფლიქტური სიტუაციები. შესაძლებელია მათ მოძებნონ ახალი, სარფიანი სამსახური ან ძველი სამსახურში დაწინაურდნენ.
ფინანსები. ამ კუთხით ვერძებს წარმატება ელით. მოსალოდნელია შემოსავლების ახალი წყაროს გაჩენა. ფულის დაბანდებისას ვერძებს სიფრთხილე მართებთ. ამ წელს ფინანსებში რისკზე წასვლა გამართლებული არ იქნება. ვერძები უნდა მოერიდონ ვალებს და გამოიჩინონ ყურადღება კრედიტების მიმართ.
ჯანმრთელობა. ვერძების  ენერგეტიკა 2015 წელის შედარებით დაქვეითებული იქნება, რაც მოსალოდნელია იმუნიტეტის დასუსტების მიზეზად იქცევა. მნიშვნელოვანია სწორი კვება და ვარჯიში. ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო სტრესული სიტუაციების მიმართ. აპრილიდან ივნისამდე შუალედში ვერძებმა სასურველია დაისვენონ, ეს მათ სასიცოცხლო ძალების აღდგენაში დაეხმარებათ.
სიყვარული. 2015 წელს  ვერძებს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა სასიკეთოდ შეეცვლება. ვერძი-მამაკაცები შეძლებენ მეორე ნახევრის პოვნას. ვერძი-მანდილოსნების ცხოვრებაში კი ოჯახის შექმნისთვის სასიკეთო პერიოდი თებერვლიდან ივნისამდე იქნება. ნაკლოვანებების არ შემჩნევის უნარი და ტაქტის გრძნობა დაოჯახებული მანდილოსნების ოჯახურ ცხოვრებას მშვიდს და კომფორტულს გახდის.
   
კურო

თხის წელიწადი კუროებისთვის სასიკეთო იქნება. წლის პირველ ნახევარში ისინი მართალია დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც შეძლებენ სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. განსაკუთრებით ეს ეხება ურთიერთობებს, სწავლას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. კუროებს ასევე დააინტერესებთ რელიგია, ფილოსოფია და მსგავსი მიმართულებები. ისინი უნდა მოერიდონ კონფლიქტებს ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან, რათა დანაკარგები თავიდან აირიდონ. 2015 წლის მეორე ნახევარში კუროები საკუთარი შესაძლებლობებისა და ტალატის ახალი მიმართულებით გამოვლენას შეძლებენ. ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში, საკუთარ საქმიანობაში ახალ პოზიტიურ იმპულსებს შეიტანენ და მოახერხებენ საქმიანობის გაფართოვება-გაშლას.
კარიერა და სამსახური. 2015 წელს კუროებს სამსახურში ცვლილებები ელით, შესაძლო წლის პირველ ნახევარში მათ პოზიციები დაკარგონ, თუმცა წლის მეორე ნახევარში ისინი შეძლებენ წინსვლასა და დაწინაურებას. მათ მიეცემათ საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. მოსალოდნელია მოხდეს საქმიანი ურთიერთობების  გადახედვა, ახალი კავშირების დამყარება, რასაც ახალი კონტრაქტი ან სხვა სასიკეთო ცვლილებები მოჰყვეს.
ფინანსები. ფინანსური მდგომარეობა მერყევი და არასტაბილური იქნება, ამიტომ კუროებისთვის რისკზე წასვლა არ იქნება სასურველი. ყურადღებას მოითხოვს უძრავ ქონებასთან, ფულის სესხება-გასესხებასთან და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. გაზაფხულსა და ზაფხულში მათ თავი უნდა შეიკავონ დაუფიქრებელი შენაძენებისაგან და გამოიჩინონ ეკონომიურობა
ჯანმრთელობა. ამ წელს კუროებს ჯანმრთელობა დიდ პრობლემებს არ შეუქმნით. კარგი დასვენება ოჯახის წევრებთან ერთად გააუმჯობესებს მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. მათ უარი უნდა თქვან ალკოჰოლის ჭარბად მიღებასა და უნდა მოიწესრიგონ კვების საკითხი.
სიყვარული. 2015 წელს კურო-მანდილოსნები პარტნიორებთან ურთიერთობების დარეგულირებას შეძლებენ. მოსალოდნელია ამ წელს მათ დიდი გრძნობა ეწვიოთ და ვისაც ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. კურო-მამაკაცებს თუ საკუთარი სიყვარული უფრო განმტკიცება სურთ, ისინი კომპრომისზე უნდა წავიდნენ და პარტნიორის მიმართ მზრუნველობა უნდა გამოავლინონ.

