1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 28, 2015

2016 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  © geoastrolog (რამაზ გიგაური)


ვერძი 

იანვარში გაგიჩნდებათ სასიკეთო ცვლილებების შესაძლებლობა, რომელიც სამსახურთან, კარიერასთან ან ფინანსებთან იქნება დაკავშირებული (განსაკუთრებით თუ ეს ყველაფერი 2015 წელს დაიწყო). კარიერული საკითხები აქტიური იქნება თებერვალშიც, შესაძლოა ამ დროს მიიღოთ დახმარება ხელმძღვანელობისგან ან გავლენიანი ადამიანებისგან. მარტში მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვა, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. აპრილში და განსაკუთრებით მესამე დეკადაში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ, ნუ იჩქარებთ და ნუ იქნებით აგრესიული. მაისის მეორე ნახევრიდან სიტუაცია შედარებით დარეგულირდება, თუმცა მაისის ბოლოდან ივნისის პირველ დეკადამდე მოთმინება გამოიჩინეთ, ასე უფრო მიაღწევთ წარმატებებს. ივნისი შედარებით სასიკეთო იქნება სასიყვარულო-რომანტიკული შეხვედრებისთვის და ქორწინებისთვის. ივლისი თქვენგან ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით ოჯახური საკითხები და სამსახურებრივი წვრილმანები. აგვისტოში მოიმატებს ფლირტის და ქორწინების ალბათობა, თუმცა აგვისტოში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. შეეცადეთ, ამ დროს დაისვენოთ კიდეც. აგვისტოდან ბოლოდან საქმიანი საკითხები გააქტიურდება და მოსალოდნელია სექტემბრის მეორე დეკადიდან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. სასიკეთო ტენდენციები გააქტიურდება ოქტომბერშიც, გახდებით უფრო მეტად შემოქმედებით, თუმცა პარალელურად მოიმატებს ხიფათის ალბათობაც, ამიტომ მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. ნოემბერში სჯობს აქცენტი პარტნიორულ საკითხებზე გააკეთოთ, თუმცა 10-17 ნოემბერში მოერიდეთ კონფლიქტებს. დეკემბერში გააქტიურდება როგორც უძრავ ქონებასთან, ისე ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები.

კურო 

იანვარ-თებერვალი თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ცვლილებებს მოიტანს, გაგიჩნდებათ შესაძლებლობები დაამყაროთ საინტერესო კავშირები და მოძებნოთ ახალი პარტნიორები, შეეცადეთ დასახულ მიზნამდე ნელა და სტაბილურად იაროთ. გადაწყვეტილებები საქმიანი ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მიიღეთ, ფინანსური ვალდებულებების მიმართ კი ყურადღება გამოიჩინეთ. მარტში გააქტიურდება სწავლასთან და უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხები. აპრილში და მაისში უფრო მეტი ორგანიზებულობა გამოავლინეთ, რათა დაწყებული საქმეები ნაკლები კონცენტრაციის გამო არ დამუხრუჭდეს, ხოლო პარტნიორები და მეგობრები არ გაანაწყენოთ. ამ პერიოდში ყველაზე სასიკეთო იქნება 9-20 მაისის შუალედში, როდესაც როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ალბათობა მოიმატებს. ივნისის პირველი ნახევარი უფრო წინდახედულად გაიარეთ. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან და ოჯახის წევრებთან დაპირისპირებებს. ივლისი და აგვისტო შედარებით პასიური იქნება, თუმცა მოახერხებთ ოჯახური საკითხების დარეგულირებას და ოჯახის წევრების გახარებას. არ არის გამორიცხული მოგიწიოთ საცხოვრებელი სივრცის რემონტი. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში მოერიდეთ ჭორებს, ინტრიგებს და საეჭვო გარიგებებს. თუმცა სექტემბრის მეორე ნახევარი სასიკეთო აღმოჩნდება და მოსალოდნელია პროფესიულ საქმეში წარმატების მიღწევა შეძლოთ. ოქტომბერსა და ნოემბერში მოსალოდნელია გაამყაროთ თქვენი პერსპექტივები, თუმცა გაუფრთხილდით ჯანმრთელობასაც. ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში მოიმატებს თქვენი ამბიცია და გაგიჩნდებათ მოგზაურობის შესაძლებლობა. ასევე შეძლებთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

