1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


May 11, 2009

აგრიპა

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

აგრიპა – ფაუსტის პროტოტიპი

გერმანელი ასტროლოგი, ექიმი, ალქიმიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი და ოკულტიზმის თეორიტიკოსი ჰენრიხ კორნელიუს აგრიპა 1486 წლის 14 სექტემბერს ქალაქ კიოლნში დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, სავარაუდოდ ის ასტროლოგიითა და ფილოსოფიით ადრეულ ასაკიდანვე დაინტერესდა.
იგი პირველად ოცი წლის ასაკში პარიზში გამოჩნდა, სადაც შარლ დე ბოველთან, სიმფორიან შამპესთან, ჟერმენ დე ჰანესთან და სხვა ფილოსოფ-ჰუმანისტებთან ერთად ეზოთერული მეცნიერებების შესასწავლი საზოგადოება დააარსა. აგრიპა მრავალმხრივ განათლებული პიროვნება იყო, რის გამოც 1510 წელს "წმინდა რომის იმპერიის" იმპერატორ მაქსიმილიან I-ის მდივანი გახდა (თუმცა მანამდე ის არმიის ჯარისკაცი გახლდათ და ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის მეფე აგრიპა ბრძოლის ველზე დააჯილდოვა).
მალე ის ინგლისში დიპლომატიური მისიით გააგზავნეს. ინგლისში ჩასვლიდან რამოდენიმე ხანში მან უარი თქვა დიპლომატიურ სამსახურზე და იტალიაში გაემგზავრა (1511-18 წ.წ.). ინგლისსა და იტალიაში მან დაწერა მისი ყველაზე ცნობილი, სამტომიანი ნაშრომის "ოკულტური ფილოსოფია", რომელიც მხოლოდ 1533 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე აიკრძალა. ეს ტრაქტატი აერთიანებდა ჰერმესიზმს, ასტროლოგიას, ოკულტიზმსა და ფილოსოფიას.
იტალიაში კიდევ უფრო გაიღრმავა ცოდნა – ძირითადად მედიცინასა და ფილოსოფიაში. იტალიაში აგრიპა რამოდენი ხანი ჰერცოგ სავოს მრჩეველი იყო.
ამ პერიოდისთვის მის პერსონას ევროპის ბევრ ქვეყანაში იცნობდნენ. 1519 წელს მას ექიმად იწვევენ მშობლიურ კიოლნში. აგრიპა გერმანიაში ჩავიდა, თუმცა მალე მას ეკლესიის მსახურებმა ოკულტური ცოდნისა და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი "ოკულტური ფილოსოფიის" გამო ანათემაზე გადასცეს და მისი ნაშრომები ერესად გამოაცხადეს (ამ პერიოდისთვის კოცონზე უკვე დამწვარი იყო იან ჰუსი, ხოლო მოგვიანებით დაწვეს ჯორდანო ბრუნო).
იგი ექიმად მუშაობას ჟენევაში იწყებს, უფრო მოგვიანებით კი, 1524 წელს მიუხედავად აგრიპას სკანდალური პერსონისა, მას საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის დედის სამკურნალოდ იწვევენ. ამ პერიოდში ფრანცისკ I მთელ რიგ ომებს აწარმოებდა, რომლებიც საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა რომელიც ჰაბსბურგებსა (ესპანეთი, გერმიანია) და ვალუა-ბურბონებს შორის მიმდინარეობდა, რამოდენიმე წელი აგრიპა ფრანცისკ I-ის პირადი ასტროლოგი იყო და ბრძოლების დაგეგმარებაში მეფეს დიდ დახმარებას უწევდა.
1528 წლიდან აგრიპა ნიდერლანდების დედოფლის მარგარიტა ავსტრიელის ისტორიოგრაფი და მრჩეველი ხდება. თუმცა მიუხედავად აგრიპას ასეთი ავტორიტეტისა და მისი უნივერსალური, მას დოგმატიკოსთა და ეკლესიის მსახურთა წინააღმდეგობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდა – მისი ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც დედამიწა-მთვარის კავშირს ეხებოდა, სორბონის უნივერისტეტში 1534 წელს საჯაროდ დაწვეს.
აგრიპა პირად ცხოვრებაში არც თუ ბედნიერი იყო, რადგან მას ორი ცოლი გარდაეცვალა, ხოლო მესამე გაეყარა, ბუნებრივია პირადი ცხოვრების ტრაგედიები მის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახა.
მისი სტუდენტების, კონკრეტულად კი იოჰან ვეიერუს ჩანაწერების თანახმად აგრიპა 1535 წლის 18 თებერვალს, ქალაქ გრენობლეში გარდაიცვალა.
აგრიპას სახელი და მისი ნაშრომები მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ერთ-ერთი ვერსიით გოეთემ ფაუსტის პროტიტიპად სწორედ აგრიპას პიროვნება აიღო.
მერი შელი ("ფრაკენშტეინის" ავტორი) თავის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელსაც პროზაული სახელი "მოკვდავი უკვდავი" ეწოდება, წერს, რომ აგრიპას ჰქონდა ალქიმიური ელექსირი, რომლის მიღებით მომაკვდავ ადამიანს საოცარი ენერგია ეძლეოდა და ხშირად ეს ადამიანი ჯანმრთელობას იბრუნებდა.
თავის ერთ-ერთ რომანში აგრიპა მოხსენიებული ჰყავს ჯეიმს ჯოისსაც და "ჰარი პოტერის" ავტორს ჯოანა როულინგს.

No comments:

Post a Comment