1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 29, 2017

2018 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ძაღლის წელი მაინცა და მაინც ხისტ წლად არ მიიჩნევა. თუმცა ეს წელი „ითხოვს“ საკუთარი სისტემის და პრინციპების ერთგულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისები გარდაუვალი იქნება. ამ წელს სასურველია გამოცდილი მეთოდებით ხელმძღვანელობა, რადგან ექსპერიმენტები არც თუ ხშირად ამართლებს. მუნდანური (ლათ. Mundus „მსოფლიო“) ასტროლოგიის მიხედვით 2018 წელი - წინა წლისგან განსხვავებით მშვიდი უნდა აღმოჩნდეს. თუ 2017 წლისთვის დამახასიათებელი იყო სიტუაციების მოულოდნელი „ამოყირავება“ და კრიზისების მოულოდნელი და სწრაფი განვითარება, 2018 წლისთვის უკვე მოვლენები შედარებით ნელა, თუმცა სიღრმისეულად განვითარდება. ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ ციკლის მიხედვით 2014 წლიდან - 2019 წლამდე დაღმავალი ციკლია და 2018 წელიც ამ ციკლის ფსკერის „შრეს“ წარმოადგენს. ამ დროს ხდება პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შეჯამება და გადაფასება. ყველა ის სისტემა, რომელიც ვერ გაუძლებს წნეხს, უბრალოდ დაიშლება. მთლიანობაში, პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისული იქნება 2018 წლის აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ასევე ნოემბერი. სწორედ ამ პერიოდშია საჭირო სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა, რათა სიტუაცია კონტროლის მიღმა არ გავიდეს. 2018 წელს ასტროლოგიური თვალსაზრისით ძირითად დაძაბულობას შექმნის - მარსის და ურანი ურთიერთკომბინაცია, რომელიც პირველად 3-31 მაისს, ხოლო მეორედ 15 ივლისიდან - 30 სექტემბრამდე გააქტიურდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულის დასასრული, ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი დაძაბულობის და კრიზისულობის კუთხით 2018 წლის პიკი იქნება. დიდი ალბათობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური პროცესები სწორედ ამ პერიოდებში დაიძაბება. გააქტიურდება როგორც ბუნებრივი, ისე პოლიტიკური კატაკლიზმები. მოსალოდნელია პოლიტიკური რყევები, გადანაცვლებები, რევოლუციები, სამხედრო გადატრიალებები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი. ამ პერიოდებში მოიმატებს ტექნიკური ავარიების და ტერაქტების ალბათობა. გასული წლის მეოთხე კვარტალში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ბუნებრივია გაგრძელდება 2018 წელში და ამ წლის გაზაფხულისთვის დასრულებულ ფორმებს მიიღებს. თუმცა გაზაფხულის მეორე ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა მოსალოდნელია ბევრი რამ თავდაყირა დააყენოს. ის სიმტკიცეზე „გამოსცდის“ პოლიტიკოსთა ნერვებს და ნებისმიერმა შეცდომამ მოსალოდნელი ბევრ უსიამოვნო და დაძაბულ პროცესს დაუდოს სათავე. ეს „დუღილის“ პროცესი შემოდგომის დასაწყისამდე გაგრძელდება და მხოლოდ შემოდგომის მეორე ნახევრიდან შეიქმნება მკაფიო რეალობა, რომელიც წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
პლანეტა იუპიტერი 2018 წლის ნოემბრის პირველი დეკადის ჩათვლით მორიელის ზოდიაქოში იმოძრავებს. ასე რომ, 1 იანვრიდან - 8 ნოემბრამდე იუპიტერის გავლენა გამარჯვებას მოუტანს იმ ადამიანს და ქვეყნებს, რომლებიც აქცენტს სტრატეგიულ და ტაქტიკულ მოქმედებებზე გააკეთებენ. თუმცა მაღალი იქნება ინტრიგების, ფარული მოქმედებების და შურისძიების ალბათობა. ყურადღებას ითხოვს კრიზისული სიტუაციები და ფინანსური ვალდებულებები. ნოემბრის მეორე დეკადიდან იუპიტერი მშვილდოსნის გადაინაცვლებს და ეს შედარებით გაზრდის გამართლების ალბათობას. წინ წამოიწევენ ის ადამიანები თუ ქვეყნები, რომლებიც აქტიურობის, ენერგიულობის და ასევე ენთუზიაზმის ხარჯზე ახერხებენ წინსვლას. ძალიან მნიშვნელოვანი გახდება უცხოეთთან არსებული კავშირები, საერთაშორისო დიპლომატია.

2018 წელს პლანეტა სატურნი უკვე თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს (ის აქ 2017 წლის 20 დეკემბერს გადავიდა) და ეს საკმაოდ სასიკეთო იქნება. წინაღობების გადალახვისთვის, სიძნელეების დაძლევისთვის და პრობლემების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ასევე ნელი, მაგრამ მუდმივი მოქმედების უნარი.
