1. პირადი (პერსონალური) ჰოროსკოპი (ხასიათი, ფინანსები, ურთიერთობები, სიყვარული, დაოჯახება, ჯანმრთელობა, ხიფათი, ემიგრაცია, კარიერა, პროფესია, ემოციური რეაქციები, აზროვნების პროცესი, საქმიანობა, წარმატებები, წარუმატებლობები და ბევრი სხვა ფაქტორი).
2. პირადი (პერსონალური)
ასტროლოგიური პროგნოზი (ყველა ძირითადი მოვლენის პროგნოზირება: 1–დან 3 წლამდე პერიოდი. თქვენთვის სასურველი მოქმედებებისთვის სასურველი პერიოდის გამოთვლა როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
3. სინასტრიული ჰოროსკოპი (სასიყვარულო ან საქმიანი ურთიერთშეთავსება, პარტნიორის ჰოროსკოპის ანალიზი და ურთიერთობის პერსპექტივის დადგენა – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ორი ადამიანი - როგორც „კლასიკური“, ისე ინდური ასტროლოგიის მიხედვით).
4.
ბავშვის ჰოროსკოპი (ფსიქოტიპის ანალიზი, შიშების, კომპლექსების, აგრესიის მიზეზის დადგენა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი და სასიკეთო პროფესის არჩევა).
5.
კარმული ჰოროსკოპი (კარმის ასტროლოგიური დიაგნოსტიკა, კარმული პრობლემების ანალიზი, კარმული მისიის დადგენა).
6. ბიზნეს და ფინანსური ჰოროსკოპი
(ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივების და პრობლემების ანალიზი და პროგნოზი).
7.
რელოკაციური და ასტროკარტოგრაფიული ჰოროსკოპი (ემიგრაცია–მიგრაციასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და გარემოებების ანალიზი–პროგნოზი. ემიგრაციისთვის სასიკეთო ქვეყნისა და ქალაქის შერჩევა).
8.
ელექციური ჰოროსკოპი (ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა: ქორწინება, ორგანიზაციის რეგისტრაცია, ხელშეკრულების გაფორმება და ა. შ.).
9. ჰორარული ჰოროსკოპი (თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე და კითხვაზე ასტროლოგიური ანალიზი და პასუხი).
======================================================================================================
პირადი ჰოროსკოპი 24 საათში: Messenger-ის, Viber-ის ან Skype-ის დახმარებით პირადი ჰოროსკოპის გაშიფვრა-ანალიზი, მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზირება.
======================================================================================================
ანაზღაურება გადარიცხვით:
1.
საბანკო ანგარიშზე;
2. სწრაფი გზავნილით (Western Union, Anelik, Money Gram, Unistream, Contact, Rico Gram).
======================================================================================================
ტელეფონი:

5 (99) 940-680 (მაგთი)
5 (93) 740-380 (ჯეოსელი)
Email: geoastrolog@gmail.com

Facebook: Ramaz Gigauri
ასტროლოგი რამაზ გიგაური


Jul 9, 2009

ბავშვები და ასტროლოგია

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

როგორ ჩავწვდეთ ბავშვის შინაგან ბუნებას

ბავშვთა სამყარო ძალიან რთული და მრავალგანზომილებიანია. ის, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვის ფსიქიკა მარტივია და მისი გაგება ადვილად შეიძლება, უბრალოდ ცდება. ალბათ ყველა მშობელი მოხვედრილა ისეთ ვითარებაში, როდესაც გრძნობს, რომ მას საკუთარი შვილის არ ესმის (ან პირიქით, შვილს არ ესმის მისი). ისევე როგორც მოზრდილები, ბავშვებიც კოსმოსის ბიორითმებს ემორჩილებიან და ზოდიაქოს წრე რა თქმა უნდა მათზეც გარკვეულ გავლენას ახდენს. საინტერესო იქნება თუ ბავშვებს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დავახასიათებთ.

