1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ნუმეროლოგიური ჰოროსკოპი (პირადი ნუმეროლოგური მატრიცის გამოთვლა, ბედნიერი ციფრებისა და რიცხვების დადგენა, ორი ადამიანის ნუმეროლოგიური შეთავსება).
======================================================================================================
სწრაფად და იაფად: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 29, 2016

2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


 
ვერძი

ევროპული მეთოდით: წლის პირველ კვარტალი სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ, რომლებიც უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდება თქვენს პირად ცხოვრებას, თუმცა ეს სასიკეთოდ აისახება კარიერასა და მატერიალურ ცხოვრებაზეც. მოიმატებს ქორწინების  ალბათობა. ასევე მოსალოდნელია საქმიანი პარტნიორები გააქტიურდნენ და საინტერესო წინადადებები შემოგთავაზონ. მეორე კვარტალში შეძლებთ თავი დააღწიოთ წარსულის იმ დამამუხრუჭებელ გარემოებებსა და ფაქტორებს, რომლებიც ნეგატიურად ისახებოდა თქვენს სამსახურსა და კარიერაზე. ამ პერიოდში თქვენს ყურადღებას ოჯახთან, მშობლებთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვს. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება პროფესიული კუთხითაც. თქვენ შეძლებთ კონცენტრაცია მოახდინოთ იმ პროექტებზე, რომელთა დასრულება ჯერ კიდევ წინა წელს გინდოდათ. მესამე კვარტალში თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ, ეს პიროვნულ განვითარებასა და ტრანსფორმაციაში დაგეხმარებათ. ამ პერიოდში გაგიმართლებთ და არ არის გამორიცხული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლოთ. ამ პერიოდში მაქსიმალურად აქტიური და ენერგიული უნდა იყო. მეოთხე კვარტალში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, ეს უპირველესად სარისკო საქმეებს ეხება. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და საეჭვო გარემოებებს.

ინდური მეთოდით:
* იანვარში მოგიწევთ წარსულის ანალიზი და ადრე დაშვებული პრობლემების მოგვარება;
* იანვრის ბოლოდან მარტის პირველ დეკადამდე გაგიჩნდებათ შანსი განახორციელოთ ძირეული ცვლილებები, შეიქმნათ ახალი იმიჯი და დაიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება;
* მარტის მეორე დეკადიდან მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური, სამსახურებრივი და კარიერული საკითხები, ამიტომ აქცენტი საქმიან კავშირებსა და ბიზნეს-პროექტებზე გააკეთეთ;
* აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით მოგიწევთ გადალახოთ შექმნილი წინაღობები და მოაგვაროთ კრიზისული სიტუაციები. ამ პერიოდში ნუ გაეხვევით ილუზიებში, გააკონტროლეთ საქმიანი კავშირები და ინფორმაციის მიღება-გადაცემის მომენტი;
* ივნისი და ივლისის პირველი ნახევარი პასიური იქნება, ამიტომ, მეტი დრო დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ;
* ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის დასაწყისამდე შედარებით აქტიური პერიოდი დაიწყება, გახდებით შემოქმედებითი, კრეატიული და გაგიჩნდებათ შანსი ახალი იმპულსები შეიტანოთ როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. ამ პერიოდში მოიმატებს ქორწინების ალბათობაც;
* სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველი ნახევრამდე იზრუნეთ საკუთარი ჯანმრთელობის გამყარებაზე. ეს კარგი დროა სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის;
* ოქტომბრის ბოლო სასიკეთო იქნება საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვისთვის და შეთანხმებების მიღწევისთვის;
* ნოემბერსა და დეკემბერში რადიკალური ცვლილებებისგან თავი შეიკავეთ.

კურო

ევროპული მეთოდით:
მნიშვნელოვანი იქნება პირველი კვარტალი, როდესაც მიზანსწრაფვისა და შეუპოვრობის ხარჯზე შეძლებთ გააუმჯობესოთ ურთიერთობები ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან. მოსალოდნელია არც თუ იშვიათად გარშემომყოფებს თქვენ თვითონ მოევლინოთ ორგანიზატორად ან ხელმძღვანელად. ყურადღებას ითხოვს მეორე კვარტლის დასაწყისი, ამ დროს მოსალოდნელია დამუხრუჭდეს ურთიერთობები, ამიტომ გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და ტაქტის გრძნობა, რათა დაპირისპირებისგან და შეცდომებისგან თავი დაიზღვიოთ. თუმცა მალევე დარეგულირდება და შეძლებთ ქაოსური სიტუაციების მოგვარებას და დასტაბილურებას. მესამე კვარტალში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანი და პირადი ურთიერთობები გახდება. ეს სასიკეთო პერიოდი იქნება ქორწინებისთვის, ასევე შემოქმედებითი და კულტურული კავშირების გაფართოვებისთვის. თქვენი შარმი და მომხიბვლელობა ერთი-ორად მოიმატებს, რაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მეოთხე კვარტალი ყველაზე მეტ ყურადღებას ითხოვს. სიტუაციები შედარებით დაიძაბება და მოსალოდნელია ეს ურთიერთობებში გამოვლინდეს. ამ დროს სასურველია თავშეკავებულობისა და დიპლომატიურობის გამოვლენა, რათა მოვლენების არასასურველი სცენარის მიხედვით განვითარება თავიდან აირიდოთ.