2018 წელი ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით გასული წლებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, თუმცა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე წინდახედული და გონივრული ნაბიჯების გადადგმით, შესაძლებელი იქნება ფინანსური კრიზისის დაძლევა და გარკვეულწილად პროგრესიც კი. 2018 წლის გარდამტეხი პერიოდი იქნება იანვრის ბოლო, თებერვლის პირველი ნახევარი, ივლისი და აგვისტო (როდესაც მზისა და მთვარის დაბნელება დაფიქსირდება), ამიტომ, ამ დროს განვითარებული მოვლენები იმის მიმანიშნებელი იქნება თუ როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები.
საქართველო. ცხადია, ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2018 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება. 2018 წელს საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში მთვარე თევზების ზოდიაქოში იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის რეაქცია ნებისმიერ უსამართლობისა თუ დისკომფორტის გამო ძალიან ემოციური, შეიძლება ითქვას ჰიპერემოციურიც კი იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ხალხის მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობის და გონიერების გამოჩენა მართებს.უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის მდგომარეობა წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდება, რადგან თუ მამლის წელში ნაკლებად ხდება ეკონომიკური ზრდა, ძაღლის წელში ეკონომიკური მაჩვენებელი შედარებით მაღლა იწევს. საერთოდ, 2018 წელი დაღმავალი ციკლის ერთი ეტაპია, მაგრამ მაინც შესაძლებელია ახლო წარსულთან მიმართებაში საერთო მდგომარეობა გაუკეთესდეს. სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი არასწორი ან კორუფციული გარიგება მარცხისთვის იქნება განწირული და არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებაში ვიხილოთ თანამდებობის პირების მიერ პოსტის სკანდალურად დატოვება და მათი დაკავებაც კი. 2018 წელს საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ქვეყანაში საერთო მდგომარეობის გამოსწორებას და უნდა ითქვას, რომ რამდენადმე მოახერხებს კიდეც ამას. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მონდომებისა, დიდი ალბათობით საერთო მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში მერყევი და ძნელადპროგნოზირებადი დარჩება. როგორც წინა წელიც, ეს წელიც მოითხოვს გარკვეული ცვლილებების და რეფორმების ჩატარებას და ეს უპირველესად ეკონომიკის გაუმჯობესებისკენ და ფინანსური საკითხების დარეგულებისკენ უნდა იქნას მიმართული. საერთოდ, ძაღლის წელში მატულობს კრიმინალის ალბათობა და ამასთანავე, საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში აქტიურდება ის ასტროლოგიური ფაქტორები, რომელთა ასტროლოგიური კომბინაციაც კრიმინალის ზრდაზე მიანიშნებს (სხვათა შორის ეს მაჩვენებელი აქტიური იყო 2017 წელსაც). აქედან გამომდინარე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწევთ გაძლიერებული ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ (ეს ეხება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და ავტოავარიებსაც). საქართველოს მუნდანური ჰოროსკოპის მიხედვით ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა ოპონენტებთან და ღია მტრებთან. 2018 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი პერიოდები: 11 იანვარი - 27 მარტი, 20 მაისი - 22 აგვისტო და 9 ნოემბერი - 31 დეკემბერის შუალედი. ამ პერიოდებში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, 2018 წელი საქართველოსთვის ისეთი რთული არ იქნება, როგორც 2017 წელი (თუმცა უმნიშვნელოც ნამდვილად არ ეთქმის). ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას წლის დასაწყისიდანვე მართებს მიზანმიმართული, ორგანიზებული და დისციპლინირებული მუშაობა, რათა გარკვეული სფეროები კონტროლის მიღმა არ გავიდეს. 
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპის მიხედვით 2018 წელს მნიშვნელოვანი იქნება და ყურადღებას ითხოვს შემდეგი მიმართულებები:
უცხოეთი. ქვეყნის ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული შრომა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა უკვე არსებული საგარეო კავშირები განავითაროს და გააუმჯობესოს;
საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები. მოსალოდნელია განვითარდეს საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები და ეს შეეხება როგორც ტურიზმს, მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას და მსგავს საკითხებს.
ტრანსპორტი. წინ წამოიწევს გზებთან, ტრანსპორტთან, ქვეყნის შიგნით მგზავრების გადაყვანასთან და ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით საჭირო გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა გაუმჯობესდეს ხალხის მდგომარეობა.
დაწყებითი განათლება. მნიშვნელოვანი იქნება სკოლებთან, დაწყებით განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით არ არის გამორიცხული ვიხილოთ რაიმე ტიპის რეფორმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბავშვების სწავლა-განათლებასთან და აღმზრდელობით საქმიანობასთან.