ტყუპი
2016 წლის დასაწყისში მოსალოდნელია მოგიხდეთ წინა წელს შექმნილი პრობლემების მოგვარება. გამოიჩინეთ მოთმინება და შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ არ მიატოვოთ საქმე. იანვრის ბოლო და თებერვალის პირველი დეკადა სასიკეთო იქნება, განსაკუთრებით საქმიანი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვის,  და შეთანხმებების მიღწევისთვის. თებერვლის ბოლოს და მარტში მოერიდეთ სარისიკო ფინანსურ ოპერაციებს. აპრილში და მაისის დასაწყისში ნუ იჩქარებთ და მოერიდეთ ილუზიურ გარემოებებს. მაისის მესამე დეკადიდან ფინანსებთან მიმართებაში სასიკეთო ცვლილებების განხორციელების შანსი გაგიჩნდებათ. წარმატებას მიაღწევთ კომერციულ გარიგებებში. ივნისში როგორც სახლში, ისე სამსახურში თქვენთვის კომფორტული გარემოებების შექმნას მოახერხებთ. ივლისი კარმული თვე იქნება მოგიწევთ მხოლოდ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, თუმცა ამავე დროს მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. გააქტიურდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. აგვისტო უფრო მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ მიზნებში გარკვევას. შეეცადეთ საკითხები პრიორიტეტების მიხედვით გადაწყვიტოთ. ეს კარგია დროა დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის. სექტემბერში მოსალოდნელია სამსახურებრივი ცვლილებები მოხდეს, ყურადღება მიაქციეთ თანამოაზრეებიდან წამოსულ შემოთავაზებებს. ოქტომბერი სიახლეების მომტანი იქნება და ეს თქვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება, განსაკუთრებით თუ ხელოვნებაში მოღვაწეობთ. ნოემბრის პირველ ნახევარში ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების და შეთანხმებების კუთხით, მოერიდეთ დაპირისპირებებს. ნოემბრის ბოლო და დეკემბერი სასიკეთო იქნება საქმიანი შეხვედრებისთვის, სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და გავლენიან ადამიანებთან შეხვედრისთვის.

კირჩხიბი
2016 წლის იანვარში და თებერვლის პირველ ნახევარში მოგიწევთ გაანალიზოთ საკუთარი მიზნები და განავითაროთ საქმიანი კავშირები. თებერვლის ბოლოდან მარტის ჩათვლით თქვენი იდეები მხარდაჭერას მოიპოვებენ. მოსალოდნელია სამსახურებრივი პრობლემები თქვენდა სასიკეთოდ გადაწყდეს. მეტ ყურადღებას ითხოვს აპრილის დასაწყისი, მაისის მესამე დეკადა და ივნისის დასაწყისი, ამ პერიოდებში კონფლიქტების ალბათობა მოიმატებს. აპრილში მოსალოდნელია დაუბრუნდეთ მოუგვარებელ საკითხებს, ამასთანავე, ახალ ასპარეზზე თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა მოგიწევთ. როგორც მაისის, ისე ივნისის მეორე დეკადა პოზიტიური იქნება, მოსალოდნელია განმუხტოთ დაძაბული სიტუაციები, გაიჩინოთ ახალი მოკავშირეები, თანამოაზრეები და პარტნიორები. ივლისში და აგვისტოში მოიმატებს პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების ალბათობა. ამასთანავე, მოიმატებს თქვენი კომუნიკაბელურობა და გამჭრიახობა, ეს საშუალებას მოგცემთ საერთო ენა გამონახოთ ოპონენტებთან და შეძლოთ საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელება. თუმცა აგვისტოში მოგიწევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. სექტემბერში საქმიანი ცხოვრება არც თუ დინამიკურად განვითარდება, თუმცა პირად ცხოვრებაში იოლად შეძლებთ თქვენი პოზიციების გამყარებას. წარმატებას მიაღწევთ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობებშიც.  ოქტომბრი პირველ-მეორე დეკადაში სასიკეთო  იქნება იურიდიული საკითხების მოგვარება, გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა და მიღწეული პოზიციების გამყარება. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში მოიმატებს თქვენი სექსუალურობა და შემოქმედებითობა, რაც გაზრდის წარმატების მიღწევის ალბათობას. დეკემბრის მეორე ნახევრიდან მოერიდეთ რისკზე წასვლას. მოკლევადიანი პროექტები მშვიდად დაასრულეთ ან დაასტაბილურეთ მაინც.

