1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება ევროპული და ინდური მეთოდებით.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Dec 27, 2018

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© geoastrolog (რამაზ გიგაური)


ვერძი

2019 წელი თქვენთვის საკმაოდ დადებითი იქნება, თქვენ შეძლებთ გაიფართოვოთ თვალსაწიერი და მიიღოთ ახალი ცოდნა. შესაძლოა უცხოეთში პერსპექტიული კავშირებიც დაამყაროთ. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. ამ წელს თქვენი მიზნები მასშტაბური და ამბიციური იქნება, ენერგია და ენთუზიაზმი კი დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. თუმცა ამისათვის თქვენ უნდა გაარღვიოთ საზღვრები, დაამსხვრიოთ შაბლონები, ასევე გამოავლინოთ უდიდესი შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა. იანვარსა და თებერვალში აქტიურობა და ენერგიული მოქმედებები მოგიწევთ, რათა ძველი პრობლემები მოაგვაროთ და ურთიერთობები დაალაგოთ. კონცენტრაცია პრიორიტეტულ საკითხებზე მოახდინეთ. თებერვლის მარტი წინდახედულად გაიარეთ. სასიკეთო იქნება დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ვალების გადახდა. აპრილსა და მაისში გაგიჩნდებათ მოსალოდნელია წამოიწყოთ ახალი პროექტები. ივნისში მოერიდეთ ცვლილებებს და უფრო მეტად დაისვენეთ. ივლისსა და აგვისტოში იგრძნობთ აღმაფრენას და ენერგიის მოზღვავებას. ეს კარგი დროა პირადი ცხოვრების შესაცვლელად. ოქტომბერი და ნოემბრის პირველ ნახევარში ენერგიას გაუფრთხილდით. მოერიდეთ კონფლიქტებს. არ წახვიდეთ რისკზე. ნოემბრის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა გამოსწორდება და წლის ბოლომდე მაღალი იქნება წარმატების მიღწევის ალბათობა.

კურო

თქვენთვის 2019 წელი ცვლილებების და ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება - მოგიწევთ ძველ ჩვევებზე უარის თქმა, შეგეცვლებათ არა მხოლოდ ცხოვრების ჩვეული რიტმი, არამედ მსოფლხედველობაც კი. მოსალოდნელია გადაიხედოს პარტნიორული ურთიერთობებიც. ეს წელი შეიძლება სარფიანი აღმოჩნდეს დამატებითი შემოსავლების ან მემკვიდრეობის მიღების კუთხით. იანვარში გექნებათ საშუალება დაასრულოთ ძველი პროექტები, დაამყაროთ საინტერესო კავშირები და გადახვიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე. ეს ყველაფერი წარმატებას უკვე თებერვალში მოგიტანთ. მარტი და აპრილი გარდამავალი ეტაპი იქნება. ეს მოგიტანთ განცდებს პირად ცხოვრებაში, ამიტომ სასიყვარულო პარტნიორები ყურადღებით შეარჩიეთ. შედარებით სასიკეთო იქნება სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებული ცვლილებები. მაისში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და ბევრ რთულ საკითხს მოაგვარებთ. ივნისი და ივლისი ასევე პოზიტიური იქნება და წარმატებით გააგრძელებთ გაზაფხულზე დაწყებულ პროექტებს. მოსალოდნელია გააქტიურდეს უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები. აგვისტო დასვენებისთვის გამოიყენეთ. შემოდგომა აქტიური იქნება. თუ ცხოვრება თქვენგან ცვლილებას და რისკზე წასვლას მოითხოვს, ნუ შეგეშინდებათ. ასეთი მოქმედებებით ნოემბერ-დეკემბერში თქვენთვის სასურველ შედეგებს მიიღებთ.