ვერძი-ბავშვი
პატარა ვერძის არსებობას მისი დაბადების პირველივე დღეებიდანვე იგრძნობთ. თუ მას თუნდაც ერთი წუთით უყურადღებოთ დატოვებთ, მაშინვე მთელი ხმით დაიწყებს ყვირილს ან ტირილს, რადგან ასე ის საკუთარ პირველობას ამტკიცებს. პატარა ვერძს პირველობისკენ სწრაფვა დაბადებიდანვე სჩვევია. ის არასდიდებით არ შეჭამს იმას, რაც მას არ მოსწონს, თუ შეეცდებით, ძალით შეაჭამოთ, ის ფაფას პირდაპირ ხალიჩაზე დაგიღვრით და თეფშსაც შორს მოისვრის. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ გოგონები ბიჭებს თითქმის არაფერში არ ჩამორჩებიან. იქნებ ამ ბავშვისგან ძნელად ვინმე მოელის რკინისებური ხასიათის გამოვლენას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ვერძის ლითონი სწორედ რკინაა, ძვირფასი ქვა კი ალმასი, ალმასზე მაგარი კი რა უნდა იყოს? მას მიდრეკილება აქვს ხიფათისადმი, ამიტომ, ხშირად დადის ხელდამწვარი და თითგაჭრილი. აქედან გამომდინარე მოარიდეთ ბასრ საგნებსა და ასანთს. მას ძალიან უყვარს ალერსი და ამის დემონსტრირებას თვითონაც ახდენს, ის თვითონ მივარდება მშობლებს, აკოცებს და მიუალერსებს. პატარა ვერძი გულუხვია და შესაძლოა, მან მთელი თავისი საჩუქრები უბრალოდ გააჩუქოს, თუმცა თუ ვინმე გადაეღობა გზაზე, მისი გულუხვობა მომენტალურად სადღაც გაქრება. ვერძი-ბავშვი არც თუ კარგად სწავლობს, თუ გსურთ, რომ მან სწავლას მოუმატოს, ამისათვის უნდა გამოიწვიოთ _ ასე უთხარით: `მართალია შენ შენს მეგობარზე ცუდად სწავლობ, მაგრამ მე შენ მაინც ძალიან მიყვარხარ~. პატარა ვერძს პირველობა უყვარს, ამიტომ, ის საკუთარ მეგობარს სწავლაში გაეჯიბრება, ეს კი სასურველ შედეგს მოიტანს.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? ბასრ საგნებთან ურთიერთობა, იმპულსური და დაუფიქრებელი საუბარი და მოქმედებები.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? განუვითარეთ მას წესრიგის ჩვევა და დისციპლინა. ასწავლეთ სხვებზე ზრუნვა. წარმართეთ მისი უზღვავი ენერგია სასარგებლო მიმართულებით.

კურო-ბავშვი
იგი ძალიან ჯიუტი და თავნებაა, ამიტომ, დაძალებით ნურაფერს გააკეთებინებთ. კიდევ რაც შეიძლება მის ნაკლად ჩაითვალოს, ის არის, რომ კურო-ბავშვი ზანტი და აუჩქარებელია. ეს განსაკუთრებით საგრძნობია სწავლის დროს, როდესაც ის ნელა მუშაობს, რაც ხანდახან მშობლების გაღიზიანებას იწვევს. საერთოდ ამ ნიშნით დაბადებული ბავშვი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია, ამიტომ, ნუ დაუწყებთ ყვირილს და ნუ აიგდებთ აბუჩად, მასთან ერთწუთიანი ალერსიანი საუბარი უფრო დიდ შედეგს მოიტანს, ვიდრე ერთსაათიანი ყვირილი და ჩიჩინი, მთავარია მას ნათლად და ლოგიკურად აუხსნათ. ნუ დაელაპარაკებით აგდებული ტონით, პირიქით გაესაუბრეთ როგორც მოზრდილ ადამიანს და უფრო სასურველ შედეგს მიიღებთ. მისი ემოციური განვითარებისთვის და ასევე ძილისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფერსა და ბგერას, ამიტომ, სულ ერთი არ არის რა ფერებშია გადაწყვეტილი მისი საძინებელი და რა ხმები ესმის დაძინებისას. თუ მან საგვარეულო ბუფეტზე დანით საკუთარი ინიციალები ამოჭრა, ნუ დასჯით, სჯობს ფანქარი და ქაღალდი მისცეთ და სთხოვოთ, რომ მეორედ აქ დახატოს. იგი ხელოვნების რაიმე ნიჭით იქნება დაჯილდოვებული _ ასე, რომ თუ ხატავს, მისი ნახატები აუცილებლად აჩვენეთ პროფესიონალ მხატვარს, თუ მღერის, მაშინ მისი ხმა მუსიკოსს გაასინჯეთ, არ არის გამორიცხული მისგან კარგი მხატვარი ან მომღერალი დადგეს. ისინი მიჯაჭვულნი არიან საკუთარ სახლზე და მშობლებზე, ვერ ეგუებიან ახალ გარემოს, განრიგსა და პირობებს.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? აჩქარება, ჩხუბი, დასჯა, ნუ დააკარგვინებთ საკუთარ თავზე რწმენას,
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? მშვიდი გარემო ოჯახში, კვების რეჟიმი, განსხვავებული ტანსაცმელი, კარგი განათლება, კომფორტი.