ინდური მეთოდით:
* იანვარში არ არის გამორიცხული თქვენი დახმარება თქვენს მეგობრებს დასჭირდეთ ან პირიქით, თქვენ მოიპოვოთ მეგობრების და თანამოაზრეების მხარდაჭერა;
* თებერვალში და მარტში მოგიწევთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გაბედული ნაბიჯები გადადგათ და მოაწესრიგოთ კრიზისული სიტუაციები;
* აპრილი კარგი დრო იქნება ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის;
* აპრილის ბოლოს და მაისის პირველ ნახევარში შეძლებთ წარმატებით მოაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც გასული წლის დეკემბერში ან დამდეგი წლის იანვარში დაიწყეთ;
* ივნისში და ივლისის პირველ დეკადაში როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევას შეძლებთ. ეს კარგი დრო იქნება ქორწინებისთვის;
* ივლისის მეორე ნახევარი პოზიტიური იქნება ფინანსებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. ასევე ოჯახური საკითხების დარეგულირებისთვის;
* ივლისის ბოლოდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი სამუშაოსთვის, ხელოვნებაში წარმატების მიღწევისთვის, ასევე დასვენებისთვის და პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის;
* სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში მოსალოდნელია კარიერაში დაწინაურდეთ, გაიმყაროთ რეპუტაცია ან მიიღოთ რაიმე ჯილდო;
* ნოემბერი სასიკეთო იქნება ქორწინებისთვის და ასევე სადავო საკითხების მოგვარებისთვის;
* დეკემბერში მოერიდეთ ახლობლებთან დაპირისპირებს და ფულის სესხება-გასესხებას.
 
ტყუპი

ევროპული მეთოდით:
პირველ კვარტალში შეეცადეთ განავითაროთ საქმიანი კავშირები, რადგან სწორედ ამ კავშირების წყალობით მიაღწევთ წარმატებებს. ეს სასიკეთოა დროა მოლაპარაკებების წარმოებისთვის და მხარდაჭერის მოძიებისთვის. მეორე კვარტალი მნიშვნელოვანი გახდება თქვენი ურთიერთობები ხელმძღვანელობასთან და ოჯახის წევრებთან. შეეცადეთ, ამ დროს მოქნილი და დიპლომატიური იყოთ, რათა გართულებები და კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ. ამ პერიოდში შეგეძლებათYსაკუთარი სტრატეგიის შეცვლა და გეგმების დახვეწა, ეს იმ მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, რომელთა განხორციელებასაც აქამდე ამაოდ ლამობდით. მაქსიმალურად გააკონტროლეთ ფინანსური გასავლები. მესამე კვარტალში მოიმატებს საქმიანი შეხვედრების, მივლინებებისა და მოგზაურობის ალბათობა. ამავე პერიოდში გაგიჩნდებათ საშუალება გააანალიზოთ წარსული, დაასრულოთ გადადებული საქმეები, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები და გაიმყაროთ ჯანმრთელობა. მეოთხე კვარტალში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და შეძლებთ საკუთარი პოტენციალის ეფექტიანად და მომგებიანად გამოყენებას. ამ პერიოდში პარტნიორებთან მიმართებაში სიმშვიდე და მოთმინებას გამოავლინეთ. სწორედ მოთმინებითა და შეუპოვრობით როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევთ.

ინდური მეთოდით:
* წლის დასაწყისშივე მოსალოდნელია გაგიჩნდეთ ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შანსი, რაც მომავალში შესაძლოა სტაბილურ ურთიერთობად ჩამოყალიბდეს;
* იანვრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე გექნებათ შანსი მოაგვაროთ წინა წლიდან გადმოყოლილი პრობლემები და გაისტუმროთ ვალები. ამავე პერიოდში მოიმატებს უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა;
* მარტის მეორე ნახევრიდან გახდებით უფრო მიზანსწრაფული და ინიცივიატიანი, წარმატებებს მიაღწევთ სამსახურთან დაკავშირებით;
* აპრილში მოგიწევთ გადახედოთ განვლილ გზას და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები;
* ივნისში გაბედულად იმოქმედეთ და საჭიროების შემთხვევაში გარისკეთ კიდეც.  
* ივნისის ბოლოდან მოსალოდნელია გამოსწორდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა, არ არის გამორიცხული შემოსავლების ახალი წყაროც მოიძიოთ;
* ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე მოსალოდნელია გააქტიურდეს მშობლებთან, უძრავ ქონებასთან, რემონტთან და  საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა გაიუმჯობესოთ ან შეიცვალოთ საცხოვრებელი სივრცე;
* ოქტომბრის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება სასიყვარულო ურთიერთობების დარეგულირებისთვის, მოიმატებს ფლირტის და ქორწინების ალბათობა;
* ოქტომბრის მეორე ნახევარში და ნოემბრის პირველ ნახევარში გააქტიურდება სამსახურებრივი და კარიერული საკითხები;
* ნოემბრის მეორე ნახევარში და დეკემბერში მოსალოდნელია გააქტიურდნენ თქვენი პარტნიორები და მათი მხრიდან ახალი შემოთავაზება მიიღოთ