ტყუპი

2015 წელი ტყუპებს სერიოზული გეგმების განხორციელების შესაძლებლობას მოუტანს. სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგომ ადამიანებთან ურთიერთობა მათთვის კომფორტული და მოსახერხებელი იქნება. მათთვის დამდეგი წელი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან, ურთიერთობის დარეგულირების პერიოდია. მოსალოდნელია მათ ცხოვრებაშიც გავლენიანი მფარველები და მეგობრები გამოჩნდნენ. გარდა ამისა, დამდეგი წელი ძველი ილუზიებისგან გათავისუფლების და ოცნებების პრაქტიკულად განხორციელების წელი იქნება. მნიშვნელოვანი იქნება ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. წლის დასაწყისში ისინი თუ გაიაზრებენ ძველ შეცდომებს, მაშინ უპრობლემოდ გადავლენ მატერიალური და სულიერი განვითარების ახალ ეტაპზე. წლის მეორე ნახევარში ყურადღება უნდა გამოიჩინონ ფინანსებთან მიმართებაში.
კარიერა და სამსახური. ამ ნიშნით დაბადებულთათვის 2015 წელს მნიშვნელოვანი სამსახურებრივი წარმატებები და კარიერული წინსვლა იქნება, რასაც უმრავლეს შემთხვევაში ისინი თავს წარმატებით გაართმევენ (ამისთვის კი საჭირო კონტაქტების გამოყენება გახდება საჭირო). წინსვლისთვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხულის ბოლო და ზაფხული იქნება. წარმატება ელით შემოქმედებით ადამიანებს, განსაკუთრებით ხელოვანებს.
ფინანსები. ტყუპებს ოპტიმიზმი და გამჭრიახობა მთელი წლის მანძილზე კარგ სამსახურს გაუწევთ. ეს ადამიანები ფინანსებზე არ იქნებიან დამოკიდებულები და თავისუფლად იმოქმედებენ. უნდა ითქვას, რომ ინდივიდუალურ საქმიანობასთან შედარებით კოლექტიური შრომა გაცილებით ეფექტური აღმოჩნდება, როგორც პროფესიონალური, ისე ფინანსური კუთხით.
ჯანმრთელობა. ტყუპებს წლის განმავლობაში ყურადღების გამოჩენა მოუწევთ ქრონიკული დაავადებების მიმართ, განსაკუთრებით ეს სასუნთქ და ძვალ-სახსროვან სისტემებს ეხება. სასარგებლო იქნება ვიტამინების მიღება და გონივრული დიეტის დაცვა. საჭესთან მჯდომ ტყუპებს კი წინდახედულობა და უსაფრთხოების ზომების დაცვა ევალებათ.
სიყვარული. ტყუპი-მანდილოსნების აქტიური ხასიათი სიყვარულის სფეროში წარმატების მიღწევას განაპირობებს. ისინი მთელი წლის განმავლობაში სიყვარულის ძიებაში იქნებიან, თუმცა 2015 წელში დაქორწინების შანსი არც თუ დიდი იქნება. დაუოჯახებელ ტყუპ-მამაკაცებს კი მხურვალე რომანები ან ქორწინება ელით, დაოჯახებულების ოჯახური ცხოვრება ამ წელს მტკიცე და ბედნიერი იქნება.