ჯარი და პოლიცია. სერიოზულ ყურადღებას ითხოვს არმიასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, გასამხედროებულ ნაწილებთან და სამაშველო სამსახურებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეფორმები თუ კრიზისები.
ბუნებრივი კატაკლიზმები. მნიშვნელოვანი იქნება ბუნებრივ კატაკლიზმებთან, ტექნიკურ ავარიებთან და კრიმინალთან დაკავშირებული საკითხებიც, ძალოვან, სამაშველო და სპეც-სამსახურებს უდიდესი წინდახედულება მართებთ, რომ მინიმუმამდე შეამცირონ მოსალოდნელი გართულებები. 
საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება გაზაფხულის მეორე ნახევარი, ზაფხული და შემოდგომის პირველი ნახევარი. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას უდიდესი წინდახედულობის გამოჩენა მართებს, რათა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მშვიდ ტემპში წარიმართოს.

2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


 
ვერძი. იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის
ბოლოდან წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს. ამ დროს შეძლებთ საქმიან კავშირების დამყარებას, სამსახურთან და ფინანსებთან წარმატებების მიღწევას. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა (თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში შესაძლოა ძველი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ). აპრილის ბოლო და მაისი ყურადღებით გაიარეთ. ამ დროს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მაისის ბოლოდან საერთო სიტუაცია დაბალანსდება და ივნისში შეძლებთ ძველი პოზიციების დაბრუნებას. ამ დროს მოიმატებს პირად ცხოვრებაში ცვლილებების ალბათობა. ეს კარგი პერიოდია ქორწინებისთვის. ივლისი ემოციური პერიოდი იქნება. ნუ იქნებით ამ დროს იმპულსური და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. აგვისტო შედარებით სასიკეთო იქნება, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. სექტემბერში გააკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა. შეეცადეთ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის ჩათვლით მოსალოდნელია დადგეთ არჩევანის წინაშე. გადაწყვეტილების მიღებისას რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ. ნოემბერი შედარებით პასიური იქნება, თუმცა ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და ბევრი საკითხის თქვენდა სასარგებლოდ მოგვარებას შეძლებთ.

კურო. იანვრის პირველი ნახევარში გააანალიზეთ წარსული და დაგეგმეთ მომავალი. იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში მეტი შემოქმედებითობა გამოავლინეთ. ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი, პრობლემების მოგვარებისთვის კი არასტანდარტულ მეთოდებს მიმართეთ. მარტში და აპრილში მოიმატებს თქვენი მიზიდულობა და შარმი, რაც გაააქტიურებს სასიყვარულო ურთიერთობებს. აპრილის ბოლოდან მოიმატებს წარმატების მიღწევის ალბათობა და ეს სასიკეთო პერიოდი მაისშიც გაგრძელდება. მოსალოდნელია განვითარდეს სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებულ პერსპექტივები. მაისის ბოლოს და ივნისში გააქტიურდება უძრავ ქონებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში მოსალოდნელია მოგიწიოთ წარსულის გადახედვა და მათში ცვლილებების შეტანა. ეს შესაძლოა ფინანსურ სფეროსაც შეეხოს. ამ დროს მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას. აგვისტოში მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეტი დაისვენეთ და ემოციურად განიტვირთეთ. აგვისტოს ბოლოდან _ სექტემბრის ჩათვლით შესაძლოა „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნათ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, დაამყარეთ მომგებიან კავშირებს და შეძლებთ არა მხოლოდ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, არამედ დაწინაურებას. ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი ფრთხილად გაიარეთ. შეეცადეთ ემოციურად არ გადაიღალოთ და იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. წლის ბოლო პირადი ცხოვრებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ამ კუთხით ძირეული ცვლილებაც არ გამოირიცხება.
ტყუპი. წლის დასაწყისში დაიწყებთ ძველი კრიზისების მოგვარებას. ამაში მეგობრები და პარტნიორები დახმარებიან. იანვრის ბოლოს და თებერვალში დაძლევთ შინაგან დაპირისპირებებს და დაიწყებთ რეალურ განვითარებას. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება საქმიან სფეროში - სამსახურში, ბიზნესსა და ფინანსებში. მარტში თქვენი აზროვნების პროცესი უფრო დინამიკური და ენერგიული გახდება. აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და გამოავლენთ ახალ ინიციატივებს, რაც უკვე მარტის ბოლოსა და აპრილში სასიკეთო შედეგებს მოიტანს. აპრილის ბოლოს და მაისში გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები, მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. ეს კარგია დროა პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის. ივნისსა და ივლისის პირველ ნახევარში თქვენი თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა მოიმატებს, ეს საშუალებას მოგცემთ წარმატებას მიაღწიოთ და ახალი რეალობის ფორმირება შეძლოთ. ივლისის ბოლო და აგვისტო დასვენებისთვის გამოიყენეთ. ამ პერიოდში მატულობს მოტყუების ალბათობა, ამიტომ ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. შემოდგომის დასაწყისში პრაქტიკულობა და რაციონალიზმი მიტოვებული საქმეების დასრულების საშუალებას მოგცემთ. ოქტომბერი იოლად შეძლებთ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი შედარებით რთული იქნება, ამიტომ ენერგია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მოახმარეთ.