 კირჩხიბი

ევროპული მეთოდით:
წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ პასუხისმგებლობა აიღოთ როგორც საკუთარი, ისე ახლობელი ადამიანების ცხოვრებაზე გააქტიურდება უძრავ ქონებასთან და რემონტთან დაკავშირებული საკითხები. მოსალოდნელია გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი და სამუშაო პირობები. საქმიანი საკითხების მოგვარებისას ემოციებით ნუ იხელმძღვანელებთ. ყურადღებას ითხოვს პარტნიორებთან დაკავშირებული საკითხები, შეეცადეთ ამ მიმართულებით გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ. მეორე კვარტალში პიროვნულად განვითარდებით და სხვა და სხვა სფეროში წარმატების მიღწევას შეძლებთ, ამიტომ ამ პერიოდში ინიციატივები გაბედულად გამოავლინეთ. თუმცა რისკის შემცველი პროექტები მაინც წინდახედულად წამოიწყეთ. გაუფრთხილდით ურთიერთობებს. მესამე კვარტალში კვლავ იგრძნობთ ემოციურ აღმასვლას, გახდებით შემოქმედებითი, გაძლიერდება თქვენი წარმოსახვა, რაც დაგეხმარებათ შექმნილი წინაღობები იოლად გადალახოთ. პირად ცხოვრებასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები. მეოთხე კვარტალი მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური უნდა გამოდგეს. გახდებით გაბედული და მიზანსწრაფული, რაც დაგეხმარებათ სამსახურებრივ და ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემები ორიგინალური და არასტანდარტული მიდგომით მოაგვაროთ. ამ პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად პოზიტიურისკენ შეიცვალოს.

ინდური მეთოდით:
* იანვარში ნუ მოინდომებთ ყველაფრის ერთად კეთებას, რადგან ენერგიის ნაკლებობის გამო გაგიჭირდებათ ყველაფრის სწრაფად მოგვარება;
* თებერვალში მოიმატებს თქვენი სექსუალურობა და მიმზიდველობა, ამიტომ მეტი დრო დაუთმეთ პირად ცხოვრების მოწესრიგებას. ამ პერიოდში წინდახედულად მართეთ თქვენი ფინანსები;
* მარტში საჭირო ცვლილებებს განახორციელებთ, რაც მომავლის ფორმირებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახი წევრებიდან და მეგობრებიდან წამოსულ რჩევებს;
* აპრილში თუ ემოციურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ, საქმიან ცხოვრებაში წარმატების მიღწევას შეძლებთ;
* მაისი პოზიტიური იქნება, ორგანიზებული და შეუპოვარი მოქმედებების შემთხვევაში მოიპოვებთ მორალურ მხარდაჭერას ან მიიღებთ მატერიალურ დახმარებას;
* ივნისში და ივლისის პირველ ნახევარში მოიმატებს თქვენი ამბიციურობა და მიზანსწრაფვა, შესაძლებლობა მოგეცემათ მოაგვაროთ კრიზისული სიტუაციებიც და თქვენთვის სასიკეთო პოზიციაც დაიკავოთ;
* აგვისტოში მოიმატებს ფინანსური გასავლების ალბათობა, ამიტომ ფული გონივრულად დახარჯეთ. ამ პერიოდში უფრო მეტი დაისვენეთ. მოერიდეთ გარისკვას;
* სექტემბერში სიტუაცია დარეგულირდება და დადებითი პერსპექტივები გამოჩნდება, თუმცა მათი განვითარებისთვის ოქტომბერში მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ;
* ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე სამსახურებრივი და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ;
* დეკემბერში მოიმატებს საქმიანი მგზავრობის, შეხვედრების და ხელშეკრულებების გაფორმების ალბათობა

ლომი
  
ევროპული მეთოდით:
წლის პირველი კვარტალში ცვლილებები უპირველესად თქვენს უახლოეს გარემოცვასთან და ახლობლებთან ურთიერთობებზე აისახება, ამიტომ, ამ პერიოდში უფრო მეტად კომუნიკაბელური იყავით. ეს პერიოდი გარკვეულწილად კარმული იქნება, ამიტომ დიდი ალბათობით მოგიწევთ ძველი პრობლემების მოგვარება. მეორე კუთხით კი არ არის გამორიცხული წინა წლებში თქვენი მხრიდან განხორციელებულმა მოქმედებებმა სასიკეთო შედეგი სწორედ ამ პერიოდში მოგიტანოთ. მეორე კვარტალში შეეცადეთ თავიდან მოიცილოთ საეჭვო ნაცნობები და ვაი-მეგობრები. ეს დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ მომაბეზრებელი ვალდებულებებისგან. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებიდან წამოსულ წინადადებებს, განსაკუთრებით თუ ეს ოჯახურ ცხოვრებასთან, ფინანსებთან და უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული. მესამე კვარტალი შედარებით ჰარმონიული იქნება. ამ პერიოდში გაერკვევით ბევრ რთულ საკითხში და პერსპექტივებს უფრო მკაფიოდ დაინახავთ, რაც დაგეხმარებათ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ სამსახურებრივ და კარიერულ საკითხებში. მეოთხე კვარტალი განვითარდება როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობები. პარტნიორებისგან და მეგობრებისგან უფრო მეტ მხარდაჭერას იგრძნობთ. თუმცა ეს დაუფიქრებელი და იმპულსური მოქმედებებისკენ ნუ გიბიძგებთ.