ტყუპი

მთლიანობაში, 2019 წელი პოზიტიური აღმოჩნდება, განსაკუთრებით პარტნიორული ურთიერთობების კუთხით. თქვენ შეეცდებით შემოიკრიბოთ საინტერესო და საიმედო ადამიანები, დაამყაროთ ახალი კავშირები. მთავარია გადაჭარბებული მოლოდინი არ გქონდეთ, რომ იმედგაცრუება არ იგრძნოთ. შიშები და ეჭვები, რომლებიც ამ წელს საკმაოდ ხშირად დაგეუფლებათ, ხელისშემშლელი აღმოჩნდება გაბედული მოქმედებისთვის, ამიტომ, გახდით უფრო მეტად თავდაჯერებული. წლის დასაწყისში მოსალოდნელია გაგიჭირდეთ დაგროვილი პრობლემებისთვის თავის გართმევა, თუმცა ორგანიზებულობის და მიზანსწრაფვის ხარჯზე შეძლებთ ყველაფრის დალაგებას. თებერვალი უფრო პოზიტიური გამოდგება. შესაძლოა გაიცნოთ საინტერესო ადამიანები და დაამყაროთ საქმიანი კავშირები. მარტიდან მაისამდე წინდახედულად იმოქმედეთ. ნუ იქნებით ზედაპირული და აგრესიული, რადგან ეს თქვენს პერსპექტივებს დაამუხრუჭებს. გადაამოწმეთ ინფორმაცია და ყურადღება მიაქციეთ საბუთებს. ივნისი სასიკეთო იქნება, თუმცა გრძელვადიანი სარისკო პროექტების წამოწყება მაინც შემოდგომისთვის გადადეთ. ივლისი-აგვისტო პასიური იქნება, ამიტომ ამ პერიოდში დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ. შემოდგომის პირველი ნახევარი უფრო აქტიური იქნება, ამიტომ ოქტომბრის ბოლომდე დასახული მიზნების მიღწევას შეეცადეთ. მოიმატებს მოგზაურობის და სამსახურებრივი წარმატებების ალბათობა. წლის ბოლოს შეეცადეთ ყველაფერი დაასტაბილუროთ.

კირჩხიბი

2019 წელი კარმული პერიოდია, მოგიწევთ გადახედოთ ურთიერთობებს პარტნიორებთან. არ არის გამორიცხული პრობლემები თქვენი პრეტენზიების და გადაჭარბებული მოთხოვნების გამო შეიქმნას. მოსალოდნელია გაგიძნელდეთ სწორი არჩევანის გაკეთება, რაც შეცდომების მიზეზიც გახდეს. ამიტომ ურთიერთობებში მეტი ტაქტიანობა გამოიჩინეთ, არჩევანის გაკეთებისას რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. აქცენტი საქმიან ცხოვრებაზე გააკეთეთ, რადგან აქ უფრო მეტი იქნება წარმატების მიღწევის შანსი. იანვრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე მაქსიმალურად მოინდომეთ და ორგანიზებულად იშრომეთ, რომ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით განვითარდეს. სიტუაცია თებერვლის ბოლოდან დასტაბილურდება. ამ პერიოდში მოგიწევთ გააკეთოთ გარკვეული არჩევანი ან პასუხები გასცეთ ცხოვრების არც თუ მარტივ შეკითხვებს. მარტის მესამე დეკადიდან აპრილის ჩათვლით ფრთხილად იმოქმედეთ. რთული გადაწყვეტილებები ინტუიციურად მიიღეთ. მაისში და ივნისში ბიზნესთან, კომერციულ გარიგებებთან და ფინანსებთან დაკავშირებით მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები. ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში რთული გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ. არ გარისკოთ და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. სექტემბერი პასიური იქნება, თუმცა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას შეძლებთ, გაძლიერდებით ემოციურად და საქმიან ცხოვრებაშიც წინ წაიწევთ.

ლომი

თქვენთვის 2019 წელი საკმაოდ იღბლიანი უნდა აღმოჩნდეს. შეძლებთ საკუთარი ტალანტისა და ინდივიდუალობის გამოვლენას, რაც ახალ პერსპექტივებს შეგიქმნით. ეს ყოველივე კი გაზრდის თქვენს პოპულარობას. ამ წელს შეძლებთ ძველი პრობლემებიდან თავის დაღწევას და ამას თქვენ გაძლიერებული ენერგიისა და მოზღვავებას შემოქმედებითი ძალების ხარჯზე მოახერხებთ. იანვარსა და თებერვალში თქვენი დომინანტური ბუნების გამო არა მხოლოდ თქვენი, არამედ ახლობელი ადამიანების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. თუმცა მათგანაც იგრძნობთ მხარდაჭერას, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა მარტოს გაგიჭირდებათ ყველაფრისთვის თავის გართმევას. თუ შეძლებთ საჭირო ადამიანების მოძებნას და არც ერთობლივ საქმიანობაზე იტყვით უარეს, წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. ივნისი და ივლისი დასვენებისთვის და დაშვებული შეცდომებისთვის გამოიყენეთ. აგვისტოსა და სექტემბრის პირველი ნახევარში მოიმატებს ფლირტის, რომანის ან დაოჯახების ალბათობა. შემოდგომა უფრო მშვიდი იქნება, მთავარია საკუთარი რესურსები (ენერგია, დრო, ფული) სწორად გადაანაწილოთ. წლის ბოლოს გაექეცით ცდუნებას და საეჭვო სიტუაციებში მოხვედრას. 