კირჩხიბი. იანვარსა და თებერვალში მნიშვნელოვანი ძველი პროექტები და პრობლემური ურთიერთობები იქნება, ამიტომ, შეეცადეთ ეს ყველაფერი დაასტაბილუროთ. თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას პირადი ცხოვრება, ასევე მშობლებთან, ბავშვებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვენ. პოზიტიური პერიოდი თებერვლის ბოლოდან დაიწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გასტანს. ამ დროს იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და შეძლებთ მიზნების ჩამოყალიბებასაც, რაც დაგეხმარებათ წარმატებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ. მაისში მოსალოდნელია გააქტიურდეს ცოდნის მიღებასთან და საქმიან ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებაც. ივნისში გაასაიდუმლოეთ თქვენი მიზნები და მოსალოდნელ ცვლილებებზე წინასწარ ნუ ისაუბრებთ. ივლისში გააქტიურდება სასიყვარულო სფერო. ეს კარგი დროა პირადი ცხოვრების დარეგულირებისთვის და ქორწინებისთვის. ივლისის ბოლოს და აგვისტოში შეეცადეთ ფინანსური სფერო გააკონტროლოთ. მოერიდეთ მსხვილი ხარჯების გაწევას. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, თუმცა მოგიწევთ ბევრი წვრილმანი და მოსაწყენი საქმის კეთება. ნუ დაიღლებით რუტინისგან. თუ ყველაფერს შეძლებისდაგვარად თავს გართმევთ, მაშინ ნოემბერში სასიკეთო შედეგების მიღებას შეძლებთ. წლის ბოლოს მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
  

ლომი. იანვარში იგრძნობთ ფიზიკური ენერგიის მოზღვავებას, მოიმატებს თქვენი ამბიციურობაც, რაც დაგეხმარებათ წინა წლიდან გადმოყოლილი პრობლემების მოგვარებაში. იანვრის ბოლო და თებერვლის პირველი ნახევარი შედარებით წინდახედულად გაიარეთ. განსაკუთრებული ყურადღება სამსახურს, ფინანსებს და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებს მიაქციეთ. ნუ იჩქარებთ, რათა შეცდომები აირიდოთ. შედარებით სასიკეთო პერიოდი მარტის მესამე მეორე ნახევარში დაიწყება და მაისამდე გასტანს. ამ დროს თქვენ თავს კვლავ ყველასთვის საჭირო ადამიანად იგრძნობთ. ხელსაყრელი იქნება სამსახურებრივი ცვლილებები, ფინანსური ოპერაციები, უძრავი ქონების თუ სხვა ქონების ყიდვა-გაყიდვა. ივნისი შედარებით პასიური იქნება, თუმცა ენთუზიაზმის და სხვა ადამიანების დახმარების ხარჯზე შედარებით უდანაკარგოდ გაივლით. ივლისი მეორე ნახევრიდან ფორტუნა კვლავ თქვენს მხარეს გადმოვა შეძლებთ ბევრი რთული საკითხის გადაჭრას. სასიკეთო იქნება უცხოეთში მოგზაურობა და უცხოელებთან ურთიერთობები აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ ნახევარში დაისვენეთ, განვლილი ეტაპი გააანალიზეთ და დაშვებული შეცდომები გამოასწორეთ. ოქტომბერში მოსალოდნელია ახალი შესაძლებლობების გაჩენა, თუმცა თქვენი მხრიდან აუცილებელი იქნება აქტიური მოქმედებები. ნუ დაელოდებით სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით საქმიან სფეროში. ნოემბერი და დეკემბერი გარდამავალი პერიოდი იქნება და მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული რამდენად პოზიტიურად დაამთავრებთ ამ წელს.