ინდური მეთოდით:
* წლის დასაწყისშივე მოგიწევთ ადრე დაწყებული საქმეების დასტაბილურება და ძველი პრობლემების მოგვარება;
* იანვრის მეორე ნახევარი და თებერვალი სასიკეთო იქნება იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის, ასევე ქორწინებისთვის ახალი პარტნიორული კავშირების დაწყებისთვის;
* მარტის მეორე ნახევრიდან აპრილის ბოლომდე დაიწყება თქვენთვის აქტიური პერიოდი და გაგიჩნდებათ შანსი დაარეგულიროთ სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც;
* მარტის ბოლოდან მაისის ჩათვლით გააქტიურება სამსახურებრივი, ფინანსური და კარიერული საკითხები. წარმატებებს შეუპოვრობისა და მიზანსწრაფვის ხარჯზე მიაღწევთ;
* ივნისის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შეიძინოთ ახალი თანამოაზრეები;
* ივნისის ბოლოსა და  ივლისის პირველი ნახევარში ნუ გარისკავთ. ეს დრო შეგიძლიათ დასვენებისთვის გამოიყენოთ;
* ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე გააქტიურდით და დაიწყეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ეს კარგი დრო იქნება საქმიანი ურთიერთობების დაწყებისთვის, ხელშეკრულებების და საბუთების გაფორმებისთვის;
* სექტემბერში მოიმატებს სამსახურებრივი ცვლილებების და ფინანსური შემოსავლების ზრდის ალბათობა;
* ოქტომბერში გააქტიურდება ოჯახური საკითხები, ასევე კარგი დრო იქნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და რემონტისთვის;
* ნოემბრის პირველი ნახევარი წინდახედულად გაიარეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას;
* დეკემბერი პოზიტიური იქნება სასიყვარულო სფეროსთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის.
  
ქალწული
  
 ევროპული მეთოდით:
პირველ კვარტალში აქტიური იქნება წინა წელს დაწყებული ტენდენციები, რომლებიც კოლექტივთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებს ეხება. თქვენ საკუთარი ენერგიის და ინიციატივების უფრო მეტად გამოვლენას შეძლებთ. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში დაწინაურდეთ, დადოთ სარფიანი გარიგება, დაიწყოთ მომგებიანი პროექტი ან გაზარდოთ საკუთარი ფინანსური შემოსავლები. მეორე კვარტალში საკუთარ გადაწყვეტილებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ, რადგანაც ამაზე არა მარტო თქვენი, არამედ თქვენი ახლობლების ცხოვრებაც იქნება დამოკიდებული. ამ პერიოდში ყურადღება გამოიჩინეთ, რათა არ მოტყუვდეთ. მაქსიმალურად მოერიდეთ პარტნიორებთან დაპირისპირებებს და დაუგეგმავს ხარჯებს. მოიმატებს უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა. მესამე კვარტლის დასაწყისში უფრო მეტად დაისვენეთ, განიტვირთეთ და ძალები მოიკრიბეთ. ამ პერიოდში იოლად შეძლებთ წარსულის ანალიზს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. მესამე კვარტლის დასასრულს ემოციური აღმასვლა გექნებათ და მოახერხებთ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ. მეოთხე კვარტალში საერთო მდგომარეობა პოზიტიური იქნება. მოსალოდნელია სამსახურთან და კარიერასთან მიმართებაში საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც მოგზაურობასთან ან უცხოელებთან ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული.

ინდური მეთოდით:
* იანვრის პირველი ნახევარში მოსალოდნელია შეიძინოთ ახალი მეგობრები, პარტნიორები ან წამოიწყოთ ახალი პროექტები;
* იანვრის მეორე ნახევარში გაძლიერდება თქვენი გამჭრიახობა და მიზანსწრაფვა, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით გადაჭრათ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები;
* თებერვალში დაარეგულირეთ სამსახურებრივი საკითხები და გაიმყარეთ ჯანმრთელობა;
* მარტის პირველი ნახევარში მოსალოდნელია გააქტიურდეს სასიყვარულო სფერო, მოიმატებს ქორწინების ალბათობაც;
* მარტის მეორე ნახევარში შესაძლებლობა მოგეცემათ გადალახოთ შექმნილი წინაღობები და გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები;
* აპრილში მოიმატებს მოგზაურობის და უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა.
* ივნისში მოსალოდნელია დღის წესრიგში დადგეს სამსახურებრივი ცვლილებები, არ არის გამორიცხული დაწინაურდეთ ან მიიღოთ რაიმე ჯილდო;
* ივლისში გახდებით კომუნიკაბელური და ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყების საშუალება მოგეცემათ;
* აგვისტო დასვენებისთვის, წარსულის ანალიზისთვის და მომავლის დაგეგმვისთვის გამოიყენეთ;
* სექტემბერში ხელსაყრელი იქნება ახალი ინიციატივის გამოვლენისთვის, ახალი წამოწყებისთვის და იმიჯის შეცვლისთვის;
* ოქტომბერში მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური შემოსავლების ზრდის მომენტი, შესაძლოა გაგიჩნდეთ შემოსავლების ახალი წყარო;
* ნოემბერი პოზიტიური იქნება პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის და ქორწინებისთვის;
* დეკემბერი შეეცადეთ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები და შეურიგდეთ ნაწყენ მეგობრებსა და პარტნიორებს.
 
