1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 29, 2017

2018 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ძაღლის წელი მაინცა და მაინც ხისტ წლად არ მიიჩნევა. თუმცა ეს წელი „ითხოვს“ საკუთარი სისტემის და პრინციპების ერთგულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისები გარდაუვალი იქნება. ამ წელს სასურველია გამოცდილი მეთოდებით ხელმძღვანელობა, რადგან ექსპერიმენტები არც თუ ხშირად ამართლებს. მუნდანური (ლათ. Mundus „მსოფლიო“) ასტროლოგიის მიხედვით 2018 წელი - წინა წლისგან განსხვავებით მშვიდი უნდა აღმოჩნდეს. თუ 2017 წლისთვის დამახასიათებელი იყო სიტუაციების მოულოდნელი „ამოყირავება“ და კრიზისების მოულოდნელი და სწრაფი განვითარება, 2018 წლისთვის უკვე მოვლენები შედარებით ნელა, თუმცა სიღრმისეულად განვითარდება. ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ ციკლის მიხედვით 2014 წლიდან - 2019 წლამდე დაღმავალი ციკლია და 2018 წელიც ამ ციკლის ფსკერის „შრეს“ წარმოადგენს. ამ დროს ხდება პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შეჯამება და გადაფასება. ყველა ის სისტემა, რომელიც ვერ გაუძლებს წნეხს, უბრალოდ დაიშლება. მთლიანობაში, პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისული იქნება 2018 წლის აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ასევე ნოემბერი. სწორედ ამ პერიოდშია საჭირო სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა, რათა სიტუაცია კონტროლის მიღმა არ გავიდეს. 2018 წელს ასტროლოგიური თვალსაზრისით ძირითად დაძაბულობას შექმნის - მარსის და ურანი ურთიერთკომბინაცია, რომელიც პირველად 3-31 მაისს, ხოლო მეორედ 15 ივლისიდან - 30 სექტემბრამდე გააქტიურდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულის დასასრული, ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი დაძაბულობის და კრიზისულობის კუთხით 2018 წლის პიკი იქნება. დიდი ალბათობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური პროცესები სწორედ ამ პერიოდებში დაიძაბება. გააქტიურდება როგორც ბუნებრივი, ისე პოლიტიკური კატაკლიზმები. მოსალოდნელია პოლიტიკური რყევები, გადანაცვლებები, რევოლუციები, სამხედრო გადატრიალებები და შეიარაღებული დაპირისპირებებიც კი. ამ პერიოდებში მოიმატებს ტექნიკური ავარიების და ტერაქტების ალბათობა. გასული წლის მეოთხე კვარტალში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ბუნებრივია გაგრძელდება 2018 წელში და ამ წლის გაზაფხულისთვის დასრულებულ ფორმებს მიიღებს. თუმცა გაზაფხულის მეორე ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა მოსალოდნელია ბევრი რამ თავდაყირა დააყენოს. ის სიმტკიცეზე „გამოსცდის“ პოლიტიკოსთა ნერვებს და ნებისმიერმა შეცდომამ მოსალოდნელი ბევრ უსიამოვნო და დაძაბულ პროცესს დაუდოს სათავე. ეს „დუღილის“ პროცესი შემოდგომის დასაწყისამდე გაგრძელდება და მხოლოდ შემოდგომის მეორე ნახევრიდან შეიქმნება მკაფიო რეალობა, რომელიც წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
პლანეტა იუპიტერი 2018 წლის ნოემბრის პირველი დეკადის ჩათვლით მორიელის ზოდიაქოში იმოძრავებს. ასე რომ, 1 იანვრიდან - 8 ნოემბრამდე იუპიტერის გავლენა გამარჯვებას მოუტანს იმ ადამიანს და ქვეყნებს, რომლებიც აქცენტს სტრატეგიულ და ტაქტიკულ მოქმედებებზე გააკეთებენ. თუმცა მაღალი იქნება ინტრიგების, ფარული მოქმედებების და შურისძიების ალბათობა. ყურადღებას ითხოვს კრიზისული სიტუაციები და ფინანსური ვალდებულებები. ნოემბრის მეორე დეკადიდან იუპიტერი მშვილდოსნის გადაინაცვლებს და ეს შედარებით გაზრდის გამართლების ალბათობას. წინ წამოიწევენ ის ადამიანები თუ ქვეყნები, რომლებიც აქტიურობის, ენერგიულობის და ასევე ენთუზიაზმის ხარჯზე ახერხებენ წინსვლას. ძალიან მნიშვნელოვანი გახდება უცხოეთთან არსებული კავშირები, საერთაშორისო დიპლომატია.

2018 წელს პლანეტა სატურნი უკვე თხის რქის ზოდიაქოში იმოძრავებს (ის აქ 2017 წლის 20 დეკემბერს გადავიდა) და ეს საკმაოდ სასიკეთო იქნება. წინაღობების გადალახვისთვის, სიძნელეების დაძლევისთვის და პრობლემების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ასევე ნელი, მაგრამ მუდმივი მოქმედების უნარი.
2018 წელი ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით გასული წლებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, თუმცა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე წინდახედული და გონივრული ნაბიჯების გადადგმით, შესაძლებელი იქნება ფინანსური კრიზისის დაძლევა და გარკვეულწილად პროგრესიც კი. 2018 წლის გარდამტეხი პერიოდი იქნება იანვრის ბოლო, თებერვლის პირველი ნახევარი, ივლისი და აგვისტო (როდესაც მზისა და მთვარის დაბნელება დაფიქსირდება), ამიტომ, ამ დროს განვითარებული მოვლენები იმის მიმანიშნებელი იქნება თუ როგორ განვითარდება შემდგომი პოლიტიკური პროცესები.
საქართველო. ცხადია, ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2018 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება. 2018 წელს საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში მთვარე თევზების ზოდიაქოში იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის რეაქცია ნებისმიერ უსამართლობისა თუ დისკომფორტის გამო ძალიან ემოციური, შეიძლება ითქვას ჰიპერემოციურიც კი იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ხალხის მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობის და გონიერების გამოჩენა მართებს.უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის მდგომარეობა წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდება, რადგან თუ მამლის წელში ნაკლებად ხდება ეკონომიკური ზრდა, ძაღლის წელში ეკონომიკური მაჩვენებელი შედარებით მაღლა იწევს. საერთოდ, 2018 წელი დაღმავალი ციკლის ერთი ეტაპია, მაგრამ მაინც შესაძლებელია ახლო წარსულთან მიმართებაში საერთო მდგომარეობა გაუკეთესდეს. სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი არასწორი ან კორუფციული გარიგება მარცხისთვის იქნება განწირული და არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებაში ვიხილოთ თანამდებობის პირების მიერ პოსტის სკანდალურად დატოვება და მათი დაკავებაც კი. 2018 წელს საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ქვეყანაში საერთო მდგომარეობის გამოსწორებას და უნდა ითქვას, რომ რამდენადმე მოახერხებს კიდეც ამას. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მონდომებისა, დიდი ალბათობით საერთო მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში მერყევი და ძნელადპროგნოზირებადი დარჩება. როგორც წინა წელიც, ეს წელიც მოითხოვს გარკვეული ცვლილებების და რეფორმების ჩატარებას და ეს უპირველესად ეკონომიკის გაუმჯობესებისკენ და ფინანსური საკითხების დარეგულებისკენ უნდა იქნას მიმართული. საერთოდ, ძაღლის წელში მატულობს კრიმინალის ალბათობა და ამასთანავე, საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში აქტიურდება ის ასტროლოგიური ფაქტორები, რომელთა ასტროლოგიური კომბინაციაც კრიმინალის ზრდაზე მიანიშნებს (სხვათა შორის ეს მაჩვენებელი აქტიური იყო 2017 წელსაც). აქედან გამომდინარე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწევთ გაძლიერებული ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ (ეს ეხება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და ავტოავარიებსაც). საქართველოს მუნდანური ჰოროსკოპის მიხედვით ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა ოპონენტებთან და ღია მტრებთან. 2018 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი პერიოდები: 11 იანვარი - 27 მარტი, 20 მაისი - 22 აგვისტო და 9 ნოემბერი - 31 დეკემბერის შუალედი. ამ პერიოდებში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, 2018 წელი საქართველოსთვის ისეთი რთული არ იქნება, როგორც 2017 წელი (თუმცა უმნიშვნელოც ნამდვილად არ ეთქმის). ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას წლის დასაწყისიდანვე მართებს მიზანმიმართული, ორგანიზებული და დისციპლინირებული მუშაობა, რათა გარკვეული სფეროები კონტროლის მიღმა არ გავიდეს. 
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპის მიხედვით 2018 წელს მნიშვნელოვანი იქნება და ყურადღებას ითხოვს შემდეგი მიმართულებები:
უცხოეთი. ქვეყნის ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული შრომა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა უკვე არსებული საგარეო კავშირები განავითაროს და გააუმჯობესოს;
საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები. მოსალოდნელია განვითარდეს საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები და ეს შეეხება როგორც ტურიზმს, მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას და მსგავს საკითხებს.
ტრანსპორტი. წინ წამოიწევს გზებთან, ტრანსპორტთან, ქვეყნის შიგნით მგზავრების გადაყვანასთან და ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით საჭირო გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა გაუმჯობესდეს ხალხის მდგომარეობა.
დაწყებითი განათლება. მნიშვნელოვანი იქნება სკოლებთან, დაწყებით განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით არ არის გამორიცხული ვიხილოთ რაიმე ტიპის რეფორმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბავშვების სწავლა-განათლებასთან და აღმზრდელობით საქმიანობასთან.
ჯარი და პოლიცია. სერიოზულ ყურადღებას ითხოვს არმიასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, გასამხედროებულ ნაწილებთან და სამაშველო სამსახურებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეფორმები თუ კრიზისები.
ბუნებრივი კატაკლიზმები. მნიშვნელოვანი იქნება ბუნებრივ კატაკლიზმებთან, ტექნიკურ ავარიებთან და კრიმინალთან დაკავშირებული საკითხებიც, ძალოვან, სამაშველო და სპეც-სამსახურებს უდიდესი წინდახედულება მართებთ, რომ მინიმუმამდე შეამცირონ მოსალოდნელი გართულებები. 
საქართველოსთვის რთული პერიოდები იქნება გაზაფხულის მეორე ნახევარი, ზაფხული და შემოდგომის პირველი ნახევარი. ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას უდიდესი წინდახედულობის გამოჩენა მართებს, რათა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მშვიდ ტემპში წარიმართოს.

No comments:

Post a Comment