ქალწული. წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ორგანიზებულობის და დისციპლინირებულობის ხარჯზე შეძლებთ წარმატებების მიღწევას. თებერვლის მეორე ნახევარში და მარტში მოსალოდნელია რიგ საკითხებთან მიმართებაში შინაგანი წინააღმდეგობა გაგიჩნდეთ. დადგეთ გარკვეული არჩევანის წინაშეც. შეეცადეთ რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. აპრილში იოლად შეძლებთ პირად ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების მოწესრიგებას. მაისში მოიმატებს თქვენი ამბიციურობა და გაგიჩნდებათ სურვილი წამოიწყოთ ახალი საქმეები, მოძებნოთ ახალი მოკავშირეები და გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. მაისის ბოლო და ივნისი შედარებით კრიზისული იქნება, თუმცა მონდომების და შრომისმოყვარეობის ხარჯზე დიდი ალბათობით ამ პერიოდს უდანაკარგოდ გაივლით. ივლისი გადადებული საქმეების დასრულებისთვის და დასვენებისთვის გამოიყენეთ. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში მოსალოდნელია ახალი კავშირები დამყარება, რომლებიც უცხოეთთან, მოგზაურობასთან ან სწავლასთან იქნება დაკავშირებული. ოქტომბერსა და ნოემბერში სტრატეგიულად დაგეგმეთ თქვენი საქმიანი თუ პირადი ცხოვრება, გაასაიდუმლოეთ მომავალი გეგმები. მაქსიმალურად მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, სადაც მაღალი იქნები ჭორების და ინტრიგების ალბათობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზულად დაზარალდეთ. წლის ბოლო კარიერული და პიროვნული ზრდისთვის გამოიყენეთ - დაესწარით სემინარებს და ტრენინგებს, შეისწავლეთ უცხო ენა ან ახალი უნარები.
სასწორი. წლის დასაწყისში შექმნილი სირთულეები ნუ შეგაშინებთ. საერთო მდგომარეობის გამოსწორება იანვრის მეორე ნახევარშივე დაიწყება და შეძლებთ ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თებერვალში განვითარებული მოვლენები თქვენგან გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვენ და შეეცადეთ, ამ დროს მტკიცედ და მიზანმიმართულად იმოქმედოთ. მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში შეეცადეთ პირად ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვათ. სასიყვარულო პარტნიორის დამთმობი და დიპლომატიური იყავით. ეს დაპირისპირებებისგან და გაუგებრობებისგან გიხსნით. აპრილის მეორე ნახევარში შეეცადეთ ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მაისი და ივნისი პოზიტიური უნდა აღმოჩნდეს. ამ პერიოდში შეძლებთ სამსახურთან, კარიერასთან, ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესებას. ივლისში და აგვისტოს პირველ ნახევარში თუ თავშეუკავებლობას გამოიჩინეთ, არ მიიღებთ შენიშვნას და სამართლიან კრიტიკას, მოსალოდნელია ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები გაგიჩნდეთ. აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბერში გაჩნდება სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური საკითხების დალაგების შესაძლებლობა. ამ პერიოდში არ გამოირიცხება სამსახურებრივი ცვლილებებიც. ოქტომბერში და ნოემბერში მოსალოდნელია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ და ან შეიცვალოთ იმიჯი. ეს კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის და რეფორმების გატარებისთვის. წლის ბოლოს მოსალოდნელია მოგიწიოთ რაიმე ტიპის შეთანხმებების მიღწევა ან ხელშეკრულების გაფორმება.
მორიელი. იანვარში მოგიწევთ ენერგიული მოქმედებები, რათა წინა წლის საქმიანი პერსპექტივების განვითარება შეძლოთ და ლოგიკურ შედეგამდე მიყვანა შეძლოთ. თებერვლის პირველი ნახევარში მოერიდეთ სიჯიუტის და აგრესიის გამოვლენას. მოვლენები თებერვლის ბოლოდან დალაგდება და მარტის ბოლომდე პოზიტიურად განვითარდება. სამსახურთან, ხელოვნებასთან და ფინანსებთან დაკავშირებით წარმატების მიღწევას შეძლებთ. აპრილი თქვენგან შექმნილი რეალობის გაცნობიერებას და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. აპრილის ბოლო და მაისი სასიკეთო იქნება საქმიანი ცხოვრებისთვის. მაისის ბოლოსა და ივნისში მოიმატებს თქვენი შარმი და სექსუალურობა, რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობებზე. ამ დროს მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. ივლისში შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზება, მიაღწიოთ შეთანხმებას ან გააფორმოთ მომგებიანი ხელშეკრულება. აგვისტოში მოსალოდნელია თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდნენ ოპონენტები და ფარული მტრები, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ. სექტემბერი და ოქტომბერი გარდამავალი პერიოდი იქნება. არ არის გამორიცხული მოგიწიოთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ცვლილებები ფრთხილად განახორციელეთ. ნოემბერში გააქტიურდება იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხები. საჭიროების შემთხვევაში რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. დეკემბერში გააქტიურდება სასიყვარულო სფერო. ამასთანავე, სასიკეთო პერიოდი იქნება ხელოვნებაში მოღვაწეობისთვის, მოგზაურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის.