სასწორი

ევროპული მეთოდით:
პირველ კვარტალში პოზიტიური ცვლილებები გელითYსამსახურთან, პროფესიულ საქმიანობასთან და სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გაგიჩნდებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინსვლის შანსი. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, რათა ადამიანების დაინტერესება გამოიწვიოთ. კარგია დროა სპონსორებთან და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის. მეორე კვარტალში განვითარებისთვის და წარმატების მიღწევისთვის გარკვეულ რისკზე წასვლა მოგიწევთ. შეეცადეთ უარი თქვათ იმ მიდრეკილებებზე და კავშირებზე, რომლებიც თქვენს დამუხრუჭებას იწვევენ. სასიკეთო იქნება ახალი პარტნიორების მოძიება და ფინანსური ოპერაციების განხორციელება. მესამე კვარტალში საჭიროა წინდახედულად და ფრთხილად იმოქმედოთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ეს განსაკუთრებით საქმიან კავშირებს ეხება. ურთიერთობებში მოქნილი და კომუნიკაბელური იყავით. გააკონტროლეთ ჯანმრთელობა და ყურადღება მიაქციეთ საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს. მეოთხე კვარტალში საერთოდ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდება და არც წარმატების მიღწევა უნდა გაგიჭირდეთ. მოერიდეთ ბევრი საქმის ერთად კეთებას და შემდეგ მათ შუა გზაზე მიტოვებას. წლის ბოლოს მოერიდეთ რისკზე წასვლას, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ მიიღეთ.

ინდური მეთოდით:
* მოსალოდნელია იანვრიდანვე მოგიწიოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, სამსახურებრივი საკითხების დარეგულირება და არც თუ მცირე სამუშაოს შესრულება. შეეცადეთ ფიზიკურად და ემოციურად არ გადაიტვირთოთ, ამასთანავე, გააკონტროლოთ  საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაც;
* თებერვლიდან ბოლოდან აპრილის ჩათვლით გააქტიურება პარტნიორული საკითხები, მოიმატებს ერთობლივი პროექტების დაწყების ალბათობა. ეს პერიოდი ასევე სასიკეთოა სასიყვარულო კავშირების დაწყებისთვის, ოჯახური პრობლემების მოგვარებისთვის და ქორწინებისთვის;
* მაისი და ივნისი ხელსაყრელი იქნება ვალების გასტუმრებისთვის, ბიზნესთან და კომერციული გარიგებებთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის;
* ივლისი პოზიტიური იქნება სწავლის გაგრძელებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, უცხო ენის შესწავლის დაწყებისთვის და მოგზაურობისთვის;
* აგვისტოს პირველ ნახევარში დაისვენეთ, მეორე ნახევარი კი აქტიურად გამოიყენეთ, მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია გააქტიურდეს საქმიანი საკითხები;
* სექტემბერში შესაძლოა დაგჭირდეს მეგობრების დახმარება, ამიტომ აქცენტი კოლექტიურ საქმიანობაზე გააკეთეთ. ეს კარგი დროა მომავლის ფორმირებისთვის და რეფორმების განხორციელებისთვის;
* სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველი ნახევრის ჩათვლით მოგიწევთ წარსულის გადახედვა და გარკვეული ცვლილების განხორციელება. ეს კარგი დრო იქნება დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის;
* ნოემბერში გააქტიურდება სამსახურთან, ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები;
* წლის ბოლოს მოსალოდნელია თქვენთვის მომგებიანი ურთიერთობები დაამყაროთ.

 მორიელი

ევროპული მეთოდით:
პირველ კვარტალში შესაძლოა სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. თქვენ უნდა შეეცადოთ შეცვალოთ თქვენი მიდგომა და მოქმედების სტრატეგია, რათა სხვა ადამიანების ქცევებსა და გრძნობებს უკეთ ჩასწვდეთ. ამ პერიოდში იოლად ნუ ენდობით ადამიანებს და ნუ დაუპირისპირდებით ხელმძღვანელობას. სამსახურებრივი ცვლილებები წინდახედულად განახორციელეთ. მეორე კვარტალი მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მიმართ, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობას ბიზნესს უკავშირდება. განვითარებული მოვლენები გაიძულებთ მიიღოთ ახალი ცოდნა ან აიმაღლოთ კვალიფიკაცია. ამ პერიოდში თქვენს საქმეს სხვებს ნუ გადააბარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია თქვენი წინსვლა დამუხრუჭდეს. მესამე კვარტლიდან თქვენი საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება და ეს უპირველესად პარტნიორებთან ურთიერთობებს შეეხება. მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და უფრო პოპულარული გახდებით. იოლად შეძლებთ თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების მოპოვებას, რაც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მეოთხე კვარტალი საკმაოდ პოზიტიური იქნება. თქვენი მხრიდან სწორი მოქმედებების და პარტნიორების დახმარების ხარჯზე პრობლემური საკითხების მოგვარებას შეძლებთ, ამასთანავე, სამსახურთან და ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში წინსვლასაც შეძლებთ.