ქალწული

დამდეგი 2019 წელი თქვენთვის სასიკეთო იქნება. ეს შეეხება როგორც საქმიან, პირადი კავშირების გაფართოებას, ისე ინტელექტუალურ საქმიანობას და საინტერესო კავშირების დამყარებას. იოლად მოახერხებთ საკუთარი ავტორიტეტის ზრდას. გახდებით უფრო მეტად გავლენიანი. ეს კი სასიკეთოდ იმოქმედებს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე, იგივე სასიყვარულო სფეროში და ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები. იანვარსა და თებერვალში ყურადღება მიაქციეთ საქმიან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს და საბუთების გაფორმებას. მარტში გათავისუფლდით ნეგატიური მოგონებებისგან და არასასურველი კავშირებისგან. შეეცადეთ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. აპრილი და მაისი უფრო პოზიტიური იქნება. ამ დროს შეძლებთ მხოლოდ ძველი კრიზისების აღმოფხვრას, ასევე ვალებთან და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობაც. ივნისში შეძლებთ კარიერულ წინსვლას, ხოლო ივლისში მეგობრების დახმარებით შესაძლოა საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდეს. აგვისტო დაისვენეთ, თუმცა მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. შემოდგომა ნაყოფიერი იქნება და დაიწყებთ აქტიურ მოქმედებებს, რაც წარმატებას უკვე ოქტომბერში მოგიტანთ. წლის ბოლოს კარგი იქნება გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.
 
სასწორი

2019 წელი თქვენთვის ახალი კავშირების დამყარების, სოციალური აქტიურობის და თვითრეალიზაციის პერიოდი იქნება. იოლად მოიპოვებთ სასურველი ინფორმაციას, დაამყარებთ მომგებიან კავშირებს და ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ბევრი მიმართულებით განვითარდეთ და უკეთესი პოზიციები დაიკავოთ. მთელი წელი  ცხოვრების აქტიური რიტმით იქნება გამორჩეული, მოიმატებს შეხვედრების, სიტყვით გამოსვლის, სწავლის, მოგზაურობის და თვალსაწიერის გაფართოების ალბათობა. იანვარ-თებერვლიდანვე აქტიურად დაიწყეთ პარტნიორობასთან, შეთანხმებებთან, გარიგებებთან და ასევე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. გაზაფხულის პირველი ნახევარი პოზიტიური იქნება და შეძლებთ დაწყებული საქმეების წარმატებით გაგრძელებას, ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლებას და განახლებას. ყურადღება გამოიჩინეთ აპრილის ბოლოსა და მაისში. ამ პერიოდში შეეცადეთ არ გარისკოთ. ივნისში სასიკეთო იქნება დაოჯახება და უძრავ ქონების ყიდვა-გაყიდვა. ივლის-აგვისტოში დაისვენეთ, განიტვირთეთ, იმოგზაურეთ და მიიღეთ ახალი შთაბეჭდილებები. შემოდგომით თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები და გარემოებები გაჩნდებიან, რომლებიც სასიკეთოდ შეცვლიან თქვენს ცხოვრებას. ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში წარმატებას მოიტანს ფინანსებთან, ინფორმაციასთან და საქმიან ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. 