კირჩხიბი

კირჩხიბთა უმრავლესობისთვის 2015 წელი წელი სასიკეთო იქნება, სერიოზული დანაკარგები და განხეთქილებები ნაკლებად არის მოსალოდნელი. თუმცა ამ ადამიანებს საკუთარი იდეებისთვის განხორციელებისთვის სერიოზული ბრძოლა მოუწევთ. ისინი დასახული მიზნების მიღწევისას სხვა ადამიანების ნეგატიური გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცნენ. მათთვის მნიშვნელოვანი საქმეების დიდი ხნით გადადება სასურველი არ იქნება. წლის პირველ ნახევარში ისინი უნდა გათავისუფლდნენ ილუზიებისგან და ფსევდო-პერსპექტივებისგან. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება გაწყვეტილი ურთიერთობების განახლებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, დაოჯახებისთვის და ჯანმრთელობის გამყარებისთვის. წლის მეორე ნახევარში მოიმატებს გამართლების ალბათობა. ხელსაყრელი იქნება ცოდნის გაღრმავება, კვალიფიკაციის ამაღლება და უცხო ენების შესწავლა. ამ პერიოდში მოიმატებს მოგზაურობისა და უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა.
კარიერა და სამსახური. საქმიანობაში კირჩხიბებს 2015 წლის პირველი კვარტალში გაუძნელდებათ ურთიერთობები ხელმძღვანელობასთან ან გავლენიან ადამიანებთან. მათ ვისაც ხასიათის სისუსტე ახასიათებთ და საკუთარი პოზიციის დაცვა უჭირთ, შესაძლოა სამუშაო ადგილის გამოცვლაც ან სხვა რაიმე ცვლილების განხორციელება მოუწიოთ. კირჩხიბებისთვის უფრო სასიკეთო წლის მეორე ნახევარი იქნება, ამ დროს ისინი წინსვლასა და წარმატებების მიღწევას შეძლებენ.
ფინანსები. ეს წელი ფინანსების კუთხით მშვიდი ნამდვილად არ იქნება. სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო საეჭვო და უკანონო შემოსავლების კუთხით. არ არის გამორიცხული კირჩხიბებს მსხვილი თანხების გაცემამაც მოუწიოთ, ეს ძირითადად საკუთარი საქმის წამოწყებასთან და უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული.
ჯანმრთელობა. წლის დასაწყისში კირჩხიბებს მოუწევთ საკუთარ ნერვულ სისტემაზე ზრუნვა. ზაფხულში აუცილებელი იქნება დასვენება _ ეს მათ იმუნიტეტზე სასიკეთოდ აისახება. 2015 წელს კირჩხიბებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კანსა და საკუთარ გარეგნობას, მითუმეტეს, რომ წლის მეორე ნახევარი კარგი პერიოდი იქნება კოსმეტოლოგიური ჩარევებისთვის და გამაჯანსაღებელი მასაჟის ჩატარებისთვის.
სიყვარული. ეს წელი კირჩხიბ-მამაკაცების იმ ნაწილისთვის, რომელიც პასიურობითა და გაუბედაობით გამოირჩევა, მთლად სასიკეთო იქნება. აქტიურ და ინიციატივიან კირჩხიბ-მამაკაცებს შედარებით გაუმართლებთ - ისინი დაიწყებენ ახალი სასიყვარულო ურთიერთობებს ან შექმნიან ოჯახს. კირჩხიბი-ქალბატონებისთვის შედარებით უკეთესი წელი იქნება, მათი სასიყვარულო სფერო უფრო ჰარმონიული გახდება და ისინი თავს ბედნიერად იგრძნობენ.

ლომი

2015 წელი ლომებისთვის საკმაოდ სასიკეთო აღმოჩნდება, განსაკუთრებით აგვისტომდე პერიოდი. ამ პერიოდში დასასვენებლად ნაკლებად მოიცლიან, თუმცა ეს ადამიანები თავის მომავლის სასიკეთოდ ფორმირებას შეძლებენ. შესაძლოა ამ წელს ლომები სამოგზაუროდ გაემგზავრონ, უცხოეთთან მიმართებაში სასიკეთოინფორმაცია მიიღონ ან ახალ, საინტერესო კავშირები დაამყარონ. წლის პირველი ნახევარი ლომებისთვის სასიკეთო ცვლილებებისა და ახალი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის პერიოდი იქნება ამ პერიოდში მოიმატებს მათი ენერგიულობა და შეძლებენ ჩანაფიქრების, მიზნების ახლებურად გააზრებას და მათ რეალიზებას. წლის მეორე ნახევარში მოუწევთ საკუთარი მიზნების გასაიდუმლოება, წარსულის ანალიზი და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ისინი მხოლოდ ასე შეძლებენ საკუთარი ცხოვრების პოზიტიურისკენ ფორმირებას.
კარიერა და სამსახური. პროფესიული კუთხის თვალსაზრისით ყველაზე ნაყოფიერი წლის პირველი ნახევარი აღმოჩნდება. ისინი აივსებიან ენერგიით, გაუჩნდებათ ბევრი ახალი იდეა და მოსალოდნელია საინტერესო პროექტებიც წამოიწყონ. მათ ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმონ წვრილმან უსიამოვნებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ამან სამსახურში კონფლიქტური სიტუაციები შექმნას.
ფინანსები. ლომთა უმრავლესობა ამ წელს კმაყოფილი იქნება თავისი ფინანსური მდგომარეობით. ისინი შეძლებენ შემოსავლების ეტაპობრივად გაზრდას, განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ ადამიანებს, ვინც გონებრივ შრომას ეწევა. ლომებმა წლის პირველ ნახევარში ფულის სესხებასთან თუ კრედიტების აღებასთან დაკავშირებით წინდახედულება უნდა გამოიჩინონ. წლის მეორე ნახევარში მათი დახმარება შესაძლოა მათ მეგობრებს და ნათესავებს დასჭირდეთ.
ჯანმრთელობა. 2015 წელს ლომებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად ექნებათ. თუმცა მათ ყურადღება უნდა გამოიჩინოს სარისკო და ექსტრემალურ სიტუაციებში და თავი განსაცდელში არ უნდა ჩაიგდონ. მათ ყურადღება უნდა მიაქციოთ ნერვულ სისტემასა და გულსისხლძარღვთა სისტემას. კარგი იქნება თუ ისინი მავნე ჩვევებზე იტყვიან უარს.
სიყვარული. ლომი-მანდილოსნების პირადი ცხოვრება 2015 წელს უფრო სასიკეთო შეიძლება დაერქვას. მესამე კვარტალში დიდი ალბათობით მათ ბედნიერება ეწვევათ _ ეს იქნება ან დაოჯახება ან ოჯახური ცხოვრების ჰარმონიის მიღწევა. რაც შეეხება ლომ-მამაკაცებს, თუმცა მათ მოუწევთ პარტნიორების მიმართ სიყვარულისა და მზრუნველობის უანგაროდ გამოვლენა.