ინდური მეთოდით:
* იანვარში და თებერვალში მოგიწევთ სამსახურებრივი და ფინანსური პრობლემების მოგვარება, შესაძლოა მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გენდომებათ, თუმცა ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაიხევთ უკან;
* მარტიდან შინაგანი ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, ეს კი აქტიურ მოქმედებებზე გადასვლისკენ გიბიძგებთ. მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში ჰორიზონტზეც პოზიტიური პერსპექტივები გამოჩნდება;
* აპრილის პირველ ნახევარში გამოასწორებთ ძველი შეცდომებს;
* აპრილის მეორე ნახევარში და მაისში განსაკუთრებულ ყურადღებას საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვენ;
* ივნისში და ივლისის პირველი ნახევარში მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვა, რაც საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ კრიზისული სიტუაციები, გამოასწოროთ ფინანსური და კარიერული საკითხები;
* აგვისტოში დაისვენეთ და ფიზიკური ენერგია აღიდგინეთ. ამ პერიოდში ნუ გარისკავთ და ნუ იქნებით ჯიუტი;
* სექტემბერში გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და შეიძენთ ახალ მეგობრებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ როლს ითამაშებენ;
* ოქტომბერში თქვენს ცხოვრებაში ახალი ერთწლიანი ციკლი დაიწყება, რაც ბევრ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს მომავალში თქვენდა სასიკეთოდ განავითარებს;
* ნოემბერი ხელსაყრელი იქნება ახალი ინიციატივის გამოვლენისთვის და რისკიანი მოქმედებების განხორციელებისთვის;
* დეკემბერი სამსახურთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას დაუთმეთ.

 მშვილდოსანი

ევროპული მეთოდით:
თქვენთვის წლის პირველივე კვარტალი აქტიურად დაიწყება. მოსალოდნელია ბევრი საინტერესო ცვლილება მოხდეს და მოულოდნელი პერსპექტივებიც გაჩნდეს, ოღონდ ეს ყველაფერი თქვენგან პარტნიორული და კოლექტიური ურთიერთობების სწორად წარმართვას მოითხოვს. მოგიწევთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და უკვე აღებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება. მეორე კვარტალი პოზიტიური იქნება ახალი შემოქმედებითი გაერთიანებისთვის, პარტნიორების მოძიებისთვის და საქმიანი კავშირების გამყარებისთვის. მაქსიმალურად მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს და იმ სიტუაციებს, სადაც მაღალია ინტრიგებისა და გაუგებრობების ალბათობა. საქმიანი წამოწყებისას კონსულტაცია კომპეტენტურ ადამიანებთან გაიაროთ. მესამე კვარტალში თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც გაბედული მოქმედებებისკენ გიბიძგებენ. ამ პერიოდში მოიმატებს სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ალბათობა. საკუთარი პოზიციები მტკიცედ დაიცავით, თუმცა არ არის გამორიცხული გეგმებში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. მეოთხე კვარტალში მოიმატებს დაპირისპირების ალბათობა, ამიტომ ოჯახშიც და სამსახურშიც დიპლომატიური იყავით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. წლის ბოლოს თავს მნიშვნელოვნად უკეთ იგრძნობთ. გახდებით ენერგიული და საკუთარი თვისებების უკეთ გამოვლენას შეძლებთ.

ინდური მეთოდით:
* იანვარი დატვირთული თვე იქნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმიან და სოციალური კავშირების განვითარება იქნება. ამასთანავე, საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ;
* თებერვალში და მარტში ყურადღებით მართეთ ფინანსებთან, კრედიტებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები;
* მარტის ბოლოდან აპრილის ჩათვლით სიტუაცია თანდათანობით გამოსწორდება. ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარების ხარჯზე ბევრი წვრილმანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ;
* მაისში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების, პირად ცხოვრების შეცვლის და ქორწინების ალბათობა;
* ივნისში მოსალოდნელია გააქტიურდეს დაზღვევასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები;
* ივლისში მოგიწევთ ძველი შეცდომების გამოსწორება და პრობლემური ურთიერთობების დარეგულირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მომავალში სერიოზულ კრიზისებს შექმნის;
* დასვენებისთვის აგვისტო გამოიყენეთ, შეეცადეთ განიტვირთოთ და ოჯახის წევრებს მეტი დრო დაუთმოთ;
* სექტემბერში გაჩნდება ახალი ცოდნის მიღების, სწავლის გაგრძელების ან კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივა;
* ოქტომბერში მოსალოდნელია წლის პირველ ნახევარში დაწყებული პროექტების სასიკეთო შედეგები მიიღოთ;
* ოქტომბრის ბოლო და ნოემბერი წინდახედულად და ფრთხილად გაიარეთ, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან და ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას;
* დეკემბერი საქმიანი კავშირები და შექმნილი პერსპექტივები უფრო მკაფიო ფორმებს მიიღებენ, ამიტომ, წარმატების მიღწევა უფრო გაიოლდება.