მშვილდოსანი. იანვრიდანვე იგრძნობთ, რომ თქვენი საერთო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა საქმიან ცხოვრებაში მაინც წინდახედულად იმოქმედეთ. თებერვალში და მარტის პირველ ნახევარში შეძლებთ ძველი პრობლემების მოგვარებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარტის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია პერსპექტივები გარკვეულწილად დამუხრუჭდეს, მაგრამ ნუ შეშინდებით, იღბალი მაინც თქვენს მხარეზე იქნება. აპრილში გაგიჩნდებათ შანსი დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით ურთიერთობებში მეტი მოთმინების და დიპლომატიურობის გამოვლენა გმართებთ, რათა უბრალო გაუგებრობა განხეთქილებამდე და სკანდალამდე არ მივიდეს. ივნისში მოგიწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება. ამ დროს სხვა ადამიანებზე მეტად შინაგან ხმას მოუსმინეთ. ივლისი პასიური პერიოდი იქნება, ამიტომ ნაკლებად გარისკეთ. ეს კარგი დროა დასვენებისთვის. აგვისტოში განვითარებული საქმიანი კავშირები და პერსპექტივები სასიკეთო შედეგებს შემოდგომით მოიტანს. სექტემბერსა და ოქტომბერში გაგიჩნდებათ წინსვლის, დაწინაურების, გამდიდრების და მოგზაურობის შანსი. ამ დროს სასიკეთო იქნება ქორწინებაც. ნოემბერში შეეცადეთ დაშვებული შეცდომები გაანალიზოთ და გამოასწოროთ. ნოემბრის ბოლოდან თქვენი აღმასვლა კვლავ დაიწყება. თქვენში მოიმატებს ამბიციურობა და დიდი შანსი იქნება, რომ ამ პერიოდში თქვენი ცხოვრება ბევრად წარმატებული და ჰარმონიული გახდეს.



თხის რქა. იანვარსა და თებერვალში შეეცადეთ ძველი პრობლემები გააანალიზოთ და მათი მოგვარებისთვის ორგანიზებულად იშრომოთ. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებას. თებერვლის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს. იყავით კომუნიკაბელური, რადგან დოგმატურობა და სიჯიუტე ხელს შეგიშლით. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პრობლემური ურთიერთობების გარკვევა და კავშირების გაწყვეტა. ყურადღება გამოიჩინეთ სადაო და იურიდიული საკითხების მიმართ. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით სიტუაცია შედარებით დაბალანსდება და გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებში და პირად ცხოვრებაში კრიზისული სიტუაციები აღმოფხვრათ. ივნისი სასიკეთო იქნება საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და ასევე პიროვნული თვისებების განვითარებისთვის. ივლისში დაიკლებს თქვენი ტონუსი და ენერგიულობა, ამიტომ ნუ გადაიღლებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით თქვენ მიზანსწრაფვა და ორგანიზებულობა მოიმატებს. ეს საშუალებას მოგცემთ გაიაზროთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, დაალაგოთ ურთიერთობები, დაიწყოთ განვითარება. ოქტომბერში ნუ იქნებით ჯიუტი და შეეცადეთ ახლობელთა რჩევებს მოუსმინოთ, რადგან ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით შესაძლოა სერიოზული შეცდომები დაუშვათ. ნოემბერი და დეკემბერი მთლიანობაში პოზიტიური უნდა გამოდგეს. წინ წამოიწევს სამსახურებრივი საკითხები და არ არის გამორიცხული დაწინაურდეთ ან სამსახური შეიცვალოთ.


მერწყული. იანვრის პირველ ნახევარში შეეცადეთ გაიაზროთ და მოაგვარეთ წინა წლიდან გადმოყოლილი პრობლემები. იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება პოზიტიური პერიოდი და თებერვლის ჩათვლით გასტანს. ამ დროს შესაძლოა დაიწყოთ ახალი საქმეები, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, გაიჩინოთ თანამოაზრეები და შეიცვალოთ იმიჯიც კი. მარტში მნიშვნელოვანი ფინანსურო სფერო იქნება, ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური ვალდებულებების მიმართ, მათ შორის სესხებთან და კრედიტებთან დაკავშირებულ საკითხებში. აპრილის მეორე ნახევარში და მაისში უფრო მეტად მომთმენი იყავით და შეეცადეთ კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად აარიდოთ თავი. ივნისი პოზიტიური იქნება, შესაძლოა დაგროვილი პრობლემების გადაჭრა სწორედ ამ ამ დროს მოახერხოთ, ეს ეხება სამსახურს, ფინანსურ შემოსავლებს, უცხოეთს და სწავლა-განათლებას. ივლისი და აგვისტო პასიური იქნება. ამიტომ უფრო მეტად დაისვენეთ, მიხედეთ ჯანმრთელობას და გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტარეთ. აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით გააქტიურდით და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ. თუმცა წარმატების მიღწევისთვის ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მათ მიმართეთ. ნოემბერი არც თუ ჰარმონიული იქნება, ამიტომ წინდახედულება გამოიჩინეთ. ნუ გარისკავთ და მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. წლის ბოლო ჰარმონიული იქნება და შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზიც მიიღოთ.