ტყუპი-ბავშვი
სტატისტიკით დადგენილია, რომ ივნისის პირველ ნახევარში, ანუ ტყუპის ზოდიაქოში უფრო მეტი ბიოლოგიური ტყუპი იბადება, ვიდრე სხვა თვეებში. როდესაც ოჯახში ტყუპის ნიშნით დაბადებული ბავშვი იბადება საჭიროა მშობლები უფრო სწრაფები და ენერგიულები გახდნენ, რათა საკუთარი პატარასთვის ფეხის აწყობა შეძლონ. იგი ძალიან მოძრავია და გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებს. მაგალითად, ერთ წუთას შესაძლოა, ის ჩართული მტვერსასრუტიდან გამოაღებინოთ ხელი, მეორე წუთში კი ის უკვე აივანზე იყოს და მოაჯირზე გადაძვრომას ცდილობდეს. თუ მას მანეჟში ჩასვამთ და თავისუფლებას შეუზღუდავთ, ისეთ ჩხავილს მორთავს, რომ მეზობლებს გააგებინებს. მას ერთდროულად რამოდენიმე საქმის კეთება უყვარს, თუმცა იშვიათად მიჰყავს საქმე ბოლომდე და ეს თვისება მას სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება, ასე რომ, საკუთარ შვილს ასწავლეთ დაწყებული საქმის დასრულება. ტყუპი-ბავშვი მოუსვენარია და მისთვის თითქმის შეუძლებელია ერთ ადგილზე უმოძრაოდ გაჩერდეს და ხელები ან ფეხები არ იქნიოს. სხვათა შორის, ეს ბავშვი მოქნილია და მოქნილი თითებიც აქვს, რაც პროფესიულ საქმეში ხშირად გადამწყვეტ როლსაც თამაშობს. სკოლაში მას ნაკლები პრობლემები უჩნდება, რადგან სწრაფი აზროვნების წყალობით ადვილად ითვისებენ სასკოლო მასალას. მერწყულთან ერთად ის ქმნის `კომპიუტერულ დუეტს~, ანუ ის ადვილად უმკლავდება ურთულეს კომპიუტერულ პროგრამებს. `ჰაკერთა~ და პროგრამისტთა უმრავლესობა სწორედ ტყუპის ნიშნით არიან დაბადებულნი. განავითარეთ თქვენი ბავშვის გონება, რადგან იგი ბუნებით მიისწრაფის განათლების მოპოვებისკენ. იგი თვითონ იგონებს ახალ გასართობებს, უყვარს ჩუმად თქვენთვის ყურის დაგდება და თქვენი დამახასიათებელი თვისებების ათვისება.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? მოუთმენლობა, უყურადღებობა, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? უცხო ენების ათვისება, მეგობრებთან კონტაქტი, პუნქტუალურობის გაძლიერება.

კირჩხიბი-ბავშვი
ისევე როგორც ზრდასრულ ასაკში, ბავშვობაშიც კირჩხიბს საკმაოდ ხშირად ეცვლება ხასიათი და გუნება-განწყობილება, ამან კი მოსალოდნელია მშობლების შეშფოთება გამოიწვიოს. ერთ წუთში კირჩხიბმა-ბავშვმა სახის გამომეტყველება შესაძლოა, ათჯერ შეიცვალოს. მყუდრო სახლი ყველაზე მეტად ამ ნიშნით დაბადებულ ბავშვს სჭირდება, ამიტომ, მშობლების კონფლიქტი შეიძლება ითქვას, რომ მას ემოციურ პრობლემებს შეუქმნის და დააკომპლექსებს. იგი ბუნებით მშიშარა და მტირალაა, ამიტომ, ნუ დაიწყებთ მის შეშინებას: `ჭამე, თორემ, ბუა მოვა და ა. შ. ის ძალიან ემოციურია და ამას მშობლები გაგებით უნდა მოეკიდონ. თუმცა, მეტისმეტი ალერსი და სიყვარული მას სუსტი ხასიათის ადამიანად ჩამოაყალიბებს, ამიტომ, ალერსი და სიმკაცრე მის აღზრდაში თანაბრად უნდა იქნას გამოყენებული. კირჩხიბი-ბავშვი არც თუ იშვიათად თამაშს მარტო ამჯობინებს და კარგი წარმოსახვის წყალობით მოწყენილს იშვიათად ნახავთ. ამასთან წარმოსახვის და შთამბეჭდავი ბუნების წყალობით ხშირად ფანტაზიორობს, ამასთან მოსალოდნელია მშობლებმა ვერ გაარჩიონ რა არის სიმართლე და რა არის ფანტაზია, ასე რომ, შესაძლოა, მშობლებს მოეჩვენოთ, რომ ეს ბავშვი მატყუარაა, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ ბავშვის განსხვავებული ხედვაა. საერთოდ, შემოქმედებითი ნიჭის წყალობით კირჩხიბი-ბავშვისგან კარგი მსახიობი, ფოტოხელოვანი და მუსიკოსი დგება. რადგან თქვენი პატარა ზედმეტად მგრძნობიარეა ნუ შეაშინებთ, მკაცრად ნუ დასჯით, ნუ დაემუქრებით და ნუ დასცინებთ, ეს ყველაფერი მას დიდხანს დარჩება გულში. მოუმზადეთ სიურპრიზები, დღესასწაულები, შეეცადეთ სასიამოვნოდ გააოცოთ და აჩვენეთ რომ იგი ძალიან გიყვართ.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? შეშინება, ზედმეტი ემოციები, დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციები, მეტისმეტი შეზღუდვა
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? სიმშვიდე, საკუთარი თავის რწმენა, ოჯახური ჰარმონია

