რა არის მუდრა და როგორ გამოვიყენოთ იგი
მუდრა "დრაკონის ტაძარი"
აღმოსავლურ მითოლოგიაში "დრაკონი" ხუთივე ელემენტის გამაერთიანებელია "სახეა". ის ნიშნავს ძალას, მოქნილობას, ჭკუასა და დისციპლინას. "ტაძარი" ამ ყველა ტენდენციის შესაგროვებელი ადგილია. ეს მუდრა პოზიტიურად მოქმედებს გულის არითმიაზე, გულის "ჩხვლეტებსა და შუილებზე".
შესრულების მეთოდიკა: ორივე ხელზე შუა თითები იხრება და ხელისგულებს ებჯინება, ხოლო დარჩენილი თითები ერთდება (საჩვენებელი - საჩვენებელს და ა. შ.), ხელები ერთმანეთს ედება, ცერა თითები ერთიმეორეს გვერდებით ებჯინება. ხელების უკან გადახრილი ცერა თითები დრაკონის თავს ასახიერებენ, ხოლო ნეკა თითები კი კუდს.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ, ხელები მკერდის დონეზე დაძაბვის გარეშე დაიკავეთ. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და მწვანე ფერი წარმოიდგინეთ. ისუნთქეთ ცხვირით.
მუდრა "კოსმოსის სამი სვეტი"
მუდრა "კოსმოსის სამი სვეტი" აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, მაღლა სწევს იმუნიტეტს, ახდენს სულიერ და ფიზიკურ ძალთა კონცენტრაციას.
შესრულების მეთოდიკა: მარჯვენა ხელის შუა და უსახელო თითები გაატარეთ მარცხენა ხელის ნეკის ქვეშ და ზემოდან "ედება" მარცხენა ხელის ანალოგიურ თითებს. მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებ თითებს "უჭირავთ" მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი (ეს მუდრა დამწყებთათვის ძნელი შესასრულებელია).
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით აღმოსავლეთისკენ, ხელები "მზის წნულის" დონეზე დაძაბვის გარეშე დაიკავეთ. უყურეთ მწვანე ფერს ან დახუჭეთ თვალები და მწვანე ფერი წარმოიდგინეთ. შესუნთქვა - ცხვირით, ამოსუნთქვა - პირით. შედეგს აძლიერებს ნემსიწვერას არომატი.
მუდრა "ზეციური ტაძრის კიბე"
მუდრა "ზეციური ტაძრის კიბე~ სასიკეთოდ მოქმედებს ფსიქიკაზე, დეპრესიაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ხსნის დაძაბულობასა და ნაღველს.
შესრულების მეთოდიკა: მარცხენა ხელის თითების დაბოლოებები ზემოდან ედება მარჯვენა ხელის თითების დაბოლოებებს (მარჯვენა ხელის თითები ყოველთვის ქვემოთ არის). ორივე ხელის ნეკა თითები მიმართულია ზემოთ.
დრო: 15 წუთი.
ვიზუალიზაცია: შეტრიალდით სახით სამხრეთისკენ, ხელები მკერდის დონეზე დაძაბვის გარეშე დაიკავეთ. უყურეთ ყვითელ ფერს ან დახუჭეთ თვალები და ყვითელი ფერი წარმოიდგინეთ. ისუნთქეთ ცხვირით. შედეგს აძლიერებს პიტნის არომატი.
saintereso postia
ReplyDeleteunda vcado aucileblad