აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ლითონის (თეთრი) ვეფხვის წელი დადგება 2010 წლის 14 თებერვალს, 06:40 საათზე (თბილისის დროით).
ვეფხვის წლის ზოგადი დახასიათება
(ენერგია, რისკი, სიმამაცე)
(ენერგია, რისკი, სიმამაცე)
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 14 თებერვალს, როდესაც აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ახალი წელი დაიწყება, დაფიქსირდება მთვარის დაბნელება (ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა), ამიტომ არა მხოლოდ მთელი თებერვლის, არამედ მთელი ვეფხვის (2010) წლის განმავლობაში შენარჩუნდება ნეგატიური ფონი, მოსალოდნელია მთელი რიგი გართულებები და ხიფათები როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე.
რას უნდა ველოდოთ 2010 ლითონის (თეთრი) ვეფხვის წელს
ვეფხვის წელი ჩინურ ნატურფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში ძალასთან, სიმამაცესთან, ხელმძღვანელობის უნართან და მიზანსწრაფვასთან ასოცირდება. ვეფხვის წელი აღმოსავლურ ზოდიაქალურ ციკლში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და ენერგიულ წლად ითვლება. ჩინური "ბედის წიგნი" ი-ძინის ერთ-ერთი ჰექსაგრამა ამბობს: "ვინც გარისკავს – ის გაიმარჯვებს". ვეფხვის წლისთვის დამახასიათებელი რისკიანობისა და სიმამაცის გამოვლენა. სწორედ ამ ამიტომ, ვეფხვის წელში მრავლად ხდება სახელმწიფო გადატრიალებები, სხვა და სხვა სახის შეიარაღებული შეტაკებები, ომები, ტავდასხმა სახელმწიფო მეთაურებზე და ა. შ.
ვეფხვი ეს მიწის ენერგიაა, ამიტომ, ამ წელს გააქტიურდება ყველა "მიძინებული" პრობლემა, ყველა გადადებული საკითხის მოგვარებას მოითხოვს, ამიტომ, საჭიროა ენერგიული და რისკიანი მოქმედებები.
2010 წელი მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს, ასევე პოლიტიკური კავშირების, საზოგადოებრივი ურთიერთობების, კულტურისა და მეცნიერების განვითარებას.
ვეფხვის წელში ადამიანებს საკუთარი გეგმების კონკრეტულ ფორმებში გადაყვანის საშუალება მიეცემათ, ამასთან ძალიან ბევრი ადამიანი წინა წლებში დაწყებული კრიზისისთვის თავის დაღწევას შეძლებს (უნდა აღინიშნოს, რომ ის სერიოზული ნეგატიური ცვლილებები რომელიც 2009 წელს მთელს მსოფლიოში დაიწყო, 2010 წლის თებერვალში მეტ-ნაკლებად დასრულდება).
ვეფხვის წელი ახალი, საინტერესო, შემოქმედებითი და ამასთან რეალური გეგმების წარმოქმნისა და მათი რეალიზაციის სიმბოლო გახდება. შესაძლებელი გახდება წარსული გამოცდილების გადახედვა, ახალი გეგმების დასახვა, ახალი პარტნიორების მოძიება, სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში, პოლიტიკაში, მედიცინაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ-სოციალურ ურთიერთობებში მოსალოდნელია საკმაოდ სერიოზული გარდაქმნები და ცვლილებები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.
2010 წელი მოიტანს ინტელექტუალური და პროფესიული განვითარების საშუალებას, ბევრ ადამიანს შემოქმედებითი და კარიერული წინსვლის რეალური საშუალება გაუჩნდება. თუ ადამიანები შეძლებენ ფიზიკური და სულიერი ძალების კონცენტრაციას, საკუთარი მიზნების კონკრეტულად დასახვას, მაშინ შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ სოციალური სტატუსის შეცვლაც.
შემოქმედებითი და ენერგიული ადამიანები თავს რეალიზებულად იგრძნობენ, მათი ძველი დავიწყებული გეგმები და პროექტები ახალ აქტუალობას შეიძენენ, მოსალოდნელია ყოფილ პარტნიორებთან (როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან) ურთიერთობების გადახედვა და ძველი კავშირების განახლება.