თევზები. იანვარში მოგიწევთ ძველი, გადადებული პრობლემების მოგვარება. შეეცადეთ გაარკვიოთ პრობლემური ურთიერთობები, დარწმუნდეთ პარტნიორთა და თანამოაზრეთა ერთგულებაში, რათა მომავალში მათ გაბედულად დაეყრდნოთ. სასიკეთო პერიოდი თებერვლიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გასტანს. გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები, განსაკუთრებით სამსახურთან, ბიზნესთან და კომერციულ გარიგებებთან მიმართებაში. აპრილი და მაისიც მთლიანობაში პოზიტიური უნდა გამოდგეს. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებას. ამ პერიოდში გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ მასზე დაყრდნობით მიიღეთ. ივნისში გააქტიურდება უცხოეთთან, უცხოელებთან და ასევე სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში შეძლებთ კრიზისული სიტუაციების მოგვარებას და ვალების გასტუმრებას. აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ იქნებით ფანტაზიორი და საკუთარ თავს შეცდომაში ნუ შეიყვანთ. ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის ჩათვლით გააქტიურდით და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ. წარმატებას მკაფიო გეგმებით და კარგად დაგეგმილ მოქმედებებით მიაღწევთ. ეს კარგია დროა მოკავშირეების მოძიებისთვის, სამსახურის მოძიებისთვის და ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის. დეკემბრის პირველ ნახევარი უფრო კონფლიქტური იქნება, თუმცა მეორე ნახევრიდან შეძლებთ სიტუაციის თქვენდა სასარგებლოდ შემოტრიალებას.

2018 წლის ასტროლოგიური დახასიათება

© geoastrolog (რამაზ გიგაური) 


აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2018 წელი მიწის (ყვითელი) ძაღლის წელიწადი იქნება. ის 2018 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 2019 წლის 4 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ძაღლის წლის ზოგადი დახასიათება (სამართლიანობა, სიფხიზლე, მოუსვენრობა)

ძაღლის წლისთვის დამახასიათებელია ყველა ძველი საქმის თუ პროექტის გადასინჯვა და დეტალებში ჩაღრმავება. ბევრი რამ კრიტიკული თვალით გადაისინჯება და დალაგდება. მოწესრიგდება ბევრი არეული საკითხი. ინდივიდუალურ თუ გლობალურ დონეზე მოსალოდნელია წესრიგის დამყარება. ეს წელი მასშტაბურ ცვლილებებს ნამდვილად არ მოიტანს, თუმცა ის ადამიანები, ვინც იშრომებენ, სასიკეთო შედეგს აუცილებლად მიიღებენ. ამ წლის სტიქია მიწაა, ამიტომ წარმატებას პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომები მოიტანს. 
რას უნდა ველოდოთ 2018 მიწის (ყვითელი) ძაღლის წელს 
ძაღლის წელს (1910, 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018) - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიწის ენერგია მართავს და ყვითელ ფერთან ასოცირდება. ჩინურ ასტროლოგიის მიხედვით ძაღლი ერთგული არსებაა, თუმცა ის მუდამ შფოთვაშია და შინაგანად განგაშის რეჟიმში ცხოვრობს. რაც მას საფუძვლიანად ღლის. ამიტომ, 2018 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ენერგიის და საერთოდ რესურსების სწორად გადანაწილება. ძაღლის წელი „ითხოვს“ მოვლენების მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ის ვერ „იტანს“ სარისკო, ხიფათის შემცველ, საეჭვო ან უკანონო მოქმედებებს. ამიტომ 2018 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მსგავსი ტენდენციები. ამ წელს სასურველია ყველაფერი წინდახედულად და დაგეგმილად განვითარდეს. ცხადია ყოველთვის ეს არ ხერხდება, მაგრამ ძაღლი „ცდილობს“ ნებისმიერი ქაოსი მოაწესრიგოს და სიმშვიდე შექმნას. ის „ითხოვს“ უდიდეს პასუხისმგებლობას, ამიტომ, პასუხისმგებლობის გრძნობა 2018 წელს წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება იქნება.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2018 წლის მფარველი ვარსკვლავია „ვეი“, რომელიც ასოცირდება კუჭთან და მარცვლეულის შესანახ სკივრთან. ამიტომ ამ წელს წინ წამოიწევს მატერიალური საკითხები და ნებისმიერი არასწორი ფინანსური ოპერაცია მოსალოდნელია არც თუ სასიამოვნოდ დასრულდეს. თუმცა სწორი და მიზანმიმართული მოქმედებებით შესაძლებელი იქნება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ძაღლი - ადამიანის ერთგული მეგობარია, ამიტომ ის ადამიანებს „ეხმარება“ რომ მამლის წელში წარმოქმნილი ენთუზიაზმი და ინიციატივები უკვე კონკრეტულ მოქმედებამდე და ლოგიკურ შედეგებამდე დააყვანინოს. თუმცა ამისთვის საჭირო იქნება კონკრეტული მიზნები და მკაფიო გეგმები. ეს განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობასა და კარიერაში იქნება საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისები და პრობლემები არ დააყოვნებს. როგორც ჩინურ, ისე იაპონურ ასტროლოგიაში ძაღლი - სიფხიზლის სიმბოლოა, ამიტომ ამ წელს განსაკუთრებით საჭიროა „გონების სიფხიზლე“, ანუ ამ წელს ნებისმიერი ფანტაზიას აქვს ილუზიაში გადასვლის შესაძლებლობა, ამიტომ პრაქტიკულობითა და პრაგმატულობით ამ შეცდომის თავიდან არიდება იქნება შესაძლებელი.
