მე ადრეც ვწერდი, რომ ზაფხულში მთელ მსოფლიოს მასშტაბით სიტუაცია დაიძაბებოდა და საერთო მდგომარეობა გაუარესდებოდა. ეს ყოველივე შესამჩნევი უკვე მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში გახდა – მკვეთრად მოიმატა ბუნებრივი კატაკლიზმების რაოდენობამ, სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელმა ზედიზედ რამოდენიმე ჰუმანიტარული გემი და რამოდენიმე ასეული აქტივისტი დააკავა, შეიარაღებული დაპირისპირება დიწყო ყირგიზეთში და მსხვერპლმა უკვე ას ადამიანს გადააჭარბა. შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტმა ყირგიზეთში მომხდარი მოვლენების სცენარის განხორციელება თბილისშიც არ გამორიცხა. ასე რომ, მთელს მსოფლიოს და საქართველოსაც "ცხელი ზაფხული" ელის (როგორც ამ სიტყვის პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).
პირველი რაც უნდა აღინიშნოს 26 ივნისს დაფიქსირდება მთვარის დაბნელება და ამის გამო 24-28 ივნისს მოიმატებს დაპირისპირებების, კონფლიქტური სიტუაციების და ტექნიკური ავარიების ალბათობა. ამ დაბნელების დროს მთვარე თხის რქის ზოდიაქოს პირველ დეკადაში იქნება განთავსებული, რაც მიანიშნებს, რომ გაიზრდება სახელმწიფო შეთქმულებების, გაფიცვების, აჯანყების, სახელმწიფოს ხელმძღვანელებზე (ან ცნობილ პოლიტიკოსებზე) თავდასხმის და ახალი შეიარაღებული დაპირისპირებების დაწყების ალბათობა (ცხადია ამის ალბათობა ყველაზე მეტად პოლიტიკურად არასტაბილურ რეგიონებში მოიმატებს).

უნდა ითქვას, რომ მთელი ზაფხულის პერიოდში შენარჩუნდება დაძაბულობა, რადგან ერთმანეთთან ნეგატიურ ასპექტში (კავშირში) იმყოფებიან სატურნი (კრიზისი, წინაღობები, ხანგრძლივი არასასიამოვნო მოვლენები), ურანი (მოულოდნელობა, ანარქია, ქაოსი, აფეთქებები) და პლუტონი (გლობალური პროცესები, ტექნიკური და ბუნერივი კატაკლიზმები, შეიარაღებული დაპირისპირებები). თუმცა ამ ყველაფრის რეალიზების ალბათობა განსაკუთრებით გაიზრდება ივლისის მეორე ნახევრიდან და შენარჩუნდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე.
17 ივლისს სატურნი-ურანი და პლუტონი ცის კაბადონზე ერთმანეთთან მიმართებაში განთავსდებიან ე. წ. ტაუ-კვადრატულ კონფიგურაციაში და 21 ივლისიდან მათ დაემატებათ მარსიც (აგრესია, იარაღი, კონფლიქტი, შეიარაღებული დაპირისპირება) და ამ ნეგატიურ პერიოდს 12 აგვისტომდე მაქსიმალურად დაძაბულ რეჟიმში გადაიყვანს.
მთლიანობაში ეს მეტად დისჰარმონიული კონფიგურაციის კოსმობიოლოგიური გავლენა შენარჩუნდება 10 სექტემბრამდე. შესაძლებელია, ეს ბედის ირონიაც იყოს, მაგრამ ამ პერიოდის პიკი იქნება 7 აგვისტო (ზუსტად ამ დღეს ორი წლის წინ საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი დაიწყო).
ასე რომ, ყველას (განსაკუთრებით პოლიტიკაში და ბიზნესში) მაქსიმალური თავშეკავება, წინდახედულობა, სიფრთხილე და რადიკალურ მოქმედებებზე უარის თქმა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი წამოწყება ფატალური შედეგით დასრულდება.
ცხადია ამ პერიოდში მოიმატებს ბუნებრივი კატაკლიზმების, ბუნებრივი მოვლენების მკვეთრი ცვლილებების და არასასურველი კუთხით განვითარების ალბათობა, ამიტომ, ამ კუთხითაც ყველას მაქსიმალური წინდახედულობა და სიფრთხილე მართებთ. ამ პერიოდში მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი რისკის მომენტი, ეს კი მოსალოდნელ დანაკარგებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

auu ra cudi prognozia, davitrgune :S
ReplyDeleteნუ დაითრგუნები, სიფრთხილე, წინდახედულობა და თავშეკავება. იმედია, რომ ყველაფერი საქართველოსთვის უსაფრთხოდ ჩაივლის (თუმცა 2008 წელს ჩვენით დაიწყო ყველაფერი)
ReplyDeleteHo es yvelaferi zalian kargi ai aq me vkitxulob kidev ramdenime adamiani mara eeh
ReplyDeletesazogadoeba gagnebashi araa ra xdeba turme :|
hoda imedia cels chvenze ar gadaivlis es kataklizmebi da sashishi rameebi : )
:)
ReplyDelete2007 წლის ნოემბერში ვწერდი ჯერ კიდევ ამ რთულ პერიოდზე. ვინ გისმენს?
აგერ ბატონო ლინკი:
საქართველოს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, 2008-2014 წლებში უდიდესი კრიზისები ელის : ასტროპროგნოზი / რამაზ გიგაური // ფენომენი : ჟურნალი შეუცნობელზე, ამოუხსნელზე, იდუმალზე. - თბ., 2007. - ნოემბერი. - N11(46). - გვ.4-6
http://www.nplg.gov.ge/ec/en/jmat/search.html?cmd=search&pft=biblio&from=91&rnum=10&sf=simple&qs=a%3A1%3A{i%3A0%3Ba%3A3%3A{s%3A1%3A%22f%22%3Bs%3A4%3A%229801%22%3Bs%3A1%3A%22q%22%3Bs%3A24%3A%22%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%22%3Bs%3A1%3A%22m%22%3Bs%3A1%3A%224%22%3B}}