თხის რქა

 ევროპული მეთოდით:
წლის პირველ კვარტალში საშუალება გაგიჩნდებათ ხორცი შეასხათ თქვენს ოცნებებს და ჩანაფიქრები განახორციელოთ. ეს კარგი დროა მავნე ჩვევების მოსაცილებლად და უსარგებლო კავშირებისგან თავის დასაღწევად, ასევე პროფესიული ზრდისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დასალაგებლად, პირადი ცხოვრების დარეგულირებისთვის და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობების გარკვევისთვის. ეს პოზიტიური პერიოდი მეორე კვარტალშიც გაგრძელდება. მოსალოდნელია მიზნების მიღწევაში სხვა ადამიანთა დახმარების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და შეიძენთ ახალ თანამოაზრეებს. ამ პერიოდში აქცენტი პრაქტიკულ საკითხებზე უნდა გააკეთოთ და მოერიდოთ ილუზიურ და თავის მოსატყუებელ გარემოებებსა და სიტუაციებს. მესამე კვარტალში პარტნიორების მხრიდან შესაძლოა ახალი შემოთავაზება მიიღოთ, რაც გარკვეული მატერიალური ბაზის შექმნაში დაგეხმარებათ. მიუხედავად ზოგადად დადებითი ფონისა, ეს პერიოდი მაინც ყურადღებას ითხოვს და როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში რადიკალურ მოქმედებებს მოერიდეთ. მეოთხე კვარტალში დასვენებისთვის არ გეცლებათ. გაგიჩნდებათ რეალური შესაძლებლობები დაწყებული პროექტები ლოგიკურ დაასტაბილუროთ ან ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოთ, ასევე განავითაროთ საქმიანი ურთიერთობები და გაზარდოთ ფინანსური შემოსავლები.

ინდური მეთოდით:
* განვითარებული მოვლენები იანვარსა და თებერვალში თქვენგან ორგანიზებულობას, კონცენტრაციასა და შექმნილი წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარს მოითხოვენ. მოგიწევთ ბევრი მიმართულებით მუშაობა და ბევრი წვრილმანი საკითხისთვის თავის გართმევა;
* მარტიდან თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, დისციპლინის და მეგობრების დახმარების ხარჯზე შეძლებთ კრიზისული სიტუაციების მოგვარებას. ამ პერიოდში ყურადღებით მოეპყარით საქმიან შეხვედრებსა და შეთანხმებებს;
* აპრილის მეორე ნახევარსა და მაისში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, რომანტიკული შეხვედრების და ქორწინების ალბათობა;
* მაისის ბოლოსა და ივნისში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. შეეცადეთ, მეტი დაისვენოთ და განიტვირთოთ;
* ივლისში კვლავ აქტუალური გახდება სასიყვარულო სფეროსთან და ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, ამ პერიოდში შეძლებთ იურიდიული საკითხების მოგვარებასაც;
* აგვისტოში დაისვენეთ, გააანალიზეთ წარსული და დაგეგმეთ მომავალი;
* სექტემბერში და ოქტომბრის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დაიწყოთ ახალი პროექტები, ხოლო უკვე დაწყებული საქმეები წარმატებით გააგრძელოთ;
* ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფვა, ეს დაგეხმარებათ აიმაღლოთ ავტორიტეტი, ხოლო ხელმძღვანელობასთან და გავლენიან ადამიანებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიოთ;
* დეკემბერში აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთოთ და დრო მათ დასტაბილურებას დაუთმოთ.

მერწყული

ევროპული მეთოდით:
პირველი კვარტალი საქმიანი კავშირების და მეგობრული ურთიერთობების გაფართოვებას, ასევე საინტერესო მოგზაურობას და საქმიან შეხვედრებს დაუკავშირდება. სასიკეთო იქნება პიროვნული განვითარება, პროფესიული ზრდა და კულტურული კავშირების გაფართოვება. ამ პერიოდში თუ ზუსტი და კონკრეტული იქნებით, წარმატებას იოლად მიაღწევთ. მეორე კვარტალში გააქტიურდება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები, მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა. სასიკეთო იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის მიღება. ყურადღებას ითხოვს ხელმძღვანელობასთან, გავლენიან ადამიანებთან და უცხოელებთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. მესამე კვარტალში განვითარებული მოვლენები თქვენი მხრიდან მაქსიმალურ ორგანიზებულობას მოითხოვს. წინაღობებს შეუპოვრობის, პრინციპულობის და მეგობრების დახმარების ხარჯზე გადალახავთ. თუმცა ყველაზე მეტად წარსულის ანალიზი და სწორად გაკეთებული დასკვნები დაგეხმარებათ. მეოთხე კვარტალი შედარებით დაძაბული იქნება. მოსალოდნელია ენერგიის ნაკლებობაც იგრძნოთ. ფიზიკურად არ გადაიღალოთ, ამასთან თქვენი საქმეები მშვიდ ტემპში აკეთეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. წლის ბოლოს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი აღმასვლას დაიწყებს და ბევრ რთული საკითხის მოგვარებას შეძლებთ.