ლომი

იანვარში  და თებერვლის პირველ ნახევარში მოგიწევთ წინა წელს შექმნილი პრობლემების მოგვარება. ამ დროს შესაძლოა სპონსორების მოძიებაც კი შეძლოთ. მარტის მეორე ნახევარი წარსულის ანალიზისთვის, მომავლის დაგეგმისთვის და საქმიანი კავშირების გამტკიცებისთვის. აპრილის დასაწყისიდან უფრო ინიციტივიანი გახდებით. თუმცა შეეცადეთ სწორად გადაანაწილოთ ფიზიკური ძალები და ფინანსური რესურსები. აპრილის მესამე დეკადაში და ივნისის პირველი დეკადაში მოერიდეთ კონკურენტებთან დაპირისპირებას და სარისკო ფინანსურ ოპერაციებს, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობასაც. აი, მაისი თქვენთვის ცუდი ნამდვილად არ იქნება, ამ დროს მოიმატებს კარიერული წინსვლის ალბათობა. ივნისის მეორე ნახევარში მოიმატებს თქვენი ავტორიტეტულობა, შარმი და მიმზიდველობა, რაც მეტ პოზიტივს შემოიტანს თქვენს პირად და საქმიან ცხოვრებაში. ივლისის პირველი ნახევარი დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის და დასვენებისთვის იქნება სასიკეთო. ივლისის ბოლოდან  სექტემბრის მეორე დეკადამდე საქმიანი პერიოდი იქნება. ამ დროს მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვა და მოსალოდნელია ფინანსურ სამყაროში, ბიზნესში და კარიერაში მნიშვნელოვანი წინსვლა გქონდეთ. მოიმატებს თქვენი პოპულარობა და გავლენა. წარმატებას მიაღწევთ ბიზნესში და კომერციულ გარიგებებში. სექტემბრიდან ბოლოდან შედარებით დისჰარმონიული პერიოდი დაიწყება და შეეცადეთ არ იყოთ ჯიუტი და კონფლიქტური, ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ სამსახურებრივი პრობლემები, დაპირისპირება ოჯახის წევრებთან და ფინანსური დანაკარგები. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში. დეკემბრის მეორე ნახევრიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მოსალოდნელია ბევრი მიმართულებით თქვენთვის სასიკეთო მდგომარეობის დაკავება შეძლოთ.

ქალწული

პირველი კვარტალი 2016 წლის საუკეთესო პერიოდი იქნება, ამიტომ ის აქტიურად დაიწყეთ. იანვარ-თებერვალში თქვენ მხრიდან საჭირო იქნება ახლებური მიდგომები, რომ წარმატებებს მიაღწიოთ. სასიკეთო იქნება სწავლის გაგრძელება და ინტელექტუალური საქმიანობა. მარტში იღბლიანობა შედარებით დაიკლებს, თუმცა ორგანიზებულობის, შრომისმოყვარეობის და ასევე პარტნიორების დახმარების ხარჯზე შეძლებთ წარმატების მიღწევას. აპრილში ნუ მოადუნებთ ყურადღებას და ნუ შეწყვეტთ ბრძოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ პერსპექტივას ხელიდან გაუშვებთ. შეეცადეთ ენერგია სწორად გადაანაწილოთ და არ გადაიღალოთ, განსაკუთრებით ემოციურ სისტემას გაუფრთხილდით. მაისის პირველი ნახევარში და შემდეგ უკვე ივნისის მეორე ნახევარში მოვლენები სასიკეთოდ განვითარდება, წარმატებას მიაღწევთ უცხოელებთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა. ივლისი და აგვისტოს პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება კონსულტაციების და რჩევების მიღებისთვის, ასევე დასვენებისთვის და ემოციური განტვირთვისთვის. აგვისტოს მეორე ნახევარი და სექტემბრის დასაწყისი კარმული იქნება, ამიტომ მიუხედავად ენერგიის მოზღვავებისა, მოგიწევთ ძველი შეცდომების გამოსწორება. სექტემბერში გაგიჩნდებათ შესაძლებლობები შეცვალოთ არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პირადი ცხოვრება. მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობაც. ოქტომბერი ნაკლებად დაძაბული იქნება, მოერიდეთ ადამიანების გაკრიტიკებას და მაპროვოცირებელ სიტუაციებს. ნოემბერ-დეკემბერში შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, იოლად მოაგვარებთ სასიყვარულო და ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, ვალების გასტუმრებასა და გაცემული დაპირებების შესრულება.

