1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 29, 2016

2017 წლის ასტროლოგიური დახასიათება


   © geoastrolog (რამაზ გიგაური)

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2017 წელი ცეცხლოვანი (წითელი) მამლის წელიწადი იქნება. ის 2017 წლის 28 იანვარს დაიწყება და 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 მამლის წლის ზოგადი დახასიათება
(გულწრფელობა, ექსცენტრიკულობა, მოჩვენებითობა)

მამლის წლისთვის დამახასიათებელია აქტიურობა და ენერგიულობა. ამასთანავე, აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და კონტროლი, რათა შემთხვევითი მარცხი თუ მდგომარეობის დაკარგვა გამოირიცხოს. ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯის ფაქტორიც, ამიტომ, წარმატების მიღწევა პირდაპირ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეფუთავენ ადამიანები საკუთარ თავს და საქმეს. რეკომენდებული არ იქნება გაუმართლებელ რისკზე წასვლა, რადგან ბევრი რამ მოჩვენებითი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი ფაქტები უნდა გადამოწმდეს, რათა მოსალოდნელი შეცდომები გამოირიცხოს.

რას უნდა ველოდოთ 2017 ცეცხლის (წითელი) მამლის წელს

მამლის წელს (1909, 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017) - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ცეცხლის ენერგია მართავს და წითელ ფერთან ასოცირდება.
ჩინურ ასტროლოგიის მიხედვით მამალი ხისტი და აგრესულია, ის პირდაპირია და ყველას იმას ეუბნება, რასაც ფიქრობს, ცხადია, 2017 წლისთვის ეს ტენდენციებიც იქნება დამახასიათებელი. რასაკვირველია პირდაპირობა და გულწრფელობა დასაფასებელი თვისებებია, მაგრამ ამან არ უნდა გადაწონოს დიპლომატიურობა და ტაქტის გრძნობა, რადგან არის სიტუაცია, როდესაც პირდაპირობას და მითუმეტეს, სიხისტეს დაპირისპირებები და ურთიერთობების ნგრევა მოსდევს. ამიტომ, 2017 წელს წარმატების მიღწევისთვის დიპლომატია აუცილებელი თვისება იქნება.
მამალი - მზის ფრინველია და არა მხოლოდ ჩინურ ასტროლოგიაში, არამედ სკანდინავიურ თუ გალურ მითოლოგიაშიც. ძველად მას მზის ფრინველად მიიჩნევდნენ და სწამდათ, რომ ის ფხიზელი, მამაცი და მებრძოლი ფრინველი იყო. ამასთანავე, მიიჩნევდნენ, რომ მისი ყივილი ადამიანებს არა მხოლოდ ახალ დღეს, არამედ სიცოცხლის დაწყებას ამცნობდა.
იაპონური ლეგენდის თანახმად, ბნელი გამოქვაბულიდან სინათლის ღმერთი - ამატერასუ თავისი ყივილით სწორედ მამალმა გამოიხმო. მხოლოდ ამის შემდეგ დაისადგურა დედამიწაზე ნათელმა. ასე რომ, მამლის წელში ხშირად იწყება რაღაც ახალი ციკლი, ახალი კავშირები, ხდება განახლება და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. 
2017 წელს ინ (მდედრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების შედარებით პასიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, 2016 წლის ენერგიული და ხისტი გამოვლენა დაიკლებს და უფრო პასიურ, თუმცა შემოქმედებით ფაზაში გადავა.
იმ ადამიანებმა, რომლებიც 2017 წელს განახლებას და ძირეულ ცვლილებებს გეგმავენ, მოუწევთ აქცენტი უკვე გამოცდილ მეთოდებსა თუ სტრატეგიაზე გააკეთონ. ექსპერიმენტები ამ წელს წინდახედულად უნდა განხორციელდეს, რადგან მამალი მეოცნებეა და ამ ოცნებისკენ სწრაფვას ის იმედგაცრუებისკენ მიჰყავს.
ისევე როგორც გასული (მაიმუნის) წლისთვის, ასევე დამდეგი (მამლის) წლისთვის დამახასიათებელია გარკვეული რყევები, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2017 წელი მშვიდად წარიმართოს. თუმცა ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ ეს წელი ძალიან სახიფათოა. ეს ასე ნამდვილად არ არის. ვინც სწორად იშრომებს, ის შედეგს ნამდვილად მიიღებს (ჩინური ასტროლოგიის მიხედვით მამალს ბასრი ნისკარტი და ბრჭყალები აქვს, ამიტომ, ის ჭიას ყველგან იპოვის).
მამალი - მფარველობის სიმბოლოდაც მიიჩნევა, ამიტომ, 2017 წელი სასიკეთო წელი იქნება მფარველების, სპონსორების და მეცენატების მოძიებისთვის. ამ წელს ბევრი ადამიანი შეძლებს მოიპოვოს მორალური თუ მატერიალური მხარდაჭერა, მიიღოს გარკვეული გარანტიები და სხვების დახმარებით შეიქმნას მატერიალური თუ ფსიქოლოგიური ბაზა, საიდანაც ის უკვე დამოუკიდებლად განაგრძობს განვითარებასა და წინსვლას.
ამ წლისთვის აუცილებელი იქნება სწორი ანალიზის გაკეთება და წვრილმანების შემჩნევა, რადგან მცირე დეტალების ვერ შემჩნევამ და მათი ყურადღების მიღმა დატოვებამ მოსალოდნელია მთლიანი პროექტების ჩაშლაც კი გამოიწვიოს.
2017 წლის შედარებით რთული იანვარი, თებერვალი, მარტი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი იქნება (ასევე ყურადღებას ითხოვს წლის ბოლო). ამ პერიოდში მოსალოდნელია მოვლენები არასტაბილურად განვითარდეს და დაძაბულობამ მოიმატოს. ეს შეეხება ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, ისე ტექნიკურ ავარიებსა და ბუნებრივ კატაკლიზმებს.
სტიქიების მიხედვით 2017 წლის 10 ოქტომბრამდე შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიით, ანუ ტყუპის, სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ხოლო 2017 წლის 10 ოქტომბრიდან - წლის ბოლომდე უკვე წყლის სტიქიით, ანუ კირჩხიბის, მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება სასიკეთო.
2017 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 26 თებერვალს - მზის რგოლური, ხოლო 21 აგვისტოს - მზის სრული დაბნელება იქნება. რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება: 11 თებერვალს - ნახევრად ჩრდილოვანი, ხოლო 7 აგვისტოს კი მთვარის ნაწილობრივი დაბნელება იქნება.

No comments:

Post a Comment