ქალწული

ქალწულებს დამდეგი 2015 წელი მრავალ პოზიტიურ ცვლილებას მოუტანს, განსაკუთრებით შემოდგომა და ზამთარი. თუმცა მათ დასჭირდებათ ახლობლების დახმარება როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. სასურველია მეტი აქცენტის გაკეთება კოლექტიურ საქმიანობაზე და გარშემომყოფების ნაკლები კრიტიკა, ასეთი მიდგომით ისინი ნამდვილად წაიწევენ წინ. ისინი უნდა შეეცადონ, რომ დამდეგ წელს მათთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობა და პრაგმატიზმი გამოავლინონ, რადგან მხოლოდ ოცნებებითა და სურვილებით გამარჯვებას ვერ მიაღწევენ. წლის პირველ ნახევარში ქალწულებმა მოსალოდნელია ცხოვრებისეული მფარველებისა და სპონსორების მოძიებაც შეძლონ. წლის მეორე ნახევარში შეიძლება მათ შეიცვალონ იმიჯი, გამოავლინონ ახალი ნიჭი და ბევრი მიმართულებით პოზიტიური ცვლილებებიც განახორციელონ.
კარიერა და სამსახური. თუ ეს ადამიანები შეძლებენ წარსულის ანალიზს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, მაშინ მათ გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგებათ. არ არის გამორიცხული გააქტიურდეს უცხოეთთან დაკავშირებული კონტაქტებიც. თუმცა შრომისა და ორგანიზებული მოქმედებების გარეშე წარმატების მიღწევა სათუო გახდება.
ფინანსები. ამ კუთხით 2015 წელი წინააღმდეგობრივი იქნება. ერთის მხრივ ქალწულები მოახერხებენ ფინანსების სწორად გადანაწილებასა და ფულის პრიორიტეტების მიხედვით ხარჯვას, თუმცა წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მათ ფინანსური სირთულეებიც წარმოეშვათ, ამიტომ, მათ მთელი წლის მანძილზე მართებთ შემოსავლებისა და გასავლების მკაცრი კონტროლი.
ჯანმრთელობა. ქალწულებს მართებთ გაუფრთხილდნენ საკუთარ იმუნიტეტს, განსაკუთრებით ცივ ამინდში, რადგან მაღალი იქნება ვირუსული დაავადებების რისკი. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ყელსა და სასუნთქ სისტემასა. ასევე ყურადღება მართებთ წონის დაკლების მიზნით დიეტის დაცვისას, სასურველია მათ არ გადააჭარბონ. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული თვითმკურნალობა. 
სიყვარული. ეს წელი აქტიურობა იქნება ქალწული-მამაკაცებისთვის, მითუმეტეს, რომ მოიმატებს ახალი კავშირების დამყარებისა და ფარული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. ქალწულ-ქალებმა არ უნდა აკრიტიკონ სასიყვარულო პარტნიორები და რაც მთავარია პარტნიორის მიმართ ნდობა უნდა შეინარჩუნონ.