2018 წელს „იან“ (მამრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების ენერგიულ, აქტიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ძაღლის წელს წარმატებას სწორედ ძლიერი, ინიცივიატიანი, აქტიური, მიზანსწრაფული და თავდაჯერებული ადამიანები მიაღწევენ. მიწის სტიქიის მამრული ენერგია - ეს არის მთა, მწვერვალი. ამიტომ, ამ წელს წარმატების მიღწევისთვის მხოლოდ აქტიურობა და ენერგიულობა საკმარისი არ იქნება. ასევე საჭირო იქნება წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის და რისკების გათვლის უნარი. 2018 წელს წარმატების მიღწევა მწვერვალზე ასვლას შეიძლება შევადაროთ, სადაც გამარჯვებიდან ერთ ნაბიჯზე შესაძლოა უფსკრულიც კი იყოს.
თუ გასული (მამლის) წლისთვის დამახასიათებელი იყო რყევები, მოვლენების ძირეული ცვლილებები და გარკვეული სიტუაციების ბოლომდე გაშიშვლება თუ ამოყირავება, ძაღლი წელი უფრო სტაბილური იქნება და მოვლენები უფრო მშვიდად წარიმართება. წესრიგი ყველგან და ყველაფერში - ეს ამ წლისთვის კიდევ ერთი დამახასიათებელი ტენდენცია იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ძაღლი „ვერ იტანს“ ორპირობას, ღალატს, ჭორებს, ინტრიგებს და მსგავსი მიდგომები მარცხისთვის იქნება განწირული. 
2018 წელს „მამლის“ ენერგიულობას, სიმკაცრესა და მოწესრიგებულობას - „ძაღლის“ სამართლიანობა, ერთგულება, პასუხისმგებლობა და სიფხიზლე შეცვლის. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იქნება საკუთარი საქმის ერთგულება და პასუხისმგებლობის გამოჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მიღწეული პოზიციების დაკარგვა. წარმატებას ორგანიზებული, მიზანსწრაფული და სამართლიანი ადამიანები მიაღწევენ. ამ ყველაფრის გვერდით საჭირო იქნება სიფხიზლე და გონიერება, რაც გულისხმობს იმას რომ, ადამიანები ილუზიურ და საკუთარი თავის მოსატყუებელ გარემოებებს უნდა მოერიდონ. ძაღლი - შრომისმოყვარეა და ის ადამიანებისგან შრომას „ითხოვს“. ასევე საქმისადმი და პარტნიორებისადმი ერთგულებას. მნიშვნელოვანი იქნება ვალდებულებების გაცნობიერება და მათი საფუძვლიანად შესრულება, რადგან წარმატების მიღწევის ალბათობა დიდწილად სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. საერთოდ, ძაღლის წელი სასიკეთოა პროფესიულ საქმეში ცვლილებების შეტანისთვის და კარიერული წინსვლისთვის. ბევრი ადამიანი ამ წელს მოახერხებს დაწინაურებას ან კარიერაში სასურველი პოზიციის დაკავებას.
2018 წელს რთული იქნება მეორე კვარტლის მეორე ნახევარი და მესამე კვარტალი, კონკრეტულად კი მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ამ პერიოდში რეკომენდებულია ყურადღების და კონცენტრაციის გამოვლენა, რათა მოსალოდნელი შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს. ამ პერიოდში მოსალოდნელია დაძაბულობამ მოიმატოს და მოვლენები სახიფათოდ განვითარდეს (ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებს). მოიმატებს ტექნიკური ავარიების, ტერაქტების, შეიარაღებული დაპირისპირებებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა.
სტიქიების მიხედვით 2018 წლის 8 ნოემბრამდე შედარებით პოზიტიური იქნება წყლის სტიქიით, ანუ კირჩხიბის, მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ხოლო 2018 წლის 8 ნოემბრიდან - წლის ბოლომდე უკვე ცეცხლის სტიქიით, ანუ ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება სასიკეთო.
2018 წელს მზის სამი დაბნელება დაფიქსირდება: 15 თებერვალს, 13 ივლისს და 11 აგვისტოს (სამივე ნაწილობრივი). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის ორი იქნება: 31 იანვარს და 27 ივლისს (ორივე სრული დაბნელება იქნება).