ლომი-ბავშვი
იგი ერთი შეხედვით მხიარული და მოსიყვარულეა, თუმცა მას ისევე როგორც ვერძსა და მშვილდოსანს, თუ გზაზე გადაუდექით, ისეთ ტირილსა და ღრიალს მორთავს, რომ უკან დაგახევინებთ. იგი თანატოლებში ყოველთვის მეთაურის და მოთავეს როლში გამოდის. მას უყვარს, როდესაც სხვებს საკუთარ ჭკუაზე ატარებს, ამიტომ, მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ მომავალში ეს დიქტატორობის ან ამპარტავნების სურვილში არ გადაიზარდოს. ამას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ის დაბადებიდანვე ამაყია. მას მშობლებმა უნდა ასწავლონ, რომ სხვა ბავშვებს თანაგრძნობითა და მზრუნველობით მოეპყროს. პატარა ლომი საკმაოდ ზარმაცია და მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ეს ნეგატიური თვისება აღმოფხვრან. საერთოდ, თუ გინდათ, მას საქმე გააკეთებინოთ, მიეცით ამას საზეიმო ელფერი და აქციეთ დღესასწაულად, მას ხომ ძალიან ხიბლავს ჭყეტელა ფერები. სწავლის დროს თუ ვერძ-ბავშვს ბრძოლაში გამოწვევა შველის, ლომ-ბავშვზე ყველაზე კარგად თავმოყვარეობის შელახვა მოქმედებს. თუ ის სწავლაში მოიკოჭლებს, ის საჯაროდ გაკიცხეთ (ოღონდ ნუ გადააჭარბებთ) და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ. პატარა ლომს აუცილებლად ასწავლეთ ფულის ყადრი, თორემ ის საოცარი ფლანგველი გახდება, უბრალოდ მას ხიბლავს, როდესაც ფულს ხარჯავს და სხვებს მასპინძლობს. ის აუცილებლად ატარეთ თეატრში, კინოში, გამოფენებზე (ეს მის შემოქმედებითობას ერთი-ორად გაზრდის). მოუყევით მათ ცნობილი ადამიანების ისტორიები, ეს მათში დიდ ინტერესს და მიმბაძველობას გამოიწვევს. ნუ შეუწყობთ ხელს იმბრძანებლოს ირგვლივ მყოფებზე. ასწავლეთ დისციპლინა და ხშირად შეაქეთ მისი წარმატებების გამო.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? შეურაცხყოფის მიყენება, განსაკუთრებით საჯაროდ და გათამამება.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? შრომისმოყვარეობის, ეკონომიურობის, თანაგრძნობის განვითარება, ასევე შექება.