2010 წელი ადამიანებს სწორი გადაწყვეტილებების ინტუიციურად მიღებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს ახალ აღმოჩენებს, მიგნებებს, საქმიან, კონკრეტულად კი ფინანსურ კავშირებში სწორი ორიენტაციის არჩევას, რაც მოსალოდნელ შეცდომებს მაქსიმალურად შეამცირებს. ადამიანთა უმეტესობა დიდი წარმატების მიღწევას შედარებით ნაკლები ძალისხმევით შეძლებენ, ხოლო ის, ვინც ვეფხვის ენერგიულ წელს "ფეხს ვერ აუწყობენ", მოსალოდნელია საკუთარ სამუშაო ადგილი და ფინანსური შემოსავლების წყაროებიც დაკარგონ.
2010 წელს ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკის საწინააღმდეგო აქციები გაგრძელდება და ახალი ენერგიით გააქტიურდება, ამასთან ახალგაზრდებში ჯანმრთელობის გამყარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის თემატიკა აქტუალური გახდება.
2010 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მომენტი დაკავშირებული იქნება პირველ და მეოთხე კვარტალთან, ანუ წლის დასაწყისთან და დასასრულთან, ამ პერიოდში ვეფხვის წელი ხელს შეუწყობს ახალი და ეფექტური ურთიერთობების დაწყებას, როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. 2010 წლის იანვრიდან მარტამდე და შემდეგ სექტემბრიდან წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება დაძაბული ურთიერთობების დარეგულირება, შეთანხმებების მიღწევა და საერთო ენის გამონახვა. თუმცა შედარებით დაძაბული იქნება მაისიდან აგვისტომდე პერიოდი, მოსალოდნელია დაძაბულობისა და დაპირისპირებების ახალი კერების გაჩენა, ამიტომ ამ პერიოდში როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე სასურველია წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა.
2010 წელს ასევე მნიშვნელოვნად გააქტიურდება საპენსიო ასაკის ადამიანების, ინვალიდების, ავადმყოფების და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ღონისძიებები. შესაძლოა, შეიქმნას ახალი კანონმდებლობაც, რომლებიც საბანკო კრედიტებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეეხება.
ვეფხვის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: ენერგიულობა, დინამიური, მიზანსწრაფვა, თავდაჯერებულობა, ლიდერობის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი. ნეგატიური თვისებებიდან შედარებით გაძლიერდება დიქტატორულობა, უხეშობა, უტაქტობა და აგრესია. 2010 წელს კრიზისული პერიოდებია – მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო.
პოზიტიური წელი იქნება წყლის სტიქიის დაბადებული ადამიანებისთვის – კირჩხიბის, მორიელისა და განსაკუთრებით თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი
პოლიტიკა. ვეფხვის წელიწადს მშვიდსა და დინჯს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ, საკმარისია გავიხსენოთ, 1914 წელს – I მსოფლიო ომის დაწყება, 1962 – წლის კარიბის კრიზისი, 1974 წელს – რევოლუცია პორტუგალიაში და კონფლიქტი კვიპროსზე, 1986 წელი – საბჭოთა კავშირში "გარდაქმნის" დაწყება, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა, 1998 წელი – ფინანსური კრიზისი რუსეთში, ამერიკა-ერაყის რიგით მე-2 შეიარაღებული დაპირისპირება, "დიდი აფრიკული" და ასევე კოსოვოს ომი.
2010 წელს პოლიტიკაში მოხდება ახალი კავშირებისა და ურთიერთობების დამყარება, ახალი კანონების შექმნა და კადრების გამოჩენა, ამასთან "წარმავალი" პოლიტიკური ლიდერები ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდებიან, რასაც სკანდალები, მხილებები და საპროტესტო გამოსვლებიც მოჰყვება.
2010 წელში მოსალოდნელია ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენა და ძველი ლიდერების მიერ საკუთარი შესაძლებლობების ახალი ფონით რეალიზება. ვეფხვის წელი ასევე დაკავშირებულია სამხედრო და გასამხედროებულ სიტუაციებთან, ამიტომ, მსოფლიოს დაძაბულ კერებში მოიმატებს არსებული პრობლემების ძალადობრივი ხერხებით გადაჭრის ალბათობა, ასევე მოიმატებს უკმაყოფილო მოსახლეობის მასიური გამოსვლები და სამხედრო გადატრიალებები (განსაკუთრებით წლის შუა პერიოდში).
საქართველო. რასაკვირველია ამ ბობოქარ ტენდენციებს ვერც საქართველო აუვლის გვერდს და 2010 წელსაც გაგრძელდება წინა წლის ტენდენციები, როგორც ოპოზიციის საპროტესტო აქციები და ისე ფართო მასშტაბის გამოსვლები. განსაკუთრებით წლის შუა პერიოდი იქნება (ივლისი და აგვისტო). ამ პერიოდში ცის კაბადონზე "შეიკვრება" საშიში კონფიგურაცია და მოსალოდნელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მაქსიმალურად დაიძაბოს პოლიტიკური სიტუაცია. ამ პერიოდში ასევე მოსალოდნელია შეიარაღებული დაპირისპირებების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და გლობალური მასშტაბის ტექნიკური ავარიები.
საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის ჰოროსკოპში პლანეტათა საკმაოდ დაძაბული კონფიგურაციები შეიკვრება და ეს საგრძნობი უკვე ვეფხვის წლის დასაწყისისთვის გახდება – თებერვალში ტრანზიტული იუპიტერი დაუპირისპირდება მის ნატალურ იუპიტერს, ეს პერიოდი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც უიღბლო პერიოდი. მისთვის ასევე სახიფათო იქნება აპრილი და მაისი, როდესაც პრეზიდენტის ჰოროსკოპში ნატალურ ურანს ჯერ ტრანზიტული სატურნი შეურთდება, შემდეგ კი ტრანზიტული ურანი დაუპირისპირდება, ამ პერიოდში მოსალოდნელია მას გარკვეული ხიფათიც შეექმნას. 2010 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი კი მიხეილ სააკაშვილისთვის ივლისი და აგვისტო, როდესაც ნატალური მარსი ჯერ ნატალურ პლუტონს და შემდეგ ნატალურ ურანს შეურთდება. შემდეგი რთული პერიოდი კი დეკემბერში იქნება, როდესაც მისი დაბადების დღეს 21 დეკემბერს მთვარის დაბნელება დაფიქსირდება და ცხადია ეს მნიშვნელოვან დაძაბულობას შექმნის. რამდენად უდანაკარგოდ გაივლის 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტი ამას მომავალი დაგვანახებს, თუმცა უნდა გავიმეოროთ 2008 წლის იანვარში ჩვენს მიერ უკვე ნათქვამი პროგნოზი (რომელიც სააკაშვილის ნატალური და მისი ინაუგურაციის ჰოროსკოპებზე დაყრდნობით ვთქვით), სააკაშვილმა რომ საპრეზიდენტო ვადა დაასრულოს, ამის მხოლოდ მიზერული შანსი არსებობს (იგი "მოქცეულია" საქართველოს მართლაც რთული ჰოროსკოპის მატრიცის გავლენის ქვეშ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ჰოროსკოპის გავლენით სააკაშვილის წინამორბედებმა – ზვიად გამსახურდიამ და ედუარდ შევარდნაძემ საპრეზიდენტო ვადა ვერ დაასრულეს).
ეს წელი სასიკეთო იქნება წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის – კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის და თევზებისთვის. ბედის ირონიით დღევანდელ ოპოზიციაში წყლის ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლაც ბევრია:
კირჩხიბი – ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე, გოგა ხაინდრავა
მორიელი – ირაკლი ოქრუაშვილი, ზვიად ძიძიგური, ლევან ბერძენიშვილი
თევზები – სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი")
ვეფხვის, 2010 წელი წინა წლებთან შედარებით პოლიტიკურად ბობოქარი გამოვლინებებით მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება, ასე რომ, წინ მართლაც დაძაბული პოლიტიკური მოვლენები გველის.
ხალხი, საზოგადოება. თუ გავითვალიწინებთ. რომ ვეფხვის წლებში მაქსიმალურად იმატებს უკმაყოფილება, აგრესია და ფეთქებადობა, მაშინ ცხადი გახდება, რომ ხალხში ისევ აიწევს "დუღილის ტემპერატურა". ვეფხვის წელში ხდება ძალიან ბევრი გამოსვლები, რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები და ხალხი ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებს ამ პროცესებში.
ეკონომიკა. ფინანსური კრიზისი ვეფხვის წელში ეტაპობრივად აღმოიფხვრება და ეს საგრძნობი წლის დასაწყისშივე გახდება საგრძნობი. განსხვავებით ხარის წლისგან, რომელიც პირდაპირ კავშირშია შრომასთან, ფინანსების უკმარისობასთან და კრიზისებთან, ვეფხვის წელში ეკონომიკური კრიზისები მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირებების და ომების ფონზე ხდება. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც 2010 წლის პირველ ნახევარში ვერ შეძლებენ 2008-09 წლებში დაწყებული კრიზისების აღმოფხვრას, მოსალოდნელია მათ 2010 წლის მეორე ნახევარში გაბანკროტება და რიგ შემთხვევებში კი სამართლო პროცესებიც კი დაემუქროთ.
No comments:
Post a Comment