ინდური მეთოდით:
* არ არის გამორიცხული იანვარში საკუთარი გეგმებისთვის გადახედვა და იქ გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ;
* იანვრის ბოლოს და თებერვალში მოსალოდნელია როგორც ოჯახის წევრებთან, ისე ხელმძღვანელობასთან თქვენი ურთიერთობები განვითარდეს. ასევე მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, რაც უკვე თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში სამსახურებრივი და ფინანსური საკითხების თქვენდა სასიკეთოდ გადაწყვეტაში დაგეხმარებათ;
* აპრილში ილუზიურ გარემოებებს მოერიდეთ და აქცენტი კონკრეტულ პროექტებზე გააკეთეთ;
* მაისის მეორე ნახევარი და ივნისი სასიკეთო იქნება ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის და პროფესიულ საქმეში წინსვლისთვის;
* ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოში დასუსტდება თქვენი იმუნიტეტი, დაიკლებს თქვენი ტონუსიც, ამიტომ დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ. ამ პერიოდში მოუსმინეთ პარტნიორების შენიშვნებს და გააკონტროლეთ ფინანსური გასავლები;
* სექტემბერში მოიმატებს თქვენი ინტუიცია, ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში;
* ოქტომბერი სასიკეთო იქნება ცვლილებებისთვის, რეფორმების გატარებისთვის, სამუშაოს შეცვლისთვის და თანამოაზრეების შეძენისთვის;
* ნოემბერში როგორც სამსახურებრივი, ისე ოჯახური საკითხების მიმართ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ. მოერიდეთ რისკზე წასვლას;
* დეკემბერში საერთო მდგომარეობა პოზიტიური გახდება. მოსალოდნელია წლის პირველ ნახევარში დაწყებულმა პროექტებმა შედეგი სწორედ დეკემბერში მოიტანოს.

 თევზები

ევროპული მეთოდით:
თქვენთვის პირველი კვარტალი თქვენი მიზნების მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება. მიუხედავად შექმნილი წინაღობებისა, არ უნდა გაჩერდეთ და გააგრძელოთ წინსვლა. ფინანსებთან, კომერციულ გარიგებებთან, ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებში ყურადღება გამოიჩინეთ. შეეცადეთ შეცდომები არ დაუშვათ და რაიმე ავანტიურაში არ გაეხვეთ. მეორე კვარტალში მოიმატებს თქვენი ორგანიზებულობა და მიზანსწრაფვა, თუმცა პარტნიორების გარეშე წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. ამ პერიოდში გამახვილდება თქვენი ინტუიცია, ამიტომ შინაგან ხმას ხშირად მოუსმინეთ. ნუ დაგავიწყდება საკუთარი ჯანმრთელობაც. დრო და დრო დაისვენეთ, განიტვირთეთ და გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც მიმართეთ. მესამე კვარტალში მიუხედავად შექმნილი პოზიტიური ფონისა, ნუ მოეშვებით და აღებულ ტემპს ნუ დაკარგავთ. ამ ეტაპზე თქვენი დამხმარე თქვენივე გამოცდილება და კომპეტენტური ადამიანები იქნებიან. მომგებიანი იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ასევე ახალი ინიციატივების გამოვლენა და კომერციული გარიგებები. მეოთხე კვარტალში ყურადღება მიაქციეთ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორების მხრიდან წამოსულ წინადადებებსა თუ შენიშვნებს. ნუ გაუწევთ მათ იგნორირებას. წლის ბოლოს მოერიდეთ სამსახურებრივ ცვლილებებს.

ინდური მეთოდით:
* იანვარი საკმაოდ აქტიური იქნება, თქვენი ძირითადი საზრუნავი უძრავ ქონებასთან და პირადი ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება;
* თებერვალში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, რომანტიკული შეხვედრების  და ქორწინების ალბათობა;
* მარტში გახდებით პრაქტიკული და კონცენტრირებული, ეს სამსახურებრივ წინსვლასა და ფინანსური შემოსავლების ზრდაში დაგეხმარებათ;
* აპრილის პირველი ნახევარში ფრთხილად იმოქმედეთ, ურთიერთობებში მეტი დიპლომატიურობა და მოქნილება გამოიჩინეთ, რათა რთული სიტუაციების მართვა შეძლოთ;
* მაისი პოზიტიური იქნება ახალი წამოწყებისთვის და ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის;
* მაისის ბოლოს და ივნისში მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. ამ პერიოდში ნუ ეცნობით უცნობ ადამიანებს;
* ივლისი პოზიტიური იქნება ხელოვნებაში და სპორტში წინსვლისთვის. მოსალოდნელია მიიღოთ რაიმე ჯილდოც;
* ივლისის ბოლოს და აგვისტოში გაგიჩნდებათ პირადი ცხოვრების შეცვლის შანსი. მოიმატებს ქორწინების ალბათობა;
* აგვისტოს ბოლო და სექტემბერი სასიკეთო იქნება დასვენებისთვის და ემოციური განტვირთვისთვის;
* ოქტომბერში გამოიჩინეთ სულიერი სიმტკიცე, რათა კრიზისული სიტუაციების მართვა შეძლოთ. ამასთანავე, შეეცადეთ არ წამოეგოთ პროვოკაციას;
* ნოემბერში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდება, შეძლებთ პიროვნული თვისებების გაძლიერებას, ახალი ცოდნის მიღებას და ახალი მეგობრების შეძენას;
* დეკემბერში მოსალოდნელია მოიპოვოთ მორალური ან მატერიალური მხარდაჭერა.

No comments:

Post a Comment