ქალწული-ბავშვი
იგი შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, პუნქტუალური და ორგანიზებულია. საკუთარ საზრიანობას დაბადებიდანვე გამოამჟღავნებს, მაგალითად, ისე მოხერხებულად აირიდებს არასასურველ ფაფით სავსე კოვზს, რომ შესაძლოა, მშობლებმა გაბრაზებაც ვერც მოახერხონ. მას აქვს უდიდესი მიმბაძველობის უნარი, რაც შემდგომში მსახიობურ ნიჭად გარდაიქმნება ხოლმე. ის წყნარი და გაწონასწორებულია, თითქმის არასდროს ატეხს განგაშს იმის გამო, რომ საყვარელი სათამაშო თავის ადგილზე არ დახვდა. ჯანმრთელობის კუთხით, რაც შეიძლება მას დაემუქროს, ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭის მოქმედების დარღვევაა, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ მისი კვების რეჟიმს. სკოლაში ქალწული-ბავშვი საკმაოდ ბეჯითად სწავლობს (განსაკუთრებით ტექნიკური საგნები უყვარს), თუმცა თანატოლებში თითქმის არ გამოირჩევა ხმაურიანი თავგადასავლებით. იგი ყველა წვრილმანს ამჩნევს და გარშემომყოფებს მისი გამოსწორებისკენ მიუთითებს, თუმცა თვითონ ვერ იტანს შენიშვნების მიცემას, განსაკუთრებით ხალხში. ხანდახან ის უმიზეზოდ პრეტენზიულიც ხდება. მისთვის აუცილებელია წიგნების კითხვა, ინტელექტუალური თამაშები, რადგან ეს ეხმარება ცოდნის დახვეწასა და სრულყოფაში. იგი ადვილად ითვისებს უცხო ენებს, ასე რომ, მისი დატვირთვა ბავშვობიდანვე შეიძლება, სხვათა შორის პოლიგლოტთა შორის ბევრია ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი. ეს ბავშვი ბუნებით მორცხვია, ამიტომ, დაარწმუნეთ ის თავის სიძლიერესა და მიმზიდველობაში. ამასთან ის არასოდეს მოგთხოვთ ალერსს, მაგრამ ხშირად მოეფერეთ და მოეალერსეთ. და კიდევ, ხშირად მშობლებს სწორედ მათი რჩევები ეხმარება.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? დღის რეჟიმის დარღვევა, ხმაურიანი შეკრებები, ბევრი სტუმრები, დასჯა, არამკაფიო დავალებები.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? ხშირად მიუალერსეთ, შეაქეთ და დაარწმუნეთ საკუთარ ძალებში, შთააგონეთ სიცოცხლის სიხარული, მომავლის რწმენა.

სასწორი-ბავშვი
პირველივე რაც შეიძლება ითქვას, სასწორი-ბავშვი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ზოდიაქოს ნიშნებში და ეს შტრიხი მოზარდობაშიც გაჰყვება. მშობლებმა იგი არასოდეს არ უნდა დააყენონ არჩევნის წინაშე, რადგან სასწორი მერყევი ნიშანია და გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის უჭირს. ეს ელემენტარულ დონეზეც გამოვლინდება. მაგალითად, თუ მას სანოვაგით სავსე მაგიდასთან დავსვამთ, მაშინ შესაძლოა, საჭმელს პირიც არ დააკაროს (უბრალოდ, ვერ მიხვდება, რომლით დაიწყოს), მაგრამ თუ კერძს, ჩაის, დესერტს სათითაოდ შემოვიტანთ, მაშინ ის ადვილად გაერკვევა და ყველაფერს ბოლოს მოუღებს. საერთოდ, სასწორ-ბავშვს საქმის დაწყება უჭირს, ამიტომ, უნდა ვუკარნახოთ, თუ პირველად რით დაიწყოს (თანაც ეს მშვიდი ტონით უნდა მოხდეს და არა ბრძანებით). იგი ვერ იტანს ხმაურს, ეს გაითვალისწინეთ როგორც მისი ძილის, გაკვეთილების მომზადებისა თუ სხვა საქმიანობის დროს. კიდევ რაც ამ ნიშნით დაბადებულ ბავშვს ახასიათებს არის ის, რომ მას გააჩნია აქტიურობისა და პასიურობის პერიოდი, ზოგჯერ ქარივით დაჰქრის და ყველაფერს თვალის დახამხამებაში აკეთებს, ზოგჯერ კი აპათია ეუფლება და ფეხის გადადგმაც ეზარება. თუმცა ეს სიზარმაცეში არ უნდა აგვერიოს. სწავლის დროს სასწორი-ბავშვს თუ ხმადაბლა სასიამოვნო მუსიკას ჩაურთავთ, მაშინ მის პროდუქტიულობას ერთი-ორად გავზრდით. გაითვალისწინეთ, რომ ხმადაბლა ჩართული სასიამოვნო მუსიკა მის საოცრად ამშვიდებს, ამიტომ, იზრუნეთ მის მუსიკალურ განათლებაზე. სასურველია თუ მას მშობლები გადაწყვეტილების მიღებას ასწავლიან, რადგან ეს სასწორი-ბავშვის ერთ-ერთი სუსტი წერტილია.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? კონფლიქტი მშობლებს შორის, დისჰარმონია, მყვირალა ფერები, მკვეთრ ხმები, ძალადობრივი სიტუაციები.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? მეგობრებთან თამაში, სტუმრად სიარული, ლამაზად გაფორმებული საკვები, ლამაზი ინტერიერი, ხელოვნებასთან ზიარება.