სასწორი

იანვარსა და თებერვალში დაგეგმეთ მომავალი, დასახეთ მიზნები, გაბედულად დაიწყეთ ინიციატივის გამოვლენა და აქტიური მოქმედებები. ამ დროს მოიმატებს არა მხოლოდ საქმიანი კავშირების გამყარების, არამედ ქორწინების ალბათობაც. მარტში გააქტიურება სამსახურებრივი და ფინანსური საკითხები, თუმცა პარალელურად ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ ჯანმრთელობაც. იზრუნეთ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე. ყურადღება მიაქციეთ იურიდიულ საკითხებსაც. აპრილი შედარებით რთული იქნება, ნუ გადაიღლებით და ნუ წახვალთ რისკზე, მაქსიმალურად მოერიდეთ აგრესიის და კონფლიქტურობის გამოვლენას. მაისის ბოლოდან საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოიმატებს თქვენი ენერგიულობა, მოგიწევთ გადადებული საქმეების დასრულება. კიდევ უფრო სასიკეთო იქნება ივნისი და ივლისის პირველი ნახევარი, ამ დროს გახდებით კრეატიული, გამჭრიახი და გაგიჩნდებათ კარიერაში წინსვლის შესაძლებლობა. აგვისტოს მეორე ნახევრიდან ყურადღება გამოიჩინეთ - ნუ დაუპირისპირებდებით გარშემომყოფებს და ნუ შელახავთ საკუთარ რეპუტაციას. სექტემბერში მოერიდეთ ეგოცენტრიზმის გამოვლენას და გარშემომყოფების მიმართ მეტი სითბო გამოავლინეთ. ეს საშუალებას მოგცემთ დაასტაბილუროთ პრობლემატური ურთიერთობები. ოქტომბრიდან მოახერხებთ გააწონასწოროთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა და დაასტაბილუროთ ფინანსური შემოსავლები. ნოემბრის მეორე ნახევრიდან იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, ეს კი საშუალებას მოგცემთ დეკემბერში თქვენდა სასიკეთოდ გადაწყვიტოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები და დაიწყოთ ახალი გეგმების განხორციელება.

მორიელი

იანვარსა და თებერვალში მოგიწევთ ძველი პრობლემების მოგვარება, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით, რომ გააფართოოთ თქვენი საქმიანი წრე, დაიწყოთ ახალი ბიზნეს-პროექტები ან სასიკეთო ცვლილებები განახორციელოთ სამსახურთან მიმართებაში. მარტში გააქტიურდება ახალი პერსპექტივები, თავს თავდაჯერებულად იგრძნოთ და გაგიჩნდებათ წინსვლის რეალური შანსი, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოცდილ ადამიანებთან შეათანხმეთ. აპრილში მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა, მოგიწევთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და ბევრი საქმის ერთდროულად კეთება, ამაში პარტნიორებიც დაგეხმარებიან. თუ მაისის პირველ ნახევარში საქმიან ცხოვრებაში წარმატებულად იმოქმედებთ, მაშინ ეს მოსალოდნელია განმეორდეს ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისშიც. მაისის მეორე ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ივნისის პირველი ნახევარში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა. ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო არც თუ სასიკეთო იქნება, ამიტომ ყურადღებით მართეთ ფინანსები და გაასაიდუმლოეთ საქმიანი ინფორმაცია. სექტემბერში პრობლემების მოგვარებას მხოლოდ გაბედული და პრაქტიკული მოქმედებების ხარჯზე შეძლებთ. ოქტომბერში გააქტიურდებით, თუმცა სასიკეთო პერსპექტივების პარალელურად მოიმატებს ხიფათის ალბათობაც, ამიტომ ყურადღებით იყავით. ბევრად პოზიტიური იქნება ნოემბერი-დეკემბერი, შეძლებთ ძველი ვალების გასტუმრებას და ახალი, საინტერესო პროექტების დაწყებას. ამ პერიოდში საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართეთ.