მორიელი

ახალი 2019 წელი თქვენთვის დაძაბული, თუმცა მთლიანობაში წარმატებული აღმოჩნდება (განსაკუთრებით მატერიალურ საკითხებში). გადაამოწმეთ ხოლმე ინფორმაცია, გააკონტროლოთ საბუთებთან დაკავშირებული საკითხებიც, თუმცა არ ჩაიციკლოთ ნეგატივზე და არ იყოთ ეჭვიანი. გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, რაც რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ეს განსაკუთრებით გამოგადგებათ ახალი საქმიანი შემოთავაზებების და მომგებიანი პროექტების დაწყებისას. იანვარშივე ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და დაგეგმეთ თქვენი მოქმედებები. ეს თებერვალსა და მარტში საშუალებას მოგცემთ წარმატებას ნაკლები ძალისხმევით და მცირე რესურსების გამოყენებით მიაღწიოთ. აპრილის ბოლოსა და მაისში მაქსიმალურად ყურადღებიანი იყავით. ნუ იქნებით ჯიუტი და რადიკალური. ნუ გამოავლენთ აგრესიას. გაასაიდუმლოეთ თქვენი პირადი ცხოვრება. ივნისში სიტუაცია შერბილდება და შეძლებთ რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევას. ივლისში და აგვისტოში მოიმატებს თქვენი სექსუალურობა, რაც გაზრდის სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობას. შემოდგომის პირველ ნახევარში მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ყურადღებით მოეკიდეთ მეგობრების რჩევებს. შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარი უფრო პასიური იქნება. მოგიწევთ გადადებული საქმეების დასრულება და მიღწეული მდგომარეობის დასტაბილურება.

მშვილდოსანი

თქვენთვის 2019 წელი საკმაოდ წარმატებული იქნება და მოსალოდნელია შეძლოთ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმების რეალიზება. ეს ძველისგან გათავისუფლების, განვითარების, ახალი სივრცეების ათვისების, ასევე პიროვნული და სულიერი ზრდის წელი იქნება. შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას, რაც დაგეხმარებათ გარშემოიკრიბოთ თანამოაზრეები, გაიჩინოთ ახალი მეგობრები და მიმდევრები. წლის დასაწყისივე თქვენთვის პოზიტიური უნდა აღმოჩნდეს. მთავარია, თქვენვე არ შეუშალოთ თქვენს თავს ხელი. წლის პირველი კვარტალში შეეცადეთ მოაგვაროთ ძველი პრობლემები, გაარკვიოთ პრობლემური ურთიერთობები და დაალაგოთ ფინანსური საკითხები. მარტის ბოლო და აპრილი აქტიური უნდა აღმოჩნდეს და მოგიწევთ შეტევაზე გადასვლა, თუმცა ეს გააზრებულად გააკეთეთ. მაის-ივნისში პარტნიორებისა და ოპონენტების მიმართ კონსტრუქციული და ტაქტიანი იყავით. ეს ბევრი გაუგებრობისგან გიხსნით. ივლისი და აგვისტოც პოზიტიური იქნება. გაძლიერდება თქვენი შარმი, გახდებით მოსიყვარულე, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე. სექტემბერში პრაქტიკული და პრაგმატული იყავით. გადაამოწმეთ ინფორმაცია. ოქტომბერ-ნოემბერში მოიმატებს თქვენი  ენერგიულობა და მიაღწევთ ახალ გამარჯვებებს. წლის ბოლო ფინანსური კუთხით სასიკეთო აღმოჩნდება.

თხის რქა

თქვენთვის 2019 წელი იოლი ნამდვილად არ იქნება. გაგრძელდება წინა წელს დაწყებული საკითხების მოგვარება და განვითარება. მოგიწევთ ბევრი შრომა და შეუპოვრობის გამოვლენა. არ არის გამორიცხული ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლებას და ადრე დაწყებული კრიზისების აღმოფხვრამ ბევრი დრო და ენერგია წაიღოს, თუმცა ეს აუცილებელი იქნება შემდგომი განვითარებისთვის და მომავალი წარმატებებისთვის. წლის დასაწყისში თქვენი დავალება ვარდნის შეჩერება და წინსვლის დაწყება უნდა იყოს. ეს კი სწორედ იანვრიდანვე უნდა დაიწყოთ. ორგანიზებული და დისციპლინირებული მოქმედებების შემთხვევაში დაიწყება თქვენი წინსვლა. თებერვალ-მარტში ნუ დაკარგავთ მოტივაციას და მიუხედავად ოჯახთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული წინაღობებისა წინ იარეთ. აპრილი და მაისი კარმული იქნება და ამ დროს მიღებული შედეგები ბევრ რამეს მკაფიოდ გამოაჩენს. ივნისი და ივლისი წინდახედულად გაიარეთ. რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ. აგვისტო ბოლოს და სექტემბერში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება. ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები. ოქტომბერში მოერიდეთ სხვების გაკრიტიკებას და ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას. ნოემბერი-დეკემბერი მშვიდი და ჰარმონიული იქნება