მორიელი-ბავშვი
მორიელი-ბავშვის მშობლები ალბათ შენიშნავენ, რომ მათი პატარა თანატოლებს თითქოს ერთი თავის უსწრებს. საერთოდ კი უნდა ავღნიშნოთ, რომ მორიელი მთელს ზოდიაქოში ყველაზე მებრძოლი და ძლიერია, ამიტომ, ნუ იქნებით მასთან სუსტი და უმწეო. გახსოვდეთ, იგი პატივს მხოლოდ მასზე ძლიერებს მიაგებს, ამიტომ, იგი სიმკაცრეში და დისციპლინაში უნდა აღიზარდოს. პატარა მორიელმა მშობელში ძლიერი ადამიანი უნდა იგრძნოს. თუმცა, ასე ვთქვათ, კუდზე ფეხს ნუ დააბიჯებთ, ამ დროს მისთვის ყველა ერთია, შესაძლოა, უნებლიედ, მაგრამ თავდამსხმელს ნესტარს მაინც აგემოს და თუ იმ სხვას ვერ გაუბედა ან უბრალოდ ვერ მისწვდა, მაშინ ნესტარს საკუთარ თავზე გამოსცდის (ისევე როგორც ნამდვილი მორიელი). მას ნუ გალანძღავთ, სჯობს ლოგიკურად აუხსნათ, თუ რატომ არ შეიძლება ასე მოქცევა. აუცილებლად ასწავლეთ მას სიბრალული, მოთმინება, უფროსების პატივისცემა და პატიება, ეს თვისებები მას მომავალში ბევრი პრობლემისგან და გამოუვალი სიტუაციისგან იხსნის. მას ძალიან უყვარს დეტექტივები და საშინელებათა ფილმები, მითუმეტეს, თუ ამას მისტიკური სახე აქვს. პატარა მორიელს ყოველთვის აქვს საკუთარი საიდუმლოებები, რომელიც არავინ არ უნდა შეიტყოს, თვითონ კი პირიქით, ცდილობს ყველა საიდუმლო გახსნას და შეიტყოს. აუცილებლად დატვირთეთ, რათა ენერგია არასაჭირო მიმართულებით არ მიმართოს. მას აუცილებლად ასწავლეთ საკუტარი ემოციების კონტროლი და მოთოკვა.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? ნუ გამოიყენებთ ძალადობას, თორემ იგი გახდება მოძალადე. ნუ შეებრძოლებით საკვების გამო, ნუ ეცდებით იპოვოთ მისი დამალული საიდუმლოებები და ნუ დაუფრთხობთ ფანტაზიებს.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? გამოიყენეთ დარწმუნების ძალა, მისი გონება მიმართეთ სამართლიანობისა და თანაგრძნობისაკენ, გაუღვიძეთ სწავლის ინტერესი.

მშვილდოსანი-ბავშვი
ის ვერ იტანს მარტოობას, საკმარისია რომ ცოტა ხნით მიატოვოთ და მაშინვე ხმამაღალ ტირილს მორთავს, გნებავთ სტუმრებით სავსე ოთახში დააძინეთ, ოღონდ მარტო ნუ იქნება. მშვილდოსანი-ბავშვი ალბათ ერთადერთია მთელს ზოდიაქოში, რომელიც ბავშვობის ხასიათს სიბერემდე ინარჩუნებს. გამოთქმა `დიდი ბავშვი~ სწორედ მშვილდოსანზეა ზედგამოჭრილი. ის ძალიან ცნობისმოყვარეა, აინტერესებს ყველაფერი და უამრავ შეკითხვას სვამს, ამასთან ზოგჯერ ეს შეკითხვები არც თუ ტაქტიანად არის დასმული და პროვოკაციული შინაარსითაც გამოირჩევა. გამოირჩევა სამართლიანობის დიდი გრძნობით, მისი აზრით ნებისმიერმა ადამიანმა შეცდომის დროს ბოდიში უნდა მოიხადოს, თუნდაც, ეს მშობელი იყოს, ამიტომ, ნუ მოექცევით მას უსამართლოდ. ის აქტიური და ენერგიულია, ხოლო სიტყვა წესრიგი კი მისთვის საერთოდ გაუგებარია, რადგან წესრიგი პატიოსნებას ნიშნავს, ყოველგვარი ტყუილისა და სიყალბის გარეშე. ამ ბავშვის მშობლები სამართლიანები და პატიოსნები უნდა იყვნენ, რათა პატარა მშვილდოსანმა მაგალითი მათგან აიღოს. მას ხანდახან უჩნდება სახლიდან გაქცევის სურვილი, ამას მისი ავანტიურიზმის გრძნობა და მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი განაპირობებს. სწავლაში ცოტას მოიკოჭლებს, მაგრამ სპორტში შეუდარებელია, როგორც წესი ამ ნიშნით ბევრი სპორტსმენი იბადება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი, კარგი იქნება თუ პატარა მშვილდოსანს ფულის ყადრს ასწავლით, რადგან მას დაუფიქრებლად შეუძლია დიდი თანხის დაუფიქრებლად გაფლანგვა. ასწავლეთ მას წინდახედულობა, ტაქტი და დიპლომატია.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? ნუ დაუშვებთ უსამართლობას მის თვალწინ, ნუ დასჯით მკაცრად თუ ცუდად სწავლობს, ნუ შეეხებით მის თავმოყვარეობას.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? პატიოსნება და სამართლიანობა, სისუფთავე, მოთმინება, სიყვარული და სითბო.

