სტატისტიკის თანახმად უკანასკნელ წლებში ასტროლოგიისადმი ინტერესი თითქმის ორჯერ გაიზარდა, ამას სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს. მიუხედავად ასტროლოგიის ასეთი ინტერესისა, იშვიათად, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა ღიად დააფიქსიროს ასტროლოგიისადმი ინტერესი ან აღიაროს ასტროლოგების მისდამი გაწეული სამსახური. თუმცა პოლიტიკოსობის დიდი ნაწილი, უფრო სწორედ პოლიტიკოსების მრჩეველთა, პოლიტტექნოლოგთა თუ იმიჯმეიკერთა შორის ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც საფუძვლიანად ერკვევიან ასტროლოგიაში.
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამერიკის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც ძალიან ენდობოდა ასტროლოგ ჯოანა კუიგლის. რეიგანმა ასტროლოგის რჩევით ინაუგურაცია დილის 5 საათზეც კი დანიშნა. ჯოანა კუიგლი პრეზიდენტ რეიგანის მეუღლეს, ნენსის რეგულარულად აწვდიდა პრეზიდენტის პერსონალურ ასტროლოგიურ ცხრილს, სადაც პოზიტიური დღეები - მწვანედ, ნეგატიური - წითლად, ხოლო ნეიტრალური ყვითლად იყო მონიშნული. კუიგლიმ 1988 წლის დეკემბერში უწინასწარმეტყველა ჯორჯ ბუში-უფროსს, რომ ახლო აღმოსავლეთში პრობლემები შეექმნებოდა.
1990 წლის მარტში ჯოანა კუიგლიმ გამოაქვეყნა წიგნი "ჩემი შვიდწლიანი თანამშრომლობა რონალდ და ნენსი რეიგანებთან თეთრი სახლის ასტროლოგის რანგში".
ამერიკის შეერთებული შტატების დაამარსებლებმა ბენჟამინ ფრანკლინმა და თომას ჯეფერსონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დღედ 1776 წლის 4 ივლისი იმიტომ აირჩიეს, რომ ამ დღეს ცის კაბადონზე პლანეტები პოზიტიურად იყვნენ განლაგებულნი, რაც აისახა კიდეც ამერიკის მომავალზე. რაც შეეხება პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს, მას თავისი ჰოროსკოპი თეთრ სახლში, კაბინეტის კედელზე ეკიდა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი ასტროლოგმა კატამრაჯუ ნარაიანა რაომ რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილა და კონკრეტული დღეც კი დაუსახელა, თავს დაგესხმებიანო. სიკვდილის წინადღეს ინდირა განდიმ თავის ერთ-ერთ მრჩეველს უთხრა: "ხვალინდელი დღე ჩემთვის ძალიან ცუდია და ყველაზე ცუდი, რაც მათ შეუძლია გამიკეთონ - არის ის, რომ შეიძლება მომკლან. თუ ხვალ მე დავიღუპები, ჩემი სისხლის ყოველი წვეთი ინდოეთს ახალი სიცოცხლით აავსებს".
ახლახან ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრების - მარგარეტ ტეტჩერისა და ჯონ მეიჯორის თანამშრომლობის შესახებ ცნობილ შოტლანდიელ ასტროლოგ მარჯორი ორთან. ორი როგორც ტეტჩერისთვის, ისე მეიჯორისთვის პერსონალურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ამზადებდა.
ცნობილია საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ურთიერთობა ფრანგ ასტროლოგ ელიზაბეტ ტესიესთან - მიტერანი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ამ ასტროლოგთან კონსულტაციების გავლის შემდეგ იღებდა. ასტროლოგთა რჩევებს ითვალისწინებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტები - ვალერი ჟისკარ დ’ესტენი და ჟაკ შირაკი.

friad chkvianuradac iqcevian
ReplyDeleteise gamimigia rom stalins misi horoskopi hqonda shcvlilio da martalia tu ara eg mabavi da shesazlebelia tu ara msgavsi rame?
კი შესაძლებელია. სტალინი დაბადებული იყო 1878 წლის 18 დეკემბერს (ახალი სტილით) და არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ეს ხალხმა იცის. ვიკიპედიაშიც კი წერია უკვე ეს. სტალინმა დაბადების თარიღი გურჯიევის მითითებით შეიცვალა 44 წლის ასაკში.
ReplyDeleteდა ეგ ნებისმიერს შეუძლია რომ ასტროლოგტან კონსულტაციის შემდეგ გააკეთოს??
ReplyDeleteდა რამე უარყოფითი აქვს მაგას??
aham gasagebia!! didi madloba pasuxistvis
ReplyDeletedzalian didi madloba. arachveulebrivi web-gverdia...
ReplyDeleterogor shevukveto personaluri horoskopi tqventan?
winaswar DIDI madloba
xx
annie