მშვილდოსანი

2016 წლის პირველ კვარტალში სასიკეთო იქნება იანვრის მესამე დეკადა, თებერვალი და მარტის ბოლო, ამიტომ იანვარ-თებერვალში უნდა შეძლოთ რთულ საკითხებზე კონტროლი დაამყაროთ და დაიწყოთ მათი მართვა. ამ დროს თქვენი ძალისხმევა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელებისკენ მიმართეთ. ეს ყველაფერი მარტის პირველ ნახევარში თქვენს საერთო მდგომარეობას სასიკეთოდ შეცვლის. აპრილის პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება, თუმცა ნუ გარისკავთ, რადგან მეორე ნახევრიდან დაიკლებს თქვენი იღბლიანობა და შესაძლოა ამას ახლობელი ადამიანების მხრიდან გულისტკენაც კი მოჰყვეს. ეს გაგრძელდება მაისშიც. ამიტომ ამ პერიოდში მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს. ივნისში პოზიტიური  პირველი დეკადა იქნება, ამიტომ რთული საკითხების მოგვარებისთვის ეს პერიოდი გამოიყენეთ. სიტუაცია ივლისის მეორე ნახევრიდან შეიცვლება და აგვისტოს ბოლომდე დადებითი პერსპექტივები განვითარდება, ეს ეხება საქმიან სფეროს, სამსახურს, ბიზნესს და ფინანსურ საკითხებს. აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი ნახევარი დასვენებისა და ჯანმრთელობის გამყარებისთვის გამოიყენეთ. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებებს. სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე ეტაპობრივად მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა, ამ დროს მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა და საქმიანი შეხვედრები. ნოემბრის პირველი ნახევარში ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას მიაქციეთ, ასევე გადახედეთ საკუთარ გეგმებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებიც განახორციელეთ. ნოემბრის მესამე დეკადა და დეკემბერი აქტიური და წარმატებული იქნება და ბევრი მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას შეძლებთ.

თხის რქა
იანვრიდან მარტის დასაწყისამდე შეძლებთ საკუთარი პრობლემების გააზრებას და  პარტნიორების დახმარებით მათ გადაჭრას. ეს კარგი დრო იქნება ასევე სამსახურებრივი ცვლილებებისთვის, კარიერული ზრდისათვის და რელიგიურ-ფსიქოლოგიურ-ეზოთერული ძიებებისთვისაც კი. მარტის მესამე დეკადა და აპრილის პირველი ნახევარი ყურადღებით გაიარეთ, რათა არ წარმოიშვას პრობლემები ნათესავებთან და მეგობრებთან. ამ დროს საჭირო იქნება ორგანიზებული შრომაა, რათა წარმატების მიღწევა შეძლოთ. სასიკეთო იქნება აპრილის ბოლო და მაისი, შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ სასიყვარულო სფეროში,  ასევე ბავშვებთან და უცხოეთთან დაკავშირებით. ივნისის პირველი ნახევარში ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. შედარებით პოზიტიური იქნება ივნისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე - ამ დროს თქვენი ენერგეტიკა დაბალანსდება და შეძლებთ^დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. შეეცადეთ, ეს პერიოდი საქმიანი წინსვლისთვის და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისთვის გამოიყენოთ. აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება დასვენებისთვის და ემოციური განტვირთვისთვის. სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ბოლომდე დალაგდება პარტნიორული ურთიერთობები და საქმიანი კავშირები. ამ დროს მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. გაგიჩნდებათ იმის შესაძლებლობა, რომ წერტილი დაუსვათ იმ ურთიერთობებსა თუ პროექტებს, რომლებშიც ეჭვი გეპარებათ. ნოემბრის მესამე დეკადა და დეკემბრის დასაწყისი უფრო მერყევი იქნება, წინაღობებს ორგანიზებულობისა და შეუპოვრობის ხარჯზე გადალახავთ. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვა და შეძლებთ რთული სიტუაციების თქვენდა სასიკეთოდ შემოტრიალებას.