თხის რქა-ბავშვი
შესაძლოა, თქვენი ბავშვი უცხოებთან მორიდებული და გაუბედავი იყოს, თუმცა შინაურებთან ხასიათს ის განსხვავებულად გამოავლენს. ის ძალიან სერიოზულად უყურებს ცხოვრებას თავიდანვე. ძნელად თუ გააცინებთ, არ ჰყოფნის იუმორის გრძნობა და სულ დაძაბულია, თუმცა სანერვიულოც არაფერი აქვს. მშობლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ საკუთარი შვილისთვის _ ასწავლეთ მას განტვირთვა, შეუქმენით თბილი გარემო, მხიარული ატმოსფერო. ამ ბავშვს უყვარს მარტოობა, არ მოსწონს ხმაურიანი დიდი შეკრებები. ეს ბავშვი ხშირად უფროსი ადამიანის თვისებებს აღმოაჩენთ. ის საკუთარი აზროვნებითა და საუბრით ცხოვრებაში გამობრძმედილ ადამიანს მოგვაგონებს. თუ მასთან ენას მოჩლექით დაელაპარაკებით და თქვენი გამოგონილი ისტორიების მოყოლას დაიწყებთ, ისეთი თვალებით შემოგხედავთ, რომ ნამდვილად შეგრცხვებათ. მას ძლიერი ნებისყოფა აქვს და ყოველთვის კარგად იცის რა უნდა. თუმცა, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით საკუთარი სურვილების ასრულებას ტირილით და იატაკზე გაგორებით არ გამოხატავს, ის მშვიდად შემოგხედავთ თვალებში და უმალ მიხვდებით, მას რა სჭირდება. ის შეგიძლიათ მშვიდად დატოვოთ მარტო, არც არაფერს დააზიანებს და არც საკუთარ თავს აუტეხავს რაიმეს. შეეცადეთ, ხშირად ასეირნოთ სკვერში, ოღონდ, თქვენც მასთან ახლოს უნდა იყოთ, რადგან ის საკუთარ თავს სერიოზულ ადამიანად თვლის, სერიოზული ადამიანები კი მარტო იშვიათად სეირნობენ. იგი ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებული ბავშვია, ისინი გვიან, მაგრამ დინჯი ნაბიჯებით მიდიან სასურველი შედეგისკენ.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? ნუ აიძულებთ იაროს სტუმრად უცხოებთან, ნუ შეადარებთ სხვებს, ნუ მიანიშნებთ საკუთარ ნაკლზე სხვისი თანდასწრებით, ნუ ააჩქარებთ.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? მოექეცით როგორც დიდს, ასწავლეთ ცხოვრებით ტკბობა და მხიარულება.