სასწორი

შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელი სასწორებისთვის შედეგების მიღების წელი იქნება. თუმცა მათ ასევე მოუწევთ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება ან ძველი პრობლემების მოგვარება. ამ ადამიანებმა გასული წელი მეტ-ნაკლებად უშეცდომოდ გაიარეს, მოსალოდნელია ამის კომპენსაცია წარმატების და წინსვლის სახით სწორედ 2015 წელს მიიღონ. ისინი წლის პირველ ნახევარში უნდა მოერიდოთ რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, ამასთანავე, ახლობლებისა და ოჯახის წევრების რჩევები გაითვალისწინონ. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, მოიმატებს ფლირტისა და დაოჯახების ალბათობაც. წლის მეორე ნახევარში ამ ადამიანებმა ახალი პროექტები წინდახედულად უნდა განახორციელონ, რათა ფინანსურად არ დაზარალდნენ.
კარიერა და სამსახური. წლის პირველ ნახევარში მათ მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სასიკეთო შედეგს წლის მეორე ნახევარში მოიტანს. წლის ბოლო კვარტალში კი ეს შესაძლოა სამსახურებრივი დაწინაურებით, სერიოზული ფინანსური კომპენსაციით ან მეტად პოზიტიური ცვლილებით დასრულდეს.
ფინანსები. სასწორები თუ სრულად გამოიყენეთ საკუთარ პოტენციალს და საქმიან კავშირებს, მათი ფინანსური შემოსავლები მნიშვნელოვნად მოიმატებს. უფრო მეტიც, მოსალოდნელია ახალი შემოსავლის წყაროებიც კი მოძებნონ. ისინი კატეგორიულად უნდა მოერიდონ ფულის სარისკო საქმეებში დაბანდებასა და აზარტულ თამაშებს, რათა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას სერიოზული დარტყმა არ მიაყენონ.
ჯანმრთელობა. სასწორებს ყურადღების გამოჩენა წლის პირველ ნახევარში მოუწევთ, რადგან მუშაობის დაძაბულმა რეჟიმმა მოსალოდნელია სტრესი და ნერვული სისტემის დაძაბვა გამოიწვიოს. მათ მოუწევთ ძალების გამოზოგვა და პერიოდული დასვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასწორებს არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან, არამედ ურთიერთობებშიც პრობლემები შეექმნათ.
სიყვარული. ეს წელი სასწორი-ქალებისთვის გამორჩეული იქნება, დაოჯახებულების ცხოვრება ჰარმონიული გახდება, რადგან მეორე ნახევარი მათ გაანებივრებთ, დასაოჯახებლების ცხოვრებაში ფლირტის ან სერიოზული ურთიერთობების დაწყების შანსი გაჩნდება. სასწორი-მამაკაცებს არ უნდა შეეშინდეთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, ასეთ შემთხვევაში მათი სასიყვარულო პარტნიორი სრულ ნდობას გამოუცხადებთ.


მორიელი

2015 წელს მორიელების ძირითადი ამოცანა იქნება საკუთარი ემოციური და მატერიალური მდგომარეობის მოწესრიგება იქნება. მითუმეტეს, რომ მთელი წლის განმავლობაში ეს ადამიანები საკმაოდ აქტიურები იქნებიან, რითაც ისინი შეძლებენ განვითარებას და წინსვლას. მორიელები საკუთარი გამბედაობით და ორგანიზებულობით გარშემომყოფებსაც კი გააოცებენ და წარმატებებსაც დამსახურებულად მიაღწევენ. თუმცა წარმატების მიღწევისთვის საჭირო იქნება საკუთარი მიზნების და გეგმების გასაიდუმლოება. წლის პირველ ნახევარში მათ `ცივი გონებით~ უნდა იმოქმედონ და ასე გადაჭრან ფინანსური საკითხები. მათი მხრიდან ნაკლები ყოყმანი და თავდაჯერებული მოქმედებები წარმატებას მოიტანს.. წლის მეორე ნახევარში გააქტიურდება უცხოეთთან, უმაღლეს განათლებასთან, ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები.
კარიერა და სამსახური. მორიელებისთვის 2015 წელს სამსახურებრივი წინსვლა იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ შეძლებენ საკუთარი ცოდნის კიდებ უფრო გაღრმავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. კარგი წელი იქნება ცოდნის მიღება-გადაცემასთან, კომპიუტერებთან, უცხო ენასთან და ბიზნესთან დაკავშირებით საქმიანობა, რადგან აქ უფრო მაღალი იქნება წარმატების მიღწევის ალბათობა.
ფინანსები. ფულთან მიმართებაში მორიელებს მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევთ, რათა არა მხოლოდ მათზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულონ, არამედ მათ მიერ განხორციელებული მოქმედებები მათთვის ფინანსურადაც მომგებიანი იყოს. მორიელები უნდა მოერიდონ ვალების აღებას, ყურადღება მიაქციონ საკუთარი ქონების უსაფრთხოებასა და გადასახადებს, რათა ნერვიულობის გარეშე გაიარონ 2015 წელი.
ჯანმრთელობა. ამ წელს მორიელების ჯანმრთელობა დიდწილად მათ განწყობებზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ მათ უნდა ისწავლონ პოზიტიური აზროვნება და კარგზე კონცენტრაცია. არ იქნება საჭირო სტრესულ სიტუაციებზე ყურადღების გამახვილება. გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე მორიელებმა აუცილებლად უნდა დაისვენონ და ფიზიკური ძალები აღიდგინონ.
სიყვარული. მორიელი-მამაკაცებისთვის ცხოვრებაში მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. საჭირო იქნება კომპლექსების გარეშე მოქმედება. ის მორიელი-ქალები, რომლებსაც დაოჯახებულები არიან, უნდა გათავისუფლდნენ ეჭვიანობისგან და შიშის გრძნობისგან, ეს მათ ბედნიერებას ხელს შეუშლის. დასაოჯახებლები კი საკუთარ ინტუიციას უნდა მიენდონ, რადგან ასე სწორი გადაწყვეტილებების მიღება უფრო გაუადვილდებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის 2015 წელი გასულ წელთან შედარებით დაძაბული იქნება და ეს უპირველესად სამსახურებრივ საქმეში და კარიერაში გამოიხატება. წლის პირველ ნახევარში ამ ადამიანებს სულიერი და ფიზიკური ძალების სრული მობილიზება მოუწევს, რათა უკვე დაწყებული პროექტები წარმატებით გააგრძელონ და პოზიტიურად დაასრულონ. უპირველეს ყოვლისა მათ პასუხისმგებლობის გრძნობა და სერიოზულობა მოეთხოვებათ, ეს თვისებები უპირველესად უნდა გამოავლინონ გარშემომყოფებთან ურთიერთობებისას და ასევე საკუთარი გეგმების თუ სურვილების მატერიალიზაციისას. წლის მეორე ნახევარი იმ მშვილდოსნებისთვის აღმოჩნდება პოზიტიური, რომლებიც მომავლისადმი ოპტიმიზმით იქნებიან განწყობილები, ხოლო საკუთარ გეგმების განხორციელებას ორგანიზებულად, მაგრამ ახალი მეთოდებითა და სტრატეგიით შეეცდებიან. წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება როგორც ძველი კავშირების განახლება, ისე ახალი კონტაქტების დამყარება
კარიერა და სამსახური. 2015 წელს მშვილდოსნების უმეტესობისთვის მთავარი ადრე დაწყებული საქმეების წარმატებით გაგრძელება ან დასრულება იქნება. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე ბიზნესს. აგვისტომდე შესაძლებელი იქნება რთული საკითხების მოგვარება, საკუთარი საქმის წამოწყება, ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა ან თუნდაც არსებულ სამსახურში ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების დარეგულირება.
ფინანსები. თუ მშვილდოსნები საკუთარ ბიუჯეტს გონივრულად არ დაგეგმავენ, მოსალოდნელია გაზაფხულის ბოლოს ვალების აღებაც კი მოუწიოთ, ამიტომ, მათ უნდა იზრუნონ შეამცირონ გასავლები და გაზარდონ შემოსავლები. ზაფხული შედარებით იღბლიანი იქნება და შესაძლოა დაუგეგმავი შემოსავლებიც ჰქონდეთ.
ჯანმრთელობა. მშვილდოსნებს მათი აქტიური ცხოვრების წესის გამო ჯანმრთელობა მთელი წლის მანძილზე სტაბილური ექნებათ, თუმცა ყურადღებას მაინც ითხოვს ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და კუჭი. ასევე ყურადღება უნდა გამოიჩინონ ისეთ სიტუაციებში, სადაც მაღალი იქნება ტრავმების ალბათობა. არ იქნება რეკომენდებული ფიზიკური გადატვირთვაც, განსაკუთრებით, თუ მათი ფიზიკური სამუშაოთი არიან დაკავებულები.
სიყვარული. იმ მშვილდოსნებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ მეორე ნახევრის ძიებაში არიან, დამდეგი წელიწადი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იქნება. მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების, პაემნების და ქორწინების ალბათობა, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში. დაოჯახებულები მშვილდოსნებისთვის (განსაკუთრებით მანდილოსნებისთვის) ოჯახური ცხოვრება შედარებით ჰარმონიული გახდება და მოსალოდნელია სასიყვარულო პარტნიორთან ერთადაც კი იმოგზაურონ.

თხის რქა

თხის რქებს 2015 წელს უკვე დაწყებული საქმეთა დასრულება და შედეგის მიღება მოუწევთ. მათთვის უფრო პოზიტიური წლის მეორე ნახევარი აღმოჩნდება. მათ უნდა
შეძლონ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, რათა მიიღონ დამსახურებული ჯილდოები. ამ წელს ისინი შეუდგებიან საოჯახო თუ სამსახურებრივი საქმეების მოგვარებას. შეძლებენ საკუთარი ჩანაფიქრების პრაქტიკულ ჭრილში გადატანასა და მატერიალიზაციას. ეს წელი შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემოქმედებითი სამუშაოებისთვის, განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება მუსიკაში, მხატვრობასა და მწერლობაში ახალი ნაწარმოებების შესაქმნელად. 2015 წელი თხის რქებს ასევე საშუალებას მისცემს არა მხოლოდ იოლად გადაჭრან წინა წლიდან გადმოყოლილი რთული საკითხები, არამედ წარმატებით დაგეგმონ მათთვის მნიშვნელოვანი მიზნებიც. ამ წელს განვითარებული მოვლენები მათ ბევრ ცხოვრებისეულ კითხვაზე გასცემს პასუხს - ეს უპირველესად შეეხება ნებისმიერი ტიპის ურთიერთობას. პირადი თუ საქმიანი კავშირების უმეტესობის საბოლოო ფორმირება სწორედ ამ წელს მოხდება.
კარიერა და სამსახური. თხის რქებს 2015 წელს საშუალება მიეცემათ გადახედონ თავის მიღწევებს და რეალური დასკვნებიც გამოიტანონ. წლის პირველ ნახევარში მათ მეტი კონცენტრაცია და ბოლომდე ბრძოლა მართებთ, რათა სამსახურებრივი წინსვლის და კარიერული ზრდის შანსი ბოლო წუთას არ გაუშვან ხელიდან.
ფინანსები. ფინანსური შემოსავლების გაზრდის პერსპექტივა უფრო 2015 წლის მეორე ნახევარში იქნება. თუმცა ფინანსების გამო ზედმეტ რისკზე წასვლა მათვე დააზარალებთ. მოთმინებითა და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვით წლის ბოლო ისინი საკუთარი ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილები იქნებიან
ჯანმრთელობა. თხის რქებისთვის მთლიანობაში ეს წელი სტაბილური იქნება, თუმცა მათ მოუწევთ იზრუნონ ხერხემლის და ძვალ-სახსროვანი სისტემაზე, ამისათვის კარგი იქნება სპეციალური ვარჯიშები, იოგით ან ტანვარჯიშით დაკავება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მხედველობა, ამიტომ, ჩივილების შემთხვევაში ამ ნიშნის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
სიყვარული. თხის რქა-მანდილოსებისთვის შედარებით სასიკეთო 2015 წლის შემოდგომა და ზამთარი იქნება, ამიტომ, სწორედ ამ პერიოდში მოსალოდნელია მათ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების განხორციელება. თხის რქა-მამაკაცები იოლად გამოავლენენ მათ დადებით თვისებებს და ღირსებებს, რაც მათ მანდილოსნების გულებისკენ გზას გაუხსნით.

მერწყული

2015 წლის პირველ ნახევარში მერწყულები თავს დააღწევენ იმ მომაბეზრებელ გარემოებებსა და „ჩაკეტილ“ სიტუაციებს, რომლებშიც გასულ წელს მოხვდნენ. მოუწევთ ახალი და საინტერესო პროექტებში ჩართვა, კოლექტიური საქმიანობა და ახალი პარტნიორების მოძიება. ისინი თუ შეძლებენ კომპრომისზე წასვლასა და ტაქტის გრძნობასაც გამოიჩენენ, მაშინ მიზნის მიღწევასაც შეძლებენ. გარდა ამისა  მერწყულები მოსალოდნელია გაერთიანდნენ სხვადასხვა სოციალურ თუ არტ-ჯგუფებში, ეს კი მათ შემოქმედებით საქმიანობას მეტად პოზიტიურად წაადგება. წლის მეორე ნახევარში მერწყულებს მოუწევთ „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლა და აქტიური მოქმედებების დაწყება. მოვლენები მოსალოდნელია სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ, ისინი სწრაფად უნდა გაერკვნენ სიტუაციებში, მითუმეტეს, რომ შესაძლოა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაც დასჭირდეთ, ეს განსაკუთრებით საქმიან სფეროს ეხება. მათი წარმატების მიღწევა ინფორმაციის სწრაფად დამუშავება-გამოყენებაზე იქნება დამოკიდებული.
კარიერა და სამსახური. მერწყულები სამსახურში იმ შემთხვევაში მიაღწევენ წარმატებას, თუ ისინი შეიყვარებენ იმ საქმეს, რასაც აკეთებენ. ასევე სასიკეთო იქნება ახალი ნაცნობებიდან წამოსული წინადადებები თუ პერსპექტივები. სასიკეთო იქნება ხელოვნებასთან, კომერციასთან და უცხოეთთან დაკავშირებით საქმიანობა. მათ 2015 წლის პირველ კვარტალშივე უნდა მოახერხონ კონცენტრაცია და დასახული მიზნებისთვის შეუპოვარი ბრძოლა, ასე წარმატებას გაცილებით იოლად მიაღწევენ.
ფინანსები. მერწყულებს ფინანსებში მოუწევთ ეკონომიურობის გამოჩენა, რადგან გადამეტებული ხარჯების გამო შესაძლოა, ისინი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგნენ. რომელი მერწყულიც ფინანსურ კრიზისს განიცდის, წლის მეოთხე კვარტალში, მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება, ისინი არ მხოლოდ ვალების გასტუმრებას, არამედ გარკვეული დანაზოგის გაკეთებასაც კი შეძლებენ.
ჯანმრთელობა. ამ მიმართულებით მოვლენები შეიძლება უცნაურად განვითარდეს, ამიტომ, მერწყულებს ჯანმრთელობის პერიოდული კონტროლი დასჭირდებათ და საჭირო დროს ექიმთან ვიზიტიც არ უნდა გადადონ. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ შარდ-სასქესო სისტემას და თირკმელებს. კარგი იქნება ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები.
სიყვარული. მერწყული-ქალები სანამ ახალ რომანს ან თუნდაც უბრალო ნაცნობობას წამოიწყებენ, მანამდე საჭირო იქნება ძველ ურთიერთობაში გარკვევა. ცვლილებები გაზაფხულსა და ზაფხულში იქნება და ამ დროს მიღებული გადაწყვეტილება მათ ბედზე მოახდენს გავლენას. მერწყული-მამაკაცები ურთიერთობებში გახსნილები და გულწრფელები იყვნენ და ისიც იმ შემთხვევაში მიაღწევენ წარმატებას, თუ ეს სერიოზულ გრძნობაზე იქნება დამყარებული.


თევზები

2015 წელი თევზებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება - ცვლილებები ძირითადად კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობებს შეეხება. წლის პირველ ნახევარში ეს ადამიანები შეძლებენ მიზნების მიღწევას სტრატეგიულ დაგეგმარებისა და მიზანმიმართული მოქმედებების ხარჯზე. თევზები მთელი წლის მანძილზე იქნებიან დაკავებულები, მათი გეგმები, ინიციატივები და ჩანაფიქრები გარშემომყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. მათ წარმატება ელით თუ ისინი ხელოვნებაში მოღვაწეობენ (განსაკუთრებით მუსიკასა და ლიტერატურაში). მოსალოდნელია მათ გააკეთონ უფრო მეტი, ვიდრე ბოლო წლებში გააკეთეს. წლის მეორე ნახევარში თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მართებთ საკუთარი მიზნები პრაქტიკულ ჭრილში დაინახონ, გათავისუფლდნენ ფსევდო-მიზნებისგან და ილუზიური წარმოდგენებისგან, ამასთანავე, საკუთარი შესაძლებლობები, რესურსები კარგად შეაფასონ და ისე იმოქმედონ.
კარიერა და სამსახური. 2015 წელი მთლიანობაში პერსპექტიული იქნება, განსაკუთრებით აგვისტომდე პერიოდი. სამსახურებრივ საქმეები მოსალოდნელია იანვარ-თებერვალშივე აქტიური გახდეს და თქვენგან კონცენტრაცია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვოს. საჭირო დროს დახმარებისთვის მიმართეთ ახლობელ ადამიანებს, რადგან მარტოს გაგიჭირდებათ სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.
ფინანსები. თევზებმა წლის პირველ ნახევარში უნდა შეძლონ გართულებული ფინანსური მდგომარეობის გამყარება, ვალების გადახდა, კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ან დასტაბილურება მაინც. წლის მეორე ნახევარში ყურადღებას მოითხოვს საბანკო ვალდებულებები. ისინი უნდა მოერიდონ ფულის სესხება-გასესხებას და ავანტიურისტული საქმეების წამოწყებას, რადგან მოსალოდნელია ამას ფინანსური დანაკარგები მოჰყვეს.
ჯანმრთელობა. თევზებს 2015 წლის დასაწყისშივე მოუწევთ საკუთარი ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის ზრუნვა, ეს შეიძლება იყოს იმუნიტეტის გაძლიერება ან ემოციური სისტემის გამყარება. კვების კუთხით, მათ უნდა შეზღუდონ შაქარი და ცომეული. სასიკეთო იქნება ასევე ფიზიკური ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე ხშირი სეირნობა.
სიყვარული. თევზები-მანდილოსნებისთვის ეს წელი საინტერესო პერიოდი იქნება. მოსალოდნელია მათ დაიწყონ ახალი ურთიერთობა ან ძველი სასიყვარულო ურთიერთობა სასიკეთო დასასრულამდე მიიყვანონ. თევზი-მამაკაცებისთვის ეს წელი უფრო ცვალებადი იქნება და მოუწევთ არსებული კავშირების განვითარების ახალ საფეხურზე გადაყვანა, რაც ან სრული განხეთქილებით დასრულდება ან სამუდამო სასიყვარულო კავშირით.