1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 30, 2014

2015 წლის ასტროლოგიური დახასიათება



© geoastrolog (რამაზ გიგაური)
  
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2015 წელი თხის (ცხვრის) წელია. ის 2015 წლის 19 თებერვალს (თბილისის დროით 03:48 საათზე) დაიწყება და 2016 წლის 7 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 

                                                თხის წლის ზოგადი დახასიათება
                                         (დინამიკა, თავდაჯერებულობა, ჭირვეულობა)

თხის წლისთვის დამახასიათებელია მერყეობა, ცვალებადი აქტიურობა და მოვლენების არასტაბილური განვითარება. წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება მყარი,  სტაბილური ბაზის შექმნა, პესიმიზმის დაძლევა და ნელი, მაგრამ მუდმივი მოქმედებები. ამ წელს აუცილებელი იქნება სათადარიგო გეგმები, რადგან მოსალოდნელია მოვლენების მოულოდნელი შემოტრიალება. დაფიქრებული და შეუპოვარი „მიწოლით“ შესაძლოა მოხდეს წინაღობების მოულოდნელი დაძლევა და „სივრცის გარღვევა“.

                                 რას უნდა ველოდოთ 2015 ხის (მწვანე) თხის წელს 

თხის (ცხვრის) წელი (1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015) - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ხის ენერგიით იმართება. ის მწვანე (მეორე ვერსიით ლურჯ) ფერთან ასოცირდება.
2015 წელს „ინ“ (მდედრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსიდან სუსტი ენერგიის მიღებაზე მიანიშნებს. ჩინეთში ეს მიწის ნიშანია, რომელიც „ნაყოფიერდება ზეციდან“, აქედან გამომდინარე 2015 წელს წარმატების მომტანი უფრო მეტად პარტნიორული საქმიანობა იქნება. 2015 წელს ბევრი ადამიანი დაამყარებს ახალ პარტნიორულ კავშირებს, პირად ცხოვრებაში და ბიზნესში მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, ახალი პარტნიორების მოძიება და ერთობლივი საქმიანობის დაწყება. ბევრი ადამიანი, რომელსაც აქამდე ოჯახი არ შეუქმნია, სწორედ 2015 წელს შექმნის ოჯახს.
თხის წლისთვის დამახასიათებელია ცვლილებები, ამიტომ, 2015 წელს სტაბილურობა და მოვლენების მშვიდი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. ბუნებრივია ეს მერყეობა ადამიანებისთვისაც დამახასიათებელი იქნება, თუმცაღა სწორედ ეს არასტაბილურობა უბიძგებს ადამიანებს ახალი ინიციატივების გამოვლენისკენ, ახალი საქმეების წამოწყებისკენ, ახალი ტერიტორიების თუ სფეროების ათვისებისკენ, ახალი კავშირების დამყარებისკენ.
თხის წელი ელეგანტურ, არტისტულ და შემოქმედებით პროფესიის ადამიანებს „წყალობს“, ამიტომ, ადამიანების მხრიდან საჭირო იქნება საკუთარ შემოქმედებითი უნარების, კრეატიულობისა და ფანტაზიის გამოვლენა, რათა სრულად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გამოავლინონ თავის ტალანტი.
დამდეგი წლისთვის დამახასიათებელია ჭირვეულობა, მერყეობა და პერიოდული სასოწარკვეთა. ადამიანების მხრიდან ამ ნეგატიური თვისებების გამოვლენა გააუარესებს განვითარებულ მოვლენებს და მოსალოდნელია ამან გაართულოს ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობების დაწყება და განვითარება. ამიტომ, უნდა გაძლიერდეს ოპტიმიზმისა და პოზიტივის გამოვლენა.
თხის წელში მატერიალური ასპექტები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე სულიერი, ამიტომ ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება სამსახური, კარიერა და ფინანსები, ვიდრე სულიერი, მეტაფიზიკური თუ რელიგიური საკითხები. კიდევ უფრო გაძლიერდება ინტერესი მეცნიერებისადმი, განსაკუთრებით ნანო-ტექნოლოგიების მიმართ.
2015 წლის ყველაზე რთული პირველი და მეოთხე კვარტალი იქნება, ამიტომ, ამ პერიოდში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო. ყველაზე რთულ კრიზისულ თვეებად შეიძლება მივიჩნიოთ იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილის პირველი ნახევარი, შემდეგ უკვე ნოემბერი და დეკემბერი.
თხის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: საკუთარი თავის რწმენა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი, კომუნიკაბელურობა, სტაბილურობის მიღწევის უნარი, ტაქტი და ურთიერთობებში მოქნილობა.
სტიქიების მიხედვით 2015 წელი 11 აგვისტომდე შედარებით პოზიტიური იქნება ცეცხლის სტიქიით, ანუ ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ხოლო 2015 წლის 11 აგვისტოდან - წლის ბოლომდე უკვე მიწის სტიქიით, ანუ კუროს, ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება სასიკეთო.
2015 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 20 მარტს - მზის სრული, ხოლო 13 სექტემბერს - მზის ნაწილობრივი დაბნელება იქნება. რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება და ორივე სრული - 4 აპრილსა და 28 სექტემბერს.

No comments:

Post a Comment