მერწყული-ბავშვი
ამ ბავშვისაგან ყველაფერია მოსალოდნელი, ის შესაძლოა, მამის კომპიუტერთან დაჯდეს და ამოუხსნელი ამოცანა ამოხსნას (არა და მან კომპიუტერი საერთოდ არ იცოდეს), დედის ძვირფას ქურქს მკლავები და კალთები მოაჭრას, რათა სკანდინავიელ მეომრებს მიბაძოს, ანტიკვარული, მოოქროვილი კოვზით კი სილაში ითამაშოს. მოკლედ, პატარა მერწყულის გამო მის მშობლებს თავის ტკივილის კარგი პერსპექტივა უჩნდებათ. უპირველესად, იზრუნეთ, რომ მას ნერვული სისტემა წესრიგში ჰქონდეს. ხშირად ასეირნეთ და რომელიმე სპორტულ სექციაში ჩაწერეთ. შეეცადეთ, მისი მეგობრებზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ (მას შეუძლია ერთ დღეში ათი ახალი მეგობარი შეიძინოს და ამდენივეს დაშორდეს), ამან კი მასზე ცუდად არ იმოქმედოს. კარგი იქნება თუ მასთან მეგობრულ ურთიერთობებს დაამყარებს, ეს მასთან უფრო დაგაახლოებთ. მისგან ელოდეთ ექსტრავაგანტურ და ზოგჯერ შოკის მომგვრელ საქციელს, მოკლედ, მას უყვარს ხალხის გაოცება. ის ძალიან ადვილად ითვისებს ახალ ინფორმაციასა და ცოდნას. თითქოს ცოდნა თავად იბადება მასში, არ ჭირდება ბევრი ახსნა-განმარტების მიცემა. იგი საკმაოდ შეუპოვარია მიზნის მიღწევისას, თუ მას რაიმე დააინტერესებს იგი მას ბოლომდე მიიყვანს და მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას. სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის არ აქვს, მაგრამ ახალი ინფორმაციის გასაანალიზებლად მარტოობა ესაჭიროება, განცალკევებული კუთხე მაინც. მას თუ სახლში მშვიდი გარემო არა აქვს, მოსალოდნელია გაღიზიანებული და პესიმისტური გახდეს.
არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? დისჰარმონია ოჯახში, მისი ექსტრავაგანტური საქციელის გაკვირვება.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? გონებრივი განვითარება, სუფთა ჰაერი, ბევრი ვიტამინები და მინერალები, გადააჩვიეთ ზღვარგადასულ ექსტრავაგანტურობას.

თევზები-ბავშვი
ის უძირო ტბას ჰგავს, სადაც ყველაფერი ირეკლება, ნიავის ქროლვაზე კი მისი ტალღები ირხევიან. მას ნამდვილად სჯერა, რომ ბავშვებს კომბოსტოში პოულობენ ან მაღაზიაში ყიდულობენ, ანუ ის ზღაპრის სამყაროში ცხოვრობს. მას საოცრად უყვარს ცირკი, ბავშვთა თეატრი, ატრაქციონები. კარგი იქნება თუკი პატარა თევზს სახლში მყუდრო კუთხეს მოუწყობთ, სადაც მას საკუთარი სამყარო ექნება. ის როგორც კირჩხიბი-ბავშვი, საკმაოდ მშიშარაა და შეეცადეთ, გამბედავი და უშიშარი გაიზარდოს. მას ძალიან ფაქიზი ფსიქიკა აქვს და ამის გამო ძილის წინ საშინელებათა ფილმებს ნუ აყურებინებთ, თითოეული დეტალი თუ ნიუანსი მას დიდხანს მიჰყვება და აკომპლექსებს კიდეც. მშობლების კონფლიქტი უდიდეს პრობლემებს უქმნის და ამის გამო დეპრესიაშიც ვარდება, რაც მოსალოდნელია ავადმყოფობაშიც გადაიზარდოს. სწავლაში არც თუ ისე ბეჯითია, მუსიკალური კი ნამდვილად არის, მოსალოდნელია მხატვრობის ნიჭით იყოს დაჯილდოვებული. გამოუყავით მათ სამეცადინო ადგილი სადაც ისინი მშვიდად შეძლებენ განმარტოებას. ეს ბავშვები ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ამიტომ პატარაობიდანვე ჩამოუყალიბეთ საკუთარი აზრის გამოთქმისა და გატანის ჩვევები. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ პრობლემებს მომავალში. თუ გსურთ ბავშვმა შეჭამოს საჭმელი, მოიგონეთ რაიმე მხიარული თამაში, ზღაპრები. უყვართ წყალთან თამაში, ვერ იტანენ ხმაურს, ყვირილს, ძალადობას მოზრდილობაშიც კი.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? საშინელი ისტორიების მოსმენა და ყურება, ძალადობა, სასტიკ ბავშვებთან ურთიერთობა, ყვირილი, ხმაური, ნერვიული სიტუაცია.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? მშვიდი გარემო, ხელოვნება და შინაური ცხოველები, ასწავლეთ ყურადღების მობილიზება, ასწავლეთ გადაწყვეტილების მიღება, ასწავლეთ ფულის სწორად ხარჯვა.

No comments:

Post a Comment