მერწყული
2016 წლის დასაწყისშივე შესაძლოა გაგიჩნდეთ მომგებიანი ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმება თებერვალში გადაიტანეთ. სწორედ ამ დროს მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. თებერვლის ბოლოს და მარტში მოიმატებს თქვენი კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა, ეს საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ საჭირო ცვლილებები. აპრილის მეორე ნახევარში და მაისში გახდებით პრინციპული, თუმცა ნუ იქნებით ჯიუტი და რადიკალური. ახლობლებთან დიპლომატიური იყავით და მათ მიმართ მეტი სიყვარული გაეცით. ივნისში შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ მოლაპარაკებებთან და შეთანხმებებთან დაკავშირებით. მოიმატებს საინტერესო შეხვედრების და პერსპექტიული პროექტების დაწყების ალბათობა. თუმცა ამ დროს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც. ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ჩათვლით უფრო ოპტიმისტი გახდებით და მიუხედავად პერიოდული წინაღობებისა, შეძლებთ  პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი ცოდნის შეძენას. ეს პერიოდი მოიტანს სასიკეთო ცვლილებებს უცხოეთთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. აგვისტოდან ბოლოდან მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა, შარმი და მომხიბვლელობა, ეს დაგეხმარებათ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო სფეროში წარმატების მიღწევაში. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში მოსალოდნელია გაიცნოთ საინტერესო ადამიანები და ჩაერთოთ ახალ პროექტებში. ნოემბერში სამსახურებრივი ცვლილებები ფრთხილად განახორციელეთ, დეკემბერში კი სასიკეთო მეორე დეკადა იქნება, ამიტომ სადავო და იურიდიული საკითხები ამ დროს გადაწყვიტეთ.

თევზები
იანვარში გაანალიზეთ ძველი პრობლემები. ეს დაგეხმარებათ არა მხოლოდ გადადებული საქმეები მოაგვაროთ, არამედ ახალი პროექტებიც განსხვავებულად დაიწყოთ. თებერვალში ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობასა და ფინანსებს. მარტის ბოლო და აპრილის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება და შეძლებთ სამსახურში წინსვლას. ეს პერიოდი გამოიყენეთ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის და ახალი პროექტების დაწყებისთვის. აპრილის მეორე ნახევარში მოგიწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება და შეეცადეთ ეს გამოცდილ ადამიანებთან ერთად გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი არასწორი არჩევანის ნეგატიურ შედეგებს უკვე მაისშივე მოიმკით. მაისის ბოლო და ივნისი შედარებით სასიკეთო დასვენებისთვის იქნება, ყოველ შემთხვევაში ნუ გადაიღლებით და მოერიდეთ ბევრ ხალხს. ივლისის პირველ ნახევარში პრაგმატულად გადახედეთ თქვენს გეგმებს და აქცენტი რეალურ მიზნებზე გააკეთეთ. ივლისის ბოლოს და აგვისტშო დაგჭირდებათ ოჯახის წევრების, პარტნიორებისა და მეგობრების დახმარება. ასეთ შემთხვევაში თქვენს საერთო მდგომარეობას ბევრად უკეთესობისკენ შეცვლით. აგვისტოს ბოლო და სექტემბერში მოიმატებს ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისა და ქორწინების ალბათობა. ოქტომბერში პოზიტიური იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების დაწყება. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი  დადებითი იქნება ცხოვრებაში რეფორმების გატარებისთვის. დეკემბრის მეორე ნახევარი წინდახედულად გაიარეთ, თავს თავდაჯერებულად იგრძნობთ, მაგრამ მაინც მოერიდეთ მსხვილ ფინანსურ დანახარჯებს, უფრო მეტად ვალების გასტუმრებაზე იფიქრეთ.

No comments:

Post a Comment