მერწყული

2019 წელი თქვენთვის წინააღმდეგობებით სავსე იქნება. მოსალოდნელია სხვების გავლენით ან საკუთარი სურვილით ჩრდილში მოქცევა და მოვლენებისთვის შორიდან დაკვირვებაც კი მოგიწიოთ. ეს ფსიქოლოგიური გადაწყობის, დაკვირვების და ენერგიის მოგროვების პერიოდია. შეეცადეთ გათავისუფლდეთ წარსულის ნეგატიური გავლენისგან. ნუ ჩაიკეტებით. პირიქით, დაიხმარეთ ახლობლები, რომ გამოხვიდეთ კრიზისული სიტუაციიდან. თუ წლის დასაწყისში ცვლილებების განხორციელებას აპირებთ, მაშინ ეს არა იანვარში, არამედ თებერვალში გააკეთეთ. თებერვალი (ასევე მარტი) „თქვენი პერიოდი“ იქნება და მაქსიმალურად მომგებიანად გამოიყენეთ. ეს განსაკუთრებით საქმიან ცხოვრებას ეხება. აპრილში მოსალოდნელია არაორდინარული სიტუაცია შეიქმნას და განვითარებულმა მოვლენებმა თქვენგან არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვოს. მაისი წინააღმდეგობრივი იქნება. ამიტომ თავი შეიკავეთ სიტუაციების გამწვავებისგან როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. ივნისიდან სიტუაცია დალაგდება და სექტემბრის ჩათვლით მოვლენები ჰარმონიულად განვითარება. შეძლებთ ყიდვა-გაყიდვასთან, ფინანსებთან, კრედიტებთან სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას. ოქტომბერი პოზიტიური იქნება. მოიმატებს მოგზაურობის და უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა. ნოემბერში მოერიდეთ გრძელვადიანი და სარისკო პროექტების წამოწყებას. წლის ბოლოს შესაძლოა თქვენთვის მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიოთ.

თევზები

დამდეგი 2019 წელი პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევისა და ავტორიტეტის ამაღლების შესაძლებლობებს მოგიტანთ. გავლენიანი მეგობრები კარიერულ აღმასვლაში დაგეხმარებიან. თუმცა სულ სხვისი სცენარის მიხედვით ნუ იმოქმედეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსური მდგომარეობას და შეეცადეთ მოძებნოთ ახალი შემოსავლების წყაროები. იანვარი და თებერვლის დასაწყისი ბუნდოვანი იქნება, ამიტომ მოერიდეთ ილუზიურ გარემოებებს და ადამიანებს იოლად ნუ ენდობით. თებერვლის ბოლო და მარტი უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდება და შეძლებთ არა მხოლოდ განვითარებასა და წარმატების მიღწევას, არამედ პოპულარობის მოხვეჭასაც. აპრილის პირველ ნახევარში თქვენი დაიკლებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მაისში და ივნისში ორგანიზებულობის და მეგობრების დახმარების ხარჯზე მოახერხებთ ძველი პრობლემების მოგვარებას. ზაფხულში შესაძლოა განახლდეს ძველი ურთიერთობები. მოსალოდნელია მიიღოთ ახალი შემოთავაზება. შესაძლოა ცვლილებები შეეხოს თქვენს სამსახურსაც. შემოდგომით მოგიწევთ ლიდერის თვისებების გამოვლენა, რაც თქვენთვის ასე იოლი არ იქნება. შესაძლოა თქვენი დახმარება თქვენს ახლობელ ადამიანებსაც დასჭირდეთ. დეკემბერში გაგიჩნდებათ შესაძლებლობა გააფართოვოთ თქვენი თვალსაწიერი და გაბედულად დაგეგმოთ თქვენი მომავალი.

No